"მიწის ყივილი"

ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/ ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
"მიწის ყივილი"
მიხეილ
ჯავახიშვილი
დაიბადა : 08.11.1880 წ
გარდაიცვალა : 30.09.1937 წ
(ცხოვრება და შემოქმედება)
მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (დ. 8 ნოემბერი/20 ნოემბერი,
1880, სოფ. წერაქვი, მარნეულის რაიონი - გ. 1937), XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი
ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო
სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალე- ბული ტრაგედიის გამო:
ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.1901 წელს
საქართველოში დაბრუნდა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა
გაზეთ "ივერიას" (1904) და "გლეხს" (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას
რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი "გლეხის წერილები"). რევოლუციური მოძრაობის
განვითარება გამოიხატა მოთხრობაში "ჯილდო". 1907 წელს მწერალი გაერიდა
ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა
ევროპაში. 1909 სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 დააპატიმრეს და
გადაასახლეს. 1913-მდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.
თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა "ტყის კაცით" (1923) დაიწყო მიხეილ
ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა
ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები "ლამბალო და ყაშა",
ყბაჩამ დაიგვიანა", "მართალი აბდულაჰ", "ორი განაჩენი", "მიწის ყივილი", "ხუთის ამბავი"
და სხვა.). მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ
რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული ("კვაჭი კვაჭანტირაძე", 1924), სოციალური
("ჯაყოს ხიზნები", 1925), სათავგადასავლო ("გივი შადური", 1928), ისტორიული ("არსენა
მარაბდელი", 1933-1936), ფილოსოფიური ("თეთრი საყელო", 1926) რომანები. შემოქმედებით
ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი.
1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს
მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის
მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას
ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით
მხარდაჭერა მიიღო. მისი "არსენა მარაბდელი" ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და
გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს "ქალის ტვირთის", სოცრეალისტური რომანის
ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ
გაექცა.1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა.
კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა
პროვოკაციად შერაცხეს. მიხეილ ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც
პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა
კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი,
განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს". მისი მეგობრები
და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც
კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა
კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და
ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს "აღიარებაზე". სასჯელი აღსასრულში
მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის
ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი
გადაასახლეს. მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა.
რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.
----------------------------------------------------------------------------------------------
“მიწის ყივილი”
(განხილვა)
მოთხრობა ეძღვნება საფრანგეთში მცხოვრები
ქართველი მხცოვანი ემიგრანტის უკანასკნელ წლებს,
მის მამულიშვილურ განცდებსა და ფიქრებს,მის
ტკივილსა და გაუსაძლის სევდას-დიდი ხნით
მიძინებულსა თუ მინავლებულს...
მოხუცი ქართველმა სტუდენტმა პარიზის მახლობელ
პატარა ქალაქ ნოჟანის ბაღში გაიცნო...
სტუდენტი სკამზე მოკალათდა და “ვეფხისტყაოსანს” კითხულობდა...
რამოდენიმე დღის განმავლობაში ბაღში მოსეირნე მოხუცი უვნაურად
აკვირდებოდა ქალაქის უცხო სტუმარს და მის წიგნს,თუმცა სანამ
გამოელაპარაკა,შვილს შთხოვა,ამ უცნობის ვინაობის დადგენა,თითქოს
მიახლოებას უფრთხოდა თავად... სტუდენტი კი ექიმის რჩევით მცირე ხნით
გაერიდა ხმაურიან პარიზს და ნოჟანის სიმყუდროვეს შეეხიზნა...
მას შემდეგ,რაც შვილმა დაუდგინა ქალაქის სრუმრის ვინაობა და
დარწმუნდა,რომ საფრთხე არსაიდან ჩანდა, გამოესაუბრა მას, ყურადღებით
დააკვირდა წიგნსაც,სტუდენტი რომ კითხულობდა, შემდეგ კი თავისი ვინაობაც
გაანდო,-ანდრე კაშორად გაეცნო ახალგაზრდას. მოხუცის მეხსიერებას
განვლილი ცხოვრებიდან ფრაგმენტებიღა შემოენახა, მიუხედავად ამისა,
სიყრმის გვარი და სახელი-ანდრო კაიშაური მაინც ახსოვდა...
ფრაგმენტების გახსენებას ძალუმად ცდილობდა მოხუცი, ახსოვს,რომ 1861 წელს
რუს რევოლუციონერთა საიდუმლო ორგანიზაციის წევრი ყოფილა, მას
შემდეგ,რაც მეფის რუსეთის დამხობის მცდელობამ ქალაქ ყაზანში მარცხი
განიცადა აჯანყების მონაწილე ანდროს თავი კიევისთვის
შეუფარებია,მაგრამ,ამაოდ,კაზანში საზამთროს საყიდლად გამოსული
დააპატიმრეს,გაასამართლეს და კატორღაც მიუსაჯეს... მალევე დაუღწევია თავი
და ევროპას შეხიზვნია... ასეთ ცხოვრებაგავლილს ამიტომ აჰყოლია შიში და
უნდობლობა ყველას მიმართ... მაგრამ “დღეს კი,როცა უცხოეთში, ორმოცი თუ
სამოცი წლის შემდეგ სისხლის ძმას შეხვდა და თავისი ქართველობაც
გაამჟღავნა,დღეს უცნაურად გარდაიქმნა,გაიყინა...ვინ გაიგებს? ვინ გახსნის
გაბალღებული მოხუცის იდუმალებას?”
კაშორს წიგნიერ ადამიანად გვაცნობს ავტორი,თუმცა მის მეხსიერებას გონებაში
ქაოსურად მიმოუფანტავს ყველაფერი,ახსოვს,რომ უყვარს ლამარტინი და ჰიუგო...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სქოლიო:
ვიქტორ-მარი ჰიუგო -სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი.
საფრანგეთში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია პირველ რიგში ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ
შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის „განჭვრეტა“ და
„საუკუნეთა ლეგენდა“ განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ
პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია
რომანები „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.
ალფონს დე ლამარტინი,1790-1869, ფრანგი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე
მოხუცმა სტუდენტს “ვეფხისტყაოსნის რამოდენიმე სტროფის წაკითხვა და
თარგმნა სთხოვა, გულს უსერავდა მოხუცს სიტყვები:
“ ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.”
თავდაპირველად მშობლების სახელებიც ვერ გაიხსენა, მაგრამ გვერდიდან არ
იშორებდა შვილობილ სტუდენტს,რომელიც ერთადერთი იმედიღა იყო მისი
ემიგრანტობაში გაჭაღარავებული ცხოვრებიდან... და თითქოს გულმა
ერთინადად დაიწყო დუღილი, ნასწავლს, გაგონილს,ნაფიქრსა და ნანატრს-
ყოველივეს მოუყარა თავი და ქართულად-მის მშობლიურ ენაზე აალაპარაკა 88
წლის მოხუცი: “დედა! - წამოიძახა ქართულად. ესენი აქაურები არიან - ფრანგები,
ფრანგი ქალის შვილები. ანდრო კაიშაურს კი მხოლოდ იქა ჰყავს ნამდვილი ნათესავები “
აჯანყება- ალექსანდრე I-ის მემკვიდრე ნიკოლოზი სულ უფრო ზღუდავდა პოლონეთის სამეფოს
თაისუფლებას. ნიკოლოზ I მმართველობამ პოლონეთში მიიყვანა პოლიტიკური ტრადიციების
დაშლამდე, მან შეაჩერა დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა, შემოიღო დანიშვნითი
ცენტრალიზირებული ადმინისტრაცია. სწორედ ამან გამოიწვია პოლონელების უკმაყოფილება და
წინააღმდეგობა. 1863 წელს ამბოხება ჩახშობილი იქნა, მაგრამ არეულობა 1865 წლამდე გრძელდებოდა.
შედეგამ გააუქმეს პოლონეთის სამეფოს ცალკე სტატუსი, და ის უშუალოდ მიერთებულ იქნა რუსეთის
იმპერიას.
სქოლიო:
საბრალო მოხუცმა საქართველოში დაბრუნება მოინდომა,სტუდენტს ოფიციალური
დოკუმენტების მომზადებაში დახმარება სთხოვა, წერილიც გაამზადეს უფლების
მოსაპოვებლად ანდროს კარნახით:” ნადირი სანადიროდ გავა, ფრინველი - საკვებისათვის,
ადამიანი - საბრძოლველად და სამუშაოდ. მერე ყველანი დაბრუნდებიან: მხეცი ისევ
ბუნაგში შევა, ფრინველი ბუდეს მიაშურებს, ადამიანი - თავის ქოხს. მე კი წამოვედი და
ვეღარ დავბრუნდი. ვიბრძოლე, ვიმუშავე, აღარაფერი შემრჩა, გარდა ოთხმოცდარვა წლის
ტვირთისა. მძიმეა, მეტად მძიმე ტვირთია. დღეს თუ ხვალ უნდა გამსრისოს. მაშ ასე: ვეღარ
დავბრუნდი თქო. იმდენი ვიხეტიალე, რომ დედ-მამის სახელიც კი დამავიწყდა...
საკუთარი გვარიც... ისიც აღარ ვიცი, სად არის ჩემი ბუდე თუ ბუნაგი... ან რა ჰქვიან იმ
კუთხეს. ისიც არ ვიცი, რა ჰქვიან ჩემს ნაქოხარს. რომ დავბრუნდე, ვერც კი ვიპოვნი. მაინც
რაც უნდა მოხდეს, მსურს დავბრუნდე და ჩემი უკანასკნელი მუდარაც, ერთადერთი
ჯილდოც და ანდერძიც ეს არის: დამაბრუნეთ... წამიყვანეთ... მაჩვენეთ... ღმერთო,
მიშველე! გამახსენდა... ყველაფერი მომაგონდა. ვხედავ დედა ჩემს... მაღალი, ლამაზი,
შავგვრემანი... შავი მანდილი აქვს წამოსხმული, ცხრა თუ ათი წლის ბალღი ვარ... ოოჰ,
ღმერთო ჩემო, რა ლამაზი და დიდი ქვეყანა გამიცოცხლდა! “
--- გაიხსენა დედა-ელენა,მამა-სოლომონი, თამაშიც კი გაახსენდა-”ჩილიკაობა” რძლის
სიტყვები,ფრანგულად ნათქვამი,ვითომ აღარც ესმოდა,ევრძოდა მოხუცი თავის არსებაში
ფესვგადგმულ ემიგრანტობას და მშობლიური მიწის წყურვილი აოცნებებდა
საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ მისმა უძლურების ასაკმა იმარჯვა წყურვილზეც და
სურვილზეც, ისედაც მოხუცი,უფრო დაუძლურდა დარდსა და ოცნებაში “ვაჰმე,სადა
ვკვდები!”-კვნესოდა საბრალო და ამ მოთქმა-ვაებაში დალია სული...
შვილობილმა სტუდენტმა კრემაცია გაუკეთა მის სხეულს და “დიდი კაცის ფერფლი “
საქართველოში,ღრმა ხევში ჩაწოლილ ანანურში მომოაბნია...
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამატებითი საკითხავი:
ემიგრაცია — ან პირადი მიზეზებით უცხო
ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა. პოლიტიკური
მიზეზებით ემიგრაცია, როგორც წესი, რეჟიმის თანმხლები
მოვლენაა, როდესაც რეპრესიის შიში ან გაბატონებული რეჟიმისათვის
ლოიალობის გამოცხადების აუცილებლობა მოქალაქეებს აიძულებს უცხო
ქვეყანას შეაფარონ თავი. ეკონომიკური მიზეზებით ემიგრაცია საბაზრო
ეკონომიკის ქვეყნებისათვისაა დამახასიათებელი. ეპოქაში, მას
შემდეგ რაც სამუშაო ძალამ საქონლის სახე შეიძინა, კაპიტალის სხვა ფორმების
მსგავსად, მუშახელი ერთი ქვეყნიდან მეორეში შედარებით თავისუფლად
გადაადგილდება.
ემიგრანტთა საერთო რაოდენობა მოსახლეობის დაახლოებით 3,2%-ს
შეადგენს...
სქოლიო:
წერითი დავალებები:
1. კითხვარი;
2. პრეზენტაცია “ქართველი ემიგრანტები”
3. თავისუფალი თემა-”მიწის ყივილი” (თემა არ უნდა იყოს
დამოკიდებული მოთხრობის სიუჟეტზე,არც რომელიმე სხვა
ნაწარმოების შინაარსს არ უნდა გადმოსცემდეს; მოსწავლის მიერ
წარმოდგენილი უსამშობლო კაცის ფიქრები უნდა დახატოს
თავისუფალ თემაში!)
------------------------------------------------------------------------------
1 von 10

Recomendados

იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი... von
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
19.9K views7 Folien
დავითიანის გაშინაარსება von
დავითიანის გაშინაარსებადავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსებაtamta jgarkava
378.1K views11 Folien

Más contenido relacionado

Was ist angesagt?

ბახტრიონის აღება von
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
14.4K views6 Folien
ფრაზეოლოგიზმები von
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიlela64
30.9K views30 Folien
ბესიკის შემოქმედება von
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება Maia Esartia
7.4K views8 Folien

Was ist angesagt?(20)

ბახტრიონის აღება von demiraeliashvili
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
demiraeliashvili14.4K views
ფრაზეოლოგიზმები von lela64
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
lela6430.9K views
ბესიკის შემოქმედება von Maia Esartia
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება
Maia Esartia7.4K views
გაპიროვნება von stsotniashvili
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
stsotniashvili12.1K views
მთის წყარო von stsotniashvili
მთის წყარომთის წყარო
მთის წყარო
stsotniashvili4.1K views
განთიადი აკაკი წერეთელი von rusudan paqsadze
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელი
rusudan paqsadze15.6K views
ტრაპეცია von 23shcool
ტრაპეციატრაპეცია
ტრაპეცია
23shcool60.3K views
ნიკო ლორთქიფანიძის "გული" von marine
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
marine21.2K views
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი) von irmabochorishvili
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
irmabochorishvili33.8K views
ისტორიის პარალელები ქართულთან von nino abuladze
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
nino abuladze6.4K views
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები von sophikojanashia
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოებიგრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
sophikojanashia14.6K views
სულხან საბა ორბელიანი von marina 77
სულხან საბა   ორბელიანისულხან საბა   ორბელიანი
სულხან საბა ორბელიანი
marina 7711.2K views

Destacado

გამარჯვებული გაკვეთილები von
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიniniko71
29.9K views3 Folien
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი von
ანტუან დე სენტ ეგზიუპერიანტუან დე სენტ ეგზიუპერი
ანტუან დე სენტ ეგზიუპერიmarina 77
2.7K views30 Folien
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმა von
ქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმაქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმაmziaegiashvili
8.2K views4 Folien
გაკვეთილის+გეგმა von
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაlikako
116.8K views6 Folien

Destacado(6)

გამარჯვებული გაკვეთილები von niniko71
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილები
niniko7129.9K views
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი von marina 77
ანტუან დე სენტ ეგზიუპერიანტუან დე სენტ ეგზიუპერი
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი
marina 772.7K views
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმა von mziaegiashvili
ქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმაქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმა
mziaegiashvili8.2K views
გაკვეთილის+გეგმა von likako
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმა
likako116.8K views

Más de ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/

Más de ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/ (20)

"მიწის ყივილი"

  • 2. მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა : 08.11.1880 წ გარდაიცვალა : 30.09.1937 წ (ცხოვრება და შემოქმედება)
  • 3. მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (დ. 8 ნოემბერი/20 ნოემბერი, 1880, სოფ. წერაქვი, მარნეულის რაიონი - გ. 1937), XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალე- ბული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას" (1904) და "გლეხს" (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი "გლეხის წერილები"). რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში "ჯილდო". 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913-მდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა "ტყის კაცით" (1923) დაიწყო მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები "ლამბალო და ყაშა", ყბაჩამ დაიგვიანა", "მართალი აბდულაჰ", "ორი განაჩენი", "მიწის ყივილი", "ხუთის ამბავი" და სხვა.). მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული ("კვაჭი კვაჭანტირაძე", 1924), სოციალური ("ჯაყოს ხიზნები", 1925), სათავგადასავლო ("გივი შადური", 1928), ისტორიული ("არსენა მარაბდელი", 1933-1936), ფილოსოფიური ("თეთრი საყელო", 1926) რომანები. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი.
  • 4. 1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი "არსენა მარაბდელი" ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს "ქალის ტვირთის", სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. მიხეილ ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს". მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს "აღიარებაზე". სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს. მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები. ----------------------------------------------------------------------------------------------
  • 5. “მიწის ყივილი” (განხილვა) მოთხრობა ეძღვნება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მხცოვანი ემიგრანტის უკანასკნელ წლებს, მის მამულიშვილურ განცდებსა და ფიქრებს,მის ტკივილსა და გაუსაძლის სევდას-დიდი ხნით მიძინებულსა თუ მინავლებულს... მოხუცი ქართველმა სტუდენტმა პარიზის მახლობელ პატარა ქალაქ ნოჟანის ბაღში გაიცნო... სტუდენტი სკამზე მოკალათდა და “ვეფხისტყაოსანს” კითხულობდა... რამოდენიმე დღის განმავლობაში ბაღში მოსეირნე მოხუცი უვნაურად აკვირდებოდა ქალაქის უცხო სტუმარს და მის წიგნს,თუმცა სანამ გამოელაპარაკა,შვილს შთხოვა,ამ უცნობის ვინაობის დადგენა,თითქოს მიახლოებას უფრთხოდა თავად... სტუდენტი კი ექიმის რჩევით მცირე ხნით გაერიდა ხმაურიან პარიზს და ნოჟანის სიმყუდროვეს შეეხიზნა... მას შემდეგ,რაც შვილმა დაუდგინა ქალაქის სრუმრის ვინაობა და დარწმუნდა,რომ საფრთხე არსაიდან ჩანდა, გამოესაუბრა მას, ყურადღებით დააკვირდა წიგნსაც,სტუდენტი რომ კითხულობდა, შემდეგ კი თავისი ვინაობაც გაანდო,-ანდრე კაშორად გაეცნო ახალგაზრდას. მოხუცის მეხსიერებას განვლილი ცხოვრებიდან ფრაგმენტებიღა შემოენახა, მიუხედავად ამისა, სიყრმის გვარი და სახელი-ანდრო კაიშაური მაინც ახსოვდა...
  • 6. ფრაგმენტების გახსენებას ძალუმად ცდილობდა მოხუცი, ახსოვს,რომ 1861 წელს რუს რევოლუციონერთა საიდუმლო ორგანიზაციის წევრი ყოფილა, მას შემდეგ,რაც მეფის რუსეთის დამხობის მცდელობამ ქალაქ ყაზანში მარცხი განიცადა აჯანყების მონაწილე ანდროს თავი კიევისთვის შეუფარებია,მაგრამ,ამაოდ,კაზანში საზამთროს საყიდლად გამოსული დააპატიმრეს,გაასამართლეს და კატორღაც მიუსაჯეს... მალევე დაუღწევია თავი და ევროპას შეხიზვნია... ასეთ ცხოვრებაგავლილს ამიტომ აჰყოლია შიში და უნდობლობა ყველას მიმართ... მაგრამ “დღეს კი,როცა უცხოეთში, ორმოცი თუ სამოცი წლის შემდეგ სისხლის ძმას შეხვდა და თავისი ქართველობაც გაამჟღავნა,დღეს უცნაურად გარდაიქმნა,გაიყინა...ვინ გაიგებს? ვინ გახსნის გაბალღებული მოხუცის იდუმალებას?” კაშორს წიგნიერ ადამიანად გვაცნობს ავტორი,თუმცა მის მეხსიერებას გონებაში ქაოსურად მიმოუფანტავს ყველაფერი,ახსოვს,რომ უყვარს ლამარტინი და ჰიუგო... ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- სქოლიო: ვიქტორ-მარი ჰიუგო -სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი. საფრანგეთში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია პირველ რიგში ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის „განჭვრეტა“ და „საუკუნეთა ლეგენდა“ განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. ალფონს დე ლამარტინი,1790-1869, ფრანგი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე
  • 7. მოხუცმა სტუდენტს “ვეფხისტყაოსნის რამოდენიმე სტროფის წაკითხვა და თარგმნა სთხოვა, გულს უსერავდა მოხუცს სიტყვები: “ ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.” თავდაპირველად მშობლების სახელებიც ვერ გაიხსენა, მაგრამ გვერდიდან არ იშორებდა შვილობილ სტუდენტს,რომელიც ერთადერთი იმედიღა იყო მისი ემიგრანტობაში გაჭაღარავებული ცხოვრებიდან... და თითქოს გულმა ერთინადად დაიწყო დუღილი, ნასწავლს, გაგონილს,ნაფიქრსა და ნანატრს- ყოველივეს მოუყარა თავი და ქართულად-მის მშობლიურ ენაზე აალაპარაკა 88 წლის მოხუცი: “დედა! - წამოიძახა ქართულად. ესენი აქაურები არიან - ფრანგები, ფრანგი ქალის შვილები. ანდრო კაიშაურს კი მხოლოდ იქა ჰყავს ნამდვილი ნათესავები “ აჯანყება- ალექსანდრე I-ის მემკვიდრე ნიკოლოზი სულ უფრო ზღუდავდა პოლონეთის სამეფოს თაისუფლებას. ნიკოლოზ I მმართველობამ პოლონეთში მიიყვანა პოლიტიკური ტრადიციების დაშლამდე, მან შეაჩერა დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა, შემოიღო დანიშვნითი ცენტრალიზირებული ადმინისტრაცია. სწორედ ამან გამოიწვია პოლონელების უკმაყოფილება და წინააღმდეგობა. 1863 წელს ამბოხება ჩახშობილი იქნა, მაგრამ არეულობა 1865 წლამდე გრძელდებოდა. შედეგამ გააუქმეს პოლონეთის სამეფოს ცალკე სტატუსი, და ის უშუალოდ მიერთებულ იქნა რუსეთის იმპერიას. სქოლიო:
  • 8. საბრალო მოხუცმა საქართველოში დაბრუნება მოინდომა,სტუდენტს ოფიციალური დოკუმენტების მომზადებაში დახმარება სთხოვა, წერილიც გაამზადეს უფლების მოსაპოვებლად ანდროს კარნახით:” ნადირი სანადიროდ გავა, ფრინველი - საკვებისათვის, ადამიანი - საბრძოლველად და სამუშაოდ. მერე ყველანი დაბრუნდებიან: მხეცი ისევ ბუნაგში შევა, ფრინველი ბუდეს მიაშურებს, ადამიანი - თავის ქოხს. მე კი წამოვედი და ვეღარ დავბრუნდი. ვიბრძოლე, ვიმუშავე, აღარაფერი შემრჩა, გარდა ოთხმოცდარვა წლის ტვირთისა. მძიმეა, მეტად მძიმე ტვირთია. დღეს თუ ხვალ უნდა გამსრისოს. მაშ ასე: ვეღარ დავბრუნდი თქო. იმდენი ვიხეტიალე, რომ დედ-მამის სახელიც კი დამავიწყდა... საკუთარი გვარიც... ისიც აღარ ვიცი, სად არის ჩემი ბუდე თუ ბუნაგი... ან რა ჰქვიან იმ კუთხეს. ისიც არ ვიცი, რა ჰქვიან ჩემს ნაქოხარს. რომ დავბრუნდე, ვერც კი ვიპოვნი. მაინც რაც უნდა მოხდეს, მსურს დავბრუნდე და ჩემი უკანასკნელი მუდარაც, ერთადერთი ჯილდოც და ანდერძიც ეს არის: დამაბრუნეთ... წამიყვანეთ... მაჩვენეთ... ღმერთო, მიშველე! გამახსენდა... ყველაფერი მომაგონდა. ვხედავ დედა ჩემს... მაღალი, ლამაზი, შავგვრემანი... შავი მანდილი აქვს წამოსხმული, ცხრა თუ ათი წლის ბალღი ვარ... ოოჰ, ღმერთო ჩემო, რა ლამაზი და დიდი ქვეყანა გამიცოცხლდა! “ --- გაიხსენა დედა-ელენა,მამა-სოლომონი, თამაშიც კი გაახსენდა-”ჩილიკაობა” რძლის სიტყვები,ფრანგულად ნათქვამი,ვითომ აღარც ესმოდა,ევრძოდა მოხუცი თავის არსებაში ფესვგადგმულ ემიგრანტობას და მშობლიური მიწის წყურვილი აოცნებებდა საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ მისმა უძლურების ასაკმა იმარჯვა წყურვილზეც და სურვილზეც, ისედაც მოხუცი,უფრო დაუძლურდა დარდსა და ოცნებაში “ვაჰმე,სადა ვკვდები!”-კვნესოდა საბრალო და ამ მოთქმა-ვაებაში დალია სული... შვილობილმა სტუდენტმა კრემაცია გაუკეთა მის სხეულს და “დიდი კაცის ფერფლი “ საქართველოში,ღრმა ხევში ჩაწოლილ ანანურში მომოაბნია... ---------------------------------------------------------------------------------------------------------------
  • 9. დამატებითი საკითხავი: ემიგრაცია — ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა. პოლიტიკური მიზეზებით ემიგრაცია, როგორც წესი, რეჟიმის თანმხლები მოვლენაა, როდესაც რეპრესიის შიში ან გაბატონებული რეჟიმისათვის ლოიალობის გამოცხადების აუცილებლობა მოქალაქეებს აიძულებს უცხო ქვეყანას შეაფარონ თავი. ეკონომიკური მიზეზებით ემიგრაცია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვისაა დამახასიათებელი. ეპოქაში, მას შემდეგ რაც სამუშაო ძალამ საქონლის სახე შეიძინა, კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად, მუშახელი ერთი ქვეყნიდან მეორეში შედარებით თავისუფლად გადაადგილდება. ემიგრანტთა საერთო რაოდენობა მოსახლეობის დაახლოებით 3,2%-ს შეადგენს... სქოლიო:
  • 10. წერითი დავალებები: 1. კითხვარი; 2. პრეზენტაცია “ქართველი ემიგრანტები” 3. თავისუფალი თემა-”მიწის ყივილი” (თემა არ უნდა იყოს დამოკიდებული მოთხრობის სიუჟეტზე,არც რომელიმე სხვა ნაწარმოების შინაარსს არ უნდა გადმოსცემდეს; მოსწავლის მიერ წარმოდგენილი უსამშობლო კაცის ფიქრები უნდა დახატოს თავისუფალ თემაში!) ------------------------------------------------------------------------------