SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 6
Downloaden Sie, um offline zu lesen
გაკვეთილი N 39

საშინაო დავალების შემოწმება:


1.   K2Cr2O7 +14 HBr  2KBr +2 CrBr3 + 7H2O + 3Br2
2.   Cu+ 4HNO3  Cu(NO3)2 + 2H2O + 2NO2
3.   Zn + 2H2SO4  ZnSO4 + 2H2O + SO2
4.   3Zn +4 H2SO4  3ZnSO4 + 4H2O + S
5.   4Zn + 5H2SO4  4ZnSO4 + 4H2O + H2S
6.   5Mg + 12HNO3  5Mg(NO3)2 + 6H2O + N2
7.   3Ag + 4HNO3  3AgNO3 + 2H2O + NO
8.   SnO2 + 4HI  SnI2 + 2H2O + I2
9.   2Cu(NO3)2 + 4KI  2CuI + 4KNO3 + I2



VI ტესტი

1. რომელი დებულებაა მცდარი?
     1. იონური ბმა აღიძვრება საწინააღმდეგოდ დამუხტულ იონებს შორის
     ელექტროსატიკური ურთიერთქმედების ხარჯზე

     2. კოვალენტური ბმა შეიძლება განხორციელდეს, როგორც ერთიდაიმავე, ასევე
     სხვადასხვა ელემენტის ატომებს შორის

     3. კოვალენტური ბმა აღიძვრება საზიარო ელექტრონული წყვილების

     წარმოქმნის ხარჯზე

     4. იონური ბმა შეიძლება განხორციელდეს, როგორც ერთიდაიმავე, ასევე
     სხვადასხვა ელემენტის ატომებს შორის

2. აზოტის მოლეკულაში კოვალენტური ბმის წარმოქმნისას ადგილი აქვს:
     1. s-s ელექტრონული ღრუბლების გადაფარვას

     2. p-p ელექტრონული ღრუბლების გადაფარვას

     3. სამ-სამი p-p ელექტრონული ღრუბლების გადაფარვას

     4. არცერთი პასუხი არ არის სწორი

3. კოვალენტური ბმა ხორციელდება შემდეგ წყვილებში:
     1. ქლორი-ქლორი, ჟანგბადი-ჟანგბადი, ნატრიუმი-ქლორი
2. ქლორი-ქლორი, წყალბადი-ქლორი, აზოტი-აზოტი

  3. ფტორი-ფტორი, ნატრიუმი-ნატრიუმი, ჟანგბადი-ჟანგბადი,

  4. წყალბადი-წყალბადი, გოგირდი-ჟანგბადი, ნატრიუმი-წყალბადი

4. რომელი დებულებაა მცდარი?
  1. H2, Cl2 და CS2 მოლეკულებში ხორციელდება არაპოლარული კოვალენტური
  ბმები

  2. HCl, HF და H2S მოლეკულებში ხორციელდება პოლარული კოვალენტური
  ბმები

  3. CS2, HCl და HBr მოლეკულებში ხორციელდება პოლარული კოვალენტური
  ბმები

  4. მეტალურ ბმას ადგილი აქვს მხოლოდ თხევად და მყარ მდგომარეობაში

5. რომელი დებულებაა მცდარი?
  1. დაჟანგულობის ხარისხი ატომის პირობითი მუხტია

  2. მარტივი ნივთიერების დაჟანგულობის რიცხვი ნულის ტოლია                    3.
წყალბადის დაჟანგულობის რიცხვი ჰალოგენწყალბადებში ყოველთვის +1-ის
ტოლია

  4. გოგირდის დაჟანგულობის რიცხვი არამეტალებთან ყოველთვის +4-ის
ტოლია

6. კალიუმის,      ქრომის   და   ჟანგბადის    დაჟანგულობის   რიცხვი     K2Cr2O7-ში
  შესაბამისად ტოლია
  1. +1, +4, -2        2. +1, +6, -2        3. +2, +2, -2   4. +1, +7, -2

7. რომელი დებულებაა სწორი?
  1. ელექტრონების მიერთების პროცესს აღდგენა ეწოდება. აღდგენის დროს
  დაჟანგულობის ხარისხი იკლებს

  2. ელექტრონების მიერთების პროცესს დაჟანგვა ეწოდება. დაჟანგვის დროს
  დაჟანგულობის ხარისხი იმატებს

  3. ელემენტს, რომელიც იჟანგება, დამჟანგავი ეწოდება
4. ელემენტს, რომელიც აღდგება, აღმდგენელი ეწოდება

  8. რომელი რეაქცია არ არის ჟანგვა აღდგენითი?
     1. 3NaClO = NaClO3 + 2NaCl

     2. 2NaNO3 = 2NaNO2 + O2

     3. 2KClO3 = 2KCl + 3O2

     4. CaCO3 = CaO + CO2

  9. რომელი რეაქცია არ არის ჟანგვა აღდგენითი?
     1. 2Al + 2NaOH + 6H2O = 2Na[Al(OH)4] + 3H2

     2. CaCl2 + 2AgNO3 = 2AgCl + Ca(NO3)2

     3. Fe + CuSO4 = FeSO4 + Cu

     4. 4NH 3 + 5O2 = 4No + 6H2O

   10. reaqciaSi       6KOH + 3Cl2 = KClO3 + 5KCl + 3H2O

     1. ქლორის ერთი ატომი გასცემს ხუთ ელექტრონს, ხოლო ქლორის მეორე
     ატომი იერთებს ერთ ელექტრონს

     2. კალიუმის ატომი გასცემს ერთ ელექტრონს, ხოლო ქლორის ატომი იერთებს
     ერთ ელექტრონს

     3. ქლორის ერთი ატომი გასცემს ერთ ელექტრონს, ხოლო ქლორის მეორე
     ატომი იერთებს ერთ ელექტრონს

     4. ჟანგბადის ატომი გასცემს ორ ელექტრონს, ხოლო ქლორის ატომი გასცემს
     ხუთ ელექტრონს




                                   თემა N7

                   ელემენტთა პერიოდული სისტემა
                      ატომის აღნაგობის შუქზე

  ელემენტთა პერიოდული სისტემის შესწავლისას მრავალი კანონზომიერება
შევამჩნიეთ. ამ კანონზომიერებათა ახსნა მხოლოდ ატომის აღნაგობაზე დაყრდნობით
შეიძლება.
მაშინ, როდესაც მენდელეევი აყალიბებდა პერიოდულობის კანონს ატომის
აღნაგობა ცნობილი არ იყო და ელემენტების მთავარ მახასიათებელ სიდიდედ
ელემენტთა ატომური მასები განიხილებოდა. თანამედროვე შეხედულებებით
ცხადია, რომ ელემენტების მთავარი მახასიათებელი ატომგულის მუხტია, ანუ:
 ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომთა ერთობლიობას ქიმი-
ური ელემენტი ეწოდება.
  აქედან გამომდინარე პერიოდულობის კანონი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:
  მარტივ ნივთიერებათა თვისებები, შესაბამისი რთული ნივთიერე-
ბების თვისებები და ფორმები პერიოდულ დამოკიდებულებაშია
ელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდესთან.
   ე.ი. ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ელემენტები განლაგებულია არა ატომური
მასის ზრდის, არამედ ატომგულის მუხტის ზრდის მიხედვით. აშკარაა ისიც, რომ
ელემენტის რიგობრივი ნომერი ე.პ.ს.-ში რიცხობრივად ემთხვევა ელემენტის
ატომგულის მუხტის სიდიდეს. ახლა უკვე გასაგებია რატომ არის არგონი
მოთავსებული კალიუმის წინ მიუხედავად იმისა, რომ არგონის ატომური მასა
კალიუმის ატომურ მასაზე მეტია. არგონის ფარდობითი ატომური მასაა 40, ხოლო
კალიუმისა 39. როგორც ვიცით ელემენტ არგონის ატომგულის მუხტია +18, ხოლო
კალიუმისა კი +19.
   ასეთივე მიზეზი აქვთ სხვა “გამონაკლისებს”, რომლებსაც ვხვდებოდით
ელემენტთა პერიოდული სისტემაში თუ ამოსავალ წერტილად ელემენტის ატომურ
მასას განვიხილავდით (Co და Ni, Te და I, Th და Pa – დააკვირდით ელემენტთა
პერიოდულ სისტემის ტაბულას და დასკვნები თავად გამოიტანეთ.).
   როდესაც ვსწავლობდით ელემენტთა პერიოდულ სისტემას მაშინ ავღნიშნეთ, რომ
პერიოდები იწყება ყველაზე აქტიური მეტალებით – ტუტე მეტალებით, შემდეგ
პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ თანდათანობით ქვეითდება მეტალური ბუნება და
იზრდება არამეტალური ბუნება. პერიოდის ბოლოს ყველაზე აქტიური არამეტალები
– ჰალოგენებია მოთავსებული, პერიოდს კი ინერტული აირები ასრულებენ. ამ
კანონზომიერების ასახსნელად განვიხილოთ რა განაპირობებს ელემენტის მეტალურ
და არამეტალურ ბუნებას.
   რაც უფრო ადვილად გასცემს ელემენტის ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია
ელემენტის მეტალური ბუნება. პირიქით რაც უფრო ადვილად იერთებს ელემენტის
ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის არამეტალური ბუნება.
   პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ მცირდება ელემენტის ატომის რადიუსი და
იზრდება ატომგულის მუხტი.
   ფიზიკის კურსიდან ცნობილია, რომ საწინააღმდეგოდ დამუხტულ ნაწილაკებს
შორის ურთიერთმიზიდვის ძალები დამუხტული ნაწილაკების მუხტების ნამრავლის
პირდაპირპროპორციულია       და   მუხტებს    შორის    მანძილის   კვადრატის
უკუპროპორციულია. ამ კანონს კულონის კანონი ეწოდება:
                           q1q2
                        F=
                             r2
   სადაც F დამუხტულ ნაწილაკებს შორის მიზიდვის ძალაა, q1 და q2 დამუხტული
ნაწილაკების მუხტია, r დამუხტულ ნაწილაკებს შორის მანძილია.
   სხვაგვარად რაც უფრო დიდია მუხტი, მით უფრო ძლიერია ურთიერთმიზიდვა და
რაც უფრო დიდია მანძილი, მით უფრო სუსტია ურთიერთმიზიდვა.
პერიოდის დასაწყისში მოთავსებულ ელემენტებს – ტუტე მეტალებს პერიოდის
ყველა ელემენტზე უფრო დაბალი ატომგულის მუხტი და ყველაზე დიდ ატომური
რადიუსი აქვს. გარე შრის ელექტრონსა და ატომბირთვს შორის ურთიერთმიზიდვის
ძალები სუსტია, ელექტრონი ადვილად წყდება ატომს. ამასთანავე გარე შრეზე ტუტე
მეტალების ატომებს 1 ელექტრონი აქვთ და დასრულებული შრის წარმოსაქმნელად
ამ ელექტრონის გაცემა საკმარისია, მაშინ როცა ამ პერიოდის სხვა ელემენტებს გარე
შრეზე ორი და მეტი ელექტრონი აქვთ და დასრულებული შრის წარმოსაქმნელად
შესაბამისად ორი ან მეტი ელექტრონის გაცემა სჭირდებათ. ეს განაპირობებს იმას, თუ
რატომ აქვთ ტუტე მეტალებს ელექტრონის გაცემის ძლიერი უნარი ანუ ძლიერი
მეტალური ბუნება. ტუტე მეტალების მარჯვნივ მყოფ მომდევნო ელემენტებს ტუტე
მეტალებთან შედარებით 1-ით მეტი ატომგულის მუხტი და უფრო მცირე რადიუსი
აქვთ. ორივე ეს ფაქტორი ზრდის გარე შრის ელექტრონებისა და ატომგულს შორის
ურთიერთმიზიდვას და ამით აქვეითებს ელექტრონის გაცემის უნარს, ანუ მეტალურ
ბუნებას. ატომგულის მუხტის ზრდასთან ერთად მცირდება ატომის რადიუსი და
იზრდება გარე შრეზე ელექტრონების რაოდენობა. საბოლოოდ თავს იჩენს
დასრულებული შრის წარმოქმნისთვის ელექტრონის მიერთების უნარი ანუ
არამეტალური ბუნება. რაც უფრო დიდია ატომგულის მუხტი და მცირეა რადიუსი,
მით უფრო ადვილად მიიზიდება გარე შრეზე ახალი ელექტრონი. ამასთანავე
ელექტრონების რაოდენობის ზრდა გარე შრეზე აადვილებს ელექტრონის მიერთების
უნარს: რაც უფრო მეტია ელექტრონების რიცხვი გარე შრეზე მით უფრო ნაკლები
ელექტრონის მიერთებაა საჭირო დასრულებული 8 ელექტრონიანი შრის
წარმოსაქმნელად.
   პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ იზრდება ატომგულის მუხტი, მცირდება ატომის
რადიუსი, იზრდება გარე შრეზე ელექტრონების რაოდენობა. ყველა ეს ფაქტორი
ხელს უწყობს არამეტალური ბუნების ზრდას. პერიოდებს ინერტული აირები
ასრულებს. მათ გარე შრეზე 8-8 ელექტრონი აქვთ. ასეთი გარსი მდგრადია. ამიტომაა,
რომ ინერტულ აირებს ელექტრონის არც მიერთება და არც გაცემა არ შეუძლიათ, ანუ
არც მეტალურ და არც არამეტალურ ბუნებას არ ამჟღავნებენ.
   მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ იზრდება მეტალური ბუნება და იკლებს
არამეტალური ბუნება. ამის მიზეზიც აშკარაა: ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ
იზრდება ატომგულის მუხტი, მაგრამ იზრდება ატომის რადიუსი. რადიუსის ზრდა
იწვევს გარე შრის ელექტრონებსა და ატომგულს შორის მიზიდვის შესუსტებას, რაც
იწვევს გარე შრის ელექტრონების მოხლეჩის გაადვილებას ანუ მეტალური ბუნების
გაძლიერებას. და პირიქით, ქვემოდან ზემოთ მთავარ ქვეჯგუფებში, მიუხედავად
იმისა, რომ მცირდება ატომგულის მუხტი, ატომური რადიუსის შემცირების გამო
ძლიერდება ელექტრონის მიერთების უნარი ანუ იზრდება არამეტალური ბუნება.




  საშინაო დავალება:

  1.   ჩამოვაყალიბოთ პერიოდულობის კანონი ელემენტების ატომების აღნაგობის
       გათვალისწინებით.
  2.   როგორ იცვლება მეტალური ბუნება რიგში:
         a) Li, Na, K, Rb, Cs, Fr.
         b) Be, Mg, Ca, Sr, Ba, Ra.
გ) Na, Mg, Al. – რატომ?
3.   როგორ იცვლება არამეტალური ბუნება რიგში:
      a) F, Cl, Br, I, At.
      b) O, S, Se, Te, Po.
      გ) C, N, O, F. - რატომ?

Weitere ähnliche Inhalte

Was ist angesagt?

G 014.doc
G 014.docG 014.doc
G 014.doc
qimia
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
barambo
 

Was ist angesagt? (20)

გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19
 
გაკვეთილი N 2
გაკვეთილი N 2გაკვეთილი N 2
გაკვეთილი N 2
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18
 
გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27
 
G 014.doc
G 014.docG 014.doc
G 014.doc
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29
 
გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4
 
G 007.docx
G 007.docxG 007.docx
G 007.docx
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
გაკვეთილი № 30
გაკვეთილი № 30გაკვეთილი № 30
გაკვეთილი № 30
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1
 
გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48
 
გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41
 

Andere mochten auch

Andere mochten auch (15)

გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36
 
გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44
 
გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
G 040
G 040G 040
G 040
 
გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23
 
გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5
 
გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49
 
გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47
 

Ähnlich wie გაკვეთილი № 39

G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02
barambo
 
G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01
barambo
 
G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02
barambo
 
G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02
barambo
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
barambo
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
barambo
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
barambo
 
G041 111031003432-phpapp02
G041 111031003432-phpapp02G041 111031003432-phpapp02
G041 111031003432-phpapp02
barambo
 
G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02
barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
barambo
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51
barambo
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51
barambo
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
barambo
 

Ähnlich wie გაკვეთილი № 39 (20)

G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02
 
G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01
 
G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02
 
G033 1
G033 1G033 1
G033 1
 
G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
ატომის აღნაგობა
ატომის აღნაგობაატომის აღნაგობა
ატომის აღნაგობა
 
G041 111031003432-phpapp02
G041 111031003432-phpapp02G041 111031003432-phpapp02
G041 111031003432-phpapp02
 
Qimia
QimiaQimia
Qimia
 
G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
 

Mehr von datiko43

12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
datiko43
 

Mehr von datiko43 (9)

12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
 
გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45
 
G 037
G 037G 037
G 037
 
გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34
 
გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33
 
გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28
 
გაკვეთილი № 26
გაკვეთილი № 26გაკვეთილი № 26
გაკვეთილი № 26
 
G 026
G 026G 026
G 026
 

გაკვეთილი № 39

  • 1. გაკვეთილი N 39 საშინაო დავალების შემოწმება: 1. K2Cr2O7 +14 HBr  2KBr +2 CrBr3 + 7H2O + 3Br2 2. Cu+ 4HNO3  Cu(NO3)2 + 2H2O + 2NO2 3. Zn + 2H2SO4  ZnSO4 + 2H2O + SO2 4. 3Zn +4 H2SO4  3ZnSO4 + 4H2O + S 5. 4Zn + 5H2SO4  4ZnSO4 + 4H2O + H2S 6. 5Mg + 12HNO3  5Mg(NO3)2 + 6H2O + N2 7. 3Ag + 4HNO3  3AgNO3 + 2H2O + NO 8. SnO2 + 4HI  SnI2 + 2H2O + I2 9. 2Cu(NO3)2 + 4KI  2CuI + 4KNO3 + I2 VI ტესტი 1. რომელი დებულებაა მცდარი? 1. იონური ბმა აღიძვრება საწინააღმდეგოდ დამუხტულ იონებს შორის ელექტროსატიკური ურთიერთქმედების ხარჯზე 2. კოვალენტური ბმა შეიძლება განხორციელდეს, როგორც ერთიდაიმავე, ასევე სხვადასხვა ელემენტის ატომებს შორის 3. კოვალენტური ბმა აღიძვრება საზიარო ელექტრონული წყვილების წარმოქმნის ხარჯზე 4. იონური ბმა შეიძლება განხორციელდეს, როგორც ერთიდაიმავე, ასევე სხვადასხვა ელემენტის ატომებს შორის 2. აზოტის მოლეკულაში კოვალენტური ბმის წარმოქმნისას ადგილი აქვს: 1. s-s ელექტრონული ღრუბლების გადაფარვას 2. p-p ელექტრონული ღრუბლების გადაფარვას 3. სამ-სამი p-p ელექტრონული ღრუბლების გადაფარვას 4. არცერთი პასუხი არ არის სწორი 3. კოვალენტური ბმა ხორციელდება შემდეგ წყვილებში: 1. ქლორი-ქლორი, ჟანგბადი-ჟანგბადი, ნატრიუმი-ქლორი
  • 2. 2. ქლორი-ქლორი, წყალბადი-ქლორი, აზოტი-აზოტი 3. ფტორი-ფტორი, ნატრიუმი-ნატრიუმი, ჟანგბადი-ჟანგბადი, 4. წყალბადი-წყალბადი, გოგირდი-ჟანგბადი, ნატრიუმი-წყალბადი 4. რომელი დებულებაა მცდარი? 1. H2, Cl2 და CS2 მოლეკულებში ხორციელდება არაპოლარული კოვალენტური ბმები 2. HCl, HF და H2S მოლეკულებში ხორციელდება პოლარული კოვალენტური ბმები 3. CS2, HCl და HBr მოლეკულებში ხორციელდება პოლარული კოვალენტური ბმები 4. მეტალურ ბმას ადგილი აქვს მხოლოდ თხევად და მყარ მდგომარეობაში 5. რომელი დებულებაა მცდარი? 1. დაჟანგულობის ხარისხი ატომის პირობითი მუხტია 2. მარტივი ნივთიერების დაჟანგულობის რიცხვი ნულის ტოლია 3. წყალბადის დაჟანგულობის რიცხვი ჰალოგენწყალბადებში ყოველთვის +1-ის ტოლია 4. გოგირდის დაჟანგულობის რიცხვი არამეტალებთან ყოველთვის +4-ის ტოლია 6. კალიუმის, ქრომის და ჟანგბადის დაჟანგულობის რიცხვი K2Cr2O7-ში შესაბამისად ტოლია 1. +1, +4, -2 2. +1, +6, -2 3. +2, +2, -2 4. +1, +7, -2 7. რომელი დებულებაა სწორი? 1. ელექტრონების მიერთების პროცესს აღდგენა ეწოდება. აღდგენის დროს დაჟანგულობის ხარისხი იკლებს 2. ელექტრონების მიერთების პროცესს დაჟანგვა ეწოდება. დაჟანგვის დროს დაჟანგულობის ხარისხი იმატებს 3. ელემენტს, რომელიც იჟანგება, დამჟანგავი ეწოდება
  • 3. 4. ელემენტს, რომელიც აღდგება, აღმდგენელი ეწოდება 8. რომელი რეაქცია არ არის ჟანგვა აღდგენითი? 1. 3NaClO = NaClO3 + 2NaCl 2. 2NaNO3 = 2NaNO2 + O2 3. 2KClO3 = 2KCl + 3O2 4. CaCO3 = CaO + CO2 9. რომელი რეაქცია არ არის ჟანგვა აღდგენითი? 1. 2Al + 2NaOH + 6H2O = 2Na[Al(OH)4] + 3H2 2. CaCl2 + 2AgNO3 = 2AgCl + Ca(NO3)2 3. Fe + CuSO4 = FeSO4 + Cu 4. 4NH 3 + 5O2 = 4No + 6H2O 10. reaqciaSi 6KOH + 3Cl2 = KClO3 + 5KCl + 3H2O 1. ქლორის ერთი ატომი გასცემს ხუთ ელექტრონს, ხოლო ქლორის მეორე ატომი იერთებს ერთ ელექტრონს 2. კალიუმის ატომი გასცემს ერთ ელექტრონს, ხოლო ქლორის ატომი იერთებს ერთ ელექტრონს 3. ქლორის ერთი ატომი გასცემს ერთ ელექტრონს, ხოლო ქლორის მეორე ატომი იერთებს ერთ ელექტრონს 4. ჟანგბადის ატომი გასცემს ორ ელექტრონს, ხოლო ქლორის ატომი გასცემს ხუთ ელექტრონს თემა N7 ელემენტთა პერიოდული სისტემა ატომის აღნაგობის შუქზე ელემენტთა პერიოდული სისტემის შესწავლისას მრავალი კანონზომიერება შევამჩნიეთ. ამ კანონზომიერებათა ახსნა მხოლოდ ატომის აღნაგობაზე დაყრდნობით შეიძლება.
  • 4. მაშინ, როდესაც მენდელეევი აყალიბებდა პერიოდულობის კანონს ატომის აღნაგობა ცნობილი არ იყო და ელემენტების მთავარ მახასიათებელ სიდიდედ ელემენტთა ატომური მასები განიხილებოდა. თანამედროვე შეხედულებებით ცხადია, რომ ელემენტების მთავარი მახასიათებელი ატომგულის მუხტია, ანუ: ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომთა ერთობლიობას ქიმი- ური ელემენტი ეწოდება. აქედან გამომდინარე პერიოდულობის კანონი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: მარტივ ნივთიერებათა თვისებები, შესაბამისი რთული ნივთიერე- ბების თვისებები და ფორმები პერიოდულ დამოკიდებულებაშია ელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდესთან. ე.ი. ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ელემენტები განლაგებულია არა ატომური მასის ზრდის, არამედ ატომგულის მუხტის ზრდის მიხედვით. აშკარაა ისიც, რომ ელემენტის რიგობრივი ნომერი ე.პ.ს.-ში რიცხობრივად ემთხვევა ელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდეს. ახლა უკვე გასაგებია რატომ არის არგონი მოთავსებული კალიუმის წინ მიუხედავად იმისა, რომ არგონის ატომური მასა კალიუმის ატომურ მასაზე მეტია. არგონის ფარდობითი ატომური მასაა 40, ხოლო კალიუმისა 39. როგორც ვიცით ელემენტ არგონის ატომგულის მუხტია +18, ხოლო კალიუმისა კი +19. ასეთივე მიზეზი აქვთ სხვა “გამონაკლისებს”, რომლებსაც ვხვდებოდით ელემენტთა პერიოდული სისტემაში თუ ამოსავალ წერტილად ელემენტის ატომურ მასას განვიხილავდით (Co და Ni, Te და I, Th და Pa – დააკვირდით ელემენტთა პერიოდულ სისტემის ტაბულას და დასკვნები თავად გამოიტანეთ.). როდესაც ვსწავლობდით ელემენტთა პერიოდულ სისტემას მაშინ ავღნიშნეთ, რომ პერიოდები იწყება ყველაზე აქტიური მეტალებით – ტუტე მეტალებით, შემდეგ პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ თანდათანობით ქვეითდება მეტალური ბუნება და იზრდება არამეტალური ბუნება. პერიოდის ბოლოს ყველაზე აქტიური არამეტალები – ჰალოგენებია მოთავსებული, პერიოდს კი ინერტული აირები ასრულებენ. ამ კანონზომიერების ასახსნელად განვიხილოთ რა განაპირობებს ელემენტის მეტალურ და არამეტალურ ბუნებას. რაც უფრო ადვილად გასცემს ელემენტის ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის მეტალური ბუნება. პირიქით რაც უფრო ადვილად იერთებს ელემენტის ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის არამეტალური ბუნება. პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ მცირდება ელემენტის ატომის რადიუსი და იზრდება ატომგულის მუხტი. ფიზიკის კურსიდან ცნობილია, რომ საწინააღმდეგოდ დამუხტულ ნაწილაკებს შორის ურთიერთმიზიდვის ძალები დამუხტული ნაწილაკების მუხტების ნამრავლის პირდაპირპროპორციულია და მუხტებს შორის მანძილის კვადრატის უკუპროპორციულია. ამ კანონს კულონის კანონი ეწოდება: q1q2 F= r2 სადაც F დამუხტულ ნაწილაკებს შორის მიზიდვის ძალაა, q1 და q2 დამუხტული ნაწილაკების მუხტია, r დამუხტულ ნაწილაკებს შორის მანძილია. სხვაგვარად რაც უფრო დიდია მუხტი, მით უფრო ძლიერია ურთიერთმიზიდვა და რაც უფრო დიდია მანძილი, მით უფრო სუსტია ურთიერთმიზიდვა.
  • 5. პერიოდის დასაწყისში მოთავსებულ ელემენტებს – ტუტე მეტალებს პერიოდის ყველა ელემენტზე უფრო დაბალი ატომგულის მუხტი და ყველაზე დიდ ატომური რადიუსი აქვს. გარე შრის ელექტრონსა და ატომბირთვს შორის ურთიერთმიზიდვის ძალები სუსტია, ელექტრონი ადვილად წყდება ატომს. ამასთანავე გარე შრეზე ტუტე მეტალების ატომებს 1 ელექტრონი აქვთ და დასრულებული შრის წარმოსაქმნელად ამ ელექტრონის გაცემა საკმარისია, მაშინ როცა ამ პერიოდის სხვა ელემენტებს გარე შრეზე ორი და მეტი ელექტრონი აქვთ და დასრულებული შრის წარმოსაქმნელად შესაბამისად ორი ან მეტი ელექტრონის გაცემა სჭირდებათ. ეს განაპირობებს იმას, თუ რატომ აქვთ ტუტე მეტალებს ელექტრონის გაცემის ძლიერი უნარი ანუ ძლიერი მეტალური ბუნება. ტუტე მეტალების მარჯვნივ მყოფ მომდევნო ელემენტებს ტუტე მეტალებთან შედარებით 1-ით მეტი ატომგულის მუხტი და უფრო მცირე რადიუსი აქვთ. ორივე ეს ფაქტორი ზრდის გარე შრის ელექტრონებისა და ატომგულს შორის ურთიერთმიზიდვას და ამით აქვეითებს ელექტრონის გაცემის უნარს, ანუ მეტალურ ბუნებას. ატომგულის მუხტის ზრდასთან ერთად მცირდება ატომის რადიუსი და იზრდება გარე შრეზე ელექტრონების რაოდენობა. საბოლოოდ თავს იჩენს დასრულებული შრის წარმოქმნისთვის ელექტრონის მიერთების უნარი ანუ არამეტალური ბუნება. რაც უფრო დიდია ატომგულის მუხტი და მცირეა რადიუსი, მით უფრო ადვილად მიიზიდება გარე შრეზე ახალი ელექტრონი. ამასთანავე ელექტრონების რაოდენობის ზრდა გარე შრეზე აადვილებს ელექტრონის მიერთების უნარს: რაც უფრო მეტია ელექტრონების რიცხვი გარე შრეზე მით უფრო ნაკლები ელექტრონის მიერთებაა საჭირო დასრულებული 8 ელექტრონიანი შრის წარმოსაქმნელად. პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ იზრდება ატომგულის მუხტი, მცირდება ატომის რადიუსი, იზრდება გარე შრეზე ელექტრონების რაოდენობა. ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს არამეტალური ბუნების ზრდას. პერიოდებს ინერტული აირები ასრულებს. მათ გარე შრეზე 8-8 ელექტრონი აქვთ. ასეთი გარსი მდგრადია. ამიტომაა, რომ ინერტულ აირებს ელექტრონის არც მიერთება და არც გაცემა არ შეუძლიათ, ანუ არც მეტალურ და არც არამეტალურ ბუნებას არ ამჟღავნებენ. მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ იზრდება მეტალური ბუნება და იკლებს არამეტალური ბუნება. ამის მიზეზიც აშკარაა: ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ იზრდება ატომგულის მუხტი, მაგრამ იზრდება ატომის რადიუსი. რადიუსის ზრდა იწვევს გარე შრის ელექტრონებსა და ატომგულს შორის მიზიდვის შესუსტებას, რაც იწვევს გარე შრის ელექტრონების მოხლეჩის გაადვილებას ანუ მეტალური ბუნების გაძლიერებას. და პირიქით, ქვემოდან ზემოთ მთავარ ქვეჯგუფებში, მიუხედავად იმისა, რომ მცირდება ატომგულის მუხტი, ატომური რადიუსის შემცირების გამო ძლიერდება ელექტრონის მიერთების უნარი ანუ იზრდება არამეტალური ბუნება. საშინაო დავალება: 1. ჩამოვაყალიბოთ პერიოდულობის კანონი ელემენტების ატომების აღნაგობის გათვალისწინებით. 2. როგორ იცვლება მეტალური ბუნება რიგში: a) Li, Na, K, Rb, Cs, Fr. b) Be, Mg, Ca, Sr, Ba, Ra.
  • 6. გ) Na, Mg, Al. – რატომ? 3. როგორ იცვლება არამეტალური ბუნება რიგში: a) F, Cl, Br, I, At. b) O, S, Se, Te, Po. გ) C, N, O, F. - რატომ?