2. სკოლის უფროსი კლასის
მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ
გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებს.
ისინი არ ფლობენ ინფორმაციის
მოძიების და დამუშავების
უნარებს თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებით.
4. მოსწავლეები დაიყოფიან 2 ჯგუფად.
ისინი სახელმძღვანელოდან შეარჩევენ ორ გამოჩენილ მოღვაწეს,
რომელთა შესახებაც ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტში.
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ისწავლიან ინტერნეტში
ინფორმაციის ძიებას, დამუშავებას და Word-ის ფაილში
გადატანას.
ისინი, ასევე მასწავლებლის დახმარებით ისწავლიან PowerPoint-ში
პრეზენტაციის გაკეთებას.
ჯგუფები დამუშავებულ ინფორმაციას მოამზადებენ კედლის
გაზეთისთვის.
მოსწავლეები მოემზადებიან სასკოლო პრეზენტაციისთვის
5. მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ზედაპირული ცოდნა მათ მიერ
არჩეული გამოჩენილი მოღვაწის შესახებ.
მათ შეეძლებათ ინფორმაციის ინტერნეტის საშუალებით
დამოუკიდებლად მოძიება და დამუშავება.
ისინი ისწავლიან PowerPoint-ის საშუალებით პრეზენტაციის
გაკეთებას.
გამოუშვებენ კედლის გაზეთს და მასალად გამოიყენებენ საკუთარ
მოძიებულ და დამუშავებულ ინფორმაციას.
გამოიმუშავებენ ისეთ სოციალურ უნარჩვევებს, როგორიცაა –
ჯგუფებში და წყვილებში მუშაობა, ასევე პრეზენტაციის და
აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარი.
10. სულხან-საბა ორბელიანი (დ. 24 ოქტომბერი/4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ახლანდელიბოლნისის
მუნიციპალიტეტი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725 (მოსკოვი, რუსეთი) —ქართველი მწერალი,
მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე.
სექციების სია
[დამალვა]
1 ბიოგრაფია
2 შემოქმედება
3 სქოლიო
4 ლიტერატურა
5 რესურსები ინტერნეტში
ბიოგრაფია [რედაქტირება]
შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო;
დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და
განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ
V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის
მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება
როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი
ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.
ორბელიანი ჭაბუკიბიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო
ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და გიორგი XI-ისა
და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი.
1688 წელს, როცა ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი
იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა. 1698
წელს, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად
აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, ქართლის ახალი
გამგებლის ვახტანგ VIის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა
ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713-1716).
გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა. ირანოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის
ორბელიანს სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის.
ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა ეთხოვა
აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გამოსახსნელად. მისი
დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით
ჩამოაღწია სამშობლოში.
1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი
მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი
[
მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატკოეში.