SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 8
Downloaden Sie, um offline zu lesen
გაკვეთილი № 13
XIII ტესტი

1.   რომელი დებულებაა მცდარი?
       1.   ერთნაირი მოლეკულების დიდ მოლეკულებად შეერთების პროცესს
            პოლიმერიზაცია ეწოდება
       2.   პოლიპროპილენი პოლიმერია, პროპილენი კი მონომერი
       3.   ქიმიური     აღნაგობით           პოლიეთილენი   უჯერ    ნახშირწყალბადებს
            მიეკუთვნება
       4.   ქიმიური    აღნაგობით        პოლიეთილენი       ნაჯერ   ნახშირწყალბადებს
            მიეკუთვნება
2.   რომელი დებულებაა სწორი?
       1.   ბუნებრივი კაუჩუკი პოლიქლოროპრენია
       2.   ბუნებრივი კაუჩუკი პოლიიზოპრენია, რომელშიც ნახშირბადოვანი
            ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ ყოველთვის “ცის” მდგომარეაბაშია
       3.   ბუნებრივი კაუჩუკი პოლიიზოპრენია, რომელშიც ნახშირბადოვანი
            ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ ყოველთვის “ტრანს” მდგომარეაბაშია
       4.   ბუნებრივი კაუჩუკი პოლიბუტადიენია
3.   რომელი დებულებაა მცდარი?
       1.   აცეტილენი პერმანგანატს და ბრომიან წყალს აუფერულებს
       2.   აცეტილენთან ბრომის მიერთება ორ სტადიად მიმდინარეობს: ჯერ
            ბრომი მიუერთდება ერთი  ბმის ადგილზე, მერე მეორე  ბმის
            ადგილზე
       3.   აცეტილენი ალუმინის კარბიდზე წყლის მოქმედებით მიიღება
       4.   აცეტილენიდან შეიძლება ძმრის ალდეჰიდის მიღება
4.   კუჩეროვის რეაქციაა:
                                        O
                      Hg+2
     1. HC≡CH + H2O          CH3    C
                                        H
     2. HC≡CH + HC  CH2=CH
                              
                              CH3

     3. HC≡CH + Ag2O  AgC≡CAg
-2-
     4.   2HC≡CH  HC≡CHCH=CH2

5.   აცეტილენის ჰომოლოგიური რიგის ზოგადი ფორმულაა:
          1.   CnH2n           და      მისი        შემადგენელი     ნახშირბადატომებისთვის
               დამახასიათებელია sp ჰიბრიდიზაცია
          2.   CnH2n-2 და სამმაგი ბმის წარმომქმნელი ნახშირბადატომებისთვის
               დამახასიათებელია sp ჰიბრიდიზაცია
          3.   CnH2n+2         და          მისი    შემადგენელი     ნახშირბადატომებისთვის
               დამახასიათებელია sp2 ჰიბრიდიზაცია
          4.   CnH2n-2         და          მისი    შემადგენელი     ნახშირბადატომებისთვის
               დამახასიათებელია sp3 ჰიბრიდიზაცია
6.   ბენზოლი არ მიიღება:
     1.
                       CH2
           H2C                 CH2
                                      Pt, 3000oC           + 3H2
           H2C                 CH2
                       C
                        
                       H2
                                  o
     2.    CH3(CH2)4CH3 Pt, 3000 C                      + 4H2
                       t, oC
     3.   3C2H2                     C6H6

     4.   3CH2=CH2  C6H6 + 3H2



7.   რომელი დებულებაა მცდარი?
          1.   ბენზოლი ბრომიან წყალს აუფერულებს
          2.   ბენზოლში ნახშირბადის ყველა ატომის გარე ელექტრონული შრის
               ელექტრონები sp2 ჰიბრიდიზაციის მდგომარეობაშია
          3.   ბენზოლში მანძილი ნახშირბადატომებს შორის ერთნაირია, ხოლო
               ელექტრონული სიმკვრივე თანაბრადაა განაწილებული
          4.   ბენზოლი შედის როგორც მიერთების ასევე ჩანაცვლების რეაქციებში
-3-
  8.   რომელი რეაქციაა სწორი?
       1.
                                  H2SO4              NO2
                       + HONO2



       2. C6H6 + Br2  C6H5Br + HBr

       3. C6H6 + 3Cl2  C6H5Cl6

       4. სამივე რეაქცია სწორია

  9.   ალკილბენზოლების ჰომოლოგიური რიგის ნახშირწყალბადების ზოგადი
       ფორმულაა:

       1. CnH2n-2           2. CnH2n-6          3. CnH2n+1

       4. ბენზოლი ციკლური ნაერთია, ამიტომ მას ჰომოლოგიური რიგი არ გააჩნია.

  10. ტოლუოლისთვის რომელი დებულებაა სწორი?

            1.   ტოლუოლის მოლეკულაში შემავალი მეთილის ჯგუფი, მეთანისგან
                 განსხვავებით, ადვილად იჟანგება პერმანგანატით
            2.   ის უფრო ძნელად ნიტრირდება, ვიდრე ბენზოლი
            3.   ტოლუოლი პერმანგანატით არ იჟანგება, მაგრამ ბრომიან წყალს
                 აუფერულებს
            4.   ბენზოლისგან განსხვავებით, ტოლუოლი არომატული ნახშირწყალბადი
                 არ აირს




            ფუნქციური ჯგუფების შემცველი ორგანული ნაერთები
  R – სიმბოლოთი ორგანულ ქიმიაში აღინიშნება ორგანული ერთვალენტიანი
ჯგუფი. R – შეიძლება მივიღოთ ნებისმიერი ნახშირწყალბადისგან ერთი წყალბადის
ჩამოშორებით. ნაჯერი ნახშირწყალბადებისგან მიიღება ე.წ. ალკილის ჯგუფები, მაგ:
  H3C – მეთილი              H3C-H2C – ეთილი
  H3C-H2C-H2C – პროპილი                         და ა.შ.
  ასეთი ჯგუფები მიიღება უჯერი და არომატული ნახშირწყალბადებისგანაც, მაგ:
-4-
  H2C=CH ვინილი
                                                        ფენილი



  ზოგჯერ ამ ორგანულ ჯგუფებს ორგანულ რადიკალებსაც უწოდებენ. გავიხსენოთ,
რომ    რადიკალს       გაუწყვილებელი    ელექტრონის       მქონე      რეალურად    არსებულ
ნაწილაკებს ვუწოდეთ. აქ უბრალოდ ორ სხვადასხვა ფაქტს ერთნაირი სახელი აქვს.
  ფუნქციური ჯგუფი ეწოდება ატომებს ან ატომთა ჯგუფებს, რომლებიც არიან
დაკავშირებულნი ორგანულ ჯგუფებთან და მიღებულ ნივთიერებებს გარკვეულ
თვისებებს ანიჭებენ.
  ასეთი ფუნქციური ჯგუფებია:
  -OH ჰიდროქსილი. შესაბამისი ორგანული ნივთიერებები R–OH სპირტები და
ფენოლები:

           O                                 O
       C        ალდეჰიდის ჯგუფი        R C       ალდეჰიდები
           H                                 H

       O
                                             O
   C            კარბოქსილის ჯგუფი                  კარბონმჟავები
           OH                          R C
                                             OH


       NO2     ნიტროჯგუფი, RNO2 ნიტრონაერთები,
       NH2     ამინოჯგუფი, RNH2 ამინები,
       (ზოგჯერ        “ფუნქციური      ჯგუფების”      ნაცვლად        იყენებენ   ტერმინს
“ფუნქციონალური ჯგუფი”, რაც არასწორია)
  ფუნქციური ჯგუფის შემცველი ორგანული ნაერთების შესწავლას ვიწყებთ -OH
ჯგუფის (ჰიდროქსილის ჯგუფის) შემცველი ნაერთების შესწავლით.
-5-
                         ნაჯერი ერთატომიანი სპირტები A
                                 (ალკოჰოლები)
  ნაჯერი ერთატომიანი სპირტების მოლეკულები შედგება ალკილის რადიკალთან
დაკავშირებული ჰიდროქსილის ჯგუფისგან
                                                R–OH
         ამ ნაერთების ჰომოლოგიურ რიგს შემდეგი სახე აქვს: CnH2n+2O ანუ
                                   CnH2n+1–OH
  H3C–OH მეთილის სპირტი. სხვაგავარად ამ ნივთიერებას ხის სპიტრსაც უწოდებენ
(ხის მერქნის გადამუშავებით შეიძლება მივიღოთ). სისტემატური ნომენკლატურის
მიხედვით – მეთანოლი. შესაბამისი ნახშირწყალბადის სახელია მეთანი (CH4),
დაბოლოება “ოლი” – მოლეკულაში ჰიდროქსილის ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს.
  H3C-CH2-OH (C2H5OH) ეთილის სპირტი, ღვინის სპირტი, ეთანოლი.
  ნაჯერ სპირტებს ალკანოლებსაც უწოდებენ.
  C3H7OH ორი იზომერის სახით არსებობს:


              3    2   1
              CH3CH2CH2OH       პროპანოლ-1
   C3H7OH
              1    2 3
              CH3CHCH3          პროპანოლ-2
                     
                     OH

ალბათ უკვე მივხვდით, რომ რიცხვი “ოლ” დაბოლოების შემდეგ გვიჩვენებს რომელ
ნახშირბადატომთანაა დაკავშირებული ჰიდროქსილის ჯგუფი.

           4   3    2   1
           CH3CH2CH2CH2OH        ბუტანოლ-1


           4   3   2   1
           CH3CH2CHCH3           ბუტანოლ-2
                         
                         OH

C4H9OH
           3   2  1
           CH3CHCH2OH           2-მეთილპროპანოლ-1
                
               CH3

               CH3
            3 2   1
           CH3CHCH2              2-მეთილპროპანოლ-2
                
               OH
-6-
        და ა.შ.
  როგორც          ვხედავთ    ნაჯერ       ერთატომიან        სპირტებში     გვაქვს     როგორც
ნახშირბადოვანი ჯაჭვის აღნაგობით გამოწვეული იზომერია, ისე ჰიდროქსილის
ჯგუფის მდებარეობით გამოწვეული იზომერია.
  სპირტების მოლეკულებში შეიძლება ჰიდროქსილის ჯგუფები უკავშირდებოდეს
პირველად ნახშირბადს (გავიხსენოთ პირველადია ნახშირბადი, რომელიც ერთ
მეზობელ ნახშირბადატომთანაა დაკავშირებული), მაშინ ასეთი სპირტი პირველადი
აღნაგობის სპირტია, მაგ: R-CH2-OH

                             R
 მეორადი სპირტია                     CHOH
                             R


                                 R
 მესამეული სპირტია           R        CHOH
                                 R



 სადაც R ორგანული ჯგუფებია. იყენებენ ტერმინებსაც მეორეული და მესამეული
სპირტები.


 სპირტების მიღების მეთოდები:
   1.   ჰალოგენალკილების ჰიდროლიზი. რეაქცია შექცევადია და მხოლოდ ერთი
        მიმართულებით რომ წარიმართოს მას ტუტე არეში ატარებენ:
                             RCl +HOH  ROH + HCl
                             HCl + NaOH  NaCl + H2O

   2.   ეთილენური      რიგის         ნახშირწყალბადების      ჰიდრატაცია.      ამ     რეაქციის
        კატალიზატორია        H2SO4      (რეაქცია    მარკოვნიკოვის        წესის    მიხედვით
        მიმდინარეობს):
                      RCH           CH2  RCHCH3
                                  +
                                 OHH               OH

  სპირტების        პირველი   წარმომადგენლები         (C1    –   C11)   სითხეებია.    მაღალი
მოლეკულური მასის მქონე სპირტები მყარია. პირველი წარმომადგენლები კარგად
-7-
იხსნებიან წყალში. ორგანული ჯგუფის ზრდასთან ერთად წყალში ხსნადობა იკლებს.
მაღალმოლეკულური მასის მქონე სპირტები წყალში არ იხსნებიან.
  ერთანირი     რაოდენობის       ნახშირბადატომების          შემცველ   სპირტებსა   და
ნახშირწყალბადების დუღილის ტემპერატურებს შორის უზარმაზარი სხვაობაა.
  მაგ; მეთანის დუღილის ტემპერატურაა –1620C. მეთილის სპირტის კი +650C.
ეთანის დუღილის ტემპერატურაა -880C. ეთილის სპირტის კი +780C.
  ამის მიზეზია ის, რომ სპირტების მოლეკულები ერთმანეთს უკავშირდება
მოლეკულათშორისი წყალბადური ბმების საშუალებით:
                         OH  OH  OH
                                          
                         R       R          R    და ა.შ.

  მეთილის სპირტი უფერო, სპეციფიკური სუნის მქონე სითხეა, დუღს 650C-ზე.
მომწამვლელია. 10მლ აბრმავებს ადამიანს, 20მლ სასიკვდილო დოზაა.

  ეთილის სპირტი – ეთანოლი - ღვინის სპირტი. ეთილის სპირტი სპეციფიური
სუნის მქონე სითხეა, დუღს 780 C. კარგად იხსნება წყალში. მათრობელაა. მისი
სისტემატური გამოყენება იწვევს დაავადებას – ალკოჰოლიზმს. მისი მიღება
შეიძლება შემდეგი გზით:
                                  H2SO4
                H2C=CH2 + H2O               H3CCH2OH
                                 ან H3PO4

  ან შემდეგი გარდაქმნების გზით:

                                            O
      CaO  CaC2  HC≡CH  CH3            C  H3CCH2OH
                                            H

  მიიღება შაქროვანი ნივთიერებების სპირტული დუღილით:
                    C6H12O6  2CH3CH2OH + 2CO2
                    გლუკოზა

                                     ან
           (C6H10O5)n +nH2O  nC6H12O6  2nCH3CH2OH + 2nCO2
  გლუკოზა შედის ყურძნის, აგრეთვე სხვადასხვა ხილის შემადგენლობაში,
სახამებელი ხორბლის და სხვა პურეულის შემადგენელია.
  ეთილის სპირტს შეიცავს ლუდი (სპ)≈2-8%, ღვინო  (სპ)≈10%, არაყი, კონიაკი,
ვისკი ((სპ)≈40%)
-8-

  ამოცანა: ნაჯერი სპირტის მოლეკულური მასაა 60გ/მოლი. დაწერეთ შესაბამისი
იზომერების ფორმულები.




                                     ამოხსნა:
  მოც:        M(სპ) = 60გ/მოლი
  ––––––––––––––––––––––––––––––
  უ.გ.        ფორმულა


  ნაჯერი სპირიტს ფორმულაა CnH2n+1OH. ფორმულის დასადგენად შევადგინოთ
განტოლება:
                             12n + 2n + 1 + 16 + 1 = 60
                                     14n = 52
                                       n=3
  ე.ი. C3H7OH. ამ შედგენილობას ორი იზომერი შეესაბამება:


                CH3CH2CH2OH     პროპანოლ-1
   C3H7OH
                CH3CHCH3         პროპანოლ-2
                     
                     OH




  საშინაო დავალება:
  1.     დაწერეთ ე.წ. ამილის სპირტის C5H11OH ყველა შესაძლო იზომერი და
         დაარქვით სახელი
  2.     რამდენი გრამი ბუტანოლ-1 შეიძლება მივიღოთ 20გ 1-ბრომბუტანისგან?

Weitere ähnliche Inhalte

Was ist angesagt?

გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2barambo
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9barambo
 
გაკვეთილი № 4 1
გაკვეთილი № 4 1გაკვეთილი № 4 1
გაკვეთილი № 4 1barambo
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3barambo
 

Was ist angesagt? (15)

გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9
 
გაკვეთილი № 4 1
გაკვეთილი № 4 1გაკვეთილი № 4 1
გაკვეთილი № 4 1
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
G 054
G 054G 054
G 054
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
O 015
O 015O 015
O 015
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
Ara 001
Ara 001Ara 001
Ara 001
 
გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3
 

Ähnlich wie გაკვეთილი № 13

გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21barambo
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5barambo
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22barambo
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15barambo
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15barambo
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2barambo
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 

Ähnlich wie გაკვეთილი № 13 (20)

O 015
O 015O 015
O 015
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 

Mehr von barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

Mehr von barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 

გაკვეთილი № 13

  • 1. გაკვეთილი № 13 XIII ტესტი 1. რომელი დებულებაა მცდარი? 1. ერთნაირი მოლეკულების დიდ მოლეკულებად შეერთების პროცესს პოლიმერიზაცია ეწოდება 2. პოლიპროპილენი პოლიმერია, პროპილენი კი მონომერი 3. ქიმიური აღნაგობით პოლიეთილენი უჯერ ნახშირწყალბადებს მიეკუთვნება 4. ქიმიური აღნაგობით პოლიეთილენი ნაჯერ ნახშირწყალბადებს მიეკუთვნება 2. რომელი დებულებაა სწორი? 1. ბუნებრივი კაუჩუკი პოლიქლოროპრენია 2. ბუნებრივი კაუჩუკი პოლიიზოპრენია, რომელშიც ნახშირბადოვანი ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ ყოველთვის “ცის” მდგომარეაბაშია 3. ბუნებრივი კაუჩუკი პოლიიზოპრენია, რომელშიც ნახშირბადოვანი ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ ყოველთვის “ტრანს” მდგომარეაბაშია 4. ბუნებრივი კაუჩუკი პოლიბუტადიენია 3. რომელი დებულებაა მცდარი? 1. აცეტილენი პერმანგანატს და ბრომიან წყალს აუფერულებს 2. აცეტილენთან ბრომის მიერთება ორ სტადიად მიმდინარეობს: ჯერ ბრომი მიუერთდება ერთი  ბმის ადგილზე, მერე მეორე  ბმის ადგილზე 3. აცეტილენი ალუმინის კარბიდზე წყლის მოქმედებით მიიღება 4. აცეტილენიდან შეიძლება ძმრის ალდეჰიდის მიღება 4. კუჩეროვის რეაქციაა: O Hg+2 1. HC≡CH + H2O CH3 C H 2. HC≡CH + HC  CH2=CH  CH3 3. HC≡CH + Ag2O  AgC≡CAg
  • 2. -2- 4. 2HC≡CH  HC≡CHCH=CH2 5. აცეტილენის ჰომოლოგიური რიგის ზოგადი ფორმულაა: 1. CnH2n და მისი შემადგენელი ნახშირბადატომებისთვის დამახასიათებელია sp ჰიბრიდიზაცია 2. CnH2n-2 და სამმაგი ბმის წარმომქმნელი ნახშირბადატომებისთვის დამახასიათებელია sp ჰიბრიდიზაცია 3. CnH2n+2 და მისი შემადგენელი ნახშირბადატომებისთვის დამახასიათებელია sp2 ჰიბრიდიზაცია 4. CnH2n-2 და მისი შემადგენელი ნახშირბადატომებისთვის დამახასიათებელია sp3 ჰიბრიდიზაცია 6. ბენზოლი არ მიიღება: 1. CH2 H2C CH2 Pt, 3000oC + 3H2 H2C CH2 C  H2 o 2. CH3(CH2)4CH3 Pt, 3000 C + 4H2 t, oC 3. 3C2H2 C6H6 4. 3CH2=CH2  C6H6 + 3H2 7. რომელი დებულებაა მცდარი? 1. ბენზოლი ბრომიან წყალს აუფერულებს 2. ბენზოლში ნახშირბადის ყველა ატომის გარე ელექტრონული შრის ელექტრონები sp2 ჰიბრიდიზაციის მდგომარეობაშია 3. ბენზოლში მანძილი ნახშირბადატომებს შორის ერთნაირია, ხოლო ელექტრონული სიმკვრივე თანაბრადაა განაწილებული 4. ბენზოლი შედის როგორც მიერთების ასევე ჩანაცვლების რეაქციებში
  • 3. -3- 8. რომელი რეაქციაა სწორი? 1. H2SO4 NO2 + HONO2 2. C6H6 + Br2  C6H5Br + HBr 3. C6H6 + 3Cl2  C6H5Cl6 4. სამივე რეაქცია სწორია 9. ალკილბენზოლების ჰომოლოგიური რიგის ნახშირწყალბადების ზოგადი ფორმულაა: 1. CnH2n-2 2. CnH2n-6 3. CnH2n+1 4. ბენზოლი ციკლური ნაერთია, ამიტომ მას ჰომოლოგიური რიგი არ გააჩნია. 10. ტოლუოლისთვის რომელი დებულებაა სწორი? 1. ტოლუოლის მოლეკულაში შემავალი მეთილის ჯგუფი, მეთანისგან განსხვავებით, ადვილად იჟანგება პერმანგანატით 2. ის უფრო ძნელად ნიტრირდება, ვიდრე ბენზოლი 3. ტოლუოლი პერმანგანატით არ იჟანგება, მაგრამ ბრომიან წყალს აუფერულებს 4. ბენზოლისგან განსხვავებით, ტოლუოლი არომატული ნახშირწყალბადი არ აირს ფუნქციური ჯგუფების შემცველი ორგანული ნაერთები R – სიმბოლოთი ორგანულ ქიმიაში აღინიშნება ორგანული ერთვალენტიანი ჯგუფი. R – შეიძლება მივიღოთ ნებისმიერი ნახშირწყალბადისგან ერთი წყალბადის ჩამოშორებით. ნაჯერი ნახშირწყალბადებისგან მიიღება ე.წ. ალკილის ჯგუფები, მაგ: H3C – მეთილი H3C-H2C – ეთილი H3C-H2C-H2C – პროპილი და ა.შ. ასეთი ჯგუფები მიიღება უჯერი და არომატული ნახშირწყალბადებისგანაც, მაგ:
  • 4. -4- H2C=CH ვინილი ფენილი ზოგჯერ ამ ორგანულ ჯგუფებს ორგანულ რადიკალებსაც უწოდებენ. გავიხსენოთ, რომ რადიკალს გაუწყვილებელი ელექტრონის მქონე რეალურად არსებულ ნაწილაკებს ვუწოდეთ. აქ უბრალოდ ორ სხვადასხვა ფაქტს ერთნაირი სახელი აქვს. ფუნქციური ჯგუფი ეწოდება ატომებს ან ატომთა ჯგუფებს, რომლებიც არიან დაკავშირებულნი ორგანულ ჯგუფებთან და მიღებულ ნივთიერებებს გარკვეულ თვისებებს ანიჭებენ. ასეთი ფუნქციური ჯგუფებია: -OH ჰიდროქსილი. შესაბამისი ორგანული ნივთიერებები R–OH სპირტები და ფენოლები: O O C ალდეჰიდის ჯგუფი R C ალდეჰიდები H H O O C კარბოქსილის ჯგუფი კარბონმჟავები OH R C OH NO2 ნიტროჯგუფი, RNO2 ნიტრონაერთები, NH2 ამინოჯგუფი, RNH2 ამინები, (ზოგჯერ “ფუნქციური ჯგუფების” ნაცვლად იყენებენ ტერმინს “ფუნქციონალური ჯგუფი”, რაც არასწორია) ფუნქციური ჯგუფის შემცველი ორგანული ნაერთების შესწავლას ვიწყებთ -OH ჯგუფის (ჰიდროქსილის ჯგუფის) შემცველი ნაერთების შესწავლით.
  • 5. -5- ნაჯერი ერთატომიანი სპირტები A (ალკოჰოლები) ნაჯერი ერთატომიანი სპირტების მოლეკულები შედგება ალკილის რადიკალთან დაკავშირებული ჰიდროქსილის ჯგუფისგან R–OH ამ ნაერთების ჰომოლოგიურ რიგს შემდეგი სახე აქვს: CnH2n+2O ანუ CnH2n+1–OH H3C–OH მეთილის სპირტი. სხვაგავარად ამ ნივთიერებას ხის სპიტრსაც უწოდებენ (ხის მერქნის გადამუშავებით შეიძლება მივიღოთ). სისტემატური ნომენკლატურის მიხედვით – მეთანოლი. შესაბამისი ნახშირწყალბადის სახელია მეთანი (CH4), დაბოლოება “ოლი” – მოლეკულაში ჰიდროქსილის ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს. H3C-CH2-OH (C2H5OH) ეთილის სპირტი, ღვინის სპირტი, ეთანოლი. ნაჯერ სპირტებს ალკანოლებსაც უწოდებენ. C3H7OH ორი იზომერის სახით არსებობს: 3 2 1 CH3CH2CH2OH პროპანოლ-1 C3H7OH 1 2 3 CH3CHCH3 პროპანოლ-2  OH ალბათ უკვე მივხვდით, რომ რიცხვი “ოლ” დაბოლოების შემდეგ გვიჩვენებს რომელ ნახშირბადატომთანაა დაკავშირებული ჰიდროქსილის ჯგუფი. 4 3 2 1 CH3CH2CH2CH2OH ბუტანოლ-1 4 3 2 1 CH3CH2CHCH3 ბუტანოლ-2  OH C4H9OH 3 2 1 CH3CHCH2OH 2-მეთილპროპანოლ-1  CH3 CH3 3 2 1 CH3CHCH2 2-მეთილპროპანოლ-2  OH
  • 6. -6- და ა.შ. როგორც ვხედავთ ნაჯერ ერთატომიან სპირტებში გვაქვს როგორც ნახშირბადოვანი ჯაჭვის აღნაგობით გამოწვეული იზომერია, ისე ჰიდროქსილის ჯგუფის მდებარეობით გამოწვეული იზომერია. სპირტების მოლეკულებში შეიძლება ჰიდროქსილის ჯგუფები უკავშირდებოდეს პირველად ნახშირბადს (გავიხსენოთ პირველადია ნახშირბადი, რომელიც ერთ მეზობელ ნახშირბადატომთანაა დაკავშირებული), მაშინ ასეთი სპირტი პირველადი აღნაგობის სპირტია, მაგ: R-CH2-OH R მეორადი სპირტია CHOH R R მესამეული სპირტია R CHOH R სადაც R ორგანული ჯგუფებია. იყენებენ ტერმინებსაც მეორეული და მესამეული სპირტები. სპირტების მიღების მეთოდები: 1. ჰალოგენალკილების ჰიდროლიზი. რეაქცია შექცევადია და მხოლოდ ერთი მიმართულებით რომ წარიმართოს მას ტუტე არეში ატარებენ: RCl +HOH  ROH + HCl HCl + NaOH  NaCl + H2O 2. ეთილენური რიგის ნახშირწყალბადების ჰიდრატაცია. ამ რეაქციის კატალიზატორია H2SO4 (რეაქცია მარკოვნიკოვის წესის მიხედვით მიმდინარეობს): RCH CH2  RCHCH3 + OHH OH სპირტების პირველი წარმომადგენლები (C1 – C11) სითხეებია. მაღალი მოლეკულური მასის მქონე სპირტები მყარია. პირველი წარმომადგენლები კარგად
  • 7. -7- იხსნებიან წყალში. ორგანული ჯგუფის ზრდასთან ერთად წყალში ხსნადობა იკლებს. მაღალმოლეკულური მასის მქონე სპირტები წყალში არ იხსნებიან. ერთანირი რაოდენობის ნახშირბადატომების შემცველ სპირტებსა და ნახშირწყალბადების დუღილის ტემპერატურებს შორის უზარმაზარი სხვაობაა. მაგ; მეთანის დუღილის ტემპერატურაა –1620C. მეთილის სპირტის კი +650C. ეთანის დუღილის ტემპერატურაა -880C. ეთილის სპირტის კი +780C. ამის მიზეზია ის, რომ სპირტების მოლეკულები ერთმანეთს უკავშირდება მოლეკულათშორისი წყალბადური ბმების საშუალებით: OH  OH  OH    R R R და ა.შ. მეთილის სპირტი უფერო, სპეციფიკური სუნის მქონე სითხეა, დუღს 650C-ზე. მომწამვლელია. 10მლ აბრმავებს ადამიანს, 20მლ სასიკვდილო დოზაა. ეთილის სპირტი – ეთანოლი - ღვინის სპირტი. ეთილის სპირტი სპეციფიური სუნის მქონე სითხეა, დუღს 780 C. კარგად იხსნება წყალში. მათრობელაა. მისი სისტემატური გამოყენება იწვევს დაავადებას – ალკოჰოლიზმს. მისი მიღება შეიძლება შემდეგი გზით: H2SO4 H2C=CH2 + H2O H3CCH2OH ან H3PO4 ან შემდეგი გარდაქმნების გზით: O CaO  CaC2  HC≡CH  CH3 C  H3CCH2OH H მიიღება შაქროვანი ნივთიერებების სპირტული დუღილით: C6H12O6  2CH3CH2OH + 2CO2 გლუკოზა ან (C6H10O5)n +nH2O  nC6H12O6  2nCH3CH2OH + 2nCO2 გლუკოზა შედის ყურძნის, აგრეთვე სხვადასხვა ხილის შემადგენლობაში, სახამებელი ხორბლის და სხვა პურეულის შემადგენელია. ეთილის სპირტს შეიცავს ლუდი (სპ)≈2-8%, ღვინო  (სპ)≈10%, არაყი, კონიაკი, ვისკი ((სპ)≈40%)
  • 8. -8- ამოცანა: ნაჯერი სპირტის მოლეკულური მასაა 60გ/მოლი. დაწერეთ შესაბამისი იზომერების ფორმულები. ამოხსნა: მოც: M(სპ) = 60გ/მოლი –––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. ფორმულა ნაჯერი სპირიტს ფორმულაა CnH2n+1OH. ფორმულის დასადგენად შევადგინოთ განტოლება: 12n + 2n + 1 + 16 + 1 = 60 14n = 52 n=3 ე.ი. C3H7OH. ამ შედგენილობას ორი იზომერი შეესაბამება: CH3CH2CH2OH პროპანოლ-1 C3H7OH CH3CHCH3 პროპანოლ-2  OH საშინაო დავალება: 1. დაწერეთ ე.წ. ამილის სპირტის C5H11OH ყველა შესაძლო იზომერი და დაარქვით სახელი 2. რამდენი გრამი ბუტანოლ-1 შეიძლება მივიღოთ 20გ 1-ბრომბუტანისგან?