2. ცნობილი ანთროპოლოგი ასენ ბალიქსი, ავტორი ფილმისა
„ნეთსილიკელი ესკიმოსები“, იხსენებს ფილმზე მუშაობის
დეტალებს და აღნიშნავს ჩვენთვის საინტერესო, 1950
წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში მარგარეტ მიდის
საველე სამუშაოებზე ჩატარებული სემინარის
მნიშვნელობას, სადაც განიხილებოდა აუდიოვიზუალური
ფიქსაციის მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები. ეს
მეთოდი მარგარეტ მიდის მიერ პირველად 1936 წელს,
ბალიზე საველე ექსპედიციის დროს იქნა გამოყენებული
და იგი დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
3. მარგარეტ მიდი აღნიშნავდა, რომ: ფილმის ეთნოგრაფიულ
ტრადიციებს ვიზუალური ანთროპოლოგიისათვის აქვს
უპირველესი მნიშვნელობა. სუფთა კინემატოგრაფიული
მოსაზრებები გადადის მეორე ადგილზე; ნებისმიერი ხელოვნური
დადგმები ან მისი მცდელობა გამორიცხული უნდა იქნეს
შემოქმედებითი ჯგუფის მიერ; გადაღება თავიდან ბოლომდე
უნდა მიმდინარეობდეს რეალურ დროში და ველზე უნდა
ხდებოდეს ყველა მიმდინარე მოვლენის გადაღება;
ანთროპოლოგი უნდა ინიშნავდეს მოქმედი პირების შესახებ
ინფორმაციას. ეს უნდა იყოს ფილმი, როგორც ჩანაწერი,
დოკუმენტი შემდგომი ანთროპოლოგიური ანალიზისა; ფილმის
შექმნის ყველა ეტაპზე უნდა მონაწილეობდეს ანთროპოლოგი
საველე გამოკვლევების, კონცეპციის შემუშავების, გადაღებებისა
და მონტაჟის დროს.
4. საველე მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვანი მომენტია
ეთნოსის კულტურის ვიდეომონიტორინგი.
ვიდეომონიტორინგი ვიზუალური ანთროპოლოგიის
საველე მუშაობის ახალი მეთოდიკა, რაც საშუალებას
იძლევა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მოხდეს
ტრადიციული კულტურის ისეთი ელემენტების
ფიქსაცია, როგორიცაა ტრადიციული ყოფა
(მიწათმოქმედება , მევენახეობამეღვინეობა,
მესაქონლეობა, მეფუტკრეობა, ხალხური ხელოსნობა) და
მატერიალური კულტურა (საცხოვრებელი და სამეურნეო
ნაგებობანი, ინვენტარი, ტანსაცმელი, დეკორატიული
ხელოვნება), საზოგადოებრივი და საოჯახო ცხოვრება,
სულიერი კულტურა (სახალხო დღესასწაულები, წეს
ჩვეულებები, რწმენაწარმოდგენები, ფოლკლორი,
ხალხური მედიცინა).
5. უკანასკნელ წლებში ხშირია შემთხვევები, როცა მკვლევარები –
ეთნოგრაფები თუ ფოლკლორისტები ველზე სამუშაოდ გადიან
ვიდეოკამერით. ამავე დროს, ბოლო პერიოდში დიდია
ტრადიციული ყოფით მასმედიის დაინტერესებაც, მაგრამ ხშირად
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, განსაკუთრებით
ტელევიზიით, ხდება ეთნოკულტურის ელემენტების, სულიერი
კულტურის ბევრი ნიუანსის მცდარი ინტერპრეტაცია, რაც
ზოგჯერ არასწორ დამოკიდებულებას აყალიბებს ტრადიციული
კულტურული ღირებულებების მიმართ. ვიდეომონიტორინგი
არის ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის, წესჩვეულების თუ
რიტუალის არა უბრალოდ დაფიქსირება, არამედ ყოველმხრივ
გააზრებულად, გეგმაზომიერად და მეთოდურად გამართულად
წარმოებული საველე გადაღებები, რაც შექმნის სიღრმისეულ
ინფორმაციას ეთნოკულტურის ამა თუ იმ ელემენტის შესახებ,
ეთნოკულტურულ ღირებულებათა რეალურ სურათს.
6. ვიდეომონიტორინგის დროს მკვლევარი ველზე
უნდა იყოს დამკვირვებელი, რომელიც ეძებს
ხალხის წიაღში შემონახულ ტრადიციულ
ელემენტებს და ვიდეოკამერის მეშვეობით
აფიქსირებს. ობიექტურობა და მოვლენის
რეალურად ასახვა არის ვიდეომონიტორინგის
ერთერთი აუცილებელი პირობა. ამგვარი
მიდგომა იცავს ეთნოკულტურის ელემენტს
დამახინჯებისაგან და მომავალ თაობებს უნახავს
ობიექტურ რეალობას.
7. ვიდეომონიტორინგს მრავალფეროვანი
ფუნქციები აქვს: სამეცნიეროკვლევითი,
სამუზეუმო, საგანმანათლებლო,
კულტურული მემკვიდრეობის ფიქსაცია
შენახვის, ფართო მასებისათვის
კულტურული მემკვიდრეობის
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის,
მომავალი თაობებისათვის მათი
ტრანსლციისა და სხვა.
8. კულტურის ძალიან სწრაფი დინამიკა იწვევს
ტრადიციული კულტურიდან მრავალი
ელემენტის გაქრობას. ეს ელემენტები ქართული
ტრადიციული ყოფის, საწარმოო პრაქტიკისა და
მატერიალური კულტურის არაერთ საინტერესო
მხარეს, დეტალს ინახავენ, მაგრამ ზოგიერთი
მათგანი დღეს მხოლოდ საოჯახო მოხმარების
დონეზეა შემონახული, ზოგი კი საერთოდ
მივიწყებულია და ერთეული ეგზემპლარებიღაა
შემორჩენილი ხალხში. ვიდეომონიტორინგის
ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ
ასეთი ელემენტების ფიქსაცია და შენახვაა.
9. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია განხორციელდეს სულიერი
კულტურის ელემენტების ვიდეომონიტორინგი, რადგან
სულიერ კულტურას ყველაზე მეტად შეეხო
ღირებულებათა ტრანსფორმაციის პროცესი. სულიერი
კულტურის კომპონენტები: მეურნეობის სხვადასხვა
დარგთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენები და წეს
ჩვეულებები, ხალხური რელიგიური აზროვნების
უძველესი პლასტები და შემდგომი დანაშრევები,
დღეობები და სხვადასხვა ხასიათის დღესასწაულები
ფაქტიურად, ყოველდღიურად განიცდიან ცვლილებებს და
დღეს, ტრადიციული კულტურული ღირებულებების
მეტამორფოზის პირობებში ამ ელემენტების
ვიდეოფიქსაცია მათი შენახვის, ალბათ, ერთადერთი
გარანტიაა.
10. ეთნოკულტურულ ღირებულებათა ფიქსაციის
მნიშვნელოვანი საშუალებაა ნახაზები, სქემები
და, განსაკუთრებით, ფოტოები. მათში
შენახულია ფასეული ინფორმაცია ეთნოსის
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ასეთი
ფოტოები ინახავენ ბევრ ისეთ ელემენტს, რაც
ყოფიდან გამქრალი და მივიწყებულია.
ფოტოებში შემონახული ეს ინფორმაცია მეცნიერ
მკვლევართა არაერთი თაობის შრომის შედეგია
და მეცნიერთა კიდევ არაერთ თაობას გაუწევს
ფასდაუდებელ სამსახურს.