Diese Präsentation wurde erfolgreich gemeldet.
Wir verwenden Ihre LinkedIn Profilangaben und Informationen zu Ihren Aktivitäten, um Anzeigen zu personalisieren und Ihnen relevantere Inhalte anzuzeigen. Sie können Ihre Anzeigeneinstellungen jederzeit ändern.
ლეონტი მროველი გვიამბობს:
“…ხოლო ფარსმან ქუელი იყო
კაცი კეთილი და უხვად
მომნიჭებელი და შემნდობელი,
შუენიერი, ტანითა დიდი
დ...
ძვ.წ 65 წლის შემდეგ,როდესაც ცნობილმა
რომაელმა სარდალმა, გნეუს პომპეუს მაგნუსმა
(დიდი) , იბერია-კოლხეთი დალაშქრა. იბერიას
რ...
ფარსმანის მოღვაწეობის ხანა,დაემთხვა
რომის ძლიერების ხანას.რომი იმდროინდელი
მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო იყო და
ძლიერების ზე...
ამ ვითარებას მეფე ფარსმანი ყურადღებით
აკვირდებოდა.ფაქტიურად ის ორ გლობალურ სახელმწიფოს
შორის მოქცეულიყო.ასეთ ვითარებაში მო...
კავკასიის მთავარი ობიექტი – დარიალის კარი,მეფე ფარსმანის
ხელთ იყო.იბერიის ჩრდილოეთით კი იყვნენ მეომარი
ალანები,რომლებიც მრ...
ალანი მეომარი (მარცხნივ),ჰუნი მეომარი(შუაში),სარმატი მეომარი(მარჯვნივ)
იბერიის საჭეთმპყრობლის ასეთმა აქტიურმა მოქმედებებმა რომსა
და იბერიას შორის ურთიერთობა მეტად დაძაბა და კრიტიკული გახადა.
იმ...
იმპერატორი ადრიანე
იმპერატორმა ადრიანემ იბერიის მეფეს თავისთან გამოცხადება
მოსთხოვა.
რომაელი ისტორიკოსი ელიუს სპარტიანე გადმოგვცემს ,, (იმპერ...
ეს პრეცენდენტი იმის მანიშნებელია,რომ უკვე ფარსმან მეფე
შეუნიღბავად ებრძვის რომს,არ აცხადებს თავს რომის იმპერიის ვასალად
და...
დარიალის კარი
138 წელს გარდაიცვალა რომის იმპერატორი ადრიანე და
იმპერიის ტახტი თავისმა შვილობილმა ანტინინუს პიუსმა
დაიკავა.
ამპარტავანი ა...
ანტონინუს პიუსი
რომის იმპერატორმა მეფე ფარსმანი რომში
მიიწვია.ეს იყო პირველი შემთხვევა ანტიკური
იბერიის ისტორიაში,როდესაც იმპერატორის
მოწვ...
რომაელი
ისტორიკოსი დიონ
კასიუსი გადმოგვცემს :
"როცა ფარსმან იბერიელი
მეუღლესთან ერთად
რომში ჩავიდა, ანტონინუს
პიუსმა გაუდი...
მსოფლიო ასპარეზზე გამოსულ და
გაძლიერებულ იბერიის სამეფოს ახლა პართიის
სახით გამოუჩნდა მოწინააღმდეგე.აღსანიშნავია
სამხედრო ...
პართიის სამეფო კარი ფარსმანთან სამხედრო
დაპირისპირებით,რომ ვერას გახდა გადაწყვიტა
იბერიის მეფისათვის მუხანათურად მოეღო ბოლ...
მზარეული ჩამოვიდა მცხეთაში და ერთ
სასტუმრო-სადგურში დასახლდა სადაც სახელი
მალევე გაითქვა და ხმამაც მისი შესაძლებლობების
შე...
მეფის სიკვდილის შემდეგ შეიკრიბნენ
იბერიის სამეფოს ყოველი მთავარნი, ერისთავნი,
დდებულნი და წარჩინებულნი და დიდი-
მშვენიერებ...
ასე გარდაიცვალა იბერიის უძლიერესი
მეფე ფარსმან მეორე რომელსაც საისტორიო
ფორტუნისაგან ”ქველი”-ს ზედწოდება მიენიჭა,
ფარსმან ...
ქართულმა ხალხურმა ტრადიციამ
შემოინახა გადმოცემა ფარსმან ქველზე,
როგორც სპარსელების წინააღმდეგ
დაუცხრომელ მებრძოლზე.
"ქართლ...
ერთ ასეთ ბრძოლაში ფარსმანი 17 გოლიათს კლავს. გამოყოფილია
ფარსმანის ორთაბრძოლა გოლიათ ჯუმბერთან, "რომელი ლომსა ხელითა
შეიპყ...
მეფე ფარსმან ქველი
მეფე ფარსმან ქველი
მეფე ფარსმან ქველი
მეფე ფარსმან ქველი
მეფე ფარსმან ქველი
მეფე ფარსმან ქველი
Nächste SlideShare
Wird geladen in …5
×
Nächste SlideShare
Saqartvelos dedoflebi
Weiter
Herunterladen, um offline zu lesen und im Vollbildmodus anzuzeigen.

1

Teilen

Herunterladen, um offline zu lesen

მეფე ფარსმან ქველი

Herunterladen, um offline zu lesen

farsman qveli

Ähnliche Bücher

Kostenlos mit einer 30-tägigen Testversion von Scribd

Alle anzeigen

Ähnliche Hörbücher

Kostenlos mit einer 30-tägigen Testversion von Scribd

Alle anzeigen

მეფე ფარსმან ქველი

  1. 1. ლეონტი მროველი გვიამბობს: “…ხოლო ფარსმან ქუელი იყო კაცი კეთილი და უხვად მომნიჭებელი და შემნდობელი, შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო და ყოვლითავე ყოვლითა მეფეთა ქართლისაითა, რომელნიც გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა”.
  2. 2. ძვ.წ 65 წლის შემდეგ,როდესაც ცნობილმა რომაელმა სარდალმა, გნეუს პომპეუს მაგნუსმა (დიდი) , იბერია-კოლხეთი დალაშქრა. იბერიას რომის მოკავშირის ფუნქცია დაეკისრა. ცხადია რომის ,,მეგობრობისა და მოკავშირეობის” აქტი, ზღუდავდა იბერიის სუვერენიტეტს და სახელმწიფო, რომის იმპერიის ვასალად ითვლებოდა. ზავის მიხედვით იბერიის მეფე არტაგს, რომის მოკავშირეობა, ჩრილოკავკასიელთა ძალების შეკავება და კავკასიონის უღელტეხილების შეკვრა ევალებოდა.
  3. 3. ფარსმანის მოღვაწეობის ხანა,დაემთხვა რომის ძლიერების ხანას.რომი იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო იყო და ძლიერების ზენიტს მან ახ.წ. II საუკუნეში მიაღწია. რომის მთავარი მეტოქე აღმოსავლეთში პართიის ძლევამოსილი სამეფო გახლდათ. ასე,რომ იბერიის სამეფოს ირგვლივ, დიდი სახელმწიფოები არსებობდა და რაღათქმაუნდა ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენდა იბერიის სამეფოსათვის.
  4. 4. ამ ვითარებას მეფე ფარსმანი ყურადღებით აკვირდებოდა.ფაქტიურად ის ორ გლობალურ სახელმწიფოს შორის მოქცეულიყო.ასეთ ვითარებაში მოქმედება საკმაოდ ძნელი და სარისკოა,ისეთი სამეფოსათვის,როგორიც იბერიის სამეფო იყო პართიის სამეფოსთან და რომის იმპერიასთან შედარებით,მაგრამ მეფე ფარსმანმა თავისი შორსმჭვრეტელობით და წინდახედულობით შეძლო მისი სამეფოს წინაშე დასმული მძიმე ამოცანის სწორად შეფასება და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.
  5. 5. კავკასიის მთავარი ობიექტი – დარიალის კარი,მეფე ფარსმანის ხელთ იყო.იბერიის ჩრდილოეთით კი იყვნენ მეომარი ალანები,რომლებიც მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ. ფარსმანმა მიიღო გადაწყვეტილება,გახსნა დარიალის კარი გადმოიყვანა მეომარი ალანები და თავის მეომრებთან ერთად შეუსია აბრეშუმის გზას.ალანები არბევდნენ რომისა და პართიის სოფლებს,პარალელურად თავს ესხმოდნენ ქარავნებს,დიდი ალაფით კვეთდნენ დარიალის კარს და სამშობლოში გადადიოდნენ. ასეთი თავდასხმები,დიდ ზიანს აყენებდა ორი დიდი სახელმწოფოს:რომისა და პართიის ეკონომიკას. ფარსმან მეფემ ეს გადაწყვეტილება,ამ ორი უძლიერესი სახელმწიფოდან მომდინარე დიდი წნეხის გამო მიიღო.
  6. 6. ალანი მეომარი (მარცხნივ),ჰუნი მეომარი(შუაში),სარმატი მეომარი(მარჯვნივ)
  7. 7. იბერიის საჭეთმპყრობლის ასეთმა აქტიურმა მოქმედებებმა რომსა და იბერიას შორის ურთიერთობა მეტად დაძაბა და კრიტიკული გახადა. იმპერატორი ადრიანე პირადად ესტუმრა მცირე აზიას და თავისთან იხმო დამორჩილებული სახელმწიფოების მეფე-მმართველები. 128 წელს. ფლავიუს არიანეს ექსპედიციის მიხედვით ვიგებთ,რომ ფარსმან მეფეს ამ პერიოდში ძიდრიტთა ტომებიც დამორჩილებული ჰყოლია: “მაკრონებისა და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან,ესენი ფარსმანის ქვეშევრდომები არიან” (ფლავიუს არიანე). ფარსმანის მიერ შექმნილი სახელმწიფო მცირე პოლიტიკურ ერთეულს ნამდვილად არ წარმოადგენდა. ასევე ძიდრიტელთა დამორჩილებით იბერიას გაეხსნა ზღვაზე გასასვლელი,რაც იბერიისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ყოფილიყო.
  8. 8. იმპერატორი ადრიანე
  9. 9. იმპერატორმა ადრიანემ იბერიის მეფეს თავისთან გამოცხადება მოსთხოვა. რომაელი ისტორიკოსი ელიუს სპარტიანე გადმოგვცემს ,, (იმპერატორი ადრიანე) ყველაზე მეტ საჩუქარს იბერიის მეფეს უგზავნიდა,რომელსაც შესანიშნავი საჩუქრების გარდა,გაუგზავნა სპილო და ორმოცდაათკაციანი კოჰორტა”. ადრიანეს ასეთი დამოკიდებულება ფარსმანისადმი უნდა აიხსნას ფარსმანის აქტიური პოლიტიკით,რომელიც მან რომის მიმართ გაატარა. იბერიის მეფემ მიიღო იმპერატორის საჩუქრები და სამაგიეროდ ადრიანეს ძვირფასი მოსასხამები გაუგზავნა,მაგრამ იგი მტკიცე უარს ეუბნებოდა იმპერატორს მასთან გამოცხადებაზე.
  10. 10. ეს პრეცენდენტი იმის მანიშნებელია,რომ უკვე ფარსმან მეფე შეუნიღბავად ებრძვის რომს,არ აცხადებს თავს რომის იმპერიის ვასალად და იბრძვის თავისი სამეფოს კეთილდღეობისთვისა და სუვერენიტეტისათვის. განრისხებული იმპერატორი ამ მოქმედებამ იმ დონემდე მიიყვანა,რომ იმპერატორის ბრძანებით,ფარსმანის ნაჩუქარი ძვირფასი მოსასხამები 300 გლადიატორს ჩააცვეს და არენაზე ერთმანეთს შეაბრძოლეს.იმპერატორის ეს მოქმედება მიმართული იყო იბერიის ურჩი მეფისაკენ. ადრიანეს ამ საქციელმა იბერია-რომის ურთიერთობაში ახალი ბზარი გააჩინა. ფარსმან იბერთა მეფემ შეიტყო ადრიანეს ასეთი კადნიერი საქციელი და გადაწყვიტა საკადრისი ზომები მიეღო და ამპარტავან ადრიანესათვის თავისი დიდი ძალა დაენახვებინა. 134-135 წლებში ფარსმანმა გახსნა დარიალის კარი და მეომარი ალანები თავისი მხედრობითურთ შეუსია მსოფლიოს სავაჭრო მაგისტრალს – ,,აბრეშუმის გზას”. ეს იყო ყველაზე დიდი და გრანდიოზული შეტევა მსოფლიო სავაჭრო გზაზე მეფე ფარსმანის მეფობის ეპოპეაში.
  11. 11. დარიალის კარი
  12. 12. 138 წელს გარდაიცვალა რომის იმპერატორი ადრიანე და იმპერიის ტახტი თავისმა შვილობილმა ანტინინუს პიუსმა დაიკავა. ამპარტავანი ადრიანეს სიკვდილის შემდეგ,იბერია-რომის ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. ანტონიუს პიუსი,ალბათ ხვდებოდა,რომ ბრძოლით იბერიის მეფეს ვერ დაიმორჩილებდა მითუმეტეს მის ხელში იყო იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ძალა,ალანების სახით. იმპერატორმა სხვაგვარი პოლიტიკა გაატარა. დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკება. მტრული დამოკიდებულება სამშვიდობოთი შეცვალა.
  13. 13. ანტონინუს პიუსი
  14. 14. რომის იმპერატორმა მეფე ფარსმანი რომში მიიწვია.ეს იყო პირველი შემთხვევა ანტიკური იბერიის ისტორიაში,როდესაც იმპერატორის მოწვევით იბერიის მეფე რომში შედის. ფარსმანი დათანხმდა ამ შემოთავაზებას, საჭიროებისათვის დიდი ამალაც გაიყოლა თან და რომისაკენ გაემართა ცოლ-შვილის თანხლებით.მეფე ფარსმანი ამაყად შევიდა მსოფლიოს დედაქალაქში, სადაც იბერთა მეფეს არნახული პატივი მიაგეს.
  15. 15. რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიუსი გადმოგვცემს : "როცა ფარსმან იბერიელი მეუღლესთან ერთად რომში ჩავიდა, ანტონინუს პიუსმა გაუდიდა მას სამფლობელო, ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება ენიალონზე (ომის ღმერთის - მარსის ტაძარში) დაადგმევინა". კაპიტოლიუმი
  16. 16. მსოფლიო ასპარეზზე გამოსულ და გაძლიერებულ იბერიის სამეფოს ახლა პართიის სახით გამოუჩნდა მოწინააღმდეგე.აღსანიშნავია სამხედრო დაპირისპირებათა ციკლი ფარსმან II-ესა და პართიის მეფე ვოლოგე II-ს შორის სამწუხაროდ ამ დაპირისპირების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოგვეპოვება, მაგრამ ვიცით,რომ ფარსმან ქველმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა და დიდ წარმატებებსაც მიაღწია პართიის სამეფოსთან ომში. ფარსმან მეორემ ამით საბოლოოდ გაუსვა ხაზი თავის სიძლიერეს.
  17. 17. პართიის სამეფო კარი ფარსმანთან სამხედრო დაპირისპირებით,რომ ვერას გახდა გადაწყვიტა იბერიის მეფისათვის მუხანათურად მოეღო ბოლო. ,, „ა მ ბ ა ვ ი ქ ა რ თ ვ ე ლ თ ა" ”-ში წერია: ამისათვის შეარჩიეს ერთი ნიჭიერი მზარეული, რომელსაც დაავალეს წასულიყო ქართლში, თავისი ხელოვნებით მოწეონებინა თავი ფარსმანისათვის და როდესაც საკუთარ მზარეულად აიყვანდა საწამლავი ჩაეყარა საჭმელში. საპასუხოდ კი მზარეულს დიდ წყალობას დაპირდნენ.
  18. 18. მზარეული ჩამოვიდა მცხეთაში და ერთ სასტუმრო-სადგურში დასახლდა სადაც სახელი მალევე გაითქვა და ხმამაც მისი შესაძლებლობების შესახებ მიაღწია მეფემდე. ფარსმანმა მიწვია სასახლეში და უბრძანა მსი სტუმრებისათვის მოემზადებნა საკვები. მზარეულის მომზადებულმა ყველა კმაყოფილი დატოვა, რის შემდეგაც ფარსმანმა იგი საკუთარ მზარეულად დანიშნა. როდესაც მეფს ნდობა საბოლოოდ მოიპოვა მზარეულმა მეფეს საჭმელშ საწამლავი ჩაუყარა. მეფის ექიმებმა ყოველი ღონე იხმარეს მაგრამ ფარსმანის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
  19. 19. მეფის სიკვდილის შემდეგ შეიკრიბნენ იბერიის სამეფოს ყოველი მთავარნი, ერისთავნი, დდებულნი და წარჩინებულნი და დიდი- მშვენიერებითა განმზადებითა დაფლეს გვამი მისი არმაზისა ტაძარსა შინა დიდისა მწუხარებითა და მრავლისა გოდებითა და მგლოვარებითა. მეფის ასეთი სიკვდილის შემდეგ ქართლის კარზე შემოიღეს წესი, რომლის მიხედვითაც მეფისათვის განკუთვნილი საკვები პირველად მეფის მოხელეს - ეზოსმოძღვარს უნდა გაესინჯა.
  20. 20. ასე გარდაიცვალა იბერიის უძლიერესი მეფე ფარსმან მეორე რომელსაც საისტორიო ფორტუნისაგან ”ქველი”-ს ზედწოდება მიენიჭა, ფარსმან ქველი იყო უდიდესი მმართველი,მხედართმთავარი და პოლიტიკოსი. ის იყო მეფე,რომელმაც შეძლო, კრიტიკული მდგომარეობიდან იბერიის გამოყვანა და მისი აღზევება. ფარსმან მეორე კი საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც უძლიერესი მეფე და ლიდერი,რომელსაც დროთა სრბოლა ვერაფერს დააკლებს….
  21. 21. ქართულმა ხალხურმა ტრადიციამ შემოინახა გადმოცემა ფარსმან ქველზე, როგორც სპარსელების წინააღმდეგ დაუცხრომელ მებრძოლზე. "ქართლის ცხოვრებაში" მოთხრობილია ფარსმანის ცნობილი ბრძოლის შესახებ სპარსელთა წინააღმდეგ. ბრძოლა იწყება გოლიათების შერკინებით.
  22. 22. ერთ ასეთ ბრძოლაში ფარსმანი 17 გოლიათს კლავს. გამოყოფილია ფარსმანის ორთაბრძოლა გოლიათ ჯუმბერთან, "რომელი ლომსა ხელითა შეიპყრობდა". ჯუმბერმა თვითონ მოითხოვა ფარსმანთან ბრძოლა: "ფარსმან ქუელი სიხარულით აღიჭურვა და განვიდა. და აღიზახნეს ორთავე ხმითა სასტიკითა და მიეტევნეს ურთიერთას და იწყეს ბრძოლად ხრმლითა და ხმა ბრძოლისა მათისა ემსგავსა ხმასა ქუხილისა და ტეხისასა". ფარსმანმა აჯობა, ცხენიდან ჩამოაგდო და განგმირა გოლიათი ჯუმბერი. ამ დროს შესძახა ცნობილი სიტყვები: "აჰა, ლომნო მძვინვარნო, ცხოვარნი დასეტყვილნი!"
  • indirabendeliani

    Feb. 29, 2020

farsman qveli

Aufrufe

Aufrufe insgesamt

1.654

Auf Slideshare

0

Aus Einbettungen

0

Anzahl der Einbettungen

4

Befehle

Downloads

11

Geteilt

0

Kommentare

0

Likes

1

×