SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 4
გაკვეთილი № 13


  საშინაო დავალების შემოწმება :

  1.

  2.



  3.   14,35მოლი/ლ
  4.   741,2მლ
  5.   V0 (O2) = 2,1ლ

                                    ფოსფორი

  ელემენტი ფოსფორი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის            III
პერიოდის V ჯგუფში. რიგობრივი ნომერია 15. M (P) = 31გ/მოლი. ფოსფორის ატომის
აღნაგობა ასე შეიძლება გამოისახოს


  ფოსფორი ავლენს –3, 0 +3, +5 დაჟანგულობის ხარისხებს. ის სამ და ხუთ ვალენტიანია.
  ბუნებაში ფოსფორი გვხვდება ძირითადად ფოსფორიტებისა და აპატიტების სახით.
  Ca3(PO4)2 → CaCl2 – აპატიტი
  Ca3(PO4)2 → Ca(OH)2 – ფოსფორიტი
  კალციუმის ფოსფატი შედის ძვლების შემადგენლობაში ნიადაგი ყოველთვის შეიცავს
გარკვეული      რაოდენობით         ფოსფორშემცველ       ნაერთებს. მისი ნაკლებობისას
აუცილებელია ნიადაგში ე.წ. “ფოსფოროვანი სასუქების” შეტანა.
  ფოსფორის მიღება ხდება კალციუმის ფოსფატის ქვიშასთან და კოქსთან შელღობისას
                   Ca3(PO4)2 + 3SiO2 → 3CaSiO3 + P2O5
                   P2O5 + 5C → 5CO + 2P

  რეაქციის გაერთიანებული ტოლობაა:
                Ca3(PO4)2 + 3SiO2 + 5C → 3CaSiO3 + 5CO + 2P

  ფოსფორი სამ ალოტროპიულ სახეცვლილებას წარმოქმნის. ყველაზე აქტიურია
“თეთრი ფოსფორი” – თეთრი ფერის წყალში უხსნადი მყარი ნივთიერება. ოთახის
ტემპერატურაზე ჰაერზე თავისთავად        აალდება. ამიტომ ინახავენ წყალში.
მომწამვლელია. იხსნება გოგირდნახშირბადში (CS2). მისი მოლეკულა ოთხატომიანია:


  თეთრი ფოსფორი სიბნელეში ანათებს.
  წითელი ფოსფორი შეიძლება მივიღოთ თეთრი ფოსფორის უჰაეროდ გახურებისას (t =
250-3000). მუქი წითელი ფერის ფხვნილია. თეთრ ფოსფორთან შედარებით
ნაკლებადაქტიურია. მომწამლელი არ არის. შავი ფოსფორი მიიღება თეთრი ფოსფორის
უჰაეროდ მაღალ წნევაზე გახურებისას.


  (გადაკვეთის წერტილებში იგულისხმება ფოსფორის ატომები. როგორც ვხვდებით
თითოეული მათგანი სამვალენტიანია)
2

  ფოსფორის ქიმიური თვისებები
  ფოსფორი აზოტთან შედარებით ძალიან აქტიურია. ის ადვილად რეაგირებს აქტიურ
მეტალებთან და არამეტალებთან.
   1. მეტალებთან
                3Ca + 2P → Ca3P2   (კალციუმის ფოსფიდი)

  მეტალთა ფოსფიდები ადვილად ჰიდროლიზდებიან (რეაგირებენ წყალთან), რის
  შედეგადაც აირი ფოსფინი გამოიყოფა

                Ca3P2 + 6HOH → 3Ca(OH)2 + 2PH3↑ (ფოსფინი)

  PH3 ამიაკის ანალოგია. წყალში იხსნება. შხამიანია. ამიაკის მსგავსად, ძლიერ
  მჟავებთან წარმოქმნის მარილებს. ამით გავს ამიაკს, თუმცა მისგან განსხვავებით
  სუსტ მჟავებთან არ წარმოქმნის მარილებს.


  2. ფოსფორი იწვის. როგორც უკვე ავღნიშნეთ თეთრი ფოსფორი ჰაერზე თავისთავად
     აალდება, ხოლო წითელი და შავი ფოსფორი კი მაღალ ტემპერატურაზე უერთდება
     ჟანგბადს
                 4P + 5O2 → 2P2O5
  ჰაერის (ჟანგბადის) ნაკლებობისას კი
                 4P + 3O2 → 2P2O3
  ასევეა ჰალოგენებთან
                 2P + 5Cl2 → 2PCl5
  ან                2P + 3Cl2 → 2PCl3
  3. ძლიერ მჟანგავები ადვილად ჟანგავენ ფოსფორს. მაგ:



  ფოსფორის ოქსიდები
  P2O3 თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერებაა. მიიღება ფოსფორის არასრული წვისას.
წყალში გახსნისას გვაძლევს ფოსფოროვან მჟავას
                 P2O3 + 3H2O → 2H3PO3
  ფოსფოროვანი მჟავა ორფუძიანი მჟავაა:


  ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ მოლეკულაში 3 წყალბადია, აქედან მხოლოდ ორს აქვს
მეტალით ჩანაცვლების უნარი.
   მაგ Na2HPO4 ნატრიუმის ფოსფიტი


  P2O3 ჰაერზე ადვილად იჟანგება
                  2P2O3 + O2 → 2P2O5
  P2O5- თეთრი ჰიგროსკოპული (წყალმშთანთქმელი) ფხვნილია. მისი ნამდვილი
ფორმულაა (P2O5)2. ანუ P4O10 – ფოსფორის ატომს მხოლოდ ერთი P=O ბმის
განხორციელება შეუძლია, ამიტომ

  ასეთი მოლეკულა არ არსებობს.    არსებობს მოლეკულა P4O10


  სიმარტივისთვის მაინც იყენებენ შეკვეცილ ფორმულას P2O5.
  P2O5 ცივ წყალში გახსნისას წარმოქმნის მეტაფოსფორმჟავას
                  P2O5 + H2O → 2HPO3
3

  მეტაფოსფორმჟავას რეალური ფორმულაა (HPO3)4


  მაგრამ სიმარტივისთვის აქაც (HPO3)4-ის ნაცვლად იყენებენ შეკვეცილ ფორმულას -
HPO3. მეტაფოსფორმჟავა წყალთან ურთიერთქმედებისას ადვილად გადადის
ორთოფოსფორმჟავაში
                 HPO3 + H2O → H3PO4
  ფოსფორის (V) ოქსიდის დიდი რაოდენობით წყალთან ურთიერთქმედებისას
ორთოფოსფორმჟავა მიიღება
                 P2O5 + 3H2O → 2H3PO4
  “ორთოფოსფორმჟავას” ნაცვლად ხშირად იყენებენ ტერმინს “ფოსფორმჟავა”
  H3PO4 სამფუძიანი საშუალო სიძლიერის მჟავაა.


  წყალში გახსნისას მნიშვნელოვნად დისოცირდება მხოლოდ პირველ საფეხურზე,
მეორე და მესამე საფეხურზე დისოციაცია ძალიან უმნიშვნელოა.


  როგორც სამფუძიანი მჟავა ფოსფორმჟავა სამი ტიპის მარილებს წარმოქმნის. მაგ: როცა
რეაგირებენ მჟავა და ნატრიუმის ტუტე მათი მოლური თანაფარდობისას 1 : 3 მიიღება
ნორმალური მარილი – ფოსფატი
                 H3PO4 + 3NaOH → Na3PO4 + 3H2O

  1:2 თანაფარდობისას – მჟავე მარილი – ჰიდროფოსფატი
                H3PO4 + 2NaOH → Na2HPO4 + 2H2O

  1:1 თანაფარდობისას – დიჰიდროფოსფატი
                H3PO4 + NaOH → NaH2PO4 + H2O

  ფოსფატებიდან წყალში ხსნადია ნატრიუმის, კალიუმის და ამონიუმის ფოსფატები.
თითქმის ყველა დიჰიდროფოსფატი წყალში ხსნადია. ჰიდროფოსფატები კი შუალედურ
მდგომარეობას იკავებენ მათ შორის.

   ფოსფოროვანი სასუქები
   ფოსფორმჟავას მარილები მნიშვნელოვანი სასუქებია. მაგრამ ბუნებრივი ფოსფატების
(კალციუმის ფოსფატი) წყალში ცუდად ხსნადობის გამო მცენარეები მათ ვერ ითვისებენ.
ამიტომ აუცილებელია ფოსფოროვანი სასუქები ხსნადი ნივთიერების სახით შევიტანოთ
ნიადაგში.
   ნედლეული უპირატესად Ca3(PO4)2 – კალციუმის ფოსფატს (უხსნადი ნივთიერება)
შეიცავს.
   მნიშვნელოვანი ფოსფოროვანი სასუქია “მარტივი სუპერფოსფატი”

  მარტივი სუპერფოსფატი შეიცავს Ca(H2PO4)2 კალციუმის დიჰიდროფოსფატს, რომელიც
კარგად იხსნება წყალში მაგრამ მას ბალასტის სახით მოყვება CaSO4, რომელიც აფუჭებს
ნიადაგის სტრუქტურას.
  უფრო უკეთესია “ორმაგი სუპერფოსფატი”. ორმაგი სუპერფოსფატის მისაღებად ჯერ
იღებენ ფოსფორმჟავას
           Ca3(PO4)2 + 3H2SO4 → 3CaSO4 + 2H3PO4
  გაფილტვრით აცილებენ ერთმანეთს ფოსფორმჟავასა და წყალში უხსნად კალციუმის
სულფატს. შემდეგ ფოსფორმჟავასა და კალციუმის ფოსფატის ურთიერთქ მედებით
მიიღება “ორმაგი სუპერფოსფატი”
     Ca3(PO4)2 + 4H3PO4 → 3Ca(H2PO4)2      “ორმაგი სუპერფოსფატი”
4

  სასუქი პრეციპიტატი - CaHPO4 · 2H2O არ იხსნება წყალში, მაგრამ იხსნება მჟავე
ნიადაგში. პრეციპიტატი მიიღება ფოსფორმჟავას და კალციუმის ჰიდროქსიდისგან
                 Ca(OH)2 + H3PO4 → CaHPO4 + 2H2O

  ამოფოსი ნარევია, რომელიც NH4H2PO4 და (NH4)2HPO4 მარილებისგან შედგება. მათ
იღებენ ამიაკისა და ფოსფორმჟავას ურთიერთქმედებით. ამოფოსი როგორც
ფოსფოროვანი, ისე აზოტოვანი სასუქია.
  ფოსფატიონის აღმოჩენა ხდება ვერცხლის ნიტრატით. მაგ:

  ვერცხლის ქლორიდის, ბრომიდის და იოდიდისგან განსხვავებით ეს ნალექი იხსნება
აზოტმჟავაში
               Ag3PO4 + 2HNO3 → 2AgNO3 + AgH2PO4
  საშინაო დავალება

  1.   როგორ განვახორციელოთ გარდაქმნები



  2. 200გ წყალში გახსნეს 71გ P2O5. როგორი იქნება ფოსფორმჟავას მასური წილი
     მიღებულ ხსნარში?
  3. რამდენი გრამი ამონიუმის დიჰიდროფოსფატი შეიძლება მივიღოთ 100გ
     კალციუმის ფოსფატისაგან. აღწერეთ როგორი გარდაქმნებია შესასრულებელი.

Weitere ähnliche Inhalte

Was ist angesagt?

მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლამეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლაAdelina Ahadova
 
Gakvetilis gegma
Gakvetilis gegmaGakvetilis gegma
Gakvetilis gegmajgufi8
 
нетрадиционные подходы к преодолению заикания
нетрадиционные подходы к  преодолению заиканиянетрадиционные подходы к  преодолению заикания
нетрадиционные подходы к преодолению заиканияSpeech therapist
 
ალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიLela Tepnadze
 
Вікторина. Цікаве про тварин
Вікторина. Цікаве про тваринВікторина. Цікаве про тварин
Вікторина. Цікаве про тваринКовпитська ЗОШ
 
"Кінезіологія як засіб розвитку мовлення та інтелектуальних здібностей дітей ...
"Кінезіологія як засіб розвитку мовлення та інтелектуальних здібностей дітей ..."Кінезіологія як засіб розвитку мовлення та інтелектуальних здібностей дітей ...
"Кінезіологія як засіб розвитку мовлення та інтелектуальних здібностей дітей ...paginec
 
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებაცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებაNatia Gvilia
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 
Підручник Українська мова та читання" для 2 класу (авт. Ганна Остапенко)
Підручник Українська мова та читання" для 2 класу (авт. Ганна Остапенко)Підручник Українська мова та читання" для 2 класу (авт. Ганна Остапенко)
Підручник Українська мова та читання" для 2 класу (авт. Ганна Остапенко)Ulyana_M
 
Диференціація звуків Р-Л
Диференціація звуків Р-ЛДиференціація звуків Р-Л
Диференціація звуків Р-ЛІнна Жидких
 
ასო ბგერა თ
ასო ბგერა თასო ბგერა თ
ასო ბგერა თkhutsiberidze
 
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტივაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტიqatamidzetamar
 
ჩვენ გვიყვარს ხატვა
ჩვენ გვიყვარს ხატვაჩვენ გვიყვარს ხატვა
ჩვენ გვიყვარს ხატვაshorenabochorishvili
 

Was ist angesagt? (20)

ზამთარი
ზამთარიზამთარი
ზამთარი
 
Веселі і щасливі діти, незабаром тепле літо!
Веселі і щасливі діти, незабаром тепле літо!Веселі і щасливі діти, незабаром тепле літо!
Веселі і щасливі діти, незабаром тепле літо!
 
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლამეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
 
Gakvetilis gegma
Gakvetilis gegmaGakvetilis gegma
Gakvetilis gegma
 
ვეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსანივეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსანი
 
нетрадиционные подходы к преодолению заикания
нетрадиционные подходы к  преодолению заиканиянетрадиционные подходы к  преодолению заикания
нетрадиционные подходы к преодолению заикания
 
ალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგი
 
Вікторина. Цікаве про тварин
Вікторина. Цікаве про тваринВікторина. Цікаве про тварин
Вікторина. Цікаве про тварин
 
ეფექტური პრეზენტაცია
ეფექტური პრეზენტაციაეფექტური პრეზენტაცია
ეფექტური პრეზენტაცია
 
"Кінезіологія як засіб розвитку мовлення та інтелектуальних здібностей дітей ...
"Кінезіологія як засіб розвитку мовлення та інтелектуальних здібностей дітей ..."Кінезіологія як засіб розвитку мовлення та інтелектуальних здібностей дітей ...
"Кінезіологія як засіб розвитку мовлення та інтелектуальних здібностей дітей ...
 
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებაცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
 
Wybrane motywy w sztuce
Wybrane motywy w sztuceWybrane motywy w sztuce
Wybrane motywy w sztuce
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
Підручник Українська мова та читання" для 2 класу (авт. Ганна Остапенко)
Підручник Українська мова та читання" для 2 класу (авт. Ганна Остапенко)Підручник Українська мова та читання" для 2 класу (авт. Ганна Остапенко)
Підручник Українська мова та читання" для 2 класу (авт. Ганна Остапенко)
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 
აი ია
აი იააი ია
აი ია
 
Диференціація звуків Р-Л
Диференціація звуків Р-ЛДиференціація звуків Р-Л
Диференціація звуків Р-Л
 
ასო ბგერა თ
ასო ბგერა თასო ბგერა თ
ასო ბგერა თ
 
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტივაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
 
ჩვენ გვიყვარს ხატვა
ჩვენ გვიყვარს ხატვაჩვენ გვიყვარს ხატვა
ჩვენ გვიყვარს ხატვა
 

Andere mochten auch

Andere mochten auch (6)

Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdfბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
 
ნარჩენების მართვა, რეციკლირება
ნარჩენების მართვა, რეციკლირებანარჩენების მართვა, რეციკლირება
ნარჩენების მართვა, რეციკლირება
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22
 

Ähnlich wie გაკვეთილი № 13

G 017.doc
G 017.docG 017.doc
G 017.docqimia
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17datiko43
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15barambo
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15datiko43
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
G 012.doc
G 012.docG 012.doc
G 012.docqimia
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 

Ähnlich wie გაკვეთილი № 13 (20)

Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
G 017.doc
G 017.docG 017.doc
G 017.doc
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
Ara 003
Ara 003Ara 003
Ara 003
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
Ara 003
Ara 003Ara 003
Ara 003
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
O 015
O 015O 015
O 015
 
O 015
O 015O 015
O 015
 
G 012.doc
G 012.docG 012.doc
G 012.doc
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 

Mehr von barambo

Mehr von barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 

გაკვეთილი № 13

  • 1. გაკვეთილი № 13 საშინაო დავალების შემოწმება : 1. 2. 3. 14,35მოლი/ლ 4. 741,2მლ 5. V0 (O2) = 2,1ლ ფოსფორი ელემენტი ფოსფორი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის III პერიოდის V ჯგუფში. რიგობრივი ნომერია 15. M (P) = 31გ/მოლი. ფოსფორის ატომის აღნაგობა ასე შეიძლება გამოისახოს ფოსფორი ავლენს –3, 0 +3, +5 დაჟანგულობის ხარისხებს. ის სამ და ხუთ ვალენტიანია. ბუნებაში ფოსფორი გვხვდება ძირითადად ფოსფორიტებისა და აპატიტების სახით. Ca3(PO4)2 → CaCl2 – აპატიტი Ca3(PO4)2 → Ca(OH)2 – ფოსფორიტი კალციუმის ფოსფატი შედის ძვლების შემადგენლობაში ნიადაგი ყოველთვის შეიცავს გარკვეული რაოდენობით ფოსფორშემცველ ნაერთებს. მისი ნაკლებობისას აუცილებელია ნიადაგში ე.წ. “ფოსფოროვანი სასუქების” შეტანა. ფოსფორის მიღება ხდება კალციუმის ფოსფატის ქვიშასთან და კოქსთან შელღობისას Ca3(PO4)2 + 3SiO2 → 3CaSiO3 + P2O5 P2O5 + 5C → 5CO + 2P რეაქციის გაერთიანებული ტოლობაა: Ca3(PO4)2 + 3SiO2 + 5C → 3CaSiO3 + 5CO + 2P ფოსფორი სამ ალოტროპიულ სახეცვლილებას წარმოქმნის. ყველაზე აქტიურია “თეთრი ფოსფორი” – თეთრი ფერის წყალში უხსნადი მყარი ნივთიერება. ოთახის ტემპერატურაზე ჰაერზე თავისთავად აალდება. ამიტომ ინახავენ წყალში. მომწამვლელია. იხსნება გოგირდნახშირბადში (CS2). მისი მოლეკულა ოთხატომიანია: თეთრი ფოსფორი სიბნელეში ანათებს. წითელი ფოსფორი შეიძლება მივიღოთ თეთრი ფოსფორის უჰაეროდ გახურებისას (t = 250-3000). მუქი წითელი ფერის ფხვნილია. თეთრ ფოსფორთან შედარებით ნაკლებადაქტიურია. მომწამლელი არ არის. შავი ფოსფორი მიიღება თეთრი ფოსფორის უჰაეროდ მაღალ წნევაზე გახურებისას. (გადაკვეთის წერტილებში იგულისხმება ფოსფორის ატომები. როგორც ვხვდებით თითოეული მათგანი სამვალენტიანია)
  • 2. 2 ფოსფორის ქიმიური თვისებები ფოსფორი აზოტთან შედარებით ძალიან აქტიურია. ის ადვილად რეაგირებს აქტიურ მეტალებთან და არამეტალებთან. 1. მეტალებთან 3Ca + 2P → Ca3P2 (კალციუმის ფოსფიდი) მეტალთა ფოსფიდები ადვილად ჰიდროლიზდებიან (რეაგირებენ წყალთან), რის შედეგადაც აირი ფოსფინი გამოიყოფა Ca3P2 + 6HOH → 3Ca(OH)2 + 2PH3↑ (ფოსფინი) PH3 ამიაკის ანალოგია. წყალში იხსნება. შხამიანია. ამიაკის მსგავსად, ძლიერ მჟავებთან წარმოქმნის მარილებს. ამით გავს ამიაკს, თუმცა მისგან განსხვავებით სუსტ მჟავებთან არ წარმოქმნის მარილებს. 2. ფოსფორი იწვის. როგორც უკვე ავღნიშნეთ თეთრი ფოსფორი ჰაერზე თავისთავად აალდება, ხოლო წითელი და შავი ფოსფორი კი მაღალ ტემპერატურაზე უერთდება ჟანგბადს 4P + 5O2 → 2P2O5 ჰაერის (ჟანგბადის) ნაკლებობისას კი 4P + 3O2 → 2P2O3 ასევეა ჰალოგენებთან 2P + 5Cl2 → 2PCl5 ან 2P + 3Cl2 → 2PCl3 3. ძლიერ მჟანგავები ადვილად ჟანგავენ ფოსფორს. მაგ: ფოსფორის ოქსიდები P2O3 თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერებაა. მიიღება ფოსფორის არასრული წვისას. წყალში გახსნისას გვაძლევს ფოსფოროვან მჟავას P2O3 + 3H2O → 2H3PO3 ფოსფოროვანი მჟავა ორფუძიანი მჟავაა: ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ მოლეკულაში 3 წყალბადია, აქედან მხოლოდ ორს აქვს მეტალით ჩანაცვლების უნარი. მაგ Na2HPO4 ნატრიუმის ფოსფიტი P2O3 ჰაერზე ადვილად იჟანგება 2P2O3 + O2 → 2P2O5 P2O5- თეთრი ჰიგროსკოპული (წყალმშთანთქმელი) ფხვნილია. მისი ნამდვილი ფორმულაა (P2O5)2. ანუ P4O10 – ფოსფორის ატომს მხოლოდ ერთი P=O ბმის განხორციელება შეუძლია, ამიტომ ასეთი მოლეკულა არ არსებობს. არსებობს მოლეკულა P4O10 სიმარტივისთვის მაინც იყენებენ შეკვეცილ ფორმულას P2O5. P2O5 ცივ წყალში გახსნისას წარმოქმნის მეტაფოსფორმჟავას P2O5 + H2O → 2HPO3
  • 3. 3 მეტაფოსფორმჟავას რეალური ფორმულაა (HPO3)4 მაგრამ სიმარტივისთვის აქაც (HPO3)4-ის ნაცვლად იყენებენ შეკვეცილ ფორმულას - HPO3. მეტაფოსფორმჟავა წყალთან ურთიერთქმედებისას ადვილად გადადის ორთოფოსფორმჟავაში HPO3 + H2O → H3PO4 ფოსფორის (V) ოქსიდის დიდი რაოდენობით წყალთან ურთიერთქმედებისას ორთოფოსფორმჟავა მიიღება P2O5 + 3H2O → 2H3PO4 “ორთოფოსფორმჟავას” ნაცვლად ხშირად იყენებენ ტერმინს “ფოსფორმჟავა” H3PO4 სამფუძიანი საშუალო სიძლიერის მჟავაა. წყალში გახსნისას მნიშვნელოვნად დისოცირდება მხოლოდ პირველ საფეხურზე, მეორე და მესამე საფეხურზე დისოციაცია ძალიან უმნიშვნელოა. როგორც სამფუძიანი მჟავა ფოსფორმჟავა სამი ტიპის მარილებს წარმოქმნის. მაგ: როცა რეაგირებენ მჟავა და ნატრიუმის ტუტე მათი მოლური თანაფარდობისას 1 : 3 მიიღება ნორმალური მარილი – ფოსფატი H3PO4 + 3NaOH → Na3PO4 + 3H2O 1:2 თანაფარდობისას – მჟავე მარილი – ჰიდროფოსფატი H3PO4 + 2NaOH → Na2HPO4 + 2H2O 1:1 თანაფარდობისას – დიჰიდროფოსფატი H3PO4 + NaOH → NaH2PO4 + H2O ფოსფატებიდან წყალში ხსნადია ნატრიუმის, კალიუმის და ამონიუმის ფოსფატები. თითქმის ყველა დიჰიდროფოსფატი წყალში ხსნადია. ჰიდროფოსფატები კი შუალედურ მდგომარეობას იკავებენ მათ შორის. ფოსფოროვანი სასუქები ფოსფორმჟავას მარილები მნიშვნელოვანი სასუქებია. მაგრამ ბუნებრივი ფოსფატების (კალციუმის ფოსფატი) წყალში ცუდად ხსნადობის გამო მცენარეები მათ ვერ ითვისებენ. ამიტომ აუცილებელია ფოსფოროვანი სასუქები ხსნადი ნივთიერების სახით შევიტანოთ ნიადაგში. ნედლეული უპირატესად Ca3(PO4)2 – კალციუმის ფოსფატს (უხსნადი ნივთიერება) შეიცავს. მნიშვნელოვანი ფოსფოროვანი სასუქია “მარტივი სუპერფოსფატი” მარტივი სუპერფოსფატი შეიცავს Ca(H2PO4)2 კალციუმის დიჰიდროფოსფატს, რომელიც კარგად იხსნება წყალში მაგრამ მას ბალასტის სახით მოყვება CaSO4, რომელიც აფუჭებს ნიადაგის სტრუქტურას. უფრო უკეთესია “ორმაგი სუპერფოსფატი”. ორმაგი სუპერფოსფატის მისაღებად ჯერ იღებენ ფოსფორმჟავას Ca3(PO4)2 + 3H2SO4 → 3CaSO4 + 2H3PO4 გაფილტვრით აცილებენ ერთმანეთს ფოსფორმჟავასა და წყალში უხსნად კალციუმის სულფატს. შემდეგ ფოსფორმჟავასა და კალციუმის ფოსფატის ურთიერთქ მედებით მიიღება “ორმაგი სუპერფოსფატი” Ca3(PO4)2 + 4H3PO4 → 3Ca(H2PO4)2 “ორმაგი სუპერფოსფატი”
  • 4. 4 სასუქი პრეციპიტატი - CaHPO4 · 2H2O არ იხსნება წყალში, მაგრამ იხსნება მჟავე ნიადაგში. პრეციპიტატი მიიღება ფოსფორმჟავას და კალციუმის ჰიდროქსიდისგან Ca(OH)2 + H3PO4 → CaHPO4 + 2H2O ამოფოსი ნარევია, რომელიც NH4H2PO4 და (NH4)2HPO4 მარილებისგან შედგება. მათ იღებენ ამიაკისა და ფოსფორმჟავას ურთიერთქმედებით. ამოფოსი როგორც ფოსფოროვანი, ისე აზოტოვანი სასუქია. ფოსფატიონის აღმოჩენა ხდება ვერცხლის ნიტრატით. მაგ: ვერცხლის ქლორიდის, ბრომიდის და იოდიდისგან განსხვავებით ეს ნალექი იხსნება აზოტმჟავაში Ag3PO4 + 2HNO3 → 2AgNO3 + AgH2PO4 საშინაო დავალება 1. როგორ განვახორციელოთ გარდაქმნები 2. 200გ წყალში გახსნეს 71გ P2O5. როგორი იქნება ფოსფორმჟავას მასური წილი მიღებულ ხსნარში? 3. რამდენი გრამი ამონიუმის დიჰიდროფოსფატი შეიძლება მივიღოთ 100გ კალციუმის ფოსფატისაგან. აღწერეთ როგორი გარდაქმნებია შესასრულებელი.