SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 349
Downloaden Sie, um offline zu lesen
~ 1 ~
https://www.facebook.com/groups/ELLIB/
~ 2 ~
აკა მორჩილაძეს XIV
ნაწარმოები
https://www.facebook.com/groups/ELLIB/
~ 3 ~
სარჩევი
1. აბანოს ყუთი აპრილი - მარტი………………………………………………………………..4
2. აგვისტოს პასეანსი....................................................................................................................22
3. მეფე და მე................................................................................................................................133
4. მოულოდნელი მუზეუმები..................................................................................................140
5. შემთხვევით წაკითხული წიგნი..........................................................................................144
6. საოცარი რეცეპტი...................................................................................................................148
7. რაღაცეები ჩესტერტონის შესახებ.......................................................................................151
8. რაღაცეები ჰემინგუეის შესახებ...........................................................................................157
9. სიკვდილი, ქალაქი.................................................................................................................167
10. ტავერნა ათი სექტემბერი......................................................................................................177
11. ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები............................................................................................268
12. ჯადოსნური ნივთები............................................................................................................335
13. ჰემერჰედი, ცოტა რამ პოს შესახებ......................................................................................338
14. აკაკის სიკვდილი....................................................................................................................345
~ 4 ~
აბანოს ყუთი აპრილი - მარტი
(პატარა წიგნი სიკვდილის შესახებ)
თავადი
კიდევ ერთხელ გადავფურცლე ეს წიგნი და პირველი წინადადება წავიკითხე:
"გაზაფხულის ზღვა წყნარია. ტალღებზე,თითქოს ბალიშებზე, მდიდარი გემები ირწევიან
(ამათთან ერთად ხომ არ მოცურავენ სიზმრები სიმდიდრის შესახებ?) . ესაა მუროცუ -
დიდი და ხმაურიანი ნავსადგური."
ასე კი გამოვიდა, რომ მეც სანავსადგურო ქალაქში ვარ, თუმცა ამ წიგნის მხოლოდ პირველი
გვერდი მაქვს წაკითხული და ისე უნდა მივცე სხვას, თითქოს თავიდან ბოლომდე
ჩავაბულბულე, მომეწონა და მასაც ვურჩევ. უფრო სწორად, წიგნი უნდა გავცვალო: თავადი
სხვა წიგნს მომიტანს, მე კი ამას მივცემ.
ამ ვერწაკითხულ წიგნს "სეიძუროსა და ჰიმეძის ამბავი” ჰქვია და ბარე სამასი წლის წინათ
დაუწერია იაპონელს იჰარა საიკაკუს, რომელიც ბევრს წერდა გეიშებზე, მეაბანოვე
ქალებზე, ფარდულებში შემალულ მეძავებზე. "სეიძუროსა და ჰიმეძის ამბავი” ჯერ კიდევ
სტამბოლში ვიყიდე, ინგლისური წიგნის ერთ მაღაზიაში, გემზე, ძილის წინ წავიკითხავ-
მეთქი და სწორედ ის პირველ გვერდი წავიკითხე.
ამ პირველ გვერდს ხშირშირად ვკითხულობდი ხოლმე ძილის წინ და მშვენიერი იყო:
სეიძურო მდიდარი ვაჭრის შვილი გახლდათ (სწორედ იმ გემების პატრონი სოვდაგრისა,
ნავსადგურში რომ ირწევიან) და მამისგან მოძღვნილი ქისები თავისი სიყვარულის
გალამაზებას მოახმარა: მეძავი ჰიმეძი შეიყვარა და საჩუქრებით აავსო. ისე გათავხედდა,
რომ დღისით ოთახს დააბნელებდა და ლამპების შუქზე ატარებდა დროსო, სწორედ ასე
სწერდა საიკაკუ. მერე რა მოხდა, აღარ ვიცი, იმიტომ, რომ ამ ორი თვის განმავლობაში
ძალიან გვიან ვბრუნდებოდი შინ და წიგნს გადავფურცლავდი თუარა, მეძინებოდა.
სამაგიეროდ, ის პირველი გვერდი ლამის ზეპირად ვისწავლე. რატომღაც, სულ პირველი
გვერდიდან ვიწყებდი კითხვას და გადაშლას ვეღარ ვასწრებდი. წიგნი სულ ლოგინში
ეგდო.
თავადი რომ გავიცანი, მეხუთე თუ მეექვსე შეხვედრისას ჩამოვარდა ლაპარაკი წიგნებზე და
მეც დიდის ამბით ვუხსენე, ერთი ძველი იაპონელი მწერლის წიგნი მაქვს-მეთქი. მითხრა,
გადაფურცლავ, თუ გაგახსენდეს, წამომიღეო. სამაგიეროდ, მეც მოგიტან წიგნსო.
ხომ იცოდა, რომ ქართველი ვარ. ჰოდა, ქართველის წიგნს მოგიტანო, ბBუენოს აირესშია
გამოცემული ესპანურად, სამასი ათასი ტირაჟით, სწორედ პერონის გაბატონების წელსო.
ამაზე სიცილით კინაღამ მოვკვდი, რა თქმა უნდა, გულში. ხმამაღლა რომ გამეცინა, ეგებ
თავადს ტყვიაც კი დაეხალა და არ ღირდა ამ სიცილისთვისთავის გაწირვა. ის ხომ ძალიან
საშიში კაცი იყო, რაღაცნაირად, თითქოს დანის წვერზე წამოგებას დაშურებული. ნათქვამი
კი მართლა სასაცილო იყო. აბა, რომელი ქართველი მწერლის წიგნი უნდა გამოეცათ ბუენოს
აირესში სტალინის,თუ პერონის დროს. სხვანაირად კი ბორხესის დროს. სწორედ იმ დროს,
~ 5 ~
როცა ბორხესის წიგნები დიდად არც იყიდებოდა, რომელიღაც ქართველი მწერლის წიგნი
BBBBBBBBBBB BBBUENNB გამოეცათ მილიონის მესამედი ცალი.
ასეთ რამეს მხოლოდ თავადითუ მოიგონებდა და იტყოდა, თანაც, იმგვარი წყალგაუვალი
გამოთქმით, რომ ჩაღიმებასაც ვერ გაბედავდი. ისიც გახსოვდეს, რომ ესპანურად მხოლოდ
სამი სიტყვა ვიცი და იმ წიგნს მაინც ვერ წავიკითხავდი. უბრალოდ საინტერესო იყო, რას
მოიტანდა თავადი, თუ მართლა მოიტანდა რამეს.
ამიტომ, წიგნების გაცვლის საქმე არ გამიჯანჯლებია: ის ორშაბათობით და ხუთშაბათობით
მიდიოდა ხოლმე კაფეში, სამი საათიდან იქ იჯდა. ხუთშაბათს შევთანხმდით და
საორშაბათოდ იაპონელის წიგნი არ დავივიწყე.
თავადი პირველად "ტრაგილტო ბრევეს" კაფეში ვნახე.
ეს იყო ყოვლად თახსირი და გაწეპილი ადგილი, რომელიც კალივან სტრიტისა და შვიდასი
ნაბიჯის ქუჩის სწორედ კუთხეში მდებარეობდა; ერთი ვიტრინა კალივან სტრიტზე
გამოედგა, მეორე კი შვიდას ნაბიჯზე. შელანძღული კაფე იყო, თუმცა საღამოს ექვსი
საათიდან ჩამოსადგომ ადგილსაც ვერ იპოვნიდი ვერც კაფეში და ვერც პარმაღზე, რადგან
აქ იყო უიაფესი მეძავების ბირჟა.
ასეთ მეძავებს აქ ქალოებს ეძახდნენ და კაფეს კართან დაკიდულ ტელეფონზეც ძირითადად
ისინი რეკავდნენ, ვისაც შვიდასი ნაბიჯის ქუჩაზე გამოვლის თავი არ ჰქონდა და მეძავებს
გარეუბნებში, ბარაკებსა და სახელგატეხილ პანსიონებში იბარებდა.
დიდად ხიფათიანი საქმე იყო ამ კლასის მეძავობა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვატყობდი და
ქალოებიც სხვანი იყვნენ, ვიდრე ჩვეულებრივი მეძავები. გახუნებული ქუდებით,
ჩაფხრეწილი, გაავებული გულებით და ღილაკიანი დანებით. ყველა ნისიაზე სვამდა ყავას
ამ კაფეში. ყავასაც და რამეს უფრო მაგარსაც. ბევრ ქალოს ძველ მეძავთა დარად ნიკაპზე
პატარა, ვარდისფერი სვირინგი ჰქონდა: გული, ან ვარდი. რას ნიშნავდა თითოეული,
მერეღა გავიგე, რადგან ძვირი მეძავები ამგვარ ნახატებს პატივს აღარ სცემდნენ.
ეს ყველაფერი ექვსი საათის შემდეგ იყო, მანამდე კი კაფეში თითქმის არავინ შედიოდა:
მხოლოდ ახლომახლო დაბუდებული, იდუმალი იერის ვინმეები, ვინც ჩემი გამოთვლით ამ
მეძავთა მეწილეები და პატრონები უნდა ყოფილიყვნენ და თავად გამოუძინებელი, ან
განრიგარეული ქალოები. მე რატომ შევედი იქ, გვარიანი სალაპარაკოა, ოღონდ ქალოებთან
მაინცდამაინც და სავალდებულოდ ჩაბმული ნამდვილად არაა.
ერთმა ინგლისელმა მითხრა, რომ "ტრაგილტო ბრევეში," რაც იტალიურად მგონი მოკლე
მოგზაურობას ნიშნავს, ქალაქის უძველესი და უგრძესი ჩიბუხია გამოფენილიო. იქ, სადაც
ჩიბუხის სახელობისა მთელი ქუჩა არსებობს უძველესი ჩიბუხი მართლა სანახავია. იმ
ინგლისელს არ სცოდნოდა, უბრალოდ, გაეგონა, რომელიღაც კაფეში ასეთი ჩიბუხიაო.
ტურისტს რა მოეკითხება, ჩიბუხებით გამოტენილ მორადის ყავახანას კი მერე მივაგენი.
"ტრაგილტო ბრევეში" ორი ვიტრინა და ორი კედელი იყო. ერთ კედელთან დახლი და
კარადა გაემართათ, ჩიბუხი კი სწორედ მეორე კედელზე უნდა ყოფილიყო გამოფენილი.
ოღონდაც, იმ მეორე კედელზე ჩიბუხი არ ეკიდა, არამედ როკუელ ველჩის
სიყვითლეგადავლებული პოსტერი რომელიღაც ძველი ვესტერნიდან, ასევე
შეყვითლებული პოსტერი ეროტიკული ჟურნალიდან და შუშიან ჩარჩოში ჩასმული
სურათი ხშირულვაშა ხნიერი კაცისა, რომელიც ჩემი ანგარიშით მაქსიმ გორკი უნდა
ყოფილიყო. რა უნდოდა იქ მაქსიმ გორკის, ეგრეც ვერ გავიგე.
- ეს ვინ არის?
~ 6 ~
- მოკრივე იყო, - გაიცინა კაფეს პატრონმა და ვიფიქრე, რომ შემეშალა. მაქსიმ გორკი ბოლოს
სკოლის წიგნში ვნახე. მართლა როგორ მოხვდებოდა ჭრელი შავი ზღვის ქალაქში, - მოკრივე
იყო. ეს კაფე ადრე კრივის სავარჯიშო დარბაზი იყო, სურათი იქედან დარჩა. ეს კაცი
მოკრივე იყო.
- შეუძლებელია. . . შეუძლებელია, ეს კაცი მოკრივე ყოფილიყო. ძალიან გრძელი ცხვირი
აქვს. შეხედე ხელებზე, გინახავს მოკრივის დალეწლი სახსრები? მოკრივე მუშტს რომ
შეკრავს, საშინელი სანახავია. ყველაფერს ამოიკითხავ იმ მუშტზე. თუმცა კარგს, ვერაფერს.
თითქოს ჯოჯოხეთის ქვაბში ჩაყო ხელი და ამოიღოო. ეგრე იცის, მთელი ცხოვრება რომ
ხორცს და ძვალს ურტყამ მუშტს. ხორცს ან ნახერხს, რაც ხშირად ერთიდაიგივეა.
- რას ამბობ, თავადო? ხელები საერთოდ არ ჩანს მაგ სურათზე.
- ეგ კაცი მოკრივე არ არის, ეგ არის ნოელ ჩემბერლენი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი
დიდ ომამდე.
მე მოვიხედე. ის კაცი იყო, ჩემი შემოსვლისას კარისკენ ზურგით რომ იჯდა. ახლა
მოტრიალებულიყო და კედელს გამოსცქეროდა.
ასე გავიცანი თავადი, ორმოცდათვრამეტი წლისა.
ამბობდა, უნგრელი თავადი ვარო და როგორ გადავამოწმებდი. ცხვირზე ავად ედგა მზის
სათვალე, ფორთოხლისფერი შუშებით. ჩანდა, რომ ამ შუშების უკან თვალები იყო, მაგრამ
როგორი, ვერ ვიტყვი. ულვაშიც ჰქონდა, თუმცა თხელი. საერთოდაც, ქოსა კაცის იერისა
იყო, ხოლო ამ ულვაშს უკან რა იყო, არ ვიცი.
თავადი შეიარაღებული დადიოდა. მე არ მინახავს მისი იარაღი, მაგრამ ყველა ამბობდა,
რომ ოთხი სხვადასხვანაირი რევოლვერი მუდამ თან ჰქონდა, ამათგან ერთი კი,
ოთხტყვიიანი საჩხაკუნო საერთოდაც სახელოში ჰქონდა ბეჭზე რეზინით დამაგრებული.
ხელს რომ დაიქნევდა, სახელოდან ეს რევოლვერი გამოსხლტებოდა და ხელისგულში
მოექცეოდა პატარა თევზივით, მდინარეებში რომ იჭერენ ხოლმე ხელით მოუსვენარი
ბიჭები.
მე ეს რევოლვერები არ მინახავს, არც თვითონ უხსენებია. იოლად კი დავმეგობრდით.
თავადი მეუბნებოდა, რომ შვიდი კაცი მოუკლავს ცხოვრებაში და შვიდი წიგნი დაუწერია.
საერთოდ, რომ გეკითხა, ყველას და ყველაფრის მცნობი კაცი გახლდათ,თუმცა რა უნდოდა
ქალაქის ყველაზე თახსირ კაფეში და საერთოდაც ამ ქალაქში, არ ამბობდა. ველოდებიო, ასე
თქვა და ისეთი კაცი იყო, წვრილად ვერაფერს გამოკითხავდი, მაღალი კი იყო,
ფართომაჯებიანი და შავგვრემანი.
"ტრაგილტო ბრევეში" სწორედ მისი ხათრით დავდიოდი. ამ კაფეს კართან ერთი
ტელეფონი ეკიდა, როგორც ამბობდნენ პირველო სახალხო ტელეფონი შვიდასი ნაბიჯის
ქუჩაზე. "ჰემონდის" ფირმის ძველი აპარატი იყო, 1938 წლისა, მთლად გალეული და
პრიალა ყურმილით, იმ ტელეფონზე დარეკავდი და კაფეს წინ მდგომი რომელიმე
უსაქმური, ან სულაც ქალო გიპასუხებდა,თავადი იქ იყო, თუ არა.
ახლა რომ ვიხსენებ, თავადი ექვსჯერ ვნახე და მეშვიდე შეხვედრაზე მივიჩქაროდი. მთელი
ძველი ქალაქი უნდა გადამევლო ფეხით, ნაპირის უბნიდან, შვიდას ნაბიჯამდე.
ვერ გეტყვით, რა მომწონდა ამ კაცის, ანდა თვითონ რაში სჭირდებოდა ჩემთან ბაასი
სისხლსა და ადამიანებზე, მათრახებსა და ქალებზე, მაგრამ ასე კი გამოვიდა, რომ მე მას
ვუსმენდი. ძალიან მოულოდნელი და უცნაური კაცი იყო. მეგონა, რომ არ არსებობდა,
~ 7 ~
იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ და არც ისეთი ფათერაკები და ცხოვრება
არსებობს, ის რომ გაიხსენებდა ხოლმე.
სინამდვილეში ხომ ყველაფერი უფრო იოლადაა. ან უფრო რთულად. სხვანაირად კი,
ულამაზოდ, უხეშად და ნამდვილად.
თავადი არ არსებობდა, მაგრამ თუ არ არსებობდა, როგორღა ლაპარაკობდა? ხომ არსებობდა
"ტრაგილტო ბრევეს" კაფე, რომელშიაც ულვაშიანი ძიაკაცის სურათი ეკიდა? ეს კაცი იყო
მაქსიმ გორკი, ან ნოელ ჩემბერლენი, ან ფრიდრიხ ნიცშე, ან ერთი, დავიწყებული, ძველი
დროის მოკრივე. თავადი ამბობდა, რომ წიგნებს იმიტომ კითხულობს, რომ შეადაროს.
საერთოდ, მას არ სწამდა წიგნების და განსაკუთრებით კი მხატვრობის. მთელი ის
მშვენიერება, რაც ტილოებზეა აღწერილი, მატყუარააო. ბევრი ევლო ფლორენციაში,
ვენეციაში და ასეთ ადგილებში, თუკი არსებობს ასეთი ადგილები სადმე, ვენეციის და
ფლორენციის გარდა.
- როგორ უნდა შეხედო ტილოს? ერთი, ორი, სამი, ოთხი ნაბიჯით უკან უნდა დაიწიო. მერე
ერთი ნაბიჯით მარცხნივ გახვიდე, მერე თვალი მოჭუტო, მერე თავი განზე გადააგდო და
იფიქრო მშვენიერებაზე. მაგალითად, ვერონეზეს თაობაზე. ტილო მშვენიერია, მაგრამ
ახლოს რომ მიხვალ, ვერაფერს დაინახავ, საზიზღარი ფერები, ნადღაბნები, ჯანდაბა,
უფერულობა. ასეა, ახლოდან. ეს ტყუილია, - ამბობდა თავადი, - როგორც ადამიანი. ეს
ქალოები ქუჩის ბოლოდან მზეთუნახავებს გვანან, ახლოდან აფრიკულ ხვლიკებს.
ნამდვილი ის არის, რაც შორიდან და ახლოდან ერთნაირია.
მინდოდა მექსიკაზე ელაპარაკა, რადგან წარამარა ახსენებდა მექსიკას. მაგალითად,
გლეხების გენერალ პანჩო ვილიას. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ოდესმე ვილია ენახა.
იმის დროში დაბადებულიც არ იქნებოდა, მაგრამ ისე ახსენებდა ხოლმე, თითქოს მის
ესკადრონებში ემსახურა და ერთი კოხტა სოლდადეროც მკლავზე გადაეგორებინა. თუმცა,
რამდენჯერაც სიტყვას ჩამოვუგდებდი, განზე გასწევდა ხოლმე და ყვებოდა მამაკაცური
ორთაბრძოლების შესახებ, რომლებიც ალბათ ძველ წიგნებში ეწერა და არა მის
თავგადასავალში. თავადი ბრაზიანი და საშიში კაცი რომ არ ყოფილიყო, ერთი უბრალო
მეზღაპრე გეგონებოდათ. მაგრამ ზღაპრებსაც კი იმგვარი განცდითა და სისხლით
ჰყვებოდა, რომ მხოლოდ მეზღაპრედ ვერაფრით ჩათვლიდი. ვიღაც იყო, თუმცა ასეთები არ
არსებობდნენ. საშიშიც არა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ამბობდნენ, საშიში კაციაო. არამედ
იმიტომაც, რომ არ არსებობდა.
მის არსებობა-არარსებობაზე რომ არ დაფიქრებულიყავი, უბრალოდ შარიანი კაცი
შეგრჩებოდა ხელში: თავისი, თუ სხვისი შარების მთხრობელი.
ვფიქრობდი, რომ თავადი იმდენად არსებობს, რამდენადაც ზუსტად მიუგნია თავისი
ადგილისთვის. ამ კაფეს გარეთ ის ნამდვილად არ არსებობდა და ისიც არ ვიცოდი, სად
ცხოვრობდა, თუ ცხოვრობდა სადმე საერთოდ. თითქოს, "ტრაგილტო ბრევეს" გარეთ თავის
ძალას კარგავდა, ისე როგორც ჯადოქრები კარგავენ ხოლმე ძალას ზღაპრებში, როცა
თავიანთ მოჯადოებულ სამფლობელოს გასცდებიან.
უცხოს მოეჩვენებოდა, რომ თავადი მხოლოდ ლაპარაკობდა. დიდი გამოცდილი
მოლაპარაკე იყო, მაგრამ არასოდეს ითხოვდა რაიმე მოქმედებას შენგან და არც არასოდეს
იტყოდა, ვთქვათ, მივალ და მაგის სისხლს დავლევო. სეირს ვუჩვენებო, იმასაც კი არ
ამბობდა. თუმცა რაღაც ძველ ამბავს ასე დაიწყებდა: მე მაგის სისხლი დავლიეო.
~ 8 ~
ეს გაფიქრებინებდა, რომ შენს წინაშე ადამიანი სულაც არ არის, არამედ რაღაც თოჯინა, ავი
მთხრობელი, რომელიც რაღაცეებს გაუბოროტებია და მისგან არაფერი დარჩება. მაგრამ ასე
არ იყო: თავადი საშიში კაცი გახლდათ.
ეს ყველამ იცოდა და რა თქმა უნდა, ყველას სჯეროდა.
ხელები უფრო გლეხკაცისა ჰქონდა, მეზღვაურისა, როგორც ამ ქალაქში იტყვიან. მოკლედ
კი ნამუშევარი კაცისა, თუმცა ბევრს მიამბობდა თავისი ვენახების შესახებ, თუმცა სად
ეშენებინა ეს ვენახები, რომლებიც ძმისთვის დაეტოვებინა, არ ამბობდა.
უმცროსი თავადიო, ასე მოიხსენიებდა ხოლმე ძმას, რომელიც ბარე ოცდაათი წელიწადი
იქნებოდა, არ ენახა.
მაგრამ თავადი მხოლოდ მოლაპარაკე არ იყო. ის ისე ლაპარაკობდა, რომ შეუძლებელი იყო
მისი მონათხრობი მხოლოდ მონათხრობად ჩაგეთვალა. მგონი ფორთოხლისფერშუშებიანი
სათვალეც ამიტომ ეკეთა. მისი ლაპარაკი ნამდვილი ღვთის რისხვა იყო. ვერსად
წაუხვიდოდი.
მე კიდევ კალივან სტრიტს მოვუყვებოდი. ნაშუადღევს აქ ფეხით მავალი ხალხი ცოტაა და
გვარიანდ მყუდრო ქუჩა გამოდის. აღმოსავლეთით უნდა გადაუხვიო და იქედან იწყება
შვიდასი ნაბიჯის ქუჩა. სწორედ "ტრაგილტო ბრევეს" ვიტრინიდან იწყება, მისაგნებიც
არაფერია. ამ ორი Qქუჩის შესაყარზე სადარაჯო ჯიხური დგას, სადაც ყოველთვის ზის
პოლიციელი.
ამბობენ, რომ შვიდასი ნაბიჯის ქუჩა საპოლიციო ჯიხურით იწყება და საპოლიციო
ჯიხურით მთავრდება, თუმცა ის მეორე ჯიხური მე არასოდეს მინახავს, ამ ქუჩას ბოლომდე
არასოდეს გავყოლივარ.
ამბობენ, რომ ქუჩის კუდი ტყეს სწვდება, ქალაქგარეთ გადის. ამიტომ, იმასაც ამბობენ, რომ
შვიდასი ნაბიჯის ქუჩას საერთოდ არა აქვს ბოლო. ბოლოდაკარგული ქუჩააო. დღისით აქ
სეირნობა არ მოგინდება, ღამით კი ვერაფრით გააღწევ ბოლომდე. ასეთი ქუჩაა -
"ტრაგილტო ბრევეს” კარიდან მეძავთა რიგები იწყება და ბევრჯერ მინახავს, როგორ
გამოდის ჯიხურიდან შუახნის სერიოზული პოლიციელი და ამ რიგებს აწესრიგებს, რათა
ხალხმა თავისუფლად გაიაროს ქუჩაზე დათავი თევზის ბაზარზე არ ეგონოს. ღამით
ისედაც უამრავი ხალხი ირევა ყველა კართან.
მაგრამ ახლა ღამე არ იყო, ხალხი კი შორიდანვე დავინახე. ზედ გზაგასაყარზე
ჩოჩქოლებდნენ და სამი-ოთხი მანქანაც მიეყენებინათ. ქალოებიც იყვნენ იქ და სხვებიც.
უცებ კი, ქვემოდან პოლიციის მანქანამ ამოუხვია ციმციმით და მას პატარა საპოლიციო
ავტობუსიც მოჰყვა. პოლიციელებმა ყვითელი ლენტი გადმოიტანეს მანქანიდან და
საჩქაროდ დაიწყეს გაბმა, მოსეირეებს კი ქუჩის მეორე მხრისკენ ერეკებოდნენ. ნაბიჯს
ავუჩქარე და პირველივე შემხვედრს ვკითხე:
- რა მოხდა?
- კაცი მოკლეს "ტრაგილტო ბრევეში," - თქვა ყვავილების გამყიდველმა და მე ვიფიქრე, რომ
თავადმა მოკლა ვიღაც, - თავადი მოკლეს.
- თავადი მოკლეს?
- ჰო, თავადი იჯდა ხოლმე იქ. თავადი ვარო. ოთხი რევოლვერი უპოვნა პოლიციამ.
- ვინ მოკლა?
- გაიქცა... არ ვიცი. რა ვიცი, ვინ მოკლა? ეძებენ. ქალოებს ყრიან მანქანებში და პოლიციაში
მიჰყავთ. აგე, დეტექტივი დიქსლი. ცნობ დეტექტივ დიქსლის? ოც წუთში მოვიდა. შეხედე,
~ 9 ~
ახლა თმაზე გადაისმევს ხელს და იტყვის, კარგი, თვალები დავხუჭოთ და უცებ
გავახილოთ. შავი პიჯაკი ამ ამინდში. იმიტომაც სულ ოფლი აფენია შუბლზე და
საულვაშეზე.
- ასეა, სამხრეთს ვერ შეეგუა, - თქვა ვიღაცამ, საერთოდაც ქალმა, - ოცდაორი წელიწადია აქ
არის და, მაინც...
საკაცე გამოიტანეს. თავადს მომწვანო მუშამბა ეფარა. ალბათ, თავადი იყო. კარგახანს
ვიდექი იქ.
კაფეში პოლიციელები ფუსფუსებდნენ.
ჯანდაბას, ჩემითავადი.
ესე იგი, მართლა საშიში კაცი იყო. ეს ყვითელი ლენტი და იაპონური წიგნი. ერთხელ კი
თქვა:
- ბრილიანტიები ვირთხის კურკლებია იმ სილამაზესთან შედარებით, რაც მე მინახავს. და
არსად მინახავს იმდენი სიმახინჯე, რამდენიც ამ წყეულ სილამაზეში. იცოდე, რომ
მსროლელი ვარ.
თავადი ქალს მოუკლავს, ასე ამბობდნენ ბრბოში.
წინა დღე გამახსენდა: თავადი არ მინახავს, ვერც ვნახავდი, მაგრამ სასტუმრო "პეკოდში"
მივედი.
შვიდასი ნაბიჯის ქუჩის ლექსიკონი
(ნაწყვეტები)
"ტრაგილტო ბრევე" (მოკლე მოგზაურობა. იტალ)- ეს არის პატარა კაფFე, რომელიც კალივან
სტრიტისა და შვიდასი ნაბიჯის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობს, ორსართულიანი სახლის
პირველ სართულზე. ორი შუამდე თეთრად შეღებილი ვიტრინიდან ერთი კალივან
სტრიტზე გამოდის, მეორე კი შვიდასი ნაბიჯის ქუჩაზე.
შესასვლელი კარი "ტრაგილტო ბრევეს" მხოლოდ შვიდასი ნაბიჯიდან აქვს. კარი გალიის
კარს მოგაგონებთ, ანდა ციხის საკნისას: ძველი რკინებისგან არის შედუღებული და
მხოლოდ გამთენიისას იკეტება, ნაშუადღვეს კი კვლავ იღება.
კარის ჩარჩოზე ტილოს ფარდა კიდია, ხოლო როცა კაფეს კეტავენ, კარის ცხაურებში კატები
ძვრებიან და შიგნით დაშლიგინებენ.
ნაშუადღევს მათ ცოცხით ერეკებიან გარეთ, საოცარი კი ისა რის, რომ შვიდასი ნაბიჯის
ქუჩა სწორედ ამგვარი თახსირი და გულღატაკი ადგილით იწყება და აქამდე არავის
უფიქრია, რომ "ტრაგილტო ბრევე" შეესყიდა, მისი ჭერიდან მგმინავი, დედამიწის
სიჩქარით მბრუნავი სამფრთიანი საგრილობელი ჩამოეხსნა, ხოლო კედლიდან
პორნოვარსკვლავ კრისტი კენიონის გახუნებული პოსტერი გაექრო.
"ტრაგილტო ბრევე" ძალიან პატარა კაფეა. აქ მხოლოდ შვიდი მაგიდა და ოცდაერთი სკამია,
ბართან კი ოთხი შემოსაჯდომი.
კაფეს მთავარი კლიენტები საღამოს ექვსი საათიდან ქალოები არიან, მანამდე კი
შემთხვევითი, გაზინტლული ადამიანები: ვთქვათ, იმ ყაიდის მაწანწალები, რომლებსაც
შეუძლიათ ჯიბიდან ნახევრამდე სავსე ჯინის ბოთლი ამოაძვრინონ, ანდა თქვან, რომ წინა
~ 10 ~
საღამოს კრიკეტის მეორე ნახევარს უმზირეს რეჯიმენტის მინდორზე. ამავე საათის
კლიენტები გროშებზე მომუშავე მტვირთავები, მენაგვეები და სხვა ასეთი ხალხიც გახლავს.
"ტრაგილტო ბრევეში" ყავა ქვიშის ღიტინა ფენას ტოვებს ენაზე, ხოლო სენდვიჩები სველია.
ტურისტები ისე შემაობიჯებენ ხოლმე შვიდასი ნაბიჯის ქუჩაზე, რომ ამ კაფეს ვერც
ამჩნევენ: შებნელებულზე კაფეს ვიტრინასთან ორმოცდაათი-სამოცი ქალო დგას და
"ტრაგილტო ბრევეს" კარი საერთოდ არ ჩანს. ამას ლამპიონის მრუმე სიანთლეც დაუმატეთ
და ქალოების შემტევი საპატიჟო შეძახილებიც. ლამპონის შუქი მრუმე კია, მაგრამ
ქალოების შეთვლიერება არ გაგიჭირდებათ, რაიც ლამაზი თავგადასავლის
შეუძლებლობაზე ჩაგაფიქრებთ და ნაბიჯსაც ისე აუჩქარებთ, რომ მერეღა მიხვდებით, ეს რა
კოხტა და ჩქარი სიარული მცოდნიაო.
უტუჩო ჩარლი - ქუჩის პირველი ტელეფონი შვიდასი ნაბიჯის Qქუჩაზე.
შავი აპარატი 1948 წელს მიამაგრეს კაფე "ტრაგილტო ბრევეს" ვიტრინის კიდეზე. ამ
ადგილას მაშინ საერთოდ არ იყო კაფე, არამედ ჩვეულებრივი მაღაზია. შვიდასი ნაბიჯის
ქუჩაზე ჯერ კიდევ ცხოვრობდა ხალხი. ბავშვები კი სკოლებში დაიარებოდნენ.
უშვებულებო ნახევარსაუკუნოვანმა ხმარებამ აპარატის შავი ყურმილი მთლად გაცვითა და
გალია, თუმცა, გააპრიალა კიდეც. განსაკუთრებით გაილია ყურმილის სატუჩე ადგილი,
როგორც ხუმრობენ, სიტყვათა სიმძიმისგან დაიჩაგრა. ეს სატუჩე ადგილი მთლად
სიფრიფანა შეიქნა, თუმცა აპარატი არ გამოუცვლიათ და არც ჩამოუხსნიათ, შვიდასი
ნაბიჯის ქუჩაზე კი ოთხი ლონდონური წითელი ჯიხური ჩადგეს.
უკვე 60-იან წლებში ტელეფონს აწინდელი სახელი, უტუჩო ჩარლი დაერქვა.
ქუჩის მეორე ბოლოში, "ფარვანას" კლუბში ორ ზაფხულს ერთი ზანგი უკრავდა. ზანგს
ჩარლი ერქვა და სქელი, მომღიმარი ტუჩები ჰქონდა. ვიღაცამ ტელეფონს უტუჩო ჩარლი
უწოდა. ცხადია, შავი სილაპლაპისა და იმის გამო, რომ სატუჩე გალეოდა, ერთ დამატებით
მიზეზად კი ისიც ივარგებს, რომ ნამდვილი ჩაAრლი მთელს ღამეებს როაილთან ატარებდა,
უტუჩო ჩარლი კი განუწყვეტლივ რეკდა.
უტუჩო ჩარლის ძველი ნომერი იყო 1-13, ხოლო ამჟამინდელი ნომერია 691313. ამ
უკანასკნელში გარკვეულ პორნოგრაფიულ უიღბლობასაც ხედავენ, 13-დან და 69-დან
გამომდინარე, ვითომ ვიღაც ოხუნჯმა მთავარ სატელეფონო ოფისში უტუჩო ჩაAრლის
დატვირთვის ამბავი იცოდა და ასე იოხუნჯა, რომ ნომერიც საგანგებო აზრობრივი
დატვირთვისა მისცაო, თუმცა, ამის სინამდვილეს ახალ ვეღარ გამოარკვევ.
ის უნდა ითქვას, რომ უტუჩო ჩარლი ყველაზე სახელგატეხილი ქუჩის ტელეფონია სანტა
სიტიში და ღირსეული კაცი მასთან თანამშრომლობას არასგზით წამოიწყებს.
ჩარლი ქალოების ხელშია: მხოლოდ ისინი მოიხმარენ კლიენტებთან სალაპარაკოდ და
ქუჩის ხალახისთვის, რომელთაც ტრდიცია მეძავთან ტუჩით შეხებას ჯოჯოხეთის კარის
დაკოცნას უტოლებს, უტუჩო ჩარლი იგივე მეძავია,თან კიდევ ქალო.
თუმცა, სატელეფონო სამსახური ჩარლის არ უჩივის და ყოველდღიურად მიაქვს მისი გულ-
მუცლიდან ჩამოყრილი პენსიანები. ჩარლი ერთადერთი გადარჩენილი ქუჩის ტელეფონია
სანტა სიტიში, მოსაქოქად სამი ცალი ესპერანსული პენსიანი რომ სჭირდება.
~ 11 ~
იქ სადაც თბილადა სინათლეა როგორ დავწეროთ სულის შემძვრელი მოთხრობა, სანტა
სიტიელი მწერალი ქალის, ჯესიკა დე რაიდერის კომპიუტერიდან ამობეჭდილი და
აკინძული მხოლოდდამხოლოდ თავშესაქცევი მიზნით
1.
ბოლო თერთმეტ წელიწადში ორმოცდაშვიდი რომანი დავწერე, თუმცა ამის გამო არავის
შევყვარებივარ.
თვალების კიდეებზე, მე თუ მკითხავთ, ლამაზი ნაოჭებიც გამიჩნდა, მაგრამ ეს პირდაპირ
მიანიშნებს მამაკაცებს, რომ ძალიან ვცდილობ, არ დავბერდე.
რომ იცოდეთ, კომპიუტერში უკეთესი ნაწერები მაქვს, ვიდრე მაღაზიის თაროებზე: აქაც და
ლონდონშიც.
ისიც უნდა ვაღიარო, რომ მანქანაც უკეთესი მყავს, ვიდრე ეს ჩემი რომანებია, თუმცა, ეს
იმას უფრო ნიშნავს, რომ ადამიანებს თავიანთი გემოვნების მიხედვით კვებავენ.
რაც არ გიყვარს, იმას ხომ არ მოითხოვ სადილად?
საერთოდაც, უკეთესი ადამიანი ვარ, ვიდრე ჩემი წიგნებია. ჩემს წიგნებს იცნობენ, მე კი
არანაირად, ხოლო როგორიც ვარ, ისეთი წიგნები არასოდეს გამომდის. მათ არავინ იყიდის.
ჩემს წიგნებს კითხულობენ და ივიწყებენ, მე კი თავიდანვე დავიწყებული ვარ.
სისულელეა, როცა თითქმის ორმოცდაცამეტი წლის ქალი ასეთი რამეების ლაპარაკს
დაიწყებს, ოღონდ მე არ ვლაპარაკობ, მხოლოდ ასოები ჩნდება ეკრანზე ჩემს ფუმფულა
ნოუთბუქში.
უკვე წლებია, რაც ცისფერ ფონზე ვწერ, თეთრი მაღიზიანებს. ხალხს კი ალბათ, ჩემი ახალი
მანქანა აღიზიანებს.
ამ მანქანით მცნობენ.
ადრეც მანქანით მცნობდნენ. მაშინ ვარდისფერი "თი-ბერდი" მყავდა, 1955 წლისა და
მთელი ეს სანტა სიტი მაყოლებდა ხოლმე თვალს. ახლა კი უფრო დიდი საშინელება
ჩავიდინე: "პლიმუტ ქონვერთიბლი" ვიყიდე. სისხლისფერი, იმ ორი საოცარი კარით,
ტენტით, ოდნავ გაბრაზებული, ნიკელებით ელვარე ცხვირით, კვლავ ვარდისფერი
სავარძლებით, საბურავს შემოყოლებული თეთრი ზოლებით. მოკლედ, ჯადოსნობაა.
სიგიჟეა. მთელს სამ თვეს მოდიოდა ამერიკიდან. 1941 წლის... ხომ გესმით?
ხმამაღლა გაიემორეთ: ათას ცხრაას ორმოცდაერთი წლის "პლიმუტი". ჯესიკა დე რაიდერი,
ქალაქ სანტა სიტიში. სენტ ჯონ სიტადელის კუნძულზე.
არ ვიცი იმდენ ხანს საიდან მოდიოდა, მაგრამ რა ვქნა? თუ მანქანაა, ისეთი უნდა იყოს,
როგორიც შენ გინდა. მითუმეტეს, როცა ფული გაქვს. წიგნი არასოდეს იქნება ისეთი,
როგორიც შენ გინდა, მანქანა კი სულ იოლად.
ბევრი რომ არ გავგრძელო, ოთხმოცდათერთმეტი რომანი დავწერე და თითქმის
ორმოცდაცამეტი წლისა ვარ, თუმცა, კარგია ეს თუ, ცუდი, ხეირიანად არ ვიცი. მოთხრობა
კი მხოლოდ სამი მაქვს დაწერილი, ისიც, ოცზე მეტი წლის წინათ.
თავიდან მოთხრობებით დავიწყე და სამ კარგ ალამნახშიც დამბეჭდეს. მაშინ კემდენში
ვცხოვრობდი და პიტერ დანფრიმ დამირეკა.
პიტერს მაშინ არ ვიცნობდი და ისიც არ ვიცოდი ხეირიანად, ლიტერატურული აგენტობა
რა ხელობაა.
~ 12 ~
ჰოდა, პიტერმა მითხრა, ეგებ სცადო და სასიყვარულო რომანი დაწეროო. დავწერე და იმის
შემდეგ მოთხრობა აღარ დამიწერია.
საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ისეთი ადამიანი არა ვარ, რაღაცას რომ ამოიჩემებს. სულაც არ
ვაპირებ, რომ წერას გადავაკვდე, მითუმეტეს, რომ ფული აღარც მჭირდება. ეს რომანების
წერა კი ისედაც ძალიან ძვირი დამიჯდა: ქვეყანაზე არავინ მყავს, შვილიც კი.
მე ვფიქრობ, რომ ქმარი და სასიყვარულო რომანების წერა შეუთავსებელია, შვილი და
სასიყვარულო რომანების წერა კი შეთავსებადი.
თუმცა, ეს მომენტი გამომეპარა. წერა ისედაც გვიან დავიწყე და ამიტომ მარტო დავრჩი.
კარგი შვილი მეყოლებოდა, გოგო. ისე ვწუხვარ ამის გამო, რომ მართლა აღარ დავწერ
არაფერს. ოღონდაც, ახლა საქმე სხვა არის. სულ სხვა ამბავი უნდა ჩავტოვო ამ ჩემს
კომპიუტერში. სიანტერესოა, ვინმე თუ გახსნის ამ ფაილებს, ჩემი სიკვდილის
შემდეგ?ანდერძში არაფერს ჩავწერ ამის თაობაზე. არც ფასვორდებს დავადებ ამ ჩემს
რვეულს.
გამომცემელი დაეტაკება, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. იმის მიუხედავად, რომ უკვე
მიჩვეული იქნება, რომ დავიწყებული ავტორი ვარ. და საერთოდ, ვის ვეხსომები ოცი წლის
შემდეგ?
მანამდე მართლა არ ვაპირებ სიკვდილს.
ჰოდა ამ ამბავსაც, იმ ყოველი შემთხვევისთვის ვწერ, მთლად კრეტინი რომ არ ვეგონო
ვიღაცეებს. კრეტინად გამოჩენა მგონი სიკვდილის შემდეგ უფრო მწარეა. ახლა, როგორც
ხედავთ, ფეხებზე მკიდია.
მოკლედ, იმის თაობაზე უნდა დავწერო, როგორ ვწერდი მოთხრობას.
. . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . ძალიან დიდხანს ვუკაკაუნებ სფეის ბარსა და წერტილს.
გავერთე კიდეც, თითქოს ცხენს მივაჭენებდი. ამიტომ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ
ოცდასამი დღის წინათ მოთხრობის წერა დავიწყე.
რამდენ წელიწადს არ დამეწერა და ვიფიქრე, ნეტავ ნამდვილი მოთხრობა თუ გამომივა
მეთქი.
მინდოდა, ერთი ავბედითი სიყვარულითა და ძრწოლვისმომგვრელი იდუმალებით
გაჯერებული ასე, ათგვერდიანი სასაცილო მოთხრობა დამეწერა, რომელსაც არც კი ვიცოდი
სად დავბეჭდავდი, მაგრამ ძალიან მომინდა, რომ რაღაც გასაგიჟებელი ოსტატობა
მეჩვენებინა ამ მოთხრობით.
ახლა საკვირველი არც იქნება, რომ გამოვტყდე: ამ სტრიქონებს რა თქმა უნდა თქვენთვის
ვწერ, რათა მერე წარმოიდგინოთ, რა დიდებული და ჭკვიანი ქალი ვიყავი. ამიტომაც, არ
დავმალავ, რომ მოთხრობის სულ სხვა ფსევდონიმით გამოქვეყნება მწადდა და თავიდან
რომ მოგახსენეთ, რომანებს აღარც დავწერ მეთქი, მოგატყუეთ, იმიტომ, რომ სხვა მწერლად
გახდომა გადავწყვიტე.
ახლა რაღა დარჩა აქედან, თავად განსაჯეთ, მაგრამ, სწორედ ამ შემოდგომაზე გადავწყვიტე,
რომ სხვა, ანუ დაუვიწყარი მწერალი შევიქნე, ისეთი, ამერიკაში, პროფესორთა ლექციებში
რომ გაიელვებს ხოლმე. მაინცდამაინც დიდი მიზანი არ არის და როგორც მოგახსენეთ,
ფეხებზე მკიდია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მომეწყინა და მანქანაც ტყუილად არ
მიყიდია, რაღაც ახალი ხომ უნდა დაიწყოს?
მოდი, კვლავ გავაჭენოთ / / . .. .. . / / / , , . // / / " " ; . / ./ . . . 1 1!!!1 1 -- . . ცოტა არეული ჭენება
გამომივიდა ამჯერად, მაგრამ როგორღაც ხომ უნდა დავიწყო ეს ამბავი?
~ 13 ~
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შარშან ამერიკაში ერთ მოქანდაკეს შევხვდი. მაგარი და
სახელგანთქმული მოქანდაკე იყო. რუსებს საგიჟეთში ჩაესვათ, როგორც ნამდვილი
მოქანდაკე და მერეღა გაეღწია ამერიკაში იმ საშინელი ქვეყნიდან. დიდი იერიანი კაცი იყო,
სახეზე სულ ნაირგვარი ნახმლევები აჩნდა, ტყავის ჩექმები ეცვა და თავზეც ყოველთვის
შეკვეთით ნაკერი კეპი ეხურა. მგონი, იმითაც რაღაც ნახმლევებს იფარავდა. გამუდმებით
ეწეოდა სიგარეტს და მშვიდად ლაპარაკობდა. როცა გავუშიანიურდი, ვკითხე, კეპის ქვეშ
რას მალავთ-მეთქი და მომიგო, კეპი ჩემი თავის ქალააო. საგიჟეთში რომ ვყავდი, თავის
ქალა ამხადეს, რათა საბოლოოდ გამოვეთაყვანებინეთ და მერე ვეღარ დამახურეს, ამიტომ,
კეპით ტვინს ვიცავო. გამოუვიდა ხუმრობა, თუ არ გამოუვიდა, მანვე მიამბო, როგორ
დაეხეტებოდა იტალიის ქალაქებში, ძველი მონასტრებისა და ეკლესიების საძვალეებსა და
აკლდამებში და იქ ჩონჩხებითა და თავისქალებით სწავლობდა და იმხსოვრებდა ფორმათა
სიუხვესა და განუმეორებლობას. საუკეთესო მასწავლებელი სწორედ ეს არისო, ვინაიდან,
ორი ერთნაირი თავისქალა არ არსებობს და სწორედ მათი შესწავლით, გადახატვით და
გამოძერწვით მიაღწევ ფორმათა სინამდვილეს შენს ოსტატობაშიო. ანუ, საძებარი არაფერი
გექნებაო.
არცთუ სასიამოვნიო საქმიანობა ჩანს ძველ აკლდამებში ჯდომა, მიწისქვესეთში, იქაური
მკვდარი ჰაერის სუნთქვა და თან თავიქალების ხელში ტრიალი, არ ვიტყვი, ვისავით.
ეს რომ წიგნების წერაზე გადმოვიტანოთ, არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ის კი მონდა ვთქვა,
რომ ჩექმებიანი რუსის მონათხრობი დამამახსოვრდა და მთელს ზაფხულს ნება-ნება
ვიგონებდი ასეთ ხასიათს: ახალგაზრდა მოქანდაკეს, უფრო კი სტუდენტს, შეგირდს,
რომელიც მთელს დღეებს ერთი მონასტრის საძვალეში ატარებდა, აკლდამებს საუკუნოდ
დაგმანულ თავებს ხდიდა და თაროებზე დასვენებულ, გამომშრალ და ხმელ გვამებსაც
დიდის ყურადღებით შეისწავლიდა: რაც მეტ თავისქალას ნახავ, მით მეტი გაგეგება
ფორმის რაობისაო.
ამ ბიჭს საგანგებო გასანათებელი მოწყობილობაც კი ექნებოდა, რათა ჩახატვასთან და
ჩაძერწვასთან ერთად ფოტოებიც გადაეღო თავის ქალებისთვის.
მოპასანიზაცია, გოლსუორსიზაცია და მსგავსი ლინქები, ამ ამბავს ერთგვარ
პაროდიულობასაც შესძენდა, ირონიასაც და ათას სხვაგვარ სიკარგესაც.
ახალგაზრდა მოქანდაკე მარტო ვერაფრით იქნებოდა და გვერდით ახირებული ხასიათი
ამოვუყენე: მავანი უცნობი კაცი, რომელიც ჩვენს ქალაქში ჩამოსულა და იდუმალი და
მოულოდნელი წინადადებებით ახსნის ხოლმე თავისი ჩამოსვლის მიზეზს, ზღვიდან
ველოდები ნიშანსო.
გაცვეთილი ხერხია ძველ წიგნებში, მაგრამ მე გამომადგებოდა.
ამ ორ კაცს შემთხვევით შევახვედრებდი ერთმანეთს და მშვენიერი მოთხრობაც
გამოვიდოდა.
სამკუთხედი და მისი მესამე კუთხე არ მიხსენებია.
უქალოდ როგორ იქნებოდა? ქალებზე წერისას კი ნუ მომაყოლებთ, ძალიან გთხოვთ. ეს
ყველაფერი მშვენივრად ვიცი.
ერთი პატარა და უცნაური მოთხრობის გამო ისედაც ბევრს ვლაპარაკობ წინდაწინ.
ჯესიკა დე რაიდერის მიერ ვერდაწერილი მოთხრობის პირველი გვერდები
~ 14 ~
(ნაწყვეტი რომანიდან "მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი")
1(1)
"მე მივხვდი, რომ ყოველი მასწავლებელი იმდენს გასწავლის, რამდენიც ემეტება.
ჩემი მაესტრო, და პორტე, კარგი მოქანდაკე იყო, მაგრამ ჩვენს ხელობაზე არ ლაპარაკობდა
ხოლმე.
ბოლო წელიწადს ის იმგვარად მენდობოდა, რომ ყოველი ქანდაკების ჩამოსხმას მე
მავალებდა.
თუმცა, არც შემაქებდა და არც რაიმეს დამიწუნებდა, შეხედავდა ჩამოსხმულს, თავს
დაიქნევდა და ჩიბუხს მიუბრუნდებოდა.
სახელოსნოში ვათენებდი და ვაღამებდი, მთელი დღეები ვუყურებდი, როგორ მუშაობდა
და ვცდილობდი, ყველაფერი დამემახსოვრებინა. თვალით ვიმახსოვრებდი და არა ყურით.
და პორტე ღვინოს და თამბაქოს შეაქებდა ხოლმე, მეტს არც არაფერს. არასოდეს შეუქია
თიხა, ქვა, ან თაბაშირი.
ერთადერთხელ ჩამიტარა მოკლე ლექცია და ისიც შეზარხოშებულმა.
არადა, აკადემია ყოველთვიურ ჰონორარს უგზავნიდა, რათა სადიპლომოდ
მოვემზადებინე……".…..
კაფეში ვისხედით და თავის უშველებელ, უხეშ ხელში მოექცია სიდრით სავსე ჭიქა. როგორ
და რატომ თვრებოდა სიდრით, ჩემთვის დღემდე საიდუმლოა. საერთოდ, ნავსადგურის
მუშათა ზედამხედველს უფრო ჰგავდა, ვიდრე მოქანდაკეს, ან მხატვარს.
- მომისმინე... მიაფურთხე იმას, რასაც გასწავლიან და რისთვისაც ემზადები, - მითხრა უცებ.
- მალე ალბათ მუშაობას დაიწყებ. შენი ესკიზები ვნახე და მომეწონა, მაგრამ მიაფურთხე.
ამით ვერაფერს მიაღწევ. ყველაფერი შენით უნდა ისწავლო. ეგ ყოველთვიური სტიპენდია
სხვა რამეში დააბანდე... ჩვენი ხელობა მკვდრების ხელობაა. სიმტკიცის და სიკვდილის
ხელობა. უძრავია და თანაც ცოცხალი, ბრმაა და თითქოს ხედავს. ჩვენთვის მთავარი
ფორმაა, თორემ ისე, ყოველი ქანდაკება ბრმაა, სიცოცხლე ფორმაშია და არა თვალებში. შენ
ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ ფორმას მაინც შეგირდივით გრძნობ. წადი და ფორმები
მოძებნე. საათობით უყურე და მეც, იმედია, ცოცხალი დაგიხვდები. მანამდე არ გირჩევ
რაღაცის დაწყებას... არსებობენ შიშველ მოდელზე უკეთესი მასწავლებლები. მართლა
უძრავი, მკვდარი და მარადიული...
სამი დღის შემდეგ ფრთხილად ჩამოვუგდე სიტყვა ამ საქმეზე, რადგან მივხვდი, რომ
მართალი იყო.
- სამხრეთში წადი, - მითხრა მოკლედ, - ან სულაც სადმე, სადაც მონასტრები და
საგვარეულო აკლდამებია. ქალაქიდან ქალაქში იარე, მონასტრიდან მონასტერში. დიდხანს
უყურე გაფშეკილ მკვდრებს, ძვლებსა და თავის ქალებს. ყველაფერი რვეულებში ჩაიწერე
და ჩაიხატე... ბევრს არავის ელაპარაკო და ჩუქურთმების და ძველი ქანდაკებების ცქერით
თვალს ნუ დაიღლი.
ამგვარად წამოვედი.
უნდა ვთქვა, რომ მაესტრო მართალი იყო, მაგრამ ასეთმა ცხოვრებამ მაინც გვარიანად
იმოქმედა ჩემზე.
ორი ერთნაირი თავის ქალა არ არსებობს: ეს ძველი ამბავია.
არც ორი ერთნაირი ადამიანი, რა თქმა უნდა.
1(2)
~ 15 ~
აქ რომ ჩამოვედი, ვიფიქრე, უცხო ქალაქში ისე ვიცხოვრებ, როგორც ყოველი მოხეტიალე
კაცი ცხოვრობს უცხო ქალაქში-მეთქი. ანუ, რომელიმე ადგილს ამოიჩემებ და საქმეს რომ
მოითავებ, იმ ამოჩემებულ ადგილზე გამოჯდები ხოლმე.
ასეა, როცა ამ ქალაქში დიდხანს გაჩერებას არ აპირებ და გზად სხვა ადგილები გიძევს.
აქაურობა რომ მოვათვალიერე, მივხვდი, რომ ორ კვირაზე მეტხანს არც გავჩერდებოდი: რაც
მჭირდებოდა, ცოტა იყო.
ადგილი მეორე დღესვე ამოვიჩემე; მომშივდა და თავად ფეხებმა მიმიყვანა იქ. ერთი
უბრალო კაფე იყო: სანაპიროს კიდეზე ჩამოდგმული, ზღვიდან მონაბერი ქარებით და
მარილწყლის ნამით, ფერდებზე საღებავგამოჭმული თუნუქის ხუხულა, სადაც თევზს
აშიშიხინებდნენ. ღვინის გაეგებოდათ და ყავაც უვარგოდათ.
ეს ყველაფერი გროშები ღირდა, მოჩრდილულ ტერასაზე ჯდომა და ზღვის სანაპიროს
თვალიერება კი უფასო იყო. ოთხი საათიდან მივდიოდი ხოლმე იქ და მზის ჩასვლა არ
გამიცდენია. უბრალო, მუშა ხალხი იკრიბებოდა, მე კი, ვითარცა ახირებულ საქმეზე
დაძრულ ტურისტს, პატივს მცემდნენ.
ეს გულს მეფინებოდა, სანაპიროზე კი მუშები სულაც არ დასეირნობდნენ, არამედ ქალაქის
ღირებული ხალხი. კი, სწორედ ასე ეძახიან, ღირებული ხალხიო.
იქ, დაბლა, ქოლგები და ჭილის, შორიდან დალანდვით გემრიელი სავარძლები იდგა.
სამიოდ დღის თავზე იქაურობას დაჩვეულებსაც ვცნობდი, ოღონდაც შორიდან.
"შენც იმ ქალს უყურებ, მოქანდაკევ?.. კი, ასეა. ყოველთვის შვიდის ნახევარზე მოდის და
ყოველთვის ცისფერი ქოლგის ქვეშ ჯდება... რას ამბობ, ვინ მიეკარება, კომანდორის
ქვრივია... სამგლოვიარო ახლახანს გაიხადა... კომანდორი?.. ხო, იყო ასეთი... ის კაცი? აი,
მაღალ-მაღალი?.. სიმართლე გითხრა, არ ვიცი... რა ოხერი თვალი გაქვს. არც ის შემიმჩნევია,
რომ სამი დღეა, დაიარება და მაგ სავარძელში ჯდება. კი, ნამდვლად ჩამოსულია.
შენსავით... ტალღამ წამიღოს, კომანდორს ჰგავს. ეს რა თვალი გქონია... ზუსტად
კომანდორის ხნისა ჩანს..."
ჭორიკანა კაცი იყო ეს მოხუცი, მთლად ჩამალული. მაგრამ მოციმციმე თვალები ჰქონდა
<...>
ჯესიკა დე რაიდერის
3-ე პირველი გვერდი
1(3)
ინსპექტორი ყურადღებით ათვალიერებდა პასპორტს. ღამე იყო. ფილაქანს ეცემოდა
ვიტრინებს იქიდან გადმოვარდნილი ლიმნისფერი სინათლე. ეს სინათლე იყო ყველაზე
ლამაზი რამ ამ ღამით, ამ ქალაქში, სადაც ჩვიდმეტი პოლიციელი და სამი ინსპექტორი ერთ
ადამიანს ეძებდა.
"აქაური არ ხართ", ჩაილაპარაკა ინსპექტორმა.
"არა", მიუგო ახალგაზრდამ. ის ინსპექტორზე ერთითავით მაღალი იყო და თითქოს ქუჩის
ბოლოსკენ იცქირებოდა. იქ არაფერი იყო სიბნელის გარდა, "თვეზე მეტია აქ ვცხოვრობ".
"ისვენებთ?"
"არა. აკლდამებში დავდივარ და ძველ თავისქალებს ვსწავლობ... მოქანდაკე ვარ. ეს
ყველაფერი ფორმების უკეთ შესაცნობად მჭირდება".
ინსპექტორმა ჩაიცინა და პასპორტი გაუწოდა.
~ 16 ~
"აი, ხელობა... ზუსტად ისე, როგორც ჩვენ შევივლით ხოლმე ხანდახან მორგში",
ინსპექტორმა აქამდე ჩუმად მდგომ პოლიციელს გადახედა, "მოკლულების
სათვალიერებლად".
"მკვდრების", თქვა ახალგაზრდამ და პასპორტი უბეში ჩაიდო.
"გმადლობთ", თავი დაუკრა ინსპექტორმა. ახალგაზრდა საერთოდ ვერ ხედავდა მის
შლაპის ქვეშ შემალულ სახეს, მხოლოდ საზაფხულო ფეხსაცმელებს, რომლებსაც
ლიმნისფერი გადაჰკრავდა.
"ერთსაც შეგეკითხებით,თუ არ გაყოვნებთ", უთხრა ინსპექტორმა. "იმ მხარეს, საიდანაც
მოდიხართ, რაიმე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ?" ახალგაზრდამ თავი გააქნია. "ვთქვათ,
ხომ არ შემოგყრიათ ასე, ორმოცდათხუთმეტი წლის, ტანხმელი ჭაღარა კაცი, ლურჯ
კოსტუმში, წვრილი შავი თვალებით... მოკლედ, წარმოსადეგი შუახნის კაცი, რომელიც ეგებ
სამოცდახუთი წლისაც არის, მაგრამ ახალგაზრდულად გამოიყურება".
ახალგაზრდა თითქოს ჩაფიქრდა. ინსპექტორი მიხვდა, რომ ამ ცრუ ჩაფიქრებით
ახალგაზრდა მის მოტყუებას ცდილობდა.
"ასეთი კაცი ორი წუთის წინ იჯდა აქედან ას ნაბიჯში კაფე "ლა მარში", გაიცინა
ახალგაზრდამ. "არა მგონია, ის გჭირდებოდეთ".
"მართალია. "ლა მარში" მჯდომი კაცი განსვენებული კომანდორის ძმაა", ინსპექტორი
თითქოს იღიმებოდა იმ ლიმნისფერ ღამეში. გმადლობთ... ბოდიში".
ახალგაზრდა კი იდგა.
"კომანდორის?"
"დიახ... ის კომანდორი არ იქნება, ვის თავისქალასაც მონასტრის სარდაფში ათვალიერებთ.
ჩვენი კომანდორი იყო, შარშან გარდაიცვალა".
პოლიციელი გულიანად ახვიხვინდა.
"წავედით, სერჟანტო". ინსპექტორმა მსუბუქად შეახო ორი თითი შლაპის კიდეს და
ახალგაზრდა კაცს გაშორდა. მერე უცებ შედგა და თითქმის ხალისით უთხრა "მკვლელს
ვეძებთ"...
ისინი წავიდნენ. ახალგაზრა კი დარჩა ლიმნისფერ სინათლეში, კოხტა ქვაფენილზე.
უყურებდა, როგორ მიდიოდნენ ინსპექტორი და შესუქებული პოლიციელი.
"გრილი ღამეა... კაფეები სულ სავსეა", მოესმა უკნიდან.
ბნელ სადარბაზო კართან ტანხმელი კაცი იდგა, ზედ ლიმნისფერი სინათლისა და ლურჯი
სიბნელის საზღვარზე.
"დიახ?" თითქოს დაიბნა ახალგაზრდა.
"თქვენ ის სტუდენტი არ ხართ, თავის ქალებს რომ ზომავს?" კაცი არ იძვროდა.
"დიახ... თქვენ?"
"თქვენთან საქმე მაქვს, ერთი საკითხი უნდა გავარკვიოთ... ეგებ მობრძანდეთ ამ
სიბნელეში?..ეგ შუქი ძალიან მაღიზიანებს""... <...>
1(4)
"ეხლა კი, ყველაფერი უნდა მიამბოთ, სხვანაირად არაფერი გამოვა", - თქვა ქალმა.
კაცმა დინჯად აიღო ჭიქა და ქალს გამოხედა. უსიტყვოდ, წამიერი ღიმილით უსურვა
კარგად ყოფნა და ღვინო მოსვა.
~ 17 ~
"არ მინდა", მიუგო ხალისით, "არ მინდა, რომ ამ ამბავში გაგრიო. ეს ამბავი ცალკე არსებობს.
ეს ჩემი ამბავია. ზეგ გავემგზავრებით ამ სასაცილო ქალაქიდან".
"არა", თავი გააქნია ქალმა... "არ გამოვა, მე არ წამოვალ".
კაცმა ძლივს შესამჩნევად ჩაიღიმა. ალბათ ასე იღიმებიან ხოლმე უდაბნოს მოქნილი,
ქერცლიანი მტაცებლები, როცა ქვიშაში ყურყუმალაობენ გასაგრილებლად. სწორედ ასე
გაიფიქრა ქალმა და თავადაც გაუღიმა, შეძლებისდაგვარად სევდიანად.
"ის არაფერ შუაშია", უთხრა კაცს, "ეს სულ სხვა რამ არის".
კაცმა ჩაახველა.
"რომც იყოს. მე არანაირი უფლება არა მაქვს რაიმე მოგთხოვო", თქვა ბოლოს.
"რა ჩემი საქმეა, ვიღაც შეშლილ სტუდენტს შეუყვარდება თუ არა კომანდორის ქვრივი, ანდა
ქვრივს რა გრძნობები უღიტინებს? უბრალოდ, გთავაზობ ერთად გავემგზავროთ ზეგ
დილით. თუ დათანხმდები, ეს ყველაფერი დამთავრდება. ვიცი, რომ ასე იქნება,
დამთავრდება. ბევრჯერ ყოფილა ასე".
ის სრულიად მშვიდად უყურებდა ქალს. ქალი კი ფიქრობდა: "ახლა უნდა გავუძლო მის ამ
საოცარ ძალას, უდარდელად ილაპარაკოს უმძიმეს რაღაცეებზე".
"შეშლილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისი მაესტროს დავალებით თავის ქალებს
ზომავს მონასტრის აკლდამებში... ეს ალბათ კარგია, მაგრამ ძალიან მალე და ცუდად
დამთავრდება", თითქოს თავისთვის განაგრძო კაცმა.
ქალმა კი თქვა: "არა. ეს არაფერ შუაშია... რაც მთავარია, ის არ ზომავს. ის თავის ქალებს და
ჩონჩხების ფორმებს სწავლობს... მიქელანჯელოც ასე იქცეოდა..."
"ღმერთო ჩემო", ლაღად ჩაიხითხითა კაცმა, "მიქელანჯელო"...
"არა", - თქვა ქალმა, "ახლა ყველაფერი უნდა მიამბოთ. უბრალოდ, არც კი გიცნობთ", კაცი
კვლავ ჭიქას მისწვდა.
"არ მიცნობ", მოსვა და თითქოს ჩაფიქრდაო, "უცნაურია"...
"მე სხვას ვგულისხმობ", ქალმა საჩქაროდ მოარიდა თვალები კაცის მოციმციმე პატარა
თვალებს. "მე ამას არ ვგულისხმობ"...
კაცს კი თავი ჩაექინდრა. თითქოს არც უსმენდა ქალს.
ქალმა იფიქრა, რომ კაცის დუმილი უნდა გამოიყენოს.
"ჩვენ საუცხოო წყვილი ვიქნებოდით". თქვა მან, "მაგრამ მე უნდა ვიცოდე, ვინ ხართ..."
კაცს თავი ჩაექინდრა, საკუთარ ხელისგულებს დასქეროდა ზერელედ.
თითქოს პირველად, ყურადღებით, მდუმარედ. გეგონებოდათ, წიგნი გადაუშლია და
ჩასცქერისო.
"ასეთი ამბები ძალიან ცუდად მთავრდება. რა თქმა უნდა, სტუდენტებისთვის", ღიმილით
ამოხედა ქალს, "ქვრივები კიდევ უფრო ლამაზდებიან. უცნობები კი ქრებიან. მარტო
მიჰყვებიან მატარებლებს".
ქალი მიხვდა, რომ შეეშინდა, ოღონდ შეეცადა დაემალა... <...>
1(5)
ამ საქმეში ზღვა არ მონაწილეობდა.
იმის მიუხედავად, რომ გარშემო ზღვა იყო, ასეთი რამ ეგებ უდაბნოშიც მომხდარიყო.
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები

Weitere ähnliche Inhalte

Was ist angesagt?

„კაცია-ადამიანი?!“ -ილია ჭავჭავაძე
„კაცია-ადამიანი?!“ -ილია ჭავჭავაძე„კაცია-ადამიანი?!“ -ილია ჭავჭავაძე
„კაცია-ადამიანი?!“ -ილია ჭავჭავაძენატო ნოზაძე
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანიirma
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"marine
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
სულხან საბა ორბელიანი
სულხან საბა   ორბელიანისულხან საბა   ორბელიანი
სულხან საბა ორბელიანიmarina 77
 
აკაკი წერეთლის "განთიადი"
აკაკი წერეთლის "განთიადი"აკაკი წერეთლის "განთიადი"
აკაკი წერეთლის "განთიადი"pikriajim
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელიrusudan paqsadze
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"tamarkakachia
 
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copyშუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copyirmabochorishvili
 
თორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავითორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავიnino nadiradze
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 

Was ist angesagt? (20)

„კაცია-ადამიანი?!“ -ილია ჭავჭავაძე
„კაცია-ადამიანი?!“ -ილია ჭავჭავაძე„კაცია-ადამიანი?!“ -ილია ჭავჭავაძე
„კაცია-ადამიანი?!“ -ილია ჭავჭავაძე
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
 
"მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი""მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი"
 
ალქიმიკოსი პაულო კოელიო
ალქიმიკოსი   პაულო კოელიოალქიმიკოსი   პაულო კოელიო
ალქიმიკოსი პაულო კოელიო
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
ზმნა
ზმნა ზმნა
ზმნა
 
სულხან საბა ორბელიანი
სულხან საბა   ორბელიანისულხან საბა   ორბელიანი
სულხან საბა ორბელიანი
 
"კაი ყმა" განხილვა
"კაი ყმა"  განხილვა"კაი ყმა"  განხილვა
"კაი ყმა" განხილვა
 
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
 
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
 
აკაკი წერეთლის "განთიადი"
აკაკი წერეთლის "განთიადი"აკაკი წერეთლის "განთიადი"
აკაკი წერეთლის "განთიადი"
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელი
 
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
 
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copyშუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copy
 
თორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავითორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავი
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 

Andere mochten auch

6 ways to shake up social your app
6 ways to shake up social your app6 ways to shake up social your app
6 ways to shake up social your appDMI
 
XV рейтинг политической выживаемости губернаторов
XV рейтинг политической выживаемости губернаторов XV рейтинг политической выживаемости губернаторов
XV рейтинг политической выживаемости губернаторов Анатолий Крячко
 
Van CV naar Click-2-Apply
Van CV naar Click-2-Apply Van CV naar Click-2-Apply
Van CV naar Click-2-Apply Brechtje de Leij
 
Audit of Gulen operated Magnolia Science Academy
Audit of Gulen operated Magnolia Science AcademyAudit of Gulen operated Magnolia Science Academy
Audit of Gulen operated Magnolia Science AcademyGulen Cemaat
 
Scottish Liberal Democrat Conference 2011: Ipsos MORI briefing pack
Scottish Liberal Democrat Conference 2011: Ipsos MORI briefing packScottish Liberal Democrat Conference 2011: Ipsos MORI briefing pack
Scottish Liberal Democrat Conference 2011: Ipsos MORI briefing packIpsos UK
 
DistribEx - сервис для автоматизации обмена информацией между производителям...
DistribEx - сервис для автоматизации обмена информацией между  производителям...DistribEx - сервис для автоматизации обмена информацией между  производителям...
DistribEx - сервис для автоматизации обмена информацией между производителям...E-COM UA
 
Zubin Master MedicReS World Congress 2014
Zubin Master MedicReS World Congress 2014Zubin Master MedicReS World Congress 2014
Zubin Master MedicReS World Congress 2014MedicReS
 
LE SECTEUR DU RECRUTEMENT, « VERS UNE INFORMATION PARFAITE »
LE SECTEUR DU RECRUTEMENT,  « VERS UNE INFORMATION PARFAITE »LE SECTEUR DU RECRUTEMENT,  « VERS UNE INFORMATION PARFAITE »
LE SECTEUR DU RECRUTEMENT, « VERS UNE INFORMATION PARFAITE »Matthieu Auriach
 
Registro en el Campus Chamilo y Matriculación en un Curso
Registro en el Campus Chamilo y Matriculación en un CursoRegistro en el Campus Chamilo y Matriculación en un Curso
Registro en el Campus Chamilo y Matriculación en un CursoLinda Martinez
 
Planejamento estratégico - CAPEDE
Planejamento estratégico - CAPEDEPlanejamento estratégico - CAPEDE
Planejamento estratégico - CAPEDESalomar Tagliapietra
 

Andere mochten auch (20)

მოგზაურობა ყარაბაღში - აკა მორჩილაძე
მოგზაურობა ყარაბაღში - აკა მორჩილაძემოგზაურობა ყარაბაღში - აკა მორჩილაძე
მოგზაურობა ყარაბაღში - აკა მორჩილაძე
 
მოთხრობები ერნესტ ჰემინგუეი
მოთხრობები   ერნესტ ჰემინგუეიმოთხრობები   ერნესტ ჰემინგუეი
მოთხრობები ერნესტ ჰემინგუეი
 
6 ways to shake up social your app
6 ways to shake up social your app6 ways to shake up social your app
6 ways to shake up social your app
 
XV рейтинг политической выживаемости губернаторов
XV рейтинг политической выживаемости губернаторов XV рейтинг политической выживаемости губернаторов
XV рейтинг политической выживаемости губернаторов
 
Overview of Business Administration
Overview of Business AdministrationOverview of Business Administration
Overview of Business Administration
 
Van CV naar Click-2-Apply
Van CV naar Click-2-Apply Van CV naar Click-2-Apply
Van CV naar Click-2-Apply
 
Evaluation 2
Evaluation 2Evaluation 2
Evaluation 2
 
Audit of Gulen operated Magnolia Science Academy
Audit of Gulen operated Magnolia Science AcademyAudit of Gulen operated Magnolia Science Academy
Audit of Gulen operated Magnolia Science Academy
 
Presentation2
Presentation2Presentation2
Presentation2
 
Great presentations
Great presentationsGreat presentations
Great presentations
 
Scottish Liberal Democrat Conference 2011: Ipsos MORI briefing pack
Scottish Liberal Democrat Conference 2011: Ipsos MORI briefing packScottish Liberal Democrat Conference 2011: Ipsos MORI briefing pack
Scottish Liberal Democrat Conference 2011: Ipsos MORI briefing pack
 
Resume
ResumeResume
Resume
 
DistribEx - сервис для автоматизации обмена информацией между производителям...
DistribEx - сервис для автоматизации обмена информацией между  производителям...DistribEx - сервис для автоматизации обмена информацией между  производителям...
DistribEx - сервис для автоматизации обмена информацией между производителям...
 
Zubin Master MedicReS World Congress 2014
Zubin Master MedicReS World Congress 2014Zubin Master MedicReS World Congress 2014
Zubin Master MedicReS World Congress 2014
 
Electric Utility Solutions: Voltage Regulation
Electric Utility Solutions: Voltage RegulationElectric Utility Solutions: Voltage Regulation
Electric Utility Solutions: Voltage Regulation
 
Data Mining Sleep Data
Data Mining Sleep DataData Mining Sleep Data
Data Mining Sleep Data
 
LE SECTEUR DU RECRUTEMENT, « VERS UNE INFORMATION PARFAITE »
LE SECTEUR DU RECRUTEMENT,  « VERS UNE INFORMATION PARFAITE »LE SECTEUR DU RECRUTEMENT,  « VERS UNE INFORMATION PARFAITE »
LE SECTEUR DU RECRUTEMENT, « VERS UNE INFORMATION PARFAITE »
 
Introduction to deep learning
Introduction to deep learningIntroduction to deep learning
Introduction to deep learning
 
Registro en el Campus Chamilo y Matriculación en un Curso
Registro en el Campus Chamilo y Matriculación en un CursoRegistro en el Campus Chamilo y Matriculación en un Curso
Registro en el Campus Chamilo y Matriculación en un Curso
 
Planejamento estratégico - CAPEDE
Planejamento estratégico - CAPEDEPlanejamento estratégico - CAPEDE
Planejamento estratégico - CAPEDE
 

Ähnlich wie აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები

Ähnlich wie აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები (6)

Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.
 
ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს გაბრიელ გარსია მარკესი
ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს   გაბრიელ გარსია მარკესიჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს   გაბრიელ გარსია მარკესი
ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს გაბრიელ გარსია მარკესი
 
Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi
 
Пиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანიПиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანი
 
[Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli [Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli
 
ეშმაკი და სენიორიტა პრიმი პაულო კოელიო
ეშმაკი და სენიორიტა პრიმი   პაულო კოელიოეშმაკი და სენიორიტა პრიმი   პაულო კოელიო
ეშმაკი და სენიორიტა პრიმი პაულო კოელიო
 

Mehr von სამკითხველო სამკითხველო

ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერისამკითხველო სამკითხველო
 
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისამკითხველო სამკითხველო
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)სამკითხველო სამკითხველო
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგისამკითხველო სამკითხველო
 

Mehr von სამკითხველო სამკითხველო (20)

2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
 
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაშიდაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
 
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერიმარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
 
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
 
კვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდებიკვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდები
 
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძეზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზიზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
 
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლებითამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
 
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირებაინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
 
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაციაინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
 
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდებილია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
 
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგიაშალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
 
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერებამზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
 
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
 
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძესასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონისოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
 
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძეომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
 
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
 

აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები

  • 2. ~ 2 ~ აკა მორჩილაძეს XIV ნაწარმოები https://www.facebook.com/groups/ELLIB/
  • 3. ~ 3 ~ სარჩევი 1. აბანოს ყუთი აპრილი - მარტი………………………………………………………………..4 2. აგვისტოს პასეანსი....................................................................................................................22 3. მეფე და მე................................................................................................................................133 4. მოულოდნელი მუზეუმები..................................................................................................140 5. შემთხვევით წაკითხული წიგნი..........................................................................................144 6. საოცარი რეცეპტი...................................................................................................................148 7. რაღაცეები ჩესტერტონის შესახებ.......................................................................................151 8. რაღაცეები ჰემინგუეის შესახებ...........................................................................................157 9. სიკვდილი, ქალაქი.................................................................................................................167 10. ტავერნა ათი სექტემბერი......................................................................................................177 11. ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები............................................................................................268 12. ჯადოსნური ნივთები............................................................................................................335 13. ჰემერჰედი, ცოტა რამ პოს შესახებ......................................................................................338 14. აკაკის სიკვდილი....................................................................................................................345
  • 4. ~ 4 ~ აბანოს ყუთი აპრილი - მარტი (პატარა წიგნი სიკვდილის შესახებ) თავადი კიდევ ერთხელ გადავფურცლე ეს წიგნი და პირველი წინადადება წავიკითხე: "გაზაფხულის ზღვა წყნარია. ტალღებზე,თითქოს ბალიშებზე, მდიდარი გემები ირწევიან (ამათთან ერთად ხომ არ მოცურავენ სიზმრები სიმდიდრის შესახებ?) . ესაა მუროცუ - დიდი და ხმაურიანი ნავსადგური." ასე კი გამოვიდა, რომ მეც სანავსადგურო ქალაქში ვარ, თუმცა ამ წიგნის მხოლოდ პირველი გვერდი მაქვს წაკითხული და ისე უნდა მივცე სხვას, თითქოს თავიდან ბოლომდე ჩავაბულბულე, მომეწონა და მასაც ვურჩევ. უფრო სწორად, წიგნი უნდა გავცვალო: თავადი სხვა წიგნს მომიტანს, მე კი ამას მივცემ. ამ ვერწაკითხულ წიგნს "სეიძუროსა და ჰიმეძის ამბავი” ჰქვია და ბარე სამასი წლის წინათ დაუწერია იაპონელს იჰარა საიკაკუს, რომელიც ბევრს წერდა გეიშებზე, მეაბანოვე ქალებზე, ფარდულებში შემალულ მეძავებზე. "სეიძუროსა და ჰიმეძის ამბავი” ჯერ კიდევ სტამბოლში ვიყიდე, ინგლისური წიგნის ერთ მაღაზიაში, გემზე, ძილის წინ წავიკითხავ- მეთქი და სწორედ ის პირველ გვერდი წავიკითხე. ამ პირველ გვერდს ხშირშირად ვკითხულობდი ხოლმე ძილის წინ და მშვენიერი იყო: სეიძურო მდიდარი ვაჭრის შვილი გახლდათ (სწორედ იმ გემების პატრონი სოვდაგრისა, ნავსადგურში რომ ირწევიან) და მამისგან მოძღვნილი ქისები თავისი სიყვარულის გალამაზებას მოახმარა: მეძავი ჰიმეძი შეიყვარა და საჩუქრებით აავსო. ისე გათავხედდა, რომ დღისით ოთახს დააბნელებდა და ლამპების შუქზე ატარებდა დროსო, სწორედ ასე სწერდა საიკაკუ. მერე რა მოხდა, აღარ ვიცი, იმიტომ, რომ ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან გვიან ვბრუნდებოდი შინ და წიგნს გადავფურცლავდი თუარა, მეძინებოდა. სამაგიეროდ, ის პირველი გვერდი ლამის ზეპირად ვისწავლე. რატომღაც, სულ პირველი გვერდიდან ვიწყებდი კითხვას და გადაშლას ვეღარ ვასწრებდი. წიგნი სულ ლოგინში ეგდო. თავადი რომ გავიცანი, მეხუთე თუ მეექვსე შეხვედრისას ჩამოვარდა ლაპარაკი წიგნებზე და მეც დიდის ამბით ვუხსენე, ერთი ძველი იაპონელი მწერლის წიგნი მაქვს-მეთქი. მითხრა, გადაფურცლავ, თუ გაგახსენდეს, წამომიღეო. სამაგიეროდ, მეც მოგიტან წიგნსო. ხომ იცოდა, რომ ქართველი ვარ. ჰოდა, ქართველის წიგნს მოგიტანო, ბBუენოს აირესშია გამოცემული ესპანურად, სამასი ათასი ტირაჟით, სწორედ პერონის გაბატონების წელსო. ამაზე სიცილით კინაღამ მოვკვდი, რა თქმა უნდა, გულში. ხმამაღლა რომ გამეცინა, ეგებ თავადს ტყვიაც კი დაეხალა და არ ღირდა ამ სიცილისთვისთავის გაწირვა. ის ხომ ძალიან საშიში კაცი იყო, რაღაცნაირად, თითქოს დანის წვერზე წამოგებას დაშურებული. ნათქვამი კი მართლა სასაცილო იყო. აბა, რომელი ქართველი მწერლის წიგნი უნდა გამოეცათ ბუენოს აირესში სტალინის,თუ პერონის დროს. სხვანაირად კი ბორხესის დროს. სწორედ იმ დროს,
  • 5. ~ 5 ~ როცა ბორხესის წიგნები დიდად არც იყიდებოდა, რომელიღაც ქართველი მწერლის წიგნი BBBBBBBBBBB BBBUENNB გამოეცათ მილიონის მესამედი ცალი. ასეთ რამეს მხოლოდ თავადითუ მოიგონებდა და იტყოდა, თანაც, იმგვარი წყალგაუვალი გამოთქმით, რომ ჩაღიმებასაც ვერ გაბედავდი. ისიც გახსოვდეს, რომ ესპანურად მხოლოდ სამი სიტყვა ვიცი და იმ წიგნს მაინც ვერ წავიკითხავდი. უბრალოდ საინტერესო იყო, რას მოიტანდა თავადი, თუ მართლა მოიტანდა რამეს. ამიტომ, წიგნების გაცვლის საქმე არ გამიჯანჯლებია: ის ორშაბათობით და ხუთშაბათობით მიდიოდა ხოლმე კაფეში, სამი საათიდან იქ იჯდა. ხუთშაბათს შევთანხმდით და საორშაბათოდ იაპონელის წიგნი არ დავივიწყე. თავადი პირველად "ტრაგილტო ბრევეს" კაფეში ვნახე. ეს იყო ყოვლად თახსირი და გაწეპილი ადგილი, რომელიც კალივან სტრიტისა და შვიდასი ნაბიჯის ქუჩის სწორედ კუთხეში მდებარეობდა; ერთი ვიტრინა კალივან სტრიტზე გამოედგა, მეორე კი შვიდას ნაბიჯზე. შელანძღული კაფე იყო, თუმცა საღამოს ექვსი საათიდან ჩამოსადგომ ადგილსაც ვერ იპოვნიდი ვერც კაფეში და ვერც პარმაღზე, რადგან აქ იყო უიაფესი მეძავების ბირჟა. ასეთ მეძავებს აქ ქალოებს ეძახდნენ და კაფეს კართან დაკიდულ ტელეფონზეც ძირითადად ისინი რეკავდნენ, ვისაც შვიდასი ნაბიჯის ქუჩაზე გამოვლის თავი არ ჰქონდა და მეძავებს გარეუბნებში, ბარაკებსა და სახელგატეხილ პანსიონებში იბარებდა. დიდად ხიფათიანი საქმე იყო ამ კლასის მეძავობა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვატყობდი და ქალოებიც სხვანი იყვნენ, ვიდრე ჩვეულებრივი მეძავები. გახუნებული ქუდებით, ჩაფხრეწილი, გაავებული გულებით და ღილაკიანი დანებით. ყველა ნისიაზე სვამდა ყავას ამ კაფეში. ყავასაც და რამეს უფრო მაგარსაც. ბევრ ქალოს ძველ მეძავთა დარად ნიკაპზე პატარა, ვარდისფერი სვირინგი ჰქონდა: გული, ან ვარდი. რას ნიშნავდა თითოეული, მერეღა გავიგე, რადგან ძვირი მეძავები ამგვარ ნახატებს პატივს აღარ სცემდნენ. ეს ყველაფერი ექვსი საათის შემდეგ იყო, მანამდე კი კაფეში თითქმის არავინ შედიოდა: მხოლოდ ახლომახლო დაბუდებული, იდუმალი იერის ვინმეები, ვინც ჩემი გამოთვლით ამ მეძავთა მეწილეები და პატრონები უნდა ყოფილიყვნენ და თავად გამოუძინებელი, ან განრიგარეული ქალოები. მე რატომ შევედი იქ, გვარიანი სალაპარაკოა, ოღონდ ქალოებთან მაინცდამაინც და სავალდებულოდ ჩაბმული ნამდვილად არაა. ერთმა ინგლისელმა მითხრა, რომ "ტრაგილტო ბრევეში," რაც იტალიურად მგონი მოკლე მოგზაურობას ნიშნავს, ქალაქის უძველესი და უგრძესი ჩიბუხია გამოფენილიო. იქ, სადაც ჩიბუხის სახელობისა მთელი ქუჩა არსებობს უძველესი ჩიბუხი მართლა სანახავია. იმ ინგლისელს არ სცოდნოდა, უბრალოდ, გაეგონა, რომელიღაც კაფეში ასეთი ჩიბუხიაო. ტურისტს რა მოეკითხება, ჩიბუხებით გამოტენილ მორადის ყავახანას კი მერე მივაგენი. "ტრაგილტო ბრევეში" ორი ვიტრინა და ორი კედელი იყო. ერთ კედელთან დახლი და კარადა გაემართათ, ჩიბუხი კი სწორედ მეორე კედელზე უნდა ყოფილიყო გამოფენილი. ოღონდაც, იმ მეორე კედელზე ჩიბუხი არ ეკიდა, არამედ როკუელ ველჩის სიყვითლეგადავლებული პოსტერი რომელიღაც ძველი ვესტერნიდან, ასევე შეყვითლებული პოსტერი ეროტიკული ჟურნალიდან და შუშიან ჩარჩოში ჩასმული სურათი ხშირულვაშა ხნიერი კაცისა, რომელიც ჩემი ანგარიშით მაქსიმ გორკი უნდა ყოფილიყო. რა უნდოდა იქ მაქსიმ გორკის, ეგრეც ვერ გავიგე. - ეს ვინ არის?
  • 6. ~ 6 ~ - მოკრივე იყო, - გაიცინა კაფეს პატრონმა და ვიფიქრე, რომ შემეშალა. მაქსიმ გორკი ბოლოს სკოლის წიგნში ვნახე. მართლა როგორ მოხვდებოდა ჭრელი შავი ზღვის ქალაქში, - მოკრივე იყო. ეს კაფე ადრე კრივის სავარჯიშო დარბაზი იყო, სურათი იქედან დარჩა. ეს კაცი მოკრივე იყო. - შეუძლებელია. . . შეუძლებელია, ეს კაცი მოკრივე ყოფილიყო. ძალიან გრძელი ცხვირი აქვს. შეხედე ხელებზე, გინახავს მოკრივის დალეწლი სახსრები? მოკრივე მუშტს რომ შეკრავს, საშინელი სანახავია. ყველაფერს ამოიკითხავ იმ მუშტზე. თუმცა კარგს, ვერაფერს. თითქოს ჯოჯოხეთის ქვაბში ჩაყო ხელი და ამოიღოო. ეგრე იცის, მთელი ცხოვრება რომ ხორცს და ძვალს ურტყამ მუშტს. ხორცს ან ნახერხს, რაც ხშირად ერთიდაიგივეა. - რას ამბობ, თავადო? ხელები საერთოდ არ ჩანს მაგ სურათზე. - ეგ კაცი მოკრივე არ არის, ეგ არის ნოელ ჩემბერლენი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დიდ ომამდე. მე მოვიხედე. ის კაცი იყო, ჩემი შემოსვლისას კარისკენ ზურგით რომ იჯდა. ახლა მოტრიალებულიყო და კედელს გამოსცქეროდა. ასე გავიცანი თავადი, ორმოცდათვრამეტი წლისა. ამბობდა, უნგრელი თავადი ვარო და როგორ გადავამოწმებდი. ცხვირზე ავად ედგა მზის სათვალე, ფორთოხლისფერი შუშებით. ჩანდა, რომ ამ შუშების უკან თვალები იყო, მაგრამ როგორი, ვერ ვიტყვი. ულვაშიც ჰქონდა, თუმცა თხელი. საერთოდაც, ქოსა კაცის იერისა იყო, ხოლო ამ ულვაშს უკან რა იყო, არ ვიცი. თავადი შეიარაღებული დადიოდა. მე არ მინახავს მისი იარაღი, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ ოთხი სხვადასხვანაირი რევოლვერი მუდამ თან ჰქონდა, ამათგან ერთი კი, ოთხტყვიიანი საჩხაკუნო საერთოდაც სახელოში ჰქონდა ბეჭზე რეზინით დამაგრებული. ხელს რომ დაიქნევდა, სახელოდან ეს რევოლვერი გამოსხლტებოდა და ხელისგულში მოექცეოდა პატარა თევზივით, მდინარეებში რომ იჭერენ ხოლმე ხელით მოუსვენარი ბიჭები. მე ეს რევოლვერები არ მინახავს, არც თვითონ უხსენებია. იოლად კი დავმეგობრდით. თავადი მეუბნებოდა, რომ შვიდი კაცი მოუკლავს ცხოვრებაში და შვიდი წიგნი დაუწერია. საერთოდ, რომ გეკითხა, ყველას და ყველაფრის მცნობი კაცი გახლდათ,თუმცა რა უნდოდა ქალაქის ყველაზე თახსირ კაფეში და საერთოდაც ამ ქალაქში, არ ამბობდა. ველოდებიო, ასე თქვა და ისეთი კაცი იყო, წვრილად ვერაფერს გამოკითხავდი, მაღალი კი იყო, ფართომაჯებიანი და შავგვრემანი. "ტრაგილტო ბრევეში" სწორედ მისი ხათრით დავდიოდი. ამ კაფეს კართან ერთი ტელეფონი ეკიდა, როგორც ამბობდნენ პირველო სახალხო ტელეფონი შვიდასი ნაბიჯის ქუჩაზე. "ჰემონდის" ფირმის ძველი აპარატი იყო, 1938 წლისა, მთლად გალეული და პრიალა ყურმილით, იმ ტელეფონზე დარეკავდი და კაფეს წინ მდგომი რომელიმე უსაქმური, ან სულაც ქალო გიპასუხებდა,თავადი იქ იყო, თუ არა. ახლა რომ ვიხსენებ, თავადი ექვსჯერ ვნახე და მეშვიდე შეხვედრაზე მივიჩქაროდი. მთელი ძველი ქალაქი უნდა გადამევლო ფეხით, ნაპირის უბნიდან, შვიდას ნაბიჯამდე. ვერ გეტყვით, რა მომწონდა ამ კაცის, ანდა თვითონ რაში სჭირდებოდა ჩემთან ბაასი სისხლსა და ადამიანებზე, მათრახებსა და ქალებზე, მაგრამ ასე კი გამოვიდა, რომ მე მას ვუსმენდი. ძალიან მოულოდნელი და უცნაური კაცი იყო. მეგონა, რომ არ არსებობდა,
  • 7. ~ 7 ~ იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ და არც ისეთი ფათერაკები და ცხოვრება არსებობს, ის რომ გაიხსენებდა ხოლმე. სინამდვილეში ხომ ყველაფერი უფრო იოლადაა. ან უფრო რთულად. სხვანაირად კი, ულამაზოდ, უხეშად და ნამდვილად. თავადი არ არსებობდა, მაგრამ თუ არ არსებობდა, როგორღა ლაპარაკობდა? ხომ არსებობდა "ტრაგილტო ბრევეს" კაფე, რომელშიაც ულვაშიანი ძიაკაცის სურათი ეკიდა? ეს კაცი იყო მაქსიმ გორკი, ან ნოელ ჩემბერლენი, ან ფრიდრიხ ნიცშე, ან ერთი, დავიწყებული, ძველი დროის მოკრივე. თავადი ამბობდა, რომ წიგნებს იმიტომ კითხულობს, რომ შეადაროს. საერთოდ, მას არ სწამდა წიგნების და განსაკუთრებით კი მხატვრობის. მთელი ის მშვენიერება, რაც ტილოებზეა აღწერილი, მატყუარააო. ბევრი ევლო ფლორენციაში, ვენეციაში და ასეთ ადგილებში, თუკი არსებობს ასეთი ადგილები სადმე, ვენეციის და ფლორენციის გარდა. - როგორ უნდა შეხედო ტილოს? ერთი, ორი, სამი, ოთხი ნაბიჯით უკან უნდა დაიწიო. მერე ერთი ნაბიჯით მარცხნივ გახვიდე, მერე თვალი მოჭუტო, მერე თავი განზე გადააგდო და იფიქრო მშვენიერებაზე. მაგალითად, ვერონეზეს თაობაზე. ტილო მშვენიერია, მაგრამ ახლოს რომ მიხვალ, ვერაფერს დაინახავ, საზიზღარი ფერები, ნადღაბნები, ჯანდაბა, უფერულობა. ასეა, ახლოდან. ეს ტყუილია, - ამბობდა თავადი, - როგორც ადამიანი. ეს ქალოები ქუჩის ბოლოდან მზეთუნახავებს გვანან, ახლოდან აფრიკულ ხვლიკებს. ნამდვილი ის არის, რაც შორიდან და ახლოდან ერთნაირია. მინდოდა მექსიკაზე ელაპარაკა, რადგან წარამარა ახსენებდა მექსიკას. მაგალითად, გლეხების გენერალ პანჩო ვილიას. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ოდესმე ვილია ენახა. იმის დროში დაბადებულიც არ იქნებოდა, მაგრამ ისე ახსენებდა ხოლმე, თითქოს მის ესკადრონებში ემსახურა და ერთი კოხტა სოლდადეროც მკლავზე გადაეგორებინა. თუმცა, რამდენჯერაც სიტყვას ჩამოვუგდებდი, განზე გასწევდა ხოლმე და ყვებოდა მამაკაცური ორთაბრძოლების შესახებ, რომლებიც ალბათ ძველ წიგნებში ეწერა და არა მის თავგადასავალში. თავადი ბრაზიანი და საშიში კაცი რომ არ ყოფილიყო, ერთი უბრალო მეზღაპრე გეგონებოდათ. მაგრამ ზღაპრებსაც კი იმგვარი განცდითა და სისხლით ჰყვებოდა, რომ მხოლოდ მეზღაპრედ ვერაფრით ჩათვლიდი. ვიღაც იყო, თუმცა ასეთები არ არსებობდნენ. საშიშიც არა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ამბობდნენ, საშიში კაციაო. არამედ იმიტომაც, რომ არ არსებობდა. მის არსებობა-არარსებობაზე რომ არ დაფიქრებულიყავი, უბრალოდ შარიანი კაცი შეგრჩებოდა ხელში: თავისი, თუ სხვისი შარების მთხრობელი. ვფიქრობდი, რომ თავადი იმდენად არსებობს, რამდენადაც ზუსტად მიუგნია თავისი ადგილისთვის. ამ კაფეს გარეთ ის ნამდვილად არ არსებობდა და ისიც არ ვიცოდი, სად ცხოვრობდა, თუ ცხოვრობდა სადმე საერთოდ. თითქოს, "ტრაგილტო ბრევეს" გარეთ თავის ძალას კარგავდა, ისე როგორც ჯადოქრები კარგავენ ხოლმე ძალას ზღაპრებში, როცა თავიანთ მოჯადოებულ სამფლობელოს გასცდებიან. უცხოს მოეჩვენებოდა, რომ თავადი მხოლოდ ლაპარაკობდა. დიდი გამოცდილი მოლაპარაკე იყო, მაგრამ არასოდეს ითხოვდა რაიმე მოქმედებას შენგან და არც არასოდეს იტყოდა, ვთქვათ, მივალ და მაგის სისხლს დავლევო. სეირს ვუჩვენებო, იმასაც კი არ ამბობდა. თუმცა რაღაც ძველ ამბავს ასე დაიწყებდა: მე მაგის სისხლი დავლიეო.
  • 8. ~ 8 ~ ეს გაფიქრებინებდა, რომ შენს წინაშე ადამიანი სულაც არ არის, არამედ რაღაც თოჯინა, ავი მთხრობელი, რომელიც რაღაცეებს გაუბოროტებია და მისგან არაფერი დარჩება. მაგრამ ასე არ იყო: თავადი საშიში კაცი გახლდათ. ეს ყველამ იცოდა და რა თქმა უნდა, ყველას სჯეროდა. ხელები უფრო გლეხკაცისა ჰქონდა, მეზღვაურისა, როგორც ამ ქალაქში იტყვიან. მოკლედ კი ნამუშევარი კაცისა, თუმცა ბევრს მიამბობდა თავისი ვენახების შესახებ, თუმცა სად ეშენებინა ეს ვენახები, რომლებიც ძმისთვის დაეტოვებინა, არ ამბობდა. უმცროსი თავადიო, ასე მოიხსენიებდა ხოლმე ძმას, რომელიც ბარე ოცდაათი წელიწადი იქნებოდა, არ ენახა. მაგრამ თავადი მხოლოდ მოლაპარაკე არ იყო. ის ისე ლაპარაკობდა, რომ შეუძლებელი იყო მისი მონათხრობი მხოლოდ მონათხრობად ჩაგეთვალა. მგონი ფორთოხლისფერშუშებიანი სათვალეც ამიტომ ეკეთა. მისი ლაპარაკი ნამდვილი ღვთის რისხვა იყო. ვერსად წაუხვიდოდი. მე კიდევ კალივან სტრიტს მოვუყვებოდი. ნაშუადღევს აქ ფეხით მავალი ხალხი ცოტაა და გვარიანდ მყუდრო ქუჩა გამოდის. აღმოსავლეთით უნდა გადაუხვიო და იქედან იწყება შვიდასი ნაბიჯის ქუჩა. სწორედ "ტრაგილტო ბრევეს" ვიტრინიდან იწყება, მისაგნებიც არაფერია. ამ ორი Qქუჩის შესაყარზე სადარაჯო ჯიხური დგას, სადაც ყოველთვის ზის პოლიციელი. ამბობენ, რომ შვიდასი ნაბიჯის ქუჩა საპოლიციო ჯიხურით იწყება და საპოლიციო ჯიხურით მთავრდება, თუმცა ის მეორე ჯიხური მე არასოდეს მინახავს, ამ ქუჩას ბოლომდე არასოდეს გავყოლივარ. ამბობენ, რომ ქუჩის კუდი ტყეს სწვდება, ქალაქგარეთ გადის. ამიტომ, იმასაც ამბობენ, რომ შვიდასი ნაბიჯის ქუჩას საერთოდ არა აქვს ბოლო. ბოლოდაკარგული ქუჩააო. დღისით აქ სეირნობა არ მოგინდება, ღამით კი ვერაფრით გააღწევ ბოლომდე. ასეთი ქუჩაა - "ტრაგილტო ბრევეს” კარიდან მეძავთა რიგები იწყება და ბევრჯერ მინახავს, როგორ გამოდის ჯიხურიდან შუახნის სერიოზული პოლიციელი და ამ რიგებს აწესრიგებს, რათა ხალხმა თავისუფლად გაიაროს ქუჩაზე დათავი თევზის ბაზარზე არ ეგონოს. ღამით ისედაც უამრავი ხალხი ირევა ყველა კართან. მაგრამ ახლა ღამე არ იყო, ხალხი კი შორიდანვე დავინახე. ზედ გზაგასაყარზე ჩოჩქოლებდნენ და სამი-ოთხი მანქანაც მიეყენებინათ. ქალოებიც იყვნენ იქ და სხვებიც. უცებ კი, ქვემოდან პოლიციის მანქანამ ამოუხვია ციმციმით და მას პატარა საპოლიციო ავტობუსიც მოჰყვა. პოლიციელებმა ყვითელი ლენტი გადმოიტანეს მანქანიდან და საჩქაროდ დაიწყეს გაბმა, მოსეირეებს კი ქუჩის მეორე მხრისკენ ერეკებოდნენ. ნაბიჯს ავუჩქარე და პირველივე შემხვედრს ვკითხე: - რა მოხდა? - კაცი მოკლეს "ტრაგილტო ბრევეში," - თქვა ყვავილების გამყიდველმა და მე ვიფიქრე, რომ თავადმა მოკლა ვიღაც, - თავადი მოკლეს. - თავადი მოკლეს? - ჰო, თავადი იჯდა ხოლმე იქ. თავადი ვარო. ოთხი რევოლვერი უპოვნა პოლიციამ. - ვინ მოკლა? - გაიქცა... არ ვიცი. რა ვიცი, ვინ მოკლა? ეძებენ. ქალოებს ყრიან მანქანებში და პოლიციაში მიჰყავთ. აგე, დეტექტივი დიქსლი. ცნობ დეტექტივ დიქსლის? ოც წუთში მოვიდა. შეხედე,
  • 9. ~ 9 ~ ახლა თმაზე გადაისმევს ხელს და იტყვის, კარგი, თვალები დავხუჭოთ და უცებ გავახილოთ. შავი პიჯაკი ამ ამინდში. იმიტომაც სულ ოფლი აფენია შუბლზე და საულვაშეზე. - ასეა, სამხრეთს ვერ შეეგუა, - თქვა ვიღაცამ, საერთოდაც ქალმა, - ოცდაორი წელიწადია აქ არის და, მაინც... საკაცე გამოიტანეს. თავადს მომწვანო მუშამბა ეფარა. ალბათ, თავადი იყო. კარგახანს ვიდექი იქ. კაფეში პოლიციელები ფუსფუსებდნენ. ჯანდაბას, ჩემითავადი. ესე იგი, მართლა საშიში კაცი იყო. ეს ყვითელი ლენტი და იაპონური წიგნი. ერთხელ კი თქვა: - ბრილიანტიები ვირთხის კურკლებია იმ სილამაზესთან შედარებით, რაც მე მინახავს. და არსად მინახავს იმდენი სიმახინჯე, რამდენიც ამ წყეულ სილამაზეში. იცოდე, რომ მსროლელი ვარ. თავადი ქალს მოუკლავს, ასე ამბობდნენ ბრბოში. წინა დღე გამახსენდა: თავადი არ მინახავს, ვერც ვნახავდი, მაგრამ სასტუმრო "პეკოდში" მივედი. შვიდასი ნაბიჯის ქუჩის ლექსიკონი (ნაწყვეტები) "ტრაგილტო ბრევე" (მოკლე მოგზაურობა. იტალ)- ეს არის პატარა კაფFე, რომელიც კალივან სტრიტისა და შვიდასი ნაბიჯის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობს, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე. ორი შუამდე თეთრად შეღებილი ვიტრინიდან ერთი კალივან სტრიტზე გამოდის, მეორე კი შვიდასი ნაბიჯის ქუჩაზე. შესასვლელი კარი "ტრაგილტო ბრევეს" მხოლოდ შვიდასი ნაბიჯიდან აქვს. კარი გალიის კარს მოგაგონებთ, ანდა ციხის საკნისას: ძველი რკინებისგან არის შედუღებული და მხოლოდ გამთენიისას იკეტება, ნაშუადღვეს კი კვლავ იღება. კარის ჩარჩოზე ტილოს ფარდა კიდია, ხოლო როცა კაფეს კეტავენ, კარის ცხაურებში კატები ძვრებიან და შიგნით დაშლიგინებენ. ნაშუადღევს მათ ცოცხით ერეკებიან გარეთ, საოცარი კი ისა რის, რომ შვიდასი ნაბიჯის ქუჩა სწორედ ამგვარი თახსირი და გულღატაკი ადგილით იწყება და აქამდე არავის უფიქრია, რომ "ტრაგილტო ბრევე" შეესყიდა, მისი ჭერიდან მგმინავი, დედამიწის სიჩქარით მბრუნავი სამფრთიანი საგრილობელი ჩამოეხსნა, ხოლო კედლიდან პორნოვარსკვლავ კრისტი კენიონის გახუნებული პოსტერი გაექრო. "ტრაგილტო ბრევე" ძალიან პატარა კაფეა. აქ მხოლოდ შვიდი მაგიდა და ოცდაერთი სკამია, ბართან კი ოთხი შემოსაჯდომი. კაფეს მთავარი კლიენტები საღამოს ექვსი საათიდან ქალოები არიან, მანამდე კი შემთხვევითი, გაზინტლული ადამიანები: ვთქვათ, იმ ყაიდის მაწანწალები, რომლებსაც შეუძლიათ ჯიბიდან ნახევრამდე სავსე ჯინის ბოთლი ამოაძვრინონ, ანდა თქვან, რომ წინა
  • 10. ~ 10 ~ საღამოს კრიკეტის მეორე ნახევარს უმზირეს რეჯიმენტის მინდორზე. ამავე საათის კლიენტები გროშებზე მომუშავე მტვირთავები, მენაგვეები და სხვა ასეთი ხალხიც გახლავს. "ტრაგილტო ბრევეში" ყავა ქვიშის ღიტინა ფენას ტოვებს ენაზე, ხოლო სენდვიჩები სველია. ტურისტები ისე შემაობიჯებენ ხოლმე შვიდასი ნაბიჯის ქუჩაზე, რომ ამ კაფეს ვერც ამჩნევენ: შებნელებულზე კაფეს ვიტრინასთან ორმოცდაათი-სამოცი ქალო დგას და "ტრაგილტო ბრევეს" კარი საერთოდ არ ჩანს. ამას ლამპიონის მრუმე სიანთლეც დაუმატეთ და ქალოების შემტევი საპატიჟო შეძახილებიც. ლამპონის შუქი მრუმე კია, მაგრამ ქალოების შეთვლიერება არ გაგიჭირდებათ, რაიც ლამაზი თავგადასავლის შეუძლებლობაზე ჩაგაფიქრებთ და ნაბიჯსაც ისე აუჩქარებთ, რომ მერეღა მიხვდებით, ეს რა კოხტა და ჩქარი სიარული მცოდნიაო. უტუჩო ჩარლი - ქუჩის პირველი ტელეფონი შვიდასი ნაბიჯის Qქუჩაზე. შავი აპარატი 1948 წელს მიამაგრეს კაფე "ტრაგილტო ბრევეს" ვიტრინის კიდეზე. ამ ადგილას მაშინ საერთოდ არ იყო კაფე, არამედ ჩვეულებრივი მაღაზია. შვიდასი ნაბიჯის ქუჩაზე ჯერ კიდევ ცხოვრობდა ხალხი. ბავშვები კი სკოლებში დაიარებოდნენ. უშვებულებო ნახევარსაუკუნოვანმა ხმარებამ აპარატის შავი ყურმილი მთლად გაცვითა და გალია, თუმცა, გააპრიალა კიდეც. განსაკუთრებით გაილია ყურმილის სატუჩე ადგილი, როგორც ხუმრობენ, სიტყვათა სიმძიმისგან დაიჩაგრა. ეს სატუჩე ადგილი მთლად სიფრიფანა შეიქნა, თუმცა აპარატი არ გამოუცვლიათ და არც ჩამოუხსნიათ, შვიდასი ნაბიჯის ქუჩაზე კი ოთხი ლონდონური წითელი ჯიხური ჩადგეს. უკვე 60-იან წლებში ტელეფონს აწინდელი სახელი, უტუჩო ჩარლი დაერქვა. ქუჩის მეორე ბოლოში, "ფარვანას" კლუბში ორ ზაფხულს ერთი ზანგი უკრავდა. ზანგს ჩარლი ერქვა და სქელი, მომღიმარი ტუჩები ჰქონდა. ვიღაცამ ტელეფონს უტუჩო ჩარლი უწოდა. ცხადია, შავი სილაპლაპისა და იმის გამო, რომ სატუჩე გალეოდა, ერთ დამატებით მიზეზად კი ისიც ივარგებს, რომ ნამდვილი ჩაAრლი მთელს ღამეებს როაილთან ატარებდა, უტუჩო ჩარლი კი განუწყვეტლივ რეკდა. უტუჩო ჩარლის ძველი ნომერი იყო 1-13, ხოლო ამჟამინდელი ნომერია 691313. ამ უკანასკნელში გარკვეულ პორნოგრაფიულ უიღბლობასაც ხედავენ, 13-დან და 69-დან გამომდინარე, ვითომ ვიღაც ოხუნჯმა მთავარ სატელეფონო ოფისში უტუჩო ჩაAრლის დატვირთვის ამბავი იცოდა და ასე იოხუნჯა, რომ ნომერიც საგანგებო აზრობრივი დატვირთვისა მისცაო, თუმცა, ამის სინამდვილეს ახალ ვეღარ გამოარკვევ. ის უნდა ითქვას, რომ უტუჩო ჩარლი ყველაზე სახელგატეხილი ქუჩის ტელეფონია სანტა სიტიში და ღირსეული კაცი მასთან თანამშრომლობას არასგზით წამოიწყებს. ჩარლი ქალოების ხელშია: მხოლოდ ისინი მოიხმარენ კლიენტებთან სალაპარაკოდ და ქუჩის ხალახისთვის, რომელთაც ტრდიცია მეძავთან ტუჩით შეხებას ჯოჯოხეთის კარის დაკოცნას უტოლებს, უტუჩო ჩარლი იგივე მეძავია,თან კიდევ ქალო. თუმცა, სატელეფონო სამსახური ჩარლის არ უჩივის და ყოველდღიურად მიაქვს მისი გულ- მუცლიდან ჩამოყრილი პენსიანები. ჩარლი ერთადერთი გადარჩენილი ქუჩის ტელეფონია სანტა სიტიში, მოსაქოქად სამი ცალი ესპერანსული პენსიანი რომ სჭირდება.
  • 11. ~ 11 ~ იქ სადაც თბილადა სინათლეა როგორ დავწეროთ სულის შემძვრელი მოთხრობა, სანტა სიტიელი მწერალი ქალის, ჯესიკა დე რაიდერის კომპიუტერიდან ამობეჭდილი და აკინძული მხოლოდდამხოლოდ თავშესაქცევი მიზნით 1. ბოლო თერთმეტ წელიწადში ორმოცდაშვიდი რომანი დავწერე, თუმცა ამის გამო არავის შევყვარებივარ. თვალების კიდეებზე, მე თუ მკითხავთ, ლამაზი ნაოჭებიც გამიჩნდა, მაგრამ ეს პირდაპირ მიანიშნებს მამაკაცებს, რომ ძალიან ვცდილობ, არ დავბერდე. რომ იცოდეთ, კომპიუტერში უკეთესი ნაწერები მაქვს, ვიდრე მაღაზიის თაროებზე: აქაც და ლონდონშიც. ისიც უნდა ვაღიარო, რომ მანქანაც უკეთესი მყავს, ვიდრე ეს ჩემი რომანებია, თუმცა, ეს იმას უფრო ნიშნავს, რომ ადამიანებს თავიანთი გემოვნების მიხედვით კვებავენ. რაც არ გიყვარს, იმას ხომ არ მოითხოვ სადილად? საერთოდაც, უკეთესი ადამიანი ვარ, ვიდრე ჩემი წიგნებია. ჩემს წიგნებს იცნობენ, მე კი არანაირად, ხოლო როგორიც ვარ, ისეთი წიგნები არასოდეს გამომდის. მათ არავინ იყიდის. ჩემს წიგნებს კითხულობენ და ივიწყებენ, მე კი თავიდანვე დავიწყებული ვარ. სისულელეა, როცა თითქმის ორმოცდაცამეტი წლის ქალი ასეთი რამეების ლაპარაკს დაიწყებს, ოღონდ მე არ ვლაპარაკობ, მხოლოდ ასოები ჩნდება ეკრანზე ჩემს ფუმფულა ნოუთბუქში. უკვე წლებია, რაც ცისფერ ფონზე ვწერ, თეთრი მაღიზიანებს. ხალხს კი ალბათ, ჩემი ახალი მანქანა აღიზიანებს. ამ მანქანით მცნობენ. ადრეც მანქანით მცნობდნენ. მაშინ ვარდისფერი "თი-ბერდი" მყავდა, 1955 წლისა და მთელი ეს სანტა სიტი მაყოლებდა ხოლმე თვალს. ახლა კი უფრო დიდი საშინელება ჩავიდინე: "პლიმუტ ქონვერთიბლი" ვიყიდე. სისხლისფერი, იმ ორი საოცარი კარით, ტენტით, ოდნავ გაბრაზებული, ნიკელებით ელვარე ცხვირით, კვლავ ვარდისფერი სავარძლებით, საბურავს შემოყოლებული თეთრი ზოლებით. მოკლედ, ჯადოსნობაა. სიგიჟეა. მთელს სამ თვეს მოდიოდა ამერიკიდან. 1941 წლის... ხომ გესმით? ხმამაღლა გაიემორეთ: ათას ცხრაას ორმოცდაერთი წლის "პლიმუტი". ჯესიკა დე რაიდერი, ქალაქ სანტა სიტიში. სენტ ჯონ სიტადელის კუნძულზე. არ ვიცი იმდენ ხანს საიდან მოდიოდა, მაგრამ რა ვქნა? თუ მანქანაა, ისეთი უნდა იყოს, როგორიც შენ გინდა. მითუმეტეს, როცა ფული გაქვს. წიგნი არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც შენ გინდა, მანქანა კი სულ იოლად. ბევრი რომ არ გავგრძელო, ოთხმოცდათერთმეტი რომანი დავწერე და თითქმის ორმოცდაცამეტი წლისა ვარ, თუმცა, კარგია ეს თუ, ცუდი, ხეირიანად არ ვიცი. მოთხრობა კი მხოლოდ სამი მაქვს დაწერილი, ისიც, ოცზე მეტი წლის წინათ. თავიდან მოთხრობებით დავიწყე და სამ კარგ ალამნახშიც დამბეჭდეს. მაშინ კემდენში ვცხოვრობდი და პიტერ დანფრიმ დამირეკა. პიტერს მაშინ არ ვიცნობდი და ისიც არ ვიცოდი ხეირიანად, ლიტერატურული აგენტობა რა ხელობაა.
  • 12. ~ 12 ~ ჰოდა, პიტერმა მითხრა, ეგებ სცადო და სასიყვარულო რომანი დაწეროო. დავწერე და იმის შემდეგ მოთხრობა აღარ დამიწერია. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ისეთი ადამიანი არა ვარ, რაღაცას რომ ამოიჩემებს. სულაც არ ვაპირებ, რომ წერას გადავაკვდე, მითუმეტეს, რომ ფული აღარც მჭირდება. ეს რომანების წერა კი ისედაც ძალიან ძვირი დამიჯდა: ქვეყანაზე არავინ მყავს, შვილიც კი. მე ვფიქრობ, რომ ქმარი და სასიყვარულო რომანების წერა შეუთავსებელია, შვილი და სასიყვარულო რომანების წერა კი შეთავსებადი. თუმცა, ეს მომენტი გამომეპარა. წერა ისედაც გვიან დავიწყე და ამიტომ მარტო დავრჩი. კარგი შვილი მეყოლებოდა, გოგო. ისე ვწუხვარ ამის გამო, რომ მართლა აღარ დავწერ არაფერს. ოღონდაც, ახლა საქმე სხვა არის. სულ სხვა ამბავი უნდა ჩავტოვო ამ ჩემს კომპიუტერში. სიანტერესოა, ვინმე თუ გახსნის ამ ფაილებს, ჩემი სიკვდილის შემდეგ?ანდერძში არაფერს ჩავწერ ამის თაობაზე. არც ფასვორდებს დავადებ ამ ჩემს რვეულს. გამომცემელი დაეტაკება, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. იმის მიუხედავად, რომ უკვე მიჩვეული იქნება, რომ დავიწყებული ავტორი ვარ. და საერთოდ, ვის ვეხსომები ოცი წლის შემდეგ? მანამდე მართლა არ ვაპირებ სიკვდილს. ჰოდა ამ ამბავსაც, იმ ყოველი შემთხვევისთვის ვწერ, მთლად კრეტინი რომ არ ვეგონო ვიღაცეებს. კრეტინად გამოჩენა მგონი სიკვდილის შემდეგ უფრო მწარეა. ახლა, როგორც ხედავთ, ფეხებზე მკიდია. მოკლედ, იმის თაობაზე უნდა დავწერო, როგორ ვწერდი მოთხრობას. . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . ძალიან დიდხანს ვუკაკაუნებ სფეის ბარსა და წერტილს. გავერთე კიდეც, თითქოს ცხენს მივაჭენებდი. ამიტომ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ოცდასამი დღის წინათ მოთხრობის წერა დავიწყე. რამდენ წელიწადს არ დამეწერა და ვიფიქრე, ნეტავ ნამდვილი მოთხრობა თუ გამომივა მეთქი. მინდოდა, ერთი ავბედითი სიყვარულითა და ძრწოლვისმომგვრელი იდუმალებით გაჯერებული ასე, ათგვერდიანი სასაცილო მოთხრობა დამეწერა, რომელსაც არც კი ვიცოდი სად დავბეჭდავდი, მაგრამ ძალიან მომინდა, რომ რაღაც გასაგიჟებელი ოსტატობა მეჩვენებინა ამ მოთხრობით. ახლა საკვირველი არც იქნება, რომ გამოვტყდე: ამ სტრიქონებს რა თქმა უნდა თქვენთვის ვწერ, რათა მერე წარმოიდგინოთ, რა დიდებული და ჭკვიანი ქალი ვიყავი. ამიტომაც, არ დავმალავ, რომ მოთხრობის სულ სხვა ფსევდონიმით გამოქვეყნება მწადდა და თავიდან რომ მოგახსენეთ, რომანებს აღარც დავწერ მეთქი, მოგატყუეთ, იმიტომ, რომ სხვა მწერლად გახდომა გადავწყვიტე. ახლა რაღა დარჩა აქედან, თავად განსაჯეთ, მაგრამ, სწორედ ამ შემოდგომაზე გადავწყვიტე, რომ სხვა, ანუ დაუვიწყარი მწერალი შევიქნე, ისეთი, ამერიკაში, პროფესორთა ლექციებში რომ გაიელვებს ხოლმე. მაინცდამაინც დიდი მიზანი არ არის და როგორც მოგახსენეთ, ფეხებზე მკიდია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მომეწყინა და მანქანაც ტყუილად არ მიყიდია, რაღაც ახალი ხომ უნდა დაიწყოს? მოდი, კვლავ გავაჭენოთ / / . .. .. . / / / , , . // / / " " ; . / ./ . . . 1 1!!!1 1 -- . . ცოტა არეული ჭენება გამომივიდა ამჯერად, მაგრამ როგორღაც ხომ უნდა დავიწყო ეს ამბავი?
  • 13. ~ 13 ~ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შარშან ამერიკაში ერთ მოქანდაკეს შევხვდი. მაგარი და სახელგანთქმული მოქანდაკე იყო. რუსებს საგიჟეთში ჩაესვათ, როგორც ნამდვილი მოქანდაკე და მერეღა გაეღწია ამერიკაში იმ საშინელი ქვეყნიდან. დიდი იერიანი კაცი იყო, სახეზე სულ ნაირგვარი ნახმლევები აჩნდა, ტყავის ჩექმები ეცვა და თავზეც ყოველთვის შეკვეთით ნაკერი კეპი ეხურა. მგონი, იმითაც რაღაც ნახმლევებს იფარავდა. გამუდმებით ეწეოდა სიგარეტს და მშვიდად ლაპარაკობდა. როცა გავუშიანიურდი, ვკითხე, კეპის ქვეშ რას მალავთ-მეთქი და მომიგო, კეპი ჩემი თავის ქალააო. საგიჟეთში რომ ვყავდი, თავის ქალა ამხადეს, რათა საბოლოოდ გამოვეთაყვანებინეთ და მერე ვეღარ დამახურეს, ამიტომ, კეპით ტვინს ვიცავო. გამოუვიდა ხუმრობა, თუ არ გამოუვიდა, მანვე მიამბო, როგორ დაეხეტებოდა იტალიის ქალაქებში, ძველი მონასტრებისა და ეკლესიების საძვალეებსა და აკლდამებში და იქ ჩონჩხებითა და თავისქალებით სწავლობდა და იმხსოვრებდა ფორმათა სიუხვესა და განუმეორებლობას. საუკეთესო მასწავლებელი სწორედ ეს არისო, ვინაიდან, ორი ერთნაირი თავისქალა არ არსებობს და სწორედ მათი შესწავლით, გადახატვით და გამოძერწვით მიაღწევ ფორმათა სინამდვილეს შენს ოსტატობაშიო. ანუ, საძებარი არაფერი გექნებაო. არცთუ სასიამოვნიო საქმიანობა ჩანს ძველ აკლდამებში ჯდომა, მიწისქვესეთში, იქაური მკვდარი ჰაერის სუნთქვა და თან თავიქალების ხელში ტრიალი, არ ვიტყვი, ვისავით. ეს რომ წიგნების წერაზე გადმოვიტანოთ, არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ის კი მონდა ვთქვა, რომ ჩექმებიანი რუსის მონათხრობი დამამახსოვრდა და მთელს ზაფხულს ნება-ნება ვიგონებდი ასეთ ხასიათს: ახალგაზრდა მოქანდაკეს, უფრო კი სტუდენტს, შეგირდს, რომელიც მთელს დღეებს ერთი მონასტრის საძვალეში ატარებდა, აკლდამებს საუკუნოდ დაგმანულ თავებს ხდიდა და თაროებზე დასვენებულ, გამომშრალ და ხმელ გვამებსაც დიდის ყურადღებით შეისწავლიდა: რაც მეტ თავისქალას ნახავ, მით მეტი გაგეგება ფორმის რაობისაო. ამ ბიჭს საგანგებო გასანათებელი მოწყობილობაც კი ექნებოდა, რათა ჩახატვასთან და ჩაძერწვასთან ერთად ფოტოებიც გადაეღო თავის ქალებისთვის. მოპასანიზაცია, გოლსუორსიზაცია და მსგავსი ლინქები, ამ ამბავს ერთგვარ პაროდიულობასაც შესძენდა, ირონიასაც და ათას სხვაგვარ სიკარგესაც. ახალგაზრდა მოქანდაკე მარტო ვერაფრით იქნებოდა და გვერდით ახირებული ხასიათი ამოვუყენე: მავანი უცნობი კაცი, რომელიც ჩვენს ქალაქში ჩამოსულა და იდუმალი და მოულოდნელი წინადადებებით ახსნის ხოლმე თავისი ჩამოსვლის მიზეზს, ზღვიდან ველოდები ნიშანსო. გაცვეთილი ხერხია ძველ წიგნებში, მაგრამ მე გამომადგებოდა. ამ ორ კაცს შემთხვევით შევახვედრებდი ერთმანეთს და მშვენიერი მოთხრობაც გამოვიდოდა. სამკუთხედი და მისი მესამე კუთხე არ მიხსენებია. უქალოდ როგორ იქნებოდა? ქალებზე წერისას კი ნუ მომაყოლებთ, ძალიან გთხოვთ. ეს ყველაფერი მშვენივრად ვიცი. ერთი პატარა და უცნაური მოთხრობის გამო ისედაც ბევრს ვლაპარაკობ წინდაწინ. ჯესიკა დე რაიდერის მიერ ვერდაწერილი მოთხრობის პირველი გვერდები
  • 14. ~ 14 ~ (ნაწყვეტი რომანიდან "მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი") 1(1) "მე მივხვდი, რომ ყოველი მასწავლებელი იმდენს გასწავლის, რამდენიც ემეტება. ჩემი მაესტრო, და პორტე, კარგი მოქანდაკე იყო, მაგრამ ჩვენს ხელობაზე არ ლაპარაკობდა ხოლმე. ბოლო წელიწადს ის იმგვარად მენდობოდა, რომ ყოველი ქანდაკების ჩამოსხმას მე მავალებდა. თუმცა, არც შემაქებდა და არც რაიმეს დამიწუნებდა, შეხედავდა ჩამოსხმულს, თავს დაიქნევდა და ჩიბუხს მიუბრუნდებოდა. სახელოსნოში ვათენებდი და ვაღამებდი, მთელი დღეები ვუყურებდი, როგორ მუშაობდა და ვცდილობდი, ყველაფერი დამემახსოვრებინა. თვალით ვიმახსოვრებდი და არა ყურით. და პორტე ღვინოს და თამბაქოს შეაქებდა ხოლმე, მეტს არც არაფერს. არასოდეს შეუქია თიხა, ქვა, ან თაბაშირი. ერთადერთხელ ჩამიტარა მოკლე ლექცია და ისიც შეზარხოშებულმა. არადა, აკადემია ყოველთვიურ ჰონორარს უგზავნიდა, რათა სადიპლომოდ მოვემზადებინე……".….. კაფეში ვისხედით და თავის უშველებელ, უხეშ ხელში მოექცია სიდრით სავსე ჭიქა. როგორ და რატომ თვრებოდა სიდრით, ჩემთვის დღემდე საიდუმლოა. საერთოდ, ნავსადგურის მუშათა ზედამხედველს უფრო ჰგავდა, ვიდრე მოქანდაკეს, ან მხატვარს. - მომისმინე... მიაფურთხე იმას, რასაც გასწავლიან და რისთვისაც ემზადები, - მითხრა უცებ. - მალე ალბათ მუშაობას დაიწყებ. შენი ესკიზები ვნახე და მომეწონა, მაგრამ მიაფურთხე. ამით ვერაფერს მიაღწევ. ყველაფერი შენით უნდა ისწავლო. ეგ ყოველთვიური სტიპენდია სხვა რამეში დააბანდე... ჩვენი ხელობა მკვდრების ხელობაა. სიმტკიცის და სიკვდილის ხელობა. უძრავია და თანაც ცოცხალი, ბრმაა და თითქოს ხედავს. ჩვენთვის მთავარი ფორმაა, თორემ ისე, ყოველი ქანდაკება ბრმაა, სიცოცხლე ფორმაშია და არა თვალებში. შენ ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ ფორმას მაინც შეგირდივით გრძნობ. წადი და ფორმები მოძებნე. საათობით უყურე და მეც, იმედია, ცოცხალი დაგიხვდები. მანამდე არ გირჩევ რაღაცის დაწყებას... არსებობენ შიშველ მოდელზე უკეთესი მასწავლებლები. მართლა უძრავი, მკვდარი და მარადიული... სამი დღის შემდეგ ფრთხილად ჩამოვუგდე სიტყვა ამ საქმეზე, რადგან მივხვდი, რომ მართალი იყო. - სამხრეთში წადი, - მითხრა მოკლედ, - ან სულაც სადმე, სადაც მონასტრები და საგვარეულო აკლდამებია. ქალაქიდან ქალაქში იარე, მონასტრიდან მონასტერში. დიდხანს უყურე გაფშეკილ მკვდრებს, ძვლებსა და თავის ქალებს. ყველაფერი რვეულებში ჩაიწერე და ჩაიხატე... ბევრს არავის ელაპარაკო და ჩუქურთმების და ძველი ქანდაკებების ცქერით თვალს ნუ დაიღლი. ამგვარად წამოვედი. უნდა ვთქვა, რომ მაესტრო მართალი იყო, მაგრამ ასეთმა ცხოვრებამ მაინც გვარიანად იმოქმედა ჩემზე. ორი ერთნაირი თავის ქალა არ არსებობს: ეს ძველი ამბავია. არც ორი ერთნაირი ადამიანი, რა თქმა უნდა. 1(2)
  • 15. ~ 15 ~ აქ რომ ჩამოვედი, ვიფიქრე, უცხო ქალაქში ისე ვიცხოვრებ, როგორც ყოველი მოხეტიალე კაცი ცხოვრობს უცხო ქალაქში-მეთქი. ანუ, რომელიმე ადგილს ამოიჩემებ და საქმეს რომ მოითავებ, იმ ამოჩემებულ ადგილზე გამოჯდები ხოლმე. ასეა, როცა ამ ქალაქში დიდხანს გაჩერებას არ აპირებ და გზად სხვა ადგილები გიძევს. აქაურობა რომ მოვათვალიერე, მივხვდი, რომ ორ კვირაზე მეტხანს არც გავჩერდებოდი: რაც მჭირდებოდა, ცოტა იყო. ადგილი მეორე დღესვე ამოვიჩემე; მომშივდა და თავად ფეხებმა მიმიყვანა იქ. ერთი უბრალო კაფე იყო: სანაპიროს კიდეზე ჩამოდგმული, ზღვიდან მონაბერი ქარებით და მარილწყლის ნამით, ფერდებზე საღებავგამოჭმული თუნუქის ხუხულა, სადაც თევზს აშიშიხინებდნენ. ღვინის გაეგებოდათ და ყავაც უვარგოდათ. ეს ყველაფერი გროშები ღირდა, მოჩრდილულ ტერასაზე ჯდომა და ზღვის სანაპიროს თვალიერება კი უფასო იყო. ოთხი საათიდან მივდიოდი ხოლმე იქ და მზის ჩასვლა არ გამიცდენია. უბრალო, მუშა ხალხი იკრიბებოდა, მე კი, ვითარცა ახირებულ საქმეზე დაძრულ ტურისტს, პატივს მცემდნენ. ეს გულს მეფინებოდა, სანაპიროზე კი მუშები სულაც არ დასეირნობდნენ, არამედ ქალაქის ღირებული ხალხი. კი, სწორედ ასე ეძახიან, ღირებული ხალხიო. იქ, დაბლა, ქოლგები და ჭილის, შორიდან დალანდვით გემრიელი სავარძლები იდგა. სამიოდ დღის თავზე იქაურობას დაჩვეულებსაც ვცნობდი, ოღონდაც შორიდან. "შენც იმ ქალს უყურებ, მოქანდაკევ?.. კი, ასეა. ყოველთვის შვიდის ნახევარზე მოდის და ყოველთვის ცისფერი ქოლგის ქვეშ ჯდება... რას ამბობ, ვინ მიეკარება, კომანდორის ქვრივია... სამგლოვიარო ახლახანს გაიხადა... კომანდორი?.. ხო, იყო ასეთი... ის კაცი? აი, მაღალ-მაღალი?.. სიმართლე გითხრა, არ ვიცი... რა ოხერი თვალი გაქვს. არც ის შემიმჩნევია, რომ სამი დღეა, დაიარება და მაგ სავარძელში ჯდება. კი, ნამდვლად ჩამოსულია. შენსავით... ტალღამ წამიღოს, კომანდორს ჰგავს. ეს რა თვალი გქონია... ზუსტად კომანდორის ხნისა ჩანს..." ჭორიკანა კაცი იყო ეს მოხუცი, მთლად ჩამალული. მაგრამ მოციმციმე თვალები ჰქონდა <...> ჯესიკა დე რაიდერის 3-ე პირველი გვერდი 1(3) ინსპექტორი ყურადღებით ათვალიერებდა პასპორტს. ღამე იყო. ფილაქანს ეცემოდა ვიტრინებს იქიდან გადმოვარდნილი ლიმნისფერი სინათლე. ეს სინათლე იყო ყველაზე ლამაზი რამ ამ ღამით, ამ ქალაქში, სადაც ჩვიდმეტი პოლიციელი და სამი ინსპექტორი ერთ ადამიანს ეძებდა. "აქაური არ ხართ", ჩაილაპარაკა ინსპექტორმა. "არა", მიუგო ახალგაზრდამ. ის ინსპექტორზე ერთითავით მაღალი იყო და თითქოს ქუჩის ბოლოსკენ იცქირებოდა. იქ არაფერი იყო სიბნელის გარდა, "თვეზე მეტია აქ ვცხოვრობ". "ისვენებთ?" "არა. აკლდამებში დავდივარ და ძველ თავისქალებს ვსწავლობ... მოქანდაკე ვარ. ეს ყველაფერი ფორმების უკეთ შესაცნობად მჭირდება". ინსპექტორმა ჩაიცინა და პასპორტი გაუწოდა.
  • 16. ~ 16 ~ "აი, ხელობა... ზუსტად ისე, როგორც ჩვენ შევივლით ხოლმე ხანდახან მორგში", ინსპექტორმა აქამდე ჩუმად მდგომ პოლიციელს გადახედა, "მოკლულების სათვალიერებლად". "მკვდრების", თქვა ახალგაზრდამ და პასპორტი უბეში ჩაიდო. "გმადლობთ", თავი დაუკრა ინსპექტორმა. ახალგაზრდა საერთოდ ვერ ხედავდა მის შლაპის ქვეშ შემალულ სახეს, მხოლოდ საზაფხულო ფეხსაცმელებს, რომლებსაც ლიმნისფერი გადაჰკრავდა. "ერთსაც შეგეკითხებით,თუ არ გაყოვნებთ", უთხრა ინსპექტორმა. "იმ მხარეს, საიდანაც მოდიხართ, რაიმე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ?" ახალგაზრდამ თავი გააქნია. "ვთქვათ, ხომ არ შემოგყრიათ ასე, ორმოცდათხუთმეტი წლის, ტანხმელი ჭაღარა კაცი, ლურჯ კოსტუმში, წვრილი შავი თვალებით... მოკლედ, წარმოსადეგი შუახნის კაცი, რომელიც ეგებ სამოცდახუთი წლისაც არის, მაგრამ ახალგაზრდულად გამოიყურება". ახალგაზრდა თითქოს ჩაფიქრდა. ინსპექტორი მიხვდა, რომ ამ ცრუ ჩაფიქრებით ახალგაზრდა მის მოტყუებას ცდილობდა. "ასეთი კაცი ორი წუთის წინ იჯდა აქედან ას ნაბიჯში კაფე "ლა მარში", გაიცინა ახალგაზრდამ. "არა მგონია, ის გჭირდებოდეთ". "მართალია. "ლა მარში" მჯდომი კაცი განსვენებული კომანდორის ძმაა", ინსპექტორი თითქოს იღიმებოდა იმ ლიმნისფერ ღამეში. გმადლობთ... ბოდიში". ახალგაზრდა კი იდგა. "კომანდორის?" "დიახ... ის კომანდორი არ იქნება, ვის თავისქალასაც მონასტრის სარდაფში ათვალიერებთ. ჩვენი კომანდორი იყო, შარშან გარდაიცვალა". პოლიციელი გულიანად ახვიხვინდა. "წავედით, სერჟანტო". ინსპექტორმა მსუბუქად შეახო ორი თითი შლაპის კიდეს და ახალგაზრდა კაცს გაშორდა. მერე უცებ შედგა და თითქმის ხალისით უთხრა "მკვლელს ვეძებთ"... ისინი წავიდნენ. ახალგაზრა კი დარჩა ლიმნისფერ სინათლეში, კოხტა ქვაფენილზე. უყურებდა, როგორ მიდიოდნენ ინსპექტორი და შესუქებული პოლიციელი. "გრილი ღამეა... კაფეები სულ სავსეა", მოესმა უკნიდან. ბნელ სადარბაზო კართან ტანხმელი კაცი იდგა, ზედ ლიმნისფერი სინათლისა და ლურჯი სიბნელის საზღვარზე. "დიახ?" თითქოს დაიბნა ახალგაზრდა. "თქვენ ის სტუდენტი არ ხართ, თავის ქალებს რომ ზომავს?" კაცი არ იძვროდა. "დიახ... თქვენ?" "თქვენთან საქმე მაქვს, ერთი საკითხი უნდა გავარკვიოთ... ეგებ მობრძანდეთ ამ სიბნელეში?..ეგ შუქი ძალიან მაღიზიანებს""... <...> 1(4) "ეხლა კი, ყველაფერი უნდა მიამბოთ, სხვანაირად არაფერი გამოვა", - თქვა ქალმა. კაცმა დინჯად აიღო ჭიქა და ქალს გამოხედა. უსიტყვოდ, წამიერი ღიმილით უსურვა კარგად ყოფნა და ღვინო მოსვა.
  • 17. ~ 17 ~ "არ მინდა", მიუგო ხალისით, "არ მინდა, რომ ამ ამბავში გაგრიო. ეს ამბავი ცალკე არსებობს. ეს ჩემი ამბავია. ზეგ გავემგზავრებით ამ სასაცილო ქალაქიდან". "არა", თავი გააქნია ქალმა... "არ გამოვა, მე არ წამოვალ". კაცმა ძლივს შესამჩნევად ჩაიღიმა. ალბათ ასე იღიმებიან ხოლმე უდაბნოს მოქნილი, ქერცლიანი მტაცებლები, როცა ქვიშაში ყურყუმალაობენ გასაგრილებლად. სწორედ ასე გაიფიქრა ქალმა და თავადაც გაუღიმა, შეძლებისდაგვარად სევდიანად. "ის არაფერ შუაშია", უთხრა კაცს, "ეს სულ სხვა რამ არის". კაცმა ჩაახველა. "რომც იყოს. მე არანაირი უფლება არა მაქვს რაიმე მოგთხოვო", თქვა ბოლოს. "რა ჩემი საქმეა, ვიღაც შეშლილ სტუდენტს შეუყვარდება თუ არა კომანდორის ქვრივი, ანდა ქვრივს რა გრძნობები უღიტინებს? უბრალოდ, გთავაზობ ერთად გავემგზავროთ ზეგ დილით. თუ დათანხმდები, ეს ყველაფერი დამთავრდება. ვიცი, რომ ასე იქნება, დამთავრდება. ბევრჯერ ყოფილა ასე". ის სრულიად მშვიდად უყურებდა ქალს. ქალი კი ფიქრობდა: "ახლა უნდა გავუძლო მის ამ საოცარ ძალას, უდარდელად ილაპარაკოს უმძიმეს რაღაცეებზე". "შეშლილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისი მაესტროს დავალებით თავის ქალებს ზომავს მონასტრის აკლდამებში... ეს ალბათ კარგია, მაგრამ ძალიან მალე და ცუდად დამთავრდება", თითქოს თავისთვის განაგრძო კაცმა. ქალმა კი თქვა: "არა. ეს არაფერ შუაშია... რაც მთავარია, ის არ ზომავს. ის თავის ქალებს და ჩონჩხების ფორმებს სწავლობს... მიქელანჯელოც ასე იქცეოდა..." "ღმერთო ჩემო", ლაღად ჩაიხითხითა კაცმა, "მიქელანჯელო"... "არა", - თქვა ქალმა, "ახლა ყველაფერი უნდა მიამბოთ. უბრალოდ, არც კი გიცნობთ", კაცი კვლავ ჭიქას მისწვდა. "არ მიცნობ", მოსვა და თითქოს ჩაფიქრდაო, "უცნაურია"... "მე სხვას ვგულისხმობ", ქალმა საჩქაროდ მოარიდა თვალები კაცის მოციმციმე პატარა თვალებს. "მე ამას არ ვგულისხმობ"... კაცს კი თავი ჩაექინდრა. თითქოს არც უსმენდა ქალს. ქალმა იფიქრა, რომ კაცის დუმილი უნდა გამოიყენოს. "ჩვენ საუცხოო წყვილი ვიქნებოდით". თქვა მან, "მაგრამ მე უნდა ვიცოდე, ვინ ხართ..." კაცს თავი ჩაექინდრა, საკუთარ ხელისგულებს დასქეროდა ზერელედ. თითქოს პირველად, ყურადღებით, მდუმარედ. გეგონებოდათ, წიგნი გადაუშლია და ჩასცქერისო. "ასეთი ამბები ძალიან ცუდად მთავრდება. რა თქმა უნდა, სტუდენტებისთვის", ღიმილით ამოხედა ქალს, "ქვრივები კიდევ უფრო ლამაზდებიან. უცნობები კი ქრებიან. მარტო მიჰყვებიან მატარებლებს". ქალი მიხვდა, რომ შეეშინდა, ოღონდ შეეცადა დაემალა... <...> 1(5) ამ საქმეში ზღვა არ მონაწილეობდა. იმის მიუხედავად, რომ გარშემო ზღვა იყო, ასეთი რამ ეგებ უდაბნოშიც მომხდარიყო.