1. გაკვეთილი № 11
საშინაო დავალების შემოწმება
1. m(H2SO4)=163,3გ
2. ω(H2SO4)=98%
3. m(CuO)=42,45გ
4. V(ხს)=389,7მლ m(ნალექი) = 18,08გ
6 HgO+ H2SO4 = HgSO4+H2O
2Cr(OH)3+3H2SO4= Cr2(SO4)3+6H2O
IX ტესტი
1. რომელი რეაქციის ტოლობაა არასწორი?
2. რომელ რეაქციაშია წყალბადი აღმდგენლის როლში?
4. არცერთში, რადგან წყალბადი არ შეიძლება აღმდგენი იყოს
3. H2 + F2 = 2HF ეს რეაქცია მიდის:
1. მხოლოდ მზის სხივების თანაობისას
2. მხოლოდ გაცხელებისას
3. აუცილებელია კატალიზატორის გამოყენება
4. მიდის სიბნელეში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე კატალიზატორის გარეშე
4. რომელი რეაქციაა სწორი?
1. CaCO3 + 2H2O = CaCO3 · 2H2O
2. AgCl + H2O = AgCl · H2O
3. BaSO4 + 2H2O = BaSO4 · 2H2O
4. CuSO4 + 5H2O = CuSO4 · 5H2O
5. რომელი რეაქციაა მცდარი?
6. რომელი რეაქციაა სწორი?
7. რომელი რეაქციაა სწორი?
8. რომელი რეაქციაა მცდარი?
1. C + 2H2SO4 (კონც.) = CO2 + 2SO2 +2H2O
2. 2. Zn +H2SO4 (კონც.) = ZnSO4 + H2↑
3. Mg +H2SO4 (განზ.) = MgSO4 + H2↑
4. Zn +H2SO4 (განზ.) = ZnSO4 + H2↑
9. გოგირდწყალბადის წვის რომელი რეაქციაა მცდარი?
5. H2S არ იწვის, ამიტომ სამივე რეაქცია მცდარია
10. რომელი დებულებაა მცდარი?
1. გოგირდწყალბადი აღმდგენელია
2. განზავებული გოგირდმჟავა არ ჟანგავს მეტალებს
3. კონცენტრირებული გოგირდმჟავა ძლიერი მჟანგავია
4. განზავებული გოგირდმჟავა მჟანგავია
V ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები
მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია აზოტი (N), ფოსფორი (P),
დარიშხანი (As), სტიბიუმი (Sb), ბისმუტი (Bi). ამ ელემენტების ატომების გარე
2 3
ელექტრონული შრე ხუთელექტრონიანია - ns np .
ეს ელემენტები ნაერთებში ამჟღავნებენ -3 –დან + 5 – მდე დაჟანგულობის ხარისხს
გარე შრეზე ამ ელემენტების ატომებს 3 გაუწყვილებელი ელექტრონი აქვთ, ამიტომ
ძირითად მდგომარეობაში მათ შეუძლიათ სამი საზიარო ელექტრონული წყვილის ანუ
სამი კოვალენტური ბმის წარმოქმნა. ამიტომ ისინი სამვალენტიანებია. ამ სამი
კოვალენტური ბმის გარდა აზოტის ატომს კიდევ ერთი დონორ-აქცეპტორული ბმის
წარმოქმნა შეუძლია 2s2 ელექტრონული წყვილის ხარჯზე. ცხადია ამ დროს აზოტი
დონორია. ასე რომ აზოტს შეუძლია ოთხი ბმის წარმოქმნა და ის მაქსიმალურ
ვალენტობას N (IV) ამჟღავნებს
აზოტისგან განსხვავებით ყველა დანარჩენი ელემენტის ატომს გააჩნიათ გარე შრეზე
2
თავისუფალი d ორბიტალები. აღგზნებულ მდგომარეობაში s წყვილის დაშლით და
ერთი ელექტრონის თავისუფალ d ორბიტალზე გადატანით ამ ატომებს უჩნდებათ 5
გაუწყვილებელი ელექტრონი და შეუძლიათ 5 კოვალენტური ბმის წარმოქმნა.
შესაბამისად ამ ელემენტების მაქსიმალური ვალენტობა ხუთის ტოლია. მაგ:
ამ ელემენტების მსგავსი ბუნება სწორედ ატომის აღნაგობის მსგავსებითაა
განპირობებული. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ქვეჯგუფშიზემოდან ქვემოთ
იკლებს არამეტალური ბუნება და იზრდება ელემენტთა მეტალური ბუნება. ყველაზე
3. ძლიერი არამეტალია აზოტი, არამეტალებია ფოსფორი და დარიშხანი, ხოლო სტიბიუმსა
და ბისმუტს უკვე მეტალური ბუნება აქვთ.
ბუნებაში ყველაზე ფართოდ ამ ელემენტებიდან აზოტი და ფოსფორია
გავრცელებული. ჩვენც ამ ელემენტებს განვიხილავთ.
აზოტი
ელემენტი აზოტი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდულ სისტემის II პერიოდის V
ჯგუფში. მისი როგობრივი ნომერია 7. M(N)=14გ/მოლი. მისი ატო მის აღნაგობა შეიძლება
ასე გამოვსახოთ:
ელემენტი აზოტი ამჟღავნებს –3-დან +5-მდე დაჟანგულობის ხარისხებს. ხოლო
მაქსიმალური ვალენტობა არის 4-ის ტოლი. ამის მიზეზებზე ელემენტების ზოგა დი
მიმოხილვისას ვისაუბრეთ.
ბუნებაში აზოტი გვხვდება როგორც თავისუფალი, ისე ნაერთების სახით.
თავისუფალი აზოტი (N2) ჰაერის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ჰაერში ω (N2)=78%,
ხოლო ω(N2)=76%. დანარჩენი ძირითადად მოდის ჟანგბადზე
(ω (O2)=20,9%, ω (O2)=23%)
აზოტი შედის შემდეგი მინერალების შემადგენლობაში:
NaNO3 – ჩილეს გვარჯილა (ნატრიუმის ნიტრატი)
KNO3 – ინდური გვარჯილა (კალიუმის ნიტრატი)
ნიადაგი ყოველთვის შეიცავს აზოტშემცველ ნაერთებს. როდესაც მათი შემცველობა
მცირდება ნიადაგის ნაყოფიერების გასაზრდელად აუცილებელია ნიადაგში აზოტოვანი
სასუქების შეტანა.
აზოტის მიღება
წარმოებაში აზოტს გათხევადებული ჰაერის ფრაქციონირებით იღებენ. თხევადი
ჰაერიდან ჯერ აზოტი ორთქლდება, რადგან აზოტის დუღილის ტემპერატურა უფრო
დაბალია (-1950C), ვიდრე ჟანგბადისა - -1830C.
ლაბორატორიაში აზოტი შეიძლება მივიღოთ ამონიუმის ნიტრიტის გახურებით
აზოტის ფიზიკური და ქიმიური თვისებები
აზოტი – N2 – უფერო, უსუნო, უგემო აირია. ჩვეულებრივ პირობებში 1ლ წყალი ხსნის
23,3მლ აზოტს
აზოტის მოლეკულაში სამმაგი ბმაა განხორციელებული , რის გამოც მოლეკულა
ძალიან მდგრადია და შესაბამისად დაბალი რეაქციისუნარიანობით ხასიათდება. მაღალი
წნევაზე და ტემპერატურაზე რეაგირებს აქტიურ მეტალებთან და ჟანგბადთან.
1. მეტალებთან ურთიერთქმედება. ჩვეულებრივ პირობებში აზოტი მხოლოდ
ლითიუმთან რეაგირებს. ეს რეაქცია ძალიან ნელა მიმდინარეობს
6Li + N2 → 2Li3N (ლითიუმის ნიტრიდი)
გაცხელებისას რეაგირებს სხვა აქტიურ მეტალებთან ტუტე მეტალებთან
6Na + N2 → 2Na3N (ნატრიუმის ნიტრიდი)
3Ca + N2 → Ca3N2 (კალციუმის ნიტრიდი)
2Al + N2 → 2AlN (ალუმინის ნიტრიდი)
2. არამეტალებთან ურთიერთქმედება. მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე
კატალიზატორის თანაობისას (Pt ან Fe) აზოტი რეაგირებს წყალბადთან
4. აზოტის და ჟანგბადის ურთიერთქმედება მხოლოდ 15000C-ზე უფრო მაღალ
ტემპერატურაზე მიმდინარეობს.
N2 + O2 → 2NO
ბუნებაში ეს მხოლოდ ჭექაქუხილისას წარიმართება.
აზოტს აზოტმჟავას, ამიაკის და აზოტოვანი სასუქების მისაღებად იყენებენ.
ამიაკი
მრეწველობაში ამიაკს იღებენ შემდეგი გზით:
კატალიზატორი – Fe. მას K2O და Al2O3 აქვს დამატებული. ოპტიმალური პირობებია:
P=200-250ატმ, t=5000C.
ლაბორატორიაში ამიაკის მიღება შეიძლება შემდეგი გზით:
2NH4Cl + Ca(OH)2 → CaCl2 + 2NH3↑ + 2H2O
ამიაკის წყალში გახსნისას ითვლება, რომ წარმოიქმნება ამონიუმის ჰიდროქსიდი
NH4OH. ხსნარს ტუტე რეაქცია აქვს. მაგრამ რეალურად წყალსა და ამიაკს შორის
ხორციელდება წყალბადური ბმა.
ამიაკი უფერო, მძაფრი სუნის მქონე მომწამვლელი აირია. კარგად იხსნება წყალში (1ლ
წყალი ნორმალურ პირობებში ხსნის 1200ლ ამიაკს). ამიაკის წყალხსნარს “ნიშადურის
სპირტს” ეძახიან.
ამიაკის მოლეკულაში აზოტს თავისუფალი ელექტრონული წყვილი აქვს
ამ წყვილზე დონორ-აქცეპტორული მექანიზმით შესაძლებელია წყალბადის კათიონის
მიერთება, რის შედეგადაც ამონიუმის კათიონი წარმოიქმნება. ამონიუმის იონს მეტალის
იონების მსგავსად მარილების წარმოქმნა შეუძლია
NH3 + H+ ⇄ [NH4]+
ეს რეაქცია ამიაკთან მჟავების ურთიერთქმედებისას მიმდინარეობს.
NH3 + HCl → (NH4)Cl ამონიუმის ქლორიდი
NH3 + HNO3 → (NH4)NO3 ამონიუმის ნიტრატი
2NH3 + H2SO4 → (NH4)2SO4 ამონიუმის სულფატი
ამიაკი იწვის ჟანგბადში
4NH3 + 3O2 → 2N2 + 6H2O (არასრული წვა)
თუ ამიაკის წვა Pt-ის ზედაპირზე მიდის, მაშინ ადგილი აქვს შემდეგ რეაქციას:
4NH3 + 5O2 → 4NO + 6H2O (სრული წვა)
ამიაკს აღმდგენი უნარი აქვს. მას შეუძლია აღადგინოს მეტალები მათი ოქსიდებიდან
3CuO + 2NH3 → 3Cu + 3H2O + N2
ამონიუმის მარილები
ამონიუმის მარილები შეიძლება მივიღოთ ამიაკის და მჟავების ურთიერთქ მედებით.
შესაძლებელია აირადი ამიაკის ნაცვლად მისი წყალხსნარის გამოყე ნებაც. ამონიუმის
ყველა მარილი ხსნადია. გახურებით იშლებიან ძირითადად შესაბამისი მჟავასა და
ამიაკის წარმოქმნით. მაგ:
5. თუმცა შესაძლებელია რეაქცია განსხვავებულად წარიმართოს.
არამდგრადი მჟავების ამონიუმის მარილების გახურებისას კი ამიაკი, წყალი და
შესაბამისი მჟავური ოქსიდი მიიღება
NH4Cl გამოიყენება მეტალების შედუღებასა და დარჩილვისას, გალვანური
ელემენტების დასამზადებლად.
(NH4)2SO4 – აზოტოვანი სასუქია.
NH4NO3 – ყველაზე უკეთესი აზოტოვანი სასუქია. მას ამონიუმის გვარჯილასაც
უწოდებენ. მას იყენებენ აგრეთვე ასაფეთქებელი ნარევის “ამონალის” დასამზადებლად.
საშინაო დავალება
1. როგორია აზოტის და ამიაკის სიმკვრივე წყალბადის და ჰაერის მიმართ?
2. რამდენი ლიტრი აზოტი შეიძლება მივიღოთ 200გ ამონიუმის ნიტრიტის
დაშლისას?
3. რამდენი გრამი კალციუმის ჰიდროქსიდია საჭირო 10გ ამონიუმის ქლორიდთან
ურთიერთქმედებისთვის? რამდენი ლიტრი ამიაკი მიიღება ამ დროს?
4. რომელი მარილები შეიძლება მივიღოთ ამიაკის და გოგირდმჟავას, აგრეთვე
ამიაკის და ფოსფორმჟავას ურთიერთქმედებისას?