Diese Präsentation wurde erfolgreich gemeldet.
Die SlideShare-Präsentation wird heruntergeladen. ×

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.pptx

Anzeige
Anzeige
Anzeige
Anzeige
Anzeige
Anzeige
Anzeige
Anzeige
Anzeige
Anzeige
Anzeige
Anzeige
Wird geladen in …3
×

Hier ansehen

1 von 9 Anzeige

Weitere Verwandte Inhalte

Anzeige

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.pptx

  1. 1. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში - FIFAWorld Cup პედაგოგი: გიორგი ფოლადაშვილი 1/16/2023 1
  2. 2. • ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრია. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან ოთხწლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია საფრანგეთი. 1/16/2023 2
  3. 3. • დღემდე ჩატარებულ 21 ჩემპიონატში რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამად ლიდერობს ბრაზილია, რომელიც ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია, მას მოჰყვებიან იტალია და გერმანია ოთხი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ, არგენტინამ და საფრანგეთმა, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს. 1/16/2023 3
  4. 4. • მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრები გაიმართა 1930 წლის 13 ივლისს და დასრულდა საფრანგეთისა და აშშ-ის ნაკრებების გამარჯვებით, რომლებმაც, შესაბამისად, მექსიკა 4–1 და ბელგია 3–0 დაამარცხეს. პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა. ფინალში, ურუგვაიმ 93 ათასი მაყურებლის წინაშე დაამარცხა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 4–2 და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული. 1/16/2023 4
  5. 5. • მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სამ ადგილზე გასული გუნდის წევრები (ფეხბურთელები და მწვრთნელები) ჯილდოვდებიან მედლებით: ოქროსი (გამარჯვებულები), ვერცხლის (ფინალისტები) და ბრინჯაოსი (მესამე- ადგილოსნები). 2002 წლის ჩემპიონატზე მედლებით დაჯილდოვდა მეოთხე ადგილზე გასული მასპინძელი სამხრეთი კორეის ნაკრებიც. 1978 წლამდე მედლებს მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელი იღებდა. 2007 წლის ნოემბერში ფიფა-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 1930-1974 წლების ჩემპიონატების გამარჯვებული ნაკრებების ყველა წევრი ოქროს მედალს მიიღებდა 1/16/2023 5
  6. 6. • ჯამში მსოფლიო ჩემპიონატებში 76 ქვეყნის ნაკრებს აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან რვა გახდა ჩემპიონი. • ხუთი გამარჯვებით ბრაზილია ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და, ამასთანავე, ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონატის ყველა გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა (სულ 21- ჯერ). მხოლოდ იტალიასა (1934, 1938) და ბრაზილიას (1958, 1962) აქვს მოგებული ტიტული ზედიზედ ორჯერ, ხოლო მხოლოდ დასავლეთ გერმანია (1982, 1986, 1990) და ბრაზილია (1994, 1998, 2002) გავიდნენ ფინალში ზედიზედ სამჯერ. 1/16/2023 6
  7. 7. საუკეთესო ბომბარდირები გოლი ბომბარდირი • 16 მიროსლავ კლოზე • 15 რონალდო • 14 გერდ მიულერი • 13 ჟიუსტ ფონტენი • 12 პელე • 11 იურგენ კლინსმანი, შანდორ კოჩიში • 10 გაბრიელ ბატისტუტა, თეოფილო კუბილიასი, გჟეგოჟ ლიატო, გარი ლინეკერი, ჰელმუტ რანი, თომას მიულერი, გაბრიელ ბატისტუტა 1/16/2023 7
  8. 8. • როგორც გაირკვა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება ყატარში და ფინალური მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება. 1/16/2023 8
  9. 9. გმადლობთ ყურადღებისთვის !!! 1/16/2023 9

×