SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 49
Downloaden Sie, um offline zu lesen
15.10.1840 -01.06.1912
გაკვეთილის მთავარი თემა იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
სწავლების საფეხური V კლასი
მოსწავლეთა პროფილი -----------------------------------------------
გაკვეთილის მიზნები
და ამოცანები
1. ბიოგრაფიული ინფორმაციის ცოდნის დახარისხება-
გამოყენება; 2. მარტივი ფორმალური დოკუმენტაციის
წარმოება (ანკეტა); 3. წაკითხული ტექსტის გაგების
ხარისხის შემოწმება კითხვარით;
წინარე ცოდნა კითხვებზით ვარკვევთ, რა იციან მწერლის შემოქმედების
შესახებ;
სასწავლო მასალა
და რესურსები
1. პედაგოგის მიერ წინასწარ მომზადებული
პრეზენტაცია;
2. ბიოგრაფიული ცნობების წყარო:
http://www.buki.ge ;
https://burusi.wordpress.com/2009/09/16/iakob-
gogebashvili/ ;
http://biograpiebi.blogspot.com/2011/01/blog-
post_9448.html
აქტივობები: ბიოგრაფიის წაკითხვა; მოსწავლეთა კარნახით ანკეტის
ფორმატის შევსება დაფაზე; კითხვებზე პასუხი;
შეფასება განმავითარებელი ჯგუფური მუშაობისას,ხოლო
პრეზენტატორების შეფასებანი -განმსაზღვრელი;
მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №1
სახელი,მამის
სახელი,გვარი
იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი
დაბადების
წელი,თვე,რიცხვი
1840.10.15 (27 ოქტომბერი)
დაბადების ადგილი სოფელი ვარიანი (ახლანდელი გორის რაიონი)
სახასიათო ნიშნები აღნაგობითა და ჯანმრთელობით სუსტი, ჭკვიანი,
გამჭრიახი,მკვირცხლი,სწრაფი ათვისების უნარის მქონე, მუსიკალური ნიჭით
დაჯილდოებული, ბეჯითი;
ბავშვობისდროინდელი
ცოდნა
ლოცვანი, ლექსები, და საგალობლები;
ბავშვობისდროინდელი
ინტერესები
საქართველოს ბუნება (ყვავილები, ცხოველები; ანკარა მდინარეები,
მოფართხალე თევზები);
საქართველოს ისტორია, ლიტერატურა, საღვთისმეტყველო წიგნები
განათლება
(თარიღები)
დასრულებული
სასწავლო კურსი
გორის სასულიერო სასწავლებელი (დასრ-1855); თბილისის სასულიერო
სემინარია (დაწყ-1855-----)
შეწყვეტილი
სასწავლო კურსი-
კიევის სასულიერო აკადემია -გაიარა სამი კურსი (1861-----)
პარალელურად ესწრებოდა საბუნებისმეტყველო საგნების ლექციებს;
სწავლის შეწყვეტის
მიზეზი
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება (დაავადდა თუბერკულიოზით)
უცხოეთიდან
სამშობლოში დაბრუნება
1863 წელს.
სამუშაო გამოცდილება თბილისის სასულიერო სასწავლებელი, პედაგოგი (1864);
ამავე სასწავლებელში მუშაობდა ინსპექტორის თანამდებობაზე 1868 წლიდან.
მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №2
მწერლის თანადროული
ეპოქა
“საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი
ქართული იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული
იყო. არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია
რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი
ანბანი არსებობდა, არ ისწავლებოდა საქართველოს ბუნება და კულტურა.”
სწავლა-აღზრდის
მეთოდები
სასწავლებელში იყო მკაცრი და უსამართლო წესები, მოსწავლეთა წკეპლით
ცემა, მუხლებზე დაყენება...
ეროვნულ-
განმანთავისუფლებელი
მოძრაობის აქტივისტი
მწერლის როლი და მისი
მოღვაწეობის კვალი
მწერლის დამსახურებაა,რომ სსასწავლებელში გაუქმდა მოსწავლეთა დასჯა,
გამოსცა ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის”;
ბუნების კარი (1868); “დედა ენა” (1876)
სამუშაოს შეწყვეტის
მიზეზი და შედეგი
გამოაცხადეს “საზოგადოებრივი სამსახურისათვის არაკეთილსაიმედო პირად”,
სამსახურიდან გაათავისუფლეს ამ მიზეზით 1874 წელს.
სასოწარკვეთილი
მწერლის
გადაწყვეტილება
“ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა
მოვახმაროო”.
მწერლის ფინანსური
მდგომარეობა
უმუშევრობა,უსახსრობა, უბინაობა, (ბინის ქირის გადაუხდელობის გამო
უწევდა მეგობრებთან თავის შეფარება);
მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №3
ქველმოქმედება მამაცაშვილის “ლიტერატურულ სალონში” დაბეჭდილი წიგნების ჰონორალით
ეხმარებოდა “წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”, მატერიალურ
დახმარებას უწევდა ღარიბ მოსწავლეებს, უფინანსებდა სწავლას უცხოეთში წასულ
სტუდენტობას.
ეხმარებოდა ციმბირში გადასახლებულ საზოგადო-პოლიტიკურ მოღვაწეებს;
ანდერძით გადასცა მთელი ქონება “წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”;
ვარიანის სახლი გადასცა სოფელს და იქ გაიხსნა სკოლა;
ოჯახური
მდგომარეობა
დასაოჯახებელი (მიზეზი-რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე
სენი,ტუბერკულიოზი)
ეროვნული ღვაწლი ზეპირსიტყვიერების შეგროვება; საბავშვო ჟურნალების გამოცემა;ხალხური
სიმღერების გადატანა ნოტებზე; სასოფლო-სამეურნეო სკოლის დაარსება;
ბიბლიოთეკების გახსნა; სახალხო სკლების გახსნა;
სხვა ერების მიმართ
პატივისცემა,
თანადგომა,
ჰუმანიზმი და
ტოლერანტობა
10-10 თუმანი გადასცა ქართველთა,სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს.
“სიტყვა არ დასცდენია რუსული კულტურისა და ენის სწავლების
საწინააღმდეგოდ, პირიქით, 1887 წელს შეადგინა რუსული ენის სახელმძღვანელო.
გარდაცვალების
თარიღი და
განსასვენებელი
1912 წლის 1 ივნისი (14 ივნისი);
ჯერ დაკრძალეს დიდუბის პანთეონში, ხოლო შემდეგ -1940 წელს გადაასვენეს
მთაწმინდაზე;
მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №4
დაფასება
(ჯილდოები)
ვერცხლის გვირგვინი წარწერით :”ხალხის მასწავლებელს-იაკობ გოგებაშვილს!” დაწესდა
გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი
სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან
სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა
სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო
განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის
პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის
ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100
წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და
„ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.
შემოქმედება “დედა ენა”; ბუნების კარი” ; გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის
ფუძემდებელია. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები
„ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები
„დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“,
„ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს;
ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“,
„ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი
თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.
მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ჰუმანიზმს,
პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“
(1890).
1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა
ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით
გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და
„ნაკადულს“.
დააკავშირეთ შემოქმედებითი გზა მწერლის წინარე ცოდნასთან !
შემოქმედებითი გზა
“ბუნების კარი”
ხალხური სიმღერების სანოტო
გრაფიკა
სასოფლო-სამეურნეო სკოლის
დაარსება
“საღმრთო ისტორია”
წინარე ცოდნა ;
ბავშვობისდროინდელი სახასიათო
ნიშნების გავლენა და კვალი
საღვთისმეტყველო ცოდნა
კიევში ესწრებოდა
საბუნებისმეტყველო საგნების
ლექციებს;
ბუნების სიყვარული
სიმღერის ნიჭი ჰქონდა
მომდევნო 9-24გვერდები ეთმობა კლასში სამუშაოს, როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალური სახის წერით და ზეპირ
დავალებებს;
(მიზნები ასახულია პრეზენტაციის საწყის გვერდებზე)
დავალების ნიმუშები:
1. მწერლის ბიოგრაფიიდან ამოკრებილი
ინფორმაცია მოსწავლეებმა უნდა შეიტანონ
მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ
ცხრილში- “მწერლის შემოქმედებით ანკეტაში”
1. მიზანი: ინფორმაციის დანაწევრება და გამოყენება
ალტერნატიული ფორმით;
2. დავალების შესრულების ფორმა: ჯგუფური სამუშაო-კლასი
იყოფა ხუთ ჯგუფად,თითოეულს ურიგდება ბიოგრაფიის ერთი
ნაწილი და შესავსები ანკეტის ერთი გვერდი,რომლის
გრაფებშიც შეტანილი საძიებელი პუნქტები სრულად ემთხვევა
ბიოგრაფიის იმ კონკრეტულ ნაწილს.
2. კითხვარი 1. მიზანი: შემოწმდეს,თუ რამდენად კარგად გაიგეს ჯგუფური
მუშაობისას ერთმანეთის დახმარებით მოძიებული ინფორმაცია
;
2. დავალების შესრულება: მას შემდეგ,რაც ჯგუფის
პრეზენტატორები წარმოადგენენ შევსებულ ანკეტას , მომდევნო
მეცადინეობის 20 წუთი დაეთმობა მის განხილვას. მხოლოდ ამ
განხილვის შემდეგ ინდივიდუალურად უპასუხებენ დასმულ
კითხვებს;
3. დააკავშირე! ამ დავალების მიზანი მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირების
უნარის გამომუშავებაა.
სწავლების მეთოდიკა ამ მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება კოგნიტური სქემები:
ასოციაციური რუკა, კორნელის გრაფა და ბლუმის
ტაქსონომია,როგორც ცოდნის შეძენის, განმტკიცების და
გამოყენების უნარების ინდიკატორები;
ლექსიკა-ფრაზეოლოგია;
სინონიმები-ანტონიმები
დავალება: კლასში ამოიწერონ ბიოგრაფიული ტექსტიდან
უცხო სიტყვები,იდიომები,სინონიმები და ანტონიმები;
ბიოგრაფია (ჯგუფი №1 )
იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი) სოფელ ვარიანში
(ახლანდელი გორის რაიონი). მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც
სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ.
მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი
გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს aდვილად ითვისებდა. თანატოლებს
იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა.
მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი
საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე
თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს
მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში“.
მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე.
მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და
სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იაკობი მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან
ბევრს მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა
საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო
ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის
მათთვის გასაგებ ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია.
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა,
მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა,
სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო
დისციპლინებში ისმენდა ლექციებს. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე
მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ
ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი
ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა
მესამე კურსი მიეტოვებინა, 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.
მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №1 (ჯგუფი №1 )
სახელი,მამის
სახელი,გვარი
დაბადების
წელი,თვე,რიცხვი
დაბადების ადგილი
სახასიათო ნიშნები
ბავშვობისდროინდელი
ცოდნა
ბავშვობისდროინდელი
ინტერესები
განათლება
დასრულებული
სასწავლო კურსი
შეწყვეტილი
სასწავლო კურსი-
სწავლის შეწყვეტის
მიზეზი
უცხოეთიდან
სამშობლოში დაბრუნება
(ჯგუფი №2 )
1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868
წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო
რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული იდევნებოდა. სკოლებში
ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება
ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად
ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინღა ჩიოდა. სკოლაში
ძალიან მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ. მოსწავლეთა წკეპლით ცემა, მუხლებზე
დაყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც
ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების
აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტიც
წარუდგინა, სრულიად გააუქმა დასჯა. 1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და
პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ – „ბუნების კარი“ (1868), „დარიგება
მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“
(1872), „დედა ენა“ (1876). “დედა ენა” გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა,
გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. “დედა ენას” “ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან
ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათი
ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი “დედა ენა” და 5-6 ათასი “ბუნების
კარი” იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას.
გოგებაშვილის პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა
უკმაყოფილება გამოიწვია. იაკობი “საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო
პირად” გამოაცხადეს და 1874 წელს სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის მართლების
საშუალებაც არ მისცეს. მძიმე ავადმყოფი, სახელმწიფო ბინიდან გამოგდებული მეგობარს
შეეფარა. მაშინ დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის
მოწმობა და ფიცი დადო: “ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა
მოვახმარო”.
მწერლის შემოქმედებითი ანკეტა (ჯგუფი №2)
სამუშაო გამოცდილება
მწერლის თანადროული ეპოქა
სწავლა-აღზრდის მეთოდები
ეროვნულ-
განმანთავისუფლებელი
მოძრაობის აქტივისტი
მწერლის როლი და მისი
მოღვაწეობის კვალი
სამუშაოს შეწყვეტის მიზეზი
და შედეგი
სასოწარკვეთილი მწერლის
გადაწყვეტილება
(ჯგუფი №3 )
ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე
საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურომ, უბინაომ, უფულომ მრავალი განსაცდელი
გამოარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია.
იაკობ გოგებაშვილი მონაწილეობდა ი. მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონში, რომელმაც
ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას,
იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი (1879 წლიდან). იაკობ გოგებაშვილი თავისი
წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელ საზოგადოებას“, ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი ათასი მანეთი –
მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. მის თანამედროვეთა
თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მისი მეორე ოჯახი
იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა.
არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური
მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა,
ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების
დაარსება.
გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი
იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური
განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. იაკობი არ იშურებდა სახსრებს
სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ბევრ
მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და
საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში
გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით
სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები
ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ
მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია
და მეგობრებს შეუფარებიათ.
მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №3
მწერლის ფინანსური
მდგომარეობა სამუშაოს
დაკარგვის შემდეგ
ქველმოქმედება
ეროვნული ღვაწლი
(ჯგუფი №4)
გაშმაგებით ებრძოდა ქართველი ენისა და კულტურის დაუძინებელ მტრებს,
თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც მიეჭრებოდა ხოლმე: “გაგვიძეხ, ბერო
მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო!” რუსული ბიუროკრატიისა და
იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლებს ილიას, აკაკისა თუ
გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების
საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა “რუსკოე სლოვო”,
რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს. გოგებაშვილი
ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. ქართული ხალხური
ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი
და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“,
„ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“,
„ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს;
ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“,
„ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი
თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.
მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს,
ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს ცნობილი მოთხრობა
„იავნანამ რა ჰქმნა“ (1890).
1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ
თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული
მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს
„ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.
მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №4
სხვა ერების მიმართ
პატივისცემა, თანადგომა,
ჰუმანიზმი და
ტოლერანტობა)
შემოქმედება
(ჯგუფი №5)
სიკვდილის წინ, 1912 წელს ანდერძი დაწერა და მთელი ქონება ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი დღისთვის
გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა
და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი თანასოფლელებს უანდერძა,
სადაც სკოლა გაიხსნა.
ახალგაზრდობაში დაავადებული ხშირად ავადმყოფობდა, ჭლექის შიშით ცოლიც
არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი.
1912 წლის 1 ივნისს (14 ივნისი) იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. იაკობ
გოგებაშილი დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან.
წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვრგვინი მიართვა
წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს. 1940 აღინიშნა იაკობ
გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის
პანთონში გადაასვენეს.
დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ
დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური
ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა
პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს
პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის
პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს,
სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის
დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი
ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი
გამოცემები.
მწერლის შემოქმედებითი ანკეტა (ჯგუფი №5)
ქველმოქმედება
ოჯახური მდგომარეობა
(დასაოჯახებელი?
დაოჯახებული?)
მიზეზი
გარდაცვალება
(თარიღი,მიზეზი);
განსასვენებელი
ჯილდო და დაფასება
ასოციაციური რუკა; ჯგუფური სამუშაო
ბეჯითი
?
?
?
კითხვარი (ჯგუფი №1)
პასუხებს ამოიკითხავენ მოსწავლეები ტექსტიდან;
1. როდის და სად დაიბადა იაკობ
გოგებაშვილი?
9 დამატებით რა მასალას ეცნობოდა იგი?
2. ვინ იყო მამამისი?
(სახელი,საქმიანობა);
10 რომელი წიგნით გამოავლინა
საღვთისმეტყველო ცოდნა მწერალმა?
3. როგორ წარმოედგინათ მშობლებს
შვილების მომავალი?
11 რომელ წელს შევიდა თბილისის
სასულიერო სემინარიაში?
4 რანაირი ბავშვი ყოფილა იაკობი?
ტექსტში მოძებნეთ სახასიათო
ნიშნები!
12 რომელ წელს გაემგზავრა კიევში
სასწავლად?
5 რა იზიდავდა ბავშვობაში
განსაკუთრებულად მწერალს?
13 კიევში საღვთისმეტყველოს გარდა კიდევ
რომელ საგნებში ისმენდა ლექციებს?
6 ბუნებისადმი სიყვარული რომელი
წიგნიდან ჩანს?
14 რამდენი წელი ისწავლა კიევში?
7 პირველად რომელ სასწავლებელში
მიაბარეს მწერალი?
15 როგორ იმოქმედა მწერლის
ჯანმრთელობაზე კიევის ჰავამ?
8 რომელი საგნები აინტერესებდა
იაკობს?
16 რა იყო სწავლის შეწყვეტის მიზეზი?
17 რომელ წელს დაბრუნდა სამშობლოში მწერალი?
1 რომელი წლიდან მუშაობდა თბილისის სასულიერო
სასწავლებელში მასწავლებლად?
2 რატომ ჩაება იაკობი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში?
3 წაიკითხეთ მწერლის თანადროული ეპოქის ამსახველი ამონარიდი
ბიოგრაფიიდან!
4 მოსწავლეთა აღზრდის რანაირი მეთოდი იყო იმხანად?
5 რა შეცვალა სასწავლებლებში ბავშვების აღზრდის კუთხით იაკობმა?
6 ჩამოთვალეთ მისი წიგნები და ცალკეული ნაწარმოებები!
7 რა ბრალდებით გაათავისუფლეს სამსახურიდან იაკობი?
8 რა გადაწყვეტილება მიიღო სასოწარკვეთილმა მწერალმა?
კითხვარი (ჯგუფი №2)
პასუხებს ამოიკითხავენ მოსწავლეები ტექსტიდან;
კითხვარი (ჯგუფი №3)
პასუხებს ამოიკითხავენ მოსწავლეები ტექსტიდან;
1 რა პრობლემებს წააწყდა უმუშევრად დარჩენილი იაკობი?
2 რომელი საზოგადო მოღვაწის ლიტერატურულ სალონში დასაქმდა
მწერალი?
3 წაიკითხეთ ის ეპიზოდი ბიოგრაფიიდან, რომელიც მწერლის
ქველმოქმედებაზე მოწმობს!
4 მუდამ სხვისი ქომაგი იაკობი თავად რაგვარ გასაჭირში ცხოვრობდა?
კითხვარი (ჯგუფი №4)
პასუხებს ამოიკითხავენ მოსწავლეები ტექსტიდან;
1 რომელი მწერლებისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების
თანამებრძოლი იყო იაკობი?
2 რას ებრძოდნენ პროგრესულად მოაზროვნე მწერლები?
3 მოძებნეთ ბიოგრაფიაში ანდაზების საფუძველზე შექმნილი
მოთხრობების სახელები;
4 ჩამოთვალეთ ისტორიულ თემაზე დაწერილი ნაწარმოებები იაკობ
გოგებაშვილისა!
5 რას ასწავლის მკითხველს მოთხრობა “იავნანამ რა ჰქმნა?”
6 რომელ ჟურნალებში აქვეყნებდა საბავშვო ნაწარმოებებს მწერალი?
1. ვის დაუტოვა ქონება ანდერძით იაკობმა?
2. ანდერძით ვის გადასცა ვარიანის სახლი?
3. მოძებნეთ ტექსტიდან ეპიზოდი,რომლიდანაც ჩანს მწერლის დამოკიდებულება
სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის ადამიანების მიმართ!
4 რატომ არ დაოჯახდა იაკობი?
5 როდის გარდაიცვალა იაკობი და სად დაკრძალეს იგი? ახლა სად განისვენებს მისი
ნეშთი?
6 რა სახის ჯილდო გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობს?
7 რა ეწერა ვერცხლის გვირგვინს?
8 ტექსტში მოძებნეთ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ორგანიზაციების დასახელებები!
9 ყოველი წლის რომელ თვეს
აღნიშნავენ იაკობობას?
კითხვარი (ჯგუფი №5)
პასუხებს ამოიკითხავენ მოსწავლეები ტექსტიდან;
ისტორიული ექსკურსი
XVI-XVII საუკუნეებიდან მთელი საქართველოსთვის მძიმე პერიოდი იწყება. სხვა
მრავალ მტერთან ერთად, გააქტიურდნენ დაღესტნის ტერიტორიაზე მცხოვრები
ტომები, რომლებმაც მთელი აღმოსავლეთი საქართველო და აზერბაიჯანის
ტერიტორიის ნაწილი თარეშით აიკლეს. ეს მოვლენა ლეკიანობის სახელით არის
ცნობილი. ლეკიანობის შედეგები გამანადგურებელი იყო მთელი აღმოსავლეთი
საქართველოსთვის. ამოწყდა და გაუკაცრიელდა უამრავი სოფელი, მოთარეშეებს
მიჰქონდათ და მიჰყავდათ ყველა და ყველაფერი, სარჩო-საბადებლიდან
დაწყებული, ადამიანებით დამთავრებული. ამ საშინელებას დაერთო დაღესტნელი
ტომების ნელ-ნელა საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე ჩამოსახლებაც, რამაც
მთლიანად გადაშენების საფრთხე შეუქმნა ჰერეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ
ქართველებს. თავდაპირველად ჩამოსახლებული დაღესტნელები, მკვიდრ
ქართველობას სამსახურში უდგებოდნენ, მოგვიანებით კი დაიწყეს ქართველთა
მიწების დასაკუთრება. ვახუშტის ცნობით XVI საუკუნეში აქ ლეკები უკვე
მოსახლეობის შესამჩნევ რაოდენობას წარმოადგენდნენ. თანდათანობით
ადგილობრივი მემამულე ქართველობა მათ ყმობაში აღმოჩნდა. ამ ყოველივეს
ირან-ოსმალეთი აქტიურად უჭერდა მხარს. უკანონოდ იქმნებოდა დოკუმენტაცია,
რის შედეგადაც ქართველი ფეოდალების კუთვნილი მამულები ლეკებს
უკანონდებოდათ.
ქართული მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა, ქართველს არანაირი
უფლება აღარ გააჩნდა. მიწას, რომელიც წარსულში მის საკუთრებას
წარმოადგენდა, ამუშავებდა მხოლოდ ლეკური თემის თანხმობით. ქართველი ამ
მიწისთვის გადასახადს იხდიდა, რომელსაც საქეშქილო გადასახადი ერქვა, ხოლო
მიწას საქეშქილო მიწა. ამ მიწის პატრონი კი ლეკური თემი იყო. ქართველს მიწის
შესანარჩუნებლად თემში გაწევრიანება უწევდა, რაც რჯულის შეცვლას და
ფაქტობრივად გალეკებას ნიშნავდა. თემში შესვლა გარკვეული პრივილეგიების
მინიჭებას გულისხმობდა, რაც შემდგომში შეიცვალა. თუმცა ქართველი თემშიც
კი ყველაზე შეზღუდული უფლებებით სარგებლობდა. მათ, ვინც თემში არ
შედიოდა ლეკები მხოლოდ იმიტომ არ აძევებდნენ მამაპაპისეული მიწიდან, რომ
მუშახელი სჭირდებოდათ. მრავალმა ქართველმა ვეღარ გაუძლო ამ გასაჭირს და
რჯული შეიცვალა. სწორედ მათ ეწოდათ “ინგილოები.” ტერმინი “ინგილო” მე-18
საუკუნეში გაჩნდა და მორჯულებულს, ახლად გამაჰმადიანებულს ნიშნავს
თურქულად. ძალიან ცოტა დარჩა ისეთი, ვინც რჯული არ დათმო და
ქართველობის შენარჩუნებაც მოახერხა. დღეს ქართველები საინგილოს სამივე
რაიონში მკვიდრობენ, თუმცა ქრისტიანები მხოლოდ კახის რაიონის რამდენიმე
სოფელში არიან და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცდილობენ ქართული ადათ-
წესებისა და სარწმუნოების შენარჩუნებას, არ ივიწყებენ ქართულ ენას და თავსაც
ნამდვილ ქართველებად მიიჩნევენ, ისინი ხომ ბოლონი არიან, ვინც საქართველოს
ამ ძირძველ კუთხეში ქართულ სულს აცოცხლებენ.
---------------------
(მოსწავლეები მოისმენენ ამ ტექსტის აუდიო ჩანაწერს)
სამშობლო ღვინისა
(I თავი)
“სამშობლო ღვინისა”
(I თავი,კითხვარი)
საქართველოს რომელი კუთხის
ბუნებაა აღწერილი?
ამოიწერეთ ტოპონიმები!
რომელი ფრაზა მიგვანიშნებს,რომ ამ
ადგილას აღარავინ ცხოვრობს?
განმარტეთ სათაური!
მოძებნეთ და ამოიწერეთ
ჰიპერბოლა!
“სოფელი ვაშლოვანი”
(I I თავი, კითხვარი)
1 ამოიწერეთ ტოპონიმები!
2 ამოწერეთ მხატვრული ხერხები
(ჰიპერბოლა,შედარება)
3 რა მოჰყავს ავტორს არგუმენტად,რომ
სოფელი შეძლებული,მდიდარი იყო?
4 ავტორის თქმით,რა არ იცოდაო,ანუ რა
არ ეხერხებოდაო კახეთს იმხანად?
5 აღწერეთ თავად ზურაბ ქართველაძის
სახლ-კარი
6 რით გაუთქვამს სახელი ზურაბ
ქართველაძეს?
7 სადაური ქალი შეურთავს თავადს?
8 როგორ ახასიათებს მაგდანას ავტორი?
9 რა მიზეზით ილეოდა მდიდარი
თავადის ოჯახში ხანდახან საჭმელი?
10 როგორ აღწერს მთხრობელი მაგდანას
ნამღერი “იავნანას” ძალას?
11 ქმარი თარზე უკრავდა,ცოლი
დამღეროდა... რის სათქმელად
შესძინა მუსიკალური ნიჭი ცოლ-
ქმარს
12 რამდენი წელია,რაც დაოჯახებულან?
13 ტექსტიდან ამოიწერეთ ქეთოს
სახასიათო ნიშნები!
14 როგორ გესმით “საშინლად უყვარდა?”
“ლეკები კახეთში”
(III თავი, კითხვარი)
1 გაიხსენეთ ისტორიული ექსკურსი-
ლეკიანობა კახეთში!
2 იაკობის თქმით,რა ურთიერთობა
ჰქონიათ ქართველებსა და ლეკებს
საუკუნეთა განმავლობაში?
(დაიმოწმეთ ამონარიდი!)
3 რა ყოფილა კახელთა და ლეკთა
მეგობრული ურთიერთობის
რღვევის მიზეზი? (დაიმოწმეთ
ამონარიდი!)
4 მეგობრობის გარდა რა საქმიანობა
აკავშირებდათ ერთმანეთთან
ლეკებსა და კახელებს?
5 რით ყოფილან განთქმულნი
ლეკები?
“ქეთოს იტაცებენ”
(IV თავი, კითხვარი)
1 როგორ ახასიათებს ორ ლეკს ავტორი?
(გადმოიწერეთ ტექსტიდან!)
2 განმარტეთ სიტყვები: “ბაჯაჯგუნა”,
“წყალწაღებული”;
3 განმარტეთ იდიომი: ”აბუჩად აგდება!”
4 რას უჩიოდნენ ცხოვრებას ლეკები?
როგორ აღწერენ უბადრუკი
ცხოვრების ყოველდღიურობას?
5 როგორ გესმით “ძაღლური
ცხოვრება?”
6 რაგვარ რეაქციას მოელოდებიან
ლეკები ზურაბ
ქართველაძისგან,როდესაც შეიტყობს
შვილის გატაცების ამბავს?
7 რა მიზნის მისაღწევად ირჩევენ
ლეკები შესაფერის დროს?
8 რა მხატვრული ხერხია “ატეხილი
ტყე?”
9 შეუსაბამეთ სინონიმები “გამდელს”!
10 სიტუაციური ამოცანა:
იმსჯელეთ,ქეთო სასეირნოდ რომ
წაეყვანათ მშობლებს, მიაღწევდნენ თუ
არა საწადელს? (მსჯელობა
დაასაბუთეთ!)
“მდევრები”
( V თავი)
1 რა მიზეზით დააგვიანეს
მშობლებმა გამდელისა და
ქეთოს ძებნა?
2 განმარტეთ იდიომი “თავზარი
დაეცა!”
3 იმსჯელეთ,რამ განაპირობა
გამდელის მონათხრობზე
მშობლების რეაქციის სხვაობა?
4 რომელი აბზაცი ასახავს
თავდასხმების მომლოდინე
კახელი მოსახლეობის
მეომრულ მზადყოფნას?
(გადმოიწერეთ ეპიზოდი!)
5 როგორ გესმით ფრაზა :
”ქუდზე კაცს დაიბარებდა
ხოლმე?”
6 წაიკითხეთ აბზაცი,სადაც
ახსნილია მიზეზი,რატომაც
ვერ დაეწივნენ დროულად
ლეკებს თავადი და მისი
ამალა!
7 როგორ გესმით :”ხამი კაცი”?
ტექსტში რა მნიშვნელობით
არის გამოყენებული სიტყვა
“ხამი?”
“ქეთოს ნაიბი ყიდულობს”
(VI თავი)
1 რა შეიძლება ნიშნავდეს სიტყვა “ნაიბი”?
ა)”ყაჩაღს?”; ბ) “მეფეს”
გ) ისლამურ სახელმწიფოებში პროვინციის
გამგებელს? დ) “გულადს” (შერჩეული სწორი პასუხი
გადმოწერეთ მარჯვენა გრაფაში!)
2 რატომ მიუყვანეს ქეთო დაღესტნის ერთ-ერთ
სოფელში მცხოვრებ ნაიბის უშვილო ოჯახს ლეკებმა
? (შერჩეული სწორი პასუხი გადმოწერეთ მარჯვენა
გრაფაში!)
1. დარწმუნებულნი იყვნენ,რომ კარგად მოუვლიდა
შვილსდახარბებული ოჯახი;
2. დარწმუნებულნი იყვნენ,რომ დიდ ფულს
გადაუხდიდა მდიდარი ნაიბის ოჯახი ამ ბავშვში
ლეკებს;
3 რომელი მხატვრული ხერხია “გული ზედ
შეუვარდათ?”
4 გამდიდრების სურვილით შეპყრობილმა ლეკებმა
რისიმედად უთხრეს ნაიბის ცოლს,თუ გნებავთ
ფეშქაშად გახლდეთო? რა ჰქვია ადამიანის ამ
ქცევას,თვისებას ქართულად?
5 იმსჯელეთ,რატომ იცრუეს ლეკებმა ქეთოს
შემთხვევით ნახვაზე ნაიბთან? რატომ არ უთხრეს ,
რომ ბავშვი მოტაცებული იყო?
6 რა ძალამ დაავიწყებინა ქეთოს ოჯახი და
მშობლიური გარემო? იმსჯელეთ,რა სჭირდება
თურმე ბავშვს ბედნიერებისათვის-პასუხი
ამოიწერეთ!
7 ასოციაციური რუკა:
ჩამოწერეთ თვისებები,რომლებიც,თქვენი აზრით,
უნდა ჰქონდეს ვაჟკაცს !
ვაჯკაცი
“ქეთო ლეკ ქალად იქცა”
(VII თავი)
1 ასოციაციური რუკა:
აღწერეთ,რა არის თქვენთვის ბავშვობა!
2 სახსოვარში ჩამქრალი მშობლიური
გარემო...
3 აღწერეთ ქართველი ქეთოს გალეკების
პროცესის თანდათანობითი
მიმდინარეობა!
4 რა გადაავიწყდა ქეთოს ყველაზე გვიან?
5 რა ბრძანება გასცა ნაიბმა?
ბავშვობა
“ამაო ცდა ქეთოს მამისა”
(VIII თავი, კითხვარი)
1 შეეგუვნენ მშობლები ბედს და
შეწყვიტეს ქეთოს ძებნა?
2 რამდენმა წელმა განვლო შვილის
გატაცებიდან მის შესახებ ამბის
შეტყობამდე?
3 რა შეუთვალა ნაიბს ზურაბმა?
4 რა უპასუხა ნაიბმა? (აქვე გაიხსენეთ
VI ქვეთავის № 5 შეკითხვა და
იმსჯელეთ, რამდენად გულწრფელია
ნაიბი!)
5 ტექსტში ვკითხულობთ: ქეთოს
დარჩენა დაღესტანში შეუძლებელი
იყო,”მით უმეტეს,რომ მაგდანს
ქეთოს შემდეგ შვილი აღარ
ეძლეოდა.” შეკითხვა: შეწყვეტდა თუ
არა ცოლ-ქმარი ქეთოს ძებნას,სხვა
შვილი რომ ჰყოლოდათ?
6 რა ხერხს მიმართა ზურაბმა?
7 გასჭრა თუ არა ზურაბის ხრიკმა
ნაიბზე?
8 რომელი ქართული ანდაზა
გაგახსენდათ,ზურაბის
გადაწყვეტილება რომ შეიტყვეთ?
“ქეთოს მამა იტაცებს”
(IX თავი, კითხვარი)
1 რომელი ფრაზით ვარკვევთ, ქეთოს
გატაცებიდან რა დრო გავიდა?
2 რამდენი შეიარაღებული ვაჟკაცი იახლა
თავადმა დაღესტნისაკენ მიმავალ გზაზე?
3 რა ამბავი მოუტანა ნაიბის სახლში დასაზვერად
გაგზავნილმა ნაცნობმა ლეკმა ზურაბს?
4 რატომ აივლიდა ხოლმე ყოველ დილას
ტყისპირს ქეთო? რა თვისება ჩანს გოგონას ამ
ქცევაში?
5 როგორ გრსმით “ზურაბი თვალებად იქცა”
და”მშიერი თვალი?”
6 ზურაბის თვალით დანახული სახეცვლილი
იერი შვილისა (წაიკითხეთ ეპიზოდი!)
7 რატომ გაიტაცა ზურაბმა ქეთო და რატომ არ
სცადა ნებით დაყოლიება?
8 რატომ შეკრიბა შვილობილის გატაცების
გამგონე ნაიბმა მხოლოდ 30 მდევარი?
9 ქვეთავი სრულდება ფრაზით:”შორს მოვლა
არჩია,რომ შინ მშვიდობით მისულიყო.
მაგრამ,ვაი,ამ მშვიდობას!”
სიტუაციური ამოცანა:
რატომ “ვაი”? რისი მაუწყებელი შეიძლება იყოს
ეს ფრაზა? როგორ შეიძლება განვითარდეს
მოვლენები?
“ქეთო საშინლად იტანჯება”
(X თავი, კითხვარის I ნაწილი)
1 რა მოლოდინი
გაუცრუვდა ზურაბს?
2 მტანჯველი მგზავრობა
დაღესტნიდან
ვაშლოვანამდე
(გადმოიწერეთ
ეპიზოდი!)
3 შვილის დანახვით
გამოწვეული სიხარული
რამ შეუცვალა
მწუხარებად მაგდანს?
4 გასალკლდევებული,ქვა
დქცეული დედაშვილობა
(გადმოიწერეთ
ეპიზოდი!)
5 რა წარმოდგენამ
გაუძლიერე ვარამი
ქეთოს?
6 გაუცხოვებული
მშობლიური გარემო
(გადმოიწერეთ
ეპიზოდები!)
“ქეთო საშინლად იტანჯება”
(X თავი, კითხვარის II ნაწილი)
7 მწუხარების კვალი
(გადმოიწერეთ ეპიზოდები!)
8 დაღესტანთან დანათესავებული
ფიქრები (გადმოიწერეთ
ეპიზოდები!)
9 ბავშვში ჩასახლებული
სიძულვილი
10 სამოსელი (სიტუაციური
ამოცანა: რამდენად
მნიშვნელოვანია ადამიანისთვის
ეროვნული სამოსელი?)
11 მწუხარებით დაბინდული ხედვა
(სარკის ეპიზოდი)
12 სიტუაციური ამოცანა:
იმსჯელეთ,რატომ იღებს ზურაბი
დაღესტანში ქეთოს
გამგზავრების გადაწყვეტილებას
და რატომ უღცევია მაგდანს
შვილთან განშორებას ქეთოს
“დამარხვა”?
“იავნანამ რა ჰქმნა?!”
(XI ქვეთავი, კითხვარი I ნაწილი)
1 წაიკითხეთ I და II აბზაცი და იმსჯელეთ
პეიზაჟის როლზე მხატვრულ ლიტერატურაში.
რა მოლოდინს უღვიძებს ავტორი მკითხველს
გამოდარების აღწერით?
2 “ბუნება შეუდარებლად მკურნალია”(ი.გ.)
“დრო ყველაფრის მკურნალია”
შეუდარეთ ეს ორი ფრაზა ერთმანეთს და
იმსჯელეთ: ქეთოს შემთხვევაში რამ “უწამლა”,
რამ უსალბუნა ქეთოს ჭირ-ვარამს,დარდსა და
ნაღველს-დრომ თუ მშვენიერმა ბუნებამ, ანუ
გამომაისებამ?
3 ათი წლით დადუმებული “იავნანა”
(გადმოიწერეთ შესაბამისი ეპიზოდი)
“იავნანამ რა ჰქმნა?!”
(XI ქვეთავი, კითხვარი I I ნაწილი)
1 დრო ორჯერ შემოიჭრამთავარი როლით
ქეთოს ცხოვრებაში, ორჯერვე
დამვიწყებლისა და დარდის
გამქარვებლის ფუნქციით: პირველად-
როდესაც ლეკებმა გაიტაცეს და ნაიბის
ოჯახში დაიწყო მისი ახალი ცხოვრება
და მეორედ-როცა დაბრუნდა
ვაშლოვანში და მოსწყდა
გამშობლიურებულ დაღესტანს.
ასოციაციური რუკა: იმსჯელეთ რა
შეუძლია დროს?
2 “სანატრელ მოგონებებზე კეც-კეცად
დაწოლილი წარმოდგენანი” (მოძებნეთ
ეპიზოდი და იმსჯელეთ მშობლიურის
ძიების ტკბილ-მწარე პროცესის შესახებ!
3 “ცრემლი სიხარულისა,შვებისა და
ლხინისა”- გაიხსენეთ ყველა ის
ეპიზოდი, ქეთოს ცრემლისდენა რომ
არის აღწერილი, შეუდარეთ ემოცია
ერთმანეთს!
დრო
“იავნანამ რა ჰქმნა?!”
(XI ქვეთავი, კითხვარი III ნაწილი)
1 გაცოცხლებული ტკბილი მოგონებანი...
გადმოიწერეთ და იმსჯელეთ
ეპიზოდზე!
2 წარუშლელი,თუმცა
“ღრმადმიძინებული,სახსოვარში
დამარხული” მშობლიური წარსული.
გადმოიწერეთ მსჯელობას
მისადაგებული ამონარიდი და
იმსჯელეთ ეპიზოდზე!
3 “იავნანა”------”სამშობლო ხმა”
ასოციაციურ რუკაზე გამოსახეთ ყველა
ის აზრი, დედა ნამღერში რომ აქსოვს...
რას სწავლობს ჩვილი “იავნანას”
სიმღერით?
დრო
“ქეთო და მისი დედობილ-მამობილი”
(XII ქვეთავი, კითხვარი)
1 როგორ გესმით ცნებები:
“ღვიძლი” და “მოამაგე”
მშობელი?
2 მონატრებული
გამშობლიურებული გარემო-
ქეთოს სურვილი.
3 შვილის დაკარგვის შიშს
გამკლავებული მაგდანის
გადაწყვეტილება-ნაიბისა და
მისი მეუღლის რთველში
მოპატიჟების იდეა.
გააანალიზეთ და შეაფასეთ
მაგდანის გადაწყვეტილება:
ხათრით გაწეული რისკი თუ
შვილის გამოცდა?
4 დედ-მამის ნებართვით ქეთო
დედობილ-მამობილს ლეკური
ტანისამოსით მიეგება.
იმსჯელეთ ამ ჟესტის შესახებ!
5 გაორმაგებული სითბო და
სიყვარული (ნაიბის ოჯახი
სტუმრად ვაშლოვანში)
6 ოჯახურ ჩვეულებად ქცეული
დღესასწაული და კახური
ტრადიცია; ტკბილი და თბილი
ენკენისთვე!...
“ქეთოს ბედნიერება”
(XIII თავი, კითხვარი)
1 ქეთოს გათხოვება (ხომ არ
შეცვლიდით რაიმეს ამ
ეპიზოდში?)
სიტუაციის მოდელირება
2 “მოსიყვარულე გულის “
მადლმოსილება და მისი
გამონაშუქი: ”ტკბილი ალერსი
ყველა ბავშვისთვის, ცრემლი
უბედურთათვის, ნუგეში
დაჩაგრულთათვის, შემწეობა
გაჭირვებულთათვის,
მოწყალება გლახაკთათვის”
3 ქეთოს პორტრეტი :
”დაუშრობელი წყარო
კაცთმოყვარეობისა,გაუქრობელ
ი ლამპარი სიყვარულისა
მოყვასისადმი” (იმსჯელეთ ,
რას გაუზრდია ქეთო ასეთ
უნაკლო ადამიანად?)
4 იაკობის ლოცვა
ყმაწვილთათვის (გადმოიწერეთ
ეპიზოდი!)
5 სყვარულის პალიტრა-
რამდენგვარი სიყვარული
არსებობს?
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა “იავნანამ რა ჰქმნა?!”
დასკვნითი , შემაჯამებელი გაკვეთილი
(ორი აკადემიური საათი)
ნაწარმოების მთავარი თემები:
თემატური ღონისძიებები: ფილმის ჩვენება; ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის
მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლზე წაყვანა; ღია გაკვეთილი თემაზე :
”რაც მტრობას დაუნგრევია,სიყვარულს უშენებია”...
საკლასო სამუშაო საშინაო დავალება
გეგმა თემისათვის
იაკობ გოგებაშვილის
მოთხრობის
”იავნანამ რა ჰქმნა?!”
განხილვა
(არგუმენტირებულად დაასაბუთეთ
მსჯელობა ) დააკავშირეთ
მოთხრობა და ქართული ხალხური
ლექსი
“წუთისოფელი ასეა, -
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.”
იაკობ
გოგებაშვილის
მოთხრობა
“იავნანამ
რაჰქმნა?!”
(განხილვა)
ტექსტიდან
ამოიწერეთ
მხატვრული
ხერხები:
შედარება;
მეტაფორა;
გაპიროვნება;
ჰიპერბოლა;
ლიტოტესი;
ეპითეტი;
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
გეგმა თემისათვის იაკობ გოგებაშვილის
მოთხრობის
”იავნანამ რა ჰქმნა?!” განხილვა
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
№ სიტყვა, ფრაზა განმარტება
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
№ ამონარიდი ტროპის სახე განმარტება
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14

Weitere ähnliche Inhalte

Was ist angesagt?

სისხლის გეგმა
სისხლის გეგმასისხლის გეგმა
სისხლის გეგმაmananasvanadze
 
ალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიLela Tepnadze
 
ვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენისვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენისmzekabani2013
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანიirma
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიjgufi8
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიlela64
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიაNatia Gvilia
 
საქართველოო ლამაზო
საქართველოო ლამაზოსაქართველოო ლამაზო
საქართველოო ლამაზოMaiaKukhianidze
 
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიავაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიაeka1972
 
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმათორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმაmziaegiashvili
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაNargiz Kiliptari
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
იგავის ენა
იგავის ენაიგავის ენა
იგავის ენაmziaegiashvili
 

Was ist angesagt? (20)

სისხლის გეგმა
სისხლის გეგმასისხლის გეგმა
სისხლის გეგმა
 
ალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგი
 
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
 
"კაი ყმა" განხილვა
"კაი ყმა"  განხილვა"კაი ყმა"  განხილვა
"კაი ყმა" განხილვა
 
ვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენისვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენის
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
 
სერიები
სერიებისერიები
სერიები
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსია
 
მეთოდები და აქტივობები
მეთოდები  და  აქტივობებიმეთოდები  და  აქტივობები
მეთოდები და აქტივობები
 
საქართველოო ლამაზო
საქართველოო ლამაზოსაქართველოო ლამაზო
საქართველოო ლამაზო
 
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdfბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
 
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიავაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
 
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმათორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
 
არსებითი სახელი
არსებითი სახელი არსებითი სახელი
არსებითი სახელი
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვა
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 
იგავის ენა
იგავის ენაიგავის ენა
იგავის ენა
 

Ähnlich wie იაკობ გოგებაშვილი

მე 2 გუფი. იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტები
მე 2  გუფი.  იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტებიმე 2  გუფი.  იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტები
მე 2 გუფი. იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტებიKhatushka Gvritishvili
 
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორიმე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორიKhatushka Gvritishvili
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველაnonajgali77
 
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)irmabochorishvili
 
New microsoft office word document (2)
New microsoft office word document (2)New microsoft office word document (2)
New microsoft office word document (2)Maia Metreveli
 
3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptxjekito1
 
Eqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliEqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliirinagusha
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაManana Jakeli
 
презентация1
презентация1презентация1
презентация1lile55555
 
презентация1
презентация1презентация1
презентация1lile55555
 
презентация1
презентация1презентация1
презентация1lile55555
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიGeo World Events & Tours
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)Manuchar Loria
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)Manuchar Loria
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)Manuchar Loria
 

Ähnlich wie იაკობ გოგებაშვილი (20)

მე 2 გუფი. იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტები
მე 2  გუფი.  იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტებიმე 2  გუფი.  იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტები
მე 2 გუფი. იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტები
 
აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელიაკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი
 
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორიმე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორი
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველა
 
აკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdfაკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdf
 
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
 
New microsoft office word document (2)
New microsoft office word document (2)New microsoft office word document (2)
New microsoft office word document (2)
 
3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx
 
Eqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliEqvtime tayai svili
Eqvtime tayai svili
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორია
 
Mikheil Javakhishvili
Mikheil JavakhishviliMikheil Javakhishvili
Mikheil Javakhishvili
 
презентация1
презентация1презентация1
презентация1
 
презентация1
презентация1презентация1
презентация1
 
презентация1
презентация1презентация1
презентация1
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
 
Presentation
PresentationPresentation
Presentation
 

Mehr von ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/

Mehr von ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/ (20)

ილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონიილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონი
 
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
 
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
 
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი
 
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
 
ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი
 
მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები
 
ზმნიზედა
ზმნიზედა ზმნიზედა
ზმნიზედა
 
ზმნა
ზმნა ზმნა
ზმნა
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი
 
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
 
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე" თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
 
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთანპოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
 
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა" ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
 
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
 
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
 
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
 
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“  გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
 
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
 

იაკობ გოგებაშვილი

  • 2. გაკვეთილის მთავარი თემა იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია სწავლების საფეხური V კლასი მოსწავლეთა პროფილი ----------------------------------------------- გაკვეთილის მიზნები და ამოცანები 1. ბიოგრაფიული ინფორმაციის ცოდნის დახარისხება- გამოყენება; 2. მარტივი ფორმალური დოკუმენტაციის წარმოება (ანკეტა); 3. წაკითხული ტექსტის გაგების ხარისხის შემოწმება კითხვარით; წინარე ცოდნა კითხვებზით ვარკვევთ, რა იციან მწერლის შემოქმედების შესახებ; სასწავლო მასალა და რესურსები 1. პედაგოგის მიერ წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია; 2. ბიოგრაფიული ცნობების წყარო: http://www.buki.ge ; https://burusi.wordpress.com/2009/09/16/iakob- gogebashvili/ ; http://biograpiebi.blogspot.com/2011/01/blog- post_9448.html აქტივობები: ბიოგრაფიის წაკითხვა; მოსწავლეთა კარნახით ანკეტის ფორმატის შევსება დაფაზე; კითხვებზე პასუხი; შეფასება განმავითარებელი ჯგუფური მუშაობისას,ხოლო პრეზენტატორების შეფასებანი -განმსაზღვრელი;
  • 3. მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №1 სახელი,მამის სახელი,გვარი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი დაბადების წელი,თვე,რიცხვი 1840.10.15 (27 ოქტომბერი) დაბადების ადგილი სოფელი ვარიანი (ახლანდელი გორის რაიონი) სახასიათო ნიშნები აღნაგობითა და ჯანმრთელობით სუსტი, ჭკვიანი, გამჭრიახი,მკვირცხლი,სწრაფი ათვისების უნარის მქონე, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული, ბეჯითი; ბავშვობისდროინდელი ცოდნა ლოცვანი, ლექსები, და საგალობლები; ბავშვობისდროინდელი ინტერესები საქართველოს ბუნება (ყვავილები, ცხოველები; ანკარა მდინარეები, მოფართხალე თევზები); საქართველოს ისტორია, ლიტერატურა, საღვთისმეტყველო წიგნები განათლება (თარიღები) დასრულებული სასწავლო კურსი გორის სასულიერო სასწავლებელი (დასრ-1855); თბილისის სასულიერო სემინარია (დაწყ-1855-----) შეწყვეტილი სასწავლო კურსი- კიევის სასულიერო აკადემია -გაიარა სამი კურსი (1861-----) პარალელურად ესწრებოდა საბუნებისმეტყველო საგნების ლექციებს; სწავლის შეწყვეტის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება (დაავადდა თუბერკულიოზით) უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნება 1863 წელს. სამუშაო გამოცდილება თბილისის სასულიერო სასწავლებელი, პედაგოგი (1864); ამავე სასწავლებელში მუშაობდა ინსპექტორის თანამდებობაზე 1868 წლიდან.
  • 4. მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №2 მწერლის თანადროული ეპოქა “საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო. არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, არ ისწავლებოდა საქართველოს ბუნება და კულტურა.” სწავლა-აღზრდის მეთოდები სასწავლებელში იყო მკაცრი და უსამართლო წესები, მოსწავლეთა წკეპლით ცემა, მუხლებზე დაყენება... ეროვნულ- განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტი მწერლის როლი და მისი მოღვაწეობის კვალი მწერლის დამსახურებაა,რომ სსასწავლებელში გაუქმდა მოსწავლეთა დასჯა, გამოსცა ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის”; ბუნების კარი (1868); “დედა ენა” (1876) სამუშაოს შეწყვეტის მიზეზი და შედეგი გამოაცხადეს “საზოგადოებრივი სამსახურისათვის არაკეთილსაიმედო პირად”, სამსახურიდან გაათავისუფლეს ამ მიზეზით 1874 წელს. სასოწარკვეთილი მწერლის გადაწყვეტილება “ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმაროო”. მწერლის ფინანსური მდგომარეობა უმუშევრობა,უსახსრობა, უბინაობა, (ბინის ქირის გადაუხდელობის გამო უწევდა მეგობრებთან თავის შეფარება);
  • 5. მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №3 ქველმოქმედება მამაცაშვილის “ლიტერატურულ სალონში” დაბეჭდილი წიგნების ჰონორალით ეხმარებოდა “წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”, მატერიალურ დახმარებას უწევდა ღარიბ მოსწავლეებს, უფინანსებდა სწავლას უცხოეთში წასულ სტუდენტობას. ეხმარებოდა ციმბირში გადასახლებულ საზოგადო-პოლიტიკურ მოღვაწეებს; ანდერძით გადასცა მთელი ქონება “წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”; ვარიანის სახლი გადასცა სოფელს და იქ გაიხსნა სკოლა; ოჯახური მდგომარეობა დასაოჯახებელი (მიზეზი-რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი,ტუბერკულიოზი) ეროვნული ღვაწლი ზეპირსიტყვიერების შეგროვება; საბავშვო ჟურნალების გამოცემა;ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე; სასოფლო-სამეურნეო სკოლის დაარსება; ბიბლიოთეკების გახსნა; სახალხო სკლების გახსნა; სხვა ერების მიმართ პატივისცემა, თანადგომა, ჰუმანიზმი და ტოლერანტობა 10-10 თუმანი გადასცა ქართველთა,სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს. “სიტყვა არ დასცდენია რუსული კულტურისა და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ, პირიქით, 1887 წელს შეადგინა რუსული ენის სახელმძღვანელო. გარდაცვალების თარიღი და განსასვენებელი 1912 წლის 1 ივნისი (14 ივნისი); ჯერ დაკრძალეს დიდუბის პანთეონში, ხოლო შემდეგ -1940 წელს გადაასვენეს მთაწმინდაზე;
  • 6. მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №4 დაფასება (ჯილდოები) ვერცხლის გვირგვინი წარწერით :”ხალხის მასწავლებელს-იაკობ გოგებაშვილს!” დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები. შემოქმედება “დედა ენა”; ბუნების კარი” ; გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა. მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890). 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.
  • 7. დააკავშირეთ შემოქმედებითი გზა მწერლის წინარე ცოდნასთან ! შემოქმედებითი გზა “ბუნების კარი” ხალხური სიმღერების სანოტო გრაფიკა სასოფლო-სამეურნეო სკოლის დაარსება “საღმრთო ისტორია” წინარე ცოდნა ; ბავშვობისდროინდელი სახასიათო ნიშნების გავლენა და კვალი საღვთისმეტყველო ცოდნა კიევში ესწრებოდა საბუნებისმეტყველო საგნების ლექციებს; ბუნების სიყვარული სიმღერის ნიჭი ჰქონდა
  • 8. მომდევნო 9-24გვერდები ეთმობა კლასში სამუშაოს, როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალური სახის წერით და ზეპირ დავალებებს; (მიზნები ასახულია პრეზენტაციის საწყის გვერდებზე) დავალების ნიმუშები: 1. მწერლის ბიოგრაფიიდან ამოკრებილი ინფორმაცია მოსწავლეებმა უნდა შეიტანონ მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ ცხრილში- “მწერლის შემოქმედებით ანკეტაში” 1. მიზანი: ინფორმაციის დანაწევრება და გამოყენება ალტერნატიული ფორმით; 2. დავალების შესრულების ფორმა: ჯგუფური სამუშაო-კლასი იყოფა ხუთ ჯგუფად,თითოეულს ურიგდება ბიოგრაფიის ერთი ნაწილი და შესავსები ანკეტის ერთი გვერდი,რომლის გრაფებშიც შეტანილი საძიებელი პუნქტები სრულად ემთხვევა ბიოგრაფიის იმ კონკრეტულ ნაწილს. 2. კითხვარი 1. მიზანი: შემოწმდეს,თუ რამდენად კარგად გაიგეს ჯგუფური მუშაობისას ერთმანეთის დახმარებით მოძიებული ინფორმაცია ; 2. დავალების შესრულება: მას შემდეგ,რაც ჯგუფის პრეზენტატორები წარმოადგენენ შევსებულ ანკეტას , მომდევნო მეცადინეობის 20 წუთი დაეთმობა მის განხილვას. მხოლოდ ამ განხილვის შემდეგ ინდივიდუალურად უპასუხებენ დასმულ კითხვებს; 3. დააკავშირე! ამ დავალების მიზანი მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირების უნარის გამომუშავებაა. სწავლების მეთოდიკა ამ მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება კოგნიტური სქემები: ასოციაციური რუკა, კორნელის გრაფა და ბლუმის ტაქსონომია,როგორც ცოდნის შეძენის, განმტკიცების და გამოყენების უნარების ინდიკატორები; ლექსიკა-ფრაზეოლოგია; სინონიმები-ანტონიმები დავალება: კლასში ამოიწერონ ბიოგრაფიული ტექსტიდან უცხო სიტყვები,იდიომები,სინონიმები და ანტონიმები;
  • 9. ბიოგრაფია (ჯგუფი №1 ) იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი) სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი). მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს aდვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში“. მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იაკობი მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა მესამე კურსი მიეტოვებინა, 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.
  • 10. მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №1 (ჯგუფი №1 ) სახელი,მამის სახელი,გვარი დაბადების წელი,თვე,რიცხვი დაბადების ადგილი სახასიათო ნიშნები ბავშვობისდროინდელი ცოდნა ბავშვობისდროინდელი ინტერესები განათლება დასრულებული სასწავლო კურსი შეწყვეტილი სასწავლო კურსი- სწავლის შეწყვეტის მიზეზი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნება
  • 11. (ჯგუფი №2 ) 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინღა ჩიოდა. სკოლაში ძალიან მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ. მოსწავლეთა წკეპლით ცემა, მუხლებზე დაყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო. იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტიც წარუდგინა, სრულიად გააუქმა დასჯა. 1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ – „ბუნების კარი“ (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“ (1872), „დედა ენა“ (1876). “დედა ენა” გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. “დედა ენას” “ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათი ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი “დედა ენა” და 5-6 ათასი “ბუნების კარი” იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას. გოგებაშვილის პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია. იაკობი “საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად” გამოაცხადეს და 1874 წელს სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის მართლების საშუალებაც არ მისცეს. მძიმე ავადმყოფი, სახელმწიფო ბინიდან გამოგდებული მეგობარს შეეფარა. მაშინ დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის მოწმობა და ფიცი დადო: “ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო”.
  • 12. მწერლის შემოქმედებითი ანკეტა (ჯგუფი №2) სამუშაო გამოცდილება მწერლის თანადროული ეპოქა სწავლა-აღზრდის მეთოდები ეროვნულ- განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტი მწერლის როლი და მისი მოღვაწეობის კვალი სამუშაოს შეწყვეტის მიზეზი და შედეგი სასოწარკვეთილი მწერლის გადაწყვეტილება
  • 13. (ჯგუფი №3 ) ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურომ, უბინაომ, უფულომ მრავალი განსაცდელი გამოარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია. იაკობ გოგებაშვილი მონაწილეობდა ი. მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი (1879 წლიდან). იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. მის თანამედროვეთა თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა. არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება. გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. იაკობი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.
  • 14. მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №3 მწერლის ფინანსური მდგომარეობა სამუშაოს დაკარგვის შემდეგ ქველმოქმედება ეროვნული ღვაწლი
  • 15. (ჯგუფი №4) გაშმაგებით ებრძოდა ქართველი ენისა და კულტურის დაუძინებელ მტრებს, თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც მიეჭრებოდა ხოლმე: “გაგვიძეხ, ბერო მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო!” რუსული ბიუროკრატიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლებს ილიას, აკაკისა თუ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა “რუსკოე სლოვო”, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს. გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა. მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა“ (1890). 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.
  • 16. მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №4 სხვა ერების მიმართ პატივისცემა, თანადგომა, ჰუმანიზმი და ტოლერანტობა) შემოქმედება
  • 17. (ჯგუფი №5) სიკვდილის წინ, 1912 წელს ანდერძი დაწერა და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი დღისთვის გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც სკოლა გაიხსნა. ახალგაზრდობაში დაავადებული ხშირად ავადმყოფობდა, ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი. 1912 წლის 1 ივნისს (14 ივნისი) იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. იაკობ გოგებაშილი დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვრგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს. 1940 აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთონში გადაასვენეს. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.
  • 18. მწერლის შემოქმედებითი ანკეტა (ჯგუფი №5) ქველმოქმედება ოჯახური მდგომარეობა (დასაოჯახებელი? დაოჯახებული?) მიზეზი გარდაცვალება (თარიღი,მიზეზი); განსასვენებელი ჯილდო და დაფასება
  • 19. ასოციაციური რუკა; ჯგუფური სამუშაო ბეჯითი ? ? ?
  • 20. კითხვარი (ჯგუფი №1) პასუხებს ამოიკითხავენ მოსწავლეები ტექსტიდან; 1. როდის და სად დაიბადა იაკობ გოგებაშვილი? 9 დამატებით რა მასალას ეცნობოდა იგი? 2. ვინ იყო მამამისი? (სახელი,საქმიანობა); 10 რომელი წიგნით გამოავლინა საღვთისმეტყველო ცოდნა მწერალმა? 3. როგორ წარმოედგინათ მშობლებს შვილების მომავალი? 11 რომელ წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში? 4 რანაირი ბავშვი ყოფილა იაკობი? ტექსტში მოძებნეთ სახასიათო ნიშნები! 12 რომელ წელს გაემგზავრა კიევში სასწავლად? 5 რა იზიდავდა ბავშვობაში განსაკუთრებულად მწერალს? 13 კიევში საღვთისმეტყველოს გარდა კიდევ რომელ საგნებში ისმენდა ლექციებს? 6 ბუნებისადმი სიყვარული რომელი წიგნიდან ჩანს? 14 რამდენი წელი ისწავლა კიევში? 7 პირველად რომელ სასწავლებელში მიაბარეს მწერალი? 15 როგორ იმოქმედა მწერლის ჯანმრთელობაზე კიევის ჰავამ? 8 რომელი საგნები აინტერესებდა იაკობს? 16 რა იყო სწავლის შეწყვეტის მიზეზი? 17 რომელ წელს დაბრუნდა სამშობლოში მწერალი?
  • 21. 1 რომელი წლიდან მუშაობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად? 2 რატომ ჩაება იაკობი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში? 3 წაიკითხეთ მწერლის თანადროული ეპოქის ამსახველი ამონარიდი ბიოგრაფიიდან! 4 მოსწავლეთა აღზრდის რანაირი მეთოდი იყო იმხანად? 5 რა შეცვალა სასწავლებლებში ბავშვების აღზრდის კუთხით იაკობმა? 6 ჩამოთვალეთ მისი წიგნები და ცალკეული ნაწარმოებები! 7 რა ბრალდებით გაათავისუფლეს სამსახურიდან იაკობი? 8 რა გადაწყვეტილება მიიღო სასოწარკვეთილმა მწერალმა? კითხვარი (ჯგუფი №2) პასუხებს ამოიკითხავენ მოსწავლეები ტექსტიდან;
  • 22. კითხვარი (ჯგუფი №3) პასუხებს ამოიკითხავენ მოსწავლეები ტექსტიდან; 1 რა პრობლემებს წააწყდა უმუშევრად დარჩენილი იაკობი? 2 რომელი საზოგადო მოღვაწის ლიტერატურულ სალონში დასაქმდა მწერალი? 3 წაიკითხეთ ის ეპიზოდი ბიოგრაფიიდან, რომელიც მწერლის ქველმოქმედებაზე მოწმობს! 4 მუდამ სხვისი ქომაგი იაკობი თავად რაგვარ გასაჭირში ცხოვრობდა?
  • 23. კითხვარი (ჯგუფი №4) პასუხებს ამოიკითხავენ მოსწავლეები ტექსტიდან; 1 რომელი მწერლებისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების თანამებრძოლი იყო იაკობი? 2 რას ებრძოდნენ პროგრესულად მოაზროვნე მწერლები? 3 მოძებნეთ ბიოგრაფიაში ანდაზების საფუძველზე შექმნილი მოთხრობების სახელები; 4 ჩამოთვალეთ ისტორიულ თემაზე დაწერილი ნაწარმოებები იაკობ გოგებაშვილისა! 5 რას ასწავლის მკითხველს მოთხრობა “იავნანამ რა ჰქმნა?” 6 რომელ ჟურნალებში აქვეყნებდა საბავშვო ნაწარმოებებს მწერალი?
  • 24. 1. ვის დაუტოვა ქონება ანდერძით იაკობმა? 2. ანდერძით ვის გადასცა ვარიანის სახლი? 3. მოძებნეთ ტექსტიდან ეპიზოდი,რომლიდანაც ჩანს მწერლის დამოკიდებულება სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის ადამიანების მიმართ! 4 რატომ არ დაოჯახდა იაკობი? 5 როდის გარდაიცვალა იაკობი და სად დაკრძალეს იგი? ახლა სად განისვენებს მისი ნეშთი? 6 რა სახის ჯილდო გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობს? 7 რა ეწერა ვერცხლის გვირგვინს? 8 ტექსტში მოძებნეთ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ორგანიზაციების დასახელებები! 9 ყოველი წლის რომელ თვეს აღნიშნავენ იაკობობას? კითხვარი (ჯგუფი №5) პასუხებს ამოიკითხავენ მოსწავლეები ტექსტიდან;
  • 25.
  • 26. ისტორიული ექსკურსი XVI-XVII საუკუნეებიდან მთელი საქართველოსთვის მძიმე პერიოდი იწყება. სხვა მრავალ მტერთან ერთად, გააქტიურდნენ დაღესტნის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები, რომლებმაც მთელი აღმოსავლეთი საქართველო და აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი თარეშით აიკლეს. ეს მოვლენა ლეკიანობის სახელით არის ცნობილი. ლეკიანობის შედეგები გამანადგურებელი იყო მთელი აღმოსავლეთი საქართველოსთვის. ამოწყდა და გაუკაცრიელდა უამრავი სოფელი, მოთარეშეებს მიჰქონდათ და მიჰყავდათ ყველა და ყველაფერი, სარჩო-საბადებლიდან დაწყებული, ადამიანებით დამთავრებული. ამ საშინელებას დაერთო დაღესტნელი ტომების ნელ-ნელა საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე ჩამოსახლებაც, რამაც მთლიანად გადაშენების საფრთხე შეუქმნა ჰერეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს. თავდაპირველად ჩამოსახლებული დაღესტნელები, მკვიდრ ქართველობას სამსახურში უდგებოდნენ, მოგვიანებით კი დაიწყეს ქართველთა მიწების დასაკუთრება. ვახუშტის ცნობით XVI საუკუნეში აქ ლეკები უკვე მოსახლეობის შესამჩნევ რაოდენობას წარმოადგენდნენ. თანდათანობით ადგილობრივი მემამულე ქართველობა მათ ყმობაში აღმოჩნდა. ამ ყოველივეს ირან-ოსმალეთი აქტიურად უჭერდა მხარს. უკანონოდ იქმნებოდა დოკუმენტაცია, რის შედეგადაც ქართველი ფეოდალების კუთვნილი მამულები ლეკებს უკანონდებოდათ.
  • 27. ქართული მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა, ქართველს არანაირი უფლება აღარ გააჩნდა. მიწას, რომელიც წარსულში მის საკუთრებას წარმოადგენდა, ამუშავებდა მხოლოდ ლეკური თემის თანხმობით. ქართველი ამ მიწისთვის გადასახადს იხდიდა, რომელსაც საქეშქილო გადასახადი ერქვა, ხოლო მიწას საქეშქილო მიწა. ამ მიწის პატრონი კი ლეკური თემი იყო. ქართველს მიწის შესანარჩუნებლად თემში გაწევრიანება უწევდა, რაც რჯულის შეცვლას და ფაქტობრივად გალეკებას ნიშნავდა. თემში შესვლა გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას გულისხმობდა, რაც შემდგომში შეიცვალა. თუმცა ქართველი თემშიც კი ყველაზე შეზღუდული უფლებებით სარგებლობდა. მათ, ვინც თემში არ შედიოდა ლეკები მხოლოდ იმიტომ არ აძევებდნენ მამაპაპისეული მიწიდან, რომ მუშახელი სჭირდებოდათ. მრავალმა ქართველმა ვეღარ გაუძლო ამ გასაჭირს და რჯული შეიცვალა. სწორედ მათ ეწოდათ “ინგილოები.” ტერმინი “ინგილო” მე-18 საუკუნეში გაჩნდა და მორჯულებულს, ახლად გამაჰმადიანებულს ნიშნავს თურქულად. ძალიან ცოტა დარჩა ისეთი, ვინც რჯული არ დათმო და ქართველობის შენარჩუნებაც მოახერხა. დღეს ქართველები საინგილოს სამივე რაიონში მკვიდრობენ, თუმცა ქრისტიანები მხოლოდ კახის რაიონის რამდენიმე სოფელში არიან და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცდილობენ ქართული ადათ- წესებისა და სარწმუნოების შენარჩუნებას, არ ივიწყებენ ქართულ ენას და თავსაც ნამდვილ ქართველებად მიიჩნევენ, ისინი ხომ ბოლონი არიან, ვინც საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში ქართულ სულს აცოცხლებენ. --------------------- (მოსწავლეები მოისმენენ ამ ტექსტის აუდიო ჩანაწერს)
  • 28.
  • 30. “სამშობლო ღვინისა” (I თავი,კითხვარი) საქართველოს რომელი კუთხის ბუნებაა აღწერილი? ამოიწერეთ ტოპონიმები! რომელი ფრაზა მიგვანიშნებს,რომ ამ ადგილას აღარავინ ცხოვრობს? განმარტეთ სათაური! მოძებნეთ და ამოიწერეთ ჰიპერბოლა!
  • 31. “სოფელი ვაშლოვანი” (I I თავი, კითხვარი) 1 ამოიწერეთ ტოპონიმები! 2 ამოწერეთ მხატვრული ხერხები (ჰიპერბოლა,შედარება) 3 რა მოჰყავს ავტორს არგუმენტად,რომ სოფელი შეძლებული,მდიდარი იყო? 4 ავტორის თქმით,რა არ იცოდაო,ანუ რა არ ეხერხებოდაო კახეთს იმხანად? 5 აღწერეთ თავად ზურაბ ქართველაძის სახლ-კარი 6 რით გაუთქვამს სახელი ზურაბ ქართველაძეს? 7 სადაური ქალი შეურთავს თავადს? 8 როგორ ახასიათებს მაგდანას ავტორი? 9 რა მიზეზით ილეოდა მდიდარი თავადის ოჯახში ხანდახან საჭმელი? 10 როგორ აღწერს მთხრობელი მაგდანას ნამღერი “იავნანას” ძალას? 11 ქმარი თარზე უკრავდა,ცოლი დამღეროდა... რის სათქმელად შესძინა მუსიკალური ნიჭი ცოლ- ქმარს 12 რამდენი წელია,რაც დაოჯახებულან? 13 ტექსტიდან ამოიწერეთ ქეთოს სახასიათო ნიშნები! 14 როგორ გესმით “საშინლად უყვარდა?”
  • 32. “ლეკები კახეთში” (III თავი, კითხვარი) 1 გაიხსენეთ ისტორიული ექსკურსი- ლეკიანობა კახეთში! 2 იაკობის თქმით,რა ურთიერთობა ჰქონიათ ქართველებსა და ლეკებს საუკუნეთა განმავლობაში? (დაიმოწმეთ ამონარიდი!) 3 რა ყოფილა კახელთა და ლეკთა მეგობრული ურთიერთობის რღვევის მიზეზი? (დაიმოწმეთ ამონარიდი!) 4 მეგობრობის გარდა რა საქმიანობა აკავშირებდათ ერთმანეთთან ლეკებსა და კახელებს? 5 რით ყოფილან განთქმულნი ლეკები?
  • 33. “ქეთოს იტაცებენ” (IV თავი, კითხვარი) 1 როგორ ახასიათებს ორ ლეკს ავტორი? (გადმოიწერეთ ტექსტიდან!) 2 განმარტეთ სიტყვები: “ბაჯაჯგუნა”, “წყალწაღებული”; 3 განმარტეთ იდიომი: ”აბუჩად აგდება!” 4 რას უჩიოდნენ ცხოვრებას ლეკები? როგორ აღწერენ უბადრუკი ცხოვრების ყოველდღიურობას? 5 როგორ გესმით “ძაღლური ცხოვრება?” 6 რაგვარ რეაქციას მოელოდებიან ლეკები ზურაბ ქართველაძისგან,როდესაც შეიტყობს შვილის გატაცების ამბავს? 7 რა მიზნის მისაღწევად ირჩევენ ლეკები შესაფერის დროს? 8 რა მხატვრული ხერხია “ატეხილი ტყე?” 9 შეუსაბამეთ სინონიმები “გამდელს”! 10 სიტუაციური ამოცანა: იმსჯელეთ,ქეთო სასეირნოდ რომ წაეყვანათ მშობლებს, მიაღწევდნენ თუ არა საწადელს? (მსჯელობა დაასაბუთეთ!)
  • 34. “მდევრები” ( V თავი) 1 რა მიზეზით დააგვიანეს მშობლებმა გამდელისა და ქეთოს ძებნა? 2 განმარტეთ იდიომი “თავზარი დაეცა!” 3 იმსჯელეთ,რამ განაპირობა გამდელის მონათხრობზე მშობლების რეაქციის სხვაობა? 4 რომელი აბზაცი ასახავს თავდასხმების მომლოდინე კახელი მოსახლეობის მეომრულ მზადყოფნას? (გადმოიწერეთ ეპიზოდი!) 5 როგორ გესმით ფრაზა : ”ქუდზე კაცს დაიბარებდა ხოლმე?” 6 წაიკითხეთ აბზაცი,სადაც ახსნილია მიზეზი,რატომაც ვერ დაეწივნენ დროულად ლეკებს თავადი და მისი ამალა! 7 როგორ გესმით :”ხამი კაცი”? ტექსტში რა მნიშვნელობით არის გამოყენებული სიტყვა “ხამი?”
  • 35. “ქეთოს ნაიბი ყიდულობს” (VI თავი) 1 რა შეიძლება ნიშნავდეს სიტყვა “ნაიბი”? ა)”ყაჩაღს?”; ბ) “მეფეს” გ) ისლამურ სახელმწიფოებში პროვინციის გამგებელს? დ) “გულადს” (შერჩეული სწორი პასუხი გადმოწერეთ მარჯვენა გრაფაში!) 2 რატომ მიუყვანეს ქეთო დაღესტნის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ნაიბის უშვილო ოჯახს ლეკებმა ? (შერჩეული სწორი პასუხი გადმოწერეთ მარჯვენა გრაფაში!) 1. დარწმუნებულნი იყვნენ,რომ კარგად მოუვლიდა შვილსდახარბებული ოჯახი; 2. დარწმუნებულნი იყვნენ,რომ დიდ ფულს გადაუხდიდა მდიდარი ნაიბის ოჯახი ამ ბავშვში ლეკებს; 3 რომელი მხატვრული ხერხია “გული ზედ შეუვარდათ?” 4 გამდიდრების სურვილით შეპყრობილმა ლეკებმა რისიმედად უთხრეს ნაიბის ცოლს,თუ გნებავთ ფეშქაშად გახლდეთო? რა ჰქვია ადამიანის ამ ქცევას,თვისებას ქართულად? 5 იმსჯელეთ,რატომ იცრუეს ლეკებმა ქეთოს შემთხვევით ნახვაზე ნაიბთან? რატომ არ უთხრეს , რომ ბავშვი მოტაცებული იყო? 6 რა ძალამ დაავიწყებინა ქეთოს ოჯახი და მშობლიური გარემო? იმსჯელეთ,რა სჭირდება თურმე ბავშვს ბედნიერებისათვის-პასუხი ამოიწერეთ! 7 ასოციაციური რუკა: ჩამოწერეთ თვისებები,რომლებიც,თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს ვაჟკაცს ! ვაჯკაცი
  • 36. “ქეთო ლეკ ქალად იქცა” (VII თავი) 1 ასოციაციური რუკა: აღწერეთ,რა არის თქვენთვის ბავშვობა! 2 სახსოვარში ჩამქრალი მშობლიური გარემო... 3 აღწერეთ ქართველი ქეთოს გალეკების პროცესის თანდათანობითი მიმდინარეობა! 4 რა გადაავიწყდა ქეთოს ყველაზე გვიან? 5 რა ბრძანება გასცა ნაიბმა? ბავშვობა
  • 37. “ამაო ცდა ქეთოს მამისა” (VIII თავი, კითხვარი) 1 შეეგუვნენ მშობლები ბედს და შეწყვიტეს ქეთოს ძებნა? 2 რამდენმა წელმა განვლო შვილის გატაცებიდან მის შესახებ ამბის შეტყობამდე? 3 რა შეუთვალა ნაიბს ზურაბმა? 4 რა უპასუხა ნაიბმა? (აქვე გაიხსენეთ VI ქვეთავის № 5 შეკითხვა და იმსჯელეთ, რამდენად გულწრფელია ნაიბი!) 5 ტექსტში ვკითხულობთ: ქეთოს დარჩენა დაღესტანში შეუძლებელი იყო,”მით უმეტეს,რომ მაგდანს ქეთოს შემდეგ შვილი აღარ ეძლეოდა.” შეკითხვა: შეწყვეტდა თუ არა ცოლ-ქმარი ქეთოს ძებნას,სხვა შვილი რომ ჰყოლოდათ? 6 რა ხერხს მიმართა ზურაბმა? 7 გასჭრა თუ არა ზურაბის ხრიკმა ნაიბზე? 8 რომელი ქართული ანდაზა გაგახსენდათ,ზურაბის გადაწყვეტილება რომ შეიტყვეთ?
  • 38. “ქეთოს მამა იტაცებს” (IX თავი, კითხვარი) 1 რომელი ფრაზით ვარკვევთ, ქეთოს გატაცებიდან რა დრო გავიდა? 2 რამდენი შეიარაღებული ვაჟკაცი იახლა თავადმა დაღესტნისაკენ მიმავალ გზაზე? 3 რა ამბავი მოუტანა ნაიბის სახლში დასაზვერად გაგზავნილმა ნაცნობმა ლეკმა ზურაბს? 4 რატომ აივლიდა ხოლმე ყოველ დილას ტყისპირს ქეთო? რა თვისება ჩანს გოგონას ამ ქცევაში? 5 როგორ გრსმით “ზურაბი თვალებად იქცა” და”მშიერი თვალი?” 6 ზურაბის თვალით დანახული სახეცვლილი იერი შვილისა (წაიკითხეთ ეპიზოდი!) 7 რატომ გაიტაცა ზურაბმა ქეთო და რატომ არ სცადა ნებით დაყოლიება? 8 რატომ შეკრიბა შვილობილის გატაცების გამგონე ნაიბმა მხოლოდ 30 მდევარი? 9 ქვეთავი სრულდება ფრაზით:”შორს მოვლა არჩია,რომ შინ მშვიდობით მისულიყო. მაგრამ,ვაი,ამ მშვიდობას!” სიტუაციური ამოცანა: რატომ “ვაი”? რისი მაუწყებელი შეიძლება იყოს ეს ფრაზა? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
  • 39. “ქეთო საშინლად იტანჯება” (X თავი, კითხვარის I ნაწილი) 1 რა მოლოდინი გაუცრუვდა ზურაბს? 2 მტანჯველი მგზავრობა დაღესტნიდან ვაშლოვანამდე (გადმოიწერეთ ეპიზოდი!) 3 შვილის დანახვით გამოწვეული სიხარული რამ შეუცვალა მწუხარებად მაგდანს? 4 გასალკლდევებული,ქვა დქცეული დედაშვილობა (გადმოიწერეთ ეპიზოდი!) 5 რა წარმოდგენამ გაუძლიერე ვარამი ქეთოს? 6 გაუცხოვებული მშობლიური გარემო (გადმოიწერეთ ეპიზოდები!)
  • 40. “ქეთო საშინლად იტანჯება” (X თავი, კითხვარის II ნაწილი) 7 მწუხარების კვალი (გადმოიწერეთ ეპიზოდები!) 8 დაღესტანთან დანათესავებული ფიქრები (გადმოიწერეთ ეპიზოდები!) 9 ბავშვში ჩასახლებული სიძულვილი 10 სამოსელი (სიტუაციური ამოცანა: რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ეროვნული სამოსელი?) 11 მწუხარებით დაბინდული ხედვა (სარკის ეპიზოდი) 12 სიტუაციური ამოცანა: იმსჯელეთ,რატომ იღებს ზურაბი დაღესტანში ქეთოს გამგზავრების გადაწყვეტილებას და რატომ უღცევია მაგდანს შვილთან განშორებას ქეთოს “დამარხვა”?
  • 41. “იავნანამ რა ჰქმნა?!” (XI ქვეთავი, კითხვარი I ნაწილი) 1 წაიკითხეთ I და II აბზაცი და იმსჯელეთ პეიზაჟის როლზე მხატვრულ ლიტერატურაში. რა მოლოდინს უღვიძებს ავტორი მკითხველს გამოდარების აღწერით? 2 “ბუნება შეუდარებლად მკურნალია”(ი.გ.) “დრო ყველაფრის მკურნალია” შეუდარეთ ეს ორი ფრაზა ერთმანეთს და იმსჯელეთ: ქეთოს შემთხვევაში რამ “უწამლა”, რამ უსალბუნა ქეთოს ჭირ-ვარამს,დარდსა და ნაღველს-დრომ თუ მშვენიერმა ბუნებამ, ანუ გამომაისებამ? 3 ათი წლით დადუმებული “იავნანა” (გადმოიწერეთ შესაბამისი ეპიზოდი)
  • 42. “იავნანამ რა ჰქმნა?!” (XI ქვეთავი, კითხვარი I I ნაწილი) 1 დრო ორჯერ შემოიჭრამთავარი როლით ქეთოს ცხოვრებაში, ორჯერვე დამვიწყებლისა და დარდის გამქარვებლის ფუნქციით: პირველად- როდესაც ლეკებმა გაიტაცეს და ნაიბის ოჯახში დაიწყო მისი ახალი ცხოვრება და მეორედ-როცა დაბრუნდა ვაშლოვანში და მოსწყდა გამშობლიურებულ დაღესტანს. ასოციაციური რუკა: იმსჯელეთ რა შეუძლია დროს? 2 “სანატრელ მოგონებებზე კეც-კეცად დაწოლილი წარმოდგენანი” (მოძებნეთ ეპიზოდი და იმსჯელეთ მშობლიურის ძიების ტკბილ-მწარე პროცესის შესახებ! 3 “ცრემლი სიხარულისა,შვებისა და ლხინისა”- გაიხსენეთ ყველა ის ეპიზოდი, ქეთოს ცრემლისდენა რომ არის აღწერილი, შეუდარეთ ემოცია ერთმანეთს! დრო
  • 43. “იავნანამ რა ჰქმნა?!” (XI ქვეთავი, კითხვარი III ნაწილი) 1 გაცოცხლებული ტკბილი მოგონებანი... გადმოიწერეთ და იმსჯელეთ ეპიზოდზე! 2 წარუშლელი,თუმცა “ღრმადმიძინებული,სახსოვარში დამარხული” მშობლიური წარსული. გადმოიწერეთ მსჯელობას მისადაგებული ამონარიდი და იმსჯელეთ ეპიზოდზე! 3 “იავნანა”------”სამშობლო ხმა” ასოციაციურ რუკაზე გამოსახეთ ყველა ის აზრი, დედა ნამღერში რომ აქსოვს... რას სწავლობს ჩვილი “იავნანას” სიმღერით? დრო
  • 44. “ქეთო და მისი დედობილ-მამობილი” (XII ქვეთავი, კითხვარი) 1 როგორ გესმით ცნებები: “ღვიძლი” და “მოამაგე” მშობელი? 2 მონატრებული გამშობლიურებული გარემო- ქეთოს სურვილი. 3 შვილის დაკარგვის შიშს გამკლავებული მაგდანის გადაწყვეტილება-ნაიბისა და მისი მეუღლის რთველში მოპატიჟების იდეა. გააანალიზეთ და შეაფასეთ მაგდანის გადაწყვეტილება: ხათრით გაწეული რისკი თუ შვილის გამოცდა? 4 დედ-მამის ნებართვით ქეთო დედობილ-მამობილს ლეკური ტანისამოსით მიეგება. იმსჯელეთ ამ ჟესტის შესახებ! 5 გაორმაგებული სითბო და სიყვარული (ნაიბის ოჯახი სტუმრად ვაშლოვანში) 6 ოჯახურ ჩვეულებად ქცეული დღესასწაული და კახური ტრადიცია; ტკბილი და თბილი ენკენისთვე!...
  • 45. “ქეთოს ბედნიერება” (XIII თავი, კითხვარი) 1 ქეთოს გათხოვება (ხომ არ შეცვლიდით რაიმეს ამ ეპიზოდში?) სიტუაციის მოდელირება 2 “მოსიყვარულე გულის “ მადლმოსილება და მისი გამონაშუქი: ”ტკბილი ალერსი ყველა ბავშვისთვის, ცრემლი უბედურთათვის, ნუგეში დაჩაგრულთათვის, შემწეობა გაჭირვებულთათვის, მოწყალება გლახაკთათვის” 3 ქეთოს პორტრეტი : ”დაუშრობელი წყარო კაცთმოყვარეობისა,გაუქრობელ ი ლამპარი სიყვარულისა მოყვასისადმი” (იმსჯელეთ , რას გაუზრდია ქეთო ასეთ უნაკლო ადამიანად?) 4 იაკობის ლოცვა ყმაწვილთათვის (გადმოიწერეთ ეპიზოდი!) 5 სყვარულის პალიტრა- რამდენგვარი სიყვარული არსებობს?
  • 46. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა “იავნანამ რა ჰქმნა?!” დასკვნითი , შემაჯამებელი გაკვეთილი (ორი აკადემიური საათი) ნაწარმოების მთავარი თემები: თემატური ღონისძიებები: ფილმის ჩვენება; ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლზე წაყვანა; ღია გაკვეთილი თემაზე : ”რაც მტრობას დაუნგრევია,სიყვარულს უშენებია”... საკლასო სამუშაო საშინაო დავალება გეგმა თემისათვის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის ”იავნანამ რა ჰქმნა?!” განხილვა (არგუმენტირებულად დაასაბუთეთ მსჯელობა ) დააკავშირეთ მოთხრობა და ქართული ხალხური ლექსი “წუთისოფელი ასეა, - ღამე დღეს უთენებია, რაც მტრობას დაუქცევია - სიყვარულს უშენებია.” იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა “იავნანამ რაჰქმნა?!” (განხილვა) ტექსტიდან ამოიწერეთ მხატვრული ხერხები: შედარება; მეტაფორა; გაპიროვნება; ჰიპერბოლა; ლიტოტესი; ეპითეტი;
  • 47. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 გეგმა თემისათვის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის ”იავნანამ რა ჰქმნა?!” განხილვა 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40
  • 48. № სიტყვა, ფრაზა განმარტება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
  • 49. № ამონარიდი ტროპის სახე განმარტება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14