3. რესურსის მნიშვნელობა
მოცემული რესურსი არის მრავალჯერადად გამოსაყენებელი.იგი
შეიძლება
სწავლების
ყველა
საფეხურზე
გამოადგეს
მასწავლებელს, თანაც−თითქმის ყველა საგანში. დავიწყოთ იმით, რომ
თანამედროვე მეთოდები ითვალისწინებს მოსწავლის სწავლების
პროცესში აქტიურ პოზიციას. თანაც − მოსწავლეზე ორიენტირება
ორგანულად უნდა მოიცავდეს მის აქტივობას როგორც ცოდნის
დაგროვების, ასევე მისი გამოყენებისა და მონიტორინგის პროცესში.
რესურსი,
რომელსაც
ჩვენ
გთავაზობთ,
არის
მარტივად
დასამზადებელი. ძირითადი ფორმა უცვლელი რჩება და სხვა
საგანისათვის ტრანსფორმაციაც მარტივად განსახორციელებელია. მისი
ღირსებაა ის, რომ შეუძლია რამდენიმე დონეზე გასწვდეს სწავლების
პროცესს:
4. 1.ცოდნა;
2.გაგება;
3.გამოყენება;
4ანალიზი;
5.სინთეზი;
6.შეფასება.
• მას შეუძლია მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ენის ეფექტური
განვითარების უნარი როგორც ქართულ, ისევე უცხოურ ენებში;
• ლოგიკური აზროვნების გამომუშავება როგორც ტექნიკურ
საგნებში, ასევე--ლინგვისტური თვალსაზრისით.
• შეუწყობს ხელს მათემატიკური ოპერაციების ეფექტურად
შესრულების შესაძლებლობას;
• ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ ერთი საგნის ცოდნის
მეორესთან ტრანსფერისათვის.
• ყველა საგანში ცოდნის განმტკიცებისა და გამოყენების
ეფექტური საშუალებაა.
5. • რესურსი წარმოადგენს ფორმატის ფურცელზე მიმაგრებულ 9
ჯიბაკს, რომელთაგან ერთი არის ბანკი(2-ჯერ მეტი მოცულობა
აქვს), დანარჩენები კი სელექციისათვის არის განკუთვნილი. ამ
ჯიბაკებზე საგნისა და მასალისათვის საჭირო ლექსიკა ან სხვა
ტიპის მონაცემი იცვლება ერთჯერადად გამოსაყენებელი
სტიკერების მეშვეობით. ბანკიც ივსება შესაბამისი სასელექციო
მასალით. ანუ ბანკის შიგთავსიც მუდმივად ცვალებადია.
მასალას ყველა საგნისა და საკითხის შესაბამისად ამზადებს
მასწავლებელი.თამაშის პრინციპი უცვლელია, იცვლება
მხოლოდ სტიკერები და მათი შესაბამისი მასალა. ერთი
მასწავლებლის მომზადებული რესურსის გამოყენება
პარალელურ კლასში ან მომდევნო წლებში წარმატებულად
შეუძლია მეორე მასწავლებელს.
6. • 1.ქართულ ენაში:
• ა)სწავლების მე-2 საფეხურზე.
• მასალა: არსებითი სახელების ჯგუფები და კუმშვა-კვეცა
არსებით სახელებში
• ფორმატი გამოიყურება ამგვარად:
7. ვინ ჯგუფის
რა ჯგუფის კვეცადი ე- ხმოვანფუძიანი უკვეცელი
კუმშვადი სახელები
სახელები
სახელები
სახელები, რომელთ
ა კუმშვა-კვეცა არ
შეიძლება
ნივთიერებათა
სახელები
სახელები,რომლებშ
იც ,,ა“ხმოვანი
იკვეცება
კუმშვადი კრებითი
სახელები
ა-ხმოვანფუძიანი უკვეცელი
სახელები
ბანკი
8. ჯიბაკებზე არსებული წარწერები, მაგ: ,,კუმშვადი არსებითი სახელები“
წერია სტიკერებზე, რომლებსაც მასწავლებელი ამზადებს წინასწარ და
მიამაგრებს ზედაპირზე. ბანკის ჯიბაკში კი დევს 40-50 ფურცელი,
რომლებზეც სტიკერებზე გამოსახული რუბრიკების შესაბამისი სიტყვებია
განლაგებული. მათ მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს. პირობითად,
თითოეულს შეიძლება შეხვდეს 9 ფურცელი. იქმნება 2 ჯგუფი. ერთი
მუშაობს მოცემული პირობის შესაბამისად, მეორენი კი გასწევენ
მონიტორინგს. მაგ:სათითაოდ გადიან და ჩააწყობენ ფურცლებს შესაბამის
გრაფაში. თითოეულს ჰყავს თავისი მონიტორი მოსწავლე, რომელიც
ამოწმებს დავალების შესრულების სისწორეს, წერს ქულას და გადასცემს
მასწავლებელს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, ანუ თითო
ჯერზე ერთბაშად 2 მოსწავლის შემოწმება შეუძლია. ეს სამუშაო კარგი
იქნება საკითხის შესწავლის შემდეგ, მასალის გამოკითხვისა და ცოდნის
შემოწმების პროცესში.
9. 2.ლექსიკური მუშაობის ეფექტური
წარმართვა
• რესურსი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც
ქართული,ასევე უცხო ენისათვის.მაგ:
• ქართულში:
• მხატვრულ სახეთა თავისებურება გალაკტიონის
,,თოვლში“.მე-12 კლასი,სწავლების მე-3 საფეხური
−საშუალო.
• ამჯერად ჯიბაკების წარწერები ამგვარად გამოიყურება:
10. მე ძლიერ მიყვარს და ... სიზმრთ ...გრძნობა
... თოვლის
დამთოვა
ქროლვის,მიმოვლ
ის
... ხიდიდან ფენა
ერთ
დროს არის გზა,არის ...
..დარდი მიყვარდა თამაში
შენი ... მკრთალი მშვიდი დღეების
ხელები
... ბროლება
ბანკი
11. ამ ფორმატით შეიძლება რამდენიმე სახის სამუშაოს შესრულება:
(ამისთვის ბანკში ჩაიყრება ტექსტიდან 50 სიტყვა, რომელთა შორის იქნება
გამოტოვებული სიტყვები. ამათგან მოსწავლემ უნდა შეარჩიოს შესაბამისი.
2
რუბრიკებში მოცემულ წინადადებებში გამოტოვებული არის, სწორედ,
მხატვრული ხერხის გამომხატველი სიტყვები: ,,იისფერი’’, ,,დაღალული’’,
,,მწუხარე’’,
,,ფარული’’,
,,ნელი’’,
,,ცივი“
ეპითეტებია.
,,ბავშვივით“,
ქალწულებივით“ შედარებებია. რამდენად შეუძლია ამოცნობა და სწორი პასუხის
შერჩევა, ისევ ბანკის მეშვეობით მოწმდება, ოღონდ ამჯერად იქ განლაგებულია
ფურცლები,
რომლებზეც
მითითებული
მხატვრული
ხერხებისა
და
საშუალებების აღმნიშვნელი ტერმინოლლოგია. მაგ: სინეკდოქე, ალიტერაცია,
იდიომა და ა.შ.)
12. 3.
( ამ შემთხვევაშიც ბანკის მასალა იცვლება და მასში უკვე მოსწავლეები ათავსებენ
თავიანთ მოფიქრებულ სიტყვებს. ამჯერად მასწავლებელი დავალებას აძლევს ჯიბაკებზე
განთავსებული სამი წერტილის შესაბამისად. კერძოდ, ერთი ჯგუფისაგან მოითხოვს მასში
ჩასაწერად გამოსადეგი და შესაბამისი მხატვრული ხერხის (მაგ: ეპითეტის ან შედარების)
აღმნიშვნელი სიტყვების ჩაწერას მოცემულ ფურცლებზე. მე-2 ჯგუფისაგან მოითხოვს
პირველი
ჯგუფის
მიერ
განთავსებული
მასალის
სელექციას
შესაბამისი
ჯიბაკებისათვის;3.მე-3 ჯგუფს ამოწმებინებს შესრულებული დავალების სისწორეს; მე-4
ჯგუფს კი რეიტინგული კიბის შევსებას სთხოვს. ისინი მოცემულ მასალას ალაგებენ
რეიტიგის მიხედვით, დაბალი საფეხურიდან მაღლისაკენ და ხსნიან თავიანთი
გადაწყვეტილების
სისწორეს. მაგ:,,დაღალული სიზმრით“. აქ ,,დაღალული’’ უნდა
ჩანაცვლებულიყო სხვა სიტყვებით, რომლებიც მოსწავლეებმა მოიფიქრეს და ჩააწყვეს მე-2
ჯიბაკში. დავუშვათ, იქ აღმოჩნდა შემდეგი სიტყვები: დადღაბნილი, თავჩარგული,
მუხლმოჭრილი, ფრთებგაშლილი და ა. შ. ამ სიტყვებს მე-4 ჯგუფი განალაგებს რეიტინგულ
კიბეზე და ახსნის, თავში რატომ მოექცა ,,მუხლმოჭრილი“(პირობითად). ანუ ისინი
იმსჯელებენ სიტყვის ვარგისიანობაზე ლექსის შინაარსის, ფრაზაში გამოხატული იდეისა
და სათქმელის პოეტის აზრთან იდენტურობის შესაბამისად. აქ უკვე ბლუმის ტაქსონომიის
მაღალი დონეების: სინთეზის, ანალიზისა და შეფასების შესაბამისი აზროვნების
გამომუშავება და დახვეწა არის შესაძლებელი.)
13. მუშაობა წარიმართება ჯგუფებში. ერთი ჯგუფი ასრულებს დავალებას პირობის შესაბამისად, მეორე- უწევს მონიტორინგს პირველი ჯგუფის
ბუნებისმეტყველება
მოცემული რესურსების გამოყენება შეიძლება ბუნებისმეტყველებაში სამივე
საფეხურზე.
საფეხური I კლასი IV
გაკვეთილის თემა -მდინარეები
სიტყვათა ბანკში მოთავსებულია ბარატები მდინარეთა სახელწოდებებით.
მოსწავლეები მოათავსებენ მათ შესაბამისი წარწერის მქონე ჯიბაკებში. კონკრეტული
თემისათვის რესურს ექნება ასეთი სახე:
ყველაზე გრძელი მდინარე
საქართველოში
ყველაზე გრძელი მდინარე
მსოფლიოში
რომელი მდინარის
სანაპიროზე მდებარეობს
თბილისი
ყველაზე წყალუხვი მდინარე
მსოფლიოში
მსოფლიოს ერთ-ერთი
გრძელი მდინარე ,რომელიც
მიედინება სამხრეთ ამერიკის
ტერიტორიაზე
ყველაზე დიდი მდინარე
აზიის კონტინეტზე
ყველაზე პატარა მდინარე
საქართველოში
ბანკი
ყველაზე დიდი მდინარე
აფრიკის კონტინენტზე
მუშაობა წარიმართება ჯგუფებში. ერთი ჯგუფი ასრულებს დავალებას პირობის
შესაბამისად, მეორე- უწევს მონიტორინგს პირველი ჯგუფის მუშაობას.
მასწავლებელს თითო ჯერზე ერთბაშად 2 მოსწავლის შემოწმება შეუძლია.ეს
სამუშაო კარგი იქნება საკითხის შესწავლის შემდეგ, მასალის გამოკითხვისა და
თემის გამეორების დროს.
14. მათემატიკა
I საფეხური. კლასი I-II
თემა გეომეტრიული ფიგურები
ბანკში მოთავსებულია გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა
განათავსონ შესაბამისი წარწერის მქონე ჯიბაკებში
სამკუთხედი
ხუთკუთხედი
წრფე
კვადრატი
წრე
მონაკვეთი
სხივი
წერტილი
ბანკი