2. პ რ ო ე ქ ტ ი ს შ ი ნ ა ა რ სი
• თემატური საკითხი: ილია ჭავჭავაძე დღევანდელ
პრობლემას- საზოგადოების გულგრილობასა და ბავშვთა
დანაშაულს- ეხმაურება თავისი მოთხრობით
,,სარჩობელაზედ“. მოზარდის კრიმინალისაკენ
მიდრეკილება საყოველთაო პრობლემაა.
• ძირითადი აქტივობები: კვლევები; გამოკვლეული მასალის
პრეზენტაცია; მსჯელობა-დისკუსია; მოსწავლეების
ინტეგრირებული ღონისძიება ,,ქუჩის ბავშვებთან”;
3. მოსწავლეების ამოცანები
სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ
• გააცნობიერონ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ,,სარჩობელაზედ” მთავარი
სათქმელი და მიზნები, ასევე გააკეთონ სათანადო ინტერპრეტაცია.
• გააანალიზონ დამოკიდებულება ილია ჭავჭავაძის მოთხრობის
,,სარჩობელაზედ” მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს შორის და ამ
დამოკიდებულების გავლენა სიუჟეტზე.
• გააანალიზონ მოთხრობაში გამოხატული მოქმედებები, თემები და
სოციალური პრობლემები იმ საკითხების განსასაზღვრად, რომელიც
დღესაც აქტუალურია.
• ჩაატარონ კვლევა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და
შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული
მონაცემები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიზნების და
აუდიტორიის შესაბამისად გადმოსცენ.
• ინფორმაციის მოძიებასა და კვლევას ისტ-ის გამოყენებით.
• ციფრული მასალის შექმნას ისტ-ის გამოყენებით.
• გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა
ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი
მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.
8. თ ე მ ი ს ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
• მიმართულება კითხვა: ქართ. IX.6. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე
წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
• ინდიკატორი: მოსწავლე ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან
დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და შეაფასებს, რამდენად
დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია.
• მიმართულება ზეპირმეტყველება: ქართ. IX.5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის
სტრატეგიების გამოყენება.
• მიმართულება წერა: ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.
ინდიკატორი: განსხვავებული თვალსაზრისების საპრეზენტაციოდ ქმნის გეგმას, მოიძიებს და
აჯგუფებს არგუმენტებს განსხვავებული თვალსაზრისების .
• სამოქალაქო განათლების დახმარებით მოსწავლემ უნდა ისწავლოს აქტიური მონაწილეობის
მიღება ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც კეთილგანწყობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა,
ურთიერთდახმარება, თანაზიარობა ცხოვრების წესია.
• მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
• ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
• ინდიკატორი: აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას;
• ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების,
შენახვის და ორგანიზების დროს.
• ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო
სისტემების შესაძლებლობებს;
9. მიმართულების მიმცემი საკვანძო
შეკითხვები
• ზოგადი კითხვა
როგორ გვეხმარება ლიტერატურა ცხოვრების უკეთ შეცნობაში?
• თემატური კითხვები
შეიძლება თუ არა საზოგადოების გულგრილობამ დაღუპოს
ადამიანი?
როგორ ესაუბრება ილია ჭავჭავაძე 21-ე საუკუნის აუდიტორიას?
რატომ ამთავრებს ილია ჭავჭავაძე თავის მოთხრობას
,,სარჩობელაზედ” კითხვითი წინადადებით?
უკავშირდება თუ არა დღევანდელ ცხოვრებას ის პრობლემები,
რომლებსაც ვხვდებით ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში
,,სარჩობელაზედ”?
• შინაარსობრივი კითხვები
რატომ არ დაიჯერა პეტრემ კაცის ჩამოხრჩობა?
რა გზა განვლო ბეჟანმა სახრჩობელამდე?
რას აკეთებს საზოგადოება ბეჟანის ჩამოხრჩობის დროს?
12. პროექტის შედეგი
21-ე საუკუნისთვის აქტუალური უნარების
განვითარება:
• ცოდნის კონსტრუირება,
• სწავლის პროცესში ი ს ტ-ის გამოყენება,
• პრობლემის გადაწყვეტა და ინოვაციურიობა,
• თვითრეგულირება,
• კოლაბორაცია და ეფექტური კომუნიკაცია.