SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 33
ყვიბისის საჯარო სკოლის
მე–6 კლასის მოსწავლე

მარიამ ციცქიშვილი
ქვემო ქართლი
ქვემო ქართლი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე,ქართლის ერთი
ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის
ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები იხსენიებიან სხვადასხვა სახელებით
(თრიალეთი, გაჩიანი,გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი
ხშირად იცვლებოდა.
ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი
წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ
შორის აღსანიშნავია: სამშვილდისა და ხუნანისსაერისთავოები, თბილისის
საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სამეფო,კლდეკარის, ლორის, გაგის
საერისთავოები, საბარათიანო.
ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო
ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და
ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე
ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ გუგარებს, იგივე
გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის — გოგარენეს და
სომხური გუგარქის სახელწოდება. სავარაუდოა, რომ მათ სამხრეთით
ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც, რომლებიც ძვ. წ. VII-VI
საუკუნეებში ჩამოსახლდნენ. მტრების გამუდმებული თავდასხმების
გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით
დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მათი დიდი ნაწილი მტერს
შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს
უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ
სიჭრელეს.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო
ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და
მოიცავს ბოლნისის,გარდაბნის, დმანისის, თეთრი
წყაროს, მარნეულისა და წალკისრაიონების ტერიტორიებს.
ქვემო ქართლის მხარე
მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულგეოგრაფიული პროვინციების ქვემო
ქართლის და თრიალეთისტერიტორიებს. რეგიონის
საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარე ში მხარეში
შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით
მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა
ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე
კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და
დასავლეთი საზღვრები
მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან
ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.
• ქვემო ქართლი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში
მდებარეობს. იგი ესაზღვრება თრიალეთის, ჯავახეთისა
და ბამბაკ-ერევნის ქედებს. იგი მდინარე მტკვრის
დინების ქვემო, მარჯვენა მხარეს არის გადაჭიმული.
სწორედ ამგვარი გეოგრაფიული მდებარეობის გამო
ეწოდა მას ქვემო ქართლი. რეგიონის საერთო ფართობია
6901 კვ.კმ-ია, რაც საქართველოს ტერირიტორიის 10%-ს
შეადგენს. ქვემო ქართლს აღმოსავლეთით ესაზღვრება
კახეთის, ჩრდილოეთით-შიდა ქართლის და მცხეთამთიანეთის, დასავლეთით-სამცხე-ჯავახეთის
რეგიონები, ხოლო სამხრეთით სომხეთი და
აზერბაიჯანი. იგი შვიდი ადმინისტრაციული
ერთეულისგან შედგება, ესენია:
რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო,
მარნეული და წალკა.
•
გეოგრაფია:
ქვემო ქართლი განლაგებულია ნახევრად უდაბნო, მშრალი სუბტროპიკული
და მაღალმთიანი ალპური ზონის საზღვრებში. მის ლანდშაფტს, ძირითადად
ველები და ტყე-ველები შეადგენს. ქედებს შუა ტყეებში ჭარბობს მუხნარი და
რცხილნარი; ხარობს წიფელა, ნეკერჩხალი და სხვა... მარნეულის ვაკე
ადგილებში ვხვდებით ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელ მცენარეულ
საფარს. მტკვრის ჭალებში შემორჩენილია ჭალის ტყეები. ქვემო ქართლის
უმსხვილესი მდინარეებია: მტკვარი, ხრამი და ალგეთის ქვემო დინებები.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი ტბები:
ჯანდარა, წურბლიანი, არყიანი, ბარეთი და გრძელი ტბა. რეგიონის
ტერიტორიაზე მდებარეობს წალკის, დმანისის და ალგეთის წყალსაცავები.
ბეთანია
საკვირველი, სასწაულებრივი ადგილია ბეთანია! იგი თითქოს დროითა და სივრცითაც მოშორებია წარმავალ ცხოვრებას. აქ
ჯერაც არ არის ელექტროობა, რადიო, ტელევიზორი, წყალგაყვანილობაც კი. ყველაფერი ისეა, როგორც ათასი წლის წინათ,
როდესაც აქ პირველად ფუძნდებოდა მონასტერი.
ბეთანიის მონასტრის ისტორია საიდუმლოებით არის მოცული. უცნობია იმ მამათა სახელებიც, რომლებიც მრავალი
საუკუნის განმავლობაში მოსაგრეობდნენ აქ.დიდი ხნის მანძილზე იგი სრულიად მიტოვებული იყო.
XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიაში კვლავ მოვიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. არ ჰყოფნიდათ სახსარი
და გზაზე დიდი ყულაბა დადგეს ასეთი წარწერით: „შეეწიეთ მონასტერს!“ აი, ასე, ხელახლა ააშენეს ყოველივე, სავანემაც
კვლავ დაიწყო აღორძინება. როცა თავისთვის საცხოვრებელს აგებდნენ, კარიბჭის შორიახლოს ბერებმა დიდი სამარხი ნახეს საერთო საფლავი, სადაც ერთად ეწყო ძვლები და თავის ქალები. მათგან ბევრს წმიდა ცვილისფერი ჰქონდა კვლავაც. ეს კი,
როგორც აღიარებულია, ამ ადამიანთა ცხოვრების სიწმიდეს მოწმობს. ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინ არიან ეს ადამიანები,
ალბათ, ცხოვრებისეულ შემთხვევითობას არ შეუკრებია ეს ნაწილები ერთ საფლავში. სწორედ მათ თავზე დგას წმიდა
კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის საყდარი.
ბეთანიის შესახებ თითქმის არაფერს მოგვითხრობენ ისტორიკოსები, დუმს მატიანეც, მაგრამ მის წარსულზე მეტყველებენ
ტაძრის ძველი ფრესკები, ქვაში ამოკვეთილი ჩუქურთმები და წარწერები, არქიტექტურის მკაცრი ფორმები, ყოველ ნაბიჯზე
აღმოჩენილი ძველ მკვიდრთა ნეშტი.
საიდუმლოებითაა მოცული: პირველად როდის დაარსდა აქ მონასტერი, ვინ ააგო და მოხატა ტაძარი, შემდეგში სუმბატის
დროს როგორ გადააკეთეს, რა ვითარებაში დაასრულეს მისი მოხატვა თამარის დროს, რამდენმა თაობამ იღვაწა ამ მშვენიერი
ქმნილების სრულყოფისათვის.
მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი
ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული.
ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების - ორბელიანების - საგვარეულო საძვალეს. ტაძრის
ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის
მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.
დმანისის ნაქალაქალი

მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე.
დმანისის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის
მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა დმანისის
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა
საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის
ადრეპალეოლითური ძეგლი.
დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 1999 და 2001
წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა – უძველესი ადამიანების თავის
ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი
თავის ქალაა აღმოჩენილი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა.
მათი თავის ქალები და ქვედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებული იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას
სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. ამერიკული ჟურნალის შიენცე-ის
მიერ დასახელებულ 2000 წლის ათ საუკეთესო მეცნიერულ მიღწევათა შორის მსოფლიოში მეცნიერების
ყველა დარგში დმანისური აღმოჩენა პირველ სამეულში მოხვდა.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო
გვირაბს და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის
სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა
და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი
ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები
აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან – ევროპიდან.
ბოლნისის სიონი
ბოლნისის სიონი ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი
ფეოდალური ხანის ქართულიარქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის
მკაცრი მონუმენტურობით - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის
მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა,ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ
მეორეხარისხოვანია.
საქართველოსათვისტრადიციული ცენტრული კომპოზიციების
გავლენას მოწმობსდასავლეთით შესასვლელის უქონლობა
(ახლანდელი XVII საუკუნეშია გაჭრილი), რაც ეწინააღმდეგება
ბაზილიკის „სიგრძივ“ ხასიათს. ბაზისებისა და სვეტისთავების
საინტერესო სკულპტურული მორთულობა
თავმოყრილიაჩრდილოეთი გალერეასა და
ტაძრისინტერიერში. მცენარეულ და გეომეტრიული სახეებთან
ერთად, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას
ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს ჯვრისსხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. მ.შ. ერთ-ერთი
(ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) „ბოლნური ჯვრის“
სახელითაა ცნობილი.
ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ
არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური
სკულპტურული გამოსახილებანი
(ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც
წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ
შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.
ბოლნისის სიონი ნათლად წარმოგვიდგენს როგორც
ქართული ბაზილიკის ნათესაობას ქრისტიანულ სამყაროს სხვა
ქვეყნის ბაზილიკასთან, ისე მის მკაფიოდ გამოსახულ
თავისებურებებსაც. ეკლესიის გვერდით, სამხრეთდასავლეთით, დგას XVII საუკუნისსამრეკლო. ბოლნისის სიონი
საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული. XVII
საუკუნეში აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი
თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. 19361939 ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი
გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 19671969 გადახურეს ჩრდილოეთ გალერეს და არადგინეს მისი
დასავლეთი კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის
ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში
გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია
ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამხადებული
ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე
ბოლნელი.
ფიტარეთის მონასტერი
ფიტარეთის მონასტერი — მონასტერი საქართველოში, მდებარეობს ქვემო
ქართლის მხარის თეთრი წყაროს
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარექციის ხეობაში. თბილისიდან 100
კმ.-ის დაშორებით, თეთრი წყაროდანსამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით
12 კმ-ში. მონასტერი მოქმედია, შედისმანგლისისა და წალკის
ეპარქიის დაქვემდებარებაში. მონასტრის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის
პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. სამონასტრო
კომპლექსის შემადგენლობაში
შედის: ეკლესია, სამრეკლო, მარანი,გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა
სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული
ნაგებობები.
მონასტრის მთავარი წარწერიდან ირკვევა კომპლექსი XIV
საუკუნეშიაღუდგენია გიორგი ბრწყინვალის ამირეჯიბს ქავთარ
ქაჯიფაისძეს, რომელიც ბარათაშვილების წინაპარი იყო. სამონასტრო
კომპლექსი შემდეგი საუკუნეების მანძილზეც სწორედ ბარათაშვილორბელიანთა (ორბელიშვილთა) საკუთრება იყო. მონასტერი მათ საძვალე
სასაფლაოდ ითვლება, რადგან აქდასაფლავებულია ამ საგვარეულოს
რამდენიმე წარმომადგენელი.
ბირთვისი – ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო
ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდელი თეთრი წყაროს
მუნიციპალიტეტი). მდებარეობსფარცხისის აღმოსავლეთით 6 -7
კილომეტრზე.
ციხისკენ მიმავალ გზას მივყავართ ვიწრო კარამდე.
შიგნით, ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე, პატარა ეზო
იქმნება. აქედან იწყება ციხე. მაგრამ ბირთვისი არ არის
ჩვეულებრივი ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები
შემოფარგლავს. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ
დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ
კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. აქედან, ამ
წვეტიანი მთების ძირები ისე ღრმადაა, რომ ზემოდან ძლივს
მოჩანს. ციხის ამგებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე
შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ
ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად
გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა
გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. შესასვლელთან
მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი ე. წ.
„შეუპოვარი“ დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა
აღჭურვილი. ეს კოშკი, როგორც ეტყობა, გვიან პერიოდშია
შექმნილი, მაგრამ სხვაგან გვხვდება გაცილებით უფრო
ადრეული ფენები.
სამშვილდე, ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი
აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი სოფ. სამშვილდისმახლობლად (თეთრი წყაროს
მუნიციპალიტეტი) ისტორიულ ქვემო ქართლში.
შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდ. ჭივჭავისა
და ხრამის (ქცია) შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს
კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს გალავანი შემოუყვებოდა. ქართული ეროვნული
ტრადიციის თანახმად ააშენა ქართველთა ეპონიმმა ქართლოსმა. მისი თავდაპირველი
სახელწოდება "ციხე ორბისა". ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე მთავარი ციხის
ზოგადქართული სახელწოდებით - "დედაციხედ". ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე
(ძვ. წ. IV-III სს.) წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. დროდადრო იგი
უფლისწულთა სამყოფელი იყო. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის
საამიროს ექვემდებარებოდა. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოსდაეუფლა. X საუკუნის
დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო
ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 სამშვილდე
დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა. 1064 სომეხთა მეფემკვირიკე II-მ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს
ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში
სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ
პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო
ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
შიდა ქართლი
შიდა ქართლი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე
აღმოსავლეთსაქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი.
შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო:
აღმოსავლეთით — არაგვით, ჩრდილოეთით — კავკასიონით, დასავლეთით — ლიხის
ქედით, სამხრეთით — თრიალეთის ქედით.
შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი
მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი დაკავთურა ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო
მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც
სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე,ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი.
შიდა ქართლის მდინარეების უმრავლესობა უძველესი დროიდანაა სარწყავად გამოყენებული.
ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური
მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. აქ გადიოდა
მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ.
არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ
ქალაქების ჩამოყალიბებას: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა. შიდა ქართლის
ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც
ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.
ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის
საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო ქსნის
საერისთავო (XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის
საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.),საამილახვრო (XV ს.), საჯავახო (XV ს.)[წყა
რო არ არის მითითებული 140 დღე],სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.). XVI საუკუ
ნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ
ერთეულად — სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა შიდა ქართლის
ტერიტორიაზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების ეს მიწები თბილისის
გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში შედიოდა.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული
შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის
მხარეში შედის, მცირე ნაწილი - მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, ახალგორი)
და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის
ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული
რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.
ისტორია
მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ
ნაწილს ისტორიული შიდა ქართლისა, რომელსაც ძველად ზენა სოფელი ეწოდებოდა.
თვით ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის
მტკვრის მიხედვით დანაწილებული იყო ზემო, შუა ანუ შიდა და ქვემო ქართლად.
შიდა ქართლი ვრცელდებოდა
აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით —
კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით — ლიხის ქედამდე, ხოლო
სამხრეთით — თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე. შიდა ქართლის მტკვრის
სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული
წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის
ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.
XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლის
ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხესაათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი დიდი ხნით ჩამოშორდა
ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ
ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის.
შიდა ქართლის მხარე
შიდა ქართლი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს
ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია შიდა
ქართლის ცენტრალურ ნაწილს. რეგიონის საერთაშორისო
კოდია: GE-SK. მხარის ჩრდილოეთი ნაწილი მოიცავს სამხრეთ
ოსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომლის ავტონომიის
სტატუსი გაუქმებულ იქნა საქართველოს სსრ კავშირიდან
გამოსვლის შემდეგ, რასაც კონფლიქტი და მთავრობის მიერ ამ
რეგიონზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვა. შიდა ქართლის მხარე
ში მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული
ერთეულები:
გეოგრაფია
შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ
საქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია
ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას,
რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით,
ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით,
სამხრეთით - თრიალეთის ქედით. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით
მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი
მდინარეები - ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე
დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის,
ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს
მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და
არაგვი. შიდა ქართლის მდინარეების უმრავლესობა უძველესი
დროიდანაა სარწყავად გამოყენებული. ვრცელი დაბლობები და
საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური
მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას.
აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც
ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ. არაგვის გზა), ისე
აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ
ქალაქების ჩამოყალიბებას: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა.
შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა
გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც
ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის
ისტორიაში. ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა
ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა.
მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო ქსნის საერისთავო
(XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის
საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.), საამილახვრო (XV
ს.), საჯავახო (XV ს.), სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.).
XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედროადმინისტრაციულ ერთეულად - სადროშოდ, რომელთაგან სამი
ჩამოყალიბდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე. საქართველოს
რუსეთთან შეერთების ეს მიწები თბილისის გუბერნიის გორისა
და დუშეთის მაზრებში შედიოდა. თანამედროვე
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული
შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის
მხარეში შედის, მცირე ნაწილი - მცხეთა-მთიანეთის
(მცხეთა, ახალგორი) და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში
(ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ.
“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული რეჟიმის
მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.
სურამის ციხე
კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, ხაშურის
რაიონში, დაბა სურამის სამხრეთ ნაწილში, კლდოვან გორაკზე.
ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში, სურამელთა საერისთავოს
დაფუძნებასთან დაკავშირებით. კაპიტალურად შეკეთდა XVI
საუკუნის II ნახევარში.
ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის
ციხე მოხსენიებულია 1625 წელს, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ
გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. 1692 წელს სურამის ციხე
თურქების ხელშია; მათი განდევნის შემდეგ, უმეფობის
ხანაში, სურამის ციხე ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა ირანის
წინააღმდეგ მებრძოლებისათვის. 1742-45 წლებში ირანელთა
წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის
სადროშოს უფროსის გივი ამილახვრის ძირითადი დასაყრდენი
გახდა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით
აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა
ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს.
მეფეებმა, მიუხედავათ იმისა, რომ რომ მათ ზურგს ირანი
უმაგრებდა, სურამის ციხის აღება ვერ შეძლეს. არ გაჭრა არც თვით
თეიმურაზის მოლაპარაკებამ, არც შაჰის პატიების ფირმანმა და არც
ციხისათვის ყუმბარების დაშენამ.
შაჰი იმდენად განუცვიფრებია ამას, რომ მხატვარი გამოუგზავნია ციხის დასახატად.
როდესაც ციხის სურათი მოუტანეს, შემოუთვლია: ციხეს ისეთი გალავანი
შემოავლეთ, რომ ყოველგვარი მოძრაობა შეწყდეს და ალყა არ მოხსნათ, ვიდრე
თვითონ არ შემოგვეხვეწებიანო. შემდეგ ციხე მალულად ორჯერ ააფეთქეს და კედლის
დიდი ნაწილი ჩამოანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ კარი თითქმის შემტვრეული
იყო, ამილახვარი მაინც არ ნებდებოდა და ახლა დედოფლის მისვლას მოითხოვდა:
მხოლოდ მას ვენდობიო. დედოფალ თამარის მისვლის შემდეგ მიუციათ მეფეებს
უვნებლობის ფიცი. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ძლიერ
სიმაგრეს წარმოადგენდა სურამის ციხე XVIII საუკუნეში. ნადირ-შაჰი ამილახვარს
ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და მისი ბრძანებით სურამის ციხე დაუნგრევიათ.
მაგრამ სურამის ციხე ქართველებს მალე აღუდგენიათ და 1756 წელს აქ ერეკლე II-ეს
ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული. სურამის ციხე ქართველთა
მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. შემდეგ აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს. 1792
წელს ერეკლე II-ის `ანდერძში~ სურამის ციხე საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის
არის მოხსენიებული. 1801 წლის წყაროებით ციხე ისევ მოქმედია. XIX საუკუნეში მან
საქართველოს სხვა ციხეებთან ერთად თანდათან დაკარგა მნიშვნელობა.
უფლისციხე
უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII
საუკუნიდან გვხვდება. საყურადღებოა ვახუშტი ბაგრატიონის ცნობაც.
უფლისციხისა და მისი გარეუბნების მეურნეობაზე გარკვეულ წარმოდგენას
გვაძლევს არქეოლოგიურ გათხრებით გამოვლენილი აგრარული კულტების
სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, ვაზის სასხლავი დანები, რკინის სახნისი,
კევრები, რიტუალური დანიშნულების ნივთები, ოქროს, ვერცხლის, რკინის, ძვლის,
ქვის, თიხის სამკაულები, ქანდაკებები და სხვა ხელოსნური ნაწარმის სიმრავლე,
მრავალფეროვნება და სინატიფე უფლისციხეს უძველესი დროის ხელოსნური
წარმოების მნიშვნელოვან ცენტრად წარმოადგენს.
ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხეს მიდამოების არსებული
გამოქვაბულები ერთ-ერთ ძლიერ თემს გამოუყენებია საცხოვრებლად, გაუმართვს
და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია.
ადრინდელ რკინის ხანაში უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის
საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს,
სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე ანუ ბელადის ციხე-ქალაქი.
უფლისციხის თემს თანდათან დაუმორჩილებია ირგვლივ მდებარე დაბების
მოსახლეობა. ძვ. წ. VI-V სს. უფლისციხე შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი
პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქიც
იყო.
ძვ. წ. II-I სს. უფლისციხე ტიპიური ელინისტური ქალაქია, თავისი
ციტადელით, ქალაქითა და სასოფლო-სამეურნეო
გარეუბნით, მეურნეობით, სოციალური იერით, აღებ-მიცემობით, ხელოსნური
წარმოებით და ა.შ. იგი საკმაოდ დიდი რეგიონის სამეურნეო ცხოვრების ცენტრია და
ფართოდაა ჩაბმული საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ახ. წ. I-III სს. კვლავაც მნიშვნელოვანი საქალაქო და სამხედრო-სტრატეგიული
ცენტრია, ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც.
საქართველოში ქრიატიანული რელიგიის სახელფწიფო რელიგიად გამოცხადების
შემდეგ უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ ფეოდალურ ხანაში
იგი მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. VIII საუკუნიდან უფლისციხე ქართლის
ქალაქებს შორის პირველობდა და საქართველოს არაბებისგან გათავისუფლებისა და
გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი იყო.
IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. აქ
გაბატონებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ ქართველი ბაგრატიონები, კახეთის
მთავრები და სომხეთის მეფეები. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური
გაერთიანების შემდეგ უფლისციხემ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. მონღოლთა
შემოსევების პერიოდში იგი ძლიერ დაზიანდა. XV საუკუნეში კი უფლისციხე
საბოლოოდ დაეცა, ხოლო გვიანდელ ფეოდალურ ხანაში საბოლოოდ დაიცალა
მოსახლეობისაგან. შემდეგ უფლისციხეს თავს აფარებდა მტრისაგან აწიოკებული
ახლო სოფლების მოსახლეობა.
ათენის სიონი

ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი.
მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო
კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზ
ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ),ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია
მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც.
შესასვლელები სამრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია
ტეტრაკონქი, რომლი წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი.
მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმელიანი ყელი, რომელიც
აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა კონუსური
ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში
გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით —
ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო
ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან
ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე
ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთდასავლეთისა საქალებოა. ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან.
გუმათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი ამაღლებულია
ორი საფეხურით. აღმოსავლეთი აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა —
ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია მსახურთათვის. საკურთხეველში
სამი სარკმელოა, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში — თითო, რვაწახნაგა
კამარით გადახურულ სამკვეთლოში — ორი, ჯვაროვანი კამარით გადახურულ კუთხის
ოთახებში კი თითო. საკურთხევლისა დადასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის
აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა.
1968-1975 წწ. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ შეაკეთა და
გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები (ხელმძღვანელი არქიტ. ლ.
ხიმშიაშვილი), გუმბათის სახურავი (ხელმძღვანელები არქიტ. რ. გვერდწითელი, თ.
ნემსაძე). 1983 წ. კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით (ხელმძღვ. რ.
გვერდწითელი), გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა (ხელმძღვანელი გ.
ჭეიშვილი, კ. ბაკურაძე).
ყინწვისის ეკლესია
ყინწვისი, სოფ. ყინწვისიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ქართული ხუროთმოძღვრების
ძეგლი - სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის
თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის
ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი.
საერთო იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს. ნაგებია აგურით, საკურთხევლის
აფსიდი ბემიანია. აფსიდებითაა დასრულებული სამკვეთლოცა და სადიაკვნეც. შიგა
სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი, რომელთაგან აღმოსავლეთი მკლავის გარდა
ყველა სწორკუთხაა. დასავლეთი მკლავი უფრო გრძელია. გუმბათქვეშა
კვადრატიდან წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით, რომლებზედაც
ამოყვანილია 12-სარკმლიანიგუმბათის ყელი. სარკმლები შემკულია აგურის
წყობით გამოყვანილი თაღებით. ტაძარს სამი შესასველი აქვს ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ
და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც
დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის
ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ
კედელზე გამოსახეული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა.
საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ
კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის
გამოსახულება. მომხიბლავია ფრესკების კოლორიტის ჰარმონიულობა. ფონისთვის
გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის - ოქრო.
ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები - მეტყველი.
კომპლექსის ნაგებობათაგან შემორჩა აგრეთვე XIII საუკუნის ღვთისმშობლის
ეკლესიის ნანგრევები (ფრესკებითა და კანკელით), განვითარებულია შუა
საუკუნეების მცირე ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების სხვა ნაგებობანი.
სამთავისი
სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე
ყანჩაელს 1030 წლს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის
განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის
ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული
ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე.
დასავლეთის ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა,
რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III–ის მეფობის დროს იოანე
სამთავნელს ტაძრისთვის მიუდგამსკარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII საუკუნის II
ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს
მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის
სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს,
სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეშიძეგლი ძლიერ დაზიანდა:
ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად
ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა
ფეოდალების ამილახვრების აღზევების შემდეგშესაძლებელი გახდა ტაძრის
”მეორედ” აშენება-განახლება. ტაძრის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერების
თანახმად ძეგლი მეორედ აუშენებიათ გაიანე და სიაოშ ამილახვრებს; გაიანე ქართლიმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის დაა, ამირინდო ზევდგენიძე-ამილახვრის მეუღლე,
სიაოში - მათი ვაჟიშვილი. თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთის ბურჯი,
გუმბათი და დასავლეთის კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა.
ტაძრის ინტერიერში, აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთის ბურჯებზე
შემორჩენილ წარწერებში გადმოცემულია ტაძრის მოხატულობის განახლებისა და
ხელახლა მოხატვის ამბავი. ამ წაწერის მიხედვით, ტაძრის მოხატვის კტიტორები
ყოფილან - გივი ამილახვარი ამისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი მელიტონ სამთავნელი. ეს სამუშაოები შეუსრულებიათ 1679წელს. 1847 წელს ძეგლზე
სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა არქიტექტურულმა რიპარდმა.
ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად
შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც
საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას.
აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი
სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას.
საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი
მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით
შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ
დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან
განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში.
რკონი
რკონი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის
მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონისტერიტორიაზ
ე. თეძმის ხეობის ზედა ნაწილში.
რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა.
ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV
საუკუნეების მიჯნა და XVII-XVIII საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების
პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა.
ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში - საცხოვრებელი და სამეურნეო
შენობები. რკონის კომპლექსში შედის:ღვთისმშობლის
ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცე
მლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი.
გორის ციხე
გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან
ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები
მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო
კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის
ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა
პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ
განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან
წლებში როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როცა იგი
საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ
წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას — აქ რუსეთის არმიის
გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხესიმაგრე
ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს
დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ეკვრის; სამხრეთით და
აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს;
სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხეთაღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის
ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.
წრომის ტაძარი

წრომის ეკლესია – ადრეული შუა
საუკუნეების ტაძარი ხაშურის
მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში. მდებარეობს
რკინიგზის სადგურ გომიდან 3 კმზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის
შუაგულში. აგებულია 626-635 წლებში ქართლის
ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით.

ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის
გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ
გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც
აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი
გუმბათიანი ტაძარი. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა:XI და XII საუკუნეებს შორის
და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა
გალავანი.1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარის მნიშვნელოვანი ნაწილი:
დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები და დასავლეთისა და სამხრეთის
მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი.
მიუხედავად ამისა ტაძრის თავდაპირველი გეგმა და საერთო კომპოზიცია უცვლელი დარჩა.
1949 წლიდან დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. (ხელმძღვ. ლ. ხიმშიაშვლი). 1949 წელს
დასავლეთის კედლის გასამაგრებლად გაკეთდა სპეციალური დამჭერი
კონსტრუქციები. 1959 წელს გასწორდა დასავლეთის გადახრილი კედელი.1974-1975 წწ.
ტაძრის გუმბათის ყელის ფუძემდე ამოიყვანეს ტრომპები და ტაძარს დაადგეს საცდელი ხის
გუმბათი.
ქვათახევი
ქვათახევი, ან ქვაბთახევი — XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი. მდებარეობს
ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელწინარეხიდან 5 კმ-ზე, მდ.
კავთურის სათავესთან.
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და
სენაკები. თავდაპირველად დედათა მონასტერი იყო. ქვათახევის ტაძარი
ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან.
იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება და მიეკუთვნება იმ ძეგლთა
ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოს შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის
კანონიკური ფორმები (დამოკლებული და კვადრატს მიახლოებულია გეგმა, გუმბათი
საყრდენად 4 თავისუფლად მდგარი ბოძის ნაცვლად დარჩენილია ბოძების ერთი
წყვილი, მეორე - აღმოსავლეთით წყვილი კი საკურთხევლის კედლებთანაა
შერწყმული; აღარ არის პატრონიკეები, შენობის კორპუსი რამდენადმე
დადაბლებულია, გუმბათის ყელი კი წაგრძელებული).
ქვათახევის ტაძარში შიგა სივრცე შექმნილი ჯვრის მკლავებითა და მათ
გადაკვეთაზე აღმართული გუმბათით. სამხრეთიდან და დასავლეთიდან
კარიბჭეებით გაფორმებული თითო შესასვლელია. ფასადები შემოსილია
სუფთად გათლილი თეთრი ქვის კვადრატებით. ტაძარი უხვადაა შემკული
მდიდრული ჩუქურთმებით. მორთულობა თავმოყრილია სარკმლის
ირგვლივ, აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია კუთხით დაყენებული
კვადრატები, დიდი ჯვარი. სარკმლები შემკულია მოჩუქურთმებული
საპირეებით. ასევე უხვადაა მორთული ჩრდილოეთი, დასავლეთი და
სამხრეთი ფასადებიც. გუმბათის ყელი დაგვირგვინებულია მდიდრული
ჩუქურთმებით შემკული მაღალი ფრაზითა და ორმაგი
კარნიზით, მოჩუქურთმებული სარკმლებით, რომლების ერთიანად მორთულ
ზედაპირს ქმნის. სამრეკლო აშენებულია 1872 წელს. ეკლესია ძლიერ
დაზიანდა XIV საუკუნეში, თემურლენგის შემოსევათა დროს. 1854 ძეგლი
კაპიტალურად შეაკეთებინა გიორგი XII-ის შვილიშვილმა იოანე თარხანმოურავმა. 1854-1874 წლებში ქვათახევის არქიმანდრიტი იყო ტარასი ალექსიმესხიშვილი.
ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობარის კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ
მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები:ფილიპე ბარათაშვილი (XVI
ს.), იოანე ავალიშვილი (XVI-XVII სს.), იოანე ხელაშვილი (XIX ს.
დამდეგი), დოსითეოზ ფიცხელაური, ტარასი ალექსი-მესხიშვილი (ორივე XIX
ს.) და სხვა. ჩვენამდე მოღწეულია ქვათახევის ბიბლიოთეკის რამდენიმე
ხელნაწერი.

Weitere ähnliche Inhalte

Was ist angesagt?

საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
საქართველოს ოკუპაცია 1921 წელისაქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
საქართველოს ოკუპაცია 1921 წელიnino abuladze
 
პირველი მსოფლიო ომი
პირველი      მსოფლიო     ომიპირველი      მსოფლიო     ომი
პირველი მსოფლიო ომიNino Bidzinashvili
 
პირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომიპირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომიManana Jakeli
 
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიუძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიmisstamo
 
ჰორიზონტი და მისი მხარეეები
ჰორიზონტი და მისი მხარეეებიჰორიზონტი და მისი მხარეეები
ჰორიზონტი და მისი მხარეეებიRusudan Gorgadze
 
თამარ მეფის გამეფება
თამარ მეფის გამეფებათამარ მეფის გამეფება
თამარ მეფის გამეფებაirmatsintsadze6
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოMaia Esartia
 
თამარ მეფე . ოქროს ხნა .
თამარ მეფე . ოქროს ხნა .თამარ მეფე . ოქროს ხნა .
თამარ მეფე . ოქროს ხნა .nino abuladze
 
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიNatia Kurtanidze
 
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილივახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"marine
 
თამარ მეფე
თამარ  მეფეთამარ  მეფე
თამარ მეფეqarchiladzemzia
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიnino abuladze
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"tamarkakachia
 

Was ist angesagt? (20)

საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
საქართველოს ოკუპაცია 1921 წელისაქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
 
პირველი მსოფლიო ომი
პირველი      მსოფლიო     ომიპირველი      მსოფლიო     ომი
პირველი მსოფლიო ომი
 
პირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომიპირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომი
 
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიუძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
 
გვახსოვდეს აფხაზეთი
გვახსოვდეს აფხაზეთიგვახსოვდეს აფხაზეთი
გვახსოვდეს აფხაზეთი
 
ჰორიზონტი და მისი მხარეეები
ჰორიზონტი და მისი მხარეეებიჰორიზონტი და მისი მხარეეები
ჰორიზონტი და მისი მხარეეები
 
ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
ბაგრატ III  ერთიანი საქართველოს პირველი მეფებაგრატ III  ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
 
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
 
თამარ მეფის გამეფება
თამარ მეფის გამეფებათამარ მეფის გამეფება
თამარ მეფის გამეფება
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველო
 
თამარ მეფე . ოქროს ხნა .
თამარ მეფე . ოქროს ხნა .თამარ მეფე . ოქროს ხნა .
თამარ მეფე . ოქროს ხნა .
 
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
 
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილივახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
 
26 მაისი
26 მაისი26 მაისი
26 მაისი
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
 
თამარ მეფე
თამარ  მეფეთამარ  მეფე
თამარ მეფე
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
 
"მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი""მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი"
 
ავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძიავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძი
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 

Ähnlich wie მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი

გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011Tamar Parchukashvili
 
მემლექეთი
მემლექეთიმემლექეთი
მემლექეთიAna Meladze
 
წალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალიწალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალიGocha Sharvashidze
 
ტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიAna Meladze
 
ნინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთინინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთიbakurgelashvili
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxBesik Machitadze
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxBesik Machitadze
 
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxBesik Machitadze
 
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაirinagusha
 
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთანnino abuladze
 
ზ.კუბლაშვილი.pptx
ზ.კუბლაშვილი.pptxზ.კუბლაშვილი.pptx
ზ.კუბლაშვილი.pptxBesik Machitadze
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდეekachexani
 
გურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგიაგურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგიაBesik Machitadze
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxBesik Machitadze
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიbakurgelashvili
 
კიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxკიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxBesik Machitadze
 

Ähnlich wie მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი (20)

გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011
 
მემლექეთი
მემლექეთიმემლექეთი
მემლექეთი
 
წალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალიწალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალი
 
ტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთი
 
ნინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთინინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთი
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
 
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
 
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
 
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
 
ზ.კუბლაშვილი.pptx
ზ.კუბლაშვილი.pptxზ.კუბლაშვილი.pptx
ზ.კუბლაშვილი.pptx
 
სვანეთი
სვანეთისვანეთი
სვანეთი
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდე
 
გურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგიაგურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგია
 
Kaxeti1
Kaxeti1Kaxeti1
Kaxeti1
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptx
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
 
კიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxკიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptx
 
Toponimta poezia 1
Toponimta poezia 1Toponimta poezia 1
Toponimta poezia 1
 
Svaneti Luka mshveliani
Svaneti Luka mshvelianiSvaneti Luka mshveliani
Svaneti Luka mshveliani
 

Mehr von bakurgelashvili

ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალbakurgelashvili
 
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიგრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ტატო ტალახაძე-ბორჯომი
ტატო ტალახაძე-ბორჯომიტატო ტალახაძე-ბორჯომი
ტატო ტალახაძე-ბორჯომიbakurgelashvili
 
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილიწმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილიbakurgelashvili
 
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილი
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილიაქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილი
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილიფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილიქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილი
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილიპლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილი
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიდავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილი
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილიწყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილი
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილიპალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილიბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილი
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილიბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილი
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილი
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილიგენეოლოგია-ბაკურ გელაშვილი
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvilibakurgelashvili
 

Mehr von bakurgelashvili (15)

ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალ
 
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიგრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
 
ტატო ტალახაძე-ბორჯომი
ტატო ტალახაძე-ბორჯომიტატო ტალახაძე-ბორჯომი
ტატო ტალახაძე-ბორჯომი
 
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილიწმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
 
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილი
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილიაქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილი
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილი
 
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილიფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
 
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილიქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
 
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილი
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილიპლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილი
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილი
 
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიდავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
 
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილი
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილიწყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილი
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილი
 
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილიპალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი
 
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილიბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
 
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილი
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილიბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილი
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილი
 
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილი
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილიგენეოლოგია-ბაკურ გელაშვილი
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილი
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
 

მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი

  • 1. ყვიბისის საჯარო სკოლის მე–6 კლასის მოსწავლე მარიამ ციცქიშვილი
  • 2. ქვემო ქართლი ქვემო ქართლი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე,ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები იხსენიებიან სხვადასხვა სახელებით (თრიალეთი, გაჩიანი,გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა. ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: სამშვილდისა და ხუნანისსაერისთავოები, თბილისის საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სამეფო,კლდეკარის, ლორის, გაგის საერისთავოები, საბარათიანო.
  • 3. ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ გუგარებს, იგივე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის — გოგარენეს და სომხური გუგარქის სახელწოდება. სავარაუდოა, რომ მათ სამხრეთით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც, რომლებიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ჩამოსახლდნენ. მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და მოიცავს ბოლნისის,გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკისრაიონების ტერიტორიებს.
  • 4. ქვემო ქართლის მხარე მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულგეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთისტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარე ში მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.
  • 5. • ქვემო ქართლი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ესაზღვრება თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებს. იგი მდინარე მტკვრის დინების ქვემო, მარჯვენა მხარეს არის გადაჭიმული. სწორედ ამგვარი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეწოდა მას ქვემო ქართლი. რეგიონის საერთო ფართობია 6901 კვ.კმ-ია, რაც საქართველოს ტერირიტორიის 10%-ს შეადგენს. ქვემო ქართლს აღმოსავლეთით ესაზღვრება კახეთის, ჩრდილოეთით-შიდა ქართლის და მცხეთამთიანეთის, დასავლეთით-სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, ხოლო სამხრეთით სომხეთი და აზერბაიჯანი. იგი შვიდი ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია: რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და წალკა. •
  • 6. გეოგრაფია: ქვემო ქართლი განლაგებულია ნახევრად უდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და მაღალმთიანი ალპური ზონის საზღვრებში. მის ლანდშაფტს, ძირითადად ველები და ტყე-ველები შეადგენს. ქედებს შუა ტყეებში ჭარბობს მუხნარი და რცხილნარი; ხარობს წიფელა, ნეკერჩხალი და სხვა... მარნეულის ვაკე ადგილებში ვხვდებით ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელ მცენარეულ საფარს. მტკვრის ჭალებში შემორჩენილია ჭალის ტყეები. ქვემო ქართლის უმსხვილესი მდინარეებია: მტკვარი, ხრამი და ალგეთის ქვემო დინებები. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი ტბები: ჯანდარა, წურბლიანი, არყიანი, ბარეთი და გრძელი ტბა. რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს წალკის, დმანისის და ალგეთის წყალსაცავები.
  • 7. ბეთანია საკვირველი, სასწაულებრივი ადგილია ბეთანია! იგი თითქოს დროითა და სივრცითაც მოშორებია წარმავალ ცხოვრებას. აქ ჯერაც არ არის ელექტროობა, რადიო, ტელევიზორი, წყალგაყვანილობაც კი. ყველაფერი ისეა, როგორც ათასი წლის წინათ, როდესაც აქ პირველად ფუძნდებოდა მონასტერი. ბეთანიის მონასტრის ისტორია საიდუმლოებით არის მოცული. უცნობია იმ მამათა სახელებიც, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში მოსაგრეობდნენ აქ.დიდი ხნის მანძილზე იგი სრულიად მიტოვებული იყო. XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიაში კვლავ მოვიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. არ ჰყოფნიდათ სახსარი და გზაზე დიდი ყულაბა დადგეს ასეთი წარწერით: „შეეწიეთ მონასტერს!“ აი, ასე, ხელახლა ააშენეს ყოველივე, სავანემაც კვლავ დაიწყო აღორძინება. როცა თავისთვის საცხოვრებელს აგებდნენ, კარიბჭის შორიახლოს ბერებმა დიდი სამარხი ნახეს საერთო საფლავი, სადაც ერთად ეწყო ძვლები და თავის ქალები. მათგან ბევრს წმიდა ცვილისფერი ჰქონდა კვლავაც. ეს კი, როგორც აღიარებულია, ამ ადამიანთა ცხოვრების სიწმიდეს მოწმობს. ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინ არიან ეს ადამიანები, ალბათ, ცხოვრებისეულ შემთხვევითობას არ შეუკრებია ეს ნაწილები ერთ საფლავში. სწორედ მათ თავზე დგას წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის საყდარი. ბეთანიის შესახებ თითქმის არაფერს მოგვითხრობენ ისტორიკოსები, დუმს მატიანეც, მაგრამ მის წარსულზე მეტყველებენ ტაძრის ძველი ფრესკები, ქვაში ამოკვეთილი ჩუქურთმები და წარწერები, არქიტექტურის მკაცრი ფორმები, ყოველ ნაბიჯზე აღმოჩენილი ძველ მკვიდრთა ნეშტი. საიდუმლოებითაა მოცული: პირველად როდის დაარსდა აქ მონასტერი, ვინ ააგო და მოხატა ტაძარი, შემდეგში სუმბატის დროს როგორ გადააკეთეს, რა ვითარებაში დაასრულეს მისი მოხატვა თამარის დროს, რამდენმა თაობამ იღვაწა ამ მშვენიერი ქმნილების სრულყოფისათვის. მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული. ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების - ორბელიანების - საგვარეულო საძვალეს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.
  • 8. დმანისის ნაქალაქალი მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე. დმანისის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა დმანისის დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა – უძველესი ადამიანების თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. მათი თავის ქალები და ქვედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებული იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. ამერიკული ჟურნალის შიენცე-ის მიერ დასახელებულ 2000 წლის ათ საუკეთესო მეცნიერულ მიღწევათა შორის მსოფლიოში მეცნიერების ყველა დარგში დმანისური აღმოჩენა პირველ სამეულში მოხვდა. შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან – ევროპიდან.
  • 9. ბოლნისის სიონი ბოლნისის სიონი ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართულიარქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა,ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია. საქართველოსათვისტრადიციული ცენტრული კომპოზიციების გავლენას მოწმობსდასავლეთით შესასვლელის უქონლობა (ახლანდელი XVII საუკუნეშია გაჭრილი), რაც ეწინააღმდეგება ბაზილიკის „სიგრძივ“ ხასიათს. ბაზისებისა და სვეტისთავების საინტერესო სკულპტურული მორთულობა თავმოყრილიაჩრდილოეთი გალერეასა და ტაძრისინტერიერში. მცენარეულ და გეომეტრიული სახეებთან ერთად, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს ჯვრისსხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. მ.შ. ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) „ბოლნური ჯვრის“ სახელითაა ცნობილი.
  • 10. ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახილებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ. ბოლნისის სიონი ნათლად წარმოგვიდგენს როგორც ქართული ბაზილიკის ნათესაობას ქრისტიანულ სამყაროს სხვა ქვეყნის ბაზილიკასთან, ისე მის მკაფიოდ გამოსახულ თავისებურებებსაც. ეკლესიის გვერდით, სამხრეთდასავლეთით, დგას XVII საუკუნისსამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული. XVII საუკუნეში აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. 19361939 ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 19671969 გადახურეს ჩრდილოეთ გალერეს და არადგინეს მისი დასავლეთი კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამხადებული ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი.
  • 11. ფიტარეთის მონასტერი ფიტარეთის მონასტერი — მონასტერი საქართველოში, მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარექციის ხეობაში. თბილისიდან 100 კმ.-ის დაშორებით, თეთრი წყაროდანსამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 12 კმ-ში. მონასტერი მოქმედია, შედისმანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაში. მონასტრის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ეკლესია, სამრეკლო, მარანი,გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ნაგებობები. მონასტრის მთავარი წარწერიდან ირკვევა კომპლექსი XIV საუკუნეშიაღუდგენია გიორგი ბრწყინვალის ამირეჯიბს ქავთარ ქაჯიფაისძეს, რომელიც ბარათაშვილების წინაპარი იყო. სამონასტრო კომპლექსი შემდეგი საუკუნეების მანძილზეც სწორედ ბარათაშვილორბელიანთა (ორბელიშვილთა) საკუთრება იყო. მონასტერი მათ საძვალე სასაფლაოდ ითვლება, რადგან აქდასაფლავებულია ამ საგვარეულოს რამდენიმე წარმომადგენელი.
  • 12. ბირთვისი – ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). მდებარეობსფარცხისის აღმოსავლეთით 6 -7 კილომეტრზე. ციხისკენ მიმავალ გზას მივყავართ ვიწრო კარამდე. შიგნით, ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე, პატარა ეზო იქმნება. აქედან იწყება ციხე. მაგრამ ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. აქედან, ამ წვეტიანი მთების ძირები ისე ღრმადაა, რომ ზემოდან ძლივს მოჩანს. ციხის ამგებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. შესასვლელთან მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი ე. წ. „შეუპოვარი“ დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი. ეს კოშკი, როგორც ეტყობა, გვიან პერიოდშია შექმნილი, მაგრამ სხვაგან გვხვდება გაცილებით უფრო ადრეული ფენები.
  • 13. სამშვილდე, ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი სოფ. სამშვილდისმახლობლად (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) ისტორიულ ქვემო ქართლში. შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდ. ჭივჭავისა და ხრამის (ქცია) შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს გალავანი შემოუყვებოდა. ქართული ეროვნული ტრადიციის თანახმად ააშენა ქართველთა ეპონიმმა ქართლოსმა. მისი თავდაპირველი სახელწოდება "ციხე ორბისა". ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე მთავარი ციხის ზოგადქართული სახელწოდებით - "დედაციხედ". ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე (ძვ. წ. IV-III სს.) წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. დროდადრო იგი უფლისწულთა სამყოფელი იყო. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოსდაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა. 1064 სომეხთა მეფემკვირიკე II-მ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
  • 14. შიდა ქართლი შიდა ქართლი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთსაქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით — არაგვით, ჩრდილოეთით — კავკასიონით, დასავლეთით — ლიხის ქედით, სამხრეთით — თრიალეთის ქედით. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი დაკავთურა ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე,ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. შიდა ქართლის მდინარეების უმრავლესობა უძველესი დროიდანაა სარწყავად გამოყენებული. ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ქალაქების ჩამოყალიბებას: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.
  • 15. ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო ქსნის საერისთავო (XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.),საამილახვრო (XV ს.), საჯავახო (XV ს.)[წყა რო არ არის მითითებული 140 დღე],სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.). XVI საუკუ ნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად — სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების ეს მიწები თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში შედიოდა. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის მხარეში შედის, მცირე ნაწილი - მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, ახალგორი) და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.
  • 16. ისტორია მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ ნაწილს ისტორიული შიდა ქართლისა, რომელსაც ძველად ზენა სოფელი ეწოდებოდა. თვით ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის მიხედვით დანაწილებული იყო ზემო, შუა ანუ შიდა და ქვემო ქართლად. შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით — კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით — ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით — თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა. XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლის ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხესაათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის.
  • 17. შიდა ქართლის მხარე შიდა ქართლი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SK. მხარის ჩრდილოეთი ნაწილი მოიცავს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომლის ავტონომიის სტატუსი გაუქმებულ იქნა საქართველოს სსრ კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, რასაც კონფლიქტი და მთავრობის მიერ ამ რეგიონზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვა. შიდა ქართლის მხარე ში მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
  • 18. გეოგრაფია შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით - თრიალეთის ქედით. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები - ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. შიდა ქართლის მდინარეების უმრავლესობა უძველესი დროიდანაა სარწყავად გამოყენებული. ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ქალაქების ჩამოყალიბებას: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა.
  • 19. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო ქსნის საერისთავო (XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.), საამილახვრო (XV ს.), საჯავახო (XV ს.), სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.). XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედროადმინისტრაციულ ერთეულად - სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების ეს მიწები თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში შედიოდა. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის მხარეში შედის, მცირე ნაწილი - მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, ახალგორი) და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.
  • 20. სურამის ციხე კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, ხაშურის რაიონში, დაბა სურამის სამხრეთ ნაწილში, კლდოვან გორაკზე. ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში, სურამელთა საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. კაპიტალურად შეკეთდა XVI საუკუნის II ნახევარში. ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წელს, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. 1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; მათი განდევნის შემდეგ, უმეფობის ხანაში, სურამის ციხე ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლებისათვის. 1742-45 წლებში ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვრის ძირითადი დასაყრდენი გახდა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. მეფეებმა, მიუხედავათ იმისა, რომ რომ მათ ზურგს ირანი უმაგრებდა, სურამის ციხის აღება ვერ შეძლეს. არ გაჭრა არც თვით თეიმურაზის მოლაპარაკებამ, არც შაჰის პატიების ფირმანმა და არც ციხისათვის ყუმბარების დაშენამ.
  • 21. შაჰი იმდენად განუცვიფრებია ამას, რომ მხატვარი გამოუგზავნია ციხის დასახატად. როდესაც ციხის სურათი მოუტანეს, შემოუთვლია: ციხეს ისეთი გალავანი შემოავლეთ, რომ ყოველგვარი მოძრაობა შეწყდეს და ალყა არ მოხსნათ, ვიდრე თვითონ არ შემოგვეხვეწებიანო. შემდეგ ციხე მალულად ორჯერ ააფეთქეს და კედლის დიდი ნაწილი ჩამოანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ კარი თითქმის შემტვრეული იყო, ამილახვარი მაინც არ ნებდებოდა და ახლა დედოფლის მისვლას მოითხოვდა: მხოლოდ მას ვენდობიო. დედოფალ თამარის მისვლის შემდეგ მიუციათ მეფეებს უვნებლობის ფიცი. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ძლიერ სიმაგრეს წარმოადგენდა სურამის ციხე XVIII საუკუნეში. ნადირ-შაჰი ამილახვარს ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და მისი ბრძანებით სურამის ციხე დაუნგრევიათ. მაგრამ სურამის ციხე ქართველებს მალე აღუდგენიათ და 1756 წელს აქ ერეკლე II-ეს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული. სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. შემდეგ აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს. 1792 წელს ერეკლე II-ის `ანდერძში~ სურამის ციხე საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული. 1801 წლის წყაროებით ციხე ისევ მოქმედია. XIX საუკუნეში მან საქართველოს სხვა ციხეებთან ერთად თანდათან დაკარგა მნიშვნელობა.
  • 22. უფლისციხე უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნიდან გვხვდება. საყურადღებოა ვახუშტი ბაგრატიონის ცნობაც. უფლისციხისა და მისი გარეუბნების მეურნეობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს არქეოლოგიურ გათხრებით გამოვლენილი აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, ვაზის სასხლავი დანები, რკინის სახნისი, კევრები, რიტუალური დანიშნულების ნივთები, ოქროს, ვერცხლის, რკინის, ძვლის, ქვის, თიხის სამკაულები, ქანდაკებები და სხვა ხელოსნური ნაწარმის სიმრავლე, მრავალფეროვნება და სინატიფე უფლისციხეს უძველესი დროის ხელოსნური წარმოების მნიშვნელოვან ცენტრად წარმოადგენს. ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხეს მიდამოების არსებული გამოქვაბულები ერთ-ერთ ძლიერ თემს გამოუყენებია საცხოვრებლად, გაუმართვს და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია. ადრინდელ რკინის ხანაში უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე ანუ ბელადის ციხე-ქალაქი.
  • 23. უფლისციხის თემს თანდათან დაუმორჩილებია ირგვლივ მდებარე დაბების მოსახლეობა. ძვ. წ. VI-V სს. უფლისციხე შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქიც იყო. ძვ. წ. II-I სს. უფლისციხე ტიპიური ელინისტური ქალაქია, თავისი ციტადელით, ქალაქითა და სასოფლო-სამეურნეო გარეუბნით, მეურნეობით, სოციალური იერით, აღებ-მიცემობით, ხელოსნური წარმოებით და ა.შ. იგი საკმაოდ დიდი რეგიონის სამეურნეო ცხოვრების ცენტრია და ფართოდაა ჩაბმული საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში. ახ. წ. I-III სს. კვლავაც მნიშვნელოვანი საქალაქო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრია, ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც. საქართველოში ქრიატიანული რელიგიის სახელფწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ ფეოდალურ ხანაში იგი მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. VIII საუკუნიდან უფლისციხე ქართლის ქალაქებს შორის პირველობდა და საქართველოს არაბებისგან გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი იყო. IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. აქ გაბატონებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ ქართველი ბაგრატიონები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ უფლისციხემ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. მონღოლთა შემოსევების პერიოდში იგი ძლიერ დაზიანდა. XV საუკუნეში კი უფლისციხე საბოლოოდ დაეცა, ხოლო გვიანდელ ფეოდალურ ხანაში საბოლოოდ დაიცალა მოსახლეობისაგან. შემდეგ უფლისციხეს თავს აფარებდა მტრისაგან აწიოკებული ახლო სოფლების მოსახლეობა.
  • 24. ათენის სიონი ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზ ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ),ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლი წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმელიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით — ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთდასავლეთისა საქალებოა. ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან. გუმათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით. აღმოსავლეთი აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა — ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია მსახურთათვის. საკურთხეველში სამი სარკმელოა, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში — თითო, რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში — ორი, ჯვაროვანი კამარით გადახურულ კუთხის ოთახებში კი თითო. საკურთხევლისა დადასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა.
  • 25. 1968-1975 წწ. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები (ხელმძღვანელი არქიტ. ლ. ხიმშიაშვილი), გუმბათის სახურავი (ხელმძღვანელები არქიტ. რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე). 1983 წ. კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით (ხელმძღვ. რ. გვერდწითელი), გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა (ხელმძღვანელი გ. ჭეიშვილი, კ. ბაკურაძე).
  • 26. ყინწვისის ეკლესია ყინწვისი, სოფ. ყინწვისიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი. საერთო იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს. ნაგებია აგურით, საკურთხევლის აფსიდი ბემიანია. აფსიდებითაა დასრულებული სამკვეთლოცა და სადიაკვნეც. შიგა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი, რომელთაგან აღმოსავლეთი მკლავის გარდა ყველა სწორკუთხაა. დასავლეთი მკლავი უფრო გრძელია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით, რომლებზედაც ამოყვანილია 12-სარკმლიანიგუმბათის ყელი. სარკმლები შემკულია აგურის წყობით გამოყვანილი თაღებით. ტაძარს სამი შესასველი აქვს ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახეული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა. საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. მომხიბლავია ფრესკების კოლორიტის ჰარმონიულობა. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის - ოქრო. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები - მეტყველი. კომპლექსის ნაგებობათაგან შემორჩა აგრეთვე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (ფრესკებითა და კანკელით), განვითარებულია შუა საუკუნეების მცირე ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების სხვა ნაგებობანი.
  • 27. სამთავისი სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წლს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთის ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III–ის მეფობის დროს იოანე სამთავნელს ტაძრისთვის მიუდგამსკარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეშიძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა ფეოდალების ამილახვრების აღზევების შემდეგშესაძლებელი გახდა ტაძრის ”მეორედ” აშენება-განახლება. ტაძრის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერების თანახმად ძეგლი მეორედ აუშენებიათ გაიანე და სიაოშ ამილახვრებს; გაიანე ქართლიმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის დაა, ამირინდო ზევდგენიძე-ამილახვრის მეუღლე, სიაოში - მათი ვაჟიშვილი. თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთის ბურჯი, გუმბათი და დასავლეთის კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა.
  • 28. ტაძრის ინტერიერში, აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთის ბურჯებზე შემორჩენილ წარწერებში გადმოცემულია ტაძრის მოხატულობის განახლებისა და ხელახლა მოხატვის ამბავი. ამ წაწერის მიხედვით, ტაძრის მოხატვის კტიტორები ყოფილან - გივი ამილახვარი ამისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი მელიტონ სამთავნელი. ეს სამუშაოები შეუსრულებიათ 1679წელს. 1847 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა არქიტექტურულმა რიპარდმა. ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში.
  • 29. რკონი რკონი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონისტერიტორიაზ ე. თეძმის ხეობის ზედა ნაწილში. რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV საუკუნეების მიჯნა და XVII-XVIII საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში - საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. რკონის კომპლექსში შედის:ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცე მლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი.
  • 30. გორის ციხე გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როცა იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას — აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ეკვრის; სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს; სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხეთაღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.
  • 31. წრომის ტაძარი წრომის ეკლესია – ადრეული შუა საუკუნეების ტაძარი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში. მდებარეობს რკინიგზის სადგურ გომიდან 3 კმზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის შუაგულში. აგებულია 626-635 წლებში ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით. ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა:XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი.1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარის მნიშვნელოვანი ნაწილი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები და დასავლეთისა და სამხრეთის მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. მიუხედავად ამისა ტაძრის თავდაპირველი გეგმა და საერთო კომპოზიცია უცვლელი დარჩა. 1949 წლიდან დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. (ხელმძღვ. ლ. ხიმშიაშვლი). 1949 წელს დასავლეთის კედლის გასამაგრებლად გაკეთდა სპეციალური დამჭერი კონსტრუქციები. 1959 წელს გასწორდა დასავლეთის გადახრილი კედელი.1974-1975 წწ. ტაძრის გუმბათის ყელის ფუძემდე ამოიყვანეს ტრომპები და ტაძარს დაადგეს საცდელი ხის გუმბათი.
  • 32. ქვათახევი ქვათახევი, ან ქვაბთახევი — XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი. მდებარეობს ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელწინარეხიდან 5 კმ-ზე, მდ. კავთურის სათავესთან. ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და სენაკები. თავდაპირველად დედათა მონასტერი იყო. ქვათახევის ტაძარი ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან. იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება და მიეკუთვნება იმ ძეგლთა ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოს შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები (დამოკლებული და კვადრატს მიახლოებულია გეგმა, გუმბათი საყრდენად 4 თავისუფლად მდგარი ბოძის ნაცვლად დარჩენილია ბოძების ერთი წყვილი, მეორე - აღმოსავლეთით წყვილი კი საკურთხევლის კედლებთანაა შერწყმული; აღარ არის პატრონიკეები, შენობის კორპუსი რამდენადმე დადაბლებულია, გუმბათის ყელი კი წაგრძელებული).
  • 33. ქვათახევის ტაძარში შიგა სივრცე შექმნილი ჯვრის მკლავებითა და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათით. სამხრეთიდან და დასავლეთიდან კარიბჭეებით გაფორმებული თითო შესასვლელია. ფასადები შემოსილია სუფთად გათლილი თეთრი ქვის კვადრატებით. ტაძარი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით. მორთულობა თავმოყრილია სარკმლის ირგვლივ, აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია კუთხით დაყენებული კვადრატები, დიდი ჯვარი. სარკმლები შემკულია მოჩუქურთმებული საპირეებით. ასევე უხვადაა მორთული ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი ფასადებიც. გუმბათის ყელი დაგვირგვინებულია მდიდრული ჩუქურთმებით შემკული მაღალი ფრაზითა და ორმაგი კარნიზით, მოჩუქურთმებული სარკმლებით, რომლების ერთიანად მორთულ ზედაპირს ქმნის. სამრეკლო აშენებულია 1872 წელს. ეკლესია ძლიერ დაზიანდა XIV საუკუნეში, თემურლენგის შემოსევათა დროს. 1854 ძეგლი კაპიტალურად შეაკეთებინა გიორგი XII-ის შვილიშვილმა იოანე თარხანმოურავმა. 1854-1874 წლებში ქვათახევის არქიმანდრიტი იყო ტარასი ალექსიმესხიშვილი. ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობარის კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები:ფილიპე ბარათაშვილი (XVI ს.), იოანე ავალიშვილი (XVI-XVII სს.), იოანე ხელაშვილი (XIX ს. დამდეგი), დოსითეოზ ფიცხელაური, ტარასი ალექსი-მესხიშვილი (ორივე XIX ს.) და სხვა. ჩვენამდე მოღწეულია ქვათახევის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.