რესურსი, რომელსაც გამოიყენებს ისტორიის მასწავლებელი V საუკუნის საქართველოს ისტორიის შესწავლის შემდეგ, რესურსი საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა იმუშავონ რუკებზე, ცხრილზე, მოახდინონ ორი ეპოქის, მეფის შედარება... და სხვ.
1. სასწავლო რესურსი
სსიპ ქ. თბილისის N90 საჯარო სკოლის მასწავლებელი
მარინე პიტიურიშვილი
2016 წ. მარტი
2. რესურსის შექმნა/გამოყენების მიზანი
● შეიძინონ ცოდნა საზოგადოებრივ მეცნიერებებში;
● მსოფლიო კონტექსტში გაიაზრონ საკუთარი ქვეყნის ისტორია;
● განუვითარდეთ სპეციფიკური და ზოგადი უნარ-ჩვევები:
● სივრცეში ორიენტირება
● კომუნიკაცია
● სწავლის უნარი
● თანამშრომლობა
● ჩამოუყალიბდეთ:
● სამშობლოს სიყვარული;
● სახელმწიფოსა და მისი გმირებისადმი პატივისცემა.
4. სტანდარტთან შესაბამისობა
მე-6 კლასი:
საზ. მეც.V-VI. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის
სხვადასხვა საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
● ადარებს სხვადასხვა საშუალებით გადმოცემულ ინფორმაციას რაიმე ნიშნით;
● ახდენს სხვადასხვა საშუალებებიდან მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიცირებას;
● ერთი ტიპის საშუალებით მოცემულ ინფორმაციას აჯგუფებს ერთი ან ორი ნიშნის მიხედვით;
საზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები,
რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
● განასხვავებს ერთმანეთისაგან მმართველებს ეპოქების მიხედვით ;
● ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ
სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მათ შედეგებზე;
საზ. მეც.V-VI.11. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს საქართველოს გეოგრაფიული ობიექტები
დასახლებების ტიპებთან.
● საქართველოს კონტურულ რუკაზე დაიტანს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს.
5. სტანდარტთან შესაბამისობა
მე-9 კლასი:
ისტ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-
ეთნოგრაფიული მხარეები და გაანალიზოს ამ მხარეების საზღვრების
ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.
● მსჯელობს უძველესი დროიდან დღემდე ქართული სახელმწიფოებისა
და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების საზღვრების
ცვალებადობაზე; მსჯელობს ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე;
● კონტურულ რუკაზე დაიტანს ქართულ სამეფო-სამთავროებისა და
ისტორიულ-გეოგრაფიულ ობიექტებს სხვადასხვა ეპოქის მიხედვით.
6. სტანდარტთან შესაბამისობა
მე-11 კლასი:
ისტ. XI .4. მოსწავლეს შეუძლია მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და დროში
ცვალებადობის ანალიზი.
● ადარებს საქართველოში სხვადასხვა პერიოდში არსებულ მმართველობით სტრუქტურებს
სხვადასხვა ქვეყანაში თანადროულ მმართველობით სტრუქტურებთან;
ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის
საკვანძო საკითხების კვლევა.
● ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აჯგუფებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან
დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს;
7. რესურსის ინსტრუქცია
ფარნავაზი ვახტანგ გორგასალი
1.
2.
3.
4.
5.
1.
2.
3.
4.
5.
დავალება N1 - ცხრილი
სახემძღვანელოში მოცემული ინფორმაციის მიხედვით შეიტანეთ ცხრილში
ფარნავაზისა და ვახტანგ გორგასალის ცხოვრების ეპიზოდები და ლაშქრობის
მარშრუტები
8. რესურსის ინსტრუქცია -
დავალება N 2
ვაძლევ სამ რუკას: ძვ.წ. IV-III საუკუნეების, V საუკუნის, და
თანამედროვე კონტურული რუკა.
● N 1 რუკის დახმარებით შეისწავლეთ ფარნავაზის ცხოვრებისა და
ლაშქრობების ადგილები და ეს ადგილები წითელი მარკერით მონიშნეთ
N 3 - კონტურულ რუკაზე.
● N 2 რუკის დახმარებით შეისწავლეთ გორგასალის ცხოვრებისა და
ლაშქრობების ადგილები და ეს ადგილები ლურჯი მარკერით მონიშნეთ
N 3 - კონტურულ რუკაზე.
● N1 და N2 რუკებზე შეისწავლეთ ქართლის მეზობელი ქვეყნები და
ხალხები და ინფორმაცია გადაიტანეთ N 3 - კონტურულ რუკაზე.
● შეადგინეთ N3 რუკის ლეგენდა.
14. შემაჯამებელი დავალება მე-11
კლასისთვის
ფარნავაზი ვახტანგ გორგასალი
საშინაო ფაქტორები საგარეო ფაქტორები საშინაო ფაქტორები საგარეო ფაქტორები
შეავსეთ ცხრილი: ქვეყნის გაერთიანების ხელშემწყობი საშინაო და
საგარეო ფაქტორები:
15. შენიშვნა:
ეს რესურსი შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოს ისტორიაში რელიგიების
შეწავლის დროსაც. ამ შემთხვევაში იცვლება სტანდარტი, და შესაბამისად,
დავალებების შინაარსი. მაგ:
● N1 რუკაზე აღნიშნეთ ქრისტიანობამდელი საქართველოს წარმართული
კერპებისა და ტძრების ადგილები: ზადენი, ურბნისი, ვანი, ნეკრესი, ძალისა ...
● N2 რუკაზე აღნიშნეთ ვახტანგ გორგასალის დროს დაარსებული ეპარქიები
● მიღებული ინფორმაციები დაიტანეთ N 3 რუკაზე
● და მისთ...