SlideShare a Scribd company logo
1 of 8
ქუთაისი
ჩემი მხარის
ტურისტული
გიდი
ლუკა უზარაშვილი
• ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ყველამ
იცის ამის შესახებ და კოლხური მედეისა და იასონის შესახებ,
პრომეთეს შესახებ და მრავალი ლეგენდა ანტიკური
საბერძნეთიდან ამ ადგილების შესახებ. მაგრამ საქართველოს
ისტორიაში ქუთაისი ერთ-ერთი დედაქალაქი იყო და აქ იყო
ქართული კულტურის უდიდესი საგანძური. გარდა ამისა,
ჩვენი ქალაქის ირგვლივ ბუნება მშვენიერია და ქმნის
დაუვიწყარ კანიონებს. აქ გვაქვს პრომეთეს მღვიმე და
სათაფლიას ეროვნული პარკი. აქ ასევე შეგიძლიათ
დააგემოვნოთ უცნობი ღვინოები და კერძები, რადგან ქუთაისი
და იმერეთი აქ განთქმულია სანელებლებით და გემრიელი
კერძებით. გავისეირნებთ ძველ ქალაქში, ვისაუბრებთ
ისტორიაზე, მოვინახულებთ ძველ ციხეს და ბაგრატის პირველ
საკათედრო ტაძარს საქართველოში, ასევე ვეწვევით გელათის
მონასტერს, ამის შემდეგ გავაცნობთ რეგიონის ბუნებას.
გელათის მონასტერში ვხვდებით მე-12 საუკუნის უძველეს
მეცნიერებათა აკადემიას. დავიბადე ქუთაისში და ეს ქალაქი
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე გაჩვენებთ, თუ როგორი
ტრადიციები აქვთ აქ მცხოვრები ადგილობრივები და რაც
მთავარია ქალაქში არის მოქალაქეთა მეგობრობა.
პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის
ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია.
სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით
მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ
ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ
სამყაროში.მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც
ტურისტებისთვის ჯერ-ჯერობით 6 დარბაზია გახსნილი. მღვიმეში
შესაძლებელია 1420 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლა,
დარბაზების დათვალიერება და სანაოსნო ტურით გასეირნება
მდინარის გამდინარე ნაკადზე.
პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს -
სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი
ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში.
ასევე, მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ „გაქვავებული
ჩანჩქერები,“ „ჩამოკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები,
კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.მას აუცილებლად
უნდა ესტუმროთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. სტუმრობისთვის
შაბა-კვირა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. იმოგზაურეთ, აღმოაჩინეთ
საქართველოს მიწისქვეშა ზღაპრული სამყარო და შექმენით
თავგადასავლები.
Მესხიშვილის თეატრი
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული
სახელმწიფო დრამატული თეატრი — ქართულული სახელმწიფო
დრამატული თეატრი, ქუთაისის უდიდესი და უმთავრესი თეატრი.
1861 წლის 3 მარტს ქუთაისში, სცენისმოყვარეების მონაწილეობით,
გაიმართა პირველი, ისტორიული წარმოდგენა, გიორგი ერისთავის
კომედია „გაყრა“, რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი
ქართული თეატრის ისტორიაში. 1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა
პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა
ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.
1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდ
ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო
ალექსი-მესხიშვილი. 1928 წელს ქუთაისში დაარსდა მეორე
სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით,
კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. ორი სათეატრო სეზონის
განმავლობაში, ქართული თეატრის რეფორმატორმა, დიდმა
რეჟისორმა, ქართული სცენის მსახიობთა ჭეშმარიტ
თანავარსკვლავედდთან ერთად, აქ განახორციელა თავისი საუკეთესო
დადგმები.
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.
1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის
ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც
2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
2008 წელს მესხიშვილის თეატრში გაიხსნა 100 ადგილიანი მცირე
სცენა და ქუთაისის თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი. 2009 -
2010 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
გადაწყვეტილებით, თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა
მესხიშვილის თეატრის სამი მსახიობის სახელობითი ვარსკვლავი: ევა
ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის და ერემო სვანაძის. ქუთაისის
თეატრის ისტორია მდიდარია ქართული თეატრისა და კულტურის
თვალსაჩინო მოღვაწების სახელებით, მნიშვნელოვანი თეატრალური
მოვლენებით და ფაქტებით.
ოპერის თეატრი
ენობა ქალაქის ცენტრში, შემკული ანტიკური ხანისთვის
დამახასიათებელი ქანდაკებებით, ქუთაისის ოპერისა და
ბალეტის თეატრია. ქუთაისს ქართულ საოპერო ხელოვნებაში
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უპირველესად იმიტომ, რომ
ქართველი საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, მელიტონ
ბალანჩივაძე (ცნობილი ბალეტმეისტერი ჯორჯ ბალანჩინის
მამა) 1863 წელს ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელში დაიბადა
და დაწყებითი განათლებაც ქუთაისში მიიღო. ოპერების
„აბესალომ და ეთერი“, და „დაისი“ ავტორი, ზაქარია
ფალიაშვილი ასევე დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ფელიქს
ვარლამიშვილის ქუჩაზე დღესაც დგას სახლი, სადაც მან
ბავშვობა გაატარა. ქუთაისის ოპერის თეატრის ადგილზე იმ
დროისთვის არსებულ შენობაში ქუთაისის თეატრი დგამდა
წარმოდგენებს. სხვადასხვა დროს შენობაში სხვადასხვა
დაწესებულება ფუნქციონირებდა, თუმცა ყოველთვის მათი
საქმიანობა მუსიკასთან იყო დაკავშირებული. 1969 წლის
შემდეგ კი აქ ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის აშენდა
ახალი შენობა, სადაც დღესაც იდგმება როგორც საერთაშორისო
დონეზე ცნობილი საოპერო წარმოდგენები „ტრავიატა“,
„რიგოლეტო“, „ჯამბაზები“ და სხვა, ასევე ქართული
ნაწარმოებები: „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“ და კიდევ
ბევრი. ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო
სამუშაოები ბოლოს 2010 წელს შესრულდა და მისი საზეიმო
გახსნა 2010 წლის 29 დეკემბერს შედგა.
გელათის მონასტერი
• გელათის მონასტერი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი დავით
აღმაშენებელმა დააარსა 1106 წელს. მის ანდერძში ვკითხულობთ: “დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე
შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს
ყოვლითურთ”. სწორედ აქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე. ანსამბლი მოიცავს ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას,
სამრეკლოს, აკადემიასა და გალავანს. გელათის მონასტერი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო,
სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ
ჩხეტიძე, ექვთიმე საყვარელიძე, გედეონ ლორთქიფანიძე და სხვა. მონასტრის მშენებლობის დასრულება დავითმა
სიცოცხლეში ვერ მოასწრო და დაწყებული საქმიანობა მისმა შვილმა - დემეტრემ გააგრძელა. XII-XV საუკუნეებში
გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას,
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა. საქართველოს
პოლიტიკური დაშლის შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510
წლის 23 ნოემბერს იგი იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა გადაწვა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი
II-მ გელათის მონასტერი აღადგინეს და ახალი მამულები შესწირეს. ბაგრატ III-ს გელათის "მეორედ აღმშენებელს"
უწოდებდნენ. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია
ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი
სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა.
იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მონასტერი საეკლესიო სემინარიიდან სახელმწიფო
დაწესებულებად იქცა. გელათის მონასტერი მდიდარ ხელნაწერთა ფონდსა და ჭედური ხელოვნების ნიმუშებს
ფლობდა, რომლებიც ამჟამად მუზეუმებშია დაცული. გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
•
გელათის მონასტერში მოსახვედრად საჭიროა ქუთაისში ჩასვლა. ქუთაისის მიმართულებით მოძრაობს სხვადასხვა
ტიპის ტრანსპორტი: ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მატარებელი და ასევე სრულდება ავიარეისები თბილისიდან,
მესტიიდან და ამბროლაურიდან ქუთაისის მიმართულებით. ტრანსპორტი გადის დიდუბისა და თბილისის
ცენტრალური ავტოვაგზალიდან. ქუთაისიდან გელათის მონასტერი დაშორებულია 9 კმ-ით, ამ მანძილის
დასაფარად დაგჭირდებათ ტაქსის დაქირავება.
რა ვჭამოთ?
• ტრადიციული ქართული სუფრა ესაა ერთმანეთში
გადაჯაჭვული აზია, ევროპა, კავკასია და თვითონ ქართული
ხასიათი, რომელიც ერთის მხრივ მუდმივად განიცდიდა უცხო
კულტურების ზეგავლენას და მეორეს მხრივ თვითონ ქმნიდა
ახალს და უნიკალურს. 2017 წელს ,,ქართული სუფრა“
არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხას შეუერთდა.
ქართული გასტრონომია მრავალფეროვანი კერძების მთელი
ასორტიმენტია, რომელიც, საქართველოში მოგზაურობისას
იცვლება, კუთხიდან - კუთხემდე, ბარიდან - მთამდე, თუმცა,
თუკი გაგიმართლათ და მოხვდით იმერულ სუფრაზე, თქვენ
შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ და შეიგრძნოთ
ქართული კულინარია მთელი თავისი ბრწყინვალებით.
იმერული სამზარეულო კი წარმოადგენს
კერძებს, შეზავებულს იმპროვიზაციის
გასაოცარი ნიჭით, მრავალფეროვანი
სუნელებითა და მწვანილებით, რომელსაც
ემატება ვარიაციები ნიგვზით, ტყემლით ან
ძმრით. ქართული კლასიკური სუფრის
ისეთი საბაზო კერძების რეცეპტები,
როგორიცაა საცივი, მჭადი, მხალეული
თუ ხაჭაპური საქართველოს ულამაზესი
და
მრავალფეროვანი ბუნებისა და გასაოცარი
სტუმარმასპინძლობის წიაღში იქმნებოდა
და
იხვეწებოდა საუკუნეების განმავლობაში.
გმადლობთ
ყურადღებისთვის

More Related Content

Similar to პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx

კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
Dato Tedeishvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
Geo World Events & Tours
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
bakurgelashvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1
111beqa111
 
ბაგრატი
ბაგრატიბაგრატი
ბაგრატი
Keti Papava
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
bakurgelashvili
 

Similar to პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx (20)

ნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptx
 
ს.კაპანაძე ქუთაისი
ს.კაპანაძე ქუთაისის.კაპანაძე ქუთაისი
ს.კაპანაძე ქუთაისი
 
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptxქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
 
მ.გათაშვილი ქუთაისი
მ.გათაშვილი ქუთაისიმ.გათაშვილი ქუთაისი
მ.გათაშვილი ქუთაისი
 
Kutaisi M.Ghibradze
Kutaisi M.GhibradzeKutaisi M.Ghibradze
Kutaisi M.Ghibradze
 
Eqvtime Takaishvili
Eqvtime TakaishviliEqvtime Takaishvili
Eqvtime Takaishvili
 
კადეტი გავაშელაშვილი.pptx
კადეტი გავაშელაშვილი.pptxკადეტი გავაშელაშვილი.pptx
კადეტი გავაშელაშვილი.pptx
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptx
 
კადეტი ლ.გოგშელიძე.pptx
კადეტი ლ.გოგშელიძე.pptxკადეტი ლ.გოგშელიძე.pptx
კადეტი ლ.გოგშელიძე.pptx
 
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
 
მარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორიამარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორია
 
Imere ti
Imere tiImere ti
Imere ti
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
 
ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1
 
ბაგრატი
ბაგრატიბაგრატი
ბაგრატი
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptx
 

More from Besik Machitadze

More from Besik Machitadze (20)

CMLSazogadoebrivi.pptx
CMLSazogadoebrivi.pptxCMLSazogadoebrivi.pptx
CMLSazogadoebrivi.pptx
 
სათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptxსათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptx
 
ენერგიის სახეები
ენერგიის სახეებიენერგიის სახეები
ენერგიის სახეები
 
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptxმ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
 
მ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptxმ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptx
 
დ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptxდ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptx
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptx
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptx
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptx
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptx
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptx
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
 
ტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptxტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptx
 
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptxქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
 

პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx

  • 2. • ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ყველამ იცის ამის შესახებ და კოლხური მედეისა და იასონის შესახებ, პრომეთეს შესახებ და მრავალი ლეგენდა ანტიკური საბერძნეთიდან ამ ადგილების შესახებ. მაგრამ საქართველოს ისტორიაში ქუთაისი ერთ-ერთი დედაქალაქი იყო და აქ იყო ქართული კულტურის უდიდესი საგანძური. გარდა ამისა, ჩვენი ქალაქის ირგვლივ ბუნება მშვენიერია და ქმნის დაუვიწყარ კანიონებს. აქ გვაქვს პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას ეროვნული პარკი. აქ ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უცნობი ღვინოები და კერძები, რადგან ქუთაისი და იმერეთი აქ განთქმულია სანელებლებით და გემრიელი კერძებით. გავისეირნებთ ძველ ქალაქში, ვისაუბრებთ ისტორიაზე, მოვინახულებთ ძველ ციხეს და ბაგრატის პირველ საკათედრო ტაძარს საქართველოში, ასევე ვეწვევით გელათის მონასტერს, ამის შემდეგ გავაცნობთ რეგიონის ბუნებას. გელათის მონასტერში ვხვდებით მე-12 საუკუნის უძველეს მეცნიერებათა აკადემიას. დავიბადე ქუთაისში და ეს ქალაქი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე გაჩვენებთ, თუ როგორი ტრადიციები აქვთ აქ მცხოვრები ადგილობრივები და რაც მთავარია ქალაქში არის მოქალაქეთა მეგობრობა.
  • 3. პრომეთეს მღვიმე პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში.მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც ტურისტებისთვის ჯერ-ჯერობით 6 დარბაზია გახსნილი. მღვიმეში შესაძლებელია 1420 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლა, დარბაზების დათვალიერება და სანაოსნო ტურით გასეირნება მდინარის გამდინარე ნაკადზე. პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს - სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში. ასევე, მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ „გაქვავებული ჩანჩქერები,“ „ჩამოკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.მას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. სტუმრობისთვის შაბა-კვირა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. იმოგზაურეთ, აღმოაჩინეთ საქართველოს მიწისქვეშა ზღაპრული სამყარო და შექმენით თავგადასავლები.
  • 4. Მესხიშვილის თეატრი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — ქართულული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქუთაისის უდიდესი და უმთავრესი თეატრი. 1861 წლის 3 მარტს ქუთაისში, სცენისმოყვარეების მონაწილეობით, გაიმართა პირველი, ისტორიული წარმოდგენა, გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“, რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში. 1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი. 1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდ ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი. 1928 წელს ქუთაისში დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით, კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. ორი სათეატრო სეზონის განმავლობაში, ქართული თეატრის რეფორმატორმა, დიდმა რეჟისორმა, ქართული სცენის მსახიობთა ჭეშმარიტ თანავარსკვლავედდთან ერთად, აქ განახორციელა თავისი საუკეთესო დადგმები. 1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2008 წელს მესხიშვილის თეატრში გაიხსნა 100 ადგილიანი მცირე სცენა და ქუთაისის თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი. 2009 - 2010 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა მესხიშვილის თეატრის სამი მსახიობის სახელობითი ვარსკვლავი: ევა ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის და ერემო სვანაძის. ქუთაისის თეატრის ისტორია მდიდარია ქართული თეატრისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწების სახელებით, მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენებით და ფაქტებით.
  • 5. ოპერის თეატრი ენობა ქალაქის ცენტრში, შემკული ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი ქანდაკებებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრია. ქუთაისს ქართულ საოპერო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უპირველესად იმიტომ, რომ ქართველი საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, მელიტონ ბალანჩივაძე (ცნობილი ბალეტმეისტერი ჯორჯ ბალანჩინის მამა) 1863 წელს ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელში დაიბადა და დაწყებითი განათლებაც ქუთაისში მიიღო. ოპერების „აბესალომ და ეთერი“, და „დაისი“ ავტორი, ზაქარია ფალიაშვილი ასევე დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ფელიქს ვარლამიშვილის ქუჩაზე დღესაც დგას სახლი, სადაც მან ბავშვობა გაატარა. ქუთაისის ოპერის თეატრის ადგილზე იმ დროისთვის არსებულ შენობაში ქუთაისის თეატრი დგამდა წარმოდგენებს. სხვადასხვა დროს შენობაში სხვადასხვა დაწესებულება ფუნქციონირებდა, თუმცა ყოველთვის მათი საქმიანობა მუსიკასთან იყო დაკავშირებული. 1969 წლის შემდეგ კი აქ ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის აშენდა ახალი შენობა, სადაც დღესაც იდგმება როგორც საერთაშორისო დონეზე ცნობილი საოპერო წარმოდგენები „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ჯამბაზები“ და სხვა, ასევე ქართული ნაწარმოებები: „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“ და კიდევ ბევრი. ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2010 წელს შესრულდა და მისი საზეიმო გახსნა 2010 წლის 29 დეკემბერს შედგა.
  • 6. გელათის მონასტერი • გელათის მონასტერი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი დავით აღმაშენებელმა დააარსა 1106 წელს. მის ანდერძში ვკითხულობთ: “დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ”. სწორედ აქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე. ანსამბლი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სამრეკლოს, აკადემიასა და გალავანს. გელათის მონასტერი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე, ექვთიმე საყვარელიძე, გედეონ ლორთქიფანიძე და სხვა. მონასტრის მშენებლობის დასრულება დავითმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო და დაწყებული საქმიანობა მისმა შვილმა - დემეტრემ გააგრძელა. XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა გადაწვა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერი აღადგინეს და ახალი მამულები შესწირეს. ბაგრატ III-ს გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მონასტერი საეკლესიო სემინარიიდან სახელმწიფო დაწესებულებად იქცა. გელათის მონასტერი მდიდარ ხელნაწერთა ფონდსა და ჭედური ხელოვნების ნიმუშებს ფლობდა, რომლებიც ამჟამად მუზეუმებშია დაცული. გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. • გელათის მონასტერში მოსახვედრად საჭიროა ქუთაისში ჩასვლა. ქუთაისის მიმართულებით მოძრაობს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი: ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მატარებელი და ასევე სრულდება ავიარეისები თბილისიდან, მესტიიდან და ამბროლაურიდან ქუთაისის მიმართულებით. ტრანსპორტი გადის დიდუბისა და თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალიდან. ქუთაისიდან გელათის მონასტერი დაშორებულია 9 კმ-ით, ამ მანძილის დასაფარად დაგჭირდებათ ტაქსის დაქირავება.
  • 7. რა ვჭამოთ? • ტრადიციული ქართული სუფრა ესაა ერთმანეთში გადაჯაჭვული აზია, ევროპა, კავკასია და თვითონ ქართული ხასიათი, რომელიც ერთის მხრივ მუდმივად განიცდიდა უცხო კულტურების ზეგავლენას და მეორეს მხრივ თვითონ ქმნიდა ახალს და უნიკალურს. 2017 წელს ,,ქართული სუფრა“ არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხას შეუერთდა. ქართული გასტრონომია მრავალფეროვანი კერძების მთელი ასორტიმენტია, რომელიც, საქართველოში მოგზაურობისას იცვლება, კუთხიდან - კუთხემდე, ბარიდან - მთამდე, თუმცა, თუკი გაგიმართლათ და მოხვდით იმერულ სუფრაზე, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ და შეიგრძნოთ ქართული კულინარია მთელი თავისი ბრწყინვალებით. იმერული სამზარეულო კი წარმოადგენს კერძებს, შეზავებულს იმპროვიზაციის გასაოცარი ნიჭით, მრავალფეროვანი სუნელებითა და მწვანილებით, რომელსაც ემატება ვარიაციები ნიგვზით, ტყემლით ან ძმრით. ქართული კლასიკური სუფრის ისეთი საბაზო კერძების რეცეპტები, როგორიცაა საცივი, მჭადი, მხალეული თუ ხაჭაპური საქართველოს ულამაზესი და მრავალფეროვანი ბუნებისა და გასაოცარი სტუმარმასპინძლობის წიაღში იქმნებოდა და იხვეწებოდა საუკუნეების განმავლობაში.