8. მდინარე არაგვის სიგრძე 112კმ-ია,რა სიგრძისა იქნება იგი
რუკაზე, რომლის მასშტაბია1:2000000?
ა)56სმ
ბ)5,6სმ
გ)560სმ
დ)0,56სმ
სწორი პასუხია
ბ)5,6სმ
9. შეფ-მზარეული ლევანი კვირის საუზმისთვის საჭმელს ამზადებს. მან
იცის, რომ 15 ბლინით 9 ადამიანის გამოკვება შეიძლება. მას
აინტერესებს, რამდენი ადამიანის გამოკვება შეუძლია 130 ბლინით.
ის ვარაუდობს, რომ ყველა ადამიანი ტოლი რაოდენობის ბლინს ჭამს.
ა) 80
ბ)78
გ)82
დ)103
სწორი პასუხია ბ) 78
10. მარიმ მანქანით 69 კმ გაიარა და 6 ლიტრი საწვავი
დაწვა. მას აინტერესებს, რამდენი კილომეტრის გავლა
შეუძლია 28 ლიტრი საწვავით. ის ვარაუდობს, რომ
მისი მანქანა იგივე პროპორციით გააგრძელებს საწვავის
წვას.
ა) 300
ბ)332
გ)306
დ)322
სწორი პასუხია დ) 322
11. მზია მზისგან დამცავ ლოსიონს ისვამს. ის
იყენებს 4 მლ ლოსიონს მისი კანის 80 კვ. სმ-ის
დასაფარად. მას აინტერესებს, მზისგან დამცავი
ლოსიონის რამდენი მილილიტრი დასჭირდება, რომ
დაიფაროს თავისი კანის 360 კვ.სმ.
ა) 20
ბ)22
გ)18
დ)25
სწორი პასუხია
გ) 18
14. გიორგი 5საათის განმავლობაში 130კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობდა. მას სურს გაიგოს რა დროში შეძლებს იმავე
მანძილის გავლას,თუ სიჩქარეს 100კმ/სთ-მდე შეამცირებს?
ა)3
11
13
ბ)3,5
გ)6,5
დ)13
სწორი პასუხია გ)
3
15. თითბერი არის სპილენძისა და თუთიის შენადნობი, რომელთა
მასები 3:2 შეფარდებითაა აღებული. მერის აინტერესებს
რამდენი გრამი თუთია დაეხარჯება თითბრის ნაჭრის
დასამზადებლად, თუ 150გ სპილენძს გამოიყენებს?
ა)50გ
ბ)100გ
გ)120გ
დ)30გ
სწორი პასუხია
ბ)100გ