More Related Content
More from Nino Chipashvili (17)
Iaragebis leqsikoni
- 2. ძველი ქართული იარაღის სახელწოდების
განმარტებითი ლექსიკონი
აბჯარი – ძველი საომარი იარაღი, აღჭურვილობა
ბეგთარი – იგივე ბექთარი – ჯაჭვის პერანგი
(სპარსული );
ბოძალი – ორწვერა ისარი;
ბოძალდი – კონდახიანი მშვილდი;
ბუნი – 1. დროშის ან შუბის ტარი; 2. ხანჯლის
ტარი;
გეონი –
ხელშუბი,
პირძგიდე;
გმური ,,გმური არს ლახვარი
პირბრტყელი და ბუნგრძელი'';
გორდა – მოკლე, უვადო ხმალი;
დავითფერული – მოკლე ხმალი;
დაზარნიშული ფარია – ზარნიში
(სპარსულია) ლითონის ნივთებზე ამოჭრილი
სხვადასხვა სახე, ოქროთი ან ვერცხლით
ამოვსებული;
დამასკი ხმლის სახეობა;
დარაკი – ხმალი;
დანა – მჭრელი იარაღი;
ვადა – ხმლის ხელის
მოსაკიდებელი ნაწილი,
სახელური, ტარი;
ზარადხანა – იარაღის
საწყობი, (სპარსული);
ზუფანი – პირძგიდე,
გეონის მსგავსი იარაღი;
ზუჩი – მეომრის
დამბაჩა – ცეცხლსასროლი იარაღი,
ლითონის ქუდი;
თორი – სხეულის დასაფარავი ჯავშანი;
თოფი – ცეცხლსასროლი იარაღი;
ისარი – მშვილდით გასასროლი ბასრწვერიანი
ჯოხი;
კაპარჭი – ისრების ბუდე, საისრე;
კოტა – ხმლის ვადის ნაწილი;
ლახვარი – საბრძოლო იარაღი, წვერბასრი,
გრძელტარიანი;
ლახტი – საბრძოლო იარაღი, გრძელი მათრახი,
- 3. უტარო;
ლოდსატყორცნი – ძვ. მოწყობილობა, რომლითაც ლოდებს უშენდნენ ციხეს;
მაჭახელა – დამბაჩის სახელწოდება;
მუზარადი – მეომრის ქუდი ლითონისა;
საბარკული – ძვ. ,,საწვივე აბჯარი'';
სათხედი – ძვ. მოკლე შუბი;
სამკლავე – ბრძოლის დროს მკლავზე
გასაკეთებელი ლითონის სახელო მკლავის
დასაფარავად;
სატევარი – ბრტყელი, წვეტიანი, პირბასრი
იარაღი;
სეფქა – ძვ. გრძელი, მაღალფრთიანი ისარი;
სიათა – ძველებური ერთგვარი თოფი;
ტალი – მაგარი ქვა; კაჟი, იყენებდნენ კევრის
მოსაჭედად, კვესთან ერთად ცეცხლის
დასაკვესებლად (თოფისთვის,
ჩიბუხისთვის);
ტარანტი – ციხეთა კედლების შესამუსრავი იარაღი;
ფალია – 1. ძველებური თოფის ის ნაწილი, რომელზეც თოფის წამალს
აყრიდნენ;
2. თავად თოფის წამალი;
ფრანგული ერთგვარი ხმალი;
ქეიბური – დიდი საბრძოლო ისარი;
ქიბურჯი – პატარა ისარი;
ყირიმი – ძველებური ინგლისური კაჟიანი თოფი;
ჩაბალახი ძველებური საბრძოლო თავსაბურავი
ლითონისა;
ჩაფხუტი ძველებური საბრძოლო თავსაბურავი;
ჩაჩქანი ძველებური საბრძოლო თავსაბურავი;
ძეგლიგი – თოფი;
ხანჯალი – ხმალზე
მოკლე ბასრი იარაღი;
ხარჩა – ფრთიანი ისარი;
ხირიმი – ძველებური ინგლისური კაჟიანი
თოფი;
ჯავარდენი – ფოლადის ხმალი, საგანგებოდ
ნაწრთობი;