SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 19
ის, რაც დღეს შესაძლებელია, წარმოუდგენელი იყო ორი ათეული წლის წინ“, -
ამგვარად დაახასიათა ინტერნეტ-ტექნოლოგიები ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ
ობამამ. ეს მოსაზრება მან 2009 წლის აგვისტოში მოსკოველ სტუდენტებთან
შეხვედრაზე გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტისგან ეს ფრაზა კიდევ უფრო
დამაჯერებლად ჟღერს. მართლაც, ერთი შეხედვით მარტივი და ყველასთვის
მისაწვდომი ტექნოლოგიები უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ
შესაძლებლობებთან ერთად საფრთხეებსაც შეიცავს. ამის შესახებ კვლავ ამერიკის
პრეზიდენტმა თქვა, ამჯერად, ამერიკელ სკოლის მოწაფეებთან შეხვედრაზე. ერთ-
ერთმა თინეიჯერმა კითხვა დაუსვა, რა რჩევას მისცემდა ბარაკ ობამა მათ, ვისაც
მომავალში პრეზიდენტობა სურს. რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

„პირველ ყოვლისა, მინდა, რომ ყველანი, ვინც აქ იმყოფებით, სიფრთხილით
მოეკიდოთ იმას, რასაც Facebook-ში „დაპოსტავთ“. რადგანაც YouTube-ის ხანაში,
ყველაფერი, რასაც აკეთებ, შეიძლება, მოგვიანებით წინ დაგხვდეთ.“

„როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომებს. ხანდახან სისულელეებსაც კი
სჩადიხარ. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომლებსაც Facebook-ზე რაღაც
გამოუქვეყნებიათ, შემდეგ კი, სამსახურის ძებნისას პრობლემები შექმნიათ.“

სტუდენტებთან საუბარში ობამამ რამდენჯერმე ახსენა „შეცდომები“, რომლებიც მან
სკოლის ასაკში დაუშვა. თუმცა, უცნობია, რა შეცდომებზე იყო საუბარი. სამაგიეროდ,
ცნობილია, რა იგულისხმა ობამამ, როდესაც დამსაქმებლების მიერ ინტერნეტ-ძიება
ახსენა. კერძოდ, კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ამერიკელ დამქირავებელთა 45
% სამსახურის მაძიებელთა ირგვლივ ინფორმაციას ინერნეტში აგროვებს.
მაგალითად, სოციალურ ქსელებში.

გამოკითხულთა 35 %-მა განაცხადა, რომ აპლიკანტებისათვის სამსახურში მიღებაზე
უარი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უთქვამთ. ეს
გადაწყვეტილება მომავალი თანამდებობისათვის შეუსაბამო ფოტოებმა,
ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დამოკიდებულებამ, ან წინა დამსაქმებელებისაგან
და ყოფილი თანამშრომლებისაგან უარყოფითმა კომენტარებმა განაპირობა.


სოციალური ქსელები – გასართობი
საშუალება თუ უწამლო ნარკოტიკი




თავად ტერმინი, სოციალური ქსელი, არც ისე დიდი ხნისაა. გასული საუკუნის 30-იან
წლებში დამკვიდრდა, ამერიკელი სოციოლოგები ადამიანებს შორის არსებულ
ურთიერთკავშირებს სწავლობდნენ, ასეთ კავშირებს სოციოგრამების, ანუ ერთგვარი
დიაგრამების საშუალებით გამოსახავდნენ. ამ გამოსახულებებში ცალკეული
პიროვნებები წერტილებით იყვნენ აღნიშნულნი, მათ შორის კავშირები კი – ხაზებით.
ამ სახით ვიზუალიზებულ ადამიანთა საზოგადოებას, ანუ ურთიერთგადამკვეთ
ხაზთა რთულ სისტემას, სოციალური ქსელი დაარქვეს.




ტერმინმა სოციალური ქსელი, მოგვიანებით, სოციოლოგიიდან ინტერნეტშიც
გადაინაცვლა. ინტერნეტში იგი ისეთ ვებგვერდებს ან სერვისებს აღნიშნავს,
რომლებსაც თავად მომხმარებლები ამდიდრებენ. ასეთი საიტები ერთგვარ
სოციალურ გარემოს წარმოადგენენ, რომელიც საერთო ინტერესებით დაკავშირებულ
მომხმარებლებს ერთმანეთთან ურთიერთობის, ინფორმაციისა და გამოსახულებების
გაცვლის საშუალებას აძლევეს. ბოლო ხანს სოციალური ქსელები მთელს მსოფლიოში
დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამის მაგალითია თუნდაც FACEBOOK-ი. რომ
მეგობრობა სოც,ქსელშიც შეიძლლება. სწორედ ვირტუალური მეგობრების შემკერბი
და ე.წ ,, ბირჟის,, როლი დღეს Facebook- მა იკისრა




*500 მილიონზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით

*მე-3 ქვეყანა მსოფლიოში

*516 000-ზე მეტი მომხმარებელი საქართველოდან
*საქართველო facebook-ის ქვეყნებს შორის 87-ე ადგილზე


პირადი პროფილი
1.პირადი ინფორმაცია, ნამდვილი სახელი დაგვარი

2.მეგობრები

3.აპლიკაციები, თამაშები

4.ფოტო და ვიდეო მასალის გაზიარება

5. 5 000- კაციანი ლიმიტი მეგობრებზე
2.გვერდი-page
1.კომპანიები, ბრენდები, აქციები, ცნობილი პიროვნებები.

2.უფასო

3.უნიკალური ლინკი

4.ბრენდირების შესაძლებლობა

5.არ არის ლიმიტი ლაიქერებზე

6.სტატისტიკა

7.მომხმარებელთან ურთიერთობა




3.ჯგუფები - groups!
ღია

დახურული

საიდუმლო




3)Facebook Ads
•მიზნობრივი აუდიტორიის მაქსიმალური დავიწროება

•სტატისტიკაზე კონტროლი

•რეკლამის ფასს ადგენთ თქვენით

•მაქსიმალური დღიური ბიუჯეტი

•ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს

•ორი ტიპის გადახდა: view, click
Facebook Pages
Facebook-ის გვერდის ადმინისტრირების რამდენიმე ოქროს წესი

1.მიაწოდეთ მომხმარებელს ინფორმაცია

რომელიც მას სჭირდება და პერიოდულად ის თქვენთვის საჭიროინფორმაციითაც
დაინტერესდება

.2.არ დატოვოთ პასუხგაუცემელი არც ერთი შეკითხვა,არც ერთი კომენტარი.

ინტერაქცია სოციალური მედიისმთავარი ხიბლია

3.მუდმივად იზრუნეთ მომხმარებლების გაზრდაზე

და რაც მთავარია!

1.გვერდი უნდა აწვდიდეს მომხმარებელს მისთვის საჭიროდა საინტერესო
ინფორმაციას

2.კარგად მუშაობს წამახალისებელი კონკურსებითვითონ კონკურსები რამდენიმე
ტიპისაა,არსებული მომხმარებლების წამახალისებელი და ახალიმომხმარებლების
მოსაზიდი

.3.გვერდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს აქტიურიადმინისტრატორი,რომელიც ყველა
შეკითხვას დროულად უპასუხებს

.4.ინფორმაციის ზედმეტად აქტიურად გაზიარებამ შეიძლება ლაიქერების დაკარგვა
გამოიწვიოს-ისინი ანგავლენ გვერდიდან, ან დამალავენ მას კედლის ნიუსებში.

არავის უყვარს სპამი
Facebook- ი არის ბირჟა სადაც,, ბირჟავიკები ყოველთვისაა, ალბათ გაგჩენიათ
კიითხვა ვინ გამოიგონა Facebook- ი, საიდან გაჩნდა მსგავსი სოც. ქსელის დაარსები
იდეა, რამდენი იყო Facebook- ის დაარსების საწყისი კაპიტალი და რამდენად
მომგებიანია ეს ბიზნესი მსოფლიო ბაზარზე, პასუხები აქვე წაიკითხეთ _ Facebook- ის
დაარსების დღედ 2004 წლის 4 თებერვალი ითვლება. თავდაპირველად, ქსელი
მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებზე იყო გათვლილი, ხოლო გარკვეული დროის
შემდეგ, რეგისტრაცია უკვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლოთ. სწორედ
ამ დროს გახდა უკვე დამატებითი ფინანსური წყაროს მოძიება და ცუკენბერგი
ინვესტორების ძიებას შეუდგა.




გაფართოვების აუცილებელი პირველი თანხა მას პიტერ ტილმა, კომპანია PayPal_ის
ერთ–ერთმა დამაარსებელმა გამოუყო. 500 ათასი აშშ დოლარი სრულიად საკმარისი
აღმოჩნდა Facebook_ის დამაჯერებელი უახლოესი გეგმების ხორცშესასხმელად. ამის
შემდეგ კი, პროექტის გაფართოება კიდევ უფრო დაჩქარდა. ინტერნეტში გაშვებიდან
ნახევარი წელიც კი არ იყო გასული, როცა მის მომხმარებელთა რიცხვმა მილიონ
ადამიანს მიაღწია. 2005 წელს განათლების სფეროს გაცდა და ნებისმიერ
მსურველისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მომხმარებლების ასეთი ინტერესი კი იმაში
გამოიხატებოდა, რომ იმდროინდელი სხვა სოციალური წარმონაქმნებიდან
განსხვავებით, Facebook რეალურად ნაცნობ ადამიანებს შორის ურთიერთობაზე იყო
გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე
იზრდებოდა, პროექტს მისი შემქმნელებისთვის საერთოდ არანაირი მოგება არ
მოჰქონდა. ჩანაფიქრში, ფული რეკლამას უნდა მოეტანა. რომელიც დეტალურად
შევსებული, პირადი ინტერესების წყალობით, ინდივიდუალურად მოერგებოდა
მომხმარებელთა შეფასების ჯგუფს. თუმცა, გარკვეული დრო, ქსელი
მხოლოდდამხოლოდ იზრდებოდა. იმ დროს, როცა მისი მომხმარებლების
რაოდენობამ, 50 მილიონს გადააჭარბა, ცუკენბერგს პროექტის შეძენის არაერთი
წინადადება შესთავაზეს. მაგალითად, კომპანია Yahoo! მზად იყო დამაარსებლისთვის
900 მილიონი დოლარი გადაეხადა, თუმცა ცუკენბერგისთვის ეს წინადადება
მიუღებელი აღმოჩნდა.
2007 წელს Facebook_ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.
კომპანია Microsoft_მა ქსელის აქციების 1,6% 240 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, რის
შემდეგაც Facebook_ზე პირადად ბილ გეიტსი დარეგისტრირდა. გარკვეული დროის
განმავლობაში, დღეში რამდენიმე საათი გეიტსი სოციალური ქსელის საშუალებით
ნებისმიერ მსურველს ესაუბრებოდა. თუმცა, ბუნებრივია, ,,მსურველთა” რიცხვიც
თანდათანობით იზრდებოდა, რაც საბოლოოდ მისი Facebook_ის პროფილის
გაუქმებით დასრულდა. რადგან იგი ფიზიკურად ვეღარ ასწრებდა ყველასთან
ურთიერთობას. თუმცა გეიტსის წყალობით, სოციალურმა ქსელმა მთელ მსოფლიოში
გაითქვა სახელი Facebook_ის რეალური ღირებულება ანალიტიკოსთა შორის დღემდე
დავის საგანია. მისი ფასი 5_დან 15 მილიარდ დოლარამდე მერყეობს., თუმცა ბევრს ეს
ვარიანტებიც ზედმეტად გაბერილად ეჩვენება. საქმე კი ისაა, რომ კომპანიის
შემოსავლები მის მიახლოვებით საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამება. მსოფლიო
ფინანსურმა კრიზისმა კი მისი აქციების საჯარო გაყიდვაზე გატანა მინიმუმ 2012
წლამდე გადაავადა. სხვა უმარავი სოც ქსელებია მსოფლიოში და მათ შორის
საქართველოშიც მიბაძეს მათ, თუმცა ქართული სოც. ქსელი დაბალ ხარისხიანი და
დაბალ რეიტინგულია.


მსოფლიოში მეორე პოპულარული
ქსელი Twitter
Twitter (ტვიტერი) — ვებგვერდი, რომელსაც ფლობს Twitter Inc. საიტი მოიცავს
სოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს. მომხმარებლებს შეუძლიათ
გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები“ (tweets). ტვიტი არის 140-მდე
სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტი, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.

მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ და გაგზავნონ ტვიტები ტვიტერის ვებგვერდის,
თავსებადი გარე აპლიკაციების, ან მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის
მეშვეობით. ვებსაიტის მთავარი ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის
შტატში. ტვიტერს ოფისები და სერვერები აქვს აგრეთვე სან-ანტონიოსა და ბოსტონში.

2006 წლიდან ტვიტერმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. დღესდღეობით მას ჰყავს
დაახლოებით 190 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად აგენერირებს 65
მილიონ შეტყობინებას. ზოგჯერ მას „ინტერნეტის SMS“-ს უწოდებენ. საქართველოში

არც ისე პოპულარულია, სამწუხაროდ

•მსოფლიოში მეორე პოპულარული ქსელი

•Follow•140-სიმბოლოიანი სმს-ები მსოფლიოს

•Google-ს ძიება

•სისწრაფე•

არ არის დამოკიდებული ინტერნეტზე

• საქართველოში

-1 000-მდე მომხმარებელი
Web 2.0
სოციალური ქსელების შექმნას, თავის მხრივ, ინტერნეტის განვითარებამ შეუწყო
ხელი, კერძოდ კი Web 2.0- მა.




Web 2.0 არ არის რომელიმე კონკრეტული ინტერნეტტექნოლოგიის ან სერვისის
სახელი. ეს, უბრალოდ, ინტერნეტის განვითარების თანამედროვე ეტაპის
სახელწოდებაა. თავიდან ინტერნეტ სერვისები და ვებგვერდები ტრადიციული მედია
საშუალებების ანალოგიურად ფუნქციონირებდნენ. მაგალითად, როდესაც
ტელევიზია მაუწყებლობს, ჯერ ერთი, ის თავად განაგებს დღის განრიგს. ანუ თუკი
რაღაც გადაცემა საღამოს 8 საათზე გადის, მისი ნახვა მხოლოდ ამ დროს არის
შესაძლებელი. მეორეც, ის მაუწყებლობს იმას, რაც მას ჰგონია, რომ მაყურებლისთვის
საინტერესო იქნება.

Web 2.0 პრინციპებით შექმნილი ინტერნეტგვერდები რადიკალურად განსხვავდება
ტრადიციული მედიისგან. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, მომხმარებელი თავად
აყალიბებს დღის განრიგს. ანუ, ინტერნეტტელევიზიის შემთხვევაში, მომხმარებელი
თავად ირჩევს რას უყუროს მოცემულ მომენტში.
ამის საილუსტრაციოდ ყველასთვის ცნობილი ინტერნეტსერვისი myvideo.ge
გამოდგება. myvideo.ge-ს მომხმარებელს საშუალება აქვს, ათი დღის განმავლობაში,
საქართველოს წამყვან ტელეარხებზე გასულ ნებისმიერ სიუჟეტს თუ გადაცემას
უყუროს. ამგვარად, მომხმარებელს სრული კონტროლი აქვს ამ ტელეარხების დღის
განრიგზე. მაგრამ განსხვავებები ამით არ სრულდება. ვინაიდან მომხმარებლები
თავადვე ქმნიან „კონტენტს“, ანუ იმას, რასაც მერე სხვები უყურებენ. myvideo.ge-ს
შემთხვევაშია მისთვის საკმარისია ამ ვიდეოსერვისის შესაბამის განყოფილებაში
გადასვლა.




ყველასთვის ცნობილი ვიდეოსერვისი YOUTUBE ხომ მხოლოდ მოსახერხებალი
პლატფორმაა. ამ სერვისზე განთავსებული ვიდეოები მხოლოდ მომხმარებლების მიერ
არის განთავსებული. იგივე შეიძლება ითქვას ყველა სოციალურ ქსელზეც.
მაგალითად, FACEBOOK-ის მთავარი სიმდიდრე თავად მომხმარებლები არიან,
რომლებიც ამ სერვისს თავისი მეგობრებისა და ახლობლებისთვის საინტერესოს
ხდიან. ერთ, ფეისბუქისთვის არც ისე მშვენიერ დღეს, ყველა მისმა მომხმარებელმა
FACEBOOK-ში ინფორმაციის განთავსება რომ შეწყვიტოს, დაკარგავს თავის
მომხიბვლელობას და გამოუსადეგარ ვებგვერდად გადაიქცევა. იგივე ეხება სხვა Web
2.0 პრინციპებით მომუშავე სერვისებსაც (Wikipedia, YouTube, Fliker, Blogger,
WordPress და ა.შ.).
სოციალური ქსელების ეპოქაში თითოეული ადამიანი ინტერნეტსამყაროს ცენტრში
ექცევა. მომხმარებელი თავად ირჩევს, როდის და რას უყუროს, რას უსმინოს, რა
წაიკითხოს. უფრო მეტიც, თავადვე ქმნის იმას, რაც მერე სხვისთვის ხდება
საინტერესო.


პატარა სამყაროს ეფექტი
ამირიკელ სოციოლოგ სტენლი მილგრამს (Stanley Milgram) უყვარდა სხვადასხვა
ექსპერიმენტები. მაგალითად, ადამიანებს შორის არსებული კავშირების შესწავლა
გადაწყვიტა და ყველასთვის მოულოდნელი დასკვნები გააკეთა. ამერიკის ერთ-ერთი
პატარა ქალაქის მაცხოვრებლებს მილგრამმა და მისმა კოლეგებმა 300 კონვერტი
დაურიგეს. ამ კონვერტების ადრესატები სხვა ქალაქებში მცხოვრები, კონკრეტული
პიროვნებები იყვნენ. ექსპერიმენტის პირობების თანახმად კონვერტების ფოსტით
გაგზავნა არ შეიძლებოდა, დაშვებული იყო კონვერტების მხოლოდ ნაცნობების და
ახლობლებისთვის გადაცემა. კონვერტის გზა ერთი ადამიანიდან სულ სხვა ქალაქში
მცხოვრები მეორე ადამიანამდე ძალზე მოკლე აღმოჩნდა. ასე დაიბადა პატარა
სამყაროს ან ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია. შემდეგმა კვლევებმა აჩვენა, რომ
ჩვენს პლანეტაზე არსებულ ნებისმიერ კონკრეტულ ადამიანს მეორესგან საშუალოდ
სულ რაღაც ექვსი ხელის ჩამორთმევა აშორებს. ანუ მე თქვენგან, ისევე, როგორც ბილ
გეიცთან, სავარაუდოდ, დაახლოებით ექვსი საერთო ნაცნობი მაშორებს.
სოციალური ქსელების ხიბლიც ზუსტად ესაა. მე სოციალური ქსელის საშუალებით
ვაცნობ ინფორმაციას ჩემს მეგობარს, რომელიც ამ ინფორმაციას აცნობს თავის
მეგობარს და ამგვარად, იდეაში, ამ ჩემ მიერ ინიცირებულმა ინფორმაციამ შეიძლება
მთელი მსოფლიო მოიაროს და სოციალურ ქსელში გაერთიანებული ყველა
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს

ფაქტია, დრეს დღეობით უადვილესია სოციალური მედიების გამოყენება სხვადასხვა
ბიზნების რეკლამისათვის, პროდუქტის გაყიდვისათვის. ჩვენ კი ვართ ის ხალხი ვინც
ამ ყველაფერს ყიდის ან ყიდულობს - მომხმარებელი და მომწოდებელი, თუმცა ამ
უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა ბიზნესის კეთება ლამაზად, თორემ შედეგი
კატასტროფული შეიძლება იყოს. დავიდ გრინერი (David Griner) სოცილაური
მედიების ექსპერტი საუბრობს 7 ”სასიკვდილო” ცოდვაზე რომელიც ადამიანმა მსგავს
ადგილებში შეიძლება გამოიყენოს.

გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს:

1)სურვილი - რაც შეიძლება ბევრი მეგობრის შეძენა შეიძლება განხილული იქნას
როგორც სასოცარკვეთილი ადამიანის ქმედება.

2)ვაჭრობა: თუ თქვენ უბრალოდ რამის გაყიდვა გინდათ და მეგობრებნს ამისათვის
იყენებთ, თქვენი მეგობრობები დიდხანს არ შეგრჩებათ, ამიტომ დროა ან გყიდვა
შეწყვითოთ ან ახალი მეგობრების მოიძიოთ

3)ბოღმა: შეეცადე არ დაწერო ცუდი სხვა ადამიანების, კომპანიების და ა.შ. შესახებ.
ყველაფერს ჯობია საკუთარ თავზე გააკეთოთ ორიენტაცია

4)”კარგი მსმენელი”: ბევრი არ ილაპარაკო შენ თავზე, სხვებს უსმინე და მხარში
დაუდექი.

ვფიქრობ ეს ”ცოდვები” ისეთ კატეგორიას გაეკუთვენება რომლებიც არა ამრტო
სოციალურ ქსელებში არამედ რეალურ ცხოვრებაშიც კი უნდა გამოიყენოს ადამიანმა.
უახლესი გამოკვლევებით დადგინდა, რომ დიდ ბრიტანეთში განქორწინების
ყველაზე ხშირი მიზეზი სოციალური ქსელი Facebook-ია.

ამის შესახებ წერს საიტი Divorce-Online.co.uk, რომელიც წყვილებს განქორწინების
შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება. კვლევის განმავლობაში 5 ათასი განქორწინების
განაცხადი განიხილეს.

ორგანიზაციამ გამოარკვია ძირითადი ფაქტორები, რომლის გამოც Facebook-ი
გავლენას ახდენს ოჯახებზე. ყველაზე ხშირად განქორწინების ინიციატორები
სოციალურ ქსელში პარტნიორების Online-მეგობრებთან გაჩაღებულ ფლირტზე
ჩიოდნენ.

სხვათა შორის, მსგავსი კვლევა ჩატარდა 2 წლის წინაც, თუმცა მაშინ Facebook-ი
განქორწინებაზე შეტანილ მხოლოდ ყოველ მეხუთე განცხადებაში ფიგურირებდა.

საინტერესოა, რომ კიდევ ერთი სოციალური ქსელი Twitter-ი თითქმის არანაირ
გავლენას არ ახდენს წყვილების ურთიერთობაზე. მის გამო გასულ წელს
შეყვარებულების მხოლოდ 0,4 პროცენტი დაშორდა ერთმანეთს.



google            ისტორია ასე დაიწყო… იყო და არა იყო რა იყო სტენფორდის

უნივერსიტეტი, ამ უნივერსიტეტში ორი იღბლიანი სტუდენტი სწავლობდა. ამ ორმა
სტუდენტმა ერთ მშვენიერ დღეს შეიმუშავეს ინტერნეტში ინფორმაციის ძიების
სისტემა, რომელიც მათსავე სამეცნიერო ნაშრომს ეფუძნებოდა. ძიებისას, შედეგების
დალაგების დროს უპირატესობა იმ გვერდებს ენიჭებოდა, რომლებზეც მეტი ლინკი
სხვა საიტებზე იყო განთავსებული. სულ ცოტა ხანში იღბლიანმა სტუდენტებმა
პროექტის განვითარებისათვის სოლიდური თანხა მიიღეს. ასე მოევლინა
კიბერსამყაროს Google.
ახლა კი ცოტა რამ Google-ს საჭირო სერვისების შესახებ.

Google Schoolar – საძიებო სისტემა ძირითადათ სკოლებისათვის. ძიება სხვადასხვა
წიგნებში და სტატიებში.

Cheatoogle – გეიმერების საყვარელი სერვისი, ამ სერვისით მოიძიებთ ყველა
შესაძლებელი თამაშის ჩეთ-კოდს და სხვადასხვა საიდუმლოებების აღწერას.

Gmail – ყველასათვის ცნობილი საფოსტო სერვერი. რაც შეიძლება დიდი მოცულობით

Video google – ვიდეო ძებნა, საკმაოდ მოხერხებულია…

Google Local – სისტემა განკუთვნილია ლოკალურ ი მომსახურეობ ი ს ძიებისათვის.

Google Mac – ძიება MAC-ის პლატფორმებისათვის, ეს სერვისი ინფორმაციას ეძებს
მხოლოდ Apple/Macintosh საიტებზე.

Google’s University Search – ძიება უნივერსიტეტებში (საქართველო აზრადაც არ
მოგივიდეთ ;( )

Google Linux – ძიება Linux-ის პლატფორმებისათვის, ეძებს ინფორმაციას მხოლოდ
Linux-ის საიტებზე.

Google GOV – საძიებო სისტემა მხოლოდ *.gov საიტებზე (სახელმწიფო საიტებზე) და
*.mil -სამხედრო საიტებზე, (არც აქ მოგივიდეთ აზრად საქარველო).

Froogle – ”ტავარის” ძიება ინტერნეტში მოკლედ ამ სისტემით მოიძიებთ ნებისმიერ
საქონელს სავაჭრო ქსელში.

Google Map Site – საიტის რუქა. მოკლედ თავად იხილეთ და მიხვდებით რაც არის
რა…

Google Microsoft – ძიება Windows-ის პლატფორმებისათვის, სახელიდან მიხვდებით
სადაც ეძებს

Google Labs – ვრცლად Google-ს სერვისების შესახებ.

Hacker Style Google – გუგლი 31337 სტილში, ჩანაფიქრში ჰაკერებისთვის, მაგრამ
უფრო გავს სლენგს და საკმაოდ კარგად უნდა ერკვეოდე კოდში, რომ აქ რაიმე გაიგო
ჰაკერებო ამ ლინკისაკენ

Google BSD – ძიება BSD საიტებზე.

Google Miror – არ ვიცი რამდენად საჭირო სერვისია მაგრამ ნამდვილად მაგრა
გაერთობით აქ სტუმრობისას. ეს არის ძია გუგლის ამოტრიალებული ტყუპი. მოკლედ
თავად ნახეთ

Google Firefox – სერვისი Mazilla Firefox-ის მოყვარულთათვის, მოკლედ ფანები აქეთ

Google Fight – მოკლედ ეს სერვისი სიტყვების შეჯიბრია. ჩაწერთ ორ სიტყვას და
გამარჯვებული იქნება ის რომელსაც უფრო მეტი რეიტინგი ექნება ინტერნეტში.
სისტემის აგებულებას სამწუხაროდ ვერ მიხვდი

Google Options – Google-ს ყველა ძირითად ოფიციალურ განყოფილება.

Google Features – გუგლის სხვადასხვა სერვისების ჩამონათვალი.

Google Mobile – საძიებო სისტემა მობილურ ი ტელეონებისათვის.

Google Hiliday Logos – გუგლის ლოგ ო ების კოლექცია




ახლა კი მოდით ცოტა ბლოგებზეც
ვისაუბროთ:)
თანამედროვე ბლოგი გულისხმობს უფრო კერძო პირთა პირად ონლაინ დღიურებს,
რომელთა უმეტესობა თავს უწოდებს ჟურნალისტებს. თუმცა ბლოგინგის ისტორია
დიდი ხნით ადრე იწყება.. 1994 წელს ჯასტინ ჰოლმა დაიწყო პერსონალური
ბლოგინგი, როცა კოლეჯის სტუდენტი გახლდათ, იგი მიიჩნევა ყველაზე ადრეულ
ბლოგერად. მოგვიანებით გაჩნდა კამერით გადაღებული ონლაინ დღიურების იდეა,
რომელიც ტექსტთან ერთად იდებოდა ბლოგზე და მნახველს შეეძლო ეყურებინა და
შეეფასებინა ბლოგერის პირადი ვიდეოები.

ვიდეოსა და ტექსტის შეფარდება დაიწყო 1994 წლიდან, როცა ონლაინ ჟურნალები
აღიარეს ლეგალურად. გაუბედავი სტარტის შემდეგ ბლოგინგი ნელ ნელა იპყრობს
საზოგადოებას და 1999 წლიდან, უკვე პოპულარობას იხვეჭენ Bruce Ableson (დაიწყო
ბლოგინგი 1998 წელს), Brad Fitzpatrick (დაიწყო ბლოგინგი 1999 წელს), Evan Williams
(1999 წელი) ამ უკანასკნელმა დააფუძნა blogger.com 1999 წლის აგვისტოში , რომელიც
შეიძინა Google მა 2003 წელს.

დროთა განმავლობაში ბლოგინგი იხვეჭს პოპულარობას, ბლოგერები თამამად
ავრცელებენ თავის აზრს და მათ მიმდევრებიც უჩნდებათ, ნათელი ხდება, რომ
ბლოგინგს შეუძლია პოლიტიკური გავლენაც მოახდინოს და აი, 2004 წელს
არჩევნებში პლიტიკური ლიდერები იყენებენ ბლოგებს თავის პოზიციების
გასამყარებლად, 2005 წლის იანვარში “Fortune magazine” მა გამოავლინა რვა ბლოგერი,
რომელთა იგნირირება ბიზნეს ფენის წარმომადგენლებს აღარ შეეძლოთ, ესენი იყვნენ:
Peter Rojas, Xeni Jardin, Ben Trott, Mena Trott, Jonathan Schwartz, Jason Goldman, Robert
Scoble, and Jason Calacanis.

2009 წელს ქვეყნების ლიდერებმა აღიარეს ბლოგინგის მნიშვნელობა და გავლენა
საზოგადოების აზრზე: ისრაელის ხელისუფლება იყო ერთ ერთი პირველი,
რომელმაც დააყენა ოფიციალური სახელმწიფო ბლოგი.

ბლოგერთა საზოგადოება ცნობილია როგორც “ბლოგსფერო”, ბლოგის ოფიციალური
თარიღად დადგენილია 31 აგვისტო. ამჟამად უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომ
უამრავი ადამიანი ბლოგიდან ეცნობა მსოფლიო სოახლეებსა და არა მხოლოდ
სიახლეებს, საინტერესო ფაქტებსაც და ზოგად ცნობებს სხვადასხვა თემის შესახებ.

არსებობს სპეციალური საიტი, რომელიც აღრიცხავს ბლოგების პოპულარობას
ვიზიტორთა რიცხვის მიხედვით და გამოავლენს ყოველწლიურ გამარჯვებულს.

თავიდან ბლოგი პირადად მიიჩნეოდა და მასზე დადებული ინფორმაცია მხოლოდ
ავტორის ინტერესებიდან გამომდინარე იყო, უმრავლესობა ანონომურობას
ამჯობინებდა,რადგან როგორც გაირკვა, საკუთარი სახელით ბლოგერობა ზიანის
მომტანიც იყო: მაგალითად, Ellen Simonetti გაათავისუფლეს სამსახურიდან- კომპანია
Delta Air Lines დან, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ბლოგზე “Queen of Sky: Diary of a Flight
Attendant”- დადებული კომენტარები მიიჩნიეს მიუღებლად. ანალოგიურად- Mark
Cuban, Dallas Mavericks-ის მფლობელი გაათავისუფლეს სამსახურიდან 2006 წელს
იმიტომ რომ ის აკრიტიკებდა NBA -ს თანამდებობის პირებს თავის ბლოგში.. და
ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს. ასევე ცნობილია, რომ ის ბლოგერები, რომლებიც
ნათლად აფიქსირებენ თავის აზრს (განსაკუთრებით პოლიტიკურს და
განსაკუთრებით ხელისუფლების საწინააღმდეგოს) საფრთხის ქვეშ გრძნობენ თავს:
მაგალითად Kathy Sierra, რომელიც ავტორია ბლოგისა Creating Passionate Users – იყო
ისეთ ზეწოლის ქვეშ რომ იძულებული გახდა გაეუქმებინა თავისი გამოსვლა სან
დიეგოში კონფერენციაზე. მისი თაოსნობით შეიქმნა blogger’s code of conduct-
“ბლოგერთა ქცევის კოდექსი”..

ინტერნეტი იმდენად სწრაფად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მსხვილი
კომპანიები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ მის ძალას. მაგალითად, იმას, თუ რამხელა
ზიანი შეიძლება მოიტანოს თუნდაც მოკლე ჩანაწერმა, რომელიმე ბლოგში.
კორპორაცია „DELL“-ის ირგვლივ აგორებული ისტორია ცხადყოფს, რომ საქმე არც ისე
მარტივად არის. ეს ამბავი 2005 წელს დაიწყო, როდესაც ერთმა ჟურნალისტმა,
სახელად ჯეფ ჯავრისმა, თავის ბლოგში პატარა ჩანაწერი გააკეთა კორპორაცია
„დელის“ მომხმარებელთა სერვისის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ჯეფმა იმხანად
„დელის“ კომპიუტერი იყიდა. კომპიუტერს პრობლემები აღმოაჩნდა და ჟურნალისტი
შეეცადა, მწარმოებელი კომპანიის დახმარებით მოეგვარებინა პრობლემა. მაგრამ მისი
ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ თავის პერსონალურ ბლოგში უმნიშვნელო
ჩანაწერი გააკეთა, სადაც თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა „დელის“
მიმართ. მისი ჩანაწერი სხვა ბლოგის მომხმარებლებმაც წაიკითხეს. ზოგი, უბრალოდ,
კომენტარს ტოვებდა. ზოგი კი ჯეფის ჩანაწერს ციტირებას უკეთებდა. ასე, ნელ-ნელა
დაიწერა უზარმაზარი საგა „დელის“ არაკეთილსინდისიერი მუშაობის შესახებ,
რომელშიც ჩამოთვლილი იყო უპასუხოდ დარჩენილი იმეილები, უშედეგო
ტელეფონის ზარები, კომპიუტერის გამოუცვლელი დეტალები... თავიდან ამ
ყველაფერს „დელი“ ყურადღებას არ აქცევდა. მერე კი თავად გამოიჩინა ინიციატივა.
კორპორაციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ჯეფს და კომპიუტერის გამოცვლა
შესთავაზეს. ეს, შეიძლება, პატარა ბლოგის მიერ უზარმაზარი კორპორაციისთვის
შექმნილი პრობლემების დასასრული ყოფილიყო, მაგრამ საქმე ამითი არ ამოიწურა.
ჯეფის მიერ აგორებული ტალღა კვლავ იკრეფდა ძალას. ახლა უკვე მისი ჩანაწერის
ციტირება ბეჭდვით მედიაში ხდებოდა. ინტერნეტში სულ უფრო მეტი ლინკი
ჩნდებოდა მის ბლოგზე. ბოლოს ამ ყველაფერმა „დელის“ გაყიდვებზეც იმოქმედა.

ეს ისტორია ბლოგში გაკეთებული ჩანაწერიდან ორი წლის განმავლობაში
გრძელდებოდა. 2007 წლის ოქტომბერში ჯეფმა „BusinessWeek“-ში მაიკლ დელთან
ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა (ასეთი დაკავებული პიროვნების ინტერვიუზე
დაყოლიება, ალბათ, არც ისე ადვილია და არც „BusinessWeek“- ი უთმობს ყველა
მსურველს ცენტრლურ ადგილს). ამ ინტერვიუში მაიკლ დელი იუწყებოდა, რომ
ბლოგში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ კომპანიამ 150,000,000 $ დახარჯა
მომხმარებელთა სერვისის გასაუმჯობესებლად.

და ბოლოს

უამრავი საინტერესო ფაქტი თუ კურიოზი ზუსტად ბლოგების საშუალებით ხდება
ხოლმე ცნობილი.




მაგალითად, რუსეთში, სადაც მედია საშუალებები გარკვეულ სირთულეებს
განიცდიან, ბევრი რამ სწორედ ბლოგების საშუალებით ხდება ცნობილი. მაგალითად,
18 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი… ქალაქ ომსკს ეწვია. ამ
ვიზიტს პატარა კურიოზი მოჰყვა, რომელიც ბლოგების საშუალებით გახდა ცნობილი.
პრეზიდენტის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ქალაქის მერიის თანამშრომლებმა
სასწრაფოდ ჩამოხსნეს ბანერი, რომლზეც ეწერა - „Ждем тебя, веселый гном“. ამ
პლაკატს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პრეზიდენტის ვიზიტთან. ის, უბრალოდ,
მოსახლეობას საბავშვო სპექტაკლის შესახებ ამცნობდა. როგორც იუწყებოდნენ
ბლოგერები, ბანერის ჩამოხსნას იმდენად ჩქარობდნენ, რომ ნაჯახებით ჩამოხიეს
პლაკატი.

როგორც ბილ გეითსმა თქვა - თუ თქვენ არ ხართ ინტერნეტში, თქვენ არც ბიზნესში
ხართ! . ბლოგის მეშვეობით ყველაზე ეფექტურად ხდება თანამედროვეობაში
საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ხელშეწყობა. შეგნებულად არ ვამბობ იმას, რომ
აყალიბებს და ვსიო! ტრადიციული მას-მედიისგან და ჟურნალისტებისგან
განსხვავებით ეს არის "ერთ-ერთი ჩვენთაგანის და ჩვენი რიგებიდან წამოსული"
ადამიანის მოსაზრებები, შთაბეჭდილებები. ეს არის ხალხის ხმა და უკუკავშირი,
რომელიც არ გააჩნია ტრადიციულ მედიას.

Weitere ähnliche Inhalte

Andere mochten auch (13)

Seo shiksha
Seo shikshaSeo shiksha
Seo shiksha
 
Create jobs - inspire a generation (overview)
Create jobs - inspire a generation (overview)Create jobs - inspire a generation (overview)
Create jobs - inspire a generation (overview)
 
Online smart investor courses
Online smart  investor coursesOnline smart  investor courses
Online smart investor courses
 
Game
GameGame
Game
 
анотация проект леонардо
анотация проект леонардоанотация проект леонардо
анотация проект леонардо
 
Gat pat ครูแป๋ว
Gat pat ครูแป๋วGat pat ครูแป๋ว
Gat pat ครูแป๋ว
 
Citizen made deck 6.12
Citizen made deck 6.12Citizen made deck 6.12
Citizen made deck 6.12
 
1er trimestre informàtica
1er trimestre informàtica1er trimestre informàtica
1er trimestre informàtica
 
Apdp tema 2.3
Apdp tema 2.3Apdp tema 2.3
Apdp tema 2.3
 
97志工服務經驗分享
97志工服務經驗分享97志工服務經驗分享
97志工服務經驗分享
 
годишен Doklad министър-изпълнение2012-сайт
годишен Doklad министър-изпълнение2012-сайтгодишен Doklad министър-изпълнение2012-сайт
годишен Doklad министър-изпълнение2012-сайт
 
Connect and combine
Connect and combineConnect and combine
Connect and combine
 
Seo shiksha
Seo shikshaSeo shiksha
Seo shiksha
 

სოციალურ ქსელებზე

  • 1. ის, რაც დღეს შესაძლებელია, წარმოუდგენელი იყო ორი ათეული წლის წინ“, - ამგვარად დაახასიათა ინტერნეტ-ტექნოლოგიები ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ეს მოსაზრება მან 2009 წლის აგვისტოში მოსკოველ სტუდენტებთან შეხვედრაზე გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტისგან ეს ფრაზა კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს. მართლაც, ერთი შეხედვით მარტივი და ყველასთვის მისაწვდომი ტექნოლოგიები უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ შესაძლებლობებთან ერთად საფრთხეებსაც შეიცავს. ამის შესახებ კვლავ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, ამჯერად, ამერიკელ სკოლის მოწაფეებთან შეხვედრაზე. ერთ- ერთმა თინეიჯერმა კითხვა დაუსვა, რა რჩევას მისცემდა ბარაკ ობამა მათ, ვისაც მომავალში პრეზიდენტობა სურს. რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „პირველ ყოვლისა, მინდა, რომ ყველანი, ვინც აქ იმყოფებით, სიფრთხილით მოეკიდოთ იმას, რასაც Facebook-ში „დაპოსტავთ“. რადგანაც YouTube-ის ხანაში, ყველაფერი, რასაც აკეთებ, შეიძლება, მოგვიანებით წინ დაგხვდეთ.“ „როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომებს. ხანდახან სისულელეებსაც კი სჩადიხარ. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომლებსაც Facebook-ზე რაღაც გამოუქვეყნებიათ, შემდეგ კი, სამსახურის ძებნისას პრობლემები შექმნიათ.“ სტუდენტებთან საუბარში ობამამ რამდენჯერმე ახსენა „შეცდომები“, რომლებიც მან სკოლის ასაკში დაუშვა. თუმცა, უცნობია, რა შეცდომებზე იყო საუბარი. სამაგიეროდ, ცნობილია, რა იგულისხმა ობამამ, როდესაც დამსაქმებლების მიერ ინტერნეტ-ძიება ახსენა. კერძოდ, კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ამერიკელ დამქირავებელთა 45 % სამსახურის მაძიებელთა ირგვლივ ინფორმაციას ინერნეტში აგროვებს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში. გამოკითხულთა 35 %-მა განაცხადა, რომ აპლიკანტებისათვის სამსახურში მიღებაზე უარი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უთქვამთ. ეს
  • 2. გადაწყვეტილება მომავალი თანამდებობისათვის შეუსაბამო ფოტოებმა, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დამოკიდებულებამ, ან წინა დამსაქმებელებისაგან და ყოფილი თანამშრომლებისაგან უარყოფითმა კომენტარებმა განაპირობა. სოციალური ქსელები – გასართობი საშუალება თუ უწამლო ნარკოტიკი თავად ტერმინი, სოციალური ქსელი, არც ისე დიდი ხნისაა. გასული საუკუნის 30-იან წლებში დამკვიდრდა, ამერიკელი სოციოლოგები ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთკავშირებს სწავლობდნენ, ასეთ კავშირებს სოციოგრამების, ანუ ერთგვარი დიაგრამების საშუალებით გამოსახავდნენ. ამ გამოსახულებებში ცალკეული პიროვნებები წერტილებით იყვნენ აღნიშნულნი, მათ შორის კავშირები კი – ხაზებით. ამ სახით ვიზუალიზებულ ადამიანთა საზოგადოებას, ანუ ურთიერთგადამკვეთ ხაზთა რთულ სისტემას, სოციალური ქსელი დაარქვეს. ტერმინმა სოციალური ქსელი, მოგვიანებით, სოციოლოგიიდან ინტერნეტშიც გადაინაცვლა. ინტერნეტში იგი ისეთ ვებგვერდებს ან სერვისებს აღნიშნავს, რომლებსაც თავად მომხმარებლები ამდიდრებენ. ასეთი საიტები ერთგვარ სოციალურ გარემოს წარმოადგენენ, რომელიც საერთო ინტერესებით დაკავშირებულ მომხმარებლებს ერთმანეთთან ურთიერთობის, ინფორმაციისა და გამოსახულებების
  • 3. გაცვლის საშუალებას აძლევეს. ბოლო ხანს სოციალური ქსელები მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამის მაგალითია თუნდაც FACEBOOK-ი. რომ მეგობრობა სოც,ქსელშიც შეიძლლება. სწორედ ვირტუალური მეგობრების შემკერბი და ე.წ ,, ბირჟის,, როლი დღეს Facebook- მა იკისრა *500 მილიონზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით *მე-3 ქვეყანა მსოფლიოში *516 000-ზე მეტი მომხმარებელი საქართველოდან *საქართველო facebook-ის ქვეყნებს შორის 87-ე ადგილზე პირადი პროფილი 1.პირადი ინფორმაცია, ნამდვილი სახელი დაგვარი 2.მეგობრები 3.აპლიკაციები, თამაშები 4.ფოტო და ვიდეო მასალის გაზიარება 5. 5 000- კაციანი ლიმიტი მეგობრებზე
  • 4. 2.გვერდი-page 1.კომპანიები, ბრენდები, აქციები, ცნობილი პიროვნებები. 2.უფასო 3.უნიკალური ლინკი 4.ბრენდირების შესაძლებლობა 5.არ არის ლიმიტი ლაიქერებზე 6.სტატისტიკა 7.მომხმარებელთან ურთიერთობა 3.ჯგუფები - groups!
  • 5. ღია დახურული საიდუმლო 3)Facebook Ads •მიზნობრივი აუდიტორიის მაქსიმალური დავიწროება •სტატისტიკაზე კონტროლი •რეკლამის ფასს ადგენთ თქვენით •მაქსიმალური დღიური ბიუჯეტი •ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს •ორი ტიპის გადახდა: view, click
  • 6. Facebook Pages Facebook-ის გვერდის ადმინისტრირების რამდენიმე ოქროს წესი 1.მიაწოდეთ მომხმარებელს ინფორმაცია რომელიც მას სჭირდება და პერიოდულად ის თქვენთვის საჭიროინფორმაციითაც დაინტერესდება .2.არ დატოვოთ პასუხგაუცემელი არც ერთი შეკითხვა,არც ერთი კომენტარი. ინტერაქცია სოციალური მედიისმთავარი ხიბლია 3.მუდმივად იზრუნეთ მომხმარებლების გაზრდაზე და რაც მთავარია! 1.გვერდი უნდა აწვდიდეს მომხმარებელს მისთვის საჭიროდა საინტერესო ინფორმაციას 2.კარგად მუშაობს წამახალისებელი კონკურსებითვითონ კონკურსები რამდენიმე ტიპისაა,არსებული მომხმარებლების წამახალისებელი და ახალიმომხმარებლების მოსაზიდი .3.გვერდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს აქტიურიადმინისტრატორი,რომელიც ყველა შეკითხვას დროულად უპასუხებს .4.ინფორმაციის ზედმეტად აქტიურად გაზიარებამ შეიძლება ლაიქერების დაკარგვა გამოიწვიოს-ისინი ანგავლენ გვერდიდან, ან დამალავენ მას კედლის ნიუსებში. არავის უყვარს სპამი
  • 7. Facebook- ი არის ბირჟა სადაც,, ბირჟავიკები ყოველთვისაა, ალბათ გაგჩენიათ კიითხვა ვინ გამოიგონა Facebook- ი, საიდან გაჩნდა მსგავსი სოც. ქსელის დაარსები იდეა, რამდენი იყო Facebook- ის დაარსების საწყისი კაპიტალი და რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი მსოფლიო ბაზარზე, პასუხები აქვე წაიკითხეთ _ Facebook- ის დაარსების დღედ 2004 წლის 4 თებერვალი ითვლება. თავდაპირველად, ქსელი მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებზე იყო გათვლილი, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, რეგისტრაცია უკვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლოთ. სწორედ ამ დროს გახდა უკვე დამატებითი ფინანსური წყაროს მოძიება და ცუკენბერგი ინვესტორების ძიებას შეუდგა. გაფართოვების აუცილებელი პირველი თანხა მას პიტერ ტილმა, კომპანია PayPal_ის ერთ–ერთმა დამაარსებელმა გამოუყო. 500 ათასი აშშ დოლარი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა Facebook_ის დამაჯერებელი უახლოესი გეგმების ხორცშესასხმელად. ამის შემდეგ კი, პროექტის გაფართოება კიდევ უფრო დაჩქარდა. ინტერნეტში გაშვებიდან ნახევარი წელიც კი არ იყო გასული, როცა მის მომხმარებელთა რიცხვმა მილიონ ადამიანს მიაღწია. 2005 წელს განათლების სფეროს გაცდა და ნებისმიერ მსურველისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მომხმარებლების ასეთი ინტერესი კი იმაში გამოიხატებოდა, რომ იმდროინდელი სხვა სოციალური წარმონაქმნებიდან განსხვავებით, Facebook რეალურად ნაცნობ ადამიანებს შორის ურთიერთობაზე იყო გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, პროექტს მისი შემქმნელებისთვის საერთოდ არანაირი მოგება არ მოჰქონდა. ჩანაფიქრში, ფული რეკლამას უნდა მოეტანა. რომელიც დეტალურად შევსებული, პირადი ინტერესების წყალობით, ინდივიდუალურად მოერგებოდა მომხმარებელთა შეფასების ჯგუფს. თუმცა, გარკვეული დრო, ქსელი მხოლოდდამხოლოდ იზრდებოდა. იმ დროს, როცა მისი მომხმარებლების რაოდენობამ, 50 მილიონს გადააჭარბა, ცუკენბერგს პროექტის შეძენის არაერთი წინადადება შესთავაზეს. მაგალითად, კომპანია Yahoo! მზად იყო დამაარსებლისთვის 900 მილიონი დოლარი გადაეხადა, თუმცა ცუკენბერგისთვის ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.
  • 8. 2007 წელს Facebook_ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. კომპანია Microsoft_მა ქსელის აქციების 1,6% 240 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც Facebook_ზე პირადად ბილ გეიტსი დარეგისტრირდა. გარკვეული დროის განმავლობაში, დღეში რამდენიმე საათი გეიტსი სოციალური ქსელის საშუალებით ნებისმიერ მსურველს ესაუბრებოდა. თუმცა, ბუნებრივია, ,,მსურველთა” რიცხვიც თანდათანობით იზრდებოდა, რაც საბოლოოდ მისი Facebook_ის პროფილის გაუქმებით დასრულდა. რადგან იგი ფიზიკურად ვეღარ ასწრებდა ყველასთან ურთიერთობას. თუმცა გეიტსის წყალობით, სოციალურმა ქსელმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი Facebook_ის რეალური ღირებულება ანალიტიკოსთა შორის დღემდე დავის საგანია. მისი ფასი 5_დან 15 მილიარდ დოლარამდე მერყეობს., თუმცა ბევრს ეს ვარიანტებიც ზედმეტად გაბერილად ეჩვენება. საქმე კი ისაა, რომ კომპანიის შემოსავლები მის მიახლოვებით საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამება. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა კი მისი აქციების საჯარო გაყიდვაზე გატანა მინიმუმ 2012 წლამდე გადაავადა. სხვა უმარავი სოც ქსელებია მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მიბაძეს მათ, თუმცა ქართული სოც. ქსელი დაბალ ხარისხიანი და დაბალ რეიტინგულია. მსოფლიოში მეორე პოპულარული ქსელი Twitter
  • 9. Twitter (ტვიტერი) — ვებგვერდი, რომელსაც ფლობს Twitter Inc. საიტი მოიცავს სოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს. მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები“ (tweets). ტვიტი არის 140-მდე სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტი, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ და გაგზავნონ ტვიტები ტვიტერის ვებგვერდის, თავსებადი გარე აპლიკაციების, ან მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის მეშვეობით. ვებსაიტის მთავარი ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. ტვიტერს ოფისები და სერვერები აქვს აგრეთვე სან-ანტონიოსა და ბოსტონში. 2006 წლიდან ტვიტერმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. დღესდღეობით მას ჰყავს დაახლოებით 190 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად აგენერირებს 65 მილიონ შეტყობინებას. ზოგჯერ მას „ინტერნეტის SMS“-ს უწოდებენ. საქართველოში არც ისე პოპულარულია, სამწუხაროდ •მსოფლიოში მეორე პოპულარული ქსელი •Follow•140-სიმბოლოიანი სმს-ები მსოფლიოს •Google-ს ძიება •სისწრაფე• არ არის დამოკიდებული ინტერნეტზე • საქართველოში -1 000-მდე მომხმარებელი
  • 10. Web 2.0 სოციალური ქსელების შექმნას, თავის მხრივ, ინტერნეტის განვითარებამ შეუწყო ხელი, კერძოდ კი Web 2.0- მა. Web 2.0 არ არის რომელიმე კონკრეტული ინტერნეტტექნოლოგიის ან სერვისის სახელი. ეს, უბრალოდ, ინტერნეტის განვითარების თანამედროვე ეტაპის სახელწოდებაა. თავიდან ინტერნეტ სერვისები და ვებგვერდები ტრადიციული მედია საშუალებების ანალოგიურად ფუნქციონირებდნენ. მაგალითად, როდესაც ტელევიზია მაუწყებლობს, ჯერ ერთი, ის თავად განაგებს დღის განრიგს. ანუ თუკი რაღაც გადაცემა საღამოს 8 საათზე გადის, მისი ნახვა მხოლოდ ამ დროს არის შესაძლებელი. მეორეც, ის მაუწყებლობს იმას, რაც მას ჰგონია, რომ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. Web 2.0 პრინციპებით შექმნილი ინტერნეტგვერდები რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული მედიისგან. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, მომხმარებელი თავად აყალიბებს დღის განრიგს. ანუ, ინტერნეტტელევიზიის შემთხვევაში, მომხმარებელი თავად ირჩევს რას უყუროს მოცემულ მომენტში.
  • 11. ამის საილუსტრაციოდ ყველასთვის ცნობილი ინტერნეტსერვისი myvideo.ge გამოდგება. myvideo.ge-ს მომხმარებელს საშუალება აქვს, ათი დღის განმავლობაში, საქართველოს წამყვან ტელეარხებზე გასულ ნებისმიერ სიუჟეტს თუ გადაცემას უყუროს. ამგვარად, მომხმარებელს სრული კონტროლი აქვს ამ ტელეარხების დღის განრიგზე. მაგრამ განსხვავებები ამით არ სრულდება. ვინაიდან მომხმარებლები თავადვე ქმნიან „კონტენტს“, ანუ იმას, რასაც მერე სხვები უყურებენ. myvideo.ge-ს შემთხვევაშია მისთვის საკმარისია ამ ვიდეოსერვისის შესაბამის განყოფილებაში გადასვლა. ყველასთვის ცნობილი ვიდეოსერვისი YOUTUBE ხომ მხოლოდ მოსახერხებალი პლატფორმაა. ამ სერვისზე განთავსებული ვიდეოები მხოლოდ მომხმარებლების მიერ არის განთავსებული. იგივე შეიძლება ითქვას ყველა სოციალურ ქსელზეც. მაგალითად, FACEBOOK-ის მთავარი სიმდიდრე თავად მომხმარებლები არიან, რომლებიც ამ სერვისს თავისი მეგობრებისა და ახლობლებისთვის საინტერესოს ხდიან. ერთ, ფეისბუქისთვის არც ისე მშვენიერ დღეს, ყველა მისმა მომხმარებელმა FACEBOOK-ში ინფორმაციის განთავსება რომ შეწყვიტოს, დაკარგავს თავის მომხიბვლელობას და გამოუსადეგარ ვებგვერდად გადაიქცევა. იგივე ეხება სხვა Web 2.0 პრინციპებით მომუშავე სერვისებსაც (Wikipedia, YouTube, Fliker, Blogger, WordPress და ა.შ.).
  • 12. სოციალური ქსელების ეპოქაში თითოეული ადამიანი ინტერნეტსამყაროს ცენტრში ექცევა. მომხმარებელი თავად ირჩევს, როდის და რას უყუროს, რას უსმინოს, რა წაიკითხოს. უფრო მეტიც, თავადვე ქმნის იმას, რაც მერე სხვისთვის ხდება საინტერესო. პატარა სამყაროს ეფექტი ამირიკელ სოციოლოგ სტენლი მილგრამს (Stanley Milgram) უყვარდა სხვადასხვა ექსპერიმენტები. მაგალითად, ადამიანებს შორის არსებული კავშირების შესწავლა გადაწყვიტა და ყველასთვის მოულოდნელი დასკვნები გააკეთა. ამერიკის ერთ-ერთი პატარა ქალაქის მაცხოვრებლებს მილგრამმა და მისმა კოლეგებმა 300 კონვერტი დაურიგეს. ამ კონვერტების ადრესატები სხვა ქალაქებში მცხოვრები, კონკრეტული პიროვნებები იყვნენ. ექსპერიმენტის პირობების თანახმად კონვერტების ფოსტით გაგზავნა არ შეიძლებოდა, დაშვებული იყო კონვერტების მხოლოდ ნაცნობების და ახლობლებისთვის გადაცემა. კონვერტის გზა ერთი ადამიანიდან სულ სხვა ქალაქში მცხოვრები მეორე ადამიანამდე ძალზე მოკლე აღმოჩნდა. ასე დაიბადა პატარა სამყაროს ან ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია. შემდეგმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებულ ნებისმიერ კონკრეტულ ადამიანს მეორესგან საშუალოდ სულ რაღაც ექვსი ხელის ჩამორთმევა აშორებს. ანუ მე თქვენგან, ისევე, როგორც ბილ გეიცთან, სავარაუდოდ, დაახლოებით ექვსი საერთო ნაცნობი მაშორებს.
  • 13. სოციალური ქსელების ხიბლიც ზუსტად ესაა. მე სოციალური ქსელის საშუალებით ვაცნობ ინფორმაციას ჩემს მეგობარს, რომელიც ამ ინფორმაციას აცნობს თავის მეგობარს და ამგვარად, იდეაში, ამ ჩემ მიერ ინიცირებულმა ინფორმაციამ შეიძლება მთელი მსოფლიო მოიაროს და სოციალურ ქსელში გაერთიანებული ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ფაქტია, დრეს დღეობით უადვილესია სოციალური მედიების გამოყენება სხვადასხვა ბიზნების რეკლამისათვის, პროდუქტის გაყიდვისათვის. ჩვენ კი ვართ ის ხალხი ვინც ამ ყველაფერს ყიდის ან ყიდულობს - მომხმარებელი და მომწოდებელი, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა ბიზნესის კეთება ლამაზად, თორემ შედეგი კატასტროფული შეიძლება იყოს. დავიდ გრინერი (David Griner) სოცილაური მედიების ექსპერტი საუბრობს 7 ”სასიკვდილო” ცოდვაზე რომელიც ადამიანმა მსგავს ადგილებში შეიძლება გამოიყენოს. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს: 1)სურვილი - რაც შეიძლება ბევრი მეგობრის შეძენა შეიძლება განხილული იქნას როგორც სასოცარკვეთილი ადამიანის ქმედება. 2)ვაჭრობა: თუ თქვენ უბრალოდ რამის გაყიდვა გინდათ და მეგობრებნს ამისათვის იყენებთ, თქვენი მეგობრობები დიდხანს არ შეგრჩებათ, ამიტომ დროა ან გყიდვა შეწყვითოთ ან ახალი მეგობრების მოიძიოთ 3)ბოღმა: შეეცადე არ დაწერო ცუდი სხვა ადამიანების, კომპანიების და ა.შ. შესახებ. ყველაფერს ჯობია საკუთარ თავზე გააკეთოთ ორიენტაცია 4)”კარგი მსმენელი”: ბევრი არ ილაპარაკო შენ თავზე, სხვებს უსმინე და მხარში დაუდექი. ვფიქრობ ეს ”ცოდვები” ისეთ კატეგორიას გაეკუთვენება რომლებიც არა ამრტო სოციალურ ქსელებში არამედ რეალურ ცხოვრებაშიც კი უნდა გამოიყენოს ადამიანმა.
  • 14. უახლესი გამოკვლევებით დადგინდა, რომ დიდ ბრიტანეთში განქორწინების ყველაზე ხშირი მიზეზი სოციალური ქსელი Facebook-ია. ამის შესახებ წერს საიტი Divorce-Online.co.uk, რომელიც წყვილებს განქორწინების შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება. კვლევის განმავლობაში 5 ათასი განქორწინების განაცხადი განიხილეს. ორგანიზაციამ გამოარკვია ძირითადი ფაქტორები, რომლის გამოც Facebook-ი გავლენას ახდენს ოჯახებზე. ყველაზე ხშირად განქორწინების ინიციატორები სოციალურ ქსელში პარტნიორების Online-მეგობრებთან გაჩაღებულ ფლირტზე ჩიოდნენ. სხვათა შორის, მსგავსი კვლევა ჩატარდა 2 წლის წინაც, თუმცა მაშინ Facebook-ი განქორწინებაზე შეტანილ მხოლოდ ყოველ მეხუთე განცხადებაში ფიგურირებდა. საინტერესოა, რომ კიდევ ერთი სოციალური ქსელი Twitter-ი თითქმის არანაირ გავლენას არ ახდენს წყვილების ურთიერთობაზე. მის გამო გასულ წელს შეყვარებულების მხოლოდ 0,4 პროცენტი დაშორდა ერთმანეთს. google ისტორია ასე დაიწყო… იყო და არა იყო რა იყო სტენფორდის უნივერსიტეტი, ამ უნივერსიტეტში ორი იღბლიანი სტუდენტი სწავლობდა. ამ ორმა სტუდენტმა ერთ მშვენიერ დღეს შეიმუშავეს ინტერნეტში ინფორმაციის ძიების სისტემა, რომელიც მათსავე სამეცნიერო ნაშრომს ეფუძნებოდა. ძიებისას, შედეგების დალაგების დროს უპირატესობა იმ გვერდებს ენიჭებოდა, რომლებზეც მეტი ლინკი სხვა საიტებზე იყო განთავსებული. სულ ცოტა ხანში იღბლიანმა სტუდენტებმა პროექტის განვითარებისათვის სოლიდური თანხა მიიღეს. ასე მოევლინა კიბერსამყაროს Google.
  • 15. ახლა კი ცოტა რამ Google-ს საჭირო სერვისების შესახებ. Google Schoolar – საძიებო სისტემა ძირითადათ სკოლებისათვის. ძიება სხვადასხვა წიგნებში და სტატიებში. Cheatoogle – გეიმერების საყვარელი სერვისი, ამ სერვისით მოიძიებთ ყველა შესაძლებელი თამაშის ჩეთ-კოდს და სხვადასხვა საიდუმლოებების აღწერას. Gmail – ყველასათვის ცნობილი საფოსტო სერვერი. რაც შეიძლება დიდი მოცულობით Video google – ვიდეო ძებნა, საკმაოდ მოხერხებულია… Google Local – სისტემა განკუთვნილია ლოკალურ ი მომსახურეობ ი ს ძიებისათვის. Google Mac – ძიება MAC-ის პლატფორმებისათვის, ეს სერვისი ინფორმაციას ეძებს მხოლოდ Apple/Macintosh საიტებზე. Google’s University Search – ძიება უნივერსიტეტებში (საქართველო აზრადაც არ მოგივიდეთ ;( ) Google Linux – ძიება Linux-ის პლატფორმებისათვის, ეძებს ინფორმაციას მხოლოდ Linux-ის საიტებზე. Google GOV – საძიებო სისტემა მხოლოდ *.gov საიტებზე (სახელმწიფო საიტებზე) და *.mil -სამხედრო საიტებზე, (არც აქ მოგივიდეთ აზრად საქარველო). Froogle – ”ტავარის” ძიება ინტერნეტში მოკლედ ამ სისტემით მოიძიებთ ნებისმიერ საქონელს სავაჭრო ქსელში. Google Map Site – საიტის რუქა. მოკლედ თავად იხილეთ და მიხვდებით რაც არის რა… Google Microsoft – ძიება Windows-ის პლატფორმებისათვის, სახელიდან მიხვდებით სადაც ეძებს Google Labs – ვრცლად Google-ს სერვისების შესახებ. Hacker Style Google – გუგლი 31337 სტილში, ჩანაფიქრში ჰაკერებისთვის, მაგრამ უფრო გავს სლენგს და საკმაოდ კარგად უნდა ერკვეოდე კოდში, რომ აქ რაიმე გაიგო ჰაკერებო ამ ლინკისაკენ Google BSD – ძიება BSD საიტებზე. Google Miror – არ ვიცი რამდენად საჭირო სერვისია მაგრამ ნამდვილად მაგრა გაერთობით აქ სტუმრობისას. ეს არის ძია გუგლის ამოტრიალებული ტყუპი. მოკლედ
  • 16. თავად ნახეთ Google Firefox – სერვისი Mazilla Firefox-ის მოყვარულთათვის, მოკლედ ფანები აქეთ Google Fight – მოკლედ ეს სერვისი სიტყვების შეჯიბრია. ჩაწერთ ორ სიტყვას და გამარჯვებული იქნება ის რომელსაც უფრო მეტი რეიტინგი ექნება ინტერნეტში. სისტემის აგებულებას სამწუხაროდ ვერ მიხვდი Google Options – Google-ს ყველა ძირითად ოფიციალურ განყოფილება. Google Features – გუგლის სხვადასხვა სერვისების ჩამონათვალი. Google Mobile – საძიებო სისტემა მობილურ ი ტელეონებისათვის. Google Hiliday Logos – გუგლის ლოგ ო ების კოლექცია ახლა კი მოდით ცოტა ბლოგებზეც ვისაუბროთ:) თანამედროვე ბლოგი გულისხმობს უფრო კერძო პირთა პირად ონლაინ დღიურებს, რომელთა უმეტესობა თავს უწოდებს ჟურნალისტებს. თუმცა ბლოგინგის ისტორია დიდი ხნით ადრე იწყება.. 1994 წელს ჯასტინ ჰოლმა დაიწყო პერსონალური ბლოგინგი, როცა კოლეჯის სტუდენტი გახლდათ, იგი მიიჩნევა ყველაზე ადრეულ ბლოგერად. მოგვიანებით გაჩნდა კამერით გადაღებული ონლაინ დღიურების იდეა, რომელიც ტექსტთან ერთად იდებოდა ბლოგზე და მნახველს შეეძლო ეყურებინა და შეეფასებინა ბლოგერის პირადი ვიდეოები. ვიდეოსა და ტექსტის შეფარდება დაიწყო 1994 წლიდან, როცა ონლაინ ჟურნალები აღიარეს ლეგალურად. გაუბედავი სტარტის შემდეგ ბლოგინგი ნელ ნელა იპყრობს საზოგადოებას და 1999 წლიდან, უკვე პოპულარობას იხვეჭენ Bruce Ableson (დაიწყო ბლოგინგი 1998 წელს), Brad Fitzpatrick (დაიწყო ბლოგინგი 1999 წელს), Evan Williams (1999 წელი) ამ უკანასკნელმა დააფუძნა blogger.com 1999 წლის აგვისტოში , რომელიც შეიძინა Google მა 2003 წელს. დროთა განმავლობაში ბლოგინგი იხვეჭს პოპულარობას, ბლოგერები თამამად ავრცელებენ თავის აზრს და მათ მიმდევრებიც უჩნდებათ, ნათელი ხდება, რომ ბლოგინგს შეუძლია პოლიტიკური გავლენაც მოახდინოს და აი, 2004 წელს არჩევნებში პლიტიკური ლიდერები იყენებენ ბლოგებს თავის პოზიციების გასამყარებლად, 2005 წლის იანვარში “Fortune magazine” მა გამოავლინა რვა ბლოგერი,
  • 17. რომელთა იგნირირება ბიზნეს ფენის წარმომადგენლებს აღარ შეეძლოთ, ესენი იყვნენ: Peter Rojas, Xeni Jardin, Ben Trott, Mena Trott, Jonathan Schwartz, Jason Goldman, Robert Scoble, and Jason Calacanis. 2009 წელს ქვეყნების ლიდერებმა აღიარეს ბლოგინგის მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოების აზრზე: ისრაელის ხელისუფლება იყო ერთ ერთი პირველი, რომელმაც დააყენა ოფიციალური სახელმწიფო ბლოგი. ბლოგერთა საზოგადოება ცნობილია როგორც “ბლოგსფერო”, ბლოგის ოფიციალური თარიღად დადგენილია 31 აგვისტო. ამჟამად უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომ უამრავი ადამიანი ბლოგიდან ეცნობა მსოფლიო სოახლეებსა და არა მხოლოდ სიახლეებს, საინტერესო ფაქტებსაც და ზოგად ცნობებს სხვადასხვა თემის შესახებ. არსებობს სპეციალური საიტი, რომელიც აღრიცხავს ბლოგების პოპულარობას ვიზიტორთა რიცხვის მიხედვით და გამოავლენს ყოველწლიურ გამარჯვებულს. თავიდან ბლოგი პირადად მიიჩნეოდა და მასზე დადებული ინფორმაცია მხოლოდ ავტორის ინტერესებიდან გამომდინარე იყო, უმრავლესობა ანონომურობას ამჯობინებდა,რადგან როგორც გაირკვა, საკუთარი სახელით ბლოგერობა ზიანის მომტანიც იყო: მაგალითად, Ellen Simonetti გაათავისუფლეს სამსახურიდან- კომპანია Delta Air Lines დან, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ბლოგზე “Queen of Sky: Diary of a Flight Attendant”- დადებული კომენტარები მიიჩნიეს მიუღებლად. ანალოგიურად- Mark Cuban, Dallas Mavericks-ის მფლობელი გაათავისუფლეს სამსახურიდან 2006 წელს იმიტომ რომ ის აკრიტიკებდა NBA -ს თანამდებობის პირებს თავის ბლოგში.. და ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს. ასევე ცნობილია, რომ ის ბლოგერები, რომლებიც ნათლად აფიქსირებენ თავის აზრს (განსაკუთრებით პოლიტიკურს და განსაკუთრებით ხელისუფლების საწინააღმდეგოს) საფრთხის ქვეშ გრძნობენ თავს: მაგალითად Kathy Sierra, რომელიც ავტორია ბლოგისა Creating Passionate Users – იყო ისეთ ზეწოლის ქვეშ რომ იძულებული გახდა გაეუქმებინა თავისი გამოსვლა სან დიეგოში კონფერენციაზე. მისი თაოსნობით შეიქმნა blogger’s code of conduct- “ბლოგერთა ქცევის კოდექსი”.. ინტერნეტი იმდენად სწრაფად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მსხვილი კომპანიები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ მის ძალას. მაგალითად, იმას, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოიტანოს თუნდაც მოკლე ჩანაწერმა, რომელიმე ბლოგში. კორპორაცია „DELL“-ის ირგვლივ აგორებული ისტორია ცხადყოფს, რომ საქმე არც ისე მარტივად არის. ეს ამბავი 2005 წელს დაიწყო, როდესაც ერთმა ჟურნალისტმა, სახელად ჯეფ ჯავრისმა, თავის ბლოგში პატარა ჩანაწერი გააკეთა კორპორაცია „დელის“ მომხმარებელთა სერვისის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ჯეფმა იმხანად „დელის“ კომპიუტერი იყიდა. კომპიუტერს პრობლემები აღმოაჩნდა და ჟურნალისტი შეეცადა, მწარმოებელი კომპანიის დახმარებით მოეგვარებინა პრობლემა. მაგრამ მისი
  • 18. ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ თავის პერსონალურ ბლოგში უმნიშვნელო ჩანაწერი გააკეთა, სადაც თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა „დელის“ მიმართ. მისი ჩანაწერი სხვა ბლოგის მომხმარებლებმაც წაიკითხეს. ზოგი, უბრალოდ, კომენტარს ტოვებდა. ზოგი კი ჯეფის ჩანაწერს ციტირებას უკეთებდა. ასე, ნელ-ნელა დაიწერა უზარმაზარი საგა „დელის“ არაკეთილსინდისიერი მუშაობის შესახებ, რომელშიც ჩამოთვლილი იყო უპასუხოდ დარჩენილი იმეილები, უშედეგო ტელეფონის ზარები, კომპიუტერის გამოუცვლელი დეტალები... თავიდან ამ ყველაფერს „დელი“ ყურადღებას არ აქცევდა. მერე კი თავად გამოიჩინა ინიციატივა. კორპორაციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ჯეფს და კომპიუტერის გამოცვლა შესთავაზეს. ეს, შეიძლება, პატარა ბლოგის მიერ უზარმაზარი კორპორაციისთვის შექმნილი პრობლემების დასასრული ყოფილიყო, მაგრამ საქმე ამითი არ ამოიწურა. ჯეფის მიერ აგორებული ტალღა კვლავ იკრეფდა ძალას. ახლა უკვე მისი ჩანაწერის ციტირება ბეჭდვით მედიაში ხდებოდა. ინტერნეტში სულ უფრო მეტი ლინკი ჩნდებოდა მის ბლოგზე. ბოლოს ამ ყველაფერმა „დელის“ გაყიდვებზეც იმოქმედა. ეს ისტორია ბლოგში გაკეთებული ჩანაწერიდან ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2007 წლის ოქტომბერში ჯეფმა „BusinessWeek“-ში მაიკლ დელთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა (ასეთი დაკავებული პიროვნების ინტერვიუზე დაყოლიება, ალბათ, არც ისე ადვილია და არც „BusinessWeek“- ი უთმობს ყველა მსურველს ცენტრლურ ადგილს). ამ ინტერვიუში მაიკლ დელი იუწყებოდა, რომ ბლოგში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ კომპანიამ 150,000,000 $ დახარჯა მომხმარებელთა სერვისის გასაუმჯობესებლად. და ბოლოს უამრავი საინტერესო ფაქტი თუ კურიოზი ზუსტად ბლოგების საშუალებით ხდება ხოლმე ცნობილი. მაგალითად, რუსეთში, სადაც მედია საშუალებები გარკვეულ სირთულეებს განიცდიან, ბევრი რამ სწორედ ბლოგების საშუალებით ხდება ცნობილი. მაგალითად, 18 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი… ქალაქ ომსკს ეწვია. ამ
  • 19. ვიზიტს პატარა კურიოზი მოჰყვა, რომელიც ბლოგების საშუალებით გახდა ცნობილი. პრეზიდენტის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ქალაქის მერიის თანამშრომლებმა სასწრაფოდ ჩამოხსნეს ბანერი, რომლზეც ეწერა - „Ждем тебя, веселый гном“. ამ პლაკატს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პრეზიდენტის ვიზიტთან. ის, უბრალოდ, მოსახლეობას საბავშვო სპექტაკლის შესახებ ამცნობდა. როგორც იუწყებოდნენ ბლოგერები, ბანერის ჩამოხსნას იმდენად ჩქარობდნენ, რომ ნაჯახებით ჩამოხიეს პლაკატი. როგორც ბილ გეითსმა თქვა - თუ თქვენ არ ხართ ინტერნეტში, თქვენ არც ბიზნესში ხართ! . ბლოგის მეშვეობით ყველაზე ეფექტურად ხდება თანამედროვეობაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ხელშეწყობა. შეგნებულად არ ვამბობ იმას, რომ აყალიბებს და ვსიო! ტრადიციული მას-მედიისგან და ჟურნალისტებისგან განსხვავებით ეს არის "ერთ-ერთი ჩვენთაგანის და ჩვენი რიგებიდან წამოსული" ადამიანის მოსაზრებები, შთაბეჭდილებები. ეს არის ხალხის ხმა და უკუკავშირი, რომელიც არ გააჩნია ტრადიციულ მედიას.