SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 14
The curious case of Nicolas Sarkozy
Michael Flesch, L.L.M. Tornike Darjania
Legal Department, DW Legal Expert, GIZ
Titelbild hier einsetzen
„წაეთრიე იდიოტო“
ფაქტები
Casse toi pov’con“ (ქართულად ნიშნავს: „წაეთრიე იდიოტო“)
– ასე უთხრა ნიკოლა სარკოზიმ ერთ-ერთ ფერმერს, რომელმაც
საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე არ ისურვა
მისთვის ხელის ჩამორთმევა. ამ წინადადებამ საზოგადობაში,
ისევე როგორც მედიაში დიდი ინტერესი გამოიწვია - ეს
წინადადება გავრცელდა ინტერნეტით და გამოყენებულ იქნა
ლოზუნგად დემონსტრაციის დროს. პრეზიდენტ სარკოზის
ერთ-ერთი ვიზიტისას პოლიტიკურმა აქტივისტმა ერვე ეონმა
შემართა პატარა პლაკატი ამ ყველასათვის ცნობილი წარწერით -
„წაეთრიე იდიოტო“. საინტერესოა რა შეემთხვა ბატონ ერვე
ეონს?
ბატონი ერვე ეონი დაუყოვნებლივ იქნა პოლიციის მიერ
დაპატიმრებული და პოლიციის შენობაში გადაყვანილი. მის
წინააღმდეგ პროკურატურამ სარჩელი აღძრა პრეზიდენტის
შეურაცხყოფის ბრალდებით (პრესის თავისუფლების შესახებ
საფრანგეთის კანონის 26-ე მუხ. 1881 წ.).
ფაქტები
პრესის თავისუფლების შესახებ კანონის 26-ე მუხლი
გვეუბნება:
„რესპუბლიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ისე როგორც ეს
23-ე მუხლშია აღწერილი, ისჯება 45.000 ევროს ოდენობის
ფულადი ჯარიმით“
პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლომ
გადაწყვიტა, რომ ბატონ ეონს სწორედაც რომ სურდა ამ
წინადადების გამეორებით ქვეყნის მთავარსარდლის
შეურაცხყოფა და დააკისრა მას 30 ევროს ოდენობის
„სიმბოლური“ ფულადი ჯარიმის გადახდა (ბატონი ეონის მცირე
შემოსავლის გათვალისწინებით განაჩენი არ იქნა სისრულეში
მოყვანილი). აგრეთვე ორივე ზემდგომ ინსტანციაში არ მოხდა
ამ განაჩენის გადახედვა.
ფაქტები
ბატონმა ეონმა ამის შემდგომ მიმართა ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოს, რადგან ის თვლიდა, რომ
საფრანგეთის სასამართლოების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებებით შეილახა მისი გამოხატვის თავისუფლების
უფლება (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის მე-10 მუხ.).
ფაქტები
ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილება
მე-8 მუხ.:
1. ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და
ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო
ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა,
როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის
შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ
საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის
ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის,
უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად,
ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და
თავისუფლებათა დასაცავად.
მე-10 მუხ.:
1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს
უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს
შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ
მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და
სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს
არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ
რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან
კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის
განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და
პასუხისმგებლობისგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ
წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც
გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების,
ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ
დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის
დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების
დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის
გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო
ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის
უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
„Casse toi pov’con“(„წაეთრიე იდიოტო“)
– ეს წინადადება თუკი მას კონტექსტიდან ამოღებულად
განვიხილავთ შეურაცხმყოფელი იყო საფრანგეთის
პრეზიდენტის მიმართ. თუმცა ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პლაკატის ჩვენება
ლოზუნგის ჩათვლით განხილულ უნდა იქნეს ამ შემთხვევის
მთლიან კონტექსტში და არა მისგან იზოლირებულად.
ამიტომაც გადაწყვეტილების დასაბუთებისას
გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა ასპექტი:
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი
გაუსვა თავისუფალი დისკუსიის მნიშვნელობას
საჯარო ინტერესის საქმეების ირგვლივ. ამასთან
გათვალისწინებულ იქნა, რომ პრეზიდენტის მიერ
ნათქვამი წინადადების გამეორება არ ისახავდა მიზნად
მისი პირადი ცხოვრების (ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8
მუხ.) ან მისი ღირსების შელახვას; აგრეთვე საქმე არ
ეხებოდა მასზე უსაფუძვლო პიროვნულ თავდასხმას.
ბატონი ეონის ქმედება და კრიტიკა იყო პოლიტიკური
ხასიათის და აქ მხოლოდ ძალზედ მცირე ლავირების
საშუალება იყო დარჩენილი აზრის გამოხატვის
თავისუფლების შესაზღუდად (ადამიანის უფლებათა
და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-
10 მუხ.).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
პირადული
თავდასხმა თუ
პოლიტიკური
აზრის გამოხატვა?
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
მისაღები კრიტიკის საზღვრები შედარებით ფართოა,
როდესაც კრიტიკა მიმართულია პოლიტიკოსების
წინააღმდეგ, რადგან კერძო პირებისგან განსხვავებით,
პოლიტიკოსები გამიზნულად და იძულებით იმ
სიტუაციისკენ მიემართებიან, როდესაც ყოველი მათ
მიერ გამოთქმული სიტყვა და ყოველი მათი მოქმედება
ჟურნალისტებისა და ფართო საზოგადოების მიერ
გამოცდის საგანი ხდება. აქედან გამომდინარე
არსებობს იმის მოლოდინი, რომ პოლიტიკოსები უფრო
მაღალი ტოლერანტულობით უნდა ეკიდებოდნენ მათი
მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.
პოლიტიკოსების
მიმართ დასაშვები
კრიტიკის საზღვრები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
სატირა, რომელიც
პროვოკაციულია და
ეწევა აგიტაციას
გარდა ამისა ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს შეხედულების მიხედვით ბატონი ეონის
ქმედებისას სახეზე იყო პოლიტიკური სატირის
შემთხვევა. მოულოდნელი ნათქვამის გამეორებით,
რომელიც თავად პრეზიდენტ სარკოზის ეკუთვნის და
რომელმაც დიდი რეზონანსი პოვა მედიაში და საჯარო
კომენტარებში (ძირითადად იუმორისტული სახით)
ბატონმა ეონმა მიმართა კონფრონტაციას სატირის
ფორმით. სატირა აგრეთვე მისი მხატვრული ხასიათის
საფუძველზე სარგებლობს განსაკუთრებული დაცვით
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის მე-10 მუხლში და შეზღუდვა
ექვემდებარება მაღალ მოთხოვნებს.
სატირა არის მხატვრული
გამოხატვის და სოციალური
კომენტარის ერთ-ერთი
ფორმა, რომელიც მისთვის
ძალზედ დამახასიათებელი
ნიშნებით „გადაჭარბება“ და
„რეალობის დამახინჯება“
პროვოცირებასა და აგიტაციას
ისახავს მიზნად.
და რა სახის ზემოქმედებაა სახეზე სამომავლოდ
პოლიტიკური სატირების გაკეთების კუთხით, როდესაც
ვინმე ამის გამო სისხლისსამართლებრივად ისჯება? -
გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე ეს საკითხიც
გაითვალისწინა: ამგვარად სისხლისსამართლებრივ
მსჯავრდებებს აქვთ, ისე როგორც ამ შემთხვევაში,
დაშინების ეფექტი („chilling effect“); ისინი
დამაბრკოლებლად მოქმედებს მომავალში სატირული
შინაარსის სტატიების გამოქვეყნებაზე საჯარო
ინტერესის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე -
მსგავსი საჯარო დისკუსიის არსებობა კი აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
„დაშინების ეფექტი“:
მომავალზე
ზემოქმედება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება:
ფულადი ჯარიმის დაკისრება, თუნდაც მცირედის არ იყო
პროპორციული იმ მიზნისა, რომლის მიღწევაც ამ გადაწყვეტილებით
იყო განზრახული და არ წარმოადგენდა აუცილებლობას
დემოკრატიულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე დაირღვა
ბატონი ეონის აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება (ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10
მუხ.). ეს დასკვნა წარმოადგენს საკმარის კომპენსაციას იმ
არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც ბატონ ეონს მიადგა.
Eon v. France, no. 26118/10, 14 March 2013

Weitere ähnliche Inhalte

Empfohlen

Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Kurio // The Social Media Age(ncy)
 

Empfohlen (20)

Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike RoutesMore than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
 
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
 

The curious case about nikolas sarkozy

  • 1. The curious case of Nicolas Sarkozy Michael Flesch, L.L.M. Tornike Darjania Legal Department, DW Legal Expert, GIZ Titelbild hier einsetzen „წაეთრიე იდიოტო“
  • 2.
  • 3. ფაქტები Casse toi pov’con“ (ქართულად ნიშნავს: „წაეთრიე იდიოტო“) – ასე უთხრა ნიკოლა სარკოზიმ ერთ-ერთ ფერმერს, რომელმაც საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე არ ისურვა მისთვის ხელის ჩამორთმევა. ამ წინადადებამ საზოგადობაში, ისევე როგორც მედიაში დიდი ინტერესი გამოიწვია - ეს წინადადება გავრცელდა ინტერნეტით და გამოყენებულ იქნა ლოზუნგად დემონსტრაციის დროს. პრეზიდენტ სარკოზის ერთ-ერთი ვიზიტისას პოლიტიკურმა აქტივისტმა ერვე ეონმა შემართა პატარა პლაკატი ამ ყველასათვის ცნობილი წარწერით - „წაეთრიე იდიოტო“. საინტერესოა რა შეემთხვა ბატონ ერვე ეონს?
  • 4. ბატონი ერვე ეონი დაუყოვნებლივ იქნა პოლიციის მიერ დაპატიმრებული და პოლიციის შენობაში გადაყვანილი. მის წინააღმდეგ პროკურატურამ სარჩელი აღძრა პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით (პრესის თავისუფლების შესახებ საფრანგეთის კანონის 26-ე მუხ. 1881 წ.). ფაქტები პრესის თავისუფლების შესახებ კანონის 26-ე მუხლი გვეუბნება: „რესპუბლიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ისე როგორც ეს 23-ე მუხლშია აღწერილი, ისჯება 45.000 ევროს ოდენობის ფულადი ჯარიმით“
  • 5. პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბატონ ეონს სწორედაც რომ სურდა ამ წინადადების გამეორებით ქვეყნის მთავარსარდლის შეურაცხყოფა და დააკისრა მას 30 ევროს ოდენობის „სიმბოლური“ ფულადი ჯარიმის გადახდა (ბატონი ეონის მცირე შემოსავლის გათვალისწინებით განაჩენი არ იქნა სისრულეში მოყვანილი). აგრეთვე ორივე ზემდგომ ინსტანციაში არ მოხდა ამ განაჩენის გადახედვა. ფაქტები
  • 6. ბატონმა ეონმა ამის შემდგომ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რადგან ის თვლიდა, რომ საფრანგეთის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეილახა მისი გამოხატვის თავისუფლების უფლება (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხ.). ფაქტები
  • 8. მე-8 მუხ.: 1. ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. 2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. მე-10 მუხ.: 1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. 2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
  • 9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „Casse toi pov’con“(„წაეთრიე იდიოტო“) – ეს წინადადება თუკი მას კონტექსტიდან ამოღებულად განვიხილავთ შეურაცხმყოფელი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პლაკატის ჩვენება ლოზუნგის ჩათვლით განხილულ უნდა იქნეს ამ შემთხვევის მთლიან კონტექსტში და არა მისგან იზოლირებულად. ამიტომაც გადაწყვეტილების დასაბუთებისას გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა ასპექტი:
  • 10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა თავისუფალი დისკუსიის მნიშვნელობას საჯარო ინტერესის საქმეების ირგვლივ. ამასთან გათვალისწინებულ იქნა, რომ პრეზიდენტის მიერ ნათქვამი წინადადების გამეორება არ ისახავდა მიზნად მისი პირადი ცხოვრების (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხ.) ან მისი ღირსების შელახვას; აგრეთვე საქმე არ ეხებოდა მასზე უსაფუძვლო პიროვნულ თავდასხმას. ბატონი ეონის ქმედება და კრიტიკა იყო პოლიტიკური ხასიათის და აქ მხოლოდ ძალზედ მცირე ლავირების საშუალება იყო დარჩენილი აზრის გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე- 10 მუხ.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პირადული თავდასხმა თუ პოლიტიკური აზრის გამოხატვა?
  • 11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მისაღები კრიტიკის საზღვრები შედარებით ფართოა, როდესაც კრიტიკა მიმართულია პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რადგან კერძო პირებისგან განსხვავებით, პოლიტიკოსები გამიზნულად და იძულებით იმ სიტუაციისკენ მიემართებიან, როდესაც ყოველი მათ მიერ გამოთქმული სიტყვა და ყოველი მათი მოქმედება ჟურნალისტებისა და ფართო საზოგადოების მიერ გამოცდის საგანი ხდება. აქედან გამომდინარე არსებობს იმის მოლოდინი, რომ პოლიტიკოსები უფრო მაღალი ტოლერანტულობით უნდა ეკიდებოდნენ მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. პოლიტიკოსების მიმართ დასაშვები კრიტიკის საზღვრები
  • 12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სატირა, რომელიც პროვოკაციულია და ეწევა აგიტაციას გარდა ამისა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეხედულების მიხედვით ბატონი ეონის ქმედებისას სახეზე იყო პოლიტიკური სატირის შემთხვევა. მოულოდნელი ნათქვამის გამეორებით, რომელიც თავად პრეზიდენტ სარკოზის ეკუთვნის და რომელმაც დიდი რეზონანსი პოვა მედიაში და საჯარო კომენტარებში (ძირითადად იუმორისტული სახით) ბატონმა ეონმა მიმართა კონფრონტაციას სატირის ფორმით. სატირა აგრეთვე მისი მხატვრული ხასიათის საფუძველზე სარგებლობს განსაკუთრებული დაცვით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლში და შეზღუდვა ექვემდებარება მაღალ მოთხოვნებს. სატირა არის მხატვრული გამოხატვის და სოციალური კომენტარის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მისთვის ძალზედ დამახასიათებელი ნიშნებით „გადაჭარბება“ და „რეალობის დამახინჯება“ პროვოცირებასა და აგიტაციას ისახავს მიზნად.
  • 13. და რა სახის ზემოქმედებაა სახეზე სამომავლოდ პოლიტიკური სატირების გაკეთების კუთხით, როდესაც ვინმე ამის გამო სისხლისსამართლებრივად ისჯება? - გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე ეს საკითხიც გაითვალისწინა: ამგვარად სისხლისსამართლებრივ მსჯავრდებებს აქვთ, ისე როგორც ამ შემთხვევაში, დაშინების ეფექტი („chilling effect“); ისინი დამაბრკოლებლად მოქმედებს მომავალში სატირული შინაარსის სტატიების გამოქვეყნებაზე საჯარო ინტერესის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე - მსგავსი საჯარო დისკუსიის არსებობა კი აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „დაშინების ეფექტი“: მომავალზე ზემოქმედება
  • 14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გადაწყვეტილება: ფულადი ჯარიმის დაკისრება, თუნდაც მცირედის არ იყო პროპორციული იმ მიზნისა, რომლის მიღწევაც ამ გადაწყვეტილებით იყო განზრახული და არ წარმოადგენდა აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე დაირღვა ბატონი ეონის აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხ.). ეს დასკვნა წარმოადგენს საკმარის კომპენსაციას იმ არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც ბატონ ეონს მიადგა. Eon v. France, no. 26118/10, 14 March 2013