Diese Präsentation wurde erfolgreich gemeldet.
Wir verwenden Ihre LinkedIn Profilangaben und Informationen zu Ihren Aktivitäten, um Anzeigen zu personalisieren und Ihnen relevantere Inhalte anzuzeigen. Sie können Ihre Anzeigeneinstellungen jederzeit ändern.
აღმაშენებლის წოდებით ისტორიამ მხოლოდ დავით IV
იცის. ეს ზედსახელი მას გარდაცვალებიდან რამდენიმე
საუკუნის შემდეგ უწოდეს. ყოვ...
ოფიციალურ ქართულ ისტორიოგრაფიაში
დავით IV „აღმაშენებლად“ უფრო გვიან, „ახალი
ქართლის ცხოვრებასა“ და ვახუშტი
ბატონიშვილის თხ...
XI საუკუნის 80–იან წლებში საქართველო მეტად მძიმე
მდგომარეობაში იმყოფებოდა. თურქების გამუდმებული
თავდასხმებისაგან აღმოსავლე...
ამგვარ ვითარებაში ქვეყნის წინაშე
მდგარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის
მქონე ამოცანებისათვის წარმატებით
ბრძოლას სათავეში უნდა ჩა...
მოძღვარი არსენი თავის ქებით
სიტყვაში დავითისადმი,
წერს:"დავითი ყოფილა
მაღალი და მოსული კაცი,
ტანმრთელი აგებულებისა.
თვალებ...
დავით მეფე შეუდგა ქვეყნის
ტერიტორიის გაწმენდას მოხეტიალე
თურქული ურდოებისა და სელჩუკიანთა
მეციხოვნეებისაგან. მისი სამხედრო...
ბაღვაშები მსხვილი ფეოდალები იყვნენ IX-XIII
საუკუნეების საქართველოში, მათი სამფლობელო იყო
არგვეთი (ზემო იმერეთში).
 IX სა...
მუხრანისა და ზედაზნის მფლობელები ძაგან და
მოდისტიოს აბულეთისძეები.
მათი გამოსვლა პირველად
დაახლოებით 1085-1089 წლებში მოხ...
XII საუკუნის საქართველოს ეკლესიაში წოდებრიობა მთელი
სიგრძე-სიგანით იყო გაბატონებული. მრავალ საეკლესიო
თანამდებობებზე როგორ...
1103 წელს მოიწვია საეკლესიო კრება,
რომელსაც რუის–ურბნისის
კრებას ეძახიან, რადგან იგი ქართლის
ორ სოფელში, რუისსა და ურბნისშ...
1106 წელს, «მოიგონა აღშენება მონასტრისა
და ადგილსა ყოვლად შუენიერსა და
ყოვლითურთ უნაკლულსა» ააგო გელათის
ტაძარი. ამ მონასტ...
საეკლესიო რეფორმების შემდეგ, როდესაც დავითმა
შინაურობაში ზურგი გაიმაგრა, შეუდგა სამხედრო
საქმეების მოგვარებას.
1110 წელი
ს...
ამ ძლევამოსილი ბრძოლებით დავითი თანდათან თბილისს
უახლოვდებოდა, მაგრამ საქართველოს დედაქალაქის აღებისათვის
საჭირო იყო ქვეყნ...
დიდგორის ბრძოლა 1121 წლის
12 აგვისტო
თურქ-სელჩუკებს სარდლობდა
ნეჯმ ადდინ ილღაზი
რამდენი მოლაშქრე გამოიყვანა დავით
აღმაშენებელმა?
ფრანგი გოტიე გადმოგვცემს, რომ დავით
აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მგზნებარე
მოწოდებით მიმართა თავის ლაშქარს: “... მეო...
შეტევა ქართველ მოლაშქრეებს
დაუწყიათ. არაბი ისტორიკოსი
იბნალასირი მეტად საინტერესო ცნობას
გვაწვდის ლაშქრობის დაწყების შესახ...
ჯარი უწესრიგოდ იხევდა უკან
და ერთმანეთისთვის დიდი ვნება
მოჰქონდათ. ბევრი ამ ჭყლეტვაში
დაიღუპა. ქართველები დაედევნენ
და ათი...
1122 წელს დიდგორის ბრძოლის ძლევამოსილად გადახდის
შემდგომ დავით აღმაშენებელმა თბილისს მიაშურა და “მეორესა
წელსა აიღო მეფემა...
დავით აღმაშენებლის მონეტა, მოჭრილი სავარაუდოდ, 1118-1125
წლებში. სპილენძი 10,73 გრ. 33 მმ., ბრიტანეთის
მუზეუმი,.ინგლისელმა...
XII საუკუნის პირველ მეოთხედამდე უმაღლეს მსაჯულად მეფე
ითვლებოდა.
დავით აღმაშენებელმა დაადგინა ,,კაცნი მრთლად მცნობელნი
დაგ...
საქართველოდაგარესამყარო
საქართველო და ჩრდილოეთი მეზობლები
 დავითი განსაკუთრებულ ყურადღებას
ჩრდილოელი ხალხების მიმართ იჩენ...
სამხრეთ-აღმოსავლეთიმეზობლები
 Eესენი იყვნენ:
 1. სომხეთი
 2. შირვანი
 3. არანი
 დავითი იყო ის მეფე რომელმაც ეს ქვეყნე...
1125 წლის 24 იანვარს,
შაბათ დღეს, 52 წლის
ასაკში შეწყდა
დიდებული მეფის
გულისცემა. ანდერძის
მიხედვით იგი
დაკრძალულ იქნა მის...
დავითს უნებებია ყოველ
მოკვდავს ფეხი
დაებიჯებინა მის
საფლავზე... საფლავის
ქვაზე ამოკვეთილია
მეფის უკანასკნელი
სურვილი: "ესე...
გულზე დამადგით,
ფეხი დამადგით გულზე ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე დავით…
ფეხქვეშ გაცვი...
დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ 1942 წელს
გამოსცა ტეტრალოგია „დავით აღმაშენებლის“ პირველი წიგნი. ოც წელზ...
 ჰერალდიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, დავით
აღმაშენებლის დროშაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ჯვარი და
„ცხენი რქოსანი“.
დავი...
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
Nächste SlideShare
Wird geladen in …5
×
Nächste SlideShare
ალექსანდრე დიდი მაკედონელი
Weiter
Herunterladen, um offline zu lesen und im Vollbildmodus anzuzeigen.

1

Teilen

Herunterladen, um offline zu lesen

დავით აღმაშენებელი

Herunterladen, um offline zu lesen

davit IV

Ähnliche Bücher

Kostenlos mit einer 30-tägigen Testversion von Scribd

Alle anzeigen

Ähnliche Hörbücher

Kostenlos mit einer 30-tägigen Testversion von Scribd

Alle anzeigen

დავით აღმაშენებელი

  1. 1. აღმაშენებლის წოდებით ისტორიამ მხოლოდ დავით IV იცის. ეს ზედსახელი მას გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ უწოდეს. ყოველ შემთხვევაში, XV საუკუნემდე ცნობა, სადაც დავით IV ამ სახელითაა მოხსენიებული, ჩვენამდე მოღწეული არ არის. პირველად „აღმაშენებელი“ გვხვდება 1452 წლის ე. წ. ავშანდაძეების სასისხლო სიგელში, სადაც ნათქვამია, რომ „როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა“, გადმოვარდნილა, დამტვრეულა და ავშანდაძეებს უმკურნალიათ მისთვისო.[9][10]ნარატიულ ისტორიულ ლიტერატურაში დავითი „აღმაშენებლის“ ზედწოდებით მოხსენიებულია XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის„საქართველოს ისტორიაში“.
  2. 2. ოფიციალურ ქართულ ისტორიოგრაფიაში დავით IV „აღმაშენებლად“ უფრო გვიან, „ახალი ქართლის ცხოვრებასა“ და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში („აღწერა სამეფოსა საქართველოსა“) იწოდება.[9] XVIII საუკუნის ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი ასე ხსნის ამ ფაქტს:"ხოლო მეფესა დავითს ამისათვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუეყანა ესე სრულიად ოხერი. ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტეოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა და ქვრივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა, ქსენონთა მაშენებელი…"
  3. 3. XI საუკუნის 80–იან წლებში საქართველო მეტად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თურქების გამუდმებული თავდასხმებისაგან აღმოსავლეთი საქართველო გაპარტახებული იყო, ქართლისა და კახეთის ბარის ზოგი თემი გაუკაცრიელებულ, ტყით დაბურულ მხარედ გადაქცეულიყო. ამავდროულად საქართველო განაგრძობდა სულთანებისათვის დამამცირებელი ხარკის ძლევას.
  4. 4. ამგვარ ვითარებაში ქვეყნის წინაშე მდგარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ამოცანებისათვის წარმატებით ბრძოლას სათავეში უნდა ჩასდგომოდა განსაკუთრებული პირადი ღირსებებით დაჯილდოებული სახელმწიფო მოღვაწე. სწორედ ასეთი იყო გიორგი II–ის ძე, ბაგრატიონთა გვარის ჩამომავალი, უბრწყინვალესი მხედარი და მხედართმთავარი, მრავალმხრივი რეფორმატორი და ორგანიზატორი დავით IV, რომელიც 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა სამეფო ტახტზე.
  5. 5. მოძღვარი არსენი თავის ქებით სიტყვაში დავითისადმი, წერს:"დავითი ყოფილა მაღალი და მოსული კაცი, ტანმრთელი აგებულებისა. თვალები ჰქონია დიდი, შავი და აზრიანი, წარბები სწორი და სქელი, რომელნიც ამშვენებდნენ დავითის მაღალს შუბლსა, ცხვირი სწორი და მუდამ მღიმარე ტუჩები, მოკლე და შავი წვერი და შავი თმა." განათლება ფუჭია სულიერების გარეშე. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს დავით აღმაშენებელზე კეთილმსახური, ღირსი და თავმდაბალი მონარქი. მას მოძღვრის კურთხევის გარეშე ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. სხვადასხვა დროს მისი მოძღვრები იყვნენ მამა ევსტრატი, მამა იოანე და მამა არსენი. დავითი აღზარდა მეუფე ჭყონდიდელმა, რომელიც მეფისათვის უძვირფასესი ადამიანი გახლდათ.
  6. 6. დავით მეფე შეუდგა ქვეყნის ტერიტორიის გაწმენდას მოხეტიალე თურქული ურდოებისა და სელჩუკიანთა მეციხოვნეებისაგან. მისი სამხედრო ტაქტიკა იყო მტერზე მოულოდნელი და სწრაფი თავდასხმა პატარ–პატარა რაზმებით. რადგან საქართველოს სამხედრო ძალა ჯერ კიდევ მცირე იყო, მხოლოდ ამგვარი ბრძოლით შეიძლებოდა მრავალრიცხოვანი მტრის გამკლავება. მაგრამ ამ ბრძოლაში სრული გამარჯვებისათვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა სრულიად ქართველი ერის ძალების გაერთიანება ერთ ცენტრალიზებულ სახელმწიფოში.
  7. 7. ბაღვაშები მსხვილი ფეოდალები იყვნენ IX-XIII საუკუნეების საქართველოში, მათი სამფლობელო იყო არგვეთი (ზემო იმერეთში).  IX საუკუნის 70-80-იან წლებში ამ გვარის წარმომადგენელი ლიპარიტ I ბაღვაში ეყმო დავით I ქართველთა კურაპალატს, მიიღო მისგან მიწა-წყალი თრიალეთში და შექმნა ძლიერი კლდეკარის საერისთაო. 1093 წელს ლიპარიტი განუდგა დავით IV-ს, შეიპყრო 1094 წელს. 2 წლის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდა, შემდეგ კი საბერძნეთში გააძევა სადაც გარდაიცვალა კიდეც. დავით აღმაშენებელმა XI საუკუნის ბოლოს მკაცრი ბრძოლა გამოუცხადა დიდგვაროვან ფეოდალებს.
  8. 8. მუხრანისა და ზედაზნის მფლობელები ძაგან და მოდისტიოს აბულეთისძეები. მათი გამოსვლა პირველად დაახლოებით 1085-1089 წლებში მოხდა აბულეთისძეთა საგვარეულოს დამარცხება 1103 წელსზედაზნის აღებით დამთავრდა იგიდავითს შიომღვიმისბერებმა მიჰგვარეს ამ სამსახურის სანაცვლოდ მეფემ მღვიმისმონასტერში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააშენა და მონასტერს დიდი შეღავათები დაუწესა.
  9. 9. XII საუკუნის საქართველოს ეკლესიაში წოდებრიობა მთელი სიგრძე-სიგანით იყო გაბატონებული. მრავალ საეკლესიო თანამდებობებზე როგორც საერთოდ ყველა ფეოდალურ ქვეყანაში მხოლოდ დიდგვაროვნებს ნიშნავდნენ. რაკი ღირსებას ყურადღება არ ექცეოდა მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე ხშირად არაკეთილსინდისიერი შემთხვვევითი პირები ხვდებოდნენ, უფრო მეტიც, ბევრჯერ ეკლესია ყოველგვარი უმსგავსობის წამომწყები ხდებოდა. 1099 წელს დავითმა თურქებს შეუწყვიტა ხარკის გადახდა. 1104 წელს ერწუხის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი
  10. 10. 1103 წელს მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც რუის–ურბნისის კრებას ეძახიან, რადგან იგი ქართლის ორ სოფელში, რუისსა და ურბნისში (საეპისკოპოსო ცენტრებში) აწარმოებდა თავის სხდომებს. კრებამ დაადგინა, რომ ის ეპისკოპოსები, რომელნიც ,,მამულობით’’, ე.ი მემკვიდრეობით, ფლობდნენ საეკლესიო თანამდებობას და არა პირადი ღირსებებისა და დამსახურების გამო, გადაყენებულნი ყოფილიყვნენ და მათ მაგიერ, შთამომავლობის გაუთვალისწინებლად ღირსნი და განსწავლულნი აერჩიათ, ესეც და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც რუის–ურბნისის კრებისა მეფემ სწრაფად და გაბედულად განახორციელა. ამგვარად საეკლესიო არისტოკრატია განადგურდა.
  11. 11. 1106 წელს, «მოიგონა აღშენება მონასტრისა და ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულსა» ააგო გელათის ტაძარი. ამ მონასტერში «შემოკრიბნა და დაამკვიდრნა კაცნნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა, სიწმიდითა, სისრულითა და ჴორციელთა აღსავსეობითა»(გვ.294) ამნაირად გახადა ის საქართველოს კულტურის, მწერლობისა და სწავლა განათლების უმაღლეს ცენტრად, « ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოველისა კეთილისა’’.
  12. 12. საეკლესიო რეფორმების შემდეგ, როდესაც დავითმა შინაურობაში ზურგი გაიმაგრა, შეუდგა სამხედრო საქმეების მოგვარებას. 1110 წელი სამშვილდის აღება, ფრიად მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი და ძლიერი ციხე, რომელიც სამხრეთ–დასავლეთიდან იცავდა თბილისს. 1115 წელი დავითმა თურქებს წაართვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ციხე–ქალაქი– რუსთავი. 1117 წელი მეფემ ხელთ იგდო ჰერეთის ციხე–ქალაქი გიში 1118 წელი ქართველთა ჯარმა აიღო ლორის ძლიერი ციხე
  13. 13. ამ ძლევამოსილი ბრძოლებით დავითი თანდათან თბილისს უახლოვდებოდა, მაგრამ საქართველოს დედაქალაქის აღებისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა ორგანიზაციის გაუმჯობესება. ამ მიზნით მეფემ გადაწყვიტა საქართველოში ყივჩაყების გადმოყვანა, ყივჩაყები კავკასიონის ჩრდილოეთით, მდ. დონიდან მოკიდებული კასპიის ზღვამდე ცხოვრობდნენ. ისინი განვითარების დაბალ საფეხურზე იყვნენ. ამასთან კარგი მოლაშქრენი, ნების დამყოლნი და უპრეტენზიონი იყვნენ. ამასთანავე დავითს ჰყავდა ყივჩაყთა მეთაურის ასული გურანდუხტ დედოფალი. 1118 წელს მეფემ თავის საუკეთესო მრჩევლებთან და თანაშემწეებთან ერთად შეძლო 45 000 ყივჩაყის ოჯახის გადმოსახლება საქართველოში, ოსეთთან დიდი დაპირისპირების მიუხედავად.
  14. 14. დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტო
  15. 15. თურქ-სელჩუკებს სარდლობდა ნეჯმ ადდინ ილღაზი
  16. 16. რამდენი მოლაშქრე გამოიყვანა დავით აღმაშენებელმა?
  17. 17. ფრანგი გოტიე გადმოგვცემს, რომ დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მგზნებარე მოწოდებით მიმართა თავის ლაშქარს: “... მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ”.
  18. 18. შეტევა ქართველ მოლაშქრეებს დაუწყიათ. არაბი ისტორიკოსი იბნალასირი მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის ლაშქრობის დაწყების შესახებ: “ორივე ლაშქარი საბრძოლველად მოემზადა. წინ გამოეყო ორასი ყივჩაყი მეომარი. მუსლიმებმა იფიქრეს დასანებებლად მოდიანო და არავითარი საწინააღმდეგო ზომები არ მიიღეს. წინა მებრძოლებმა ისრები დაუშინეს მუსლიმებს. მუსლიმთა რიგები შეირყა, დაბნეულობამ იჩინა თავი. შორსმყოფებმა ეს დაბნეულობაარეულობა რომ იხილეს, იფიქრეს უკანდახევა იწყებაო და თავადაც გაიქცნენ.
  19. 19. ჯარი უწესრიგოდ იხევდა უკან და ერთმანეთისთვის დიდი ვნება მოჰქონდათ. ბევრი ამ ჭყლეტვაში დაიღუპა. ქართველები დაედევნენ და ათი ფარსაგის (დაახლოებით 70 კილომეტრი, ‒ რ.მ.) მანძილზე სდიეს. ხოცავდნენ და ტყვედ იგდებდნენ მტერს. უმრავლესობა დახოცეს. 4 ათასი კი ტყვედ ჩაიგდეს”.
  20. 20. 1122 წელს დიდგორის ბრძოლის ძლევამოსილად გადახდის შემდგომ დავით აღმაშენებელმა თბილისს მიაშურა და “მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი”. 1123 წელსაიღოშირვანი 1124 წლისმარტშიდმანისიაიღო 1124 წელს ანისიაიღო
  21. 21. დავით აღმაშენებლის მონეტა, მოჭრილი სავარაუდოდ, 1118-1125 წლებში. სპილენძი 10,73 გრ. 33 მმ., ბრიტანეთის მუზეუმი,.ინგლისელმა მეცნიერმა დ. ლანგმა 1857 წელს აღმოაჩინა შუბლი: მეფე საიმპერატორო გვირგვინში (სტემა) ერთ ხელში კვერთხით, მეორეში – სფეროთი. ქართული ზედწერილი: ,,ლს” „დთ- დავით“. ხოლო მარჯვნივ ,,ვატ~ (მეფე) მონეტის ზურგის ცენტრში ჯვარია გამოსახული. ქართული ზედწერილი: „ქრისტე, ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“.
  22. 22. XII საუკუნის პირველ მეოთხედამდე უმაღლეს მსაჯულად მეფე ითვლებოდა. დავით აღმაშენებელმა დაადგინა ,,კაცნი მრთლად მცნობელნი დაგანმკითხველნი მომჩივართანი~ მან გარდაქმნა ,,სააჯო კარი~ მისი ხელმძღვანელობაჭყონდიდელ-მწიგნობართხუცესსევალებოდა. იგი იყო ,,მართლმსაჯული და ხელისმპყრობელი უღონოთა და ქვრივთა~. ხელმწიფის კარის გარიგებაში წერია: ,,ჭყონდიდელი ორშაბათს დღეს სააჯო კარსა შიგან დაჯდების, ობოლთა და ქვრივთა და მომძლავრებულთამოჩივართაგანიკითხავს~..
  23. 23. საქართველოდაგარესამყარო საქართველო და ჩრდილოეთი მეზობლები  დავითი განსაკუთრებულ ყურადღებას ჩრდილოელი ხალხების მიმართ იჩენდა.  ესენი იყვნენ:  ჩეჩენ-ინგუშები  ყივჩაღები  ოსები  ამით დავითი კონტროლს ამყარებდა ჩრდილოეთი ხალხების პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
  24. 24. სამხრეთ-აღმოსავლეთიმეზობლები  Eესენი იყვნენ:  1. სომხეთი  2. შირვანი  3. არანი  დავითი იყო ის მეფე რომელმაც ეს ქვეყნები გაათავისუფლა თურქ-სელჩუკებისგან და ეს ქვეყნები უშუალოდ საქართველოს შემოუერთა.
  25. 25. 1125 წლის 24 იანვარს, შაბათ დღეს, 52 წლის ასაკში შეწყდა დიდებული მეფის გულისცემა. ანდერძის მიხედვით იგი დაკრძალულ იქნა მის მიერ აგებულ გელათის მონასტერში.
  26. 26. დავითს უნებებია ყოველ მოკვდავს ფეხი დაებიჯებინა მის საფლავზე... საფლავის ქვაზე ამოკვეთილია მეფის უკანასკნელი სურვილი: "ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. ესე მნთნავს: "აქა დავემკვიდრო მე".
  27. 27. გულზე დამადგით, ფეხი დამადგით გულზე ყოველმან, წყალობა ჰყავით… საქართველოის ყოვლის მპყრობელმან ვისურვე დავით… ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით… –ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი “ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“…. თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა? –ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა…
  28. 28. დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ 1942 წელს გამოსცა ტეტრალოგია „დავით აღმაშენებლის“ პირველი წიგნი. ოც წელზე მეტხანს მუშაობდა მწერალი ამ რომანზე — მეოთხე წიგნი 1962 წელს გამოვიდა. მთელი ნაწარმოები გამსჭვალულია ეროვნული სულისკვეთებითა და სამშობლოსადმი თავდადების იდეით.
  29. 29.  ჰერალდიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, დავით აღმაშენებლის დროშაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ჯვარი და „ცხენი რქოსანი“. დავითის მემატიანე მოგვითხრობს, თუ როგორ იხსნა მეფე სიკვდილისაგან გულსაკიდმა ხატმა: დავითი ქართლში ერთ ციხეს იყო შემომდგარი. მეციხოვნეები დანებებას არ აპირებდნენ. მეფის ბრძანებით, ქართველთა ჯარმა ბანაკი დასცა და ბლოკადა დაიწყო. ერთ დღესაც დავითი კარვიდან პერანგისამარა გამოსულა. როგორც ჩანს, მეციხოვნებმა ეს შეამჩნიეს და ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ისრის უცდომელი მსროლელი იყო, მეფე მიზანში ამოიღო. ზუსტად ნასროლი ისარი დავითს მკერდში მოხვდა. ყველას ეგონა მეფე დაჭრესო, მაგრამ ის უვნებლად გადარჩა — დავითი მკერდზე დაკიდებულმა მთავარანგელოზის პატარა ხატმა იხსნა, რომელსაც ისარმა ვერაფერი დააკლო.[101]
  • ssuser69b6f7

    Jan. 8, 2019

davit IV

Aufrufe

Aufrufe insgesamt

1.180

Auf Slideshare

0

Aus Einbettungen

0

Anzahl der Einbettungen

1

Befehle

Downloads

23

Geteilt

0

Kommentare

0

Likes

1

×