Diese Präsentation wurde erfolgreich gemeldet.
Wir verwenden Ihre LinkedIn Profilangaben und Informationen zu Ihren Aktivitäten, um Anzeigen zu personalisieren und Ihnen relevantere Inhalte anzuzeigen. Sie können Ihre Anzeigeneinstellungen jederzeit ändern.
მსოფლიოში ცნობილი ქალები
ანუ ქალების როლი როგორც
პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე
სხვადასხვა სფეროში
მიზანი:
ქალის როლის უკეთ წარმოჩენა, მათი მიღწევების და
შესაძლებლობების აღიარება, მათი დამსახურებით
მომხდარი მნიშვნელოვანი...
მარიამ დედოფალი
მარიამი — ერთიანი საქართველოს დედოფალი, საქართველოს
მეფის გიორგი I-ის მეუღლე, ვასპურაკანის მეფის სენაქერი
...
მარიამი 1031-1032 წლებში შეეცადა შემოერიგებინა
ბაგრატ IV-ის ნახევარძმა დემეტრე, რომლის გამეფება მეფის
მოწინააღმდეგე დიდაზნ...
ბიზანტიაში ყოფნისას მარიამი დაემოწაფა გიორგი
მთაწმიდელს, რომელმაც იგი მონაზვნად აღკვეცა. მარიამის
დახმარებით, გიორგი მთაწმ...
თამარ მეფე იყო ერთიანი საქართველის მონარქი.
იწოდებოდა როგორც „მეფეთ მეფე და დედოფალთ
დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კ...
თამარის ფრესკა ყინწვისში გიორგი III და თამარის ფრესკა ვარძიაში
საქართველო თამარ მეფის დროს
ხუაშაქ ცოქალი — XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს
პოლიტიკური მოღვაწე. დიდგვაროვანი აზნაურის რატი I
სურამელის, ერისთავთ ...
ინდირა განდი
ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის
ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი
1966 წელს, როდესაც ის პირველად
დაინიშნა ინდოეთი...
როგორც მისი მემატიანეები აღწერენ, ეს წლები
ინდირას ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. თუმცა
ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებუ...
ინდირა განდი გახდა პირველი ქალი, ვისაც
ქვეყნის პოლიტიკური ბედის გადაწყვეტა ანდეს.
სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ძლიერი, მტკიცე
...
სიცოცხლეშივე წმინდანი
მას მთელი მსოფლიო დედა ტერეზას სახელით
იცნობს, ნამდვილი სახელია აგნეს გონჯა ბოიაჯუ.
ალბანელი მემწვან...
18 წლისა მშობლების სახლიდან წამოვიდა და
მონაზვნად აღიკვეცა მისიონერულ ორდენ "ლორეტის
დებში", რათა სიცოცხლე გაჭირვებულთა და...
"რკინის ლედი" თუ "მოუსვენარი
კუდიანი"
რას აღარ უწოდებდნენ, ზოგი "ნატოში
ყველაზე ძლიერ კაცს ეძახდა", ზოგიც
"მოუსვენარ კუდია...
1979 წელს, როდესაც ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა,
შეძლო ქვეყანის ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. ბევრი
ლანძღ...
ჰილარი კლინტონი
ამერიკის შეერთებული
შტატების 67-ე სახელმწიფო
მდივანი
(დ. 26 ოქტომბერი 1947, ჩიკაგო) — ამერიკელი პოლიტიკოსი, 2009-2013
წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბარაკ
ობამას ადმინის...
აშშ-ის პირველი ლედის პერიოდში ის მნიშვნელოვან როლს
ასრულებს პოლიტიკის საკითხებში. მისი მთავარი ინიციატივა,
კლინტონის ჯანდა...
ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ კლინტონი აირჩიეს აშშ-ის
სენატში 2000 წელს — პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი
პირველი ლედი ...
"გულების დედოფალი"
ლედი დაიანას "მსოფლიო პრინცესასაც"
უწოდებდნენ, რადგან სიკეთისა და
ქველმოქმედების სიმბოლოდ ქცეული ქალი
ყ...
მონაწილეობდა შიდსით ინფიცირებულთა დასახმარებლად გამართულ
თუ სხვა საქველმოქმედო აქციებში. ერთ-
ერთი უკანასკნელი მისიის დროს...
მსოფლიოში ცნობილი ქალები
Nächste SlideShare
Wird geladen in …5
×
Nächste SlideShare
სოლომონ პირველი
Weiter
Herunterladen, um offline zu lesen und im Vollbildmodus anzuzeigen.

0

Teilen

Herunterladen, um offline zu lesen

მსოფლიოში ცნობილი ქალები

Herunterladen, um offline zu lesen

ქალი ყოველთვის დიდ როლს ასრულებს ყველა სფეროში.

Ähnliche Bücher

Kostenlos mit einer 30-tägigen Testversion von Scribd

Alle anzeigen

Ähnliche Hörbücher

Kostenlos mit einer 30-tägigen Testversion von Scribd

Alle anzeigen
  • Gehören Sie zu den Ersten, denen das gefällt!

მსოფლიოში ცნობილი ქალები

  1. 1. მსოფლიოში ცნობილი ქალები ანუ ქალების როლი როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე სხვადასხვა სფეროში
  2. 2. მიზანი: ქალის როლის უკეთ წარმოჩენა, მათი მიღწევების და შესაძლებლობების აღიარება, მათი დამსახურებით მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების უკეთ გაცნობიერება.
  3. 3. მარიამ დედოფალი მარიამი — ერთიანი საქართველოს დედოფალი, საქართველოს მეფის გიორგი I-ის მეუღლე, ვასპურაკანის მეფის სენაქერი მარწრუნის ასული, ბაგრატ IV-ის დედა, XI საუკუნის პოლიტიკური მოღვაწე. მარიამი მცირეწლოვანი ბაგრატის მეფობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. შეეცადა ბოლო მოეღო დაუცხრომელი შინაფეოდალური ბრძოლებისათვის, რითაც სარგებლობდა ბიზანტია და ცდილობდა მიწები წაეგლიჯა საქართველოსათვის. 1030 წელს კონსტანტინოპოლში საზავო მოლაპარაკებას აწარმოებდა იმპერატორ რომანოზ III არგირთან. იმპერატორმა მას აღუთქვა საქართველოში მშვიდობის დამყარება, ბაგრატ IV-ს უბოძა კურაპალატის წოდება და თავისი ძმის, ბასილის, ქალი ელენე მიათხოვა.
  4. 4. მარიამი 1031-1032 წლებში შეეცადა შემოერიგებინა ბაგრატ IV-ის ნახევარძმა დემეტრე, რომლის გამეფება მეფის მოწინააღმდეგე დიდაზნაურებს სურდათ. 1045 წელს უმეფოდ დარჩენილი ქ. ანისი ქალაქის ბერებმა ბაგრატ IV-სა და მარიამს გადასცეს. მარიამმა ანისში ერისთავი აბუსერი დააყენა გამგებლად. 1052 წელს ბიზანტიაში გაჰყვა თავის შვილს, ბაგრატ IV-ს, რომელიც ლიპარიტ IV-მ შეავიწროვა. მარიამი კონსტანტინოპოლში ყოფნისას დიდ დახმარებას უწევდა ათონის ივერთა მონასტერს. იგი განსაკუთრებული ღვაწლისათვის მონასტრის აღაპებში გათანაბრებულია ათონის ივერთა მონასტრის მაშენებლებთან.
  5. 5. ბიზანტიაში ყოფნისას მარიამი დაემოწაფა გიორგი მთაწმიდელს, რომელმაც იგი მონაზვნად აღკვეცა. მარიამის დახმარებით, გიორგი მთაწმიდელმა იმპერატორისაგან მიიღო შავმთასა და იერუსალიმში წასვლის ნებართვა. მარიამმა მას გაატანა მდიდრული შესაწირავი, რომელიც იერუსალიმის მონასტრის წინამძღვარმა პროხორემ ჯვრის მონასტრის აგებას მოახმარა. 1057 წელს მარიამი საქართველოში დაბრუნდა. იგი ფიქრობდა ქვეყნის კულტურის აღორძინებაზე, გიორგი მთაწმინდელს იწვევდა საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად. მარიამი ცოცხალი იყო ბაგრატ IV-ის გარდაცვალების (1072) შემდეგაც. 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში იგი მიცვალებულად იხსენიება.
  6. 6. თამარ მეფე იყო ერთიანი საქართველის მონარქი. იწოდებოდა როგორც „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი". მისი მმართველობის პერიოდს ქართველები „ოქროს ხანას“ უწოდებენ. ამ დროს შენდება ქალაქები, ციხეები, ეკლესიები, მონასტრები, ხიდები.... ითარგმნება წიგნები, იხატება ეკლესიები, იჭედება ხატები. ქართველები წარმატებით იგერიებენ ყველა დამპყრობელს, მეტიც, შეტევაზე გადადიან და იკავებენ თურქეთისა და სომხეთის დიდ ნაწილს. შავი ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთით ქმნიან საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფ ტრაპიზონის იმპერიას.
  7. 7. თამარის ფრესკა ყინწვისში გიორგი III და თამარის ფრესკა ვარძიაში
  8. 8. საქართველო თამარ მეფის დროს
  9. 9. ხუაშაქ ცოქალი — XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. დიდგვაროვანი აზნაურის რატი I სურამელის, ერისთავთ ერისთავის დედა. თამარ მეფემ ხუაშაქ ცოქალი კრავაი ჯაყელთან ერთად მოციქულად მიუგზავნა აჯანყებულ ყუთლუ-არსლანს. მანდილოსანთა მისია წარმატებით დამთავრდა. კრავაი ჯაყელი, — XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, დიდგვაროვანი ფეოდალის სამძივრის დედა. ყუთლუ- არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლის დროს თამარმა ჯაყელი და ხუაშაქცოქალი გაგზავნა აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად. საპატიო მანდილოსნებმა დავალება წარმატებით შეასრულეს.
  10. 10. ინდირა განდი ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი 1966 წელს, როდესაც ის პირველად დაინიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრად, მეტოქეებმა "სულელი თოჯინა" შეარქვეს. აღმოჩნდა, რომ მწარედ ცდებოდნენ. გოგონა სახელად "მთვარის ქვეყანა" (სწორედ ამას ნიშნავს მისი სახელი) 1917 წელს ინდოეთის ერთ მდიდარ და გავლენიან ოჯახში დაიბადა. როგორც ნამდვილ ინდოელ ქალს შეშვენის, ინდირამაც ოჯახი შექმნა და ორი ვაჟი გააჩინა.
  11. 11. როგორც მისი მემატიანეები აღწერენ, ეს წლები ინდირას ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ინდირა განდიმ ჯერ ქმარი დაკარგა, შემდეგ მამა და უმცროსი შვილი. ძნელია წარმოდგენა რა ხდებოდა მის გულში, თუმცა გარეგნულად მალევე დაიბრუნა ჩვეული შემართება. ძალიან მალე, ეს დაბალი ტანის, ნაადრევად ჭაღარით შევერცხლილი თმითა და სარიზე დამაგრებული ვარდისფერი ყვავილით, გამძლეობასა და სიბრძნესთან ასოცირდებოდა. თანამემამულეებმა მასში თვით შაქტის (გონიერების ქალღმერთის) განსახიერება დაინახეს.
  12. 12. ინდირა განდი გახდა პირველი ქალი, ვისაც ქვეყნის პოლიტიკური ბედის გადაწყვეტა ანდეს. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ძლიერი, მტკიცე ხასიათისა და ძალაუფლების მოყვარე ინდირა განდი პირველ რიგში მაინც ქალი იყო, რასაც მას საბედისწერო შეცდომად უთვლიან - 1984 წლის 31 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრამდე, განდი დიდხანს არჩევდა სამოსს და ვერც კი იფიქრებდა, რომ ეს უკანასკნელი დღე აღმოჩნდებოდა მის ცხოვრებაში. ზაფრანისფერი კაბის შერჩევისას ინდირა განდიმ ტყვია გაუმტარი ჟილეტი მოიხსნა, ჩათვალა, რომ ცოტა ასუქებდა..
  13. 13. სიცოცხლეშივე წმინდანი მას მთელი მსოფლიო დედა ტერეზას სახელით იცნობს, ნამდვილი სახელია აგნეს გონჯა ბოიაჯუ. ალბანელი მემწვანილის ოჯახში დაბადებულ დედა ტერეზას სიცოცხლეშივე უწოდეს წმინდანი, მაგრამ თვითონ ამბობდა, რომ მხოლოდ "ფანქარი იყო ღმერთის ხელში".
  14. 14. 18 წლისა მშობლების სახლიდან წამოვიდა და მონაზვნად აღიკვეცა მისიონერულ ორდენ "ლორეტის დებში", რათა სიცოცხლე გაჭირვებულთა დახმარებისთვის მიეძღვნა. 36 წლის იყო, როცა მოწყალების საზოგადოება შექმნა, რომელიც ღატაკებისა და გაჭირვებულთათვის სკოლების, თავშესაფრების და საავადმყოფოების დაარსებით იყო დაკავებული. მისი სახე სიკეთის, იმედისა და მოწყალების სიმბოლოდ იქცა. ის ყველა "ცხელი წერტილის" სტუმარი იყო და სისხლისმღვრელი ომის შეჩერებას ცდილობდა. 87 წლის მომაკვდავი დედა ტერეზასთვის უკითხავთ: “ოდესმე დღესასწაულზე ან უქმეებზე თუ დაგისვენიათო”. რაზეც მას უთქვამს: “ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულიაო!”
  15. 15. "რკინის ლედი" თუ "მოუსვენარი კუდიანი" რას აღარ უწოდებდნენ, ზოგი "ნატოში ყველაზე ძლიერ კაცს ეძახდა", ზოგიც "მოუსვენარ კუდიანს". დილის ხუთი-ექვსი საათიდან ღამის პირველ საათამდე სამსახურში იყო. "არასდროს მძინავს დღე- ღამეში ოთხ-ხუთ საათზე მეტი. ჩემი ცხოვრება - ჩემი სამსახურია. ზოგი მუშაობს იმისთვის, რომ იცხოვროს, მე კი ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიმუშაო", - უთქვამს მარგარეტ ტეტჩერს. ცოტა სამკაული, ნაცრისფერი ან მუქი ლურჯი კოსტიუმები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ძალაუფლებით სავსე მზერა - სწორედ ასეთი დაამახსოვრდა მსოფლიოს "რკინის ლედი".
  16. 16. 1979 წელს, როდესაც ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, შეძლო ქვეყანის ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. ბევრი ლანძღავდა, ბევრსაც სძულდა და ამის მიუხედავად, ხელისუფლების სადავეები მას XX საუკუნის ყველა პოლიტიკურ ლიდერზე მეტხანს ეჭირა. მაგრამ "რკინის ლედის" ერთი საიდუმლოც ჰქონდა და ქმრის გარდაცვალების შემდეგ მან თავის მემუარებში დაწერა: "ვერასდროს ვიქნებოდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 11 წლის განმავლობაში, რომ არა დენისი". მათ ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს. მართალია ზურგს უკან დენის ტეტჩერს ცოლის თვინიერას ეძახდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მას უყვარდა ცოლი და მხარში ედგა. ტეტჩერი 85 წლის არის და "რკინის ლედის" ჯანმრთელობასაც ჟანგი შეეპარა, მაგრამ საზოგადოებაში ისევ ჩვეული სიდარბაისლით და უნაკლოდ ჩნდება. გარდაიცვალა 2013 წლის 8 აპრილს.
  17. 17. ჰილარი კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების 67-ე სახელმწიფო მდივანი
  18. 18. (დ. 26 ოქტომბერი 1947, ჩიკაგო) — ამერიკელი პოლიტიკოსი, 2009-2013 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში. აშშ-ის სენატორი ნიუ-იორკიდან 2001-09 წლებში, იყო პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან 2008 წლის არჩევნებში. აშშ-ის პირველი ლედი 1993-2001 წლებში ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს. წარმოშობით ილინოისელმა ჰილარიმ ქვეყნის ყურადღება 1969 წელს მიიპყრო კრიტიკული გამოსვლით უელესლის კოლეჯში წლის დასაწყისის მიმართვაში. კარიერა დაიწყო, როგორც ადვოკატმა 1973 წელს იელის იურიდიული სკოლის დასრულების შემდეგ. 1975 წელს არკანზასში გადავიდა, სადაც ბილ კლინტონს გაყვა ცოლად და კარიერას კონგრესის იურიდიულ კონსულტანტად აგრძელებს. 1979 წელს ის პირველი ქალი პარტნიორი გახდა როუზის ადვოკატთა ფირმაში, ხოლო 1988-1991 წლებში ქვეყნისას ყველაზე გავლენიან იურისტთა სიაში მოხვდა. 1979-81 და 1983-92 წლებში არკანზასის პირველი ლედი იყო, აქტიურობდა რამდენიმე ორგანიზციაში, რომელთა მიზანი ბავშვების კეთილდღეობის ამაღლება იყო.
  19. 19. აშშ-ის პირველი ლედის პერიოდში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკის საკითხებში. მისი მთავარი ინიციატივა, კლინტონის ჯანდაცვის გეგმა, 1994 წელს კონგრესის მიერ არ დამტკიცდა, თუმცა 1997 წელს მისი დახმარებით დაფუძნდა სახელმწიფო ბავშვთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა და შვილად აყვანისა და უსაფრთხო ოჯახის აქტი. მისი ქორწინების სტატუსი ბილ კლინტონთან საზოგადოების განხილვის საგანი გახდა 1998 წელს ლევინსკის სკანდალის შემდეგ.
  20. 20. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ კლინტონი აირჩიეს აშშ-ის სენატში 2000 წელს — პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი პირველი ლედი საზოგადოებრივ სამსახურში ჩადგა და პირველი სენატორი ქალი ამ შტატიდან. აქ ის თავდაპირველად მხარს უჭერდა ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკას, რომელიც ასევე მოიცავდა ერაყის ომის რეზოლუციაზე თანხმობას. შემდგომში ის განუდგა ბუშის ადმინისტრაციას ერაყის ომის მსვლელობის გამო და ასევე მრავალი საშინაო საკითხების ირგვლივ. 2006 წელს ხელახლა აირჩიეს სენატში. ჰილარი კლინტონი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც პრეზიდენტად არჩევის დიდი შანსი ჰქონდა. 2007 წლის განმავლობაში სამოქალაქო გამოკითხვებში ის მუდამ წინ იყო დემოკრატთა ნომინანტთა შორის. მაგრამ 2008 წლის პრაიმერებში დაამარცხა ბარაკ ობამამ.
  21. 21. "გულების დედოფალი" ლედი დაიანას "მსოფლიო პრინცესასაც" უწოდებდნენ, რადგან სიკეთისა და ქველმოქმედების სიმბოლოდ ქცეული ქალი ყველგან უყვარდათ. მისი ცხოვრება ზღაპარივით აეწყო - საბავშვო ბაღის აღმზრდელი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდა. მათი ქორწილი ბრიტანული დღე სასწაულის ფარგლებს გაცდა,რადგან ცერემონი ალს სხვადასხვა ქვეყნებში ტელეეკრანიდან 750 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ამბობენ, რომ დაიანას ხალხის მოსმენისა და მათი გაგების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო ესაუბრა, როგორც თანასწორთან, ყველა რასისა და სოციალური სტატუსის წარმომადგენელთან.
  22. 22. მონაწილეობდა შიდსით ინფიცირებულთა დასახმარებლად გამართულ თუ სხვა საქველმოქმედო აქციებში. ერთ- ერთი უკანასკნელი მისიის დროს, მან შემოიარა ბევრი ქვეყანა ანგოლიდან ბოსნიამდე, რათა თავად ენახა ქვეით საწინააღმდეგო ნაღმების აფეთქების შედეგები და მოუწოდებდა მსოფლიოს უარი ეთქვა ამ იარაღის გამოყენებაზე. პრინც ჩარლზს დაიანამ სამეფო გვირგვინის ორი მემკვიდრე, უილიამი და ჰარი გაუჩინა, მაგრამ ქორწინებაში უიღბლო გამოდგა. ჩარლზმა კამილა პარკერის დავიწყება ვერ შეძლო და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წყვილის ცხოვრებაში ბზარი გაჩნდა. დაიანა დეპრესიაში იყო და ბულიმიაც კი აწუხებდა... ჩარლზთან დაშორების შემდეგ ლედი დაიანას ცხოვრებაში არაბი მილიონერის, მუხამედ ალ- ფაიედის შვილი დოდი ალფაიედი გამოჩნდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა, 36 წლის დაიანას სიკვდილის მიზეზი ავტოკატასტროფა გახდა, რომლის მიზეზები დღემდე ამოუხსნელია.

ქალი ყოველთვის დიდ როლს ასრულებს ყველა სფეროში.

Aufrufe

Aufrufe insgesamt

654

Auf Slideshare

0

Aus Einbettungen

0

Anzahl der Einbettungen

1

Befehle

Downloads

1

Geteilt

0

Kommentare

0

Likes

0

×