SlideShare a Scribd company logo
1 of 45
საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიის ავტოკეფალიის
აღდგენის
100 წელი
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია
ერთერთი უძველესია მსოფლიოში .
გადმოცემის მიხედვით,
სულთმოფენობის შემდგომ, როცა
მოციქულებმა წილი ჰყარეს და
სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ
საქადაგებლად, საქართველო
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო,
მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით
თავის ნაცვლად ივერიაში
წამოსასვლელად წმიდა ანდრია
პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს)
აკურთხა და თან თავისი ხატი
გამოატანა.
წმიდა ანდრიამ და წმიდა სვიმონ კანანელმა
(ხს. 10 მაისს) ქრისტეს სჯული იქადაგეს
დიდაჭარაში, სამხრეთ საქართველოში,
შემდგომ შავი ზღვის მთელ სანაპიროზე,
სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. წმიდა სვიმონ
კანანელი აფხაზეთში დარჩა და იქვე აღესრულა
მოწამეობრივად (დაკრძალულია ანაკოფიაში).
სხვადასხვა დროს ქართლში ყოფილან
მოციქულები: წმიდა მატათა (ხს. 9 აგვისტოს),
წმიდა ბართლომე (ხს. 11 ივნისს). მატათას
წმიდა ნაწილები აჭარაში, გონიოში განისვენებს.
IV საუკუნის დასაწყისში, სანამ
აღმოსავლეთ საქართველოში
ქრისტიანობა სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადდებოდა,
დასავლეთში, კერძოდ,
ბიჭვინთაში, საეკლესიო
იერარქია უკვე არსებობდა:
პირველ მსოფლიო კრებას
ესწრებოდა ბიჭვინთის
ეპისკოპოსი.
IV საუკუნის დასაწყისში, როცა რომში ქრისტიანობა
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, წმიდათა
მოციქულთასწორთა მირიან და ნანას (ხს. 1 ოქრომბერს)
მეფობის ჟამს, ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოვიდა წმიდა
ნინო (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს). შემდეგ, მირიან მეფის
თხოვნით, წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს)
გამოგზავნა იოანე ეპისკოპოსი ორი მღვდლითა და სამი
დიაკვნით, რომელთაც ნათელ-სცეს ქართველებს. ასე ჩაეყარა
საფუძველი საქართველოს ეკლესიას. იოანეს ანტიოქიის
პატრიარქად არჩევამ განაპირობა ის ფაქტი, რომ კრებამ
საქართველოს ეკლესიაც ანტიოქიის საპატრიარქოს მიათვალა.
V საუკუნის მეორე ნახევარში წმინდა
მეფე ვახტანგ გორგასლის თხოვნით
ბიზანტიის იმპერატორისა და
კონსტანტინოპოლის პატრიარქის
შუამდგომლობით ანტიოქიის
საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას
თვითმწყსობა (ავტოკეფალია) მიანიჭა
და მცხეთის ეპისკოპოსი აყვანილ იქნა
კათალიკოსის პატივში . ეს პატივი კი
წილად ხვდა კონსტანტინოპოლიდან
მოვლენილ პეტრეს . ხოლო, XI
საუკუნის დასაწყისიდან ,
საქართველოს ერთიანი მონარქიის
პირობებში საქართველოს ეკლესიის
უმაღლესი იერარქი ატარებდა
სრულიად საქართველოს კათალიკოს
პატრიარქის ტიტულს
შემდეგ საუკუნეებში
მოშურნეებმა ქართული
ეკლესიის ავტოკეფალიის
უფლება ეჭვისქვეშ დააყენეს.
გიორგი მთაწმიდელი
იცავდა ქართულ ეკლესიას
და კულტურას უცხოელთა
შემოტევისაგან. ანტიოქიის
პატრიარქთან გამართულ
ცხარე კამათში 1057 მან
ბრწყინვალედ დაიცვა
ქართული ეკლესიის
ავტოკეფალობა, რაც ერის
ღირსებისა და კულტურის
თვითმყოფობის
დამადასტურებლად
ესახებოდა
სვიმონწმინდელმა ბერებმა მოინდომეს ქართველი მამების გაძევება
მონასტრიდან - „უცხო თესლთაგან“ მონასტრის გასათავისუფლებლად.
პატრიარქმა თავისთან დაიბარა ბერძნულად მოლაპარაკე წმიდა გიორგი
მთაწმინდელი. ღირსმა გიორგიმ ისეთი სიბრძნით იქადაგა
მართლმადიდებლობა, რომ მსმენელები გააკვირვა. პატრიარქმა
ცუდისმზრახველი სვიმონწმინდელნი შერისხა.
ცოტა ხნის შემდეგ პატრიარქს კვლავ მოახსენეს, საქართველოში მოციქულებს
არ უქადაგიათ, თვითონაც მცირერიცხოვანნი არიან, ამიტომ ისინი ანტიოქიის
პატრიარქის ხელმწიფების ქვეშ უნდა იყვნენო. პატრიარქმა მამა გიორგის
აუწყა: „მეფე თქუენი წინაშე ჩუენსა მოვიდეს და ჴელმწიფებასა ჩუენსა
დაემორჩილოსო“. წმიდა მამამ უპასუხა, რომ თუ იგი მოციქულ პეტრეს
საყდარში იჯდა, ქართველები პეტრეს უფროსი ძმის, ანდრიას მიერ
ნათელღებულნი იყვნენ და რადგან წესია, რომ წოდებული მწოდებელს
დაემორჩილოს და რაკი მწოდებელი იყო ანდრია და წოდებული - პეტრე,
მაშინ სწორედ ისინი უნდა დამორჩილებოდნენ ქართველებს! ბოლოს ისიც
დასძინა, რომ იყო ჟამი საბერძნეთში, როდესაც ხატებს ებრძოდნენ და მაშინ
იოანე გუთელი ეპისკოპოსი სწორედ საქართველოში, მცხეთას ეკურთხა
ეპისკოპოსად.
გაკვირვებულმა პატრიარქმა კეთილად გაიღიმა და აღიარა, რომ ამ ერთმა
ბერმა თავისი მსჯელობითა და არგუმენტებით, ბერძენი ბერების სიმრავლეს
სძლია. შემდეგ თეოდოსიმ და ანტიოქიელებმა აღიარეს საქართველოს
ეკლესიის მოციქულებრივი წარმოშობაც და სარწმუნოებრივი სიწმიდეც.
ავტოკეფალურობა იქცა იმ მთავარ მამოძრავებელ
ძალად, იმ საფუძვლად და სულიერ ღერძად, რომელზეც
დაშენდა შემდგომში ჩვენი სულიერება, ჩვენი დამწერლობა,
ჩვენი ხელოვნება და კულტურა, ჩვენი ხატწერა, ტიხრული
მინანქარი და სხვა. ერის ისტორიაში არის ისეთი მოვლენები,
რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. და აი,
სწორედ ასეთი მოვლენათაგანი იყო საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესია იმდენად გაძლიერდა,
რომ ის ამთლიანებდა ქართველ ერს. ასე რომ არ ყოფილიყო,
შეიძლება ერსაც ვეღარ ეარსება. საქართველოს ეკლესია ერს
სულიერ ძალას და ასევე, ინტელექტუალურ განვითარებას
ანიჭებდა.
ილია II. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №10, 2007 წ.
დიდი განსაცდელი
საქართველოს ეკლესიას
დაუდგა ქართული
სამეფოების გაუქმებისა და
რუსეთის მიერ მათი ანექსიის
პირობებში . 1811 -1814 წლებში
რუსეთის საიმპერატორო კარმა
უკანონოდ გააუქმა
საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალია, მოსპო
საპატრიარქო მმართველობა
და საქართველოს ეკლესია
საეგზარქოსოს უფლებით
დაუქვემდებარა რუსეთის
ეკლესიის სინოდს.
უკანასკნელი პატრიარქი
ანტონ II რუსეთში
გადაასახლეს .
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ქართული
ეკლესიის გაუქმების შესახებ ოფიციალურად არ
განუცხადებია. პირიქით, ანტონ II დიდი თავაზითა და
პატივისცემით გაიყვანეს საქართველოდან ქართული
ეკლესიის შინაგანი აშლილობის მოწესრიგების საბაბით,
მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა ქართველობა,
რომ ხელისუფლებას, შესაძლოა, ქართული ეკლესიის
ავტოკეფალიის გაუქმებაზე ეფიქრა. ეგზარქოსობის
დამყარება ნორმალურ მდგომარეობად მიაჩნდათ.
როცა რუსებმა ანტონ II-ის მონაცვლე
„ეგზარხოსად“, ქართული ეკლესიის
„მეთაურად“ დასვეს ვარლამ
ერისთავი, მას არ მიანიჭეს
კათალიკოზის წოდება, ქართველები
ფიქრობდნენ, რომ ანტონ II, ე.ი.
კანონიერი კათალიკოზი, რუსეთში
იმყოფებოდა, როგორც ხელისუფლება
ამბობდა, „ავადმყოფობის“ გამო,
ამიტომაც, ცხადია, მისი სიცოცხლის
დროს მისი მონაცვლისათვის
კათალიკოსის წოდების მინიჭება
სწორი არ იქნებოდა
1811 წლიდან ეკლესიებში წირვა-ლოცვის რუსულ
ენაზე წარმართვა ხალხში გაუცხოებას იწვევდა და
იდენტობას ართმევდა.
მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში დასავლეთ
საქართველოს აჯანყების დროს, როდესაც რუსებმა
განსაკუთრებული სისასტიკით ააოხრეს იმერეთი,
რაჭა-ლეჩხუმი და გურია, გარდა მოსახლეობის
გაძარცვისა და დახვრეტისა, „ერთმორწმუნე“ რუსებმა
ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს უმაღლეს
სასულიერო პირებს - სცემეს და თავზე
ტომარაჩამოცმულები ამყოფეს ექვთიმე გაენათელი და
დოსითეოს ქუთათელი (რის შედეგადაც დოსითეოს
ქუთათელი დაიხრჩო),ექვთიმე გაენათელი კი რუსეთში
გადაასახლეს.
რუსმა სასულიერო პირებმა გაძარცვეს ეკლესი
ები (სიონი, სვეტიცხოველი, ალავერდი, ნინოწ
მინდა, შემოქმედი, დიდუბე, დავით გარეჯის
სავანე ), რუსეთში გაიტანეს მტრების
შემოსევებს გადარჩენილი ქართული
ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის
უიშვიათესი ნიმუშები- მათ შორის, XI
საუკუნის უძველესი ქართული სახარება,
რომელიც ეგზარქოს ევსევის ნებართვით
გელათიდან ქუთაისის გუბერნატორმა
ლევაშოვმა გაიტანა. 1880-იან წლებში კი
ეგზარქოსმა პავლემ ცეცხლში დაწვა ქართულ
ენაზე დაბეჭდილი ათასობით წიგნი, გაძარცვა
ჭყონდიდისა და მეტეხის ტაძრები. ეგზარქოს
პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა
ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის
(ბეთლემის) ხატი .1860 წელს
ეგზარქოსმა ევსევიმ გელათის მონასტერში
დასვენებულ ხახულის ღვთისმშობლის ხატს
ძვირფასი თვლები დააძრო. .
რუსეთის მხრიდან ქართული ეკლესიების ძარცვისა და
ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების განადგურების
მთავარი მოტივი ფინანსურ სარგებელში არ იყო, მათ
სტრატეგიული მოტივი ჰქონდათ. ეს იყო კულტურული
გენოციდი, რომლის მთავარი მიზანი ქართული
კულტურული მემკვიდრეობის მოსპობით ეროვნული
თვითშეგნებისა თუ ღირებულებების გარდაქმნა ან
მთლიანად აღმოფხვრა იყო. იმ შემთხვევაში, თუ
განადგურდებოდა ინსტიტუტი, რომელიც ქართული
იდენტობის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა, უფრო
გაადვილდებოდა ქართველთა „რუსიფიკაციის“ პროცესი.
1905 წელს რუსეთის ეკლესიის მიერ დანიშნულმა
საქართველოს ეკლესიის მმართველმა ეგზარქოსმა
პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი საქართველოს
დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის იდეის
სისხლში ჩახრჩობა იყო.
ყოველივე ამას წინ აღუდგა უკვე XIXსაუკუნის 60-იანი წლებიდან
მოყოლებული საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით .ამ პროცესში აქტიურად იყო
ჩართული ქართველი სამღვდელოებაც .აღსანიშნავია აწ წმინდანად
შერაცხული გერასიმე ქიქოძის -გაბრიელ ეპისკოპოსის განსაკუთრებული
ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. მისი
მოღვაწეობის მნიშვნელობას ხშირად ილიას უზარმაზარ ღვაწლს
უტოლებენ .თვით ილიას შეფასებით ,,იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა
და მეცნიერებას ასარწმუნოებდა ...„და ,რაც მთავარია, ქართველი ერისა
და ქართული ეკლესიის სიწმინდეს იცავდა .
1886 წელს ეგზარქოსმა პავლემ სიონის საკათედრო ტაძარში
დაწყევლა ქართული ეკლესია და ქართველი ერი, რის გამოც
დიმიტრი ყიფიანმა მას ბოდიშის მოხდა და საქართველოს
დატოვება მოსთხოვა. ეგზარქოსი პავლეს მითითებით,
დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს და მალევე ,
1887 წელს კი მოკლეს.
ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა
XX საუკუნის დამდეგს გააქტიურდა . ამ ბრძოლას
სათავეში ედგნენ : ეპისკოპოსი კირიონი /გიორგი
საძაგლიშვილი /, ეპისკოპოსი ლეონიდე
/ლონგინოზ ოქროპირიძე /, არქიმანდრიტი
ამბროსი /ხელაია/, დეკანოზი კალისტრატე
/ ცინცაძე/.
ქართველი საზოგადოების დეპუტაცია ,
წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე)
მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-
დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე
მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალიის საკითხის განხილვა.
1905 წლის ივნისში თბილისში მოიწვიეს
ქართული სამღვდელოების კრება , რომლის
გადაწყვეტილება ასეთი იყო : ,, ,,მხოლოდ
თავისუფალ მმართველ ეკლესიას ძალუძს
დაიცვას წმინდა რწმენა თავის თავში “
ეგზარქოსმა ალექსიმ ჯარის გამოყენებით
დააშლევინა კრება , თუმცა ამისათვის
თვითონაც გაიწვიეს საქართველოდან .
საკითხის სიმწვავემ აიძულა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზი 1906 წ
პეტერბურგში დაენიშნა საქართველოს ეკლესიის საკითხების
განსახილველად ,,სინოდის წინარე სხდომა”., სადაც მოხსენებით გამოვიდნენ:
ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, პროფესორები ალ.ცაგარელი,
ალ.ხახანაშვილი, ნიკო მარი. კირიონის მოხსენების თემები იყო: 1) ქართული
საეკლესიო საკითხი; 2) რა აიძულებს ქართველებს, იმეცადინონ თავისი
ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე; 3) რომელ წელს მიენიჭა ივერიას
ავტოკეფალია; 4) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში. ქართველებმა
დაასაბუთეს, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია, აგრეთვე ის,
რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა
მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.
ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეებმა შეურაცხმყოფელი
გამოსვლებით ჩაშალეს კომისიის სხდომა. ქართველმა
მეცნიერებმა და ეპისკოპოსებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
სხდომა, მაგრამ ავტოკეფალიისათვის ბრძოლა არ
შეუწყვეტიათ : დაიბეჭდა ნაშრომები, რომლებშიც
ასაბუთებდნენ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის
აუცილებლობას .
რუსეთის ხელისუფლება მოვლენების ასეთ განვითარებას არ
მოელოდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა
ავტოკეფალისტებთან ანგარიშის გასასწორებლად . და როცა 1908წ
სოც-დემოკრატებმა თბილისში ეგზარქოსი ნიკონი მოკლეს, რუსმა
ნაციონალისტებმა ამაში ქართველი ეპისკოპოსები დაადანაშაულეს
. კერძოდ ,ეპისკოპოს კირიონს ჯერ უშუალოდ მკვლელობაში
დასდეს ბრალი და, როცა ეს ვერ დაამტკიცეს, იგი გამოძიების
გარეშე ტამბოვის გუბერნიის მონასტერში გადაასახლეს და
სასულიერო ხარისხი ჩამოართვეს .
კირიონი 1915 წლამდე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ
იმყოფებოდა , მისი განთავისუფლებისთვის იბრძოდნენ
არამარტო მოწინავე ქართველი მოღვაწეეები ,არამედ
ადამიანთა უფლებათა დაცვის ლიგის თავჯდომარე ჟორჟ
ლორანიც კი.
არც თვითონ კირიონი წყვეტდა ავტოკეფალიისთვის
ბრძოლას . ერთერთ წერილში იგი წერს:
,, ავტოკეფალიას ნუ მოუყრუეთ ყური , მაგისთანა კითხვა
სწრაფად არ წყდება . ხელსაყრელი გარემოებებით უნდა
ვისარგებლოთ . “
ასეთი ხელსაყრელი მომენტი დადგა 1917 წლის რუსეთის
თებერვლის რევოლუციის შედეგად , როცა ცარიზმი დაემხო
და თავისუფლების სიომ დაჰბერა .
1917 წლის 12-25 მარტს მცხეთის სვეტიცხოველში შეკრებილმა
ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე
მიიღო გადაწყვეტილება :
1) ამიერიდან ,12 მარტიდან გრძელდება საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალია.
2) დროებით , კათალიკოს-პატრიარქის ამორჩევამდე ,
ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოზი
ლეონიდე.
3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა დაეკისრა
აღმასრულებელ კომიტეტს , რომელშიც შედიან როგორც
საერო , ისე სასულიერო პირები “ .
1917 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა კათოლიკოზ-პატრიარქის
არჩევნები. კენჭისყრაზე დაშვებული იქნა ორი კანდიდატი
მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოზი კირიონი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის არჩევნები
ჩატარდა სიონის ტაძარში. არჩევნებში მონაწილეობდა 448
კაცი. სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქად
კრების მიერ არჩეული და დამტკიცებული იქნა ეპისკოპოსი
კირიონი.
ქართველმა ხალხმა განსაკუთრებული ზეიმით გადაიხადა
მცხეთაში, სვეტიცხოველში კირიონ II-ის კათოლოკოსად კურთხევა.
ეს დღე სვეტიცხოვლობას დაემთხვა. კათოლიკოზის კურთხევას
დაესწრნენ ინგლისის, ბელგიის, საფრანგეთის კონსულები.
„როდესაც კათოლოკოზი შემოსეს ძველებური ომოფორითა და
მიტრით, ეს იყო კიდევ ერთი ახალი წუთი, რომელმაც აგრძნობინა
ხალხს სანატრელი გაცოცხლება ძველი საქართველოსი. პატრიარქის
სახე იმ წუთში უსათუოდ დაუვიწყარია. ის იყო მთლიანად უძრავი
და განათებული. წარსული ტანჯვა სჩანდა მის ფერმკრთალობაში.
მისი ხმა იყო ნელი და მთრთოლავი და საკმევლის წმინდა
სურნელებაში მორწმუნე გული იგრძნობდა მისტიურად განგების
სიახლოვეს.“„სამშობლო, საყვარელო, ღვთისმშობლის
წილხვდომილო, ბრძმედსა შინა ტანჯვა -ვაებისას განწმენდილო!
შენთვის დაწეული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი,
მუდამ შენსკენ ლტოლვილი დღეს განგისვენებ ტკბილსა შინა
წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა
მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა … ვიცი, შენი
გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა
მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა
მოსილსა? ყური მომიპყარ: “არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ
მსახურებად შენდა და მიცემად სული ჩემი სახსრად შენდა” (მთ. 20:
28) მოვედი არა ვითარცა მწე სასყიდლით დადგინებული, არამედ
ვითარცა მწე ერთგული და მარად მორჩილი.“
კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს
მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებს,
რომელშიც მოკლედ, დასაბუთებულად გადმოსცემდა
საქართველოს ეკლესიის ისტორიას და მოითხოვდა
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას.
კირიონ II აკურთხა 1918 წლის 26 იანვარს , დავით
აღმაშენებლის ხსენების დღეს , ახლადგახსნილი
თბილისის უნივერსიტეტი .
ამ პერიოდშივე ახდა ქართველი ხალხის კიდევ
ერთი ოცნება და 1918 წლის 26 მაისს
გამოცხადდა საქართველოს
დამოუკიდებლობა .
სამწუხაროდ, საქართველოს სოციალ-
დემოკრატიულმა მთავრობამ სათანადო ყურადღება
ვერ დაუთმო საქართველოს ეკლესიას :
• 1918 წელს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ
გააუქმა სასულიერო სასწავლებლები
• პარლამენტის 1918 წლის 26 ნოემბრის
გადაწყვეტილებით სასწავლებლებში აიკრძალა
საღვთო რჯულის სწავლება
• დამფუძნებელმა კრებამ 1919 წელს გააუქმა
ზოგიერთი საეკლესიო უქმე დღე.
• საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანაში მოქმედ სხვა რელიგიურ კონფესიებს
გაუთანაბრეს .
ამ პირობებში საქართველოს ავტოკეფალური
ეკლესიის , ისევე როგორც ქართველი ერის
სამსახური დიდ თავგანწირვასა და მსხვერპლს
მოითხოვდა . პირველი მსხვერპლი თვითონ
კათალიკოს პატრიარქი კირიონ II გახდა ,
რომელიც 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის
მონასტერში , დღემდე დაუდგენელ ვითარებაში
იქნა მოკლული.
საშინაო სირთულეებს საგარეოც დაერთო .1917 წლის
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში
აღდგენილი საპატრიარქო ქართული ეკლესიის
დამოუკიდებლობას ვერ ურიგდებოდა . პატრიარქი
ნიკონი ,,ცთომილებათა მონანიებას მოითხოვდა
ქართული ეკლესიის მესვეურთაგან . “.
1920 წლის 27 ივნისს მეორე საეკლესიო კრებამ
განიხილა ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის ,
სასულიერო სასწავლებლების განათლების
სამინისტროსათვის გადაცემის და სხვა საკითხები და
იმავე კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე სრულიად
საქართველოს პატრიარქად დაამტკიცა .
მძიმე 1921 წლის თებერვალში, როცა საბჭოთა რუსეთის
ჯარები უტევდნენ საქართველოს , პატრიარქმა
ლეონიდემ სამხედრო ტაძრის ეზოში ერს ხელუფლების
მხარში დგომისკენ მოუწოდა .
,, სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვა გვიკარნახებს
მთელი ჩვენი ენერგიის , ქონებისა და სიცოცხლის
მიტანას მართლის სამსხვერპლოზე . “
და როცა ეს ,,ზომას აღმატებული უბედურება” მაინც
მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს ,კათალიკოს
პატრიარქმა ერის თავს დამტყდარი უბედურება ვეღარ
გადაიტანა . იგი შავი ჭირის ეპიდემიით 1921 წლის 11
ივნისს გარდაიცვალა .
სექტემბერში მესამე საეკლესიო კრებამ გელათში
კათალიკოს პატრიარქად აირჩია ცხუმ აფხაზეთის
მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია .
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის
შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა , რაც
განპირობებული იყო ერთ მხრივ -საბჭოთა
ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკით ,
ხოლო მეორე მხრივ რუსეთის ეკლესიის
დამოკიდულებით .
ამბროსი ხელაია იყო თავდადებული ავტოკეფალისტი,
ამიტომაც განიცდიდა საშინელ დევნა-შევიწროებას.
1908 წელს იგი საქართველოდან გადაასახლეს.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის
შემდეგ ის ჯერ ჭყონდიდის, ხოლო 1919 წლიდან ცხუმ-
აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო.საქართველოს
გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკი აქტივისტები ეკლესია-
მონასტრებიდან დაურიდებლად ეზიდებოდნენ
საეკლესიო ქონებას, ანადგურებდნენ ხატებსა და
საღვთისმსახურო წიგნებს. საჭირო იყო ამ
ბარბაროსობის მხილება. ეს მისია თავის თავზე აიღო
პატრიარქმა ამბროსიმ
1922 წელს გენუის კონფერენციას მემორანდუმით
მიმართა, სადაც წერდა:
„ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას
უბილწავენ მამა-პაპურ ეროვნულ კულტურას,
უბღალავენ წმინდათა-წმინდას სარწმუნოებრივ
გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ,
ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს
რელიგიური მოთხოვნილება. მისი სამღვდელოება
უკიდურესად დევნილია, მისი ეკლესია, ეს
ძველისძველი ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-
სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა დღეს
უფლებააყრილია.“კათალიკოსი მოითხოვდა
საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების
დაუყოვნებლივ გაყვანას, რათა ქართველ ხალხს
დამოუკიდებლად შეძლებოდა არჩევანის გაკეთება .
ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. მალე დაიწყო საქართველოს კათოლიკოს-
პატრიარქისა და სხვა სასულიერო პირების სასამართლო პროცესი.
სასამართლომ უარი თქვა პავლე ინგოროყვასა და ივანე
ჯავახიშვილის მოწმეებად გამოძახებაზე, სამაგიეროდ „სულგრძელად
დაუთმო” სასამართლოს „ტრიბუნა” პროლეტარიატის წარომადგენლებს:
ორზუმელოვს, ვარლამოვს, გუბლიევას, ოქიევს, რომლებიც საქართველოს
მართლმადიდებელ ეკლესიასა და სამღვდელოებას „მრავალსაუკუნოვან
ბოროტებად” და „მშრომელი ხალხის” მტრად აცხადებდნენ და
მოითხოვდნენ „ბნელეთის მოციქული” სასულიერო პირების სასტიკ
დასჯას. სასამართლოზე კათოლიკოს-პატრიარქმა წარმოთქვა შესანიშნავი
სიტყვა სათაურით: „მე აღვასრულე ჩემი ვალი”, რომელშიც დაასაბუთა,
თუ როგორი უკანონო გზით შემოვიდა რუსეთის ჯარი საქართველოში,
რომ ადგილობრივი ხელისუფლება არის მოსკოვის მარიონეტი, რომ
მისთვის ყველანაირი სასჯელი, სამოციქულო ეკლესიისა და
სახელმწიფოებრიობის დაცვისათვის მიღებული, იქნება
„ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო,
მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში. იმ ქართველისა,
რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს
სიყვარული.“
საბჭოთა სასამართლომ პატრიარქს შვიდი წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის მეტეხის ციხეში
ჩასვეს. საქართველოს ეკლესიაში უმძიმესი ვითარება
შეიქმნა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის დაპატიმრების
შემდეგ. 1924 წლის აჯანყების ჩახშობისა და მასობრივი
რეპრესიების შემდეგ ბოლშევიკებმა გამოსცეს ამნისტია,
რომლის საფუძველზეც საპატიმროდან გაათავისუფლეს
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, რომლის ჯანმრთელობა
ძალიან იყო შერყეული. პატრიარქმა მაინც მოინდომა
სიონში წირვის ჩატარება, თუმცა როცა ამბიონზე ჯვარ-
სანთლებით გავიდა და ერი დალოცა გონება დაკარგა და
ჩაიკეცა. ამის შემდეგ მას დიდხანს აღარ უცოცხლია.
პატრიარქი 1927 წლის 27 მარტს გარდაიცვალა. დიდი
რეპრესიების მიუხედავად კათოლიკოს-პატრიარქის
დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო. საქართველოსა და
ქართველი ერისათვის თავდადებული მწყემსმთავარი
გულმხურვალედ დაიტირეს ქართულ ემიგრაციაშიც.
საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა
ბრძოლა ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგ.
ამის დასტური იყო ისიც, რომ 1929 წელს
შეიქმნა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი”.
საქართველოს ეკლესია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე
იდგა.ამ ვითარებაში პატრიარქმა ქრისტოფორე III
შემრიგებლური ნაბიჯი გადადგა. მან
ხელისუფლებისადმი ლოიალობის კურსი გამოაცხადა.
ასეთმა პოლიტიკამ, მართალია ქართული ეკლესია
ფიზიკურად გადაარჩინა, მაგრამ სამაგიეროდ როგორც
საქართველოში, ისე ქართულ ემიგრაციაში ასეთმა
გადაწყვეტილებამ დიდი გულისტკივილი და
იმედგაცრუება გამოიწვია.
ქართული ეკლესიის დიდი მოღვაწე კალისტრატე ცინცაძე
1932 წელს აირჩიეს კათალიკოს პატრიარქად . იგი იყო
განათლებული მღვდელმთავარი და ქართული ეკლესიის
ავტოკეფალიისათვის თავდადებული მებრძოლი . თავისი
უდიდესი ავტორიტეტის წყალობით შეინარჩუნა
საქართველოს ეკლესია. პატრიარქის მცდელობით 1943
წელს ( და ი.სტალინის) რუსეთის ეკლესიამ ცნო
საქართველოს ეკლესიის თავისთავადობა და ამის შესახებ
აცნობა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ მწყემსმთავრებს
რითაც ქართულ ეკლესიას გზა გაეხსნა მსოფლიოს სხვა
საპატრიარქოებთან საურთიერთობოდ . კათოლიკოსმა
კალისტრატემ ქადაგებებითა თუ საქართველოს ეკლესიის
ხელთ არსებული მატერიალური შესაძლებლობებით
გარკვეული წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის
დროს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
1952 წელს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე
ცინცაძე გარდაიცვალა. კოკისპირული წვიმის
მიუხედავად პატრიარქის დაკრძალვას უამრავი ხალხი
დაესწრო.
1952-1977 წლამდე კათალიკოს პატრიარქის საყდარზე
ერთმანეთს სცვლიდნენ : მელქისედეკ III ფხალაძე ,
ეფრემ II სიდამონიძე, დავით V დევდარიანი
განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს
ეკლესიის განმტკიცების , მისი ავტორიტეტის
ზრდის საქმეში შეიტანა სრულიად საქართველოს
პატრიარქმა ილია მეორემ . 1977 წლის 25
დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში
მოხდა ახლადარჩეული სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრება.
უწმინდესმა და უნეტარესმა სვეტიცხოველში
წარმოთქმულ სიტყვაში განსაზღვრა საქართველოს
ეკლესიის მომავალი, სამოქმედო გეგმა და დასძინა:
„მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს,
საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ
წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა
ღმერთმა.“
საქართველოს ეკლესიამ
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-
ის მეთაურობით ზუსტად
განსაზღვრა თავისი
ისტორიული როლი და მისია
ქართველი ერის ცხოვრებაში.
უმნიშვნელოვანესი მოვლენა
1990 წელს მოხდა : მსოფლიო
საპატრიარქომ ქართულ
ეკლესიას მიანიჭა მტკიცების
სიგელი, რითაც მთელმა
მართლმადიდებელმა სამყარომ
სცნო საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალია.
ავტოკეფალიის აღდგენის ასწლოვან
მატიანეში სრულიად უნიკალური ნიშა
უპყრია ჩვენს პატრიარქს . ორმოცი წელი
დაუღალავი მოღვაწეობისა და შედეგი - ჩვენი
საზოგადოების ტრანსფორმაცია საბჭოური
ათეისტური მემკვიდრეობიდან ტაძრებამდე ,
რომლებიც მრევლს ვერ იტევს (ვიდეო), სადაც
იგალობება პატრიარქის შექმნილი
საგალობლები , სადაც დავანებულია
პატრიარქის დაწერილი ხატები .
,,მზიანი ღამე „ უწოდა პარტიარქმა თავის
სირთულეებითა და დაბრკოლებებით აღსავსე
მოღვაწეობას . პოეტს დავესესხებით და
იმედით ვიტყვით :
,,გათენდება დილა მზიანი და ყოველ ბინდსა
ის განანათლებს „

More Related Content

What's hot

წმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილიწმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილიbakurgelashvili
 
ახალი ტურისტული მარშრუტი
ახალი ტურისტული მარშრუტიახალი ტურისტული მარშრუტი
ახალი ტურისტული მარშრუტიmarine2109
 

What's hot (6)

ასურელი მამები
ასურელი მამებიასურელი მამები
ასურელი მამები
 
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილიწმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
 
Agdgoma lazar svili
Agdgoma  lazar sviliAgdgoma  lazar svili
Agdgoma lazar svili
 
Mcxetoba
McxetobaMcxetoba
Mcxetoba
 
Wminda nino
Wminda ninoWminda nino
Wminda nino
 
ახალი ტურისტული მარშრუტი
ახალი ტურისტული მარშრუტიახალი ტურისტული მარშრუტი
ახალი ტურისტული მარშრუტი
 

Similar to საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3

ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდეekachexani
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიTamuna Bostoganashvili
 
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptxქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptxMariamZhorzholiani2
 
სასწავლო შემოქმედებითი ვიზიტი მარტვილში (1)
სასწავლო შემოქმედებითი        ვიზიტი მარტვილში (1)სასწავლო შემოქმედებითი        ვიზიტი მარტვილში (1)
სასწავლო შემოქმედებითი ვიზიტი მარტვილში (1)nonanona11111
 
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთანnino abuladze
 
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრებაბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრებაMaia Esartia
 
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილივახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიMarina Tarkashvili
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიbakurgelashvili
 
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარიროდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარიninochi68
 
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზეგრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზეsophikojanashia
 
პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია
პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაციაპროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია
პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაციაmarine kvaratskhelia
 
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptxქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptxMariamZhorzholiani2
 
New microsoft power point presentation
New microsoft power point presentationNew microsoft power point presentation
New microsoft power point presentationmarina 77
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოMaia Esartia
 
kacxis sveti C I U
kacxis sveti  C I Ukacxis sveti  C I U
kacxis sveti C I Udefoo
 

Similar to საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3 (18)

ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდე
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერი
 
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptxქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptx
 
სასწავლო შემოქმედებითი ვიზიტი მარტვილში (1)
სასწავლო შემოქმედებითი        ვიზიტი მარტვილში (1)სასწავლო შემოქმედებითი        ვიზიტი მარტვილში (1)
სასწავლო შემოქმედებითი ვიზიტი მარტვილში (1)
 
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
 
prrr
prrrprrr
prrr
 
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრებაბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
 
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილივახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
 
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარიროდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
 
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზეგრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
 
პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია
პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაციაპროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია
პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია
 
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptxქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptx
 
New microsoft power point presentation
New microsoft power point presentationNew microsoft power point presentation
New microsoft power point presentation
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველო
 
kacxis sveti C I U
kacxis sveti  C I Ukacxis sveti  C I U
kacxis sveti C I U
 

More from Nino Bidzinashvili

ისტორიული ვიქტორინა ,,საქართველოს დიდი მეფეები"
ისტორიული ვიქტორინა ,,საქართველოს დიდი მეფეები"ისტორიული ვიქტორინა ,,საქართველოს დიდი მეფეები"
ისტორიული ვიქტორინა ,,საქართველოს დიდი მეფეები"Nino Bidzinashvili
 
გეოგრაფიული ვიქტორინა
გეოგრაფიული ვიქტორინა გეოგრაფიული ვიქტორინა
გეოგრაფიული ვიქტორინა Nino Bidzinashvili
 
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა Nino Bidzinashvili
 
ქვემო ქართლი- მსოფლიო რელიგიების გზაჯვარედინზე
ქვემო ქართლი- მსოფლიო რელიგიების გზაჯვარედინზე ქვემო ქართლი- მსოფლიო რელიგიების გზაჯვარედინზე
ქვემო ქართლი- მსოფლიო რელიგიების გზაჯვარედინზე Nino Bidzinashvili
 
ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი
ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი
ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი Nino Bidzinashvili
 
დმანისის სიონი
დმანისის სიონი დმანისის სიონი
დმანისის სიონი Nino Bidzinashvili
 
თამაში მეორე(კაპიტნების თამაში)
თამაში მეორე(კაპიტნების თამაში)თამაში მეორე(კაპიტნების თამაში)
თამაში მეორე(კაპიტნების თამაში)Nino Bidzinashvili
 
თამაში მეორე
თამაში მეორე თამაში მეორე
თამაში მეორე Nino Bidzinashvili
 
თამაში პირველი(კაპიტნების კონკურსი)
თამაში პირველი(კაპიტნების კონკურსი) თამაში პირველი(კაპიტნების კონკურსი)
თამაში პირველი(კაპიტნების კონკურსი) Nino Bidzinashvili
 
თამაში პირველი
თამაში პირველითამაში პირველი
თამაში პირველიNino Bidzinashvili
 
ქვემო ქართლი - მსოფლიო რელიგიების გზაჯვარებინზე
ქვემო ქართლი - მსოფლიო რელიგიების გზაჯვარებინზე ქვემო ქართლი - მსოფლიო რელიგიების გზაჯვარებინზე
ქვემო ქართლი - მსოფლიო რელიგიების გზაჯვარებინზე Nino Bidzinashvili
 
27 სექტემბერი
27  სექტემბერი27  სექტემბერი
27 სექტემბერიNino Bidzinashvili
 
istoriuli kvleva /damxmare dargebi
istoriuli kvleva /damxmare  dargebi istoriuli kvleva /damxmare  dargebi
istoriuli kvleva /damxmare dargebi Nino Bidzinashvili
 
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიში
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიშისაზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიში
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიშიNino Bidzinashvili
 
კარიბის კრიზისი
კარიბის კრიზისი კარიბის კრიზისი
კარიბის კრიზისი Nino Bidzinashvili
 
თეატრი/ავტორი ანა ბადალიანი
თეატრი/ავტორი ანა ბადალიანი თეატრი/ავტორი ანა ბადალიანი
თეატრი/ავტორი ანა ბადალიანი Nino Bidzinashvili
 

More from Nino Bidzinashvili (20)

ისტორიული ვიქტორინა ,,საქართველოს დიდი მეფეები"
ისტორიული ვიქტორინა ,,საქართველოს დიდი მეფეები"ისტორიული ვიქტორინა ,,საქართველოს დიდი მეფეები"
ისტორიული ვიქტორინა ,,საქართველოს დიდი მეფეები"
 
გეოგრაფიული ვიქტორინა
გეოგრაფიული ვიქტორინა გეოგრაფიული ვიქტორინა
გეოგრაფიული ვიქტორინა
 
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
 
ქვემო ქართლი- მსოფლიო რელიგიების გზაჯვარედინზე
ქვემო ქართლი- მსოფლიო რელიგიების გზაჯვარედინზე ქვემო ქართლი- მსოფლიო რელიგიების გზაჯვარედინზე
ქვემო ქართლი- მსოფლიო რელიგიების გზაჯვარედინზე
 
შავნაბადა
შავნაბადა შავნაბადა
შავნაბადა
 
ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი
ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი
ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი
 
დმანისის სიონი
დმანისის სიონი დმანისის სიონი
დმანისის სიონი
 
თამაში
თამაში თამაში
თამაში
 
ტაძარი
ტაძარი ტაძარი
ტაძარი
 
თამაში მეორე(კაპიტნების თამაში)
თამაში მეორე(კაპიტნების თამაში)თამაში მეორე(კაპიტნების თამაში)
თამაში მეორე(კაპიტნების თამაში)
 
თამაში მეორე
თამაში მეორე თამაში მეორე
თამაში მეორე
 
თამაში პირველი(კაპიტნების კონკურსი)
თამაში პირველი(კაპიტნების კონკურსი) თამაში პირველი(კაპიტნების კონკურსი)
თამაში პირველი(კაპიტნების კონკურსი)
 
თამაში პირველი
თამაში პირველითამაში პირველი
თამაში პირველი
 
ქვემო ქართლი - მსოფლიო რელიგიების გზაჯვარებინზე
ქვემო ქართლი - მსოფლიო რელიგიების გზაჯვარებინზე ქვემო ქართლი - მსოფლიო რელიგიების გზაჯვარებინზე
ქვემო ქართლი - მსოფლიო რელიგიების გზაჯვარებინზე
 
27 სექტემბერი
27  სექტემბერი27  სექტემბერი
27 სექტემბერი
 
istoriuli kvleva /damxmare dargebi
istoriuli kvleva /damxmare  dargebi istoriuli kvleva /damxmare  dargebi
istoriuli kvleva /damxmare dargebi
 
Colours of your life
Colours  of your lifeColours  of your life
Colours of your life
 
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიში
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიშისაზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიში
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიში
 
კარიბის კრიზისი
კარიბის კრიზისი კარიბის კრიზისი
კარიბის კრიზისი
 
თეატრი/ავტორი ანა ბადალიანი
თეატრი/ავტორი ანა ბადალიანი თეატრი/ავტორი ანა ბადალიანი
თეატრი/ავტორი ანა ბადალიანი
 

საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3

  • 2. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთერთი უძველესია მსოფლიოში . გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით თავის ნაცვლად ივერიაში წამოსასვლელად წმიდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) აკურთხა და თან თავისი ხატი გამოატანა.
  • 3. წმიდა ანდრიამ და წმიდა სვიმონ კანანელმა (ხს. 10 მაისს) ქრისტეს სჯული იქადაგეს დიდაჭარაში, სამხრეთ საქართველოში, შემდგომ შავი ზღვის მთელ სანაპიროზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. წმიდა სვიმონ კანანელი აფხაზეთში დარჩა და იქვე აღესრულა მოწამეობრივად (დაკრძალულია ანაკოფიაში). სხვადასხვა დროს ქართლში ყოფილან მოციქულები: წმიდა მატათა (ხს. 9 აგვისტოს), წმიდა ბართლომე (ხს. 11 ივნისს). მატათას წმიდა ნაწილები აჭარაში, გონიოში განისვენებს.
  • 4. IV საუკუნის დასაწყისში, სანამ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, დასავლეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში, საეკლესიო იერარქია უკვე არსებობდა: პირველ მსოფლიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი.
  • 5. IV საუკუნის დასაწყისში, როცა რომში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, წმიდათა მოციქულთასწორთა მირიან და ნანას (ხს. 1 ოქრომბერს) მეფობის ჟამს, ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოვიდა წმიდა ნინო (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს). შემდეგ, მირიან მეფის თხოვნით, წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოგზავნა იოანე ეპისკოპოსი ორი მღვდლითა და სამი დიაკვნით, რომელთაც ნათელ-სცეს ქართველებს. ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ეკლესიას. იოანეს ანტიოქიის პატრიარქად არჩევამ განაპირობა ის ფაქტი, რომ კრებამ საქართველოს ეკლესიაც ანტიოქიის საპატრიარქოს მიათვალა.
  • 6. V საუკუნის მეორე ნახევარში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის თხოვნით ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის შუამდგომლობით ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმწყსობა (ავტოკეფალია) მიანიჭა და მცხეთის ეპისკოპოსი აყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში . ეს პატივი კი წილად ხვდა კონსტანტინოპოლიდან მოვლენილ პეტრეს . ხოლო, XI საუკუნის დასაწყისიდან , საქართველოს ერთიანი მონარქიის პირობებში საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ტიტულს
  • 7. შემდეგ საუკუნეებში მოშურნეებმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება ეჭვისქვეშ დააყენეს. გიორგი მთაწმიდელი იცავდა ქართულ ეკლესიას და კულტურას უცხოელთა შემოტევისაგან. ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ ცხარე კამათში 1057 მან ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალობა, რაც ერის ღირსებისა და კულტურის თვითმყოფობის დამადასტურებლად ესახებოდა
  • 8. სვიმონწმინდელმა ბერებმა მოინდომეს ქართველი მამების გაძევება მონასტრიდან - „უცხო თესლთაგან“ მონასტრის გასათავისუფლებლად. პატრიარქმა თავისთან დაიბარა ბერძნულად მოლაპარაკე წმიდა გიორგი მთაწმინდელი. ღირსმა გიორგიმ ისეთი სიბრძნით იქადაგა მართლმადიდებლობა, რომ მსმენელები გააკვირვა. პატრიარქმა ცუდისმზრახველი სვიმონწმინდელნი შერისხა. ცოტა ხნის შემდეგ პატრიარქს კვლავ მოახსენეს, საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, თვითონაც მცირერიცხოვანნი არიან, ამიტომ ისინი ანტიოქიის პატრიარქის ხელმწიფების ქვეშ უნდა იყვნენო. პატრიარქმა მამა გიორგის აუწყა: „მეფე თქუენი წინაშე ჩუენსა მოვიდეს და ჴელმწიფებასა ჩუენსა დაემორჩილოსო“. წმიდა მამამ უპასუხა, რომ თუ იგი მოციქულ პეტრეს საყდარში იჯდა, ქართველები პეტრეს უფროსი ძმის, ანდრიას მიერ ნათელღებულნი იყვნენ და რადგან წესია, რომ წოდებული მწოდებელს დაემორჩილოს და რაკი მწოდებელი იყო ანდრია და წოდებული - პეტრე, მაშინ სწორედ ისინი უნდა დამორჩილებოდნენ ქართველებს! ბოლოს ისიც დასძინა, რომ იყო ჟამი საბერძნეთში, როდესაც ხატებს ებრძოდნენ და მაშინ იოანე გუთელი ეპისკოპოსი სწორედ საქართველოში, მცხეთას ეკურთხა ეპისკოპოსად. გაკვირვებულმა პატრიარქმა კეთილად გაიღიმა და აღიარა, რომ ამ ერთმა ბერმა თავისი მსჯელობითა და არგუმენტებით, ბერძენი ბერების სიმრავლეს სძლია. შემდეგ თეოდოსიმ და ანტიოქიელებმა აღიარეს საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი წარმოშობაც და სარწმუნოებრივი სიწმიდეც.
  • 9. ავტოკეფალურობა იქცა იმ მთავარ მამოძრავებელ ძალად, იმ საფუძვლად და სულიერ ღერძად, რომელზეც დაშენდა შემდგომში ჩვენი სულიერება, ჩვენი დამწერლობა, ჩვენი ხელოვნება და კულტურა, ჩვენი ხატწერა, ტიხრული მინანქარი და სხვა. ერის ისტორიაში არის ისეთი მოვლენები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. და აი, სწორედ ასეთი მოვლენათაგანი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესია იმდენად გაძლიერდა, რომ ის ამთლიანებდა ქართველ ერს. ასე რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ერსაც ვეღარ ეარსება. საქართველოს ეკლესია ერს სულიერ ძალას და ასევე, ინტელექტუალურ განვითარებას ანიჭებდა. ილია II. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №10, 2007 წ.
  • 10. დიდი განსაცდელი საქართველოს ეკლესიას დაუდგა ქართული სამეფოების გაუქმებისა და რუსეთის მიერ მათი ანექსიის პირობებში . 1811 -1814 წლებში რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. უკანასკნელი პატრიარქი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს .
  • 11. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ქართული ეკლესიის გაუქმების შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია. პირიქით, ანტონ II დიდი თავაზითა და პატივისცემით გაიყვანეს საქართველოდან ქართული ეკლესიის შინაგანი აშლილობის მოწესრიგების საბაბით, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა ქართველობა, რომ ხელისუფლებას, შესაძლოა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაზე ეფიქრა. ეგზარქოსობის დამყარება ნორმალურ მდგომარეობად მიაჩნდათ.
  • 12. როცა რუსებმა ანტონ II-ის მონაცვლე „ეგზარხოსად“, ქართული ეკლესიის „მეთაურად“ დასვეს ვარლამ ერისთავი, მას არ მიანიჭეს კათალიკოზის წოდება, ქართველები ფიქრობდნენ, რომ ანტონ II, ე.ი. კანონიერი კათალიკოზი, რუსეთში იმყოფებოდა, როგორც ხელისუფლება ამბობდა, „ავადმყოფობის“ გამო, ამიტომაც, ცხადია, მისი სიცოცხლის დროს მისი მონაცვლისათვის კათალიკოსის წოდების მინიჭება სწორი არ იქნებოდა
  • 13. 1811 წლიდან ეკლესიებში წირვა-ლოცვის რუსულ ენაზე წარმართვა ხალხში გაუცხოებას იწვევდა და იდენტობას ართმევდა. მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში დასავლეთ საქართველოს აჯანყების დროს, როდესაც რუსებმა განსაკუთრებული სისასტიკით ააოხრეს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია, გარდა მოსახლეობის გაძარცვისა და დახვრეტისა, „ერთმორწმუნე“ რუსებმა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს უმაღლეს სასულიერო პირებს - სცემეს და თავზე ტომარაჩამოცმულები ამყოფეს ექვთიმე გაენათელი და დოსითეოს ქუთათელი (რის შედეგადაც დოსითეოს ქუთათელი დაიხრჩო),ექვთიმე გაენათელი კი რუსეთში გადაასახლეს.
  • 14. რუსმა სასულიერო პირებმა გაძარცვეს ეკლესი ები (სიონი, სვეტიცხოველი, ალავერდი, ნინოწ მინდა, შემოქმედი, დიდუბე, დავით გარეჯის სავანე ), რუსეთში გაიტანეს მტრების შემოსევებს გადარჩენილი ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათესი ნიმუშები- მათ შორის, XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება, რომელიც ეგზარქოს ევსევის ნებართვით გელათიდან ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა გაიტანა. 1880-იან წლებში კი ეგზარქოსმა პავლემ ცეცხლში დაწვა ქართულ ენაზე დაბეჭდილი ათასობით წიგნი, გაძარცვა ჭყონდიდისა და მეტეხის ტაძრები. ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) ხატი .1860 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ გელათის მონასტერში დასვენებულ ხახულის ღვთისმშობლის ხატს ძვირფასი თვლები დააძრო. .
  • 15. რუსეთის მხრიდან ქართული ეკლესიების ძარცვისა და ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების განადგურების მთავარი მოტივი ფინანსურ სარგებელში არ იყო, მათ სტრატეგიული მოტივი ჰქონდათ. ეს იყო კულტურული გენოციდი, რომლის მთავარი მიზანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოსპობით ეროვნული თვითშეგნებისა თუ ღირებულებების გარდაქმნა ან მთლიანად აღმოფხვრა იყო. იმ შემთხვევაში, თუ განადგურდებოდა ინსტიტუტი, რომელიც ქართული იდენტობის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა, უფრო გაადვილდებოდა ქართველთა „რუსიფიკაციის“ პროცესი. 1905 წელს რუსეთის ეკლესიის მიერ დანიშნულმა საქართველოს ეკლესიის მმართველმა ეგზარქოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის იდეის სისხლში ჩახრჩობა იყო.
  • 16. ყოველივე ამას წინ აღუდგა უკვე XIXსაუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით .ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ქართველი სამღვდელოებაც .აღსანიშნავია აწ წმინდანად შერაცხული გერასიმე ქიქოძის -გაბრიელ ეპისკოპოსის განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. მისი მოღვაწეობის მნიშვნელობას ხშირად ილიას უზარმაზარ ღვაწლს უტოლებენ .თვით ილიას შეფასებით ,,იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა ...„და ,რაც მთავარია, ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის სიწმინდეს იცავდა .
  • 17. 1886 წელს ეგზარქოსმა პავლემ სიონის საკათედრო ტაძარში დაწყევლა ქართული ეკლესია და ქართველი ერი, რის გამოც დიმიტრი ყიფიანმა მას ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ეგზარქოსი პავლეს მითითებით, დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს და მალევე , 1887 წელს კი მოკლეს.
  • 18. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა XX საუკუნის დამდეგს გააქტიურდა . ამ ბრძოლას სათავეში ედგნენ : ეპისკოპოსი კირიონი /გიორგი საძაგლიშვილი /, ეპისკოპოსი ლეონიდე /ლონგინოზ ოქროპირიძე /, არქიმანდრიტი ამბროსი /ხელაია/, დეკანოზი კალისტრატე / ცინცაძე/.
  • 19. ქართველი საზოგადოების დეპუტაცია , წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ- დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. 1905 წლის ივნისში თბილისში მოიწვიეს ქართული სამღვდელოების კრება , რომლის გადაწყვეტილება ასეთი იყო : ,, ,,მხოლოდ თავისუფალ მმართველ ეკლესიას ძალუძს დაიცვას წმინდა რწმენა თავის თავში “ ეგზარქოსმა ალექსიმ ჯარის გამოყენებით დააშლევინა კრება , თუმცა ამისათვის თვითონაც გაიწვიეს საქართველოდან .
  • 20. საკითხის სიმწვავემ აიძულა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზი 1906 წ პეტერბურგში დაენიშნა საქართველოს ეკლესიის საკითხების განსახილველად ,,სინოდის წინარე სხდომა”., სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, პროფესორები ალ.ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ნიკო მარი. კირიონის მოხსენების თემები იყო: 1) ქართული საეკლესიო საკითხი; 2) რა აიძულებს ქართველებს, იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე; 3) რომელ წელს მიენიჭა ივერიას ავტოკეფალია; 4) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში. ქართველებმა დაასაბუთეს, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია, აგრეთვე ის, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.
  • 21. ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეებმა შეურაცხმყოფელი გამოსვლებით ჩაშალეს კომისიის სხდომა. ქართველმა მეცნიერებმა და ეპისკოპოსებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა, მაგრამ ავტოკეფალიისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტიათ : დაიბეჭდა ნაშრომები, რომლებშიც ასაბუთებდნენ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას .
  • 22. რუსეთის ხელისუფლება მოვლენების ასეთ განვითარებას არ მოელოდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა ავტოკეფალისტებთან ანგარიშის გასასწორებლად . და როცა 1908წ სოც-დემოკრატებმა თბილისში ეგზარქოსი ნიკონი მოკლეს, რუსმა ნაციონალისტებმა ამაში ქართველი ეპისკოპოსები დაადანაშაულეს . კერძოდ ,ეპისკოპოს კირიონს ჯერ უშუალოდ მკვლელობაში დასდეს ბრალი და, როცა ეს ვერ დაამტკიცეს, იგი გამოძიების გარეშე ტამბოვის გუბერნიის მონასტერში გადაასახლეს და სასულიერო ხარისხი ჩამოართვეს .
  • 23. კირიონი 1915 წლამდე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა , მისი განთავისუფლებისთვის იბრძოდნენ არამარტო მოწინავე ქართველი მოღვაწეეები ,არამედ ადამიანთა უფლებათა დაცვის ლიგის თავჯდომარე ჟორჟ ლორანიც კი.
  • 24. არც თვითონ კირიონი წყვეტდა ავტოკეფალიისთვის ბრძოლას . ერთერთ წერილში იგი წერს: ,, ავტოკეფალიას ნუ მოუყრუეთ ყური , მაგისთანა კითხვა სწრაფად არ წყდება . ხელსაყრელი გარემოებებით უნდა ვისარგებლოთ . “ ასეთი ხელსაყრელი მომენტი დადგა 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის შედეგად , როცა ცარიზმი დაემხო და თავისუფლების სიომ დაჰბერა .
  • 25. 1917 წლის 12-25 მარტს მცხეთის სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება : 1) ამიერიდან ,12 მარტიდან გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 2) დროებით , კათალიკოს-პატრიარქის ამორჩევამდე , ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოზი ლეონიდე. 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა დაეკისრა აღმასრულებელ კომიტეტს , რომელშიც შედიან როგორც საერო , ისე სასულიერო პირები “ .
  • 26. 1917 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა კათოლიკოზ-პატრიარქის არჩევნები. კენჭისყრაზე დაშვებული იქნა ორი კანდიდატი მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოზი კირიონი. სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის არჩევნები ჩატარდა სიონის ტაძარში. არჩევნებში მონაწილეობდა 448 კაცი. სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქად კრების მიერ არჩეული და დამტკიცებული იქნა ეპისკოპოსი კირიონი.
  • 27. ქართველმა ხალხმა განსაკუთრებული ზეიმით გადაიხადა მცხეთაში, სვეტიცხოველში კირიონ II-ის კათოლოკოსად კურთხევა. ეს დღე სვეტიცხოვლობას დაემთხვა. კათოლიკოზის კურთხევას დაესწრნენ ინგლისის, ბელგიის, საფრანგეთის კონსულები. „როდესაც კათოლოკოზი შემოსეს ძველებური ომოფორითა და მიტრით, ეს იყო კიდევ ერთი ახალი წუთი, რომელმაც აგრძნობინა ხალხს სანატრელი გაცოცხლება ძველი საქართველოსი. პატრიარქის სახე იმ წუთში უსათუოდ დაუვიწყარია. ის იყო მთლიანად უძრავი და განათებული. წარსული ტანჯვა სჩანდა მის ფერმკრთალობაში. მისი ხმა იყო ნელი და მთრთოლავი და საკმევლის წმინდა სურნელებაში მორწმუნე გული იგრძნობდა მისტიურად განგების სიახლოვეს.“„სამშობლო, საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვდომილო, ბრძმედსა შინა ტანჯვა -ვაებისას განწმენდილო! შენთვის დაწეული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენსკენ ლტოლვილი დღეს განგისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა … ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომიპყარ: “არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული ჩემი სახსრად შენდა” (მთ. 20: 28) მოვედი არა ვითარცა მწე სასყიდლით დადგინებული, არამედ ვითარცა მწე ერთგული და მარად მორჩილი.“
  • 28. კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ, დასაბუთებულად გადმოსცემდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას.
  • 29. კირიონ II აკურთხა 1918 წლის 26 იანვარს , დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს , ახლადგახსნილი თბილისის უნივერსიტეტი .
  • 30. ამ პერიოდშივე ახდა ქართველი ხალხის კიდევ ერთი ოცნება და 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა .
  • 31. სამწუხაროდ, საქართველოს სოციალ- დემოკრატიულმა მთავრობამ სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო საქართველოს ეკლესიას : • 1918 წელს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ გააუქმა სასულიერო სასწავლებლები • პარლამენტის 1918 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასწავლებლებში აიკრძალა საღვთო რჯულის სწავლება • დამფუძნებელმა კრებამ 1919 წელს გააუქმა ზოგიერთი საეკლესიო უქმე დღე. • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში მოქმედ სხვა რელიგიურ კონფესიებს გაუთანაბრეს .
  • 32. ამ პირობებში საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის , ისევე როგორც ქართველი ერის სამსახური დიდ თავგანწირვასა და მსხვერპლს მოითხოვდა . პირველი მსხვერპლი თვითონ კათალიკოს პატრიარქი კირიონ II გახდა , რომელიც 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში , დღემდე დაუდგენელ ვითარებაში იქნა მოკლული.
  • 33. საშინაო სირთულეებს საგარეოც დაერთო .1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში აღდგენილი საპატრიარქო ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას ვერ ურიგდებოდა . პატრიარქი ნიკონი ,,ცთომილებათა მონანიებას მოითხოვდა ქართული ეკლესიის მესვეურთაგან . “. 1920 წლის 27 ივნისს მეორე საეკლესიო კრებამ განიხილა ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის , სასულიერო სასწავლებლების განათლების სამინისტროსათვის გადაცემის და სხვა საკითხები და იმავე კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე სრულიად საქართველოს პატრიარქად დაამტკიცა .
  • 34. მძიმე 1921 წლის თებერვალში, როცა საბჭოთა რუსეთის ჯარები უტევდნენ საქართველოს , პატრიარქმა ლეონიდემ სამხედრო ტაძრის ეზოში ერს ხელუფლების მხარში დგომისკენ მოუწოდა . ,, სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვა გვიკარნახებს მთელი ჩვენი ენერგიის , ქონებისა და სიცოცხლის მიტანას მართლის სამსხვერპლოზე . “ და როცა ეს ,,ზომას აღმატებული უბედურება” მაინც მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს ,კათალიკოს პატრიარქმა ერის თავს დამტყდარი უბედურება ვეღარ გადაიტანა . იგი შავი ჭირის ეპიდემიით 1921 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა .
  • 35. სექტემბერში მესამე საეკლესიო კრებამ გელათში კათალიკოს პატრიარქად აირჩია ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია . საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა , რაც განპირობებული იყო ერთ მხრივ -საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკით , ხოლო მეორე მხრივ რუსეთის ეკლესიის დამოკიდულებით .
  • 36. ამბროსი ხელაია იყო თავდადებული ავტოკეფალისტი, ამიტომაც განიცდიდა საშინელ დევნა-შევიწროებას. 1908 წელს იგი საქართველოდან გადაასახლეს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ის ჯერ ჭყონდიდის, ხოლო 1919 წლიდან ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო.საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკი აქტივისტები ეკლესია- მონასტრებიდან დაურიდებლად ეზიდებოდნენ საეკლესიო ქონებას, ანადგურებდნენ ხატებსა და საღვთისმსახურო წიგნებს. საჭირო იყო ამ ბარბაროსობის მხილება. ეს მისია თავის თავზე აიღო პატრიარქმა ამბროსიმ
  • 37. 1922 წელს გენუის კონფერენციას მემორანდუმით მიმართა, სადაც წერდა: „ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამა-პაპურ ეროვნულ კულტურას, უბღალავენ წმინდათა-წმინდას სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება. მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია, მისი ეკლესია, ეს ძველისძველი ფაქტორი საქართველოს ეროვნულ- სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა დღეს უფლებააყრილია.“კათალიკოსი მოითხოვდა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას, რათა ქართველ ხალხს დამოუკიდებლად შეძლებოდა არჩევანის გაკეთება .
  • 38. ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. მალე დაიწყო საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქისა და სხვა სასულიერო პირების სასამართლო პროცესი. სასამართლომ უარი თქვა პავლე ინგოროყვასა და ივანე ჯავახიშვილის მოწმეებად გამოძახებაზე, სამაგიეროდ „სულგრძელად დაუთმო” სასამართლოს „ტრიბუნა” პროლეტარიატის წარომადგენლებს: ორზუმელოვს, ვარლამოვს, გუბლიევას, ოქიევს, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სამღვდელოებას „მრავალსაუკუნოვან ბოროტებად” და „მშრომელი ხალხის” მტრად აცხადებდნენ და მოითხოვდნენ „ბნელეთის მოციქული” სასულიერო პირების სასტიკ დასჯას. სასამართლოზე კათოლიკოს-პატრიარქმა წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვა სათაურით: „მე აღვასრულე ჩემი ვალი”, რომელშიც დაასაბუთა, თუ როგორი უკანონო გზით შემოვიდა რუსეთის ჯარი საქართველოში, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არის მოსკოვის მარიონეტი, რომ მისთვის ყველანაირი სასჯელი, სამოციქულო ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისათვის მიღებული, იქნება „ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში. იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული.“
  • 39. საბჭოთა სასამართლომ პატრიარქს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის მეტეხის ციხეში ჩასვეს. საქართველოს ეკლესიაში უმძიმესი ვითარება შეიქმნა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის დაპატიმრების შემდეგ. 1924 წლის აჯანყების ჩახშობისა და მასობრივი რეპრესიების შემდეგ ბოლშევიკებმა გამოსცეს ამნისტია, რომლის საფუძველზეც საპატიმროდან გაათავისუფლეს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, რომლის ჯანმრთელობა ძალიან იყო შერყეული. პატრიარქმა მაინც მოინდომა სიონში წირვის ჩატარება, თუმცა როცა ამბიონზე ჯვარ- სანთლებით გავიდა და ერი დალოცა გონება დაკარგა და ჩაიკეცა. ამის შემდეგ მას დიდხანს აღარ უცოცხლია. პატრიარქი 1927 წლის 27 მარტს გარდაიცვალა. დიდი რეპრესიების მიუხედავად კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო. საქართველოსა და ქართველი ერისათვის თავდადებული მწყემსმთავარი გულმხურვალედ დაიტირეს ქართულ ემიგრაციაშიც.
  • 40. საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბრძოლა ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგ. ამის დასტური იყო ისიც, რომ 1929 წელს შეიქმნა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი”. საქართველოს ეკლესია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა.ამ ვითარებაში პატრიარქმა ქრისტოფორე III შემრიგებლური ნაბიჯი გადადგა. მან ხელისუფლებისადმი ლოიალობის კურსი გამოაცხადა. ასეთმა პოლიტიკამ, მართალია ქართული ეკლესია ფიზიკურად გადაარჩინა, მაგრამ სამაგიეროდ როგორც საქართველოში, ისე ქართულ ემიგრაციაში ასეთმა გადაწყვეტილებამ დიდი გულისტკივილი და იმედგაცრუება გამოიწვია.
  • 41. ქართული ეკლესიის დიდი მოღვაწე კალისტრატე ცინცაძე 1932 წელს აირჩიეს კათალიკოს პატრიარქად . იგი იყო განათლებული მღვდელმთავარი და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის თავდადებული მებრძოლი . თავისი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით შეინარჩუნა საქართველოს ეკლესია. პატრიარქის მცდელობით 1943 წელს ( და ი.სტალინის) რუსეთის ეკლესიამ ცნო საქართველოს ეკლესიის თავისთავადობა და ამის შესახებ აცნობა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ მწყემსმთავრებს რითაც ქართულ ეკლესიას გზა გაეხსნა მსოფლიოს სხვა საპატრიარქოებთან საურთიერთობოდ . კათოლიკოსმა კალისტრატემ ქადაგებებითა თუ საქართველოს ეკლესიის ხელთ არსებული მატერიალური შესაძლებლობებით გარკვეული წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
  • 42. 1952 წელს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გარდაიცვალა. კოკისპირული წვიმის მიუხედავად პატრიარქის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო. 1952-1977 წლამდე კათალიკოს პატრიარქის საყდარზე ერთმანეთს სცვლიდნენ : მელქისედეკ III ფხალაძე , ეფრემ II სიდამონიძე, დავით V დევდარიანი
  • 43. განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს ეკლესიის განმტკიცების , მისი ავტორიტეტის ზრდის საქმეში შეიტანა სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ . 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა ახლადარჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრება. უწმინდესმა და უნეტარესმა სვეტიცხოველში წარმოთქმულ სიტყვაში განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის მომავალი, სამოქმედო გეგმა და დასძინა: „მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.“
  • 44. საქართველოს ეკლესიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II- ის მეთაურობით ზუსტად განსაზღვრა თავისი ისტორიული როლი და მისია ქართველი ერის ცხოვრებაში. უმნიშვნელოვანესი მოვლენა 1990 წელს მოხდა : მსოფლიო საპატრიარქომ ქართულ ეკლესიას მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
  • 45. ავტოკეფალიის აღდგენის ასწლოვან მატიანეში სრულიად უნიკალური ნიშა უპყრია ჩვენს პატრიარქს . ორმოცი წელი დაუღალავი მოღვაწეობისა და შედეგი - ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაცია საბჭოური ათეისტური მემკვიდრეობიდან ტაძრებამდე , რომლებიც მრევლს ვერ იტევს (ვიდეო), სადაც იგალობება პატრიარქის შექმნილი საგალობლები , სადაც დავანებულია პატრიარქის დაწერილი ხატები . ,,მზიანი ღამე „ უწოდა პარტიარქმა თავის სირთულეებითა და დაბრკოლებებით აღსავსე მოღვაწეობას . პოეტს დავესესხებით და იმედით ვიტყვით : ,,გათენდება დილა მზიანი და ყოველ ბინდსა ის განანათლებს „