2. გურიაში მცხოვრებ მოსახლეობას გურულებს ეძახიან.გარდა გურულებისა გურიაში
ცხოვრობენ ეკოემიგრანტი აჭარლები, დაბა ნასაკირალში კი მესხები.
გურულები განთქმულნი არიან თავანთი იუმორით,სისხარტით და სიმღერით.
3. გურიაში ძველთაგანვე ყოფილა განვითარებული ვაჭრობა და
ნაოსნობა, რაშიც ხელს მდინარე სუფსა უწყობდა. სუფსის ზოლში
გაფენილი სოფლების: მამათის, ჩოჩხათის, მოსახლეობა გაწაფული
იყო ნაოსნობასა და ტვირთის გადაზიდვაში, რის გამოც სპეციალური
ბეგარა ჰქონდათ დაკისრებული.
4. გურიაში ყველაზე მეტად გავრცელებული სოფლის მეურნეობის
დარგია სიმინდი, თხილი, ციტრუსი, ჩაი .
ასევე განვითარებულია ,მეფუტკრეობა და სატბორე მეურნეობა სადაც
მოშენებული ჰყავთ კობრი და კალმახი.
მეცხოველეობა უფრო განვითარებულია ჩოხატაურის
სოფლებში.ზაფხულობით სოფლის მოსახლეობას საქონელი ზოტმერიას
,ბახმაროს და გომისმთის საძოვრებზე მიჰყავთ.
5. გურიაში ტურიზმიცაა განვითარებული.აქ ჩამოსულ ტურისტს
შეუძლია დაისვენოს საზღვაო კურორტებზე: გრიგოლეთი - ურეკი - შეკვე
თილი -მალთაყვა - წყალწმინდა.
ურეკი გამოირჩევა მგნიტური ქვიშით,ხოლო შეკვეთილთან ახლოს
მოქმედებს გასართობი “გურია პარკი “-იგივე ციცინათელა.
მთის კურორტებია: ბახმარო - გომისმთა - ნაბეღლავი .კურორტი ბახმარო
კლიმატური კურორტია უხდება ფილტვის დაავადებებს, ბოლო დროს სამთო
სათხილამურო დარგიც განვითარდა.ნაბეღლავი კი სამკურნალო
მინერალური წყალია.