Diese Präsentation wurde erfolgreich gemeldet.
Wir verwenden Ihre LinkedIn Profilangaben und Informationen zu Ihren Aktivitäten, um Anzeigen zu personalisieren und Ihnen relevantere Inhalte anzuzeigen. Sie können Ihre Anzeigeneinstellungen jederzeit ändern.

ნაპოლეონი

აღწერილია ნაპოლეონის ცხოვრება და მოღვაწეობა დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

  • Als Erste(r) kommentieren

  • Gehören Sie zu den Ersten, denen das gefällt!

ნაპოლეონი

  1. 1. ფ. სიდამონიძე მხატ: ჟაკ ლუი დავიდი ნაპოლეონ ბონაპარტე – ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შევიდა როგორც ბრწყინვალე მხედართმთავარი. მისი სახელი ისეთ სახელებთან მოიხსენიება, როგორებიცაა ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ჰანიბალი, ატილა, გნეუს პომპეუსი, კონსტანტინე პირველი, სალადინი, თემუჩინი (ჩინგიზ ხანი) რიჩარდ ლომგული და სხვა.
  2. 2. ნიჭიერი სამხედრო სტრატეგოსი. დაწინაურდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს (1789-1799წწ.) კორონაცია: 1804 წ. 2 დეკემბერი. ნოტრდამი მმართველობის დასაწყისი: 1804 წ. 20 მარტი (იმპერატორად) 1815 წ. 1 მარტი (100-დღიანი მმართველობა) მმართველობის დასასრული: 1814 წ. 6 აპრილი (გადადგა ტახტიდან) 1815 წ. 22 ივნისი (დასრულდა ” 100-დღიანი მმართველობა”) პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, იგივე ნოტრ-დამი
  3. 3. იყო საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. წოდებები: 1. საფრანგეთის რევოლუციის გენერალი 2. საფრანგეთის მმართველი, საფრანგეთის კონსულატის პრემიერ- კონსული 1799-1804 წლებში 3. „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში 4.იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში 5. რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში. 6. შვეიცარიის მედიატორი
  4. 4. ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Napoleon Bonaparte) დაიბადა 15აგვისტო, 1769, აიაჩო, კ. კორსიკა გარდაიცვალა 5 მაისი, 1821, წმინდა ელენეს კუნძული სწავლობდა საფრანგეთში, საარტილერიო სასწავლებელში. იყო არტილერიის გენერალი. 1785 წელს დაიწყო ნაპოლეონის სამხედრო კარიერა, არტილერიის უმცროსი ლეიტენანტის ჩინით. ( ეს ის პერიოდია, როცა ერეკლე მეფეს უკვე გეორგიევსკის ტრაქტატი ჰქონდა დადებული) პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. ქალაქ ტულონის აღებისათვის, რომელიც აჯანყებულთა ხელში იყო, მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება.
  5. 5. მშობლები გარდაცვლილი «მადამ-დედას» - ლეტიცია რამოლინოს პორტრეტი მათ ეყოლათ 13 შვილი, რომელთაგან მხოლოდ ხუთმა ვაჟმა და სამმა ქალიშვილმა მიაღწიეს ზრდასრულ ასაკს. მათ შორის, ნაპოლეონი რიგით მეოთხე შვილი იყო. კარლო მარია ბუონაპარტე კორსიკელი აზნაური, ადვოკატი და პოლიტიკოსი.
  6. 6. საფრანგეთის მმართველობა რევოლუციის დროს ძალაუფლების კრიზისმა პარიზში თავის აპოგეას 1799 წელს მიაღწია, როდესაც ბონაპარტი თავის მეომრებთან ერთად ეგვიპტეში იმყოფებოდა. კორუმპირებულ დირექტორიას აღარ შეეძლო რევოლუციის დაპყრობების მომარაგება. იტალიაში რუსულ–ავსტრიულმა ძალებმა, რომელთაც ალექსანდრე სუვოროვი ხელმძღვანელობდა, გაანადგურეს ნაპოლეონის მიერ დატოვებული მთლიანი ჯარი, შეიქმნა საშიშროება რომ ისინი საფრანგეთშიც შეიჭრებოდნენ. საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო და უფრო იხრებოდა ძლიერი სამხედრო დიქტატურის დამყარებისაკენ. ეგვიპტეში მყოფმა ნაპოლეონ ბონაპარტმა სწორად შეაფასა დირექტორიის არამყარი მდგომარეობა. მან არმია თავის გენერლებს ჩააბარა, თვითონ კი ხმელთაშუა ზღვაში სასწაულებრივად დაუსხლტა ინგლისელთა გემებს და საფრანგეთში დაბრუნდა.. დირექტორიის პერიოდში საფრანგეთი გამუდმებით ეომებოდა ანტიფრანგულ კოალიაციას, რომელშიც ავსტრია გამოირჩეოდა. ანტიფრანგულ კოალიციასტან ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ნაპოლეონ ბონაპარტმა, რომელმაც სასტიკი მარცხი აგემა რამდენიმე ავსტრიულ არმიას იტალიაში და აიძულა ის, საფრანგეთთან ზავი გაეფორმებინა. დირექტორია საფრანგეთში გენერალ ბონაპარტის პოპულარობის ზრდით შეშინდა. ეს შიში უსაფუძვლო არ იყო. 18 ბრიუმერის სახელმწიფო გადატრიალებით, სწორედ ნაპოლეონ ბონაპარტმა მოუღო ბოლო დირექტორიას 1799 წლის ნოემბერში და კონსულატი დააწესა. ეს რევოლუციის დასასრული იყო. საფრანგეთში ერთპიროვნული მმართველობა დამყარდა. ხელისუფლების სათავეში მოვიდა ნაპოლეონი. ის გახდა ჯერ პირველი კონსული, შემდეგ – მუდმივი კონსული, 1804 წელს კი თავი იმპერატორად გამოაცხადდა და საკუთარი ხელით დაიდგა გვირგვინი თავზე. როგორ მოვიდა ხელისუფლებაში?
  7. 7. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დაწყების შემდეგ მეფე იძულებული იყო ფორმალურად ეცნო დამფუძნებელი კრება და დაემტკიცებინა მისი მთელი რიგი დეკრეტები. ამავე დროს, ლუი XVI საიდუმლოდ ამზადებდა კონტრრევოლუციურ გადატრიალებას. დედოფალ მარი ანტუანეტთან ერთად ესწრაფვოდა ავსტრიისა და პრუსიის შეიარაღებულ გამოსვლას რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ. 1791 წელს მეფე შეეცადა გაქცეულიყო საფრანგეთიდან ავსტრიაში ოჯახთან ერთად, მაგრამ საზღვარზე იცნეს და დატყვევებული დააბრუნეს პარიზში. 1792 წლის 10 აგვისტოს აჯანყების შედეგად ლუი XVI ტახტიდან ჩამოაგდეს. ის ქვეყნის ღალატისათვის კონვენტმა გაასამართლა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1793 წლის 21 იანვარს მეფისავე მიერ ბრძანებით დამტკიცებული გილიოტინით თავი მოჰკვეთეს.
  8. 8. მემკვიდრეები: 2. ნაპოლეონ II (დე იურე) - ნაპოლეონ ბონაპარტისა და ავსტრიის პრინცესა მარია- ლუიზას ერთადერთი ვაჟიშვილი. 1811- 1832წწ.1. ლუი XVIII (დე ფაქტო) 1791 წელს გაიქცა საფრანგეთიდან. ითვლებოდა საფრანგეთის ემიგრანტული კონტრრევოლუციის მეთაურად. ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ (1793 წ.) მეფედ გამოაცხადა მისი მცირეწლოვანი ვაჟი ლუი XVII, ხოლო თავისი თავი - რეგენტად. ტახტზე ავიდა ნაპოლეონ I- ის ხელისუფლების დაცემის შემდეგ. ”ასი დღის” პერიოდში იყო ბელგიაში, 1815 წელს დაბრუნდა უცხოეთის სახელმწიფოების ჯარებთან ერთად. რევოლუციის შიშით თავდაპირველად ზომიერ პოლიტიკას ატარებდა, მთავრობაში ულტრაროიალისტების გაძლიერების შემდეგ კი მისი პოლიტიკა აშკარად რეაქციული გახდა. იყო • ბონაპარტისტების მემკვიდრე • რომის მეფე • რაიხსშტატის ჰერცოგი.
  9. 9. მეუღლეები: 1. ჟოზეფინა დე ბოარნე 2. მარია ლუიზა ავსტრიელი მარი როზ ჟოზეფინ ტაშე დე ლა პაჟერი ან როზ (ჟოზეფინის სახელით მისი მოხსენიება დაიწყო ნაპოლეონმა) დაიბადა მარტინიკში ფრანგი პლანტატორის ჟოზეფ–გასპარ ტაშე დე ლა პაჟერის ოჯახში. მოგვიანებით, ჟოზეფინი იხსენებდა, რომ ბავშვობაში ერთმა მოხუცმა შავკანინამა ქალმა უწინასწარმეტყველა, რომ ერთ დროს ის იქნებოდა "უფრო მეტი ვიდრე მეფე". 1779 წლის 13 დეკემბერს, 16 წლის ასაკში, იგი ცოლად გაჰყვა ვიკონტ ალექსანდრე დე ბოარნეს ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ჟოზეფინს კი ორი უსაყვარლესი შვილი დარჩა მეუღლისგან: ქალ-ვაჟი: ეჟენი და ორტანსი მარტინიკა (ფრანგ. Martinique) — კუნძული მცირე ანტილის კუნძულების არქიპელაგის ცენტ რალურ ნაწილში. მდებარეობსკარიბის ზღვაში, ატლანტის ოკეანე. ადმინისტრაციულად წარმოადგეს საფრანგეთის ზღვი სიქითა დეპარტამენტს მათი ქორწინება მოხდა 1810 წ. შეეძინათ ერთადერთი ვაჟი ნაპოლეონ მე-2, რომელიც 21 წლის სააკში გარდაიცვალა
  10. 10. ნაპოლეონის ომები — ამ სახელით ცნობილია, ომები, რომელიც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარეობდა ნაპოლეონ I-ს მეთაურობით, როდესაც ის იყო პირველი კონსული და იმპერატორი (1800 -1815). უფრო ფართო აზრით, აქ იგულისხმება ნაპოლეონის იტალიური კამპანიაც (1796 - 1797) ეგვიპტური ექსპედიციაც (1798 - 1799), თუმცა, ჩვეულებრივ, (განსაკუთრებით იტალიურ კამპანიას) ამ ომებს მიაწერენ ე.წ. რევოლუციურ ომებს.
  11. 11. ნაპოლეონის ომები 1. იტალიის პირველი კამპანია 1796-1799 წწ. დაამარცხა ავსტრია და ვენეციის რესპუბლიკა, მიიღო მნიშვნელოვანი ტერიტორიები იტალიაში 2. ეგვიპტის ექსპედიცია 1798 წ. ეგვიპტურ ექსპედიციაში მას თან ახლდა 167 მეცნიერისაგან შემდგარი ჯგუფი: მათემატიკოსები, ბუნებისმეტყველები, ქიმიკოსები. მათ თავიანთი აღმოჩენები როზეტის ქვის ჩათვლით, აღწერეს ნაშრომში Description de l'Égypte 1809 წელს. ეგვიპტური კამპანიის ორი მნიშვნელოვანი ბრძოლა: 1. ჩობრაკიტის ბრძოლა. აქ ნაპოლეონმა დაამარცხა მამლუქები, შუა აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი ძალა. 2. პირამიდების ბრძოლა, რომელიც პირამიდებიდან 6 კილომეტრის დაშორებით გაიმართა. ფრანგებმა 6 000-მდე მამლუქი მოკლეს, თავიანთი დანაკარგი კი მხოლოდ 200 კაცს შეადგენდა. ბონაპარტი სფინქსის წინ, (1868 წლის ნახატი), ჟან-ლეონ ჟერომი, ხერსტ-კასლი 3. ტრაფალგარის ბრძოლა საზღვაო ბრძოლა 1805 წ. ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის. ბრიტანეთის ფლოტმა ჰორაციო ნელსონის მეთაურობით გაანადგურა თითქმის ყველა ფრანგული გემი ჰორაციო ნელსონი
  12. 12. აუსტერლიცის ბრძოლა ვატერლოოს ბრძოლა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები: •იტალიის პირველი კამპანია •ეგვიპტის ბრძოლა •18 ბრიუმერის (9 ნოემბრის) გადატრიალება •იტალიის მეორე კამპანია. 1800 წ. მარენგოს ბრძოლა •1804 წ. ”კონტინენტური ბლოკადა” •1805 წ. 2 დეკემბერი აუსტერლიცის ბრძოლა •1805 წ. ტრაფალგარის ბრძოლა •1806 წ. პორტუგალიის დაპყრობა •1807 წ. ესპანეთის ანექსია. •1807 წ. ტილზიტის ზავი. (რუსეთ-საფრანგეთის ხელშეკრულება) •1812წ. ნაპოლეონის თავდასხმა რუსეთზე. ბოროდინოს ბრძოლა •1813 წ. ”ხალხთა ბრძოლა” (ლაიფციგის ბრძოლა) •1814 წ. ნაპოლეონის გადადგომა და პირველი გადასახლება კ. ელბაზე. •1815 წ. უკანასკნელი ბრძოლა ვატერლოოს ველზე. •1815 წ. ივნისი ნაპოლეონის მეორედ გადადგომა. ”100 დღის” დასასრული. •1815-1821 წწ. ცხოვრება კუნძულ წმინდა ელენეზე. ნაპოლეონ ბონაპარტე – ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შევიდა როგორც ბრწყინვალე მხედართმთავარი. მისი სახელი ისეთ სახელებთან მოიხსენიება, როგორებიცაა ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ჰანიბალი, ატილა, გნეუს პომპეუსი, კონსტანტინე პირველი, სალადინი, თემუჩინი (ჩინგიზ ხანი) რიჩარდ ლომგული და სხვა.
  13. 13. ომში მონაწილე ქვეყნები მოსახლეობა (1800 წელს) მობილიზებული ჯარისკაცი დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე ინგლისი 9 200 000 997 670 311 806 პრუსია 9 700 000 320 000 ავსტრია 20 598 700 576 000 200 000 რუსეთი 38 400 000 2 500 000 850 000 შვედეთი 2 347 300 პორტუგალია 3 400 000 250 000 ესპანეთი 10 500 000 300 000 300 000 ეგვიპტე 3 854 000 ოსმალეთი 23 000 000 100 000 სულ 115 540 000 2 000 000-2 200 000 საფრანგეთი 27 349 000 2 950 000 1 200 000 იტალია 17 237 000 200 000 125 000 დანია 929 000 ნორვეგია 883 600 ვარშავის საჰერცოგო 2 500 000 95 000 ჰოლანდია 1 982 000 ბელგია 4 035 000 ბავარია 3 100 000 24 000 საქსონია 1 100 000 20 000 ვიურტემბერგი 1 200 000 ვესტფალია 700 000 17 000 სულ 61 015 600 1 000 000-1 300 000 ჯამში 176 555 600 3 000 000-3 500 000 ნაპოლეონის ომების სტატისტიკა 1800-1815 წწ.
  14. 14. აღსანიშნავია ის, თუ როგორ მოვიდა ნაპოლეონი ხელისუფლებაში? რა გზა განვლო კორსიკიდან საფრანგეთამდე, სამხედრო სასწავლებლიდან იმპერატორობამდე? მის პოლიტიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას მისი წარმომავლობა ახდენდა. ოფიციალურ საბუთებს ის ხშირად ხელს აწერდა როგორც ნაპოლეონ დე ბონაპარტე. ის არაერთხელ უსვავდა ხაზს იმ ფაქტს, რომ ის ფრანგი არ იყო, თუმცა საფრანგეთისთვის ბევრი რამ გაუკეთებია. ბევრი ნაპოლეონს ახასიათებს როგორც გამოჩენილ მხედართმთავარს, ზოგიერთი მას ტირანად თვლის, მაგრამ არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც უბრალოდ ცდილობს ჩაწვდეს ნაპოლეონის ფენომენს. რა ვერ გათვალა ადამიანმა, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ფეოდალიზმს? ყურადღების ღირსია ნაპოლეონის მიდგომა დამარცხებული ქვეყნების მიმართ. მას არ ეშინოდა, რომ დაკავებულ ქვეყნებში დაიწყებოდა სახალხო მღელვარება. ნაპოლეონს ეგონა, რომ ხალხის თვალში ის განმათავისუფლებელი, ფეოდალური ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლია. ზუსტად ამ ლოზუნგით ხდებოდა უსისხლო ” 18 ბრიუმერის რევოლუცია”. ნაპოლეონი ატარებდა შიდა რეფორმებს. აღსანიშნავია, მისი “სამოქალაქო კოდექსი”, სადაც დაცული იყო კერძო საკუთრება და ადამიანის უფლებები. იგი ამბობდა, „ჩემთვის ჭეშმარიტად სახელისა და დიდების მომტანი 40 მოგებული ბრძოლა კი არა.. ჩემი სამოქალაქო კოდექსია..“ ნაპოლეონს ეშინოდა ოპოზიციის, მაგრამ არ ზღუდავდა მას. ალბათ, არც შეზღუდავდა, რომ არა კადუდალის შეთქმულება, რომელშიც მისი მარჯვენა ხელი, თანამოაზრე, გენერალი მორო მონაწილეობდა. მან ზუსტად იცოდა რა ჭირდებოდა ერს. ეს იყო დიდებით მოსილი წინამძღოლი. მან იცოდა, რომ ერს არ სჭირდებოდა თეორიები მმართველობის შესახებ, მაღალფარდოვანი სიტყვები, იდეოლოგების საუბრები, ხალხი ამას მაინც ვერ იგებს. ბონაპარტე იყო თავისი ეპოქის შვილი. ეპოქისა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ევროპის მომავალი. 1969 წელს აღინიშნა ნაპოლეონის დაბადების 200 წლისთავი. დაიწერა უამრავი წიგნი და სტატია, ჩატარდა კონფერენციები და სემინარი, რაც მეტყველებს იმაზე რომ ნაპოლეონ ბონაპარტის სახელი სამუდამოდ დამკვიდრდა მსოფლიო ისტორიაში.
  15. 15. ნაპოლეონი ტახტიდან გადადგა ორჯერ პირველად, 1814 წ. მარტში ის გადაასახლეს ხმელთაშუა ზღვაში მდებარე პატარა კ. ელბაზე. სახლი, სადაც ცხოვრობდა ნაპოლეონი პირველი გადასახლებისას
  16. 16. მეორედ 1815 წ. ივნისში ნაპოლეონი გადაასახლეს შორეულ წმ. ელენეს კუნძულზე, ატლანტის ოკეანეში, სამხრეთ აფრიკის სიახლოვეს. სახლი წმინდა ელენეს კუნძულზე, ლონგვუდში დღეს აქ მუზეუმია განთავსებული და მნიშვნელოვან ტურისტულ კერას წარმოადგენს
  17. 17. სასადილო ოთახი
  18. 18. გამოყენებული მასალები: http://mpress.ge/2016/03/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E 1%83%9D%E1%83%9C- %E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%8 3%94-1769-1821-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D/ https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83% 9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9C_%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90 %E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98 http://sainthelenaisland.info/longwoodhouse.htm https://www.visittuscany.com/en/ideas/175cda97-3c0a-11e7- b500-c25849f3fc0c/

    Als Erste(r) kommentieren

    Loggen Sie sich ein, um Kommentare anzuzeigen.

აღწერილია ნაპოლეონის ცხოვრება და მოღვაწეობა დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

Aufrufe

Aufrufe insgesamt

2.608

Auf Slideshare

0

Aus Einbettungen

0

Anzahl der Einbettungen

199

Befehle

Downloads

9

Geteilt

0

Kommentare

0

Likes

0

×