SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 22
Downloaden Sie, um offline zu lesen
მაია ჯალიაშვილი
ვუძღვნი ჩემს მეგობარს ლალი დათიაშვილს

ლიტერატურული წერილები
მ ო ნ ო გ რ ა ფ ი ა
სანდრო ცირეკიძე და ქართული სიმბოლიზმი
(წინათქმა)
ქართულ სიმბოლიზმთან მჭიდროდ არის დაკავშირებული
სანდრო ცირეკიძის შემოქმედება. იგი ცისფერყანწელი გახლდათ
და ამ ახალი პოეტური სკოლის ჩამოყალიბების დღიდანვე
მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებდა მის ცხოვრებაში.
ცისფერყანწელებზე ბევრი იწერება. ჩვენი ნაშრომის მიზანია
ამ სკოლის ძირითადი პრინციპების თვალნათლივ წარმოჩენა და
მის ფონზე სანდრო ცირეკიძის პოეტური სამყაროს გაცნობა.
შეიძლება ითქვას, რომ სანდრო ცირეკიძის შემოქმედებისა
და
მოღვაწეობის
გარეშე
წარმოუდგენელია
ქართული
სიმბოლისტური სკოლის სრულყოფილი აღქმა თუ შემეცნება, კერძოდ კი, ქართული სიმბოლისტური პროზისა,
რომლის ყველაზე თამამი „ექსპერიმენტატორი“ იგი გახლდათ.
სანდრო ცირეკიძემ, ერთი მხრივ, გააგრძელა ქართული კლასიკური პროზის ტრადიციები, მეორე მხრივ კი,
ხორცი შეასხა ახალ პოეტურ შეხედულებებს, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა ტრადიციული მხატვრული
აზროვნებისაგან.
თავისი ესსეებით კი სანდრო ცირეკიძემ გაამდიდრა ქართველ სიმბოლისტთა თეორიული წარმოდგენები
ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში. ხშირ შემთხვევაში იგი გვევლინება ახალი პოეზიის ერთგვარ
კომენტატორადაც კი, რადგან მის ესსეებში მოცემულია ახსნა იმ ძირითადი პრინციპებისა, რომელთა საფუძველზე
ხორციელდებოდა სამყაროს სრულიად ახლებური პოეტური გააზრება.
სანდრო ცირეკიძემ თავისი თარგმანებით დიდი დახმარება გაუწია ქართველ მკითხველს ფრანგ სიმბოლისტ
მწერალთა გასაცნობად.
სანდრო ცირეკიძე თავისი პრაქტიკული მოღვაწეობითაც ხელს უწყობდა ახალი სკოლის განვითარებას.
რედაქტორობდა ჟ. „შვილდოსანს“. გამოსცა ქართველ პოეტთა პირველი სიმბოლისტური კრებულები.
ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში სანდრო ცირეკიძეს ეძღვნება შესანიშნავი სტატიები: შ. აფხაიძის, ს.
კლდიაშვილის, ლ. ავალიანის, მ. ჯოხაძის, თ. თევზაძის, ს. ნიკოლეიშვილის... სხვანი გაკვრით ეხებოდნენ მას
„ცისფერყანწელების“ მიმოხილვისას, მაგრამ სანდრო ცირეკიძის შემოქმედება დღემდე მონოგრაფიულად არ
ყოფილა შესწავლილი.
ამ მონოგრაფიის მიზანია, წარმოვაჩინოთ სანდრო ცირეკიძე როგორც პიროვნება და როგორც შემოქმედი.
შევეცადეთ, მთელი ნაშრომის მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, მისი მინიატურების კვალდაკვალ გამოგვეკვეთა მწერლის
კეთილშობილი სული, ასეთი დაფარული შრეებით რომ მჟღავნდებოდა მის მეტად თავისებურ მხატვრულ
სამყაროში...
თავი I
ქართული სიმბოლიზმი
ა) ცისფერყანწელების პოეტური სკოლა
სანდრო ცირეკიძე ცისფერყანწელთა პოეტური ორდენის ერთი ერთგული „რაინდი“ იყო. „ცისფერი ძმობის“
სხვა წევრებთან ერთად იღწვოდა პოეტური სიტყვის აღორძინებისა და განახლებისათვის, საქართველოს სულიერი
კულტურის გამდიდრება-გამრავალფეროვნებისთვის, რაც, მათი აზრით, საფუძვლად უნდა დასდებოდა ქართველი
ერის მომავალ სიმტკიცეს, ერთიანობას, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.
პოეზიაში სამყაროს პოეტური ათვისების ახალი ფორმების დაძებნა, ევროპული სიმბოლისტური სკოლის
პრინციპების გათავსება, ჭეშმარიტი ლექსისკენ მიბრუნება მხატვრული ფორმის, რითმის, რიტმის, სახეების
თვალსაზრისით; ქართული კულტურის „ევროპის რადიუსით“ გამართვა, პოეზიის ოქროს ხანისათვის პირობების
მომზადება, ცისფერყანწელების, ე.ი. ქართული სიმბოლისტური სკოლის თეორიული საყრდენების შექმნა და მისი
პრაქტიკულ-სახეობრივი ხორცშესხმა პოეზიასა თუ პროზაში; ერთიანი ქართული კულტურის აღმავლობა, ერთი
სიტყვით, მხატვრული შემოქმედების დიდი გარდატეხა; უმთავრესად კი მაინც პოეტის, როგორც იდუმალ კოსმიურ
სამყაროსთან ორგანულად წილნაყარი არსების, როგორც მისტიური ქვეყნის დემიურგის, „ქიმერების აშორდიის“
როლის აღდგენა და წინ წამოწევა – ეს იყო „ცისფერი ძმობის“ შემოქმედებისა და მოღვაწეობის უპირველესი
საფიქრალი.
საქართველოში დიდხანს მზადდებოდა პირობები, რათა 1916 წ. გაშლილიყო ქართული პოეზიის სრულიად
ახალი, ერთი შეხედვით, უცხო თესლიდან აღმოცენებული მშვენიერი ცისფერი ყვავილი „ცისფერი ყანწებისა“.
უფრო გვიან კი, 1924 წ. გაზ. „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძე ამაყად აცხადებდა: „დარჩენა ხსენება იმ ორდენისა,
რომელსაც შეადგენს 13 კაცი და ისტორიული ანალოგიით, როგორც ცამეტმა ასირიელმა მამებმა საქართველოში
დასთესეს ორთოდოქსი ქრისტიანობა, ისე ცისფერყანწელებმა ნამდვილი პოეზია“. ჭეშმარიტად ახდა პოეტის
წინასწარმეტყველება.
ცისფერყანწელები თავიანთ თავს სიმბოლისტებს უწოდებდნენ და თეორიული წერილებით, მანიფესტებითა
თუ მხატვრული შემოქმედებით ცდილობდნენ ამ ახალი სკოლის დანიშნულების გამართლებას. მანამდე
საქართველოში არ არსებობდა ლიტერატურული სკოლა, როგორც ასეთი – თავისი პროგრამით, მანიფესტით,
პლატფორმით... ცისფერყანწელებს ყოველივე ეს ჰქონდათ.
ისინი არ უარყოფდნენ, რომ სიმბოლიიზმი უცხოეთიდან შემოვიდა, მაგრამ ამტკიცებდნენ, რომ ჩვენში მზად
იყო ნიადაგი მოდერნიზმისათვის. ამას ყანწელები ხსნიდნენ, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის
აქტიორული სულით. სიმბოლიზმი, მათი აზრით, იყო ფილოსოფია ნიღბის. ეს აქსესუარი კი ქართველ ხალხს
ორგანულად ჰქონდა შეთვისებული, „მას უყვარდა თეატრალიზაცია ცხოვრების“ (ტიციან ტაბიძე). პოეტები დიდი
ხანია მიხვდნენ, რომ სამყაროს უცნობი ნიღაბი ჰქონდა აფარებული. სიმბოლისტური პოეზია მათ „ქვეყნის
პირობითობას“ ნათლად შეაგრძნობინებდა და უღვიძებდა სურვილს „მახინჯი ნიღაბი გადაეხადათ მისი უთქმელი
ზედაპირისათვის“ (სანდრო ცირეკიძე) და სამყაროსა თუ ადამიანური ყოფის უხილავ სიღრმეებს ჩასწვდომოდნენ.
ახალი სკოლის გამოჩენას არაერთგვაროვნად შეხვდა მაშინდელი საზოგადოება. კიტა აბაშიძეს უთქვამს:
„ჩვენს ლიტერატურაში ახალი მიმართულება გაჩნდა, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა გულისწყრომით
შეხვდა, მაგრამ ასეთია ყოველი ჭეშმარიტად ახალი მიმართულების ბედი; ილიასა და აკაკის სარბიელზე
გამოსვლასაც ხომ ასევე შეხვდა მაშინდელი საზოგადოებაო“. მანვე შეაქო და შეათამამა „მეამბოხე“ პოეტები.
ყანწელები კიტა აბაშიძითა და არჩილ ჯორჯაძით ამოსწურავდნენ ქართულ ესთეტიურ კულტურას საქართველოში
სიმბოლისტებამდე. ეს, რა თქმა უნდა, გადაჭარბება იყო, მაგრამ მაშინდელ ვითარებას სამართლიანად
გამოხატავდა.
1859 წელს ვიქტორ ჰიუგოს მიუწერია „პროტესტანტ“ ბოდლერისთვის: „...რას აკეთებთ თქვენ, პირადად,
როცა ესოდენ საოცარ ლექსებს წერთ, იმდაგვარებს, როგორიცაა „შვიდი მოხუცი“ და „დედაბერი“. თქვენ
ამდიდრებთ ხელოვნების ცის თაღს ახალი, მიცვალებულივით უფერული სხივით, თქვენ ჯერ განუცდელ ჟრჟოლას
იწვევთ“. ეს სიტყვები ახალი პოეზიის მიღებას ნიშნავდა, თუმცა დიდი მწერალი „ორიგინალური“ შემოქმედის ბევრ
პოეტურ პრინციპსა თუ შეხედულებას არ იზიარებდა.
ქართული ლიტერატურის დახვეწილმა კრიტიკოსმა კიტა აბაშიძემ არაერთხელ დაიცვა ცისფერყანწელები
საზოგადოების რისხვისაგან.
ცისფერყანწელებს გათავისებული ჰქონდათ კიტა აბაშიძისა და არჩილ ჯორჯაძის ნააზრევი. ისინი
ეყრდნობოდნენ კიდევაც მათ დებულებებს ხელოვნებისა თუ ყოფის ზოგიერთ საკითხზე. ეს მათთვის ერთგვარი
თეორიული საყრდენი იყო – ეროვნული ფესვები.
ნელი დუმბაძე წიგნში „ქართული სიმბოლიზმი“ გამოთქვამს აზრს და ამტკიცებს კიდეც, რომ
ცისფერყანწელები შთაგონებული იყვნენ არჩილ ჯორჯაძის პოლიტიკური იდეალებით. ეს სარწმუნო და
გასაზიარებელი აზრია. როგორც ვიცით, ა. ჯორჯაძემ შექმნა „საერთო ნიადაგის თეორია“, რომლის ქვაკუთხედს
ეროვნული საკითხი წარმოადგენდა. იგი წერდა: „ჩვენს პირობებში ეროვნება ერთადერთი იარაღია ქართველი
ხალხის ყოველმხრივ წარმატებისა და აღორძინებისთვის. მაშასადამე, ჩვენს წინ ეროვნული იდეალები არიან
წარმომდგარნი და ჩვენი ინტელიგენციის მოქმედების ნიადაგი ეროვნული უნდა იყოს“.
ნ. დუმბაძის აზრით, ცისფერყანწელთა პირველივე მანიფესტში აისახა ა. ჯორჯაძის იდეალები. პაოლო
იაშვილი „პირველთქმაში“ წერდა, რომ მათი სიმღერა მარადი იყო ისე, როგორც საქართველო, რომელიც ღირსი
იყო დიდებისა. ეს კარგად ჩანს აგრეთვე ტიციან ტაბიძის წერილიდან, სადაც ვკითხულობთ: „ეროვნული ძიება
მაინც იმარჯვებს... რთული საკითხი (ეროვნული) გამოირკვა და ამაღლდა იმდენად, რომ დადგა საკითხი
ავტონომიის. ეს გულისხმობს მორალურ ავტონომიას და აგრეთვე პიროვნებისა და მწერლობისთვისაც. ამ
შემთხვევაში ეს ფორმები ერთად წამოაყენა არჩილ ჯორჯაძემ, რომელმაც განიცადა თავის თავზე მთელი
ტრაგედია მე-19 საუკუნის საქართველოსი... ცისფერი ყანწები როგორც სკოლა, თავის თავს ამტკიცებს
ეროვნულად“.
ცისფერყანწელები დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებობდნენ. ისინი სიხარულით შეხვდნენ 1918 წლის 26
მაისს და ტკივილით განიცადეს 1921 წლის ანექსია. შალვა აფხაიძე წერდა 1919 წელს: „საქართველომ ნახა თავისი
თავი და პოლიტიკურ აღორძინებასთან ერთად დაიწყო ქართული ხელოვნების რენესანსი“.
ა. ჯორჯაძისა და კ. აბაშიძის პოლიტიკურ იდეალებთან სიახლოვე ააშკარავებს ცისფერყანწელთა ჭეშმარიტ
პატრიოტობასა და მამულიშვილობას. მათ მძლავრად ჰქონდათ გადგმული ფესვები მშობლიურ მიწაში და
ყოველგვარი პოეტური სიახლე ისევ და ისევ ქვეყნის სულიერი თუ ფიზიკური აღორძინებისთვის სურდათ.
უდიდესი ტკივილებით ჟღერს ტიციან ტაბიძის სტრიქონები: „მე-19 საუკუნის დასაწყისში ხდება უკანასკნელი ტეხილი
ქართული პოლიტიკური ცხოვრებისა, რომელმაც განსაზღვრა მთელი შემდეგი ყოფნა. საქართველომ დაკარგა
თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ. ამ დღიდან ყოველი დღე თითო ლურსმანს უმატებს მის კუბოს. თანდათან
მტკიცება რუსეთის გავლენა ქართულ სამოქალაქო ცხოვრებაზე. ძველი ქართული სული მძლავრობს, მაგრამ
აღდგომის მაგიერ იფერფლება“. ეს იწვევდა მათ ნაღველსა და უნუგეშობას, მაგრამ იმედის ნაპერწკალი არ
ქრებოდა და სულის შებერვას ელოდა, რომ აალებულიყო. გიორგი ლეონიძე წინასწარმეტყველებდა:
„ბედისწერით ივნო საქართველო და დღეს მზევდება თავისუფლებით, უსათუოდ სულიც დაუბრუნდება საკუთარ
სხეულს, როგორც ნაზამთრალი მერცხალი გაზაფხულიან სამშობლოს“.
საქართველოს მესიანიზმს ქადაგებენ ცისფერყანწელები. მათ გაიზიარეს ა. ჯორჯაძის ესთეტიკური
შეხედულებანიც. მისი „მშვენიერი ტყუილი“, - შემოქმედების მეთოდი, ასახავდა მარადიულობასა და უსაზღვროებას.
ტ. ტაბიძის აზრით, ა. ჯორჯაძეს შესაძლებლად მიაჩნდა, რომ ხელოვნება სძლევდა ეროვნულ პარტიკულარიზმს
და რეალურ ცხოვრებას ოცნებითა და სიცრუით შეავსებდა. მისი აზრით, ბევრს „მშვენიერი ტყუილის“ დაცვა
პარადოქსად მიაჩნდა, მაგრამ ეს ასე არ იყო.
ცისფერყანწელები და ა. ჯორჯაძე ერთმანეთს ეთანხმებოდნენ რეალისტური მეთოდის კრიტიკასა და
უგულვებელყოფაშიც. ეს ედო საფუძვლად მათ მიერ ილიასა და აკაკის შემოქმედების ზოგიერთი მხარის
კრიტიკას.
ბუნებრივია, ცისფერყანწელებს დიდი სიახლოვე ჰქონდათ კ. აბაშიძესთან. მან გაიზიარა ფრანგ ვ.
ბრიუნეტიერის შეხედულებანი გვართა ევოლუციის შესახებ ლიტერატურაში და ამის მიხედვით ააგო თავისი წიგნი
„ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ“. იგი, ყანწელებისდაგვარად, მიიჩნევდა, რომ
ხელოვნების საფუძველს წარმოადგენდა არა სინამდვილე, არამედ სუბიექტის, ხელოვანის აზრები, გრძნობები,
ფიქრები. მან პოეტი ღმერთს გაუთანაბრა, რადგან შემოქმედსაც შეეძლო მოესმინა ჰარმონიული მუსიკა
კოსმოსური მსოფლიოსი. მისი აზრით, პოეტი სწვდება უხილავს, გამოუცნობს. კ. აბაშიძე მიიჩნევდა, რომ
სიმბოლისტ მწერალს ხელოვნებაში შეჰქონდა საიდუმლოების გრძნობა, რადგან გვიჩვენებდა უხილავ კავშირს
„საიქიოსა“ და „სააქაოს“ შორის. კ. აბაშიძემ ვაჟა-ფშაველა, როგორც მწერალი-ინდივიდუალისტი სიმბოლისტად
მიიჩნია. მისი აზრით, „გველის მჭამელი“ იყო იბნესის პრინციპის - „იყავი თავის თავად – არას დაემორჩილო,
გარდა შენი ზრახვებისა“, - განხორციელება. იგი ამოდიოდა იქიდან, რომ ხელოვანს, მგოსანს ბუნების
სმენაგაფაქიზებულ შვილად თვლიდა. ბუნების ენის გრძნობაში ხედავდა იგი სიმბოლიზმის პრინციპს. თუმცა, ვაჟაფშაველას სიმბოლისტობა არ გაიზიარეს ყანწელებმა.
1918 წლის 26 მაისს იზეიმა საქართველომ დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება. „ცისფერი ყანწები“, როგორც
ლიტერატურული სკოლა, უკვე ორი წელია არსებობდა. ეს იყო მისი აყვავების წლებიც. შალვა აფხაიძე წერდა:
„განთავისუფლებულ საქართველოში ხელოვნების რენესანსის სათავე ახალმა სკოლამ – სიმბოლიზმმა დაიკავა
ხელში. იგი სხვა გზას ვერ აირჩევდა“. ყანწელები თვლიდნენ, რომ როგორც რუსთაველის „მოწყვეტილმა“
სიტყვამ დააგვირგვინა უნივერსალური საქართველო, ასევე გვირგვინით უნდა შეემკო იგი ახალ სკოლას –
სიმბოლიზმს. მას უნდა გაეცხოველებინა მდიდარი ფერები, სურნელოვანი ხმები, წინათ უცნობი განცდები აესახა –
ამისათვის კი შეექმნა ახალი სიტყვები, გაეხალისებინა ძველი, ობით დაფარული თუ დაჟანგული. სიმბოლიზმს
უნდა აემაღლებინა ქართული ენის ემოციური მნიშვნელობა.
ყანწელებს სწამდათ, რომ სიმბოლიზმს ბევრი კარგი რამის მოტანა შეეძლო ქართველი ერისთვის. მათ
სურდათ, რომ საქართველო გადაექციათ უსაზღვრო მეოცნებე „ქალაქად“. ოცნებადაკარგული ხალხისთვის
ესწავლებინათ განწმენდილი გზა მომავლის ცისფერი ტაძრისაკენ. ედიდებინათ მშვენიერება, თავისუფლება,
აეღორძინებინათ რაინდობა და სიჭაბუკე, შეექმნათ ახალი, გაბედული, ზოგჯერ გაუგებარი და უცნაური სიტყვები...
აემაღლებინათ ქართველი ერი, დავიწყებული, მაგრამ დიდების ღირსი და გაეოცებინათ ქვეყნიერება... (პ.იაშვილი.
„პირველთქმა“). იყო ამ პროგრამაში ბევრი რამ უცხო ძველებისთვის, რომლებიც ვერ იწამებდნენ „მეხურ
მისტერიებს“, „ორგიას“, ბოჰემას, ვერ მიხვდებოდნენ დამსხვრევის მშვენიერებასა და იდუმალებას. თავის დროზე
შარლ ბოდლერიც წერდა ერთ ლექსში: „რის ჩვენში სილამაზე, რომელიც უცხოა ძველებისთვის“.
გრიგოლ რობაქიძეს მიუწერია 1916 წელს „ოქროს ვერძისთვის“: „საქართველოს რენესანსი დაიწყო,
წარმოვთქვი ერთხელ და ამ სიტყვების სიმართლეს დღითი დღე ვგრძნობ. მაგრამ რენესანსი ჯერ კიდევ ქაოსისა
და ფორმის ბრძოლაში აშკარავდება და კიდევ დროა საჭირო, რომ ფორმამ სძლიოს სავსებით ქაოსსა. ეს
ფიქრები მებადება, როცა შევსცქერი უახლესი ხელოვნების ზრდას“.
გრიგოლ რობაქიძე იყო ცისფერყანწელების უპირველესი მოძღვარი და მეტრი. ფრიად განსწავლული,
მაღალი ინტელექტის, დახვეწილი გემოვნების, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურებს ნაზიარები,
უკეთილშობილესი ბუნების კაცი იყო იგი. სწორედ მისმა ლექციებმა ნიცშესა თუ ფრანგულ პოეზიაზე მოუმზადა
ნიადაგი ქუთაისელი ახალგაზრდების „ამბოხს“.
„სიმბოლიზმი ჩვენში შემოიტანა გრიგოლ რობაქიძემ. ბატონ რობაქიძეზე არ გამართლდა საერთო
დებულება, რომ ყოველ ნოვატორს წინ ეღობება გაუგებრობის გალავანი. იმას არაფრად დასჯდომის ძველ
ღირებულებათა გადაფასების კადნიერება, ახალ ძიებათა ფეირვერკების გასროლა“. - წერდა ტიციან ტაბიძე. იგი
გრიგოლ რობაქიძეს სიმბოლიზმის პირველ მოციქულს და მოდერნიზმის სახსრების სიტყვიერად მქადაგებელს
უწოდებდა. „გრიგოლ რობაქიძის აქაფებული სიტყვა, აღმაფრენი ფანტაზია, თვალისმომჭრელი სახეები ძვირფასი
მოგონებაა ჩვენი ახალგაზრდობისა. პირველად იმან შეგვახედა იოჰანაანის მოჭრილ თავს, პირველად იმან
მოგვასმენინა ნიცშეს მწვალებელი სიტყვა“. ტიციანის აზრით, საქართველოში პირველმა სწორედ გრიგოლ
რობაქიძემ დაწერა სიმბოლისტური ლექსები.
გრიგოლ რობაქიძის სახელი, ავბედითობის გამო, დიდხანს იყო მიჩქმალულ-მივიწყებული. დრომ
ყველაფერს ფარდა ახადა და ყველას თავისი წილი მიუზღო.
ს. ჭირაქაძე წერილში „გრიგოლ რობაქიძის ხსოვნას“, რომელიც პარიზში გამომავალ ქართულ ჟურნალ
„ბედი ქართლისაში“ დაიბეჭდა, აღნიშნავდა, რომ მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გარდაუვალი გახდა ახალი
სიტყვის თქმა, ქართული პოეზიის რეფორმა, მისი ფორმისა და შინაარსის განახლება. ეს წამოიწყეს
ცისფერყანწელებმა და მეტად და უპირველესად კი გრიგოლ რობაქიძემ. „შემდეგ ამ ლიტერატურულ
მიმართულებას უმართებულოდ დეკადენტური და რეაქციონური უწოდეს და უარყოფილ იქნა თვით ყანწელების
მიერ (რა თქმა უნდა იძულებით), ხოლო არა გრიგოლ რობაქიძის მიერ. ახლა საქართველოში ყველა მათი
სტილითა და მანერით წერს“.
თვითონ გრიგოლ რობაქიძის წერილებიდანაც ჩანს, თუ რა დიდი ღვაწლი მიუძღოდა მას ქართული
სიმბოლისტური სკოლის შექმნაში. 1918 წ. ჟურნალ „არსში“ იგი წერდა: „პოეტური სიტყვისა თუ ესთეტიკური
ცდების სფეროში ჩემი ლიტერატურული გზა იმით აღინიშნა, რომ მე ქართველი ხალხის ცნობიერებაში
შემოვიტანე ევროპაში ჩამოყალიბებული და რუსეთში გართულებული სიმბოლისტური მსოფლშეგრძნება. მე
ყოველთვის იმ მსოფლგანცდას ვემხრობოდი, რომ აღმოსავლეთი ევროპულ დასავლეთზე უფრო სიმბოლურია
და ვფიქრობდი იმთავითვე, რომ საქართველო, როგორც ერთგვარი ნატეხი აღმოსავლეთისა, ბოლომდე
განსაზღვრული შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლიზმის ხაზებში. ამის დადასტურებას მე
ვპოულობდი რუსთაველის მხატვრულ ფენომენში, რომლის გენია, ჭეშმარიტად, ქართული მხატვრული სიტყვის
ამოუწურავ პოტენციას წარმოადგენს. აქედან ჩემი წმინდა მხატვრული ხასიათის ამოცანა იყო ევროპული
სიმბოლიზმის ტექნიკით, - ამ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობით ვხმარობ, - ქართული აღმოსავლეთის
სიღრმისეული წვდომის შემოქმედებითად განსახიერება“.
რუსი სიმბოლისტი პოეტი ანდრეი ბელი თავის წიგნში „ქარი კავკასიიდან“ აღწერს თავის შეხვედრებს
ცისფერყანწელებთან, დიდად აფასებს მათ ნიჭს. განსაკუთრებული აღტაცებით მოიხსენიებს საქართველოს, მის
უძველეს კულტურას, ქართველ ხალხს. ა. ბელის საქართველოში მოგზაურობისას გრიგოლ რობაქიძე გერმანიაში
იყო წასული და ამიტომ ვერ შეხვდა მას, თუმცა, როგორც პოეტი წერს, ყველგან იგრძნობოდა მისი პიროვნება.
პაოლო იაშვილი და ვალერიან გაფრინდაშვილი მთელი დღე უმტკიცებდნენ და აჯერებდნენ თურმე ა. ბელის,
რომ ქართული სიმბოლისტური სკოლის ნამდვილი ხელმძღვანელი იყო გრიგოლ რობაქიძე და არა თვითონ
ისინი. „ყველას ბაგეთაგან ისმოდა მისი სახელი, გახსნიან პირს – გამოდის გრიგოლ რობაქიძის ხსენება.
გაუთავებლად მიყვებოდნენ მასზე“.
აქედანაც ნათლად ჩანს, თუ რა დიდ პატივს სცემდნენ ყანწელები თავიანთ მოძღვარს.
ცისფერყანწელები აღმერთებდნენ მას, მეგობრობდნენ, ძმობდნენ. თუმცა შემდგომში ხანშიშესული გრიგოლ
რობაქიძე თავს ყანწელთა ლიდერად არ მიიჩნევდა. ცნობილი ქართველი ემიგრანტი ლიტერატორი ილია
კუჭუხიძე (რომელიც მინდია ლაშაურის ფსევდონიმით წერს), ერთ წერილში იხსენებს, რომ თავისი წიგნის
„ქართული სულის“ წერისას მიუმართავს გრიგოლ რობაქიძისათვის და ყანწელების შესახებ უკითხავს. გრიგოლ
რობაქიძეს უპასუხნია: „ვიჩქარი, მოგახსენოთ შემდეგი: ჩემს წერილში „სათავენი ჩემი შემოქმედებისა“, („ბედი
ქართლისა“, №5) ნათქვამია: „მე ვიყავ ყანწელებთან, მხოლოდ როგორც მეგობარი, უფროსი, დამხმარე და
წამხალისებელი. თქვენ კი მთვლით მათ მეთაურად, გთხოვთ, შეასწოროთ. 01.12.1960. ჟენევა“. ფაქტიურად, ეს
უდიდესი თავმდაბლობის გამოხატულება იყო.
ცისფერყანწელებზე ბევრი რამ იწერება. ლიტერატურულ კრიტიკაში აზრთა სხვადასხვაობაა. ერთნი მათ
სიმბოლისტურ სკოლას მიაკუთვნებენ, მეორენი ამ ჯგუფს მხოლოდ სიმბოლისტური განწყობილების
გამომხატველად მიიჩნევენ. მესამენი კი საერთოდ უარყოფენ სიმბოლიზმის, როგორც პოეტური სკოლის,
არსებობას საქართველოში. აზრთა მრავალფეროვნებას, ჩვენი აზრით, იწვევს თვით ტერმინ „სიმბოლიზმის“
სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. თვით ის ფაქტი, რომ ყანწელები თავს მაინცდამაინც სიმბოლისტებს
უწოდებდნენ, მრავლისმეტყველია. მართალია, ეს ლიტერატურული მიმდინარეობა პირველად ჩვენში არ
წარმოშობილა, მაგრამ ცისფერყანწელებმა იმდენი ეროვნული ნიშანი შესძინეს ამ სკოლას, რომ ჩვენ
თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ ქართულ სიმბოლიზმზე. უცხოური, „შემოტანილი“, როგორც გრიგოლ
რობაქიძე წერდა, იყო მხოლოდ „ტექნიკა“. რაც შეეხება იმას, რომ სკოლაში არსებობდა ხშირად
ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები, პრინციპები, სხვა სკოლათა ელემენტები, რომ არ იყო სწორხაზობრივი, ეს
დამახასიათებელი იყო როგორც ფრანგული, ასევე რუსული სიმბოლისტური სკოლებისთვის და მსგავსი საბუთები
ქართული სიმბოლისტური სკოლის უარყოფისთვის არ გამოდგება. ზოგი კრიტიკოსი ქართული სიმბოლისტური
სკოლის თეორიული წყაროების უქონლობაზე მიუთითებს. ესეც უსაფუძვლოა. არჩილ ჯორჯაძე და კიტა აბაშიძე;
გრიგოლ რობაქიოძე; ევროპული ფილოსოფია და ლიტერატურა; თვით მათი ნააზრევი – ამითი საზრდოობდა ეს
სკოლა.
გარდა ამისა, რომ ზოგადად ამ სკოლის მიზანი იყო სიმბოლოების საშუალებით იდუმალი, უხილავი
სამყაროს წვდომა (ადამიანის შინაგანი სამყარო, მიღმა სამყარო, მიღმა სამყარო, საგანთა და მოვლენათა
ნოუმანები), იგი იყო, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ქართული პოეზიის განახლების გზით მთელი ქართული
კულტურის აღორძინება. მათი ამოცანა იყო - „სილა გაეწნათ“ რუტინის, ფილისტერობისა და ესთეტიური
ბარბაროსობისთვის. სული შთაებერათ ქართული სიტყვის - „გადამწვარი მუგუზლისთვის“ - და ათონელი
მთაწმინდელების დარად თავგამოდებული მუშაკობით გადაერჩინათ გიორგი მერჩულისა და რუსთაველის
ნალოლიევებ-ნასათუთევი სიტყვები. ქართული კულტურისთვის ისე ვებრძოდით ლიტერატურულ ფეოდალიზმს,
როგორც გიორგი სააკაძეო, - წერდა ტიციან ტაბიძე. როგორც გ. მერკვილაძე შენიშნავს, ამ დროს ქართული
ლექსის განახლების პროცესი უკვე დაწყებული იყო გალაქტიონ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, ალექსანდრე
აბაშელის და სხვათა შემოქმედებაში, მაგრამ „ცისფერყანწელებმა სცადეს მისთვის უფრო გამძაფრებული ხასიათი
მიეცათ, გარკვეულ ესთეტიკურ-ვერსიფიკატორული ხასიათი მიეცათ, გარკვეულ ესთეტიკურ-ვერსიფიკატორული
სკოლის ფარგლებში მოექციათ იგი“.
სიმბოლისტების პრობლემები შეეხებოდა უმთავრესად ხელოვნების, მორალის, რელიგიის სფეროს. როცა
ერთხელ მალარმესთვის უთხოვიათ აზრი გამოეთქვა ფრანგებისა და გერმანელების დაახლოებაზე, რომელიც
მაშინ უნდა მომხდარიყო, პოეტს „აპოლიტიკურად“ უპასუხნია: „ჩემთვის საკმარისია ის, რომ ბოდლერი
ითარგმნება გერმანულ ენაზე და ვაგნერს ტაშს უკრავენ პარიზშიო“. ყანწელებისთვის არც ისე უცხოა პოლიტიკა,
რადგან ისინი საქართველოს ხვალინდელი დღის იმედით სულდგმულობდნენ და მათ წერილებსა თუ მხატვრულ
შემკოქმედებაში ხშირად იელვებდა ამგვარი საკითხები. თუმცა ისინი, მაინც, უპირველეს ყოვლისა, ქართულ
სიტყვას „ასალაშინებდნენ“ და მის ესთეტიურ ფასეულობას აღადგენდნენ. მართალია, ფრანგული სიმბოლისტური
სკოლა უკვე აღარ არსებობდა, როცა ასპარეზზე ყანწელები გამოვიდნენ, მაგრამ ისინი მაინც იმ პირველწყაროებს
ეწაფებოდნენ, თარგმნიდნენ და ითავსებდნენ შარლ ბოდლერს, სტეფან მალარმეს, პოლ ვერლენს, არტურ
რემბოს... ტიციან ტაბიძე წერდა: „ნაციონალური აპერცაპციის ძალით ერი ითვისებს იმას, რასაც იმასთან
ახლობელი კავშირი აქვს“. მისივე აზრით, მომავალ დიდ ქართველ შემოქმედში უნდა „შეერთებულიყო“
რუსთაველი და მალარმე. რუსთაველს იგი იაზრებდა, როგორც ქართული კულტურის შემკრებ ერთეულს,
მალარმეს კი – ევროპის აწმყოსა და მომავლისას. აქედანაც ჩანს, ნაბიჯს ვერ გადადგამთ, ყანწელების ნაწერებში
ეროვნული, ქართული ინტერესები არ შემოგეფეთოთ. როგორც მირიან აბულაძე წერს: „ეროვნული მოტივი
ცისფერყანწელთა პოეზიაში, რომელიც მათ ქართული კლასიკური მწერლობიდან მიიღეს მემკვიდრეობით,
სცილდება დასავლეთისა და რუსული სიმბოლიზმის ვიწრო, კარჩაკეტილი სკოლების ესთეტიზმის ჩარჩოებს,
რადგან ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის ხასიათის იყო იგი“.
როგორ ესმოდათ ცისფერყანწელებს სიმბოლიზმი?
უპირველეს ყოვლისა, ისინი მოითხოვდნენ, რომ მკაცრად გამიჯნულიყო ერთმანეთისაგან სიმბოლისტური
მეთოდი და სიმბოლისტური სკოლა, რადგან მათი შერევა გაუგებრობას წარმოშობდა... სიმბოლისტური მეთოდი
საერთოდ ლიტერატურის კუთვნილებაა, სიმბოლოების გარეშე ხომ წარმოუდგენელია მხატვრული აზროვნება,
მაგრამ ევროპაში დაბადებული სიმბოლისტური სკოლა სრულიად განსხვავდებოდა მანამდე არსებული
სიმბოლოების გააზრებისაგან.
ფრანგი ლიტერატორები რემი დე გურმონი მიიჩნევდა, რომ სიმბოლისტური სკოლის ძირითადი პრინციპები
იყო: ა) იმნივიდუალიზმი, ბ) შeმოქმედების თავისუფლება, გ) დასწავლილი ფორმულების უარყოფა, დ)
ანტინატურალიზმი, ე) ლტოლვა ყოველივე არაჩვეულებრივისადმი, უცნაურისადმიც კი, ვ) იდეალიზმი, ზ)
სოციალური ფაქტების უგულებელყოფა, თ) მხოლოდ იმ ხაზების გადმოცემა, რომელიც ერთ ადამიანს მეორისგან
განასხვავებს, ი) საგნებსა და მოვლენებში არსებითის დაჭერა და გადმოცემა.
ცისფერყანწელები იღებდნენ ამ განმარტებას ზოგადად და თავიანთ წერილებში უფრო შლიდნენ და
აზუსტებდნენ ზოგიერთ პუნქტს. ისინი ცდილობდნენ, მოეძებნათ სამყაროს „ათვისების“ ახალი ფორმები. ტიციან
ტაბიძე შენიშნავდა ერთ წერილში არსებით საკითხს: „სიმბოლიზმის, როგორც პრიმატი „როგორის რაზე“ გაუგებრობაა. ამგვარი დასმა საკითხის მიუღებელია, რადგან იგი გულისხმობს განცალკევებას იქ, სადაც
კონკრეტულად არსებობს მხოლოდ ერთიანობა, მაგრამ ფორმას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება“. მისი აზრით.
სიტყვამ დიდი ხანია დაკარგა ღირებულაბა და გადაფასდა. ამას კი პირველმა ყურადღება გრიგოლ რობაქიძემ
და არჩილ ჯორჯაძემ მიაქციეს.
საფრანგეთში ჟურნალისტმა პოლ ბურდმა ჯერ კიდევ XIX ს-ის 50-იან წლებში გამოაქვეყნა სტატიებში პოეტდეკადენტებზე. უკვე იგრძნობოდა ახალი „თრთოლვა“. 1857 წელს გამოსცა შარლ ბოდლერმა „ბოროტების
ყვავილები“. დიდი ხანია ხელოვნებაში ფორმის კულტს ქადაგებდნენ პარნასელები: ლეკონტ დე ლილი, თეოფილ
გოტიე, ვილიე დე ლილ ადანი ... ლიტერატორული სიახლეების წარმოშობა კი გრძელდებოდა. ჯერ კიდევ
არსახელდებული „სკოლა“ ფრთებს შლიდა. 1883 წელს ჟან მორეასმა ჟურნალ „ფიგაროში“ გამოაქვეყნა
„სიმბოლიზმის მანიფესტი“, სადაც ამ სკოლის ძირითადი დებულებები გამოჰკვეთა. მან პოეზია სამყაროს
უმაღლეს, სინთეზურ შემეცნებად გამოაცხადა, პოეტი კი მოვლენათა და იდეათა მესაიდუმლედ.
პოლ ვერლენის, სტეფან მალარმეს, შარლ ბოდლერის, არტურ რემბოსა და სხვათა შემოქმედებაში,
წერილებსა და ჩანაწერებში კი თანდათან უფრო ნათლად წარმოჩინდა სიმბოლისტური პოეზიის ყველა
დამახასიათებელი ნიშან-თვისება: ურთულესი სტილი, „ბრბოსთვის“ გაუგებარი ენა, „მე“-ს შემეცნების აღიარება
სამყაროს უშინაგანესი სიღრმეების „მოხილვის“ საფუძვლად. ყველაზე მკვეთრად კი, რა თქმა უნდა, გამოჩნდა
სიმბოლოს ახლებური გააზრება.
ჟან მორეასის მანიფესტის შემდეგ ყველამ დაიწყო საუბარი სიმბოლისტებზე. ოფიციალურად დადგინდა
ახალი სკოლის არსებობა, რომელიც დაუპირისპირდა პარნასელებსა და ნატურალისტებს. ეს ახალი სკოლა არ
იყო ერთიანი, ცალ-ცალკე ჯგუფებში თავშეყრილი პოეტები ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ
საერთო იყო ის, რომ ისინი „ამსხვრევდნენ“ ძველ პოეტურ პრინციპებს. ჰქონდათ არტურ რემბოს ავადმყოფური
სიამაყე, რწმენა თავიანთი გენიალობისა და ერთადერთობისა. ეს „სენი“ შემდგომ ქართველ პოეტებსაც
გამოაჩნდათ. „ამიტომ არ გვაქვს არცერთ ყანწელს აქამდე შიში, რომ მოვედებით საქართველოს ლექსის
ნიაღვრად“ - ტიციან ტაბიძე.
ახალი პოეტები შოპენჰაუერისა და ნიცშეს „ქადაგებით“ იყვნენ „მოწამლულნი“. ამ ფილოსოფოსებმა
სამყაროს შემეცნების ერთადერთ საშუალებად ინტუიცია აღიარეს და იგი ლოგიკურ შემეცნებაზე ბევრად მაღლა
დააყენეს. სიმბოლისტური სკოლა სწორედ ამგვარ შემეცნებას ეფუძნებოდა. შოპენჰაუერის აზრით, სიმბოლიზაციის
პროცესში განხორციელებული შემეცნება იყო უმაღლესი, გენიალური. იგი მუსიკალურ იდეებს თვლიდა არსებით
სიმბოლოებად, რადგან მუსიკაში ხდება ყველაზე უფრო მეტი მიახლება სულის სიღრმეებთან და რომ მუსიკა
იდეალურად გამოხატავს სიმბოლოებს. მხოლოდ უმეცრები ეძებენო, - ამტკიცებდა იგი, - სულის საკითხებში
სიმბოლოთა სიცხადესო. სიმბოლო სულის მუსიკას აღვიძებსო.
დიდხანს არსებობდნენ საფრანგეთში ერთმანეთის გვერდიგვერდ სხვადასხვა ჯგუფები: „სიმბოლისტები“
(მალარმე, მორეასი, პოლ ადანი, შარლ მორისი...) „ინსტრუმენტალისტები“ (რენე გილი, ემილ ბერჰარნი...),
„მაგიკები“ (ჟ. პალადინი), „ანარქისტები“ (ა. ჟიდი) და სხვა.
ახალი პოეტები მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით განსხვავდებოდნენ ძველისგან. ახლებურად
ცხოვრება და აზროვნება – ეს იყო საერთოდ მათი არსებობის მანერა, სტილი.
გავიხსენოთ შარლ ბოდლერის ბიოგრაფია, თუნდაც არტურ რემბოსი ან პოლ ვერლენისა, აგრერიგად რომ
ხიბლავდათ ყანწელებს. არაფერი იყო მათ მიბაძვაში დასაძრახი, ტიციანის წითელი მიხაკი ისეთივე მანერულობა
იყო, როგორც ბოდლერის მწვანე თმები და ორიგინალური კოსტიუმები. ბოჰემური ცხოვრება – ღვინისა და
ქალის სიყვარული ზოგჯერ რეალური, ზოგჯერ ილუზიური... ქართველებს ფრანგთა მსგავსი ცხოვრება
გამოსდიოდათ, რადგან მსგავსი იყო მათი აზროვნებისა ცხოვრების პრინციპები, რა თქმა უნდა, ზოგად ხაზებში,
რადგან ეროვნულობა მძლავრად „იჯდა“ ქართველებში. საინტერესო პარალელი: პოლიციამ ბელგიის
საზღვრებიდან გამოყარა „უზნეო“ და „საეჭვო“ ყოფაქცევის არტურ რემბო და პოლ ვერლენი. ამის მერე
ვერლენი ორი წელი იჯდა ციხეში მკვლელობის განზრახვისათვის (არტურ რემბოსთან ჰქონდა კონფლიქტი); ასევე
„ილაშქრებდნენ“ ჩვენი ყანწელების წინააღმდეგ: პაოლო იაშვილი მენშევიკურმა მთავრობამ ერთხანს
ქალაქიდანაც კი გადაასახლა „დებოშების“ მოწყობისათვის. მისმა ელენე დარიანის ლექსებმა ხომ „გააცოფა“
ქუთაისი. თუმცა ამგვარი პარალელები მაინც ხელოვნურია, რადგან სხვადასხვა დროს ხდებოდა. როგორც ტიციანი
წერდა გულისტკივილით, რომ როცა შარლ ბოდლერი 1848 წლის რევოლუციაში ბარიკადებზე იბრძოდა და გაზ.
„ბარრიკადსაც“ სცემდა, მაშინ „არც იყო დაწყებული დავა ილია ჭავჭავაძისა და კნ. ბარბარე ჯორჯაძის შორის.
მაშინ შინ გაზრდილი კნეინა სრული დაუეჭველობით სწავლობდა ანბან თეორეტიკას და ან ვის გაახსენდებოდა ის
ამბავი, რომ პოეზიის ხერხემალი სწორედ მაშინ ტყდებოდა“.
რუსეთში სიმბოლიზმი თეორიულად ახსნა პირველმა დ. მერეჟკოვსკიმ, როცა 1892 წელს გამოსცა ნაშრომი
„რუსული ლიტერატურის დაცემისა და ახალი მიმდინარეობის წარმოშობის მიზეზების შესახებ“. აქ მან იდეალიზმი
გამოაცხადა ადამიანის გულის მარადიულ მოთხოვნილებად და ახალი ლიტერატურის სამი მთავარი ელემენტი
გამოჰყო:
1. მისტიკური შინაარსი (რუსი ხალხის რელიგიური გრძნობების ჩვენება).
2. ახალი პოეზია, უპირველეს ყოვლისა არის სიმბოლისტური პოეზია.
3. იმპრესიონიზმი შთაბეჭდილებათა უცნობ სამყაროებს ასახავს, ქვეცნობიერს.
დ. მერეჟკოვკისთან ერთად რუსულ სიმბოლიზმს წარმოადგენდნენ და ახალი პოეტური სკოლის იდეებს
ქადაგებდნენ ზ. გიპიუსი, ვ. ბრიუსოვი, კ. ბალმონტი, ფ. სოლოგუბი, ი. ანენსკი, ნ. მინსკი... მალე გამოჩნდა
სიმბოლისტთა ახალი თაობა: ა. ბელი, ვ. ივანოვი, ა. ბლოკი... უმცროს თაობას ჰქონდა მკვეთრად გამოხატული
რელიგიური მისწრაფებები. ისინი თავიანთი სულიერი მოძღვრის ვლ. სოლოვიოვის დარად რელიგიას მჭიდროდ
უკავშირებდნენ ხელოვნებას, ამიტომ მათ თეურგებსაც უწოდებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ქადაგებდნენ
ხელოვნების მარადიულ საწყისებს. შოპენჰაუერის დარად, ხელოვნების მწვერვალად აღიარებდნენ მუსიკას და
მიიჩნევდნენ, რომ სწორედ მუსიკა გამოხატავდა ყველაზე უკეთ უკვდავებასთან მიახლების წყურვილს.
„თეურგიული პოეზია არის მუსიკის სიტყვიერი გამოთაქმა“. (ალექსანდრ ლოკი).
აი, როგორ აღწერს ტიციან ტაბიძე 1914-1915 წლის მოსკივს: „ამ წლებში ლიტერატურული მოსკოვი ჯერ
კიდევ
სიმბოლიზმის
ტყვე
იყო,
თუმცა
უკვე
იგრძნობოდა
სიმბოლიზმის
კრიზისი.
შვეიცარიიდან
ახალდაბრუნებულმა ანდრეი ბელმა თან მოიტანა თავისი ბუნდოვანი მისტიური დაქანცულობა, ცხარე კამათი
გოეთეზე და ჟესტ-მიმიკის თეატრზე. მახსენდება სკრიაბინის სიკვდილი და მისი დაკრძალვა, სკრიაბინისვე მუსიკის
კულტი, იგორ სევერიანის პოეზიის უთვალავი საღამოები, რელიგიურ-ფილოსოფიური საზოგადოების სხდომები და
ფორმულა „კანტიდან პრუდონამდე“, რუსეთის ჯარის წასვლა გერმანიის ფრონტზე, მარინეტისა და ემილ
ვერჰარნის ჩამოსვლა მოსკოვში, „თავისუფალი ესთეტიკის საზოგადოების“ სხდომა ლიტრატურულ-მხატვრულ
წრეში და ვალერი ბრიუსოვის გამოსვლა, აკმეისტებისა და „ადამისტების“ შეტევა სიმბოლისტების წინააღმდეგ,
ნაცნობობა ბალმონტთან, რომელიც მაშინ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ თარგმნიდა, გატაცება ბლოკითა და
ინოკენტი ანენსკით, და ბოლოს, მოსკოვის ქუჩებსა და ესტრადებზე ვლადიმერ მაიკოვსკი, ხოლო გვიან –
ხლებნიკოვისა და სხვა რუსი ფუტურისტების გამოჩენა. ყოველივე ეს მაღელვებდა და მიტაცებდა”.
„იყო თუ არა ქართული სიმბოლიზმი? - კითხულობდა გურამ ასათიანიი და იქვე პასუხობდა: რასაკვირველია, იყო. საწინააღმდეგოს მტკიცება მე პირადად კადნიერებად მიმაჩნია, ვინაიდან ასეთი მტკიცება
ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ლიტერატურული მემკვიდრეობის სერიოზულობას რაც, კერძოდ, ცისფერყანწელებმა
დაგვიტოვეს“.
„ცისფერი ყანწები“ წლების განმავლობაში გმირულად ეწეოდა მძიმე ჯვარს პოეზიის გოლგოთაზე. ტიციან
ტაბიძე წერდა ერთგან, ყანწელები უფრო მეტს ფიქრობდნენ თავიანთ სახელზე, ვიდრე აკაკი წერეთელი
„თორნიკე ერისთავის“ დაწერაზეო. მისი აზრით, მათი ძმობა იყო მისტიური და მის კონსტიტუციას მხოლოდ
სიკვდილი დაწერდა. სიკვდილი კი, მართლაც, დიდის გულმოდგინებით წერდა ამ ისტორიას... ნინო ტაბიძე
იხსენებდა: „როცა თბილისში გამოვიდა სერგეი ესენინის ლექსების წიგნი, ერთი ეგზემპლარი მე მაჩუქა, გაიჭრა
თითი და ფურცელზე თავისი სისხლით წააწერა: „გიყვარდე მე და გიყვარდეს „ცისფერი ყანწებიო“. თითქოს ეს
გენიოსი პოეტიც გრძნობდა ამ „სისხლიან“ ისტორიას“.
ცისფერი, პირველქმნილი ფერი, ამაღლებულის სიმბოლოა. „ცისფერი ყანწები“ პოეზიის ალეგორიაა. მისი
საშუალებით ჩვენს პოეტებს განეხვნებ ოდათ იდუმალების კარიბჭენი და მარადიულსა და მიღმიურს
მიეახლებოდნენ, კოსმიური მუსიკითა და მშვენიერებით ივსებოდნენ („სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს“ გალაქტიონი). „ცისფერ ყანწებად“ შეიძლება თვითონ პოეტებიც მოვიაზროთ, მათი სხეულები – ყანწები – ივსება
ზეციური სასმელით – ცისფერით – პოეზიით და ისინი სიმბოლოების საშუალებით სამყაროს ჭეშმარიტებას, მის
ღვთაებრივ არსს ეზიარებიან. ისინი ხომ თავს თვლიდნენ გამორჩეულებად, ზეციური ნადიმის მონაწილეებად,
რომელთაც ხელეწიფებოდათ ცისფერი ყანწებით იმგვარი „დათრობა“, როცა მუზები ხდებიან სახილველ და
იდუმალება საცნაურ.
როგორც თ. ვასაძე აღნიშნავს, სიმბოლიზმის სკოლამ ცისფერყანწელებს სინამდვილის პირველაღმომჩენთა,
პირველმხილველთა ხედვის სიხალასე მისცა.
ცისფერყანწელები უკმაყოფილონი იყვნენ საკუთარი თავით. ამის მიზეზიც ჰქონდათ. ასპარეზი
ევიწროებოდათ და ფონის უქონლობას უჩიოდნენ. „ერთი მხრივ იმან, რომ ყანწელებს უხდებოდათ არა თავისი
საქმის კეთება, მეორე მხრივ, სამოქალაქო ომის ცეცხლმა და რევოლუციამ, რომელმაც მოუსწრო საქართველოში
ამ პოეტების შემოქმედების დაწყებისას და ამასთან ეს რევოლუცია ორგანულად არ იყო გამოტანჯული ქართველი
ხალხისგან, არამედ მოვიდა ფოსტით პეტროგრადიდან (რაც ამჩნევია პროლეტარ-დემოკრატ პოეტებსაც) და
აგრეთვე ქართულმა სამხრეთის ბუნებამ, რომელიც აკანონებს ზარმაცობას და უფრო მწვავედ აყენებს სიცოცხლის
პრობლემას, გამოიწვია ის, რომ ყანწელებს არ უთქვამთ საჯაროდ თავისი სიტყვა, როგორც ამისთვის იყვნენ
მოწოდებულნი“ (ტიციან ტაბიძე).
მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს მშვენიერი ნაწარმოებების შექმნა და „სიმბოლისტურ სკოლასაც“
გააძლებინეს ამ „გაუსაძლის“ ქვეყანაში. ყანწელები ქვეყნიერებას აღიქვამდნენ, როგორც ესთეტიურ ფენომენს,
როგორც სიმბოლოს, რომელიც მოითხოვდა შთაგონებულ გამოცნობას, ბუნება მათთვის ტაძარი იყო, სადაც
ყოველი მხრიდან იყურებოდნენ სიმბოლოები (ვალერიან გაფრინდაშვილი). ეს იყო სრულიად ახლებური მიდგომა
სამყაროსადმი. ყველაფერი გარშემო სიმბოლურად იქნა მოაზრებული. ყოფნა-არყოფნის, ცხოვრების აზრის და
სხვა მარადიული კითხვებიც ახლებურად გახმიანდა. პიროვნების სამყაროსთან მიმართების ახალი წახნაგები
გამოჩნდა.
ქართულმა სიმბოლისტურმა სკოლამ ვაჟკაცურად იარსება. ყანწელებს თავიდანვე მოაზრებული ჰქონდათ
თავიანთი ლიტერატურული მოღვაწეობის მიზნები და ამოცანები. თავიდანვე თავიანთი ორიგინალური აზრები,
მეამბოხე წარმოდგენები შემოკრიბეს და გააერთიანეს „სკოლაში“. მართალია, მათ ჰქონდათ უკვე ფრანგი
„წინაპრებისა“ და რუსი „მეგობრების“ გამოცდილება, მაგრამ მათი გამოსვლის სიძნელეს ეს არ ამცირებდა. ამ
სკოლის წარმომადგენლობა ნიშნავდა არა მხოლოდ საერთო პრინციპების საფუძველზე აზროვნებას, არამედ
საერთოდ ცხოვრებას. (აქედან ყანწელების საოცარი სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთისადმი, ამას „მტრებიც“
აღნიშნავდნენ ყოველთვის). სწორად შენიშნავს გურამ ბენაშვილი, რომ „ცისფერყანწელები უფრო ხშირად
შინაგანი შთაგონებით ქმნილი პოეტურ მეტიდაციებს, წინაპართაგან მომდინარე მარადიულ ინერციას დიდი
სულიერი გაწვალების ფასად ეუფლებოდნენ, რათა ჯერ კიდევ ბოლომდე გაუცნობიერებელ სიახლეებისთვის
მიეცათ გზა, ესეც მათი გმირობა იყო და არა ნაკლი. რაც შეეხება ყველასთვის თვალშისაცემ მათ შემოქმედებითსა
და პიროვნულ „ექსცესებს“, ეს უფრო მათი საკუთარი „სხეულის წერტილის“ სივრცეში დამკვიდრების ცდას
წარმოადგენდა, ვიდრე მშვიდი შემოქმედებითი გონის ნაყოფს“.
შესაძლოა, ახალი პოეტური სკოლა იყო ხელოვნური, მაგრამ თავისთავად სამყაროსგან რაიმეს გამოყოფა,
სულერთია ეს იქნება მატერიალურ თუ სულიერ სფეროში, ხელოვნურობას ვერ დააღწევს თავს. სკოლის შექმნა
უკვე გულისხმობდა ამას. მთავარია, რომ ცისფერყანწელებმა მოძებნეს, შეარჩიეს, გამოიგონეს, შეთხზეს,
ჩამოაყალიბეს თავიანთი აზროვნებისა და ცხოვრების ორიგინალური სტილი და მას უწოდეს „სიმბოლისტური“.
საქართველო ამ დროს ისეთივე ქაოტური ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც მთელი ევროპა. მძვინვარებდა
პირველი მსოფლიო ომი. დამთავრებული იყო „დიდი ეპოქა“. როგორც გალაქტიონმა თქვა. იბადებოდა ახალი.
რევოლუცია მოდიოდა ნგრევით. აქ უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა ნგრევის შედეგს, მთავარი თვით ნგრევის
შედეგი იყო, რომელიც სულიერ სამყაროში უდიდეს ძვრებს იწვევდა. „ევროპის ქარი“ საქართველოში ძალუმად
უბერავდა, ხშირად რუსეთის ტრამალებით დამტვერილი, ზოგი პირდაპირ გადმოქროლილი. ქუთაისში განგებით
თავს იყრიან ახალგაზრდები, რომელთაც მძლავრად აქვთ ეს ჰაერი შესუნთქული. პაოლო იაშვილი, ტიციან
ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე, ალი არსენიშვილი, შალვა აფხაიძე,
ნიკოლო მიწისვილი, სერგო კლდიაშვილი, ლელი ჯაფარიძე... ზოგი რუსეთში, ზოგი უცხოეთში განსწავლული,
ბავშვობიდანვე გატაცებული ლიტერატურით. ბუნებრივი ნიჭი, სიახლის წყურვილი, ევროპის მაჯისცემა მათში
საოცარ ძვრებს იწვევს. ნაპერწკლებზე კი ნავთს ასხამს გრიგოლ რობაქიძე და ხანძარი ჩნდება ქართულ
პოეზიაში. ახალგაზრდა პოეტებს ეუფლებათ ექსპერიმენტების , ორიგინალური მხატვრული აზროვნების ძიების
სურვილი. ლექციები გრიგოლ რობაქიძისა – იხსნება გზა, ჩნდება ნათელი გამოსავალი... „ვულკანი“ უნდა
ამოიფრქვას გარდაუვალად. შესაძლოა დაპირისპირება ძველ სამყაროსთან, ძველ ლიტერატურასთან... ამ დროს
უკვე დიდი ხანია დაწერილია ჟან მორეასის მანიფესტიმ საფრანგეთში დაივიწყეს სიმბოლისტთა კოშმარული
ხილვები, რუსეთი აღარ ბობოქრობს ბრიუსოვისა და ბელის „გამოხდომებზე“... ქუთაისელი პოეტები გრძნობენ,
რომ მათი შინაგანი განწყობილება, მისწრაფებები ყველაზე უკეთ სიმბოლიზმის ჩარჩოებში ეტევა. იმისთვის, რომ
თვით სკოლის სახელწოდებაც ორიგინალური ყოფილიყო, ირქმევენ „ცისფერ ყანწებს“... ვალერიან
გაფრინდაშვილი იტყვის შემდეგ: „ჩვენ გავიზარდეთ ტიუტჩევზე, ვაჟასა და ბოდლერზე“. მრავლისმეტყველი
ფრაზაა...
როგორც ლალი ავალიანი სამართლიანად შენიშნავდა „სიმბოლიზმმა გადახედა წარსულის მემკვიდრეობას,
მაგრამ ვერ მოირგო მისი „ჟანგიანი ჯავშანი“: ახალი ფორმების ძიებამ ის მიიყვანა „ფასეულობათა
გადაფასებამდე“. რაც, აგრეთვე დასავლეთ ევროპისა და რუსული სიმბოლიზმის, ძირითად ტენდენციასაც
წარმოადგენდა“.
სიმბოლიზმმა, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც გარკვეული ეპოქა შექმნა. სანდრო
ცირეკიძის მიერ თარგმნილ სტეფან მალარმეს ერთ პატარა მოთხრობაში, რომელსაც „მომავლის ფენომენი“
ჰქვია, შევხვდით ისეთ სტრიქონებს, რომელიც შეიძლება ახლა უკვე ისტორიად ქცეული ქართული სიმბოლისტური
მწერლობის მიმართ გავიმეოროთ: „როდესაც ყველა მოიჯერებდა გულს უკვე დაწყევლილ კეთილშობილ არსების
ცქერით, ზოგი გაბრუნდებოდა გულგრილად, რადგან ვერ გაიგებდა, სხვები გულდაწყვეტილნი, ცრემლიანი
წამწამებით მორჩილად გახედავდნენ ერთმანეთს. მაშინ, როდესაცამ დროთა პოეტები იგრძნობენ მათი დამქრალი
თვალების ახალ ანთებას და მკრთალი დიდების წუთს ეწვევათ რიტმი და მთვრალი ტვინით მიიჩქარიან
ლამპასთან, რომ თავდავიწყებით იცხოვრონ ეპოქაში, რომელიც ემსახურებოდა სილამაზეს“.
მართლაც, უპირველეს ყოვლისა, სილამაზის მსახურნი იყვნენ ცისფერყანწელები და მათ შორის სანდრო
ცირეკიძე...
ბ) პოეტური დენდიზმი
ცისფერყანწელთა
შემოქმედება
გაჟღენთილია
არტისტული
მანერებით,
რომანტიკული
პოზებით,
ორიგინალური და უჩვეულო წარმოსახვებით, რაც მათ გამოყოფს, გამოარჩევს და გამოაცალკევებს ქართველ
მგოსანთა კრებულიდან. მათი პოეზია შერწყმული იყო მათსავე პირად ცხოვრებასთან, ყოფით ურთიერთობებთან.
ისინი მთელი არსებით წარმოადგენდნენ საოცარ ნაზავს პოეტურობისა და დენდიზმისას, ამიტომ მათი
ნაწარმოოებები აღბეჭდილი იყო უცხო ანდამატით, რომელსაც შეიძლება პოეტური დენდიზმი ვუწოდოთ.
ტიციან ტაბიძე თავის „ავტოპორტრეტში“ აცხადებს:
აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,
ვოცნებობ ბაღდადზე მოღლილი დენდი,
ვფურცლავ მალარმეს „დივიგაციონს“.
„უაილიდის პროფილიანი“ ცისფერთვალა პოეტი დენდია, რომელიც გულგრილად უყურებს ირგვლივ
ყოველივეს, რადგან მას თავისი, მხოლოდ მისთვის არსებული, განსაკუთრებული სამყარო აქვს, სადაც მის მიერ
შექმნილი გმირები, ლანდები სახლობენ. აგრეთვე ისინიც, რომლებიც კლასიკური თუ უახლესი ლიტერატურიდან
მისთვის საყვარელ პოეტურ სახეებს წარმოადგენენ.
დენდობა დამახასიათებელი იყო ფრანგის სიმბოლისტებისთვის. ისინი, უპირველესად, პროტესტანტები იყვნენ
და ეს განსაკუთრებით ცნობილია შარლ ბოდლერის დენდიზმი, რაშიც ის ხედავდა თავის ესთეტიკურ იდეალს.
დენდი ვიწრო მნიშვნელობით აღნიშნავს ნატიფად, მოდაზე ჩაცმულ მამაკაცს. უფრო ფართოდ კი
გამოხატავს საერთოდ ადამიანის ცხოვრების წესს, რომელზედაც ერთგვარად გავლენას ახდენს როგორც გარემო,
ასევე პოეტური პრინციპები და იდეალები. მაგალითად, დენდები იყვნენ ბაირონიც და უაილდიც, მაგრამ მათი
დენდობა განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.
შარლ ბოდლერის განმარტებით, დენდობა არის რაღაც საკუთარი პიროვნების კულტის მსგავსი. დენდის,
უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეძლოს მისწრაფებათა და გულისთქმათა დაოკება, ბედნიერების პოვნა სულ სხვა
რაიმეში, ვიდრე ეს ესმით გარშემომყოფთ. ეს არის ამაყი კმაყოფილება გაოცებისა, თან არასოდეს დაგაჩნდეს ეს
გაოცება. იგი წერს: „დენდი შეიძლება იყოს მოყირჭებული, შეიძლება იყოს ავად, მაგრამ ამ უკანასკნელ
შემთხვევაშიც ის გაიღიმებს, როგორც იღიმებოდა პატარა სპარტანელი მაშინ, როცა მელა უღრღნიდა
შიგნეულობას“. მისი აზრით, დენდიზმი იყო უკანასკნელი აფრენა ჰერიოკისა დაცემის საერთო ფონზე. ეს,
უპირველეს ყოვლისა, ნიშნავდა შემოქმედის შინაგან ნებისყოფას, რომლის საშუალებით მას უნდა დაეძლია
გარემო, ეპოქა და წარმოჩენილიყო საკუთარი წარმოსახული სამყაროს ერთპიროვნულ განმგებლად და
ხელისუფლად.
შარლ ბოდლერი მეტრი იყო არა მხოლოდ ფრანგი, არამედ ქართველი სიმბოლისტებისთვისაც. მისი
აზრები, შეხედულებები, პოეზია წარმოადგენდნენ მათთვის შთაგონების წყაროებსა და კანონიკას. ვალერიან
გაფრინდაშვილი: „ჩემს წინ ბოპდლერი გადაშლილი, ვით სახარება“. ან კიდევ:, ტიციან ტაბიძე: „ბესიკის ბაღში
ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს“.
Maia jaliashvili
Maia jaliashvili
Maia jaliashvili
Maia jaliashvili
Maia jaliashvili
Maia jaliashvili
Maia jaliashvili
Maia jaliashvili
Maia jaliashvili
Maia jaliashvili
Maia jaliashvili
Maia jaliashvili
Maia jaliashvili

Weitere ähnliche Inhalte

Was ist angesagt?

თხა და გიგო
თხა და გიგოთხა და გიგო
თხა და გიგოeka gachechiladze
 
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვასულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვაNona Chabashvili
 
გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძეგიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძეNino Chkhetia
 
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმათორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმაmziaegiashvili
 
ძველი ბერძნული თეატრი
ძველი ბერძნული თეატრიძველი ბერძნული თეატრი
ძველი ბერძნული თეატრიfiqria
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაციაirmabochorishvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიmarina 77
 
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო ძველი საბერძნეთის სახელმწიფო
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო nino abuladze
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"marine
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიnino abuladze
 
სულხან საბა ორბელიანი
სულხან საბა   ორბელიანისულხან საბა   ორბელიანი
სულხან საბა ორბელიანიmarina 77
 
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებაგეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებაmacacobubuteishvili
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი barbaretak
 

Was ist angesagt? (20)

თხა და გიგო
თხა და გიგოთხა და გიგო
თხა და გიგო
 
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვასულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
 
samegrelo
samegrelosamegrelo
samegrelo
 
გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძეგიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძე
 
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმათორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
 
ძველი ბერძნული თეატრი
ძველი ბერძნული თეატრიძველი ბერძნული თეატრი
ძველი ბერძნული თეატრი
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdfბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
აკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdfაკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdf
 
სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო ძველი საბერძნეთის სახელმწიფო
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
 
სერიები
სერიებისერიები
სერიები
 
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
 
სულხან საბა ორბელიანი
სულხან საბა   ორბელიანისულხან საბა   ორბელიანი
სულხან საბა ორბელიანი
 
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებაგეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
 

Andere mochten auch

GOLD (Girlguiding Overseas Linked with Development)
GOLD (Girlguiding Overseas Linked with Development)GOLD (Girlguiding Overseas Linked with Development)
GOLD (Girlguiding Overseas Linked with Development)clare-beorhte
 
Pcy coal presentation
Pcy coal presentationPcy coal presentation
Pcy coal presentationProphecy Corp
 
soalan Bm 2 semester 2 2013
soalan Bm 2 semester 2 2013soalan Bm 2 semester 2 2013
soalan Bm 2 semester 2 2013Shika Nara
 
Havinq 5 QUESTIONS august 2013
Havinq 5 QUESTIONS august 2013Havinq 5 QUESTIONS august 2013
Havinq 5 QUESTIONS august 2013havinq
 
Power point akbar
Power point akbarPower point akbar
Power point akbaryusufcoker
 
Prueba de ms excel
Prueba de ms excelPrueba de ms excel
Prueba de ms excelEagle Eyes
 
Q1 md&a & interim financial statements (pre merger)
Q1 md&a & interim financial statements (pre merger)Q1 md&a & interim financial statements (pre merger)
Q1 md&a & interim financial statements (pre merger)Prophecy Corp
 
Rpt bm tahun 2
Rpt bm tahun 2Rpt bm tahun 2
Rpt bm tahun 2Shika Nara
 
2015 paw workforce sales kit complete062714
2015 paw workforce sales kit complete0627142015 paw workforce sales kit complete062714
2015 paw workforce sales kit complete062714ccinquegrano
 
file PPPB (credit to the owner)-somebody..don't know who.
file PPPB  (credit to the owner)-somebody..don't know who.file PPPB  (credit to the owner)-somebody..don't know who.
file PPPB (credit to the owner)-somebody..don't know who.Shika Nara
 
მარადისობის რღვევა
მარადისობის რღვევამარადისობის რღვევა
მარადისობის რღვევაNino Chipashvili
 
Havinq september 2013
Havinq   september 2013Havinq   september 2013
Havinq september 2013havinq
 
Jane Carr on the 'Handmade at Fortnum's' Exhibition she curated, from the Hid...
Jane Carr on the 'Handmade at Fortnum's' Exhibition she curated, from the Hid...Jane Carr on the 'Handmade at Fortnum's' Exhibition she curated, from the Hid...
Jane Carr on the 'Handmade at Fortnum's' Exhibition she curated, from the Hid...Hidden Art
 
Rpt bm tahun 5
Rpt bm tahun 5Rpt bm tahun 5
Rpt bm tahun 5Shika Nara
 

Andere mochten auch (20)

GOLD (Girlguiding Overseas Linked with Development)
GOLD (Girlguiding Overseas Linked with Development)GOLD (Girlguiding Overseas Linked with Development)
GOLD (Girlguiding Overseas Linked with Development)
 
Pcy coal presentation
Pcy coal presentationPcy coal presentation
Pcy coal presentation
 
Success
SuccessSuccess
Success
 
Letras gd
Letras gdLetras gd
Letras gd
 
soalan Bm 2 semester 2 2013
soalan Bm 2 semester 2 2013soalan Bm 2 semester 2 2013
soalan Bm 2 semester 2 2013
 
Asensor i p
Asensor i pAsensor i p
Asensor i p
 
Havinq 5 QUESTIONS august 2013
Havinq 5 QUESTIONS august 2013Havinq 5 QUESTIONS august 2013
Havinq 5 QUESTIONS august 2013
 
Power point akbar
Power point akbarPower point akbar
Power point akbar
 
Prueba de ms excel
Prueba de ms excelPrueba de ms excel
Prueba de ms excel
 
Q1 md&a & interim financial statements (pre merger)
Q1 md&a & interim financial statements (pre merger)Q1 md&a & interim financial statements (pre merger)
Q1 md&a & interim financial statements (pre merger)
 
Wiladuras instruqcia
Wiladuras instruqciaWiladuras instruqcia
Wiladuras instruqcia
 
Rpt bm tahun 2
Rpt bm tahun 2Rpt bm tahun 2
Rpt bm tahun 2
 
2015 paw workforce sales kit complete062714
2015 paw workforce sales kit complete0627142015 paw workforce sales kit complete062714
2015 paw workforce sales kit complete062714
 
file PPPB (credit to the owner)-somebody..don't know who.
file PPPB  (credit to the owner)-somebody..don't know who.file PPPB  (credit to the owner)-somebody..don't know who.
file PPPB (credit to the owner)-somebody..don't know who.
 
მარადისობის რღვევა
მარადისობის რღვევამარადისობის რღვევა
მარადისობის რღვევა
 
Havinq september 2013
Havinq   september 2013Havinq   september 2013
Havinq september 2013
 
Jane Carr on the 'Handmade at Fortnum's' Exhibition she curated, from the Hid...
Jane Carr on the 'Handmade at Fortnum's' Exhibition she curated, from the Hid...Jane Carr on the 'Handmade at Fortnum's' Exhibition she curated, from the Hid...
Jane Carr on the 'Handmade at Fortnum's' Exhibition she curated, from the Hid...
 
Rpt bm tahun 5
Rpt bm tahun 5Rpt bm tahun 5
Rpt bm tahun 5
 
2007 annual md&a
2007 annual md&a2007 annual md&a
2007 annual md&a
 
Austria, country of castles
Austria, country of castlesAustria, country of castles
Austria, country of castles
 

Ähnlich wie Maia jaliashvili

ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"tamarkakachia
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიIzolda Chitadze
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2lomadze70
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ვახტანგ ჯავახაძის
ვახტანგ ჯავახაძისვახტანგ ჯავახაძის
ვახტანგ ჯავახაძისtamardatashvili
 
ნიკოლოზ ბარათაშვილი.pptx
ნიკოლოზ ბარათაშვილი.pptxნიკოლოზ ბარათაშვილი.pptx
ნიკოლოზ ბარათაშვილი.pptxLukaFutkaradze2
 
თემატური გეგმა მე-8 კლ.
თემატური გეგმა   მე-8 კლ.თემატური გეგმა   მე-8 კლ.
თემატური გეგმა მე-8 კლ.mziaegiashvili
 
ილია პოეტი და პროზაიკოსი
ილია პოეტი და პროზაიკოსიილია პოეტი და პროზაიკოსი
ილია პოეტი და პროზაიკოსიlomadze70
 
ილია პოეტი და პროზაიკოსი
ილია პოეტი და პროზაიკოსიილია პოეტი და პროზაიკოსი
ილია პოეტი და პროზაიკოსიlomadze70
 
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna  Petre LobzhanidzeSaboloo daskvna  Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna Petre LobzhanidzeKeti Papava
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაManana Jakeli
 
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორიმე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორიKhatushka Gvritishvili
 

Ähnlich wie Maia jaliashvili (20)

ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსი
 
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ვახტანგ ჯავახაძის
ვახტანგ ჯავახაძისვახტანგ ჯავახაძის
ვახტანგ ჯავახაძის
 
ნიკოლოზ ბარათაშვილი.pptx
ნიკოლოზ ბარათაშვილი.pptxნიკოლოზ ბარათაშვილი.pptx
ნიკოლოზ ბარათაშვილი.pptx
 
თემატური გეგმა მე-8 კლ.
თემატური გეგმა   მე-8 კლ.თემატური გეგმა   მე-8 კლ.
თემატური გეგმა მე-8 კლ.
 
ილია პოეტი და პროზაიკოსი
ილია პოეტი და პროზაიკოსიილია პოეტი და პროზაიკოსი
ილია პოეტი და პროზაიკოსი
 
ილია პოეტი და პროზაიკოსი
ილია პოეტი და პროზაიკოსიილია პოეტი და პროზაიკოსი
ილია პოეტი და პროზაიკოსი
 
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna  Petre LobzhanidzeSaboloo daskvna  Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორია
 
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორიმე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორი
 

Mehr von Nino Chipashvili

სასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელისასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელიNino Chipashvili
 
სასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელისასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელიNino Chipashvili
 
წილადურას ინსტრუქცია
წილადურას ინსტრუქციაწილადურას ინსტრუქცია
წილადურას ინსტრუქციაNino Chipashvili
 
ითამაშე ცოდნისათვის Zestafonis7
ითამაშე ცოდნისათვის Zestafonis7ითამაშე ცოდნისათვის Zestafonis7
ითამაშე ცოდნისათვის Zestafonis7Nino Chipashvili
 
ეკოლოგიური პრობლემებიA
ეკოლოგიური პრობლემებიAეკოლოგიური პრობლემებიA
ეკოლოგიური პრობლემებიANino Chipashvili
 
ფუნჯით ამეტყველებული უკვდავება
ფუნჯით ამეტყველებული უკვდავებაფუნჯით ამეტყველებული უკვდავება
ფუნჯით ამეტყველებული უკვდავებაNino Chipashvili
 
eleqtronuli jurnali - Sarangi
eleqtronuli jurnali - Sarangieleqtronuli jurnali - Sarangi
eleqtronuli jurnali - SarangiNino Chipashvili
 
ის რაც ჩემია მშობლიური
ის   რაც   ჩემია  მშობლიური ის   რაც   ჩემია  მშობლიური
ის რაც ჩემია მშობლიური Nino Chipashvili
 
გიორგი კორნაპელი
გიორგი კორნაპელიგიორგი კორნაპელი
გიორგი კორნაპელიNino Chipashvili
 
გამოთვლითი ტექნიკის მოკლე ქრონლოგია Zestafonis 7 skola
გამოთვლითი  ტექნიკის მოკლე  ქრონლოგია Zestafonis 7  skolaგამოთვლითი  ტექნიკის მოკლე  ქრონლოგია Zestafonis 7  skola
გამოთვლითი ტექნიკის მოკლე ქრონლოგია Zestafonis 7 skolaNino Chipashvili
 
ეკოლოგიური პრობლემები
ეკოლოგიური პრობლემებიეკოლოგიური პრობლემები
ეკოლოგიური პრობლემებიNino Chipashvili
 

Mehr von Nino Chipashvili (16)

სასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელისასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელი
 
სასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელისასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელი
 
წილადურას ინსტრუქცია
წილადურას ინსტრუქციაწილადურას ინსტრუქცია
წილადურას ინსტრუქცია
 
ითამაშე ცოდნისათვის Zestafonis7
ითამაშე ცოდნისათვის Zestafonis7ითამაშე ცოდნისათვის Zestafonis7
ითამაშე ცოდნისათვის Zestafonis7
 
Simetria
SimetriaSimetria
Simetria
 
ეკოლოგიური პრობლემებიA
ეკოლოგიური პრობლემებიAეკოლოგიური პრობლემებიA
ეკოლოგიური პრობლემებიA
 
ფუნჯით ამეტყველებული უკვდავება
ფუნჯით ამეტყველებული უკვდავებაფუნჯით ამეტყველებული უკვდავება
ფუნჯით ამეტყველებული უკვდავება
 
ნიკო ბური
ნიკო ბურინიკო ბური
ნიკო ბური
 
Iaragebis leqsikoni
Iaragebis leqsikoniIaragebis leqsikoni
Iaragebis leqsikoni
 
eleqtronuli jurnali - Sarangi
eleqtronuli jurnali - Sarangieleqtronuli jurnali - Sarangi
eleqtronuli jurnali - Sarangi
 
ის რაც ჩემია მშობლიური
ის   რაც   ჩემია  მშობლიური ის   რაც   ჩემია  მშობლიური
ის რაც ჩემია მშობლიური
 
გიორგი კორნაპელი
გიორგი კორნაპელიგიორგი კორნაპელი
გიორგი კორნაპელი
 
Mogzauroba egvipteshi
Mogzauroba egvipteshiMogzauroba egvipteshi
Mogzauroba egvipteshi
 
გამოთვლითი ტექნიკის მოკლე ქრონლოგია Zestafonis 7 skola
გამოთვლითი  ტექნიკის მოკლე  ქრონლოგია Zestafonis 7  skolaგამოთვლითი  ტექნიკის მოკლე  ქრონლოგია Zestafonis 7  skola
გამოთვლითი ტექნიკის მოკლე ქრონლოგია Zestafonis 7 skola
 
ეკოლოგიური პრობლემები
ეკოლოგიური პრობლემებიეკოლოგიური პრობლემები
ეკოლოგიური პრობლემები
 
Sarangi 2
Sarangi 2Sarangi 2
Sarangi 2
 

Maia jaliashvili

  • 1. მაია ჯალიაშვილი ვუძღვნი ჩემს მეგობარს ლალი დათიაშვილს ლიტერატურული წერილები მ ო ნ ო გ რ ა ფ ი ა სანდრო ცირეკიძე და ქართული სიმბოლიზმი (წინათქმა) ქართულ სიმბოლიზმთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სანდრო ცირეკიძის შემოქმედება. იგი ცისფერყანწელი გახლდათ და ამ ახალი პოეტური სკოლის ჩამოყალიბების დღიდანვე მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებდა მის ცხოვრებაში. ცისფერყანწელებზე ბევრი იწერება. ჩვენი ნაშრომის მიზანია ამ სკოლის ძირითადი პრინციპების თვალნათლივ წარმოჩენა და მის ფონზე სანდრო ცირეკიძის პოეტური სამყაროს გაცნობა. შეიძლება ითქვას, რომ სანდრო ცირეკიძის შემოქმედებისა და მოღვაწეობის გარეშე წარმოუდგენელია ქართული სიმბოლისტური სკოლის სრულყოფილი აღქმა თუ შემეცნება, კერძოდ კი, ქართული სიმბოლისტური პროზისა, რომლის ყველაზე თამამი „ექსპერიმენტატორი“ იგი გახლდათ. სანდრო ცირეკიძემ, ერთი მხრივ, გააგრძელა ქართული კლასიკური პროზის ტრადიციები, მეორე მხრივ კი, ხორცი შეასხა ახალ პოეტურ შეხედულებებს, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა ტრადიციული მხატვრული აზროვნებისაგან. თავისი ესსეებით კი სანდრო ცირეკიძემ გაამდიდრა ქართველ სიმბოლისტთა თეორიული წარმოდგენები ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში. ხშირ შემთხვევაში იგი გვევლინება ახალი პოეზიის ერთგვარ კომენტატორადაც კი, რადგან მის ესსეებში მოცემულია ახსნა იმ ძირითადი პრინციპებისა, რომელთა საფუძველზე ხორციელდებოდა სამყაროს სრულიად ახლებური პოეტური გააზრება. სანდრო ცირეკიძემ თავისი თარგმანებით დიდი დახმარება გაუწია ქართველ მკითხველს ფრანგ სიმბოლისტ მწერალთა გასაცნობად. სანდრო ცირეკიძე თავისი პრაქტიკული მოღვაწეობითაც ხელს უწყობდა ახალი სკოლის განვითარებას. რედაქტორობდა ჟ. „შვილდოსანს“. გამოსცა ქართველ პოეტთა პირველი სიმბოლისტური კრებულები. ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში სანდრო ცირეკიძეს ეძღვნება შესანიშნავი სტატიები: შ. აფხაიძის, ს. კლდიაშვილის, ლ. ავალიანის, მ. ჯოხაძის, თ. თევზაძის, ს. ნიკოლეიშვილის... სხვანი გაკვრით ეხებოდნენ მას „ცისფერყანწელების“ მიმოხილვისას, მაგრამ სანდრო ცირეკიძის შემოქმედება დღემდე მონოგრაფიულად არ ყოფილა შესწავლილი. ამ მონოგრაფიის მიზანია, წარმოვაჩინოთ სანდრო ცირეკიძე როგორც პიროვნება და როგორც შემოქმედი. შევეცადეთ, მთელი ნაშრომის მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, მისი მინიატურების კვალდაკვალ გამოგვეკვეთა მწერლის კეთილშობილი სული, ასეთი დაფარული შრეებით რომ მჟღავნდებოდა მის მეტად თავისებურ მხატვრულ სამყაროში... თავი I ქართული სიმბოლიზმი ა) ცისფერყანწელების პოეტური სკოლა სანდრო ცირეკიძე ცისფერყანწელთა პოეტური ორდენის ერთი ერთგული „რაინდი“ იყო. „ცისფერი ძმობის“ სხვა წევრებთან ერთად იღწვოდა პოეტური სიტყვის აღორძინებისა და განახლებისათვის, საქართველოს სულიერი კულტურის გამდიდრება-გამრავალფეროვნებისთვის, რაც, მათი აზრით, საფუძვლად უნდა დასდებოდა ქართველი ერის მომავალ სიმტკიცეს, ერთიანობას, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. პოეზიაში სამყაროს პოეტური ათვისების ახალი ფორმების დაძებნა, ევროპული სიმბოლისტური სკოლის პრინციპების გათავსება, ჭეშმარიტი ლექსისკენ მიბრუნება მხატვრული ფორმის, რითმის, რიტმის, სახეების თვალსაზრისით; ქართული კულტურის „ევროპის რადიუსით“ გამართვა, პოეზიის ოქროს ხანისათვის პირობების მომზადება, ცისფერყანწელების, ე.ი. ქართული სიმბოლისტური სკოლის თეორიული საყრდენების შექმნა და მისი პრაქტიკულ-სახეობრივი ხორცშესხმა პოეზიასა თუ პროზაში; ერთიანი ქართული კულტურის აღმავლობა, ერთი სიტყვით, მხატვრული შემოქმედების დიდი გარდატეხა; უმთავრესად კი მაინც პოეტის, როგორც იდუმალ კოსმიურ
  • 2. სამყაროსთან ორგანულად წილნაყარი არსების, როგორც მისტიური ქვეყნის დემიურგის, „ქიმერების აშორდიის“ როლის აღდგენა და წინ წამოწევა – ეს იყო „ცისფერი ძმობის“ შემოქმედებისა და მოღვაწეობის უპირველესი საფიქრალი. საქართველოში დიდხანს მზადდებოდა პირობები, რათა 1916 წ. გაშლილიყო ქართული პოეზიის სრულიად ახალი, ერთი შეხედვით, უცხო თესლიდან აღმოცენებული მშვენიერი ცისფერი ყვავილი „ცისფერი ყანწებისა“. უფრო გვიან კი, 1924 წ. გაზ. „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძე ამაყად აცხადებდა: „დარჩენა ხსენება იმ ორდენისა, რომელსაც შეადგენს 13 კაცი და ისტორიული ანალოგიით, როგორც ცამეტმა ასირიელმა მამებმა საქართველოში დასთესეს ორთოდოქსი ქრისტიანობა, ისე ცისფერყანწელებმა ნამდვილი პოეზია“. ჭეშმარიტად ახდა პოეტის წინასწარმეტყველება. ცისფერყანწელები თავიანთ თავს სიმბოლისტებს უწოდებდნენ და თეორიული წერილებით, მანიფესტებითა თუ მხატვრული შემოქმედებით ცდილობდნენ ამ ახალი სკოლის დანიშნულების გამართლებას. მანამდე საქართველოში არ არსებობდა ლიტერატურული სკოლა, როგორც ასეთი – თავისი პროგრამით, მანიფესტით, პლატფორმით... ცისფერყანწელებს ყოველივე ეს ჰქონდათ. ისინი არ უარყოფდნენ, რომ სიმბოლიიზმი უცხოეთიდან შემოვიდა, მაგრამ ამტკიცებდნენ, რომ ჩვენში მზად იყო ნიადაგი მოდერნიზმისათვის. ამას ყანწელები ხსნიდნენ, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის აქტიორული სულით. სიმბოლიზმი, მათი აზრით, იყო ფილოსოფია ნიღბის. ეს აქსესუარი კი ქართველ ხალხს ორგანულად ჰქონდა შეთვისებული, „მას უყვარდა თეატრალიზაცია ცხოვრების“ (ტიციან ტაბიძე). პოეტები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ სამყაროს უცნობი ნიღაბი ჰქონდა აფარებული. სიმბოლისტური პოეზია მათ „ქვეყნის პირობითობას“ ნათლად შეაგრძნობინებდა და უღვიძებდა სურვილს „მახინჯი ნიღაბი გადაეხადათ მისი უთქმელი ზედაპირისათვის“ (სანდრო ცირეკიძე) და სამყაროსა თუ ადამიანური ყოფის უხილავ სიღრმეებს ჩასწვდომოდნენ. ახალი სკოლის გამოჩენას არაერთგვაროვნად შეხვდა მაშინდელი საზოგადოება. კიტა აბაშიძეს უთქვამს: „ჩვენს ლიტერატურაში ახალი მიმართულება გაჩნდა, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა გულისწყრომით შეხვდა, მაგრამ ასეთია ყოველი ჭეშმარიტად ახალი მიმართულების ბედი; ილიასა და აკაკის სარბიელზე გამოსვლასაც ხომ ასევე შეხვდა მაშინდელი საზოგადოებაო“. მანვე შეაქო და შეათამამა „მეამბოხე“ პოეტები. ყანწელები კიტა აბაშიძითა და არჩილ ჯორჯაძით ამოსწურავდნენ ქართულ ესთეტიურ კულტურას საქართველოში სიმბოლისტებამდე. ეს, რა თქმა უნდა, გადაჭარბება იყო, მაგრამ მაშინდელ ვითარებას სამართლიანად გამოხატავდა. 1859 წელს ვიქტორ ჰიუგოს მიუწერია „პროტესტანტ“ ბოდლერისთვის: „...რას აკეთებთ თქვენ, პირადად, როცა ესოდენ საოცარ ლექსებს წერთ, იმდაგვარებს, როგორიცაა „შვიდი მოხუცი“ და „დედაბერი“. თქვენ ამდიდრებთ ხელოვნების ცის თაღს ახალი, მიცვალებულივით უფერული სხივით, თქვენ ჯერ განუცდელ ჟრჟოლას იწვევთ“. ეს სიტყვები ახალი პოეზიის მიღებას ნიშნავდა, თუმცა დიდი მწერალი „ორიგინალური“ შემოქმედის ბევრ პოეტურ პრინციპსა თუ შეხედულებას არ იზიარებდა. ქართული ლიტერატურის დახვეწილმა კრიტიკოსმა კიტა აბაშიძემ არაერთხელ დაიცვა ცისფერყანწელები საზოგადოების რისხვისაგან. ცისფერყანწელებს გათავისებული ჰქონდათ კიტა აბაშიძისა და არჩილ ჯორჯაძის ნააზრევი. ისინი ეყრდნობოდნენ კიდევაც მათ დებულებებს ხელოვნებისა თუ ყოფის ზოგიერთ საკითხზე. ეს მათთვის ერთგვარი თეორიული საყრდენი იყო – ეროვნული ფესვები. ნელი დუმბაძე წიგნში „ქართული სიმბოლიზმი“ გამოთქვამს აზრს და ამტკიცებს კიდეც, რომ ცისფერყანწელები შთაგონებული იყვნენ არჩილ ჯორჯაძის პოლიტიკური იდეალებით. ეს სარწმუნო და გასაზიარებელი აზრია. როგორც ვიცით, ა. ჯორჯაძემ შექმნა „საერთო ნიადაგის თეორია“, რომლის ქვაკუთხედს ეროვნული საკითხი წარმოადგენდა. იგი წერდა: „ჩვენს პირობებში ეროვნება ერთადერთი იარაღია ქართველი ხალხის ყოველმხრივ წარმატებისა და აღორძინებისთვის. მაშასადამე, ჩვენს წინ ეროვნული იდეალები არიან წარმომდგარნი და ჩვენი ინტელიგენციის მოქმედების ნიადაგი ეროვნული უნდა იყოს“. ნ. დუმბაძის აზრით, ცისფერყანწელთა პირველივე მანიფესტში აისახა ა. ჯორჯაძის იდეალები. პაოლო იაშვილი „პირველთქმაში“ წერდა, რომ მათი სიმღერა მარადი იყო ისე, როგორც საქართველო, რომელიც ღირსი იყო დიდებისა. ეს კარგად ჩანს აგრეთვე ტიციან ტაბიძის წერილიდან, სადაც ვკითხულობთ: „ეროვნული ძიება მაინც იმარჯვებს... რთული საკითხი (ეროვნული) გამოირკვა და ამაღლდა იმდენად, რომ დადგა საკითხი ავტონომიის. ეს გულისხმობს მორალურ ავტონომიას და აგრეთვე პიროვნებისა და მწერლობისთვისაც. ამ შემთხვევაში ეს ფორმები ერთად წამოაყენა არჩილ ჯორჯაძემ, რომელმაც განიცადა თავის თავზე მთელი ტრაგედია მე-19 საუკუნის საქართველოსი... ცისფერი ყანწები როგორც სკოლა, თავის თავს ამტკიცებს ეროვნულად“.
  • 3. ცისფერყანწელები დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებობდნენ. ისინი სიხარულით შეხვდნენ 1918 წლის 26 მაისს და ტკივილით განიცადეს 1921 წლის ანექსია. შალვა აფხაიძე წერდა 1919 წელს: „საქართველომ ნახა თავისი თავი და პოლიტიკურ აღორძინებასთან ერთად დაიწყო ქართული ხელოვნების რენესანსი“. ა. ჯორჯაძისა და კ. აბაშიძის პოლიტიკურ იდეალებთან სიახლოვე ააშკარავებს ცისფერყანწელთა ჭეშმარიტ პატრიოტობასა და მამულიშვილობას. მათ მძლავრად ჰქონდათ გადგმული ფესვები მშობლიურ მიწაში და ყოველგვარი პოეტური სიახლე ისევ და ისევ ქვეყნის სულიერი თუ ფიზიკური აღორძინებისთვის სურდათ. უდიდესი ტკივილებით ჟღერს ტიციან ტაბიძის სტრიქონები: „მე-19 საუკუნის დასაწყისში ხდება უკანასკნელი ტეხილი ქართული პოლიტიკური ცხოვრებისა, რომელმაც განსაზღვრა მთელი შემდეგი ყოფნა. საქართველომ დაკარგა თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ. ამ დღიდან ყოველი დღე თითო ლურსმანს უმატებს მის კუბოს. თანდათან მტკიცება რუსეთის გავლენა ქართულ სამოქალაქო ცხოვრებაზე. ძველი ქართული სული მძლავრობს, მაგრამ აღდგომის მაგიერ იფერფლება“. ეს იწვევდა მათ ნაღველსა და უნუგეშობას, მაგრამ იმედის ნაპერწკალი არ ქრებოდა და სულის შებერვას ელოდა, რომ აალებულიყო. გიორგი ლეონიძე წინასწარმეტყველებდა: „ბედისწერით ივნო საქართველო და დღეს მზევდება თავისუფლებით, უსათუოდ სულიც დაუბრუნდება საკუთარ სხეულს, როგორც ნაზამთრალი მერცხალი გაზაფხულიან სამშობლოს“. საქართველოს მესიანიზმს ქადაგებენ ცისფერყანწელები. მათ გაიზიარეს ა. ჯორჯაძის ესთეტიკური შეხედულებანიც. მისი „მშვენიერი ტყუილი“, - შემოქმედების მეთოდი, ასახავდა მარადიულობასა და უსაზღვროებას. ტ. ტაბიძის აზრით, ა. ჯორჯაძეს შესაძლებლად მიაჩნდა, რომ ხელოვნება სძლევდა ეროვნულ პარტიკულარიზმს და რეალურ ცხოვრებას ოცნებითა და სიცრუით შეავსებდა. მისი აზრით, ბევრს „მშვენიერი ტყუილის“ დაცვა პარადოქსად მიაჩნდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ცისფერყანწელები და ა. ჯორჯაძე ერთმანეთს ეთანხმებოდნენ რეალისტური მეთოდის კრიტიკასა და უგულვებელყოფაშიც. ეს ედო საფუძვლად მათ მიერ ილიასა და აკაკის შემოქმედების ზოგიერთი მხარის კრიტიკას. ბუნებრივია, ცისფერყანწელებს დიდი სიახლოვე ჰქონდათ კ. აბაშიძესთან. მან გაიზიარა ფრანგ ვ. ბრიუნეტიერის შეხედულებანი გვართა ევოლუციის შესახებ ლიტერატურაში და ამის მიხედვით ააგო თავისი წიგნი „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ“. იგი, ყანწელებისდაგვარად, მიიჩნევდა, რომ ხელოვნების საფუძველს წარმოადგენდა არა სინამდვილე, არამედ სუბიექტის, ხელოვანის აზრები, გრძნობები, ფიქრები. მან პოეტი ღმერთს გაუთანაბრა, რადგან შემოქმედსაც შეეძლო მოესმინა ჰარმონიული მუსიკა კოსმოსური მსოფლიოსი. მისი აზრით, პოეტი სწვდება უხილავს, გამოუცნობს. კ. აბაშიძე მიიჩნევდა, რომ სიმბოლისტ მწერალს ხელოვნებაში შეჰქონდა საიდუმლოების გრძნობა, რადგან გვიჩვენებდა უხილავ კავშირს „საიქიოსა“ და „სააქაოს“ შორის. კ. აბაშიძემ ვაჟა-ფშაველა, როგორც მწერალი-ინდივიდუალისტი სიმბოლისტად მიიჩნია. მისი აზრით, „გველის მჭამელი“ იყო იბნესის პრინციპის - „იყავი თავის თავად – არას დაემორჩილო, გარდა შენი ზრახვებისა“, - განხორციელება. იგი ამოდიოდა იქიდან, რომ ხელოვანს, მგოსანს ბუნების სმენაგაფაქიზებულ შვილად თვლიდა. ბუნების ენის გრძნობაში ხედავდა იგი სიმბოლიზმის პრინციპს. თუმცა, ვაჟაფშაველას სიმბოლისტობა არ გაიზიარეს ყანწელებმა. 1918 წლის 26 მაისს იზეიმა საქართველომ დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება. „ცისფერი ყანწები“, როგორც ლიტერატურული სკოლა, უკვე ორი წელია არსებობდა. ეს იყო მისი აყვავების წლებიც. შალვა აფხაიძე წერდა: „განთავისუფლებულ საქართველოში ხელოვნების რენესანსის სათავე ახალმა სკოლამ – სიმბოლიზმმა დაიკავა ხელში. იგი სხვა გზას ვერ აირჩევდა“. ყანწელები თვლიდნენ, რომ როგორც რუსთაველის „მოწყვეტილმა“ სიტყვამ დააგვირგვინა უნივერსალური საქართველო, ასევე გვირგვინით უნდა შეემკო იგი ახალ სკოლას – სიმბოლიზმს. მას უნდა გაეცხოველებინა მდიდარი ფერები, სურნელოვანი ხმები, წინათ უცნობი განცდები აესახა – ამისათვის კი შეექმნა ახალი სიტყვები, გაეხალისებინა ძველი, ობით დაფარული თუ დაჟანგული. სიმბოლიზმს უნდა აემაღლებინა ქართული ენის ემოციური მნიშვნელობა. ყანწელებს სწამდათ, რომ სიმბოლიზმს ბევრი კარგი რამის მოტანა შეეძლო ქართველი ერისთვის. მათ სურდათ, რომ საქართველო გადაექციათ უსაზღვრო მეოცნებე „ქალაქად“. ოცნებადაკარგული ხალხისთვის ესწავლებინათ განწმენდილი გზა მომავლის ცისფერი ტაძრისაკენ. ედიდებინათ მშვენიერება, თავისუფლება, აეღორძინებინათ რაინდობა და სიჭაბუკე, შეექმნათ ახალი, გაბედული, ზოგჯერ გაუგებარი და უცნაური სიტყვები... აემაღლებინათ ქართველი ერი, დავიწყებული, მაგრამ დიდების ღირსი და გაეოცებინათ ქვეყნიერება... (პ.იაშვილი. „პირველთქმა“). იყო ამ პროგრამაში ბევრი რამ უცხო ძველებისთვის, რომლებიც ვერ იწამებდნენ „მეხურ მისტერიებს“, „ორგიას“, ბოჰემას, ვერ მიხვდებოდნენ დამსხვრევის მშვენიერებასა და იდუმალებას. თავის დროზე შარლ ბოდლერიც წერდა ერთ ლექსში: „რის ჩვენში სილამაზე, რომელიც უცხოა ძველებისთვის“.
  • 4. გრიგოლ რობაქიძეს მიუწერია 1916 წელს „ოქროს ვერძისთვის“: „საქართველოს რენესანსი დაიწყო, წარმოვთქვი ერთხელ და ამ სიტყვების სიმართლეს დღითი დღე ვგრძნობ. მაგრამ რენესანსი ჯერ კიდევ ქაოსისა და ფორმის ბრძოლაში აშკარავდება და კიდევ დროა საჭირო, რომ ფორმამ სძლიოს სავსებით ქაოსსა. ეს ფიქრები მებადება, როცა შევსცქერი უახლესი ხელოვნების ზრდას“. გრიგოლ რობაქიძე იყო ცისფერყანწელების უპირველესი მოძღვარი და მეტრი. ფრიად განსწავლული, მაღალი ინტელექტის, დახვეწილი გემოვნების, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურებს ნაზიარები, უკეთილშობილესი ბუნების კაცი იყო იგი. სწორედ მისმა ლექციებმა ნიცშესა თუ ფრანგულ პოეზიაზე მოუმზადა ნიადაგი ქუთაისელი ახალგაზრდების „ამბოხს“. „სიმბოლიზმი ჩვენში შემოიტანა გრიგოლ რობაქიძემ. ბატონ რობაქიძეზე არ გამართლდა საერთო დებულება, რომ ყოველ ნოვატორს წინ ეღობება გაუგებრობის გალავანი. იმას არაფრად დასჯდომის ძველ ღირებულებათა გადაფასების კადნიერება, ახალ ძიებათა ფეირვერკების გასროლა“. - წერდა ტიციან ტაბიძე. იგი გრიგოლ რობაქიძეს სიმბოლიზმის პირველ მოციქულს და მოდერნიზმის სახსრების სიტყვიერად მქადაგებელს უწოდებდა. „გრიგოლ რობაქიძის აქაფებული სიტყვა, აღმაფრენი ფანტაზია, თვალისმომჭრელი სახეები ძვირფასი მოგონებაა ჩვენი ახალგაზრდობისა. პირველად იმან შეგვახედა იოჰანაანის მოჭრილ თავს, პირველად იმან მოგვასმენინა ნიცშეს მწვალებელი სიტყვა“. ტიციანის აზრით, საქართველოში პირველმა სწორედ გრიგოლ რობაქიძემ დაწერა სიმბოლისტური ლექსები. გრიგოლ რობაქიძის სახელი, ავბედითობის გამო, დიდხანს იყო მიჩქმალულ-მივიწყებული. დრომ ყველაფერს ფარდა ახადა და ყველას თავისი წილი მიუზღო. ს. ჭირაქაძე წერილში „გრიგოლ რობაქიძის ხსოვნას“, რომელიც პარიზში გამომავალ ქართულ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“ დაიბეჭდა, აღნიშნავდა, რომ მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გარდაუვალი გახდა ახალი სიტყვის თქმა, ქართული პოეზიის რეფორმა, მისი ფორმისა და შინაარსის განახლება. ეს წამოიწყეს ცისფერყანწელებმა და მეტად და უპირველესად კი გრიგოლ რობაქიძემ. „შემდეგ ამ ლიტერატურულ მიმართულებას უმართებულოდ დეკადენტური და რეაქციონური უწოდეს და უარყოფილ იქნა თვით ყანწელების მიერ (რა თქმა უნდა იძულებით), ხოლო არა გრიგოლ რობაქიძის მიერ. ახლა საქართველოში ყველა მათი სტილითა და მანერით წერს“. თვითონ გრიგოლ რობაქიძის წერილებიდანაც ჩანს, თუ რა დიდი ღვაწლი მიუძღოდა მას ქართული სიმბოლისტური სკოლის შექმნაში. 1918 წ. ჟურნალ „არსში“ იგი წერდა: „პოეტური სიტყვისა თუ ესთეტიკური ცდების სფეროში ჩემი ლიტერატურული გზა იმით აღინიშნა, რომ მე ქართველი ხალხის ცნობიერებაში შემოვიტანე ევროპაში ჩამოყალიბებული და რუსეთში გართულებული სიმბოლისტური მსოფლშეგრძნება. მე ყოველთვის იმ მსოფლგანცდას ვემხრობოდი, რომ აღმოსავლეთი ევროპულ დასავლეთზე უფრო სიმბოლურია და ვფიქრობდი იმთავითვე, რომ საქართველო, როგორც ერთგვარი ნატეხი აღმოსავლეთისა, ბოლომდე განსაზღვრული შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლიზმის ხაზებში. ამის დადასტურებას მე ვპოულობდი რუსთაველის მხატვრულ ფენომენში, რომლის გენია, ჭეშმარიტად, ქართული მხატვრული სიტყვის ამოუწურავ პოტენციას წარმოადგენს. აქედან ჩემი წმინდა მხატვრული ხასიათის ამოცანა იყო ევროპული სიმბოლიზმის ტექნიკით, - ამ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობით ვხმარობ, - ქართული აღმოსავლეთის სიღრმისეული წვდომის შემოქმედებითად განსახიერება“. რუსი სიმბოლისტი პოეტი ანდრეი ბელი თავის წიგნში „ქარი კავკასიიდან“ აღწერს თავის შეხვედრებს ცისფერყანწელებთან, დიდად აფასებს მათ ნიჭს. განსაკუთრებული აღტაცებით მოიხსენიებს საქართველოს, მის უძველეს კულტურას, ქართველ ხალხს. ა. ბელის საქართველოში მოგზაურობისას გრიგოლ რობაქიძე გერმანიაში იყო წასული და ამიტომ ვერ შეხვდა მას, თუმცა, როგორც პოეტი წერს, ყველგან იგრძნობოდა მისი პიროვნება. პაოლო იაშვილი და ვალერიან გაფრინდაშვილი მთელი დღე უმტკიცებდნენ და აჯერებდნენ თურმე ა. ბელის, რომ ქართული სიმბოლისტური სკოლის ნამდვილი ხელმძღვანელი იყო გრიგოლ რობაქიძე და არა თვითონ ისინი. „ყველას ბაგეთაგან ისმოდა მისი სახელი, გახსნიან პირს – გამოდის გრიგოლ რობაქიძის ხსენება. გაუთავებლად მიყვებოდნენ მასზე“. აქედანაც ნათლად ჩანს, თუ რა დიდ პატივს სცემდნენ ყანწელები თავიანთ მოძღვარს. ცისფერყანწელები აღმერთებდნენ მას, მეგობრობდნენ, ძმობდნენ. თუმცა შემდგომში ხანშიშესული გრიგოლ რობაქიძე თავს ყანწელთა ლიდერად არ მიიჩნევდა. ცნობილი ქართველი ემიგრანტი ლიტერატორი ილია კუჭუხიძე (რომელიც მინდია ლაშაურის ფსევდონიმით წერს), ერთ წერილში იხსენებს, რომ თავისი წიგნის „ქართული სულის“ წერისას მიუმართავს გრიგოლ რობაქიძისათვის და ყანწელების შესახებ უკითხავს. გრიგოლ რობაქიძეს უპასუხნია: „ვიჩქარი, მოგახსენოთ შემდეგი: ჩემს წერილში „სათავენი ჩემი შემოქმედებისა“, („ბედი ქართლისა“, №5) ნათქვამია: „მე ვიყავ ყანწელებთან, მხოლოდ როგორც მეგობარი, უფროსი, დამხმარე და
  • 5. წამხალისებელი. თქვენ კი მთვლით მათ მეთაურად, გთხოვთ, შეასწოროთ. 01.12.1960. ჟენევა“. ფაქტიურად, ეს უდიდესი თავმდაბლობის გამოხატულება იყო. ცისფერყანწელებზე ბევრი რამ იწერება. ლიტერატურულ კრიტიკაში აზრთა სხვადასხვაობაა. ერთნი მათ სიმბოლისტურ სკოლას მიაკუთვნებენ, მეორენი ამ ჯგუფს მხოლოდ სიმბოლისტური განწყობილების გამომხატველად მიიჩნევენ. მესამენი კი საერთოდ უარყოფენ სიმბოლიზმის, როგორც პოეტური სკოლის, არსებობას საქართველოში. აზრთა მრავალფეროვნებას, ჩვენი აზრით, იწვევს თვით ტერმინ „სიმბოლიზმის“ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. თვით ის ფაქტი, რომ ყანწელები თავს მაინცდამაინც სიმბოლისტებს უწოდებდნენ, მრავლისმეტყველია. მართალია, ეს ლიტერატურული მიმდინარეობა პირველად ჩვენში არ წარმოშობილა, მაგრამ ცისფერყანწელებმა იმდენი ეროვნული ნიშანი შესძინეს ამ სკოლას, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ ქართულ სიმბოლიზმზე. უცხოური, „შემოტანილი“, როგორც გრიგოლ რობაქიძე წერდა, იყო მხოლოდ „ტექნიკა“. რაც შეეხება იმას, რომ სკოლაში არსებობდა ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები, პრინციპები, სხვა სკოლათა ელემენტები, რომ არ იყო სწორხაზობრივი, ეს დამახასიათებელი იყო როგორც ფრანგული, ასევე რუსული სიმბოლისტური სკოლებისთვის და მსგავსი საბუთები ქართული სიმბოლისტური სკოლის უარყოფისთვის არ გამოდგება. ზოგი კრიტიკოსი ქართული სიმბოლისტური სკოლის თეორიული წყაროების უქონლობაზე მიუთითებს. ესეც უსაფუძვლოა. არჩილ ჯორჯაძე და კიტა აბაშიძე; გრიგოლ რობაქიოძე; ევროპული ფილოსოფია და ლიტერატურა; თვით მათი ნააზრევი – ამითი საზრდოობდა ეს სკოლა. გარდა ამისა, რომ ზოგადად ამ სკოლის მიზანი იყო სიმბოლოების საშუალებით იდუმალი, უხილავი სამყაროს წვდომა (ადამიანის შინაგანი სამყარო, მიღმა სამყარო, მიღმა სამყარო, საგანთა და მოვლენათა ნოუმანები), იგი იყო, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ქართული პოეზიის განახლების გზით მთელი ქართული კულტურის აღორძინება. მათი ამოცანა იყო - „სილა გაეწნათ“ რუტინის, ფილისტერობისა და ესთეტიური ბარბაროსობისთვის. სული შთაებერათ ქართული სიტყვის - „გადამწვარი მუგუზლისთვის“ - და ათონელი მთაწმინდელების დარად თავგამოდებული მუშაკობით გადაერჩინათ გიორგი მერჩულისა და რუსთაველის ნალოლიევებ-ნასათუთევი სიტყვები. ქართული კულტურისთვის ისე ვებრძოდით ლიტერატურულ ფეოდალიზმს, როგორც გიორგი სააკაძეო, - წერდა ტიციან ტაბიძე. როგორც გ. მერკვილაძე შენიშნავს, ამ დროს ქართული ლექსის განახლების პროცესი უკვე დაწყებული იყო გალაქტიონ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, ალექსანდრე აბაშელის და სხვათა შემოქმედებაში, მაგრამ „ცისფერყანწელებმა სცადეს მისთვის უფრო გამძაფრებული ხასიათი მიეცათ, გარკვეულ ესთეტიკურ-ვერსიფიკატორული ხასიათი მიეცათ, გარკვეულ ესთეტიკურ-ვერსიფიკატორული სკოლის ფარგლებში მოექციათ იგი“. სიმბოლისტების პრობლემები შეეხებოდა უმთავრესად ხელოვნების, მორალის, რელიგიის სფეროს. როცა ერთხელ მალარმესთვის უთხოვიათ აზრი გამოეთქვა ფრანგებისა და გერმანელების დაახლოებაზე, რომელიც მაშინ უნდა მომხდარიყო, პოეტს „აპოლიტიკურად“ უპასუხნია: „ჩემთვის საკმარისია ის, რომ ბოდლერი ითარგმნება გერმანულ ენაზე და ვაგნერს ტაშს უკრავენ პარიზშიო“. ყანწელებისთვის არც ისე უცხოა პოლიტიკა, რადგან ისინი საქართველოს ხვალინდელი დღის იმედით სულდგმულობდნენ და მათ წერილებსა თუ მხატვრულ შემკოქმედებაში ხშირად იელვებდა ამგვარი საკითხები. თუმცა ისინი, მაინც, უპირველეს ყოვლისა, ქართულ სიტყვას „ასალაშინებდნენ“ და მის ესთეტიურ ფასეულობას აღადგენდნენ. მართალია, ფრანგული სიმბოლისტური სკოლა უკვე აღარ არსებობდა, როცა ასპარეზზე ყანწელები გამოვიდნენ, მაგრამ ისინი მაინც იმ პირველწყაროებს ეწაფებოდნენ, თარგმნიდნენ და ითავსებდნენ შარლ ბოდლერს, სტეფან მალარმეს, პოლ ვერლენს, არტურ რემბოს... ტიციან ტაბიძე წერდა: „ნაციონალური აპერცაპციის ძალით ერი ითვისებს იმას, რასაც იმასთან ახლობელი კავშირი აქვს“. მისივე აზრით, მომავალ დიდ ქართველ შემოქმედში უნდა „შეერთებულიყო“ რუსთაველი და მალარმე. რუსთაველს იგი იაზრებდა, როგორც ქართული კულტურის შემკრებ ერთეულს, მალარმეს კი – ევროპის აწმყოსა და მომავლისას. აქედანაც ჩანს, ნაბიჯს ვერ გადადგამთ, ყანწელების ნაწერებში ეროვნული, ქართული ინტერესები არ შემოგეფეთოთ. როგორც მირიან აბულაძე წერს: „ეროვნული მოტივი ცისფერყანწელთა პოეზიაში, რომელიც მათ ქართული კლასიკური მწერლობიდან მიიღეს მემკვიდრეობით, სცილდება დასავლეთისა და რუსული სიმბოლიზმის ვიწრო, კარჩაკეტილი სკოლების ესთეტიზმის ჩარჩოებს, რადგან ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის ხასიათის იყო იგი“. როგორ ესმოდათ ცისფერყანწელებს სიმბოლიზმი? უპირველეს ყოვლისა, ისინი მოითხოვდნენ, რომ მკაცრად გამიჯნულიყო ერთმანეთისაგან სიმბოლისტური მეთოდი და სიმბოლისტური სკოლა, რადგან მათი შერევა გაუგებრობას წარმოშობდა... სიმბოლისტური მეთოდი საერთოდ ლიტერატურის კუთვნილებაა, სიმბოლოების გარეშე ხომ წარმოუდგენელია მხატვრული აზროვნება,
  • 6. მაგრამ ევროპაში დაბადებული სიმბოლისტური სკოლა სრულიად განსხვავდებოდა მანამდე არსებული სიმბოლოების გააზრებისაგან. ფრანგი ლიტერატორები რემი დე გურმონი მიიჩნევდა, რომ სიმბოლისტური სკოლის ძირითადი პრინციპები იყო: ა) იმნივიდუალიზმი, ბ) შeმოქმედების თავისუფლება, გ) დასწავლილი ფორმულების უარყოფა, დ) ანტინატურალიზმი, ე) ლტოლვა ყოველივე არაჩვეულებრივისადმი, უცნაურისადმიც კი, ვ) იდეალიზმი, ზ) სოციალური ფაქტების უგულებელყოფა, თ) მხოლოდ იმ ხაზების გადმოცემა, რომელიც ერთ ადამიანს მეორისგან განასხვავებს, ი) საგნებსა და მოვლენებში არსებითის დაჭერა და გადმოცემა. ცისფერყანწელები იღებდნენ ამ განმარტებას ზოგადად და თავიანთ წერილებში უფრო შლიდნენ და აზუსტებდნენ ზოგიერთ პუნქტს. ისინი ცდილობდნენ, მოეძებნათ სამყაროს „ათვისების“ ახალი ფორმები. ტიციან ტაბიძე შენიშნავდა ერთ წერილში არსებით საკითხს: „სიმბოლიზმის, როგორც პრიმატი „როგორის რაზე“ გაუგებრობაა. ამგვარი დასმა საკითხის მიუღებელია, რადგან იგი გულისხმობს განცალკევებას იქ, სადაც კონკრეტულად არსებობს მხოლოდ ერთიანობა, მაგრამ ფორმას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება“. მისი აზრით. სიტყვამ დიდი ხანია დაკარგა ღირებულაბა და გადაფასდა. ამას კი პირველმა ყურადღება გრიგოლ რობაქიძემ და არჩილ ჯორჯაძემ მიაქციეს. საფრანგეთში ჟურნალისტმა პოლ ბურდმა ჯერ კიდევ XIX ს-ის 50-იან წლებში გამოაქვეყნა სტატიებში პოეტდეკადენტებზე. უკვე იგრძნობოდა ახალი „თრთოლვა“. 1857 წელს გამოსცა შარლ ბოდლერმა „ბოროტების ყვავილები“. დიდი ხანია ხელოვნებაში ფორმის კულტს ქადაგებდნენ პარნასელები: ლეკონტ დე ლილი, თეოფილ გოტიე, ვილიე დე ლილ ადანი ... ლიტერატორული სიახლეების წარმოშობა კი გრძელდებოდა. ჯერ კიდევ არსახელდებული „სკოლა“ ფრთებს შლიდა. 1883 წელს ჟან მორეასმა ჟურნალ „ფიგაროში“ გამოაქვეყნა „სიმბოლიზმის მანიფესტი“, სადაც ამ სკოლის ძირითადი დებულებები გამოჰკვეთა. მან პოეზია სამყაროს უმაღლეს, სინთეზურ შემეცნებად გამოაცხადა, პოეტი კი მოვლენათა და იდეათა მესაიდუმლედ. პოლ ვერლენის, სტეფან მალარმეს, შარლ ბოდლერის, არტურ რემბოსა და სხვათა შემოქმედებაში, წერილებსა და ჩანაწერებში კი თანდათან უფრო ნათლად წარმოჩინდა სიმბოლისტური პოეზიის ყველა დამახასიათებელი ნიშან-თვისება: ურთულესი სტილი, „ბრბოსთვის“ გაუგებარი ენა, „მე“-ს შემეცნების აღიარება სამყაროს უშინაგანესი სიღრმეების „მოხილვის“ საფუძვლად. ყველაზე მკვეთრად კი, რა თქმა უნდა, გამოჩნდა სიმბოლოს ახლებური გააზრება. ჟან მორეასის მანიფესტის შემდეგ ყველამ დაიწყო საუბარი სიმბოლისტებზე. ოფიციალურად დადგინდა ახალი სკოლის არსებობა, რომელიც დაუპირისპირდა პარნასელებსა და ნატურალისტებს. ეს ახალი სკოლა არ იყო ერთიანი, ცალ-ცალკე ჯგუფებში თავშეყრილი პოეტები ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ საერთო იყო ის, რომ ისინი „ამსხვრევდნენ“ ძველ პოეტურ პრინციპებს. ჰქონდათ არტურ რემბოს ავადმყოფური სიამაყე, რწმენა თავიანთი გენიალობისა და ერთადერთობისა. ეს „სენი“ შემდგომ ქართველ პოეტებსაც გამოაჩნდათ. „ამიტომ არ გვაქვს არცერთ ყანწელს აქამდე შიში, რომ მოვედებით საქართველოს ლექსის ნიაღვრად“ - ტიციან ტაბიძე. ახალი პოეტები შოპენჰაუერისა და ნიცშეს „ქადაგებით“ იყვნენ „მოწამლულნი“. ამ ფილოსოფოსებმა სამყაროს შემეცნების ერთადერთ საშუალებად ინტუიცია აღიარეს და იგი ლოგიკურ შემეცნებაზე ბევრად მაღლა დააყენეს. სიმბოლისტური სკოლა სწორედ ამგვარ შემეცნებას ეფუძნებოდა. შოპენჰაუერის აზრით, სიმბოლიზაციის პროცესში განხორციელებული შემეცნება იყო უმაღლესი, გენიალური. იგი მუსიკალურ იდეებს თვლიდა არსებით სიმბოლოებად, რადგან მუსიკაში ხდება ყველაზე უფრო მეტი მიახლება სულის სიღრმეებთან და რომ მუსიკა იდეალურად გამოხატავს სიმბოლოებს. მხოლოდ უმეცრები ეძებენო, - ამტკიცებდა იგი, - სულის საკითხებში სიმბოლოთა სიცხადესო. სიმბოლო სულის მუსიკას აღვიძებსო. დიდხანს არსებობდნენ საფრანგეთში ერთმანეთის გვერდიგვერდ სხვადასხვა ჯგუფები: „სიმბოლისტები“ (მალარმე, მორეასი, პოლ ადანი, შარლ მორისი...) „ინსტრუმენტალისტები“ (რენე გილი, ემილ ბერჰარნი...), „მაგიკები“ (ჟ. პალადინი), „ანარქისტები“ (ა. ჟიდი) და სხვა. ახალი პოეტები მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით განსხვავდებოდნენ ძველისგან. ახლებურად ცხოვრება და აზროვნება – ეს იყო საერთოდ მათი არსებობის მანერა, სტილი. გავიხსენოთ შარლ ბოდლერის ბიოგრაფია, თუნდაც არტურ რემბოსი ან პოლ ვერლენისა, აგრერიგად რომ ხიბლავდათ ყანწელებს. არაფერი იყო მათ მიბაძვაში დასაძრახი, ტიციანის წითელი მიხაკი ისეთივე მანერულობა იყო, როგორც ბოდლერის მწვანე თმები და ორიგინალური კოსტიუმები. ბოჰემური ცხოვრება – ღვინისა და ქალის სიყვარული ზოგჯერ რეალური, ზოგჯერ ილუზიური... ქართველებს ფრანგთა მსგავსი ცხოვრება გამოსდიოდათ, რადგან მსგავსი იყო მათი აზროვნებისა ცხოვრების პრინციპები, რა თქმა უნდა, ზოგად ხაზებში, რადგან ეროვნულობა მძლავრად „იჯდა“ ქართველებში. საინტერესო პარალელი: პოლიციამ ბელგიის
  • 7. საზღვრებიდან გამოყარა „უზნეო“ და „საეჭვო“ ყოფაქცევის არტურ რემბო და პოლ ვერლენი. ამის მერე ვერლენი ორი წელი იჯდა ციხეში მკვლელობის განზრახვისათვის (არტურ რემბოსთან ჰქონდა კონფლიქტი); ასევე „ილაშქრებდნენ“ ჩვენი ყანწელების წინააღმდეგ: პაოლო იაშვილი მენშევიკურმა მთავრობამ ერთხანს ქალაქიდანაც კი გადაასახლა „დებოშების“ მოწყობისათვის. მისმა ელენე დარიანის ლექსებმა ხომ „გააცოფა“ ქუთაისი. თუმცა ამგვარი პარალელები მაინც ხელოვნურია, რადგან სხვადასხვა დროს ხდებოდა. როგორც ტიციანი წერდა გულისტკივილით, რომ როცა შარლ ბოდლერი 1848 წლის რევოლუციაში ბარიკადებზე იბრძოდა და გაზ. „ბარრიკადსაც“ სცემდა, მაშინ „არც იყო დაწყებული დავა ილია ჭავჭავაძისა და კნ. ბარბარე ჯორჯაძის შორის. მაშინ შინ გაზრდილი კნეინა სრული დაუეჭველობით სწავლობდა ანბან თეორეტიკას და ან ვის გაახსენდებოდა ის ამბავი, რომ პოეზიის ხერხემალი სწორედ მაშინ ტყდებოდა“. რუსეთში სიმბოლიზმი თეორიულად ახსნა პირველმა დ. მერეჟკოვსკიმ, როცა 1892 წელს გამოსცა ნაშრომი „რუსული ლიტერატურის დაცემისა და ახალი მიმდინარეობის წარმოშობის მიზეზების შესახებ“. აქ მან იდეალიზმი გამოაცხადა ადამიანის გულის მარადიულ მოთხოვნილებად და ახალი ლიტერატურის სამი მთავარი ელემენტი გამოჰყო: 1. მისტიკური შინაარსი (რუსი ხალხის რელიგიური გრძნობების ჩვენება). 2. ახალი პოეზია, უპირველეს ყოვლისა არის სიმბოლისტური პოეზია. 3. იმპრესიონიზმი შთაბეჭდილებათა უცნობ სამყაროებს ასახავს, ქვეცნობიერს. დ. მერეჟკოვკისთან ერთად რუსულ სიმბოლიზმს წარმოადგენდნენ და ახალი პოეტური სკოლის იდეებს ქადაგებდნენ ზ. გიპიუსი, ვ. ბრიუსოვი, კ. ბალმონტი, ფ. სოლოგუბი, ი. ანენსკი, ნ. მინსკი... მალე გამოჩნდა სიმბოლისტთა ახალი თაობა: ა. ბელი, ვ. ივანოვი, ა. ბლოკი... უმცროს თაობას ჰქონდა მკვეთრად გამოხატული რელიგიური მისწრაფებები. ისინი თავიანთი სულიერი მოძღვრის ვლ. სოლოვიოვის დარად რელიგიას მჭიდროდ უკავშირებდნენ ხელოვნებას, ამიტომ მათ თეურგებსაც უწოდებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ქადაგებდნენ ხელოვნების მარადიულ საწყისებს. შოპენჰაუერის დარად, ხელოვნების მწვერვალად აღიარებდნენ მუსიკას და მიიჩნევდნენ, რომ სწორედ მუსიკა გამოხატავდა ყველაზე უკეთ უკვდავებასთან მიახლების წყურვილს. „თეურგიული პოეზია არის მუსიკის სიტყვიერი გამოთაქმა“. (ალექსანდრ ლოკი). აი, როგორ აღწერს ტიციან ტაბიძე 1914-1915 წლის მოსკივს: „ამ წლებში ლიტერატურული მოსკოვი ჯერ კიდევ სიმბოლიზმის ტყვე იყო, თუმცა უკვე იგრძნობოდა სიმბოლიზმის კრიზისი. შვეიცარიიდან ახალდაბრუნებულმა ანდრეი ბელმა თან მოიტანა თავისი ბუნდოვანი მისტიური დაქანცულობა, ცხარე კამათი გოეთეზე და ჟესტ-მიმიკის თეატრზე. მახსენდება სკრიაბინის სიკვდილი და მისი დაკრძალვა, სკრიაბინისვე მუსიკის კულტი, იგორ სევერიანის პოეზიის უთვალავი საღამოები, რელიგიურ-ფილოსოფიური საზოგადოების სხდომები და ფორმულა „კანტიდან პრუდონამდე“, რუსეთის ჯარის წასვლა გერმანიის ფრონტზე, მარინეტისა და ემილ ვერჰარნის ჩამოსვლა მოსკოვში, „თავისუფალი ესთეტიკის საზოგადოების“ სხდომა ლიტრატურულ-მხატვრულ წრეში და ვალერი ბრიუსოვის გამოსვლა, აკმეისტებისა და „ადამისტების“ შეტევა სიმბოლისტების წინააღმდეგ, ნაცნობობა ბალმონტთან, რომელიც მაშინ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ თარგმნიდა, გატაცება ბლოკითა და ინოკენტი ანენსკით, და ბოლოს, მოსკოვის ქუჩებსა და ესტრადებზე ვლადიმერ მაიკოვსკი, ხოლო გვიან – ხლებნიკოვისა და სხვა რუსი ფუტურისტების გამოჩენა. ყოველივე ეს მაღელვებდა და მიტაცებდა”. „იყო თუ არა ქართული სიმბოლიზმი? - კითხულობდა გურამ ასათიანიი და იქვე პასუხობდა: რასაკვირველია, იყო. საწინააღმდეგოს მტკიცება მე პირადად კადნიერებად მიმაჩნია, ვინაიდან ასეთი მტკიცება ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ლიტერატურული მემკვიდრეობის სერიოზულობას რაც, კერძოდ, ცისფერყანწელებმა დაგვიტოვეს“. „ცისფერი ყანწები“ წლების განმავლობაში გმირულად ეწეოდა მძიმე ჯვარს პოეზიის გოლგოთაზე. ტიციან ტაბიძე წერდა ერთგან, ყანწელები უფრო მეტს ფიქრობდნენ თავიანთ სახელზე, ვიდრე აკაკი წერეთელი „თორნიკე ერისთავის“ დაწერაზეო. მისი აზრით, მათი ძმობა იყო მისტიური და მის კონსტიტუციას მხოლოდ სიკვდილი დაწერდა. სიკვდილი კი, მართლაც, დიდის გულმოდგინებით წერდა ამ ისტორიას... ნინო ტაბიძე იხსენებდა: „როცა თბილისში გამოვიდა სერგეი ესენინის ლექსების წიგნი, ერთი ეგზემპლარი მე მაჩუქა, გაიჭრა თითი და ფურცელზე თავისი სისხლით წააწერა: „გიყვარდე მე და გიყვარდეს „ცისფერი ყანწებიო“. თითქოს ეს გენიოსი პოეტიც გრძნობდა ამ „სისხლიან“ ისტორიას“. ცისფერი, პირველქმნილი ფერი, ამაღლებულის სიმბოლოა. „ცისფერი ყანწები“ პოეზიის ალეგორიაა. მისი საშუალებით ჩვენს პოეტებს განეხვნებ ოდათ იდუმალების კარიბჭენი და მარადიულსა და მიღმიურს მიეახლებოდნენ, კოსმიური მუსიკითა და მშვენიერებით ივსებოდნენ („სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს“ გალაქტიონი). „ცისფერ ყანწებად“ შეიძლება თვითონ პოეტებიც მოვიაზროთ, მათი სხეულები – ყანწები – ივსება ზეციური სასმელით – ცისფერით – პოეზიით და ისინი სიმბოლოების საშუალებით სამყაროს ჭეშმარიტებას, მის
  • 8. ღვთაებრივ არსს ეზიარებიან. ისინი ხომ თავს თვლიდნენ გამორჩეულებად, ზეციური ნადიმის მონაწილეებად, რომელთაც ხელეწიფებოდათ ცისფერი ყანწებით იმგვარი „დათრობა“, როცა მუზები ხდებიან სახილველ და იდუმალება საცნაურ. როგორც თ. ვასაძე აღნიშნავს, სიმბოლიზმის სკოლამ ცისფერყანწელებს სინამდვილის პირველაღმომჩენთა, პირველმხილველთა ხედვის სიხალასე მისცა. ცისფერყანწელები უკმაყოფილონი იყვნენ საკუთარი თავით. ამის მიზეზიც ჰქონდათ. ასპარეზი ევიწროებოდათ და ფონის უქონლობას უჩიოდნენ. „ერთი მხრივ იმან, რომ ყანწელებს უხდებოდათ არა თავისი საქმის კეთება, მეორე მხრივ, სამოქალაქო ომის ცეცხლმა და რევოლუციამ, რომელმაც მოუსწრო საქართველოში ამ პოეტების შემოქმედების დაწყებისას და ამასთან ეს რევოლუცია ორგანულად არ იყო გამოტანჯული ქართველი ხალხისგან, არამედ მოვიდა ფოსტით პეტროგრადიდან (რაც ამჩნევია პროლეტარ-დემოკრატ პოეტებსაც) და აგრეთვე ქართულმა სამხრეთის ბუნებამ, რომელიც აკანონებს ზარმაცობას და უფრო მწვავედ აყენებს სიცოცხლის პრობლემას, გამოიწვია ის, რომ ყანწელებს არ უთქვამთ საჯაროდ თავისი სიტყვა, როგორც ამისთვის იყვნენ მოწოდებულნი“ (ტიციან ტაბიძე). მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს მშვენიერი ნაწარმოებების შექმნა და „სიმბოლისტურ სკოლასაც“ გააძლებინეს ამ „გაუსაძლის“ ქვეყანაში. ყანწელები ქვეყნიერებას აღიქვამდნენ, როგორც ესთეტიურ ფენომენს, როგორც სიმბოლოს, რომელიც მოითხოვდა შთაგონებულ გამოცნობას, ბუნება მათთვის ტაძარი იყო, სადაც ყოველი მხრიდან იყურებოდნენ სიმბოლოები (ვალერიან გაფრინდაშვილი). ეს იყო სრულიად ახლებური მიდგომა სამყაროსადმი. ყველაფერი გარშემო სიმბოლურად იქნა მოაზრებული. ყოფნა-არყოფნის, ცხოვრების აზრის და სხვა მარადიული კითხვებიც ახლებურად გახმიანდა. პიროვნების სამყაროსთან მიმართების ახალი წახნაგები გამოჩნდა. ქართულმა სიმბოლისტურმა სკოლამ ვაჟკაცურად იარსება. ყანწელებს თავიდანვე მოაზრებული ჰქონდათ თავიანთი ლიტერატურული მოღვაწეობის მიზნები და ამოცანები. თავიდანვე თავიანთი ორიგინალური აზრები, მეამბოხე წარმოდგენები შემოკრიბეს და გააერთიანეს „სკოლაში“. მართალია, მათ ჰქონდათ უკვე ფრანგი „წინაპრებისა“ და რუსი „მეგობრების“ გამოცდილება, მაგრამ მათი გამოსვლის სიძნელეს ეს არ ამცირებდა. ამ სკოლის წარმომადგენლობა ნიშნავდა არა მხოლოდ საერთო პრინციპების საფუძველზე აზროვნებას, არამედ საერთოდ ცხოვრებას. (აქედან ყანწელების საოცარი სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთისადმი, ამას „მტრებიც“ აღნიშნავდნენ ყოველთვის). სწორად შენიშნავს გურამ ბენაშვილი, რომ „ცისფერყანწელები უფრო ხშირად შინაგანი შთაგონებით ქმნილი პოეტურ მეტიდაციებს, წინაპართაგან მომდინარე მარადიულ ინერციას დიდი სულიერი გაწვალების ფასად ეუფლებოდნენ, რათა ჯერ კიდევ ბოლომდე გაუცნობიერებელ სიახლეებისთვის მიეცათ გზა, ესეც მათი გმირობა იყო და არა ნაკლი. რაც შეეხება ყველასთვის თვალშისაცემ მათ შემოქმედებითსა და პიროვნულ „ექსცესებს“, ეს უფრო მათი საკუთარი „სხეულის წერტილის“ სივრცეში დამკვიდრების ცდას წარმოადგენდა, ვიდრე მშვიდი შემოქმედებითი გონის ნაყოფს“. შესაძლოა, ახალი პოეტური სკოლა იყო ხელოვნური, მაგრამ თავისთავად სამყაროსგან რაიმეს გამოყოფა, სულერთია ეს იქნება მატერიალურ თუ სულიერ სფეროში, ხელოვნურობას ვერ დააღწევს თავს. სკოლის შექმნა უკვე გულისხმობდა ამას. მთავარია, რომ ცისფერყანწელებმა მოძებნეს, შეარჩიეს, გამოიგონეს, შეთხზეს, ჩამოაყალიბეს თავიანთი აზროვნებისა და ცხოვრების ორიგინალური სტილი და მას უწოდეს „სიმბოლისტური“. საქართველო ამ დროს ისეთივე ქაოტური ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც მთელი ევროპა. მძვინვარებდა პირველი მსოფლიო ომი. დამთავრებული იყო „დიდი ეპოქა“. როგორც გალაქტიონმა თქვა. იბადებოდა ახალი. რევოლუცია მოდიოდა ნგრევით. აქ უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა ნგრევის შედეგს, მთავარი თვით ნგრევის შედეგი იყო, რომელიც სულიერ სამყაროში უდიდეს ძვრებს იწვევდა. „ევროპის ქარი“ საქართველოში ძალუმად უბერავდა, ხშირად რუსეთის ტრამალებით დამტვერილი, ზოგი პირდაპირ გადმოქროლილი. ქუთაისში განგებით თავს იყრიან ახალგაზრდები, რომელთაც მძლავრად აქვთ ეს ჰაერი შესუნთქული. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე, ალი არსენიშვილი, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწისვილი, სერგო კლდიაშვილი, ლელი ჯაფარიძე... ზოგი რუსეთში, ზოგი უცხოეთში განსწავლული, ბავშვობიდანვე გატაცებული ლიტერატურით. ბუნებრივი ნიჭი, სიახლის წყურვილი, ევროპის მაჯისცემა მათში საოცარ ძვრებს იწვევს. ნაპერწკლებზე კი ნავთს ასხამს გრიგოლ რობაქიძე და ხანძარი ჩნდება ქართულ პოეზიაში. ახალგაზრდა პოეტებს ეუფლებათ ექსპერიმენტების , ორიგინალური მხატვრული აზროვნების ძიების სურვილი. ლექციები გრიგოლ რობაქიძისა – იხსნება გზა, ჩნდება ნათელი გამოსავალი... „ვულკანი“ უნდა ამოიფრქვას გარდაუვალად. შესაძლოა დაპირისპირება ძველ სამყაროსთან, ძველ ლიტერატურასთან... ამ დროს უკვე დიდი ხანია დაწერილია ჟან მორეასის მანიფესტიმ საფრანგეთში დაივიწყეს სიმბოლისტთა კოშმარული ხილვები, რუსეთი აღარ ბობოქრობს ბრიუსოვისა და ბელის „გამოხდომებზე“... ქუთაისელი პოეტები გრძნობენ,
  • 9. რომ მათი შინაგანი განწყობილება, მისწრაფებები ყველაზე უკეთ სიმბოლიზმის ჩარჩოებში ეტევა. იმისთვის, რომ თვით სკოლის სახელწოდებაც ორიგინალური ყოფილიყო, ირქმევენ „ცისფერ ყანწებს“... ვალერიან გაფრინდაშვილი იტყვის შემდეგ: „ჩვენ გავიზარდეთ ტიუტჩევზე, ვაჟასა და ბოდლერზე“. მრავლისმეტყველი ფრაზაა... როგორც ლალი ავალიანი სამართლიანად შენიშნავდა „სიმბოლიზმმა გადახედა წარსულის მემკვიდრეობას, მაგრამ ვერ მოირგო მისი „ჟანგიანი ჯავშანი“: ახალი ფორმების ძიებამ ის მიიყვანა „ფასეულობათა გადაფასებამდე“. რაც, აგრეთვე დასავლეთ ევროპისა და რუსული სიმბოლიზმის, ძირითად ტენდენციასაც წარმოადგენდა“. სიმბოლიზმმა, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც გარკვეული ეპოქა შექმნა. სანდრო ცირეკიძის მიერ თარგმნილ სტეფან მალარმეს ერთ პატარა მოთხრობაში, რომელსაც „მომავლის ფენომენი“ ჰქვია, შევხვდით ისეთ სტრიქონებს, რომელიც შეიძლება ახლა უკვე ისტორიად ქცეული ქართული სიმბოლისტური მწერლობის მიმართ გავიმეოროთ: „როდესაც ყველა მოიჯერებდა გულს უკვე დაწყევლილ კეთილშობილ არსების ცქერით, ზოგი გაბრუნდებოდა გულგრილად, რადგან ვერ გაიგებდა, სხვები გულდაწყვეტილნი, ცრემლიანი წამწამებით მორჩილად გახედავდნენ ერთმანეთს. მაშინ, როდესაცამ დროთა პოეტები იგრძნობენ მათი დამქრალი თვალების ახალ ანთებას და მკრთალი დიდების წუთს ეწვევათ რიტმი და მთვრალი ტვინით მიიჩქარიან ლამპასთან, რომ თავდავიწყებით იცხოვრონ ეპოქაში, რომელიც ემსახურებოდა სილამაზეს“. მართლაც, უპირველეს ყოვლისა, სილამაზის მსახურნი იყვნენ ცისფერყანწელები და მათ შორის სანდრო ცირეკიძე... ბ) პოეტური დენდიზმი ცისფერყანწელთა შემოქმედება გაჟღენთილია არტისტული მანერებით, რომანტიკული პოზებით, ორიგინალური და უჩვეულო წარმოსახვებით, რაც მათ გამოყოფს, გამოარჩევს და გამოაცალკევებს ქართველ მგოსანთა კრებულიდან. მათი პოეზია შერწყმული იყო მათსავე პირად ცხოვრებასთან, ყოფით ურთიერთობებთან. ისინი მთელი არსებით წარმოადგენდნენ საოცარ ნაზავს პოეტურობისა და დენდიზმისას, ამიტომ მათი ნაწარმოოებები აღბეჭდილი იყო უცხო ანდამატით, რომელსაც შეიძლება პოეტური დენდიზმი ვუწოდოთ. ტიციან ტაბიძე თავის „ავტოპორტრეტში“ აცხადებს: აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი, ვოცნებობ ბაღდადზე მოღლილი დენდი, ვფურცლავ მალარმეს „დივიგაციონს“. „უაილიდის პროფილიანი“ ცისფერთვალა პოეტი დენდია, რომელიც გულგრილად უყურებს ირგვლივ ყოველივეს, რადგან მას თავისი, მხოლოდ მისთვის არსებული, განსაკუთრებული სამყარო აქვს, სადაც მის მიერ შექმნილი გმირები, ლანდები სახლობენ. აგრეთვე ისინიც, რომლებიც კლასიკური თუ უახლესი ლიტერატურიდან მისთვის საყვარელ პოეტურ სახეებს წარმოადგენენ. დენდობა დამახასიათებელი იყო ფრანგის სიმბოლისტებისთვის. ისინი, უპირველესად, პროტესტანტები იყვნენ და ეს განსაკუთრებით ცნობილია შარლ ბოდლერის დენდიზმი, რაშიც ის ხედავდა თავის ესთეტიკურ იდეალს. დენდი ვიწრო მნიშვნელობით აღნიშნავს ნატიფად, მოდაზე ჩაცმულ მამაკაცს. უფრო ფართოდ კი გამოხატავს საერთოდ ადამიანის ცხოვრების წესს, რომელზედაც ერთგვარად გავლენას ახდენს როგორც გარემო, ასევე პოეტური პრინციპები და იდეალები. მაგალითად, დენდები იყვნენ ბაირონიც და უაილდიც, მაგრამ მათი დენდობა განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. შარლ ბოდლერის განმარტებით, დენდობა არის რაღაც საკუთარი პიროვნების კულტის მსგავსი. დენდის, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეძლოს მისწრაფებათა და გულისთქმათა დაოკება, ბედნიერების პოვნა სულ სხვა რაიმეში, ვიდრე ეს ესმით გარშემომყოფთ. ეს არის ამაყი კმაყოფილება გაოცებისა, თან არასოდეს დაგაჩნდეს ეს გაოცება. იგი წერს: „დენდი შეიძლება იყოს მოყირჭებული, შეიძლება იყოს ავად, მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც ის გაიღიმებს, როგორც იღიმებოდა პატარა სპარტანელი მაშინ, როცა მელა უღრღნიდა შიგნეულობას“. მისი აზრით, დენდიზმი იყო უკანასკნელი აფრენა ჰერიოკისა დაცემის საერთო ფონზე. ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავდა შემოქმედის შინაგან ნებისყოფას, რომლის საშუალებით მას უნდა დაეძლია გარემო, ეპოქა და წარმოჩენილიყო საკუთარი წარმოსახული სამყაროს ერთპიროვნულ განმგებლად და ხელისუფლად. შარლ ბოდლერი მეტრი იყო არა მხოლოდ ფრანგი, არამედ ქართველი სიმბოლისტებისთვისაც. მისი აზრები, შეხედულებები, პოეზია წარმოადგენდნენ მათთვის შთაგონების წყაროებსა და კანონიკას. ვალერიან გაფრინდაშვილი: „ჩემს წინ ბოპდლერი გადაშლილი, ვით სახარება“. ან კიდევ:, ტიციან ტაბიძე: „ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს“.