Diese Präsentation wurde erfolgreich gemeldet.
Wir verwenden Ihre LinkedIn Profilangaben und Informationen zu Ihren Aktivitäten, um Anzeigen zu personalisieren und Ihnen relevantere Inhalte anzuzeigen. Sie können Ihre Anzeigeneinstellungen jederzeit ändern.
ასეთი რამ ყველა ჩვენგანს განგვიცდია. ყოველი ჩვენგანი ცხოვრების ამა თუ იმ
მომენტში ცრემლების ღვრით ამტკიცებდა, რომ „ეს სიყვ...
შემეძლოს, გული ამოვიგლიჯო და ტალღებში მოვისროლო, რათა დასრულდეს ეს
ტანჯვა, ნაღველი და მოგონებები.
რიო-პიედრას ნაპირზე ჩამო...
მე კი სკოლა დავამთავრე, სარაგოსაში გავემგზავრე და იქ მივხვდი: სწორად მოიქცა.
სორია პატარა ქალაქი იყო, ერთადერთი პოეტი კი, ...
გამოვლაპარაკებოდი, გამეგო, აქ რამ მოიყვანა ისინი, მაგრამ მეუხერხულა და
გავჩუმდი.
გავოცდი, როცა დავინახე. სრულებით არ ჰგავდ...
ხმა არ შეცვლოდა, მხოლოდ სიტყვები იყო სხვა.
ყოველთვის უნდა შევძლოთ არჩევანის გაკეთება და ნაბიჯის გადადგმისა არ უნდა
შეგვეში...
ლექციის დამთავრებისთანავე ხალხი გარს შემოეხვია. მე ოდნავ მოშორებით
ვიცდიდი და დაძაბული ვფიქრობდი, რა შთაბეჭდილებას მოვახდე...
- თუმცა, ხვალ უბიწო ჩასახვის დღესასწაულია  - დასვენების დღე. შემიძლია,
ბილბაოში გამოგყვე და იქიდან წავალ სარაგოსაში.
ჩემი ...
- არ მესმის, რას მეუბნები.
- კარგად გესმის,  - გაეცინა მას.
სიტყვის თქმაც ვეღარ მოვასწარი, ხელი მტაცა და გარეთ გამიყვანა. ...
- იმაზე, რაც შენმა მეგობარმა ლექციაზე თქვა, ოღონდ  - ჭეშმარიტი სიტყვებით.
ვინანე, ლექციას რომ არ მოვუსმინე, ამიტომაც ახლა ...
- მოდი, წყალს შეეხე.
- არ მინდა, მაგრამ ხელს არ შეგიშლი. წავალ, სადმე ღამის გასათევს ვიპოვი.
- ერთი წუთით მოიცადე!
მან ჩან...
1993 წლის 5 დეკემბერი, კვირა
ყავის დასალევად შევჩერდით.
- გატყობ, ცხოვრებამ ბევრი რამ გასწავლა,  - ვუთხარი საუბრის გასაბმე...
- რა?
ის ისევ არ მისმენდა და არ ესმოდა ჩემი.
და უცებ მივხვდი, რატომაც დუმდა. რაზე უნდა ელაპარაკა ქალთან, ვინც წარსულში
ჩარ...
ქალაქელი ქალებისათვის დამახასიათებელი ბრწყინვალება და მომხიბვლელობა
მაკლდა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი  - პროვინციულ...
ეს ბრწყინვალე ადამიანი, ჯადოსნურ წუთებზე რომ ლაპარაკობდა, ახლა ჩემ წინ
იდგა და ყველაფერს უკუღმა აკეთებდა, არა ისე, როგორც ...
- შენია,  - მითხრა, გაოცება რომ შემატყო.
გულში ისევ შეშფოთება შემეპარა.
- ერთხელ, შემოდგომაზე, ასეთივე ამინდი იდგა. მე და ...
სასიკვდილოდ სწირავს, თუმცა კი ადამიანის თვალით მათი დანაშაული დიდად არ
არის შესამჩნევი.
მივაყურადოთ, რას გვეუბნება ჩვენს ს...
„რამდენი დღე მაქვს გატარებული წიგნებთან და რვეულებთან, რა არაადამიანური
ძალისხმევა მაქვს დახარჯული საკუთარი მონობის საყიდლ...
სარაგოსაში დაბრუნების შემდეგ ალბათ ბევრი რამ მექნებოდა მოსაგონარი. მის
მიწვევასაც თუ მივიღებდი და მთაში გავყვებოდი, მოგონე...
„არა უშავს, რაც მინდოდა, მაინც ვუთხარი,“ - ვუმტკიცებდი საკუთარ თავს.
ასეთი სიყვარული მხოლოდ ზღაპრებშია, რადგან რეალურ ცხოვ...
ახერხებდა ამ ორი ცნების გაწონასწორებას. ამიტომ კარგ გუნებაზე იყო და
ღიღინებდა.
მე ჯერ ისევ მესხმოდა თავბრუ, ჯერ არ ჩამქრალ...
სისუსტე. მე ვერ მოვახერხებდი, იმგვარი აღტაცებით მეცქირა მისთვის, როგორც
სხვები უყურებდნენ.
ისიც ვიცოდი, რომ სიყვარული წყალ...
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
Nächste SlideShare
Wird geladen in …5
×

რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)

2.884 Aufrufe

Veröffentlicht am

book

Veröffentlicht in: Bildung
  • Als Erste(r) kommentieren

რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)

  1. 1. ასეთი რამ ყველა ჩვენგანს განგვიცდია. ყოველი ჩვენგანი ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში ცრემლების ღვრით ამტკიცებდა, რომ „ეს სიყვარული არ ღირს ტანჯვად“. ჩვენ იმიტომ ვიტანჯებით, რომ გვგონია, თითქოს უფრო მეტს გავცემთ, ვიდრე ვიღებთ. ვიტანჯებით, რადგან ჩვენი სიყვარული არ სცნეს და არ შეიცნეს; რადგან ვერ შევძელით, ჩვენი კანონებით გვემართა ურთიერთობა. ვიტანჯებით, მაგრამ ამაოდ. რადგან სიყვარულში ჩვენი სულიერი ზრდის მარცვალია ჩადებული. რაც უფრო მეტად გვიყვარს, მით მეტად ვუახლოვდებით სულიერ ცოდნას. ჭეშმარიტებას ნაზიარები ადამიანები ხომ სწორედ ისინი არიან, ვისი გულებიც სიყვარულის ცეცხლით იყო ანთებული, თავიანთი დროის ყველა ცრურწმენას სძლევდნენ, ისინი მღეროდნენ, იცინოდნენ, ხმამაღლა ლოცულობდნენ, ცეკვავდნენ, იმას აკეთებდნენ, რასაც მოციქულმა პავლემ „ნეტარი სიგიჟე“ უწოდა. ისინი მხიარულები იყვნენ, რადგან სიყვარულით გაჯერებულ ადამიანს სამყარო ემორჩილება და მას არც დანაკარგისა ეშინია. ჭეშმარიტი სიყვარული ის არის, როცა უშურველად, დაუნანებლად, მთლიანად გაიღებ საკუთარ თავს. „რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი“ სწორედ ამგვარ სიყვარულზე მოგვითხრობს. პილარი და მისი მეგობარი გამოგონილი პერსონაჟები არიან და იმ კონფლიქტებს ასახიერებენ, რომლებიც სულიერი სამყაროს ძიებისათვის არის დამახასიათებელი. ადრე თუ გვიან ყველა ჩვენგანს მოუწევს დაძლიოს თავისი შიში, რადგან სულიერი კვალი მხოლოდ სიყვარულის ყოველდღიურ გამოცდილებაზე გადის. ბერმა თომას მერტონმა ერთხელ თქვა: „სულიერი ცხოვრება სიყვარულამდე დადის. იმიტომ კი არ უყვართ, რომ სიკეთის გაკეთება სურთ ან სურთ, დაეხმარონ ვინმეს, დაიცვან და იზრუნონ ვინმეზე. როცა ასე ვიქცევით, ჩვენ ჩვენს ახლობლებს ობიექტებად აღვიქვამთ, საკუთარ თავს კი  - იმ ადამიანებად, ვისაც ბოძებული გვაქვს კეთილშობილება და სიბრძნე. ამ გრძნობას სიყვარულთან არაფერი აქვს საერთო. სიყვარული ნიშნავს  - ეზიარო მეორე ადამიანს და მასში ღვთის ნაპერწკალი აღმოაჩინო“. დაე, რიო-პიედრას ნაპირებზე დაღვრილმა პილარის ცრემლებმა მიგვანიშნოს გზა ამ ზიარებისკენ. რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი. თუკი გადმოცემებს დავუჯერებთ, ყველაფერი, რაც ამ მდინარეში ხვდება  - ფოთლები, მწერები, ფრინველთა ბუმბული  - დროთა განმავლობაში ქვებად იქცევა, ასე უხვად რომ არის ჩალექილი მის კალაპოტში. ო, რომ
  2. 2. შემეძლოს, გული ამოვიგლიჯო და ტალღებში მოვისროლო, რათა დასრულდეს ეს ტანჯვა, ნაღველი და მოგონებები. რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი. ზამთრის სიცივემ ლოყებზე დადენილი ცრემლის სიმხურვალე შემაგრძნობინა და ეს ცრემლები ჩემ თვალწინ მორბენალ ყინულოვან ტალღებს შეერწყა. სადღაც ეს მდინარე მეორეს ერთვოდა, მერე  - მესამეს  - ჩემს თვალთაგან და გულიდან შორს მიაქანებდა ტალღებში არეულ ჩემს ცრემლებს და ბოლოს ზღვას უერთდებოდა. ნეტავ მდინარის ტალღებმა შორს გაიტაცონ მათში შერეული ჩემი ცრემლები, რომ ჩემს სიყვარულს დაავიწყდეს, როგორ დავტიროდი ერთხელ. ნეტავ შორს გაიტაცონ და დამავიწყონ რიო-პიედრა, მონასტერი, ეკლესია პირენეის ფერდობზე, ნისლი და გზები, რომლებზეც ერთად გვივლია. მე დავივიწყებ გზებს, მთებსა და ველებს, სიზმრად რომ ვნახე  - ეს სიზმარი მე მესიზმრებოდა, ოღონდ ამის შესახებ მაშინ არაფერი ვიცოდი. თუმცა, მე ის დიდებული წამიც მახსოვს, როცა უბრალო „ჰო“ ან „არა“ მთლიანად შეცვლიდა ჩვენს არსებობას. ეს თითქოს ისე დიდი ხნის წინ მოხდა, სინამდვილეში კი, სულ რაღაც ერთი კვირის წინ. მე კვლავ შევხვდი მას და კვლავ დავკარგე. რიო-პიედრას ნაპირთან დავწერე ეს ამბავი. ხელები მეყინებოდა, ფეხები მოუხერხებელი ჯდომით დამიბუჟდა და ერთთავად მსურდა, მიმეტოვებინა წერა. - ეცადე, უბრალოდ იცხოვრო, მოგონებები მოხუცებს დაუტოვე,  - მეუბნებოდა ის. ეგებ სწორედ სიყვარული გვაბერებს დროზე ადრე და სიყვარულივე გვიბრუნებს დიდი ხნის წინ ჩავლილ ახალგაზრდობას. მაგრამ როგორ უნდა მოახერხო, აღარ იფიქრო იმ წუთებზე? იმიტომაც ვწერ, რომ ყრუ ნაღველი ნათელ დარდად გადავადნო, მარტოობა მოგონებად ვაქციო, საკუთარ თავს მოვუყვე და ავუხსნა, რაც გადამხდა, მერე კი მდინარის ტალღებს გავატანო,  - ასე მირჩია იმ ქალმა, ვინც შემიფარა. და მაშინ  - გავიხსენოთ წმინდანის სიტყვები,  - წყალი ჩააქრობს ცეცხლით დაწერილს. სიყვარულის ყველა ამბავი ერთმანეთს ჰგავს. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და ერთად გავიზარდეთ. შემდეგ ის მშობლიური კუთხიდან გაემგზავრა, რადგან, ადრე თუ გვიან, ყმაწვილები მშობლიურ სოფლებს ტოვებენ ხოლმე. წასვლის წინ მითხრა, რომ ქვეყნიერების ნახვა უნდოდა, და ოცნების თვალით სორიის ველებს მიღმა იხედებოდა. რამდენიმე წელი არაფერი გამიგია მის შესახებ. მხოლოდ ხანდახან მოდიოდა წერილი  - ეს იყო და ეს, ჩვენი ბავშვობის ველებსა და ორღობეებში ის აღარასოდეს დაბრუნებულა.
  3. 3. მე კი სკოლა დავამთავრე, სარაგოსაში გავემგზავრე და იქ მივხვდი: სწორად მოიქცა. სორია პატარა ქალაქი იყო, ერთადერთი პოეტი კი, რომელიც სორიამ აჩუქა ქვეყნიერებას, ამბობდა: „გზები იმიტომ არის შექმნილი, რომ მას მისდიო“. მე უნივერსიტეტში ჩავაბარე, საქმრო გამიჩნდა. ღია კონკურსისათვის მზადება დავიწყე, რომელშიც გამარჯვება აღარ დამცალდა. ვმუშაობდი გამყიდველად, რათა სწავლის ფული გადამეხადა. კონკურსზე ჩავიჭერი და საქმროსაც უარი ვუთხარი. წერილები კი მისგან უფრო გახშირდა და, უცხოური მარკების შემხედვარეს, შური მიპყრობდა. ვფიქრობდი, რომ ჩემი მეგობარი გაიზარდა, ბევრი რამ შეიცნო, მსოფლიო შემოიარა, ფრთები შეისხა, მე კი სულ იმას ვცდილობდი, სადმე ფესვები გამედგა. მერე დადგა დრო, როცა წერილები საფრანგეთის ერთი პატარა ქალაქიდან მოდიოდა. ის უკვე ხშირად ახსენებდა ღმერთს, მერე კი ერთ-ერთი წერილით მაცნობა, რომ სემინარიაში ჩაბარებას აპირებდა, სურდა, ლოცვისა და ქადაგებისათვის მიეძღვნა თავი. საპასუხო წერილში ვთხოვე, არ აჩქარებულიყო, ცოტა ხნით კიდევ დამტკბარიყო თავისუფლებით და მხოლოდ შემდეგ გადაედგა ასეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯი. წერილი გადავიკითხე და დავხიე  - ვინ ვიყავი მე, რა უფლება მქონდა, თავისუფლებაზე ან ბერად აღკვეცაზე მელაპარაკა? ერთიცა და მეორეც მისი გადასაწყვეტი იყო და არა ჩემი. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ შევიტყვე, რომ საჯარო ლექციებს კითხულობდა და გავოცდი  - საკმაოდ ახალგაზრდა იყო, რომ სხვებისათვის რამე ესწავლებინა! ორი კვირის შემდეგ ისევ მივიღე წერილი, სადაც მაცნობებდა, რომ მადრიდში აპირებდა ლექციის წაკითხვას და მთხოვდა, დავსწრებოდი. სარაგოსიდან მადრიდამდე ოთხი საათი ვიმგზავრე, რადგან ჯერ კიდევ შემომრჩენოდა მისი ნახვისა და მისი ხმის მოსმენის სურვილი. მინდოდა, ერთად შევსულიყავით კაფეში, ჩვენი ბავშვობა და ის დრო გაგვეხსენებინა, როცა სამყარო უკიდეგანო გვეჩვენებოდა და თვალსა და გონებას ვერ ვაწვდენდით. 1993 წლის 4 დეკემბერი, შაბათი ლექციაზე უფრო მეტ ხალხს მოეყარა თავი, ვიდრე წარმოვიდგენდი. გარემოც ბევრად საზეიმო და მკაცრი ჩანდა. „ნუთუ ასე გაითქვა სახელი?“  - ვფიქრობდი გაოცებული. თვითონ ამის შესახებ არაფერს მწერდა. ერთი სული მქონდა, დარბაზში მსხდომ ადამიანებს
  4. 4. გამოვლაპარაკებოდი, გამეგო, აქ რამ მოიყვანა ისინი, მაგრამ მეუხერხულა და გავჩუმდი. გავოცდი, როცა დავინახე. სრულებით არ ჰგავდა იმ ბიჭს, ოდესღაც რომ ვიცნობდი, თუმცა, არც იყო გასაკვირი: თერთმეტი წელი არ გვენახა ერთმანეთი და, ცხადია, შეიცვლებოდა. უფრო გალამაზებულიყო, თვალები უბრწყინავდა. - ჩვენსავე გრძნობებს გვიბრუნებს,  - ჩაილაპარაკა ხელმარცხნივ მჯდომმა ქალმა. გამიკვირდა. - რას გიბრუნებთ?  - ჩავეკითხე. - იმას, რაც მოგვპარეს  - რწმენას. - არა, არ გვიბრუნებს,  - შეეკამათა ხელმარჯვნივ მჯდარი ახალგაზრდა ქალი,  - შეუძლებელია იმის დაბრუნება, რაც ისედაც ჩვენ გვეკუთვნის. - აბა, აქ რისთვის მოხვედით?  - გაღიზიანდა პირველი. - მინდა მოვუსმინო, მაინტერესებს, ახლა რას გვიპირებენ. იყო დრო, კოცონზე გვწვავდნენ, მინდა ვიცოდე, ის დრო დამთავრდა თუ კიდევ უნდა ველოდოთ რამეს? - ხომ ხედავთ, სრულიად მარტოა,  - უთხრა პირველმა ქალმა,  - რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს. მეორემ დამცინავად ჩაიღიმა და საუბარი აღარ გაუგრძელებია, თავი მიაბრუნა. - მეტი რაღა ქნას? სემინარიელის კვალობაზე ძალიან თამამად იქცევა,  - ახლა მე მომმართა პირველმა, თითქოს ჩემგან ითხოვდა მხარდაჭერას. მე ვერაფერს მივხვდი და კრინტი არ დამიძრავს. ახალგაზრდა ქალმა კი თვალი ჩამიკრა, როგორც თანამზრახველს და თანამდგომს. ვდუმდი იმიტომაც, რომ ფიქრი სხვა მიმართულებით გამექცა. პირველი ქალის ნათქვამმა გამაოგნა: „სემინარიელი“. შეუძლებელია. ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად მომწერდა და გამაგებინებდა. ლექცია დაიწყო. მე კი გულისყურის მოკრებას ვერ ვახერხებდი. „უკეთ უნდა ჩამეცვა“,  - ვფიქრობდი და ვერ გამერკვია, მაინცადამაინც ეს რატომ მაწუხებდა. მან დარბაზში შემნიშნა და ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, მოვეწონე თუ არა. ალბათ, უზარმაზარი სხვაობა იყო მაშინდელ „მესა“ და ახლანდელს შორის, ან რა იყო გასაკვირი, მაშინ თვრამეტი წლისა ვიყავი, ახლა  - ოცდაცხრის.
  5. 5. ხმა არ შეცვლოდა, მხოლოდ სიტყვები იყო სხვა. ყოველთვის უნდა შევძლოთ არჩევანის გაკეთება და ნაბიჯის გადადგმისა არ უნდა შეგვეშინდეს. რადგან სიცოცხლის სასწაულს სრულად მხოლოდ მაშინ ვწვდებით, როცა მზად ვართ, რომ აღსრულდება მოულოდნელი. ყოველ დილით, მზესთან ერთად, ღმერთი იმ შესაძლებლობასაც გვიგზავნის, რომ შევცვალოთ ის ყველაფერი, რაც უბედურებას გვანიჭებს. ჩვენ კი ყოველდღე ვთვალთმაქცობთ, ისე ვიქცევით, თითქოს ეს შესაძლებლობა საერთოდ არ გვეძლეოდეს. თავს ვირწმუნებთ, თითქოს დღეები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან: თითქოს დღევანდელი დღე გუშინდელს ჰგავს და არ განირჩევა ხვალინდელისგან. ისინი კი, ვინც ყურადღებით აკვირდებიან თავიანთ დღეებს, აუცილებლად შეიგრძნობენ იმ სასწაულ წამს. ეს სასწაული შეიძლება იმ მონაკვეთში იყოს ჩამალული, როცა ხვალისკენ მიმავალ კარს ვაღებთ, ან იმ გარინდულ მდუმარებაში, ვახშმის შემდეგ რომ ჩამოწვება ხოლმე, ანდა იმ უთვალავ წვრილმანში, რომელთაც ხშირად ერთმანეთისგან ვერც კი ვასხვავებთ. მაგრამ ეს წამი მაინც არსებობს. წამი, როდესაც ვარსკვლავთა ძალა შემოდის ჩვენში და სასწაულების მოხდენის ნებას გვაძლევს. დიახ, ბედნიერება ხანდახან უფლის მადლით მოგვეახლება ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად სირთულეების დაძლევისა და მათზე გამარჯვების შედეგია. ეს სასწაული წამი გვაძლევს ძალას, გვეხმარება, გადავსხვაფერდეთ და ჩვენი ოცნების საძებნელად გავეშუროთ. ამ გზაზე უამრავი ტანჯვა და ურვა გველის, უამრავი ნაღველი და უარყოფა, მრავალი იმედგაცრუება  - მაგრამ ეს ყველაფერი წარმავალია და უკვალოდ ქრება. სამაგიეროდ, მომავლიდან ამაყად შევძლებთ უკან მოხედვას და მივხვდებით, რომ ამაოდ არ გვიცხოვრია ამქვეყნად. უბედურია ის, ვისაც არჩევანის გაკეთებისა ეშინია, რადგან, იმათგან განსხვავებით, ვინც ოცნებობს და ოცნების აღსრულებისკენ ილტვის, მას იმედგაცრუებისა და ილუზიების მსხვრევის სიმწარე და ტანჯვა არ განუცდია. მაგრამ როცა უკან მიიხედავს  - და აუცილებლად მიიხედავს, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ხვედრია,  - მაშინ გაიგებს გულის ხმას, რომელიც ჰკითხავს: „სად გაფანტე ის სასწაულები, რითაც ღმერთმა ასე გულუხვად მორთო შენი სიცოცხლის დღეები - უქმეები თუ სამუშაო? როგორ გამოიყენე შენი ნიჭი, რომელიც შემოქმედმა გიბოძა? უფრთხილდებოდი და სადღაც ღრმად ჩაფლე, დაკარგვის შიშით? ახლა ვეღარაფერს გააწყობ, ამიერიდან შენ მხოლოდ ის შეგიძლია ირწმუნო, რომ ამაოდ არსებობდი, ამაოდ გაისარჯე და დაიხარჯე და ცხოვრება გაფლანგე“. უბედურია ის, ვინც ამას მიხვდება. უბედურია, რადგან უკვე დაიჯერებს სასწაულის შესაძლებლობას, მაგრამ სასწაულებრივ წამებს უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებს.
  6. 6. ლექციის დამთავრებისთანავე ხალხი გარს შემოეხვია. მე ოდნავ მოშორებით ვიცდიდი და დაძაბული ვფიქრობდი, რა შთაბეჭდილებას მოვახდენდი მასზე ამდენი წლის განშორების შემდეგ. თავს პატარა გოგოსავით ვგრძნობდი  - მეუხერხულებოდა, ვეჭვიანობდი მის ახალ მეგობრებზე და ვიტანჯებოდი, სხვებს რომ ჩემზე მეტ ყურადღებას უთმობდა. და, აი, მომიახლოვდა, ჩემდა გასაკვირად, გაწითლდა, და უკვე ჩემ წინაშე ზრდასრული მამაკაცი კი აღარ იდგა, არამედ ის ბიჭი, ოდესღაც ჩემთან ერთად წმინდა სატურიას სამრეკლოში დამალული, თავის ოცნებებზე რომ მიყვებოდა, შეშინებული მშობლები კი ამასობაში პოლიციაში რეკავდნენ, ბანაობის დროს მდინარეში ხომ არ დაიხრჩვნენო. - გამარჯობა, პილარ. გადავკოცნე. შემეძლო, ქათინაური მეთქვა, და ისიც, რომ ამდენ ხალხში ოდნავ უხერხულად ვგრძნობდი თავს. შემეძლო, რაიმე სასაცილო გამეხსენებინა ჩვენი ბავშვობიდან ან მეღიარებინა, რომ ვამაყობდი, ამდენი ადამიანი რომ უსმენდა აღფრთოვანებით. შემეძლო, ამეხსნა, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი, თორემ სარაგოსისაკენ მიმავალი უკანასკნელი ავტობუსი გამასწრებდა. შემეძლო. ჩვენ, ალბათ, ვერასდროს ჩავწვდებით ამ სიტყვის მნიშვნელობას. რადგან ჩვენი ცხოვრების ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს რაღაც  - შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ ხდება. არსებობს ის ჯადოსნური წუთი, რომელიც თუ არ შეაჩერე, ისე ჩაივლის, ვერც კი შეიცნობ და ბედისწერის მსახვრალი ხელი წამიერად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. მაშინაც სწორედ ასე მოხდა. იმ ყველაფრის ნაცვლად, რაც შემეძლო, მეთქვა, მე მხოლოდ ორი სიტყვა ვუთხარი, რამაც  ერთი კვირის თავზე ამ მდინარის ნაპირთან მომიყვანა და ეს სიტყვები დამაწერინა. - ყავა დავლიოთ?  - აი, რა ვთქვი მაშინ. ის ჩემკენ შემობრუნდა და მისკენ გაწვდილი ბედისწერის ხელს ხელი შეაგება. - ძალიან მჭირდება შენთან ლაპარაკი. ხვალ ბილბაოში მივდივარ მანქანით, ლექცია მაქვს. წამოხვალ? - სარაგოსაში უნდა დავბრუნდე,  - ვუპასუხე და არც კი მიფიქრია, რომ, ალბათ, სწორედ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. მაგრამ იმავ წამს, იქნებ, იმიტომ, რომ კვლავ ბავშვობაში მინდოდა დაბრუნება, ანდა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვწერთ ჩვენი ცხოვრების ფურცლებს, ვუთხარი:
  7. 7. - თუმცა, ხვალ უბიწო ჩასახვის დღესასწაულია  - დასვენების დღე. შემიძლია, ბილბაოში გამოგყვე და იქიდან წავალ სარაგოსაში. ჩემი მეზობელი ქალის სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდა  - „სემინარიელი“  - მან, როგორც ჩანს, რაღაც შემატყო. - რამე გინდა, მკითხო? - მინდა,  - ვუპასუხე და ვცადე, მეეშმაკა:  - ლექციის დაწყებამდე ერთმა ქალმა თქვა, რომ შენ ადამიანებს უბრუნებ იმას, რაც მათ ეკუთვნით. - მაგას არა აქვს მნიშვნელობა. - ჩემთვის აქვს. მე ხომ შენ შესახებ არაფერი ვიცი. გავოცდი კიდეც, როცა შენი ლექციის მოსასმენად ამდენი ხალხი ვნახე მოსული. მან გაიცინა, სხვებისკენ შებრუნდა და უკვე მათთან აპირებდა საუბრის გაბმას. - მოიცადე,  - სახელოზე მოვქაჩე,  - არ გიპასუხია. - დამიჯერე, პილარ, ეს შენ არ დაგაინტერესებს. - მაინც მინდა, ვიცოდე. მან ამოიოხრა და დარბაზის ბოლოში გამიყვანა. - სამივე დიდებული რელიგია, რომელთა საფუძველშიც ერთღმერთიანობა დევს  - იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი,  - მამაკაცური რელიგიებია. ყველა ღვთისმსახურიც მამაკაცია. მამაკაცები ადგენენ წესებს და მამაკაცები აღასრულებენ ადათს. - დარბაზში მჯდომი ის ქალი რას გულისხმობდა? ის შეიშმუშნა, დაფიქრდა და შემდეგ მაინც მიპასუხა: - მე ოდნავ სხვაგვარად ვფიქრობ. მე უფლის ქალურ საწყისს ვაღიარებ. თავისუფლად ამოვისუნთქე. ის ქალი ცდებოდა, ჩემი მეგობარი სემინარიელი ვერ იქნებოდა, რადგან სემინარიის სტუდენტებისათვის სხვაგვარად ფიქრი დაუშვებელი იყო. - ამომწურავი პასუხია,  - ვუთხარი სიცილით. კართან ის ქალიშვილი მელოდა, დარბაზში თვალი რომ ჩამიკრა. - რატომღაც მგონია, ჩვენ ერთი და იმავე რელიგიის მსახურები ვართ,  - მითხრა მან,  - მე ბრიდა მქვია.
  8. 8. - არ მესმის, რას მეუბნები. - კარგად გესმის,  - გაეცინა მას. სიტყვის თქმაც ვეღარ მოვასწარი, ხელი მტაცა და გარეთ გამიყვანა. საკმაოდ თბილი საღამო იდგა, მაგრამ დილამდე ქუჩაში ხომ ვერ დავრჩებოდი, ღამის გასათევი უნდა მომეძებნა. - სად მივდივართ?  - ვკითხე მე. - ქალღმერთის საკურთხეველთან,  - იყო პასუხი. - იქნებ სადმე იაფფასიანი სასტუმრო მაპოვნინო? - ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი. მერჩივნა, კაფეში შევსულიყავით და გველაპარაკა, იქნებ ჩემს მეგობარზე შემეტყო რამე. მაგრამ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი და როცა პასეო-დე-კასტელიანათი წამიყვანა, მორჩილად მივყვებოდი, მხოლოდ აქეთ-იქით ვიყურებოდი და მადრიდს ვათვალიერებდი, რომელიც ადრე არ მენახა. შუა პროსპექტზე ბრიდა შეჩერდა და ცაზე მიმანიშნა. - აი, ისიც! უფოთლო ტოტებში ბადრი მთვარე ციალებდა. - ლამაზია,  - ვთქვი მე. ბრიდა არ მისმენდა, ხელები მაღლა აღმართა, ხელისგულები ცას მიუშვირა, თავი უკან გადააგდო და გაქვავდა. „რა ხდება?  - გავიფიქრე,  - ჯერ ლექციაზე ვიყავი, მერე ამ შეშლილს გამოვყევი პასეო- დე-კასტელიანაზე, ხვალ კი ბილბაოში მივდივარ.“ - დედაო ღმერთო,  - თვალდახუჭული ამბობდა ბრიდა,  - შენ, ვინც იშვები, ბრწყინავ, კვდები და მკვდრეთით აღდგები; შენ, ვინც უწყი გზა მარცვლიდან ნაყოფამდე, მოგვეცი უნარი, შევიცნოთ ჩვენი ძალა და საერთო ენა გვაპოვნინე მამაკაცებთან. მან ისევ ცისკენ აღაპყრო ხელები და ისევ დიდი ხნით გახევდა. გამვლელები უყურებდნენ, იცინოდნენ, მაგრამ ის არაფრად აგდებდა მათ ქილიკს, მე კი სირცხვილისაგან ვნატრობდი, მიწა გამსკდომოდა. - ეს უნდა გამეკეთებინა,  - მითხრა, როცა შესაფერი პატივი მიაგო მთვარეს,  - ამიერიდან ქალღმერთი დაგვიცავს. - ბოლოს და ბოლოს, ამიხსენი, რა ხდება? რაზე მელაპარაკები?
  9. 9. - იმაზე, რაც შენმა მეგობარმა ლექციაზე თქვა, ოღონდ  - ჭეშმარიტი სიტყვებით. ვინანე, ლექციას რომ არ მოვუსმინე, ამიტომაც ახლა ვერაფერს ვხვდებოდი. - ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის ერთ-ერთი იერსახე ქალია,  - დაიწყო ბრიდამ, გზა რომ განვაგრძეთ,  - ჩვენ ის ქალები ვართ, ვისაც გვესმის და გვიყვარს დიადი დედა. ეს ცოდნა ძვირად დაგვიჯდა: ჩვენ გვდევნიდნენ და კოცონზე გვწვავდნენ, მაგრამ მაინც გადავრჩით. და ახლა ჩვენთვის მისაწვდომია მისი იდუმალება. კოცონი, ჯადოქრები. ჩემს თანამგზავრს დავაკვირდი, ლამაზი სახე ჰქონდა, გაშლილი, ჟღალი თმა ბეჭებზე ეფინა. - საუკუნეების მანძილზე კაცები სანადიროდ მიდიოდნენ, ჩვენ გამოქვაბულებში, დედის წიაღში ვრჩებოდით და ბავშვებს ვზრდიდით,  - განაგრძო მან,  - იქ გვასწავლა დიადმა დედამ თავისი სიბრძნე. კაცის ცხოვრება მოძრაობაში ვლინდება. ჩვენ დედის წიაღში ვიყავით ჩაბუდებულები, ამიტომაც მივხვდით, როგორ ღვივდება თესლი და ჩვენი კაცები გავაფრთხილეთ. ჩვენ გამოვაცხვეთ პირველი პური. თიხის პირველი თასი გავაკეთეთ და კაცებს წყურვილი მოვუკალით. ჩვენ ჩავწვდით შემოქმედების ციკლს, რადგან ჩვენში მწიფდებოდა ნაყოფი, რომელიც მთვარის ციკლის ცვალებადობას იმეორებდა. შეხედე, აი, ისიც!  - უცებ წამოიძახა მან. იქით გავიხედე, საითაც მანიშნებდა. მოედნის ცენტრში ყოველი მხრიდან მოძრავი მანქანებით გარშემორტყმული იდგა ქანდაკებიანი შადრევანი  - ლომებშებმულ ეტლზე ამხედრებული ქალი. - ეს ციბელას მოედანია,  - თავი მოვიწონე მადრიდის ცოდნით. საფოსტო მარკებზე ბევრჯერ მენახა ეს ქანდაკება. მაგრამ ბრიდას აღარაფერი ესმოდა. ის უკვე შუა მოედანზე, მანქანების ზღვაში, შადრევნისაკენ მირბოდა. - წამოდი! წამოდი!  - მეძახდა და ხელს მიქნევდა. გადავწყვიტე, თან გავყოლოდი, თუნდაც იმიტომ, რომ სასტუმროს დასახელება მეკითხა. ამ სიგიჟემ უკვე დამღალა და ერთი სული მქონდა, როდის დავწვებოდი. - წყალი!  - იყვირა მან,  - წყალი, აი, მისი გამოვლინება! შადრევანთან თითქმის ერთდროულად აღმოვჩნდით, მე  - გულამოვარდნილი, ის  - პირზე ღიმილდაფრქვეული. - თუ შეგიძლია, რომელიმე იაფი სასტუმროს სახელი მითხარი. მან ორივე ხელი შადრევანში ჩაყო და მითხრა:
  10. 10. - მოდი, წყალს შეეხე. - არ მინდა, მაგრამ ხელს არ შეგიშლი. წავალ, სადმე ღამის გასათევს ვიპოვი. - ერთი წუთით მოიცადე! მან ჩანთიდან პატარა ფლეიტა ამოიღო და პირთან მიიტანა. მომეჩვენა, რომ მუსიკამ ჰიპნოზური ძალით იმოქმედა  - სადღაც გაქრა მანქანების ხმაური და გულისცემაც დამიწყნარდა. შადრევანთან ჩამოვჯექი, წყლის ბუტბუტსა და ფლეიტის ღუღუნს მივუგდე ყური. თავს ზემოთ მოლიცლიცე დისკოს ავხედე. იქნებ ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდი, მაგრამ რაღაც მკარნახობდა, რომ იქ, ცაში, ჩემი ქალური არსის ნაწილი იმყოფებოდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ღუღუნებდა ფლეიტა. მერე დაკვრა დაამთავრა და შადრევნისკენ შებრუნდა. ციბელა დიადი დედის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ციბელა ზრდის მინდორში თავთავს, იცავს ქალაქებს და ქალებს წარმართავს ღვთისმსახურების გზაზე. - შენ ვინ ხარ?  - ვკითხე მე,  - ან რატომ მთხოვე, გამოგყოლოდი? ის შემობრუნდა. - სწორედ ისა ვარ, ვინც გგონივარ. მე დედამიწის რელიგიის მსახური ვარ. - მე რაში დაგჭირდი? - ისევ ჩავეკითხე. - შენი თვალები და გული გადაშლილი წიგნია ჩემთვის. მალე შენ ვნებით და მთელი გულით გეყვარება და დაიტანჯები. - მე? ვინ მეყვარება? - შენ იცი, ვინც. მე ვნახე, როგორ გიყურებდა. მას შენ უყვარხარ. ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ ის ქალიშვილი გიჟი იყო. - ამიტომაც წამოგიყვანე,  - განაგრძო ბრიდამ,  - ის ღირსეული და დიდებული ადამიანია და, თუმცა სისულელეებს ლაპარაკობს, მაინც აღიარებს დიადი დედის კულტს. ეცადე, გაუფრთხილდე, რომ არ დაიღუპოს. - როგორც ჩანს, საკუთარ ფანტაზიებში გაიბლანდე, თვითონაც არ იცი, რას ამბობ,  - ვუთხარი, როცა მანქანების ზღვას უკან მოვარღვევდით და თავს ვუმტკიცებდი, რომ აღარასოდეს გავიხსენებდი ამ ქალის ნათქვამს.
  11. 11. 1993 წლის 5 დეკემბერი, კვირა ყავის დასალევად შევჩერდით. - გატყობ, ცხოვრებამ ბევრი რამ გასწავლა,  - ვუთხარი საუბრის გასაბმელად. - უპირველესად ის, რომ ყველა ადამიანს წვდომის უნარი გააჩნია და რაოდენ შეუძლებლადაც უნდა გვეჩვენებოდეს, ყველანი ცვლილებების მადლით ვართ დაჯილდოებულნი,  - მიპასუხა მან. ამით დასრულდა ჩვენი საუბარი. მანამდეც, დაახლოებით, ორი საათის მანძილზე, სანამ გზად, ბართან არ შევჩერდით, ხმა არ ამოგვიღია. მანქანაში ჩასხდომისთანავე ვცადე, ბავშვობა გამეხსენებინა, მაგრამ საუბარში არ ამყოლია, გულგრილად მიქნევდა თავს და მხოლოდ ზრდილობისათვის მპასუხობდა. ხანდახან ისეთ რამესაც ჩამეკითხებოდა, რაც უკვე მოყოლილი მქონდა. ლაპარაკი არ გამოგვდიოდა. იქნებ ერთმანეთს დრომ ან მანძილმა დაგვაშორა ასე უიმედოდ. „ლექციაზე ჯადოსნურ წამებზე ლაპარაკობდა,  - ვფიქრობდი ჩემთვის,  - ნეტავ რით განსხვავდება ერთმანეთისგან ის გზები, რომლითაც კარმენი, წმინდა იაკობი და მარიამი დადიოდნენ?“ ცხადი იყო, ის ახლა სულ სხვა სამყაროში ცხოვრობდა, სორია მისთვის მოგონებადღა ქცეულიყო  - დროით გაფერმკრთალებულ და წარსულში ჩაკირულ მოგონებად. მისი ბავშვობის მეგობრები ბავშვობაშივე ჩარჩნენ, მოხუცები კი, თუკი ისევ ცოცხლები იყვნენ, დღესაც იმავეს აკეთებდნენ, რასაც ოცდაცხრა წლის წინ. უკვე ვნანობდი კიდეც, ბილბაოში გაყოლაზე რომ დავთანხმდი. და როცა ბარში ისევ შუა სიტყვაზე გამაწყვეტინა სათქმელი, მეც გაჩუმება ვარჩიე. ბილბაომდე დარჩენილი ორი საათი წამებად მექცა. ის გზას გასცქეროდა, მე ფანჯარაში ვიყურებოდი და არც ერთი არ ვცდილობდით ცუდი განწყობის დაფარვას. ნაქირავებ მანქანაში რადიო არ მუშაობდა და გამთანგავი დუმილის ჩახშობას ვერაფრით ვახერხებდით. - მოდი, ვინმეს ვკითხოთ, სად არის ავტოსადგური,  - ვუთხარი, როცა სწრაფი მაგისტრალიდან ქალაქისკენ გადავუხვიეთ,  - აქედან სარაგოსაში რეგულარულად დადის ექსპრესები. სიესტის დრო იყო და ქუჩაში ცოტა ხალხი გვხვდებოდა. ვიღაც კაცს გვერდით ჩავუარეთ, მერე  - ვიღაც ახალგაზრდა წყვილს, მაგრამ მანქანა არ შეუჩერებია, არც არაფერი უკითხავს. ვეღარ მოვითმინე: - რატომ არავის ეკითხები? იცი, სად არის?
  12. 12. - რა? ის ისევ არ მისმენდა და არ ესმოდა ჩემი. და უცებ მივხვდი, რატომაც დუმდა. რაზე უნდა ელაპარაკა ქალთან, ვინც წარსულში ჩარჩა? რატომ უნდა მოსწონებოდა იმ ქალის გვერდით ყოფნა, ვისაც ამოუცნობისა და მიუწვდომლის შიში ზარავდა და ყველაფერზე მეტად კარგ სამუშაოსა და ხელსაყრელ ქორწინებას აფასებდა? მე კი  - ო, ღმერთო,  - ძველ მეგობრებზე, მტვრით დაფარულ მოგონებებზე, მიყრუებულ და მივარდნილ ქალაქზე ლაპარაკს ვცდილობდი. სხვა არც მქონდა სალაპარაკო. ქალაქის ცენტრს ვუახლოვდებოდით. - აი, აქ გამიჩერე,  - მთელი ძალისხმევით ვცადე, ხმა არ ამკანკალებოდა, სინამდვილეში, ლამის მეტირა. სულელ, ინფანტილურ და მოსაბეზრებელ ადამიანად ვგრძნობდი თავს. მანქანა არ გაუჩერებია. - ავტობუსის სადგური უნდა მოვნახო და სარაგოსაში დავბრუნდე,  - დავიჟინე მე. - ამ ქალაქში არასოდეს ვყოფილვარ და წარმოდგენა არა მაქვს, სად არის ჩემი სასტუმრო. არც ის ვიცი, ლექცია სად ტარდება ან ავტობუსის სადგური სად უნდა ვეძებო. - ნუ გეშინია, ვიპოვი. სვლა შეანელა, მაგრამ მანქანა არ გაუჩერებია. - მინდოდა... ორჯერ დაიწყო, მაგრამ ფრაზა ვერ დაასრულა. ისედაც შემეძლო, მივმხვდარიყავი, რის თქმას აპირებდა. ალბათ, მადლობის გადახდა უნდოდა, რომ აქამდე გამოვყევი, ან ნაცნობ-მეგობრებთან მოკითხვას დამაბარებდა  - და, აი, ასე დააღწევდა თავს უსიამოვნო შეგრძნებებს. - მინდოდა, მეთხოვა, დღეს საღამოს ლექციაზე გამომყოლოდი,  - ბოლოს, როგორც იქნა, ამოთქვა სათქმელი. დავიბენი. ეგებ მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე დრო მოეგო, რათა უკანასკნელი ორი საათის მანძილზე ჩამოწოლილი დაძაბული დუმილი გაექარწყლებინა. - ძალიან მინდა, გამომყვე,  - გაიმეორა. ჰო, ცხადია, მე პროვინციელი გოგო ვიყავი, ცხადია, ჩემს ცხოვრებაში არაფერი ისეთი სულისშემძვრელად საინტერესო არ მომხდარა, რაზეც ლაპარაკი ღირდა; ცხადია,
  13. 13. ქალაქელი ქალებისათვის დამახასიათებელი ბრწყინვალება და მომხიბვლელობა მაკლდა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი  - პროვინციული ცხოვრება ქალს ელეგანტურობასა და მომხიბვლელობას ვერ სძენს, თუმცა გულის მოსმენას და მის მორჩილებას მაინც ასწავლის. და, ჩემდა გასაოცრად, გულის ხმამ მამცნო, რომ ჩემი თანამგზავრი არ ტყუოდა. სული მოვითქვი, ცხადია, არანაირ ლექციაზე არ წავყვებოდი, მაგრამ ის მაინც იყო გასახარი, რომ ჩემი მეგობარი ჩემ გვერდით იყო, თავის თავგადასავლებში მიხმობდა, თავის შიშსა და გამარჯვების სიხარულს მიზიარებდა. - მიწვევისათვის გმადლობ,  - ვუპასუხე მშვიდად,  - მაგრამ სასტუმროში გასაჩერებელი ფული არა მაქვს, თან ვერც მეცადინეობას გავაცდენ. - ფული მაქვს. ღამე ჩემთან გაათიე, ორსაწოლიანი ნომერი ავიღოთ. შევამჩნიე, რომ ოფლში იწურებოდა, თუმცა გვარიანად ციოდა. ჩემმა გულმა განგაშის ზარებს შემოჰკრა, მაგრამ მიზეზი ვერ გავარკვიე. წამის წინ მოძალებული სიხარული დაბნეულობით შემეცვალა. მან უცებ მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა და პირდაპირ თვალებში შემომხედა. ხოლო როცა თვალებში გიცქერენ, ძნელია, იცრუო ან რაღაც დამალო. და ნებისმიერი ქალი, თუკი საბოლოოდ არ ჩაკვდომია გრძნობები, შეძლებს, მამაკაცის თვალებში ვნება ამოიკითხოს, რაოდენ უაზროდ, უდროოდ და უადგილოდაც უნდა ეჩვენოს იგი. იმავ წამს იმ ჟღალთმიანი ქალიშვილის სიტყვები გამახსენდა. დაუჯერებელი იყო, მაგრამ არ მეჩვენებოდა. ვერასოდეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამდენი წლის შემდეგ მას ისევ ეხსომებოდა ყველაფერი. მაშინ ბავშვები ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით და ხელიხელჩაკიდებულები შევიცნობდით სამყაროს იდუმალებას. მე ის მიყვარდა  - ცხადია, თუკი ბავშვს შესწევს იმის წვდომის უნარი, რა არის სიყვარული. მაგრამ ეს ყველაფერი იმდენი ხნის წინ იყო, რომ რომელიღაც სხვა, ადრეულ ცხოვრებაში ჩაიკარგა,  - იქ, სადაც გული უბიწოდ იხსნებოდა ამქვეყნიური სიკეთისათვის. ჩვენ უკვე ბავშვები აღარ ვიყავით და რა ხანია, საკუთარ ქცევებზე პასუხისგებაც ვისწავლეთ. ბავშვობა კი ბავშვობაშივე დარჩა. მე ისევ თვალებში შევხედე და რაც იქ დამხვდა, ვერ დავიჯერე ან არ მინდოდა დაჯერება. - ერთი ლექცია მაქვს წასაკითხი. მერე უბიწო ჩასახვის დღესასწაული იწყება. მინდა, მთაში წაგიყვანო,  - განაგრძო მან,  - რაღაც მინდა, გაჩვენო.
  14. 14. ეს ბრწყინვალე ადამიანი, ჯადოსნურ წუთებზე რომ ლაპარაკობდა, ახლა ჩემ წინ იდგა და ყველაფერს უკუღმა აკეთებდა, არა ისე, როგორც საჭირო იყო: უზომოდ მომთხოვნი იყო და, იმავდროულად, თავდაჯერება აკლდა, თან ძალიან აჩქარებდა მოვლენებს და რაღაც ბუნდოვანს მთავაზობდა. არ მეგონა, ასეთს თუ ვნახავდი. კარი გავაღე, მანქანიდან გადმოვედი, დიდხანს გავცქეროდი თითქმის ცარიელ გამზირს. სიგარეტს ვეწეოდი და ვცდილობდი, არ მეფიქრა. შემეძლო, მეთვალთმაქცა, თავი ისე დამეჭირა, თითქოს არაფერი მესმოდა და მხოლოდ უწყინარ თემაზე ვსაუბრობდით. რა მოხდა მერე, ბავშვობის მეგობარმა თავის მეგობარ გოგოს ერთ ნომერში ღამის გათევა თუ შესთავაზა! ვინ იცის, ეგებ წლობით მოგზაურობამ სინამდვილის სულ სხვაგვარი ხედვა ასწავლა? ან იქნებ მე ვაზვიადებდი ყველაფერს? ისიც გადმოხტა მანქანიდან და გვერდით დამიდგა. - ძალიან მინდა, ამ საღამოს ლექციაზე გამომყვე,  - გაიმეორა მან,  - მაგრამ თუ ვერ შეძლებ  - გავიგებ. არ მეწყინება. აღსრულდა! სამყარომ სრული წრე შემოავლო და ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდა. მე ყველაფერი არასწორად გავიგე. ახლა უკვე აღარც მომთხოვნი იყო, აღარც ჩემს დაყოლიებას ცდილობდა  - ვნებით აღვსილი კაცები ასე არ იქცეოდნენ. თავს ძალიან სულელურად ვგრძნობდი და მაინც გულზე მომეშვა. ცხადია, შემეძლო, ერთი დღით მაინც დავრჩენილიყავი. ალბათ, ერთად ვისადილებდით, იქნებ ერთადაც დაგველია და ცოტა შევმთვრალიყავით, რაც არასოდეს ჩაგვიდენია ბავშვობაში. საუკეთესო საშუალება მეძლეოდა, დამევიწყებინა ყველა სისულელე, რაც კი ამ უკანასკნელი წუთების მანძილზე გავივლე თავში და ყინულის ის ფენა გამედნო, მადრიდიდან მოყოლებული რომ გვბოჭავდა ორივეს. ერთი დღე არაფერს შეცვლიდა, ყოველ შემთხვევაში, მოსაყოლი მაინც მექნებოდა რაღაც. - ორსაწოლიანი ნომერი...  - თითქოს ხუმრობით გავიმეორე,  - სადილის ფულსაც შენ გადაიხდი. მე არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ ღარიბი სტუდენტი ვარ. ფული არა მაქვს. ნომერში ბარგი შევიტანეთ, მერე ისევ ქვემოთ ჩავედით და იქით გავეშურეთ, სადაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა. ლექციის დაწყებამდე კიდევ რჩებოდა დრო და კაფეში შევედით. - რაღაც მინდა მოგცე,  - მითხრა მან და პატარა წითელი ტოპრაკი გამომიწოდა. მაშინვე გავხსენი. შიგ ძველისძველი, ჩაჟანგებული ავგაროზი იდო: ცალ მხარეს ღვთისმშობელი იყო გამოსახული, მეორე მხარეს  - იესო.
  15. 15. - შენია,  - მითხრა, გაოცება რომ შემატყო. გულში ისევ შეშფოთება შემეპარა. - ერთხელ, შემოდგომაზე, ასეთივე ამინდი იდგა. მე და შენ მაშინ, ალბათ, ათი წლისანი თუ ვიქნებოდით. ნაპირზე ვისხედით, იქ, სადაც დიდი მუხა იზრდებოდა. იმ დღეს შენთვის რაღაცის თქმა მინდოდა, იმ სიტყვებს რამდენიმე კვირის მანძილზე ვიმეორებდი, მაგრამ შენ არ მაცალე, იკივლე, ავგაროზი დამეკარგაო, და მთხოვე, მომეძებნა. გამახსენდა, ღმერთო ჩემო, გამახსენდა! - მაშინ შენი ავგაროზი ვიპოვე, მაგრამ როცა ნაპირთან დავბრუნდი, ძალა აღარ მეყო, დიდი ხნის ნალოლიავები სიტყვები მეთქვა, - განაგრძო მან,  - მერე დავიფიცე, ავგაროზს მხოლოდ მაშინ დაგიბრუნებდი, როცა ოცი წლის წინ დაწყებულ იმ სათქმელს გეტყოდი. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვცდილობდი ამ სიტყვების დავიწყებას, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ახლა კი ვიცი, ძალა აღარ შემწევს, ეს სიტყვები გულით ვატარო. მან ჭიქა გვერდზე გადგა, სიგარეტს მოუკიდა და უმოძრაო მზერა მიაპყრო ჭერს. შემდეგ ისევ მე შემომხედა და მითხრა: - სიტყვები ძალიან მარტივია - მე შენ მიყვარხარ. დროდადრო ნაღველი შემოგვაწვება ხოლმე და მასთან გამკლავებას ვეღარ ვახერხებთ. ვაცნობიერებთ, რომ იმ დღის ჯადოსნური წამი ხელიდან გაგვისხლტა და ცხოვრებამ კვლავ პირბადე ჩამოაფარა თავის მაგიას და შემოქმედებას. ყური მიუგდეთ იმ ბავშვს, რომელიც ოდესღაც თქვენ იყავით და რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს სადღაც თქვენში. სწორედ მას შესწევს ამ ჯადოსნური წამების წვდომის უნარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ყური არ ვათხოვოთ მის ტირილს, არ მოვუსმინოთ, მაგრამ ამ ხმის ჩახშობას ვერასდროს შევძლებთ. ეს ბავშვი ჩვენში თანაარსებობს. ნეტარ არიან უმეცარნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა. და თუკი ვერ შევძლებთ ხელახლა დაბადებას, ანდა იმ ბავშვის თვალით ვერ ვისწავლით ცხოვრების ხედვას  - უცოდველად და აღტაცებით  - მაშინ არც ჩვენს არსებობას ექნება აზრი. თვითმკვლელობის გზა მრავალგვარია. ღვთის კანონს არღვევენ ისინი, ვინც სხეულის მოკვდინებას ცდილობენ. მაგრამ არანაკლებ ცოდვას სჩადის, ვინც სულს
  16. 16. სასიკვდილოდ სწირავს, თუმცა კი ადამიანის თვალით მათი დანაშაული დიდად არ არის შესამჩნევი. მივაყურადოთ, რას გვეუბნება ჩვენს სულში ჩამალული ბავშვი. ნუ შეგრცხვებათ და ნუ გეუხერხულებათ მისი არსებობისა. როგორმე ვცადოთ და არ შევაშინოთ, რადგან ის მარტოა და მისი ხმა თითქმის არავის ესმის. დავრთოთ მას ნება,  - თუნდაც ცოტა ხნით,  - მართოს ჩვენი ცხოვრება. ამ ბავშვმა უწყის, რომ ერთი დღე განსხვავდება მეორისაგან. ისე მოვიქცეთ, რომ მან კვლავ საყვარელ ბავშვად იგრძნოს თავი, გავახაროთ და გავანებივროთ, თუნდაც ამისთვის ჩვენივე ჩვევების დათმობა მოგვიხდეს და თუნდაც სხვებს ეს ყველაფერი სულელურად მოეჩვენოთ. გავიხსენოთ, რომ ადამიანის სიბრძნე მხოლოდ სიგიჟეა უფლის წინაშე. თუ ჩვენ ჩვენსავე სულში ჩაბუდებულ ბავშვს ყურს მივუგდებთ, სხივი კვლავ დაუბრუნდება ჩვენს თვალებს და თუ მოვახერხებთ და არ დავკარგავთ ამ ბავშვთან კავშირს, არც სამყაროსთან ჩვენი კავშირი გაწყდება. ირგვლივ ფერები გამოცოცხლდა, სუფრასთან ხმაურმაც იმატა და ჭიქებიც მომეტებულად აწკრიალდა. ლექციის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით ათნი წავედით სავახშმოდ. ყველა ერთად ლაპარაკობდა, მე კი მხოლოდ ვიღიმებოდი; ვიღიმებოდი იმიტომ, რომ ჩემთვის ეს სრულიად უჩვეულო საღამო იყო. მრავალი წლის მანძილზე პირველად ხდებოდა ყველაფერი თავისთავად  - წინასწარ არაფერი დამიგეგმავს და გამიაზრებია. რა ბედნიერებაა! მადრიდში გამგზავრებამდე ყველა ჩემი გრძნობა და მოქმედება კონტროლს ექვემდებარებოდა. და ანაზდად ყველაფერი შეიცვალა  - მე აქ ვიყავი, ბილბაოში, სადაც ადრე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ჩემი მშობლიური ქალაქიდან სულ რაღაც სამი საათის სავალზე იყო. მაგიდასთან მსხდომთაგან მხოლოდ ერთს ვიცნობდი, მაგრამ ყველა ისე მექცეოდა, თითქოს ასი წლის ნაცნობები ყოფილიყვნენ. გაოცებული ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, აღმოვაჩინე, რომ მეც მათსავით შემეძლო ლაპარაკი, სმა და მხიარულება. აქ მხოლოდ იმიტომ აღმოვჩნდი, რომ ცხოვრებამ, სრულიად მოულოდნელად, ცხოვრებასვე მიმაბარა. არც მეშინოდა, არც მრცხვენოდა და არც დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა. მე იმ წუთიდანვე ვირწმუნე მისი სიმართლე, როგორც კი მის გვერდით აღმოვჩნდი და მისი ხმა გავიგონე. არის წუთები, როცა აუცილებელია, გაბედო და უაზრო საქციელი ჩაიდინო.
  17. 17. „რამდენი დღე მაქვს გატარებული წიგნებთან და რვეულებთან, რა არაადამიანური ძალისხმევა მაქვს დახარჯული საკუთარი მონობის საყიდლად. კანიდან ვძვრებოდი, ოღონდ სამუშაო მეშოვა. რაში მჭირდებოდა, რას შემმატებდა ეს სამუშაო როგორც ადამიანს, როგორც ქალს? არაფერს. ნუთუ მხოლოდ იმიტომ დავიბადე, რომ სიცოცხლის დარჩენილი წლები საკანცელარიო მაგიდასთან გამეტარებინა და მსაჯულებს პროცესების გამართვაში დავხმარებოდი? ალბათ, ასე მხოლოდ მაშინ ფიქრობ, როცა ძალიან ბევრს დალევ. ისიც ხომ მართალია  - ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამსო, რომ ამბობენ.“ ეს სიზმარი იყო და სადაცაა, დასრულდებოდა. მაგრამ სიზმარი გრძელდებოდა და უცებ პირველად გავივლე აზრად, რომ იქნებ მართლაც გავყოლოდი მთაში? სადღესასწაულო არდადეგები იწყებოდა და წინ ერთი თავისუფალი კვირა გველოდა. - შენ მისი რა ხარ?  - მკითხა სუფრასთან მჯდომმა ლამაზმა ქალმა. - ბავშვობიდან ვმეგობრობთ,  - ვუპასუხე. - ბავშვობაშიც აკეთებდა ამას? - რა „ამას?“ საუბარი უცებ ჩაცხრა. - თვითონაც იცი,  - მიპასუხა ქალმა,  - სასწაულებს. - ლაპარაკი მაშინაც კარგად ეხერხებოდა,  - ვუპასუხე. ყველამ გაიცინა, ისიც სხვებთან ერთად ხარხარებდა, მე კი მაინც ვერ გავიგე, რამ გაამხიარულა ისინი ასე. შესმულმა ღვინომ თითქოს ბორკილები ამხსნა და მოვლენების გაკონტროლება აღარ მჭირდებოდა. მიმოვიხედე, რაღაც ვთქვი, ისიც წუთის შემდეგ დამავიწყდა და ისევ არდადეგებზე დავიწყე ფიქრი. მსიამოვნებდა აქ ჯდომა, მსიამოვნებდა და მაინტერესებდა. ჩემი ახალი ნაცნობები სერიოზულ საკითხებზე მსჯელობისას ხუმრობდნენ, ენაკვიმატობდნენ და მეჩვენებოდა, რომ რაც კი ხდებოდა ამქვეყნად, ყველაფერი პირადად მე მეხებოდა, ცხოვრება ჩემ თვალწინ ცოცხლდებოდა და იფურჩქნებოდა და ამას საგაზეთო სტატიებით ან სატელევიზიო გადაცემებით კი არ ვაკვირდებოდი, მეც მისი მონაწილე ვიყავი.
  18. 18. სარაგოსაში დაბრუნების შემდეგ ალბათ ბევრი რამ მექნებოდა მოსაგონარი. მის მიწვევასაც თუ მივიღებდი და მთაში გავყვებოდი, მოგონებები მთელ წელს მეყოფოდა. „მართალიც იყო, როცა სორიაზე ჩემს მონათხრობს ყურს არ უგდებდა,“  - გავიფიქრე და საკუთარი თავი შემეცოდა: უკვე რამდენი წელი იყო, ჩემი მეხსიერების საგანძურში უცვლელად ეწყო ერთი და იგივე ამბები. - კიდევ დალიე,  - ჭაღარა კაცმა ჭიქა შემივსო. კვლავ დავლიე და სინანულით გავიფიქრე, რომ ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისათვის ალბათ მოსაყოლი არც არაფერი მექნებოდა. ჩემი მეგობარი ჩემკენ გადმოიხარა და ჩურჩულით მითხრა: - გეხვეწები, გამომყევი საფრანგეთში. ღვინომ ენა გამიხსნა. - ჯერ ერთი რამ დავაზუსტოთ. - რა? - ის, რაზეც ლექციის წინ, კაფეში მელაპარაკებოდი. - ავგაროზზე? - არა,  - თვალებში შევხედე და მთელი ძალით ვცადე, ფხიზლად მომეჩვენებინა თავი,  - ის, რაც მაშინ მითხარი. - კარგი, ამაზე მერე ვილაპარაკოთ,  - თვალი ამარიდა. სიყვარული ამიხსნა? მაშინ ლაპარაკი ვეღარ განვაგრძეთ, ახლა კი შეეძლო, დავერწმუნებინე, რომ სწორედ ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზეზი და არა სხვა რამ. - თუ საფრანგეთში გინდა გამოგყვე, აუცილებლად უნდა მომისმინო. - აქ ვერ ვილაპარაკებთ. - შენ ძალიან ადრე გაემგზავრე სორიიდან,  - არ დავნებდი და მაინც განვაგრძე ჩემი სათქმელი,  - მე ვარ ის ერთადერთი ძაფი, რომელიც სამშობლოსთან გაკავშირებს. სწორედ სამშობლო გაძლევს აღმაფრენას და მეც ამიტომ გჭირდები. „აი, ეს არის მთავარი, აქ სიყვარული არაფერ შუაშია!“ ჩუმად მისმენდა, სიტყვა არ გაუწყვეტინებია. მაგრამ ვიღაცამ რაღაც ჰკითხა და საუბარი ისევ გაგვიწყდა.
  19. 19. „არა უშავს, რაც მინდოდა, მაინც ვუთხარი,“ - ვუმტკიცებდი საკუთარ თავს. ასეთი სიყვარული მხოლოდ ზღაპრებშია, რადგან რეალურ ცხოვრებაში აუხდენელ სიყვარულს ჩვენ სიყვარულად არ მივიჩნევთ, სიყვარული ხომ მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როცა არსებობს თუნდაც შორეული იმედი, რომ დავიპყრობთ ჩვენი შეყვარებულის გულს. სხვა ყველაფერი ფანტაზიაა. მან თითქოს ჩემი ნაფიქრი ამოიცნო და მაგიდის მეორე მხრიდან გამომძახა: - სიყვარულს გაუმარჯოს! ეტყობა, მასაც მოეკიდა ღვინო. გადავწყვიტე, ამით მესარგებლა: - იმ ბრძენ ხალხს გაუმარჯოს, რომელსაც უნარი შესწევს, გაიგოს, რომ სიყვარული მხოლოდ ბავშვური ზღაპრებია. - ბრძენი იმიტომაც არის ბრძენი, რომ უყვარს. სულელი კი იმიტომ არის სულელი, რომ ჰგონია, უნარი შესწევს, ჩასწვდეს სიყვარულს,  - მიპასუხა მან. სუფრასთან მსხდომებმა თავი დაუქნიეს და ახლა სიყვარულზე დაიწყეს კამათი. ყველას თავისი აზრი გააჩნდა, ყველა თავის სიმართლეს იცავდა და რამდენიმე ბოთლი ღვინო დასჭირდა ამ აღტკინების დაშოშმინებას. მერე ვიღაცას გაახსენდა, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო და რესტორანი იკეტებოდა. - წინ ხუთი თავისუფალი დღე გვაქვს,  - სუფრის ბოლოდან წამოიძახა ვიღაცამ,  - უბრალოდ, რესტორნის პატრონს თქვენი სერიოზული ლაპარაკი მობეზრდა და ამიტომ ჩქარობს დაკეტვას. ყველამ გაიცინა, ყველამ  - მის გარდა. - აბა, სხვაგან სად უნდა ილაპარაკო სერიოზულად,  - ჰკითხა იმ ვიღაცას. - ეკლესიაში!  - უთხრა იმან და ისევ გაიცინეს. ის წამოდგა, მეგონა, ახლა იჩხუბებდა, ჩვენ ხომ ყველანი ათი წლით უკან ვიყავით მიბრუნებულები, სადაც ჩხუბი  - კოცნასთან, დაუფარავ ალერსთან, გამაყრუებელ მუსიკასთან და თავბრუდამხვევ სიჩქარესთან ერთად  - ქეიფის აუცილებელი ატრიბუტი იყო. მაგრამ შევცდი. ხელი ჩამკიდა და კარისკენ წამიყვანა. - ჩვენი წასვლის დროა, გვიანია. წვიმდა ბილბაოში, და მთელ სამყაროში წვიმდა. ის, ვისაც უყვარს, დაკარგვისა და პოვნის ხელოვნებას უნდა ფლობდეს. ჩემი მეგობარი, როგორც ჩანს, კარგად
  20. 20. ახერხებდა ამ ორი ცნების გაწონასწორებას. ამიტომ კარგ გუნებაზე იყო და ღიღინებდა. მე ჯერ ისევ მესხმოდა თავბრუ, ჯერ არ ჩამქრალიყო სამყაროსეული ფერები, მაგრამ თანდათან მეც ვიძენდი წონასწორობას. ისევ მომიბრუნდა სიტუაციის გაკონტროლების სურვილი, რადგან ძალიან მინდოდა მასთან ერთად საფრანგეთში გამგზავრება. სიტუაციის გაკონტროლება კი არც უნდა გამჭირვებოდა. მე ხომ სიგიჟემდე აღარ მიყვარდა და ისიც ვიცოდი, მხოლოდ ის იპყრობდა სამყაროს, ვინც თავისი გულის დამორჩილებას ახერხებდა. „ო, როგორ არ მინდა, გულის დამორჩილება ვისწავლო,“  - ვფიქრობდი მე. რომ შემძლებოდა, თუნდაც ერთი დღით მისთვის მიმეძღვნა გული, მაშინ სულ სხვა გემო ექნებოდა ციდან მონადენ ამ წვიმის წვეთებს. სიყვარული რომ იოლი ყოფილიყო, ის ახლა ხელს შემომხვევდა და ღიღინის ტაქტს აყოლილი, სულ სხვა ამბებს მომიყვებოდა, იმ ამბებს, მხოლოდ ჩვენი საკუთრება რომ გახდებოდა. რომ არა სარაგოსა, რომელიც იქ, შორს, არდადეგებს მიღმა ჭიატობდა, ალბათ, ვისურვებდი, არასოდეს გამოვფხიზლებულიყავი, არ დამეკარგა მისი კოცნისა და ალერსის სურვილი და ის თავისუფლება  - მეჩურჩულა და ჩურჩულითვე მომესმინა მხოლოდ შეყვარებულთათვის გასაგები სიტყვები. მაგრამ არ შემეძლო. არ მინდოდა. მან კი ჯერ არ იცოდა, რომ საფრანგეთში გამგზავრებაზე დავთანხმდებოდი. თუმცა, ვინ იცის, რატომ უნდა დავთანხმებოდი? რაში მჭირდებოდა ეს რისკი? იმიტომ, რომ ღვინომ ამირია გონება და, ალბათ, იმიტომაც, რომ დავიღალე ერთფეროვანი დღეების რიგით. ეს დაღლილობაც მალე გაივლის და სარაგოსაში დაბრუნება მომინდება  - ქალაქში, სადაც ჩემს ნებაზე და ჩემი არჩევანით ვცხოვრობ. იქ მელის სწავლა და კონკურსი. მელის ქმარი, რომელსაც ჯერ კიდევ არ შევხვედრივარ და არც ისე იოლი იქნება მისი მოძებნა. მელის მოწესრიგებული და წყნარი ცხოვრება, შვილებით, შვილიშვილებით, გარანტირებული პენსიით, ყოველწლიური შვებულებებით. არ ვიცი, რისი ეშინია ჩემს მეგობარს; სამაგიეროდ, კარგად ვიცი ჩემი შიშები. ისიც მყოფნის და ახლის დამატება აღარ მჭირდება. მე ვერ შევძლებდი, ვერასოდეს ვერ შევძლებდი, ისე მყვარებოდა, როგორც მას უყვარს. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და კარგად ვიცნობდი, ვიცოდი ყველა მისი
  21. 21. სისუსტე. მე ვერ მოვახერხებდი, იმგვარი აღტაცებით მეცქირა მისთვის, როგორც სხვები უყურებდნენ. ისიც ვიცოდი, რომ სიყვარული წყალსაცავს ჰგავს. საკმარისია, სულ უმნიშვნელო ნასვრეტი გაჩნდეს ჯებირში და წყალი გამოჟონავს, მალე კედლებიც ჩამოიქცევა და ვეღარავინ შეაჩერებს მოვარდნილ ნიაღვარს. კედლების ჩამონგრევისთანავე სიყვარული ყველას და ყველაფერს მოიცავს  - ის არ ითვალისწინებს, რა შეიძლება და რა  - არა, არც იმას დაგიდევთ, შეგვწევს თუ არა ძალა, მარად საყვარელი ადამიანის გვერდით ვიყოთ. სიყვარული უმართავია. არა, მე ვერ დავუშვებდი ჯებირში ნასვრეტის გაჩენას, თუნდაც ის ნასვრეტი სულ ერთი ციცქნა და შეუმჩნეველი ყოფილიყო. - მომიცადეთ! მან ღიღინი შეწყვიტა  - სველ ქვაფენილზე ვიღაცის აჩქარებული ნაბიჯი გახმიანდა. - წამოდი,  - მითხრა და ხელი ჩამკიდა. - მოიცადეთ! ერთი წუთით! - ყვიროდა ვიღაც,  - უნდა დაგელაპარაკოთ! ჩემმა მეგობარმა ნაბიჯს აუჩქარა. - ჩვენ არ გვეძახიან. სასტუმროში უნდა მივიდეთ. მიუხედავად ამისა, მაინც ჩვენ გვეძახდნენ  - ქუჩაში სხვა არავინ იყო. გული გამეყინა და წამიერად გამოვფხიზლდი. გამახსენდა, რომ ბილბაო ბასკების დედაქალაქი იყო და აქ დროდადრო ტერორისტული აქტებიც ხდებოდა. - წამოდი!  - უფრო ააჩქარა ნაბიჯი ჩემმა მეგობარმა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჩვენ წინ თითქოს მიწიდან ამოიმართა თავით ფეხამდე გალუმპული კაცის ფიგურა. - მოიცადეთ!  - თქვა იმ კაცმა,  - ერთი წუთით! ღვთის გულისათვის! დაფეთებულს, გაქცევა მინდოდა. უფალს შევთხოვე, სადმე საპატრულო მანქანა გაეჩინა, გაუცნობიერებლად ჩავეჭიდე იმ კაცს, მაგრამ მან ჩემი ხელი მოიშორა. - გემუდარებით,  - თქვა კაცმა,  - გავიგე, რომ აქ იყავით. თუ ღმერთი გწამთ, დამეხმარეთ! ჩემი შვილის გამო გაწუხებთ! კაცი ატირდა, მუხლებზე დაეცა და გაიმეორა: - გემუდარებით! გემუდარებით!

×