SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 5
1

                               გაკვეთილი N7

  საშინაო დავალების შემოწმება:

  2. Na2O            Na2S       Na2Se
     CaO             CaS        CaSe
     Al2O3           Al2S3      Al2Se3

  3. H2SeO4 + 2KOH → K2SeO4 + 2H2O
     3H2SeO4 + 2Fe(OH)3 → Fe2(SeO4)3 + 6H2O
     MgO + H2SeO4 → MgSeO4 + H2O
     Na2CO3 + H2SeO4           Na2SeO4 + H2CO3
                                              H2O + CO2

                                                    -2
  4. H2Te            K2Te       Na2Te           ( Te )
      0
     Te              (მარტივი ნივთიერება)
                                                    +4
     TeO2            H2TeO3     Na2TeO3         ( Te )
                                                    +6
     TeO3            H6TeO6                     ( Te )




                                  ჟანგბადი

  ელემენტი ჟანგბადი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდულ სისტემის           II
პერიოდის VI ჯგუფში. მისი რიგობრივი ნომერია 8. M(O) = 16გ/მოლი. ჟანგბადის
ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ
           K L                        s   p

                                  n=2
      +8     2   6
                                  n=1


  მას ორი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს გარე შრეზე და ამიტომ შეუძლია ორი
კოვალენტური ბმის წარმოქმნა ანუ ჟანგბადი ორვალენტიანია.
  ნაერთების    უმრავლესობაში     ჟანგბადის  დაჟანგულობის   ხარისხია  -2.
                                   +1    -1    -1    +1
გამონაკლისებია პეროქსიდები. მაგ: H O O H წყალბადის პეროქსიდი (წყალბა-
დის ზეჟანგი).
  მხოლოდ ფტორთან წარმოქმნილ ნაერთებში ამჟღავნებს ჟანგბადი დადებით
დაჟანგულობის ხარისხს. გავიხსენოთ ჟანგბადის ელექტროუარყოფითობაა 3,5. მასზე
მაღალი ელექტროუარყოფითობა მხოლოდ ფტორს ახასიათებს (4,0).
  ელემენტი ჟანგბადი ბუნებაში სამი იზოტოპის სახითაა გავრცელებული:
2


                                16    17    18
                                 8O   8O    8O
   ჟანგბადი ბუნებაში გვხვდება როგორც თავისუფალი ისე ნაერთების სახით.
   თავისუფალი ჟანგბადი O2 შედის ჰაერის შემადგენლობაში. ჰაერში ω(O2) = 23%
(ჰაერში N2-ის შემცველობა 76%-ია, დანარჩენი აირების შემცველობა ჰაერში
დაახლოებით 1%-ია). ხოლო მოცულობითი წილი ϕ (O2) = 20,9% (ϕ (N2) = 78%).
   უფრო მარტივად ყოველი 100გ ჰაერი შეიცავს 23გ ჟანგბადს, ხოლო ყოველი 100ლ
ჰაერი შეიცავს 20,9ლ ჟანგბადს.
   ჟანგბადი მრავალი მინერალის შემადგენლობაში შედის. დედამიწის ქერქის და
ჰიდროსფეროს მასის დაახლოებით ნახევარი მასზე მოდის. ასე რომ ჟანგბადი
ყველაზე გავრცელებული ელემენტია დედამიწაზე.

  ჟანგბადის მიღება
  წარმოებაში ჟანგბადს ჰაერის გათხევადებით იღებენ. ჰაერის გათხევადება
შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე და მაღალ წნევაზე. თხევადი ჰაერიდან ჯერ
ორთქლდება აზოტი tდუღ = -195,80 და რჩება თხევადი ჟანგბადი tდუღ = -1830. ჟანგბადის
მიღების ლაბორატორიული ხერხებია:


   1. წყლის ელექტროლიზი:
                                  2H2O → 2H2 + O2
   2. ბერთოლეს მარილის დაშლა:
                 2KClO3 → 2KCl + 3O2
      ეს რეაქცია დაახლოებით 4500C ტემპერატურაზე მიმდინარეობს. თუ
      გამოვიყენებთ კატალიზატორს – MnO2, მაშინ რეაქცია 200-2500C-ზე
      წარიმართება


   3. კალიუმის პერმანგანატის (KMnO4) გახურებით მიიღება ჟანგბადი:
                  2KMnO4 → K2MnO4 + MnO2 + O2
       (კალიუმის პერმანგანატს შეესაბამება მჟავა HMnO4 – მანგანუმის მჟავა.
       კალიუმის მანგანატს შეესაბამება მჟავა H2MnO4 – ქვემანგანუმის მჟავა).


   4. კალიუმის ან ნატრიუმის ნიტრატის გახურებით მიიღება ჟანგბადი:
                  2KNO3 → 2KNO2 + O2

   5. ჟანგბადის მიღება შეიძლება აგრეთვე ვერცხლისწყლის ოქსიდის დაშლით:
                  2HgO → 2Hg + O2
      (ამ რეაქციის ჩატარებისას უნდა გვახსოვდეს, რომ O2-თან ერთად გამოიყოფა
ვერცხლისწყლის ორთქლი, რომელიც ძლიერი საწამლავია)
      ბუნებაში ჟანგბადი მიიღება მცენარის მწვანე ფოთლებში ფოტოსინთეზის
      გზით:
                   6CO2 + 6H2O      C6H12O 6 + 6O 2
                                     gl uko z a


  ფიზიკური თვისებები
3
   მარტივი ნივთიერება ჟანგბადი O2 – უფერო, უსუნო და უგემო აირია. მისი
სიმკვრივეა 1,42გ/ლ (შეეცადეთ ახსნათ როგორ შეიძლება გამოვთვალოთ ეს სიდიდე).
ჟანგბადი ჰაერზე მძიმეა Dჰაერი = 1,1 ( გავიხსენოთ რას ნიშნავს ეს სიდიდე და
შევეცადოთ გამოვთვალოთ ეს რიცხვი). ჟანგბადი წყალში მცირე რაოდენობით
იხსნება: 1ლ წყალი 00C ხსნის დაახლოებით 50მლ O2–ს. მაგრამ ეს რაოდენობა
საკმარისია იმისთვის, რომ წყალში იყოს სიცოცხლე.

  ქიმიური თვისებები
  1. ჟანგბადი რეაგირებს ყველა არამეტალთან ჰალოგენების გარდა
            C + O2 → CO               4P + 5O2 → 2P2O5
            S + O2 → SO2            2B + 3O2 → B2O3
         2H2 + O2 → 2H2O
     ჟანგბადთან აზოტის გარდა ყველა მარტივი ნივთიერების ურთიერთქმედების
   რეაქცია ეგზოთერმულია

                                  N2+ O2 → 2NO - Q

        ჟანგბადთან ურთიერთქმედების ყველა რეაქციას, რომელიც სითბოსა და
     სინათლის ინტენსიური გამოყოფით მიმდინარეობს, წვა ეწოდება.
     წვისგან განსხვავებით ნელი ჟანგვის პროცესი დაბალი სიჩქარით
     მიმდინარეობს, ხოლო ჟანგვის რეაქციებს, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებში
     მიმდინარეობს სუნთქვა ეწოდება.
  2. ჟანგბადი რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან (გამონაკლისია Ag, Au, Pt)
     ტუტე მეტალები ჟანგბადთან მაღალ ტემპერატურაზე წარმოქმნიან
     პეროქსიდებს:
           2Na + O2 → Na2O2        Na O O Na

     დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია მივიღოთ ოქსიდიც:
           4Na + O2 → 2Na2O
          სხვა მეტალებთან მაღალ ტემპერატურაზე ოქსიდები მიიღება:
                 2Zn + O2 → 2ZnO
                 2Cu + O2 → 2CuO

     რკინასთან ქვეჟანგჟანგი მიიღება:
           3Fe + 2O2 → Fe3O4       O = Fe – O – Fe – O – Fe = O

  3. ჟანგბადში იწვის ყველა ორგანული და ზოგიერთი არაორგანული ნივთიერება
                 2CuS + 3O2 → 2CuO + 2SO2
                 CH4 + 2O2 → CO2 + 2H2O

   ჟანგბადი აუცილებელია სიცოცხლისთვის. ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში
20-30მ3 ჰაერს ჩაისუნთქავს.
   ჟანგბადი ფართოდ გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში. მრავალი ქიმიური
პროცესი სუფთა ჟანგბადის გამოყენებით მიმდინარეობს (აზოტმჟავას, გოგირდმჟავას
სინთეზი, ორგანული სინთეზები, მადნების გამოწვა და ა.შ.). სუფთა ჟანგბადს
იყენებენ მედიცინაშიც.
4
  თავისუფალი ჟანგბადის აღმოჩენა შეიძლება შემდეგი გზით: ჟანგბადით სავსე
ჭურჭელში მბჟუტავი კვარი აინთება.

  ელემენტი ჟანგბადი წარმოქმნის მეორე მარტივ ნივთიერებასაც. ამ ნივთიერების
ფორმულაა O3. მას ოზონს უწოდებენ. ოზონი წარმოიქმნება ჟანგბადისგან
ჭექაქუხილის დროს ან ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას:
                      3O2 → 2O3
  ოზონის გრაფიკული ფორმულაა
                                   O
                          O             O

  ოზონი მოლეკულურ ჟანგბადზე (O2) უფრო ძლიერი მჟანგავია, რადგან ადვილად
იშლება ატომური ჟანგბადის გამოყოფით
                      O3 → O2 + O

  ამის გამო ოზონი შედის ისეთ რეაქციებში, რომლებშიც ვერ შედის ჟანგბადი. მაგ:
                       2Ag + O3 → Ag2O + O2
  როგორც გვახსოვს ვერცხლს ჟანგბადი ვერ ჟანგავს. ანალოგიურად:

                  0           -1             0        -2   0
                 O3 + 2KI + H2O              O2 + 2KOH + I2
                                   0              0   -2
                      1   2        O3 + 2e        O2 + O
                                   -1         0
                      1   2        2I - 2e   I2

  როგორც ვხედავთ ელემენტ ჟანგბადს შეუძლია ორი მარტივი ნივთიერების
წარმოქმნა. ეს ნივთიერებებია O2 - ჟანგბადი და O3 – ოზონი. ასეთ მარტივ
ნივთიერებებს ალოტროპიული სახეცვლილებები ქვიათ.
  ელემენტის უნარს წარმოქმნას რამოდენიმე მარტივი ნივთიერება ალოტროპია
ეწოდება.


  საშინაო დავალება:


  1. დაწერეთ ჟანგბადის და ნატრიუმის, ბერილიუმის, ალუმინის, დარიშხანის,
     გერმანიუმის, სილიციუმის ურთიერთქმედების რეაქციები.
  2. რამდენი ლიტრი (ნ.პ.) O2 მიიღება 200გ ბერთოლეს მარილის დაშლისას?
  3. რამდენი ლიტრი ჟანგბადია საჭირო 10ლ მეთანის და 20ლ (C2H6) ეთანის
     ნარევის დაწვისას?
5

Weitere ähnliche Inhalte

Was ist angesagt?

გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20datiko43
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19datiko43
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38datiko43
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11datiko43
 
G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9datiko43
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8datiko43
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24datiko43
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37datiko43
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14datiko43
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22datiko43
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი №  1გაკვეთილი №  1
გაკვეთილი № 1barambo
 

Was ist angesagt? (18)

გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი №  1გაკვეთილი №  1
გაკვეთილი № 1
 

Ähnlich wie Ara 007

გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7barambo
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02barambo
 
G 013.doc
G 013.docG 013.doc
G 013.docqimia
 
G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12barambo
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12barambo
 
G 014.doc
G 014.docG 014.doc
G 014.docqimia
 
G014 110926065624-phpapp01
G014 110926065624-phpapp01G014 110926065624-phpapp01
G014 110926065624-phpapp01barambo
 

Ähnlich wie Ara 007 (20)

გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02
 
G 013.doc
G 013.docG 013.doc
G 013.doc
 
G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
G 014.doc
G 014.docG 014.doc
G 014.doc
 
G014 110926065624-phpapp01
G014 110926065624-phpapp01G014 110926065624-phpapp01
G014 110926065624-phpapp01
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 

Mehr von barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

Mehr von barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 008
Ara 008Ara 008
Ara 008
 
Ara 004
Ara 004Ara 004
Ara 004
 
Ara 002
Ara 002Ara 002
Ara 002
 

Ara 007

  • 1. 1 გაკვეთილი N7 საშინაო დავალების შემოწმება: 2. Na2O Na2S Na2Se CaO CaS CaSe Al2O3 Al2S3 Al2Se3 3. H2SeO4 + 2KOH → K2SeO4 + 2H2O 3H2SeO4 + 2Fe(OH)3 → Fe2(SeO4)3 + 6H2O MgO + H2SeO4 → MgSeO4 + H2O Na2CO3 + H2SeO4 Na2SeO4 + H2CO3 H2O + CO2 -2 4. H2Te K2Te Na2Te ( Te ) 0 Te (მარტივი ნივთიერება) +4 TeO2 H2TeO3 Na2TeO3 ( Te ) +6 TeO3 H6TeO6 ( Te ) ჟანგბადი ელემენტი ჟანგბადი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდულ სისტემის II პერიოდის VI ჯგუფში. მისი რიგობრივი ნომერია 8. M(O) = 16გ/მოლი. ჟანგბადის ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ K L s p n=2 +8 2 6 n=1 მას ორი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს გარე შრეზე და ამიტომ შეუძლია ორი კოვალენტური ბმის წარმოქმნა ანუ ჟანგბადი ორვალენტიანია. ნაერთების უმრავლესობაში ჟანგბადის დაჟანგულობის ხარისხია -2. +1 -1 -1 +1 გამონაკლისებია პეროქსიდები. მაგ: H O O H წყალბადის პეროქსიდი (წყალბა- დის ზეჟანგი). მხოლოდ ფტორთან წარმოქმნილ ნაერთებში ამჟღავნებს ჟანგბადი დადებით დაჟანგულობის ხარისხს. გავიხსენოთ ჟანგბადის ელექტროუარყოფითობაა 3,5. მასზე მაღალი ელექტროუარყოფითობა მხოლოდ ფტორს ახასიათებს (4,0). ელემენტი ჟანგბადი ბუნებაში სამი იზოტოპის სახითაა გავრცელებული:
  • 2. 2 16 17 18 8O 8O 8O ჟანგბადი ბუნებაში გვხვდება როგორც თავისუფალი ისე ნაერთების სახით. თავისუფალი ჟანგბადი O2 შედის ჰაერის შემადგენლობაში. ჰაერში ω(O2) = 23% (ჰაერში N2-ის შემცველობა 76%-ია, დანარჩენი აირების შემცველობა ჰაერში დაახლოებით 1%-ია). ხოლო მოცულობითი წილი ϕ (O2) = 20,9% (ϕ (N2) = 78%). უფრო მარტივად ყოველი 100გ ჰაერი შეიცავს 23გ ჟანგბადს, ხოლო ყოველი 100ლ ჰაერი შეიცავს 20,9ლ ჟანგბადს. ჟანგბადი მრავალი მინერალის შემადგენლობაში შედის. დედამიწის ქერქის და ჰიდროსფეროს მასის დაახლოებით ნახევარი მასზე მოდის. ასე რომ ჟანგბადი ყველაზე გავრცელებული ელემენტია დედამიწაზე. ჟანგბადის მიღება წარმოებაში ჟანგბადს ჰაერის გათხევადებით იღებენ. ჰაერის გათხევადება შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე და მაღალ წნევაზე. თხევადი ჰაერიდან ჯერ ორთქლდება აზოტი tდუღ = -195,80 და რჩება თხევადი ჟანგბადი tდუღ = -1830. ჟანგბადის მიღების ლაბორატორიული ხერხებია: 1. წყლის ელექტროლიზი: 2H2O → 2H2 + O2 2. ბერთოლეს მარილის დაშლა: 2KClO3 → 2KCl + 3O2 ეს რეაქცია დაახლოებით 4500C ტემპერატურაზე მიმდინარეობს. თუ გამოვიყენებთ კატალიზატორს – MnO2, მაშინ რეაქცია 200-2500C-ზე წარიმართება 3. კალიუმის პერმანგანატის (KMnO4) გახურებით მიიღება ჟანგბადი: 2KMnO4 → K2MnO4 + MnO2 + O2 (კალიუმის პერმანგანატს შეესაბამება მჟავა HMnO4 – მანგანუმის მჟავა. კალიუმის მანგანატს შეესაბამება მჟავა H2MnO4 – ქვემანგანუმის მჟავა). 4. კალიუმის ან ნატრიუმის ნიტრატის გახურებით მიიღება ჟანგბადი: 2KNO3 → 2KNO2 + O2 5. ჟანგბადის მიღება შეიძლება აგრეთვე ვერცხლისწყლის ოქსიდის დაშლით: 2HgO → 2Hg + O2 (ამ რეაქციის ჩატარებისას უნდა გვახსოვდეს, რომ O2-თან ერთად გამოიყოფა ვერცხლისწყლის ორთქლი, რომელიც ძლიერი საწამლავია) ბუნებაში ჟანგბადი მიიღება მცენარის მწვანე ფოთლებში ფოტოსინთეზის გზით: 6CO2 + 6H2O C6H12O 6 + 6O 2 gl uko z a ფიზიკური თვისებები
  • 3. 3 მარტივი ნივთიერება ჟანგბადი O2 – უფერო, უსუნო და უგემო აირია. მისი სიმკვრივეა 1,42გ/ლ (შეეცადეთ ახსნათ როგორ შეიძლება გამოვთვალოთ ეს სიდიდე). ჟანგბადი ჰაერზე მძიმეა Dჰაერი = 1,1 ( გავიხსენოთ რას ნიშნავს ეს სიდიდე და შევეცადოთ გამოვთვალოთ ეს რიცხვი). ჟანგბადი წყალში მცირე რაოდენობით იხსნება: 1ლ წყალი 00C ხსნის დაახლოებით 50მლ O2–ს. მაგრამ ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ წყალში იყოს სიცოცხლე. ქიმიური თვისებები 1. ჟანგბადი რეაგირებს ყველა არამეტალთან ჰალოგენების გარდა C + O2 → CO 4P + 5O2 → 2P2O5 S + O2 → SO2 2B + 3O2 → B2O3 2H2 + O2 → 2H2O ჟანგბადთან აზოტის გარდა ყველა მარტივი ნივთიერების ურთიერთქმედების რეაქცია ეგზოთერმულია N2+ O2 → 2NO - Q ჟანგბადთან ურთიერთქმედების ყველა რეაქციას, რომელიც სითბოსა და სინათლის ინტენსიური გამოყოფით მიმდინარეობს, წვა ეწოდება. წვისგან განსხვავებით ნელი ჟანგვის პროცესი დაბალი სიჩქარით მიმდინარეობს, ხოლო ჟანგვის რეაქციებს, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარეობს სუნთქვა ეწოდება. 2. ჟანგბადი რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან (გამონაკლისია Ag, Au, Pt) ტუტე მეტალები ჟანგბადთან მაღალ ტემპერატურაზე წარმოქმნიან პეროქსიდებს: 2Na + O2 → Na2O2 Na O O Na დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია მივიღოთ ოქსიდიც: 4Na + O2 → 2Na2O სხვა მეტალებთან მაღალ ტემპერატურაზე ოქსიდები მიიღება: 2Zn + O2 → 2ZnO 2Cu + O2 → 2CuO რკინასთან ქვეჟანგჟანგი მიიღება: 3Fe + 2O2 → Fe3O4 O = Fe – O – Fe – O – Fe = O 3. ჟანგბადში იწვის ყველა ორგანული და ზოგიერთი არაორგანული ნივთიერება 2CuS + 3O2 → 2CuO + 2SO2 CH4 + 2O2 → CO2 + 2H2O ჟანგბადი აუცილებელია სიცოცხლისთვის. ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში 20-30მ3 ჰაერს ჩაისუნთქავს. ჟანგბადი ფართოდ გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში. მრავალი ქიმიური პროცესი სუფთა ჟანგბადის გამოყენებით მიმდინარეობს (აზოტმჟავას, გოგირდმჟავას სინთეზი, ორგანული სინთეზები, მადნების გამოწვა და ა.შ.). სუფთა ჟანგბადს იყენებენ მედიცინაშიც.
  • 4. 4 თავისუფალი ჟანგბადის აღმოჩენა შეიძლება შემდეგი გზით: ჟანგბადით სავსე ჭურჭელში მბჟუტავი კვარი აინთება. ელემენტი ჟანგბადი წარმოქმნის მეორე მარტივ ნივთიერებასაც. ამ ნივთიერების ფორმულაა O3. მას ოზონს უწოდებენ. ოზონი წარმოიქმნება ჟანგბადისგან ჭექაქუხილის დროს ან ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას: 3O2 → 2O3 ოზონის გრაფიკული ფორმულაა O O O ოზონი მოლეკულურ ჟანგბადზე (O2) უფრო ძლიერი მჟანგავია, რადგან ადვილად იშლება ატომური ჟანგბადის გამოყოფით O3 → O2 + O ამის გამო ოზონი შედის ისეთ რეაქციებში, რომლებშიც ვერ შედის ჟანგბადი. მაგ: 2Ag + O3 → Ag2O + O2 როგორც გვახსოვს ვერცხლს ჟანგბადი ვერ ჟანგავს. ანალოგიურად: 0 -1 0 -2 0 O3 + 2KI + H2O O2 + 2KOH + I2 0 0 -2 1 2 O3 + 2e O2 + O -1 0 1 2 2I - 2e I2 როგორც ვხედავთ ელემენტ ჟანგბადს შეუძლია ორი მარტივი ნივთიერების წარმოქმნა. ეს ნივთიერებებია O2 - ჟანგბადი და O3 – ოზონი. ასეთ მარტივ ნივთიერებებს ალოტროპიული სახეცვლილებები ქვიათ. ელემენტის უნარს წარმოქმნას რამოდენიმე მარტივი ნივთიერება ალოტროპია ეწოდება. საშინაო დავალება: 1. დაწერეთ ჟანგბადის და ნატრიუმის, ბერილიუმის, ალუმინის, დარიშხანის, გერმანიუმის, სილიციუმის ურთიერთქმედების რეაქციები. 2. რამდენი ლიტრი (ნ.პ.) O2 მიიღება 200გ ბერთოლეს მარილის დაშლისას? 3. რამდენი ლიტრი ჟანგბადია საჭირო 10ლ მეთანის და 20ლ (C2H6) ეთანის ნარევის დაწვისას?
  • 5. 5