SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 14
CE მარკირება
საქართველოს ხარისხის ფონდი (GQF) არის ევროპის ხარისხის
ორგანიზაციის ნაციონალური წარმომადგენელი საქართველოში.

ფონდის მთავარი მიზანი ორგანიზაციებში ხარისხის მენეჯმენტის
თანამედროვე სისტემების დანერგვითა და წარმატებული ბიზნეს–
საქმიანობის წარმოჩენით ევროპულ ხარისხთან შესაბამისობა, რაც
ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის
ზრდასა და იმპორტს სხვადასხვა ქვეყანაში.
საქართველოს ხარისხის ფონდი

     პირველად საქართველოში

ადგილობრივ მწარმოებლებს სთავაზობს



            CE მარკირებას
რა არის CE მარკირება?!

CE მარკირება ფრანგულად (Conformité Européenne) ევროპულ შესაბამისობას
ნიშნავს. იგი განსაკუთრებული ნიშანია, რომელიც დაიტანება პროდუქტზე და
ადასტურებს მის შესაბამისობას ევროკავშირის დირექტივებთან და
ჰარმონიზებულ სტანდარტებთან. CE მარკირებულ პროდუქციას წარმატებით
აქვს გავლილი დირექტივებთან შესაბამისობის შეფასების პროცედურა, იგი არ
წარმოადგენს საფრთხეს მომხმარებლისათვის და არ აზიანებს გარემოს.



აქვე უნდა აღინიშნოს, რომ CE ნიშანი არ
წარმოადგენს პროდუქციის ხარისხის სიმბოლოს!
CE მარკირება ევროკავშირის ქვეყნებში
                            სავალდებულოა

საყურადღებოა, რომ CE მარკირება ყოველთვის არ შეესაბამება ხარისხის ნიშნის
სტანდარტებს. CE მარკირება გულისხმობს მხოლოდ პროდუქციის ევროპულ
შესაბამისობას. ხარისხის ნიშნის მოპოვება შესაძლებელია ნებაყოფლობით
სერტიფიცირებისათვის საჭირო პროცედურების გავლით. ეს სტანდარტები ყველა
ქვეყნისათვის ინდივიდუალური და ნებაყოფლობითია, მაშინ როცა CE ნიშანი
სავალდებულოა. ევროპული შესაბამისობის ნიშნის გარეშე პროდუქციის გაყიდვა
აკრძალულია და დასჯადია, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევად
ითვლება.                                                  European
                                                           Union
                                          Harmonised                   Directives
                                           standards
                                              European               European
                                              standards              directives
CE მარკირება განიხილება როგორც ერთგვარი "პასპორტი" პროდუქტისა,
რომელიც საშუალებას აძლევს პროდუქტს შევიდეს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური
ზონაში. ევროკავშირის ქვექნებმა შეათანხმეს და შემოიღეს საერთო სტანდარტი ყველა იმ
პროდუქტზე, რომელიც იწარმოება, შედის და იყიდება ევროკავშირის ქვეყნებში.
        CE ნიშნით მარკირება ნიშნავს, რომ პროდუქცია შეიძლება თავისუფლად
იყიდებოდეს ევროკავშირის ქვეყნებში და აკმაყოფილებდეს შესაბამისი ევროპული
დირექტივებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული დირექტივები მოქმედებს
ჰარმონიზაციისა და სტანდარტიზაციის კონცეფციის საფუძველზე,
რომელიც ევროკავშირის საბჭომ მიიღო 1985 წელს.
ევროკავშირის კანონმდებლობაში წარმოდგენილია იმ პროდუქციის
   ჩამონათვალი, რომელიც ევროპულ შესაბამისობაზე სავალდებულო
                   სერტიფიცირებას ექვემდებარება
• საბავშვო სათამაშოები;
• სამშენებლო მასალები;
• ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
• ასაწონი არაავტომატიზირებული ხელსაწყოები;
• თხევად ან გაზის საწვავზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი ავზები;
• სამედიცინო აღჭურვილობა;
• ფეთქებად საშიშ გარემოში გამოსაყენებელი დაცვის სისტემები და ხელსაწყოები;
• წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები და სისტემები;
• რადიოკავშირის საშუალებები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობები;
• გამზომი აპარატურა;
• ელექტრომაგნიტური შეთავსება;
• მანქანები და აღჭურვილობა;
• დაბალ ძაბვიანი სისტემები, ელექტრო უსაფრთხოება;
• წნევის ქვეშ მყოფი უბრალო ჭურჭელი;
• გაზისებრი საქვავის წვის დანადგარები;
• ფეთქებადი ნივთიერებები სამოქალაქო მიზნებისათვის;
• ადამიანების გადასაადგილებლად განკუთვნილი საბაგიროები;
• ლიფტები და ამწევი მექანიზმები;
• აქტიური ინპლანტირებული სამედიცინო ხელსაწყოები;
• ლაბორატორიული ინ -ვიტრო გამოკვლევისათვის საჭირო სამედიცინო საშუალებები.

ყველა პროდუქცია, რომელიც შეესაბამება ამ დირექტივებს და წარმოდგენილია
ევროკავშირის შიდა ბაზარზე, ექვემდებარება CE მარკირებას.
CE სერტიფიცირება

ევროპულ შესაბამისობაზე სერტიფიცირებას ახორციელებენ მხოლოდ
სპეციალური ნოტიფიცირებული სერტიფიცირების ევროპული ორგანოები.
ყველა პროდუქტს აქვს საკუთარი შემუშავებული სტანდარტი, რომელიც შეიცავს
პროდუქციისადმი მთავარი მოთხოვნების ჩამონათვალს.
ევროპულ შესაბამისობაზე სერტიფიცირების მიმდინარეობისას
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დოკუმენტაციის სწორ მომზადებას, ე.წ.
ტექნიკური ფაილებს, საინსპექციო კონტროლისა და ტესტირების შედეგებს.
საქართველოს ხარისხის ფონდის მეშვეობით თქვენ გარანტირებულად მიიღებთ
კვალიფიციურ დახმარებას ევროპული შესაბამისობის სერტიფიცირებისათვის საჭირო
დოკუმენტების მომზადებაში; ასევე ხელშეწყობას საინსპექციო კონტროლის და
ტესტირების მომზადებაში, რომელიც შემდგომ უზრუნველყოფს ევროპული
შესაბამისობის სერტიფიცირების დადებითად პროგნოზირებადი შედეგისა და
სერტიფიკატის მინიმალურ ვადებში მიღებას.



ევროპული შესაბამისობის სერტიფიკატი იძლევა CE ნიშნის მარკირების უფლებას, რაც
ევროპის ბაზარზე პროდუქციის შეუფერხებლად რეალიზაციის საშვს წარმოადგენს.
სერტიფიცირების პროცედურა


• წარმოების შიდა კონტროლი, შესაბამისობის დეკლარაცია (მოდული A);
• წარმოების შიდა კონტროლი და პროდუქციის კონტროლირებადი კვლევა (მოდული A1);
• წარმოების შიდა კონტროლი და პროდუქციის კონტროლირებადი კვლევა დროის შემთხვევითი
მონაკვეთების შემდეგ (მოდული A2);
• CE გამოკვლევის ტიპიური მაგალითი (მოდული B);
• წარმოების შიდა კონტროლის საფუძველზე ტიპიური მაგალითის შესაბამისობა (მოდული C);
• წარმოების შიდა კონტროლის საფუძველზე ტიპიური მაგალითის შესაბამისობა და პროდუქციის
კონტროლირებადი კვლევა (მოდული C1);
• შიდა   კონტროლის    საფუძველზე     ტიპიური    მაგალითის   შესაბამისობა   და   პროდუქციის
კონტროლირებადი შემოწმება დროის შემთხვევითი მონაკვეთების შემდეგ (მოდული C2).
• საწარმოო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე შესაბამისობა ტიპიურ ნიმუშთან
(მოდული D)
• საწარმოო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა (მოდული D 1)
• პროდუქციის ხარისხის საფუძველზე შესაბამისობა ტიპიურ ნიმუშთან (მოდული E)
• პროდუქციის ხარისხის საბოლოო კონტროლისა და კვლევის უზრუნველყოფა (მოდული E1)
• პროდუქციის ვერიფიკაციის საფუძველზე ტიპიურ ნიმუშთან შესაბამისობა (მოდული F)
• შესაბამისობა პროდუქციის ვერიფიკაციის საფუძველზე (მოდული F1 )
• შესაბამისობა ერთეული პროდუქციის ვერიფიკაციის საფუძველზე (მოდული G)
• შესაბამისობა ხარისხის სრული შესაბამისობის საფუძველზე (მოდული H)
• შესაბამისობა ხარისხის სრული შესაბამისობის და პროექტირების კონტროლის საფუძველზე (მოდული
H1)
მარკირება



მარკირების ნიშანი CE უნდა იყოს არანაკლებ 5 მმ. მწარმოებელს შეუძლია
თავად აირჩიოს ნიშნის ფერი და მარკირების მეთოდი.
ერთადერთი აუცილებელი მოთხოვნა არის ის, რომ ნიშანი გარკვევით
უნდა იქნას დატანიებული და არ უნდა იშლებოდეს.
თუ ტექნიკურად შესაძლებელია, უმჯობესია მარკირებული იყოს თავად
პროდუქტი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, იგი უნდა განთავსდეს
გამოყენების წესთან ან საგარანტიო დოკუმენტთან ერთად.

პროდუქციის მარკირებისას შესაძლებელია დატანიებულ იქნას
დამატებითი ნიშნები, როგორიცაა ელექტრო უსაფრთხოება, ATEX, RoHs,
სახანძრო საშიშროების აღმნიშვნელი სიმბოლო და ა.შ.
საქართველოს ხარისხის ფონდი, პირველი და ერთადერთი ქართული
ორგანიზაცია, რომელიც ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად,
მზად არის ჩაატაროს შესაბამისობის შეფასების სამუშაოები და ამის
საფუძველზე მოახდინოს კონკრეტული პროდუქციის CEსერტიფიცირება,
რაც საშუალებას მისცემს მწარმოებელ კომპანიას საერთაშორისო დონეზე
წარმოაჩინოს საკუთარი პროდუქცია და ტექნიკური ბარიერების გარეშე
განახორციელოს იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.



                                                       CE
საქართველოს ხარისხის ფონდი




                 www.gqf.ge
kostavas 71, tel: 245 0909 / 2365443 faqsi: 2330918

Weitere ähnliche Inhalte

Empfohlen

Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Kurio // The Social Media Age(ncy)
 

Empfohlen (20)

PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike RoutesMore than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
 
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
 
Barbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy PresentationBarbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy Presentation
 

Ce Marking Presentation (geo)

  • 2. საქართველოს ხარისხის ფონდი (GQF) არის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ნაციონალური წარმომადგენელი საქართველოში. ფონდის მთავარი მიზანი ორგანიზაციებში ხარისხის მენეჯმენტის თანამედროვე სისტემების დანერგვითა და წარმატებული ბიზნეს– საქმიანობის წარმოჩენით ევროპულ ხარისხთან შესაბამისობა, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და იმპორტს სხვადასხვა ქვეყანაში.
  • 3. საქართველოს ხარისხის ფონდი პირველად საქართველოში ადგილობრივ მწარმოებლებს სთავაზობს CE მარკირებას
  • 4. რა არის CE მარკირება?! CE მარკირება ფრანგულად (Conformité Européenne) ევროპულ შესაბამისობას ნიშნავს. იგი განსაკუთრებული ნიშანია, რომელიც დაიტანება პროდუქტზე და ადასტურებს მის შესაბამისობას ევროკავშირის დირექტივებთან და ჰარმონიზებულ სტანდარტებთან. CE მარკირებულ პროდუქციას წარმატებით აქვს გავლილი დირექტივებთან შესაბამისობის შეფასების პროცედურა, იგი არ წარმოადგენს საფრთხეს მომხმარებლისათვის და არ აზიანებს გარემოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ CE ნიშანი არ წარმოადგენს პროდუქციის ხარისხის სიმბოლოს!
  • 5. CE მარკირება ევროკავშირის ქვეყნებში სავალდებულოა საყურადღებოა, რომ CE მარკირება ყოველთვის არ შეესაბამება ხარისხის ნიშნის სტანდარტებს. CE მარკირება გულისხმობს მხოლოდ პროდუქციის ევროპულ შესაბამისობას. ხარისხის ნიშნის მოპოვება შესაძლებელია ნებაყოფლობით სერტიფიცირებისათვის საჭირო პროცედურების გავლით. ეს სტანდარტები ყველა ქვეყნისათვის ინდივიდუალური და ნებაყოფლობითია, მაშინ როცა CE ნიშანი სავალდებულოა. ევროპული შესაბამისობის ნიშნის გარეშე პროდუქციის გაყიდვა აკრძალულია და დასჯადია, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევად ითვლება. European Union Harmonised Directives standards European European standards directives
  • 6. CE მარკირება განიხილება როგორც ერთგვარი "პასპორტი" პროდუქტისა, რომელიც საშუალებას აძლევს პროდუქტს შევიდეს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური ზონაში. ევროკავშირის ქვექნებმა შეათანხმეს და შემოიღეს საერთო სტანდარტი ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც იწარმოება, შედის და იყიდება ევროკავშირის ქვეყნებში. CE ნიშნით მარკირება ნიშნავს, რომ პროდუქცია შეიძლება თავისუფლად იყიდებოდეს ევროკავშირის ქვეყნებში და აკმაყოფილებდეს შესაბამისი ევროპული დირექტივებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული დირექტივები მოქმედებს ჰარმონიზაციისა და სტანდარტიზაციის კონცეფციის საფუძველზე, რომელიც ევროკავშირის საბჭომ მიიღო 1985 წელს.
  • 7. ევროკავშირის კანონმდებლობაში წარმოდგენილია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც ევროპულ შესაბამისობაზე სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება • საბავშვო სათამაშოები; • სამშენებლო მასალები; • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; • ასაწონი არაავტომატიზირებული ხელსაწყოები; • თხევად ან გაზის საწვავზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი ავზები; • სამედიცინო აღჭურვილობა; • ფეთქებად საშიშ გარემოში გამოსაყენებელი დაცვის სისტემები და ხელსაწყოები; • წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები და სისტემები; • რადიოკავშირის საშუალებები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობები; • გამზომი აპარატურა; • ელექტრომაგნიტური შეთავსება; • მანქანები და აღჭურვილობა; • დაბალ ძაბვიანი სისტემები, ელექტრო უსაფრთხოება; • წნევის ქვეშ მყოფი უბრალო ჭურჭელი; • გაზისებრი საქვავის წვის დანადგარები; • ფეთქებადი ნივთიერებები სამოქალაქო მიზნებისათვის; • ადამიანების გადასაადგილებლად განკუთვნილი საბაგიროები; • ლიფტები და ამწევი მექანიზმები; • აქტიური ინპლანტირებული სამედიცინო ხელსაწყოები; • ლაბორატორიული ინ -ვიტრო გამოკვლევისათვის საჭირო სამედიცინო საშუალებები. ყველა პროდუქცია, რომელიც შეესაბამება ამ დირექტივებს და წარმოდგენილია ევროკავშირის შიდა ბაზარზე, ექვემდებარება CE მარკირებას.
  • 8. CE სერტიფიცირება ევროპულ შესაბამისობაზე სერტიფიცირებას ახორციელებენ მხოლოდ სპეციალური ნოტიფიცირებული სერტიფიცირების ევროპული ორგანოები. ყველა პროდუქტს აქვს საკუთარი შემუშავებული სტანდარტი, რომელიც შეიცავს პროდუქციისადმი მთავარი მოთხოვნების ჩამონათვალს. ევროპულ შესაბამისობაზე სერტიფიცირების მიმდინარეობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დოკუმენტაციის სწორ მომზადებას, ე.წ. ტექნიკური ფაილებს, საინსპექციო კონტროლისა და ტესტირების შედეგებს.
  • 9. საქართველოს ხარისხის ფონდის მეშვეობით თქვენ გარანტირებულად მიიღებთ კვალიფიციურ დახმარებას ევროპული შესაბამისობის სერტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში; ასევე ხელშეწყობას საინსპექციო კონტროლის და ტესტირების მომზადებაში, რომელიც შემდგომ უზრუნველყოფს ევროპული შესაბამისობის სერტიფიცირების დადებითად პროგნოზირებადი შედეგისა და სერტიფიკატის მინიმალურ ვადებში მიღებას. ევროპული შესაბამისობის სერტიფიკატი იძლევა CE ნიშნის მარკირების უფლებას, რაც ევროპის ბაზარზე პროდუქციის შეუფერხებლად რეალიზაციის საშვს წარმოადგენს.
  • 10. სერტიფიცირების პროცედურა • წარმოების შიდა კონტროლი, შესაბამისობის დეკლარაცია (მოდული A); • წარმოების შიდა კონტროლი და პროდუქციის კონტროლირებადი კვლევა (მოდული A1); • წარმოების შიდა კონტროლი და პროდუქციის კონტროლირებადი კვლევა დროის შემთხვევითი მონაკვეთების შემდეგ (მოდული A2); • CE გამოკვლევის ტიპიური მაგალითი (მოდული B); • წარმოების შიდა კონტროლის საფუძველზე ტიპიური მაგალითის შესაბამისობა (მოდული C); • წარმოების შიდა კონტროლის საფუძველზე ტიპიური მაგალითის შესაბამისობა და პროდუქციის კონტროლირებადი კვლევა (მოდული C1); • შიდა კონტროლის საფუძველზე ტიპიური მაგალითის შესაბამისობა და პროდუქციის კონტროლირებადი შემოწმება დროის შემთხვევითი მონაკვეთების შემდეგ (მოდული C2).
  • 11. • საწარმოო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე შესაბამისობა ტიპიურ ნიმუშთან (მოდული D) • საწარმოო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა (მოდული D 1) • პროდუქციის ხარისხის საფუძველზე შესაბამისობა ტიპიურ ნიმუშთან (მოდული E) • პროდუქციის ხარისხის საბოლოო კონტროლისა და კვლევის უზრუნველყოფა (მოდული E1) • პროდუქციის ვერიფიკაციის საფუძველზე ტიპიურ ნიმუშთან შესაბამისობა (მოდული F) • შესაბამისობა პროდუქციის ვერიფიკაციის საფუძველზე (მოდული F1 ) • შესაბამისობა ერთეული პროდუქციის ვერიფიკაციის საფუძველზე (მოდული G) • შესაბამისობა ხარისხის სრული შესაბამისობის საფუძველზე (მოდული H) • შესაბამისობა ხარისხის სრული შესაბამისობის და პროექტირების კონტროლის საფუძველზე (მოდული H1)
  • 12. მარკირება მარკირების ნიშანი CE უნდა იყოს არანაკლებ 5 მმ. მწარმოებელს შეუძლია თავად აირჩიოს ნიშნის ფერი და მარკირების მეთოდი. ერთადერთი აუცილებელი მოთხოვნა არის ის, რომ ნიშანი გარკვევით უნდა იქნას დატანიებული და არ უნდა იშლებოდეს. თუ ტექნიკურად შესაძლებელია, უმჯობესია მარკირებული იყოს თავად პროდუქტი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, იგი უნდა განთავსდეს გამოყენების წესთან ან საგარანტიო დოკუმენტთან ერთად. პროდუქციის მარკირებისას შესაძლებელია დატანიებულ იქნას დამატებითი ნიშნები, როგორიცაა ელექტრო უსაფრთხოება, ATEX, RoHs, სახანძრო საშიშროების აღმნიშვნელი სიმბოლო და ა.შ.
  • 13. საქართველოს ხარისხის ფონდი, პირველი და ერთადერთი ქართული ორგანიზაცია, რომელიც ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მზად არის ჩაატაროს შესაბამისობის შეფასების სამუშაოები და ამის საფუძველზე მოახდინოს კონკრეტული პროდუქციის CEსერტიფიცირება, რაც საშუალებას მისცემს მწარმოებელ კომპანიას საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს საკუთარი პროდუქცია და ტექნიკური ბარიერების გარეშე განახორციელოს იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. CE
  • 14. საქართველოს ხარისხის ფონდი www.gqf.ge kostavas 71, tel: 245 0909 / 2365443 faqsi: 2330918