SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 13
Downloaden Sie, um offline zu lesen
1




ტექსტებთან სამუშაო
    პროგრამა
   Openoffice.org

 WRITER



       შორენა აბესაძე


           2006
2
                            ტექსტებთან სამუშაო პროგრამა
                                 Openoffice.org Writer
                                  პროგრამის ფანჯარა
   Writer პროგრამის ასამუშავებლად ორჯერ დააჭირეთეთ სამუშაო მაგიდაზე გამოტანილ


                                      K მენიუდან აირჩიეთ office ჩანართი (Tab), ხოლო შემდეგ
შესაბამის პიქტოგრამას (icon)     ან
openoffice.org Writer პუნქტი.




                                                                              ნახ.1

  ეკრანზე გაიხსნება პროგრამის ფანჯარა; პროგრამის ფანჯარა შედგება შემდეგი სტანდარტული
ელემენტებისგან:
   1. პირველი სტრიქონი არის ფანჯრის სათაურის სტრიქონი, რომლის მარცხენა             ნაწილში
მითითებულია ფაილის სახელი და პროგრამის სახელი (ჩვენ შემთხვევაში ფაილის             სახელია
Untitled1, ხოლო პროგრამის სახელი Openoffice.org writer), ხოლო მარჯვენა             ნაწილში
მოთავსებულია სამი ღილაკი: minimize - ფანჯრის მინიმიზირების, ჩაკეცვის, maximize -   ფანჯრის
გაშლის და close - დახურვის.

    2. ფანჯრის II სტრიქონი მენიუს სტრიქონია; სტანდარტულად, აქ მოთავსებულია ცხრა მენიუ.
თითოეული მათგანი შეიცავს Writer-ის შესაბამის ბრძანებებს. შევთანხმდეთ რომ, ვთქვათ, მენიუს
File პუნქტის Save ბრძანების დასაწერად გამოვიყენებთ ასეთ ჩანაწერს: File/save.

   3. ფანჯრის III და IV სტრიქონი (ნახ. 1-ის მიხედვით) ინსრუმენტების პანელია. თუ თქვენთვის
საჭირო ინსტრუმენტების რომელიმე პანელი არ არის გამოტანილი ეკრანზე, მაშინ შეასრულეთ
ბრძანება: View/Toolbar და გამოსულ სიაში აირჩიეთ ის სახელი, რომელი ინსტრუმენტების
გამოტანაც გინდათ ეკრანზე. მაგ: თუ გინდათ სახატავი ინსტრუმენტების გამოძახება, უნდა
შეარჩიოთ Drawing პუნქტი. ეკრანზე გამოსული ინსტრუმენტების პანელის სახელის წინ
მონიშნულია ჩამრთველი (check-box). ინსტრუმენტების პანელი შეიძლება მოთავსებული იყოს
ეკრანის სხვადასხვა ადგილას.

   4. ინსტრუმენტების პანელის ქვემოთ და ფანჯრის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია
ჰორიზონტალური და ვერტიკალური სახაზავი;
3
   5. ფანჯრის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს სამუშაო არეს, სადაც ციმციმებს ტექსტის
კურსორი და შესაძლებელია რაიმე ტექსტის აკრეფა.

   6. სამუშაო არის მარჯვენა მხარეს და ქვედა ნაწილში მოთავსებულია გადაფურცვლის ზოლები.

   7. ფანჯრის ქვედა ნაწილში მოთავსებულია საინფორმაციო სტრიქონი; აქ აისახება ცნობები
სამუშაო არის მდგომარეობის შესახებ. საინფორმაციო ზოლის გაქრობა-გამოჩენა ხდება
ბრძანებით: View/Status Bar.

   Writer პროგრამის მუშაობის დამთავრება რამოდენიმე ხერხით შეიძლება:

           ბრძანებით: File/Exit
      
           Writer ფანჯრის სათაურის სტრიქონზე მოთავსებული დახურვის ღილაკზე დაჭერით;
      
           კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Control+Q.
      



                           დოკუმენტის გახსნა, შენახვა, დაბეჭდვა;

                                  ახალი დოკუმენტის შექმნა
   დისკზე არსებული ფაილის გასახსნელად:

            აირჩიეთ ბრძანება File/Open. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მოძებნეთ და მონიშნეთ
       
            საჭირო პრეზენტაციის ფაილი და დააჭირეთ open ღილაკს.

                  დააჭირეთ Open ინსტრუმენტს ინსტრუმენტების პანელიდან;
       
            კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + O.
       


   დოკუმენტის შესანახად:
                                       ნახ.2
                                                    აირჩიეთ ბრძანება File/ save       ან
                                                   
                                                    File/save as.     ეკრანზე     გამოვა
                                                    დიალოგური      ფანჯარა     Save   as.
                                                    სათაურის      სტრიქონის      ქვემოთ
                                                    მითითებულია       იმ    საქაღალდის
                                                    სახელი,    რომლის         შიგთავსიც
                                                    ასახულია      ფანჯრის      ძირითად
                                                    ნაწილში    (ნახ.2     წარმოდგენილ
                                                    სიტუაციაში დოკუმენტის შენახვა
                                                    მოხდება /home/user საქაღალდეში).
                                                    მიუთითეთ საქაღალდე, რომელშიც
                                                    გსურთ შეინახოთ დოკუმენტი. თუ
                                                    დოკუმენტს      ინახავთ          Home
                                                    კატალოგში, შეგიძლიათ დააჭიროთ
   ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ Home პიქტოგრამას (პიქტოგრამაზე
   გამოსაულია სახლი); შემდეგ მიუთითეთ დოკუმენტის სახელი File Name ველში და დააჭირეთ
   save ღილაკს. ამავე ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ფაილის ტიპი File type ველში.
   ხოლო თუ გსურთ ფაილის გახსნის დროს სისტემამ მოითხოვოს პაროლის შეყვანა, მაშინ ამავე
   ფანჯარაში მონიშნეთ Save with password ჩამრთველი და შემდეგ დააჭირეთ save ღილაკს.
4
  სისტემა მოგთხოვთ პაროლის და პაროლის დადასტურების ველის შევსებას და შემდეგ
  მოხდება ფაილის შენახვა.

               დავაჭიროთ Save ღილაკს ინსტრუმენტების პანელიდან;
      
           კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + S.
      


                           ახალი დოკუმენტის შესაქმნელად:
                                   შეასრულეთ ბრძანება File/New/Text doсument;
                               
                               File/New ბრძანების შესრულების დროს გაიხსნება მენიუ, სადაც
                               შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ახალი ტექსტური ფაილის/Text
                               document გახსნის ბრძანება, ასევე სხვა პროგრამების ახალი
                               ფაილების      შესაქმნელი     ბრძანებები:     ელექტრონული
                               პრეზენტაციის, ხატვის, მონაცემთა ბაზის და სხვა (იხ. ნახ.3).
                   ნახ.3


                 დააჭირეთ New ღილაკს ინსტრუმენტების პანელიდან;
       
           კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + N.
       

                                              ნახ. 4
                                                             ფაილის დასაბეჭდად:
                                                     შეასრულეთ ბრძანება File/Print;
                                                         
                                                     ეკრანზე გამოვა დიალოგური
                                                     ფანჯარა Print. Print/Name ველში
                                                     უნდა მივუთითოთ აქტიური
                                                     პრინტერის სახელი: პრინტერის
                                                     სახელი      გამოჩნდება     Name
                                                     ჩანართის გაშლის დროს, თუ ეს
                                                     პრინტერი დაინსტალირებულია
                                                     კომპიუტერზე. Print range ველში
                                                     შეგიძლიათ ბეჭდვის დიაპაზონი:
                                                     All - მთლიანი დოკუმენტი; Pages
  - რომელიმე გვერდი ან გვერდები; selection - მონიშნული არე. Copies ველში მიუთითეთ
  რამდენი ასლი უნდა დაბეჭდოთ. ბოლოს დააჭირეთ OK ღილაკს.

                დააჭირეთ Print ღილაკს ინსტრუმენტების პანელიდან;
       
           კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + P.
       
     თუ გსურთ ნახოთ ეკრანზე, როგორი იქნება ფურცელზე დაბეჭდილი დოკუმენტი,
შეასრულეთ ბრძანება File/Page Preview. დათვალიერების რეჟიმიდან უკან დასაბრუნებლად
დააჭირეთ Close Preview ღილაკს, რომელიც მოთავსებულია ინსტრუმენტების პანელზე.

                                   ტექსტში გადაადგილება
    ტექსტში კურსორის გადადგილება შეიძლება ორი ხერხით: თაგვით (mouse) ან
კლავიატურით. თაგვით მუშაობის დროს ტექსტის კურსორის გადასაადგილებლად მიიყვანეთ
თაგვის მაჩვენებელი სასურველ ადგილას და დააჭირეთ მარცხენა ღილაკზე, კურსორი ტექსტში
აღმოჩნდება. თუ, ტექსტი არ ჩანს ეკრანზე. შეიძლება გადაფურცვლის ზოლის გამოყენება,
5
         კლავიშების
                                          კურსორის გადაადგილება
         კომბინაცია
                            კურსორი გადაადგილდება ერთი სიმბოლოთი მარჯვნივ
                            კურსორი გადაადგილდება ერთი სიმბოლოთი მარცხნივ
                            კურსორი გადაადგილდება ზედა სტრიქონში
                            კურსორი გადაადგილდება ქვედა სტრიქონში
             Home            კურსორი გადავა სტრიქონის თავში
              End            კურსორი გადავა სტრიქონის ბოლოში
            Page Up          კურსორი გადავა წინა ფურცელზე
           Page Down         კურსორი გადავა შემდეგ ფურცელზე
             Ctrl+          კურსორი გადავა ერთი სიტყვით მარჯვნივ
             Ctrl+          კურსორი გადავა ერთი სიტყვით მარცხნივ

     კლავიატურის გამოყენებით კურსორის გადაადგლება შეიძლება ოთხი, მიმართულების
მაჩვენებელი, ღილაკის (შემდეგში ამ ღილაკებს ისრები ვუწოდოთ) და Page Up, Page Down, Home,
End ღილაკების საშუალებით.
     მარცხნივ და მარჯვნივ მიმართული ისრებით ტექსტის კურსორი გადაადგილდება ერთი
სიმბოლოთი მარცხნივ ან მარჯვნივ შესაბამისად; ხოლო ზემოთ და ქვემოთ მიმართული ისრებით
კურსორი გადავა ზედა ან ქვედა სტრიქონზე შესაბამისად. Page Up და Page Down ღილაკებს
კურსორი გადაყავს წინა ან შემდეგ ფურცელზე; ხოლო Home და End ღილაკები გამოიყენება
კურსორის სტრიქონის თავში და ბოლოში გადასაადგილებლად.
     თუ, მარცხნივ, ან მარჯვნივ მიმართულ ისარს გამოვიყენებთ Ctrl ღილაკთან ერთად, მაშინ
კურსორი გადაადგილდება ერთი სიტყვით მარცხნივ, ან მარჯვნივ შესაბამისად.
     ტექსტის ასაკრეფად შექმენით ახალი დოკუმენტი ან გახსენით ადრე შენახული ფაილი და
კურსორი დააყენეთ საჭირო ადგილას (სადაც აპირებთ ტექსტის აკრეფას). ტექსტის აკრეფის დროს
არ იფიქროთ სტრიქონის ბოლოს სიტყვის გადატანაზე - ამას პროგრამა თვითონ გააკეთებს
ავტომატურად. Enter ღილაკზე დაჭერით ხდება ახალი აბზაცის დაწყება.
     რჩევა: უფრო მოსახერხებელია მუშაობა, როცა ჯერ ხდება ტექსტის აკრეფა; შემდეგ ხდება
რედაქტირება (გრამატიკულად გასწორება) და ბოლოს ხდება ტექსტის დაფორმატება.


                                   ტექსტის მონიშვნა
     დოკუმენტზე მუშაობის დროს, რაიმე ოპერაციის შესრულებამდე, ჯერ უნდა მონიშნოთ
ტექსტის ფრაგმენტი, რომელზეც გსურთ ოპერაციის ჩატარება. ტექსტის ფრაგმენტის მოსანიშნად
Writer პროგრამას გააჩნია რამოდენიმე ხერხი:
        shift ღილაკთან ერთად კურსორის გადაადგილების ღილაკების გამოყენებით, შეგიძლიათ
    
        მონიშნოთ ტექსტი თითოეული სიმბოლოს სიზუსტით;
        Ctrl+shift ღილაკებთან ერთად კურსორის გადაადგილების ღილაკების გამოყენებით
    
        ხდება ტექსტის მონიშვნა სიტყვის სიზუსტით;
        Ctrl+a ღილაკებით ხდება მთელი ტექსტის მონიშვნა;
    
        დააჭირეთ თითი თაგვის მარცხენა ღილაკს და არ აუშვათ, მანამ, სანამ თაგვის
    
        მაჩვენებელს არ მიიტანთ სასურველ ადგილამდე.
        თაგუნას მარცხენა ღილაკზე 2-ჯერ დაჭერით ხდება სიტყვის მონიშვნა;
    
        თაგუნას მარცხენა ღილაკზე 3-ჯერ დაჭერით ხდება წინადადების მონიშვნა;
    
        თაგუნას მარცხენა ღილაკზე 4-ჯერ დაჭერით ხდება აბზაცის მონიშვნა;
    
        ტექსტის სხვადასხვა ფრაგმენტის მოსანიშნად გამოიყენეთ Ctrl ღილაკი;
    
6
                                 ოპერაციები მონიშნულ ტექსტზე
მონიშნული ტექსტის კოპირება გაცვლის ბუფერში (Clipboard) შეიძლება:


               ინსტრუმენტების პანელიდან copy ღილაკზე დაჭერით;
   
       Edit/copy ბრძანების საშუალებით;
   
       Ctrl+C ღილაკების საშუალებით.
   
       მონიშნული ტექსტის კონტექსტური მენიუდან Copy ბრძანების გამოყენებით.
   

მონიშნული ტექსტის ამოჭრა და გადაგზავნა გაცვლის ბუფერში შეიძლება:

              ინსტრუმენტების პანელიდან Cut ღილაკზე დაჭერით;
   
       Edit/Cut ბრძანების საშუალებით;
   
       Ctrl+X ღილაკების საშუალებით.
   
       მონიშნული ტექსტის კონტექსტური მენიუდან Cut ბრძანების გამოყენებით.
   

გაცვლის ბუფერში მოთავსებული ტექსტის ჩასმა დოკუმენტში შეიძლება:

                ინსტრუმენტების პანელიდან Paste ღილაკზე დაჭერით;
   
       Edit/Paste ბრძანების საშუალებით;
   
       Ctrl+V ღილაკების საშუალებით.
   
       მონიშნული ტექსტის კონტექსტური მენიუდან Paste ბრძანებისის გამოყენებით.
   

მონიშნული ტექსტის წაშლა შეიძლება:
    Delete ღილაკზე დაჭერით;


                                დოკუმენტის ექსპორტი და იმპორტი
    გარდა საკუთარი ფორმატისა, პროგრამა Writer-ს შეუძლია ფაილის ექსპორტი ისეთი
ცნობილი ფორმატით, როგორიც არის:
       Microsoft Word -ის სხვადასხვა ვერსიები
   
       Rich Text Format (rtf)
   
       StarOffice-ის ფორმატი
   
       ტექსტური ტიპის ფაილი
   
       html და xhtml
   
       DocBook XML
   
       Portable Document Format (PDF)
   
    და სხვა.
   დოკუმენტის ექსპორტისთვის შეასრულეთ ბრძანება File/save as… და გამოსულ ფანჯარაში File
Type ველში მიუთითეთ დოკუმენტის ტიპი.
   განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დოკუმენტის ფორმატი PDF (Portable Document Format); ეს
არის Adobe ფირმის მიერ შექმნილი დოკუმენტის წარმოდგენის ელექტრონული ფორმატი; ამ
ფორმატით შექმნილ დოკუმენტს ნახავს და დაბეჭდავს ნებისმიერი მომხმარებელი ზუსტად ისე,
როგორიც ის იყო თავდაპირველად. მიუხედავად იმისა, რომელ ოპერაციულ სისტემაში ხდება
მისი დათვალიერება, ან არის თუ არა მოცემულ კომპიუტერზე ის შრიფტი, რაც გამოყენებულია
დოკუმენტის შესაქმნელად.
7
       იმისათვის რომ ფაილი წარმოადგინოთ PDF ფორმატით, შენახვის დროს File Type ველში


მიუთითეთ PDF ტიპი; ან დააჭირეთ Export Directly as PDF           ღილაკს სტანდარტული
ინსტრუმენტების პანელზე.
    პროგრამა Writer-ს შეუძლია სხვადასხვა ფორმატის (Doc, rtf, html, txt…) დოკუმენტების
იმპორტი; ამისათვის შეასრულეთ ბრძანება File/open.


                                დოკუმენტის რედაქტირება
           ბოლო მოქმედების გაუქმება:
   
    ბრძანება Undo გამოიყენება ბოლო მოქმედების (მოქმედებების) გასაუქმებლად და ამ
მოქმედებამდე არსებული მდგომარეობის აღსადგენად. მაგ: თუ შემთხვევით წაგეშალათ
ტექსტი, მისი აღდგენა შეგიძლიათ Undo ბრძანებით. მაგრამ თუ ისევ გადაწყვეტთ

ტექსტის წაშლას, შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე ბრძანება Redo.


           ტექსტის ფრაგმენტის მოძებნა და სხვა ტექსტით შეცვლა:
   
     ტექსტში ფრაგმენტის მოსაძებნად და მის შესაცვლელად შეასრულეთ ბრძანება: Edit/
Find & Replace. ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა, სადაც Search for ველში მიუთითეთ
ის ტექსტი, რომელსაც ეძებთ, ხოლო Replace with ველში ის ტექსტი, რითაც გსურთ
შეცვალოთ.
            ინგლისური ტექსტის ორთოგრაფიული შესწორება.
       

                                       ნახ. 5
                                                     თუ ინგლისურ ტექსტში შეცდომებია,
                                                მაშინ მისი ”გასწორება” შესაძლებელია

                                                       Spellcheck და   autospellchek
                                          ღილაკების გამოყენებით. თუ autospellchek
                                          ღილაკი      აქტიურია,   მაშინ    არასწორ
                                          სიტყვებს ქვეშ წითელი ხაზი გაესმება
                                          (ღილაკის გააქტიურება/გამორთვა ხდება
                                          შესაბამის ღილაკზე დაჭერით). ხოლო თუ
გსურთ მოცემული არასწორი სიტყვა გაასწოროთ და ამაში კომპიუტერის ლექსიკონი
დაგეხმაროთ, მაშინ გამოიყენეთ Spellcheck ინსტრუმენტი. მასზე დაჭერით გამოვა
დიალოგური ფანჯარა, რომლის Not in dictionary ველში წითლად გამოჩნდება არასწორი
სიტყვა, ხოლო Suggestions (მითითებები, რჩევები) ველში შეგიძლიათ აირჩიოთ ამ სიტყვის
სწორი ფორმა და Change/შეცვალე ბრძანებით შეასწოროთ.

                                  ტექსტის დაფორმატება
    მას შემდეგ, რაც ტექსტი აიკრიფა და გრამატიკულად გასწორდა, სასურველია მისი
გაფორმება, ანუ დაფორმატება, რომ ნაწერის აღქმა უფრო მარტივი და გასაგები იყოს. მაგ: სჯობს
ტექსტის სათაური დაწეროთ უფრო დიდი ასოებით და მოათავსოთ ფურცლის შუაში; გვერდების
ნუმერაცია მოათავსოთ მარჯვენა ქვედა კუთხეში, ან ზემოთ შუაში და ა.შ.
8
      ტექსტის დაფორმატებისთვის გამოიყენება დოკუმენტის გაფორმების ანუ დაფორმატების
(Formatting) ინსტრუმენტების პანელი.
     რჩევა: გახსოვდეთ, რომ ჯერ უნდა მონიშნოთ ტექსტის ფრაგმენტი, ხოლო შემდეგ
შეასრულოთ რაიმე ოპერაცია.


                      - Font Name - შრიფტის შესარჩევად დააჭირეთ პატარა შავ სამკუთხედს,
გაიშლება შრიფტების სახელების სია; მოძებნეთ სასურველი შტრიფტი და დააჭირეთ თაგვის
მარცხენა ღილაკს. ასევე შეგიძლიათ თაგვის მაჩვენებელი მიიყვანოთ და ჩასვათ სახელის ჩასაწერ
ველში, წაშალოთ შრიფტის სახელი და აკრიფოთ სასურველი შრიფტის სახელი, ხოლო შემდეგ
კლავიატურის Enter ღილაკით დაეთანხმოთ.


            - Font Size - აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ ან თქვენ ჩაწეროთ შრიფტის ზომა;

        - Bold - მუქი შრიფტი;


       - Italic - დახრილი შრიფტი;

       - UnderLine - ხაზგასმა;


       - Left-To-Right - ტექსტი იწერება მარცხნიდან მარჯვნივ;


       - Right-To-Left - ტექსტი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ;


       - Numbering On/off - გადანომრილი სიის შექმნა;


       - Bullets On/off - მარკირებული სიის შექმნა;


        - Font Color - ტექსტის ფერის შესარჩევი ღილაკი;


          - Background Color - ტექსტის ფონის ფერის შესარჩევი ღილაკი;


აბზაცების დაფორმატება:
აბზაცში იგულისხმება ტექსტის ფრაგმენტი, რომელიც შედგება                 ერთი   ან   რამოდენიმე
წინადადებისგან; აბზაცის შექმნის დროს გამოიყენეთ Enter ღილაკი;
        ახალი აბზაცი ინარჩუნებს წინა აბზაცის ფორმატს;
   
        ერთი აბზაცის დასაფორმატებლად საჭირო არ არის მისი მონიშვნა - საკმარისია კურსორი
   
        ჩასვათ ამ აბზაცში;
        თუ რამოდენიმე აბზაცს აფორმატებთ, ჯერ უნდა მონიშნოთ ისინი.
   
        აბზაცის მარცხენა და მარჯვენა საზღვრების დასარეგულირებლად გამოიყენეთ
   
        ჰორიზონტალურ სახაზავზე მოთავსებული სამკუთხა მარკერები: მარცხნივ მოთავსებული,
        ზედა მარკერი აფიქსირებს აბზაცის პირველი სტრიქონის პოზიციას, ხოლო ქვედა მარკერი
        აბზაცის მარცხენა საზღვრის მდებარეობას. სახაზავის მარჯვენა სამკუთხა მარკერი კი
        აფიქსირებს აბზაცის მარჯვენა საზღვრის მდებარეობას.
9
                          აბზაცის გასწორებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფორმატების
   
                          პანელის ოთხი ინსტრუმენტი: Align left – გასწორება მარცხენა კიდეზე;
                          Center – ცენტრირება (ცენტრში განთავსება); Align Right - გასწორება
       მარჯვენა კიდეზე; Justifi - ორივე კიდის გასწორება.

                             მენიუს Format პუნქტის გამოყენება
1. სიმბოლოების დაფორმატება:
შეასრულეთ ბრძანება Format/Character; ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა Character.

1.1 Font Effects ჩანართში გადასასვლელად დააჭირეთ შესაბამის მაჩვენებელს. აქ შესაძლებელია:
                                               UnderLining – მონიშნული სიმბოლოების
                                                 ქვეშ სხვადასხვა სტილის ხაზის გასმა;
                                               Strikethrough – სიმბოლოების გახაზვა
                                                 სხვადასხვა სტილის ხაზით;
                                               Emphasis mark - მონიშნულ ტექსტის თავზე
                                                 ან ქვეშ ,,აქცენტის მარკერის” გაკეთება;
                                               Font Color – ტექსტის ფერის განსაზღვრა;
                                               Effects – აქ ხდება ტექსტის რეგისტრის
                                                 განსაზღვრა;
                                               Relief - შესაძლებელია მონიშნული ტექსტის
                                                 რელიეფის შექმნა;
                                              შესაძლებელია ჩართოთ შემდეგი რეჟიმები:
ნახ. 6
                    Outline – კონტური, Shadow – ჩრდილი, Blinking - მოციმციმე,Hidden -
        შესაძლებელი ტექსტის დაფარვა/გამოჩენა.
     ფანჯრის ქვედა ნაწილში ყოველთვის შეგიძლიათ
დაინახოთ, რა შედეგს მიიღებთ.

1.2 Position ჩანართში გადასასვლელად დააჭირეთ
შესაბამის მაჩვენებელს.
      აქ შესაძლებელია:

       Superscript - ზედა ინდექსების
   
       დაფორმატება;
       Subscript - ქვედა ინდექსების
   
       დაფორმატება;
       Rotation/scaling - ტექსტის მობრუნება და სიმბოლოების სისქის რეგულირება;
   
       Spacing - სიმბოლოებს შორის მანძილის განსაზღვრა;
   
                                 1.3 Asian Layout ჩანართში გადასასვლელად დააჭირეთ შესაბამის
                                 მაჩვენებელს.
                                        ამ ჩანართში შესაძლებელია ტექსტის განლაგება ორ
                                 სტრიქონზე და კონკრეტული სიმბოლოებით შემოსაზღვრა.
                                        ამისათვის მონიშნეთ Write in double lines ჩამრთველი; ხოლო
                                 Initial Character და Final Character სიაში შეარჩიეთ საჭირო
                                 სიმბოლოები.




2. აბზაცის დაფორმატება:
მოვნიშნოთ აბზაცი და შევასრულოთ ბრძანება Format/Paragraph.
10
                                           2.1 Indents & Spacing ჩანართში შეიძლება
                                     დავარეგულიროთ აბზაცის დაცილება მარცხენა (Before
                                     text) და მარჯვენა (After text) საზღვრიდან. ასევე
                                     აბზაცის პირველი სტრიქონის დაშორება მარცხენა
                                     საზღვრიდან First Line ველით.
                                          Spacing ველში შესაძლებელია განისაზღვროს
                                     აბზაცის დაშორება წინა (Above paragraph) და მომდევნო
                                     (Below paragraph) აბზაცებიდან.
                                         ასევე  Line  spacing   ველში    შეიძლება
                                     დაარეგულიროთ სტრიქონებს შორის დაცილება.




     2.2   Paragraph   ფანჯარაში      შესაძლებელია
ასომთავრული სიმბოლოს (სიმბოლოების) შექმნა:
ამისათვის უნდა გადახვიდეთ Drop Caps ჩანართში.
     Settings ჩანართში მონიშნეთ Display drop caps
ჩამრთველი; მიუთითეთ რამდენი სიმბოლო გსურთ
გახდეს მთავრული Number of characters ველში; ასევე
მიუთითეთ რამდენი სტრიქონის წინ მოხდეს მთავრული
სიმბოლოების ჩასმა და დააჭირეთ ok ღილაკს.



                                     2.3 მონიშნული     აბზაცის გარშემო ჩარჩოს და
                                         ჩრდილის      შესაქმნელად გადავიდეთ Borders
                                         ჩანართში;
                                          Line   arrangement/  ხაზების  კლასიფიკაცია
                                     განყოფილებაში შეარჩიეთ ჩარჩოს ფორმა; Line
                                     ჩანართში შეარჩიეთ ჩარჩოს ხაზის სტილი და ფერი;
                                          Shadow style ჩანართში აირჩიეთ ჩრდილის
                                     მდებარეობა, ჩრდილის დაცილება ჩარჩოდან და მისი
                                     ფერი.

2.4 მონიშნული აბზაცისთვის ფონის შესაქმნელად გადავიდეთ Background ჩანართში; Background
   color ჩანართში შეარჩიეთ საჭირო ფერი და დააჭირეთ OK ღილაკს.




                             3. დანომრილი და მარკირებული სიების შექმნა:
                                 მონიშნეთ სიის ელემენტები და შეასრულეთ ბრძანება
                             Format/Bullets and Numbering; გამოსულ ფანჯარაში Bullets და
                             Graphics ჩანართში შეგიძლიათ შეარჩიოთ საჭირო მარკერი,
                             ხოლო Numbering type ჩანართში მიუთითეთ ნუმერაციისთვის
                             საჭირო ფორმა და დააჭირეთ OK ღილაკს.




                                                                4. გვერდის დაფორმატება:
11
                                                           შეასრულეთ ბრძანება Format/page;

                                  4.1 Page ჩანართში შეიძლება განსაზღვროთ გვერდის
                                  ფორმატი Format განშლად სიაში (მაგ: A4). Orientation ველში
                                  შეიძლება აირჩიოთ ფურცლის ორიენტაცია: Portait ან
                                  Landscape.
                                  Margins/საზღვრები ველში შეიძლება მიუთითოთ ფურცლის
                                  მარცხენა, მარჯვენა, ზედა და ქვედა ველის (საზღვრის) ზომა.


                                  4.2კოლონტიტულების შექმნა შესაძლებელია Header და
      Footer ჩანართის საშუალებით: ზედა კოლონტიტულის შესაქმნელად გადადით Header
      ჩანართში; მონიშნეთ Header on ჩამრთველი; შემდეგ მიუთითეთ საზღვრების ზომა: Left
      margin/ მარცხენა საზღვარი, Right margin/მარჯვენა საზღვარი, Spacing/დაშორება
      ტექსტიდან. OK ღილაკზე დაჭერით დოკუმენტში გამოიყოფა ზედა კოლონტიტულის
      ველი, რომელშიც შეგიძლიათ აკრიფოთ ტექსტი.
    ანალოგიურად შეგიძლიათ შექმნათ ქვედა კოლონტიტული Footer ჩანართის საშუალებით.

4.3 გვერდის ჩარჩოს შექმნა შესაძლებელია Border ჩანართის საშუალებით ზუსტად ისე, როგორც ეს
განხილული იყო აბზაცების შემთხვევაში.

                                     4.4 დოკუმენტში სვეტების შექმნა: მონიშნეთ ტექსტი,
                                     რომლის დაყოფაც გინდათ სვეტებად და შეასრულეთ
                                     გადადით Columns ჩანართში; Settings ჩანართში
                                     მიუთითეთ         სვეტების/columns       რაოდენობა;
                                     ავტომატურად ყველა სვეტის სიგანე თანაბარია;
                                     შეგიძლიათ გამორთოთ AutoWidth ჩამრთველი და
                                     თითოეული სვეტის სიგანე/width და სვეტებს შორის
                                     დაშორება/Spacing მიუთითოთ შესაბამის ველში. ასევე
                                     შესაძლებელია სვეტებს შორის ხაზის გასმა Separator line
                                     ჩანართის საშუალებით.




                                  ცხრილებთნ მუშაობა
    დოკუმენტში ცხრილის ჩასასმელად შეასრულეთ ბრძანება Table/ insert/ Table… ან დააჭირეთ

შესაბამის ღილაკს.    ;
     გამოსულ ფანჯარაში     უნდა    მიუთითოთ     სვეტების/Columns    და   სტრიქონების/Rows
რაოდენობა.
                                        ცხრილის    უჯრედების      ზომის   შესაცვლელად
                                        მიიყვანეთ თაგვის მაჩვენებელი უჯრედის რომელიმე
                                        საზღვართან    და    როცა   თაგვის   მაჩვენებელი
                                        ორმხრივად მიმართული ისრის ფორმას მიიღებს,
                                        დააჭირეთ მარცხენა ღილაკს და თანწაღების
                                        მეთოდით გაადიდეთ /დააპატარავეთ უჯრედი.

                                           ცხრილის    დასაფორატებლად    გამოიძახეთ
                                        ინსტრუმენტების პანელი View/ Toolbars/ Table
ბრძანებით.
12


                   2        4        5    6   7    8
                       3


    1

                                                            14

                                11            12       13
               9       10


      Table – ამ ინსტრუმენტზე დაჭერით გამოდის Insert Table დიალოგური ფანჯარა;
  1.
      Line style – ჩარჩოს ხაზის სტილის შესარჩევი ინსტრუმენტი;
  2.
      Line color – ჩარჩოს საზღვრის ფერი;
  3.
      Borders – ჩარჩოს სტილი;
  4.
      Background colors – ფონის ფერი;
  5.
      Marge cells –მონიშნული უჯრედების გაერთიანება;
  6.
      Split cells –უჯრედის (უჯრედების) დაყოფა რამოდენიმე უჯრედად;
  7.
      Optimize – ცხრილის უჯრედების ოპტიმიზაცია (გათანაბრება);
  8.
      Top, Center, Bottom – მონიშნულ უჯრედში (უჯრედებში) ტექსტის გასწორება
  9.
      ვერტიკალურად: ზედა საზღვართან, შუაში, ქვედა საზღვართან.
  10. Insert row და Insert Column – სტრიქონის და სვეტის ჩამატება ცხრილში.
  11. Delete row და Deletet Column – სტრიქონის და სვეტის წაშლა ცხრილში.
  12. AutoFormat – ცხრილის უჯრედების ავტომატური დაფორმატება;
  13. Table properties – ცხრილის პარამეტრების შეცვლა.
  14. Sum – მონაცემების შეკრება და შედეგის ჩასმა ცხრილში.


                                     სურათების ჩასმა
    დოკუმენტში სურათის ჩასასმელად შეასრულეთ ბრძანება Insert/Picture/from File…
და გამოსულ ფანჯარაში მოძებნეთ ის საქაღალდე, რომელშიც მოთავსებულია სურათი;
მონიშნეთ გრაფიკული ფაილი და Open ღილაკზე დაჭერით გადმოვა დოკუმნტში. თუ
გინდათ დოკუმენტში გადმოტანამდე სურათის დათვალიერება, Insert Picture დიალოგურ
ფანჯარაში მონიშნეთ Preview ჩამრთველი.
13
სარჩევი
..................................................................................................................................................................................1
ტექსტებთან სამუშაო პროგრამა........................................................................................................................ 1
Openoffice.org WRITER........................................................................................................................................ 1
შორენა აბესაძე...................................................................................................................................................... 1

ტექსტებთან სამუშაო პროგრამა........................................................................................................................ 2
Openoffice.org Writer............................................................................................................................................ 2
პროგრამის ფანჯარა............................................................................................................................................. 2
დოკუმენტის გახსნა, შენახვა, დაბეჭდვა......................................................................................................... 3
ახალი დოკუმენტის შექმნა.................................................................................................................................3
ტექსტში გადაადგილება..................................................................................................................................... 5
ტექსტის მონიშვნა................................................................................................................................................ 5
ოპერაციები მონიშნულ ტექსტზე..................................................................................................................... 6
დოკუმენტის ექსპორტი და იმპორტი.............................................................................................................. 6
დოკუმენტის რედაქტირება............................................................................................................................... 7
ტექსტის დაფორმატება....................................................................................................................................... 8
მენიუს Format პუნქტის გამოყენება..................................................................................................................9
ცხრილებთნ მუშაობა........................................................................................................................................ 12
სურათების ჩასმა................................................................................................................................................ 12

Weitere ähnliche Inhalte

Was ist angesagt?

პროექტის გეგმა,,წიგნი თუ კომპიუტერი''
პროექტის გეგმა,,წიგნი თუ კომპიუტერი''პროექტის გეგმა,,წიგნი თუ კომპიუტერი''
პროექტის გეგმა,,წიგნი თუ კომპიუტერი''
mananasvanadze
 
ევროპული კავშირის სამართალი - გ.გაბრიჩიძე
ევროპული კავშირის სამართალი - გ.გაბრიჩიძეევროპული კავშირის სამართალი - გ.გაბრიჩიძე
ევროპული კავშირის სამართალი - გ.გაბრიჩიძე
nvuadmin
 
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
TamunaNL
 
Module 7 7.2 presentation_version_gtu
Module 7 7.2 presentation_version_gtuModule 7 7.2 presentation_version_gtu
Module 7 7.2 presentation_version_gtu
TamunaNL
 
2 Ict გამოყენების ფორმები
2 Ict გამოყენების ფორმები2 Ict გამოყენების ფორმები
2 Ict გამოყენების ფორმები
maia jokhadze
 
10d510d810d310d410dd10d410d110d810e1 10d810dc10e210d410e010dc10d410e2 10e110d...
10d510d810d310d410dd10d410d110d810e1 10d810dc10e210d410e010dc10d410e2 10e110d...10d510d810d310d410dd10d410d110d810e1 10d810dc10e210d410e010dc10d410e2 10e110d...
10d510d810d310d410dd10d410d110d810e1 10d810dc10e210d410e010dc10d410e2 10e110d...
manuca27
 
Module 1 1.1 presentation_gtu
Module 1 1.1 presentation_gtuModule 1 1.1 presentation_gtu
Module 1 1.1 presentation_gtu
TamunaNL
 
Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11
Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11
Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11
TamunaNL
 

Was ist angesagt? (19)

Module 7 7.1 presentation_version_gtu
Module 7 7.1 presentation_version_gtuModule 7 7.1 presentation_version_gtu
Module 7 7.1 presentation_version_gtu
 
პროექტის გეგმა,,წიგნი თუ კომპიუტერი''
პროექტის გეგმა,,წიგნი თუ კომპიუტერი''პროექტის გეგმა,,წიგნი თუ კომპიუტერი''
პროექტის გეგმა,,წიგნი თუ კომპიუტერი''
 
Module2 unit 3_final - gtu
Module2 unit 3_final - gtuModule2 unit 3_final - gtu
Module2 unit 3_final - gtu
 
ევროპული კავშირის სამართალი - გ.გაბრიჩიძე
ევროპული კავშირის სამართალი - გ.გაბრიჩიძეევროპული კავშირის სამართალი - გ.გაბრიჩიძე
ევროპული კავშირის სამართალი - გ.გაბრიჩიძე
 
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
 
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
 
Module 7 7.2 presentation_version_gtu
Module 7 7.2 presentation_version_gtuModule 7 7.2 presentation_version_gtu
Module 7 7.2 presentation_version_gtu
 
Module 6.2 gtu
Module 6.2   gtuModule 6.2   gtu
Module 6.2 gtu
 
Module2 unit 3_final - gtu
Module2 unit 3_final - gtuModule2 unit 3_final - gtu
Module2 unit 3_final - gtu
 
Module4 4.2 presentation_version1-gtu
Module4 4.2 presentation_version1-gtuModule4 4.2 presentation_version1-gtu
Module4 4.2 presentation_version1-gtu
 
2 Ict გამოყენების ფორმები
2 Ict გამოყენების ფორმები2 Ict გამოყენების ფორმები
2 Ict გამოყენების ფორმები
 
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
 
10d510d810d310d410dd10d410d110d810e1 10d810dc10e210d410e010dc10d410e2 10e110d...
10d510d810d310d410dd10d410d110d810e1 10d810dc10e210d410e010dc10d410e2 10e110d...10d510d810d310d410dd10d410d110d810e1 10d810dc10e210d410e010dc10d410e2 10e110d...
10d510d810d310d410dd10d410d110d810e1 10d810dc10e210d410e010dc10d410e2 10e110d...
 
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtuModule 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
 
Module 6.2 corrected -gtu
Module 6.2   corrected -gtuModule 6.2   corrected -gtu
Module 6.2 corrected -gtu
 
Module 1 1.1 presentation_gtu
Module 1 1.1 presentation_gtuModule 1 1.1 presentation_gtu
Module 1 1.1 presentation_gtu
 
Module 1 1.1 presentation_gtu
Module 1 1.1 presentation_gtuModule 1 1.1 presentation_gtu
Module 1 1.1 presentation_gtu
 
Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11
Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11
Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11
 
Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11
Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11
Module 1 1.3 presentation_version 1-gtu11
 

Andere mochten auch

Step Forward Part2 Pdf
Step Forward Part2 PdfStep Forward Part2 Pdf
Step Forward Part2 Pdf
tetsuo
 

Andere mochten auch (11)

Step Forward Part2 Pdf
Step Forward Part2 PdfStep Forward Part2 Pdf
Step Forward Part2 Pdf
 
Lecture "Open Source and Open Content"
Lecture "Open Source and Open Content"Lecture "Open Source and Open Content"
Lecture "Open Source and Open Content"
 
Thinking Hybrid - Python/C++ Integration
Thinking Hybrid - Python/C++ IntegrationThinking Hybrid - Python/C++ Integration
Thinking Hybrid - Python/C++ Integration
 
TestPlainA
TestPlainATestPlainA
TestPlainA
 
How To Cast Your Voice Into The Stream
How To Cast Your Voice Into The StreamHow To Cast Your Voice Into The Stream
How To Cast Your Voice Into The Stream
 
Portfolio Presentation Macul 08
Portfolio Presentation Macul 08Portfolio Presentation Macul 08
Portfolio Presentation Macul 08
 
Portfolio Presentation Macul 09
Portfolio Presentation Macul 09Portfolio Presentation Macul 09
Portfolio Presentation Macul 09
 
Williamson-S2S Project-Thidwick's Thinkings
Williamson-S2S Project-Thidwick's ThinkingsWilliamson-S2S Project-Thidwick's Thinkings
Williamson-S2S Project-Thidwick's Thinkings
 
Thinking Hybrid - Python/C++ Integration
Thinking Hybrid - Python/C++ IntegrationThinking Hybrid - Python/C++ Integration
Thinking Hybrid - Python/C++ Integration
 
Beating the (sh** out of the) GIL - Multithreading vs. Multiprocessing
Beating the (sh** out of the) GIL - Multithreading vs. MultiprocessingBeating the (sh** out of the) GIL - Multithreading vs. Multiprocessing
Beating the (sh** out of the) GIL - Multithreading vs. Multiprocessing
 
Representational State Transfer (REST) and HATEOAS
Representational State Transfer (REST) and HATEOASRepresentational State Transfer (REST) and HATEOAS
Representational State Transfer (REST) and HATEOAS
 

Ähnlich wie ewq

Ecomode module 2-unit1-gtu
Ecomode module 2-unit1-gtuEcomode module 2-unit1-gtu
Ecomode module 2-unit1-gtu
TamunaNL
 
Module2 unit 3_final - gtu
Module2 unit 3_final - gtuModule2 unit 3_final - gtu
Module2 unit 3_final - gtu
TamunaNL
 
Worksheet 3
Worksheet 3Worksheet 3
Worksheet 3
shore
 
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
TamunaNL
 
Sullabus Presentation
Sullabus PresentationSullabus Presentation
Sullabus Presentation
teateatea
 
Syllabus Presentation
Syllabus PresentationSyllabus Presentation
Syllabus Presentation
teateatea
 
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtuModule 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
TamunaNL
 
Geo module 3 3.1-presentation2
Geo   module 3 3.1-presentation2Geo   module 3 3.1-presentation2
Geo module 3 3.1-presentation2
TamunaNL
 
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
TamunaNL
 
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
TamunaNL
 
Geo module 5 5.4.2-presentation_version 1
Geo   module 5 5.4.2-presentation_version 1Geo   module 5 5.4.2-presentation_version 1
Geo module 5 5.4.2-presentation_version 1
TamunaNL
 
Geo module 5 5.3.1-presentation_version 1
Geo   module 5 5.3.1-presentation_version 1Geo   module 5 5.3.1-presentation_version 1
Geo module 5 5.3.1-presentation_version 1
TamunaNL
 

Ähnlich wie ewq (20)

Ecomode module 2-unit1-gtu
Ecomode module 2-unit1-gtuEcomode module 2-unit1-gtu
Ecomode module 2-unit1-gtu
 
Module2 unit 3_final - gtu
Module2 unit 3_final - gtuModule2 unit 3_final - gtu
Module2 unit 3_final - gtu
 
Worksheet 3
Worksheet 3Worksheet 3
Worksheet 3
 
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1Geo   module 5 5.1.3-presentation_version 1
Geo module 5 5.1.3-presentation_version 1
 
საქართველოო ლამაზო
საქართველოო ლამაზოსაქართველოო ლამაზო
საქართველოო ლამაზო
 
ხილი და ბოსტნეული
ხილი და ბოსტნეულიხილი და ბოსტნეული
ხილი და ბოსტნეული
 
Sullabus Presentation
Sullabus PresentationSullabus Presentation
Sullabus Presentation
 
Syllabus Presentation
Syllabus PresentationSyllabus Presentation
Syllabus Presentation
 
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtuModule 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
 
Geo module-5 5.1.2-presentation_version-1
Geo module-5 5.1.2-presentation_version-1Geo module-5 5.1.2-presentation_version-1
Geo module-5 5.1.2-presentation_version-1
 
Geo module 3 3.1-presentation2
Geo   module 3 3.1-presentation2Geo   module 3 3.1-presentation2
Geo module 3 3.1-presentation2
 
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
 
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
 
მელია და მამალი
მელია და მამალიმელია და მამალი
მელია და მამალი
 
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
Geo module-5 5.1.1-presentation_version-1
 
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtuModule 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
 
Geo module 5 5.2.1-presentation_version 1
Geo   module 5 5.2.1-presentation_version 1Geo   module 5 5.2.1-presentation_version 1
Geo module 5 5.2.1-presentation_version 1
 
Geo module 5 5.4.2-presentation_version 1
Geo   module 5 5.4.2-presentation_version 1Geo   module 5 5.4.2-presentation_version 1
Geo module 5 5.4.2-presentation_version 1
 
Geo module 5 5.4.2-presentation_version 1
Geo   module 5 5.4.2-presentation_version 1Geo   module 5 5.4.2-presentation_version 1
Geo module 5 5.4.2-presentation_version 1
 
Geo module 5 5.3.1-presentation_version 1
Geo   module 5 5.3.1-presentation_version 1Geo   module 5 5.3.1-presentation_version 1
Geo module 5 5.3.1-presentation_version 1
 

ewq

  • 1. 1 ტექსტებთან სამუშაო პროგრამა Openoffice.org WRITER შორენა აბესაძე 2006
  • 2. 2 ტექსტებთან სამუშაო პროგრამა Openoffice.org Writer პროგრამის ფანჯარა Writer პროგრამის ასამუშავებლად ორჯერ დააჭირეთეთ სამუშაო მაგიდაზე გამოტანილ K მენიუდან აირჩიეთ office ჩანართი (Tab), ხოლო შემდეგ შესაბამის პიქტოგრამას (icon) ან openoffice.org Writer პუნქტი. ნახ.1 ეკრანზე გაიხსნება პროგრამის ფანჯარა; პროგრამის ფანჯარა შედგება შემდეგი სტანდარტული ელემენტებისგან: 1. პირველი სტრიქონი არის ფანჯრის სათაურის სტრიქონი, რომლის მარცხენა ნაწილში მითითებულია ფაილის სახელი და პროგრამის სახელი (ჩვენ შემთხვევაში ფაილის სახელია Untitled1, ხოლო პროგრამის სახელი Openoffice.org writer), ხოლო მარჯვენა ნაწილში მოთავსებულია სამი ღილაკი: minimize - ფანჯრის მინიმიზირების, ჩაკეცვის, maximize - ფანჯრის გაშლის და close - დახურვის. 2. ფანჯრის II სტრიქონი მენიუს სტრიქონია; სტანდარტულად, აქ მოთავსებულია ცხრა მენიუ. თითოეული მათგანი შეიცავს Writer-ის შესაბამის ბრძანებებს. შევთანხმდეთ რომ, ვთქვათ, მენიუს File პუნქტის Save ბრძანების დასაწერად გამოვიყენებთ ასეთ ჩანაწერს: File/save. 3. ფანჯრის III და IV სტრიქონი (ნახ. 1-ის მიხედვით) ინსრუმენტების პანელია. თუ თქვენთვის საჭირო ინსტრუმენტების რომელიმე პანელი არ არის გამოტანილი ეკრანზე, მაშინ შეასრულეთ ბრძანება: View/Toolbar და გამოსულ სიაში აირჩიეთ ის სახელი, რომელი ინსტრუმენტების გამოტანაც გინდათ ეკრანზე. მაგ: თუ გინდათ სახატავი ინსტრუმენტების გამოძახება, უნდა შეარჩიოთ Drawing პუნქტი. ეკრანზე გამოსული ინსტრუმენტების პანელის სახელის წინ მონიშნულია ჩამრთველი (check-box). ინსტრუმენტების პანელი შეიძლება მოთავსებული იყოს ეკრანის სხვადასხვა ადგილას. 4. ინსტრუმენტების პანელის ქვემოთ და ფანჯრის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია ჰორიზონტალური და ვერტიკალური სახაზავი;
  • 3. 3 5. ფანჯრის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს სამუშაო არეს, სადაც ციმციმებს ტექსტის კურსორი და შესაძლებელია რაიმე ტექსტის აკრეფა. 6. სამუშაო არის მარჯვენა მხარეს და ქვედა ნაწილში მოთავსებულია გადაფურცვლის ზოლები. 7. ფანჯრის ქვედა ნაწილში მოთავსებულია საინფორმაციო სტრიქონი; აქ აისახება ცნობები სამუშაო არის მდგომარეობის შესახებ. საინფორმაციო ზოლის გაქრობა-გამოჩენა ხდება ბრძანებით: View/Status Bar. Writer პროგრამის მუშაობის დამთავრება რამოდენიმე ხერხით შეიძლება: ბრძანებით: File/Exit  Writer ფანჯრის სათაურის სტრიქონზე მოთავსებული დახურვის ღილაკზე დაჭერით;  კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Control+Q.  დოკუმენტის გახსნა, შენახვა, დაბეჭდვა; ახალი დოკუმენტის შექმნა დისკზე არსებული ფაილის გასახსნელად: აირჩიეთ ბრძანება File/Open. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მოძებნეთ და მონიშნეთ  საჭირო პრეზენტაციის ფაილი და დააჭირეთ open ღილაკს. დააჭირეთ Open ინსტრუმენტს ინსტრუმენტების პანელიდან;  კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + O.  დოკუმენტის შესანახად: ნახ.2 აირჩიეთ ბრძანება File/ save ან  File/save as. ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა Save as. სათაურის სტრიქონის ქვემოთ მითითებულია იმ საქაღალდის სახელი, რომლის შიგთავსიც ასახულია ფანჯრის ძირითად ნაწილში (ნახ.2 წარმოდგენილ სიტუაციაში დოკუმენტის შენახვა მოხდება /home/user საქაღალდეში). მიუთითეთ საქაღალდე, რომელშიც გსურთ შეინახოთ დოკუმენტი. თუ დოკუმენტს ინახავთ Home კატალოგში, შეგიძლიათ დააჭიროთ ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ Home პიქტოგრამას (პიქტოგრამაზე გამოსაულია სახლი); შემდეგ მიუთითეთ დოკუმენტის სახელი File Name ველში და დააჭირეთ save ღილაკს. ამავე ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ფაილის ტიპი File type ველში. ხოლო თუ გსურთ ფაილის გახსნის დროს სისტემამ მოითხოვოს პაროლის შეყვანა, მაშინ ამავე ფანჯარაში მონიშნეთ Save with password ჩამრთველი და შემდეგ დააჭირეთ save ღილაკს.
  • 4. 4 სისტემა მოგთხოვთ პაროლის და პაროლის დადასტურების ველის შევსებას და შემდეგ მოხდება ფაილის შენახვა. დავაჭიროთ Save ღილაკს ინსტრუმენტების პანელიდან;  კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + S.  ახალი დოკუმენტის შესაქმნელად: შეასრულეთ ბრძანება File/New/Text doсument;  File/New ბრძანების შესრულების დროს გაიხსნება მენიუ, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ახალი ტექსტური ფაილის/Text document გახსნის ბრძანება, ასევე სხვა პროგრამების ახალი ფაილების შესაქმნელი ბრძანებები: ელექტრონული პრეზენტაციის, ხატვის, მონაცემთა ბაზის და სხვა (იხ. ნახ.3). ნახ.3 დააჭირეთ New ღილაკს ინსტრუმენტების პანელიდან;  კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + N.  ნახ. 4 ფაილის დასაბეჭდად: შეასრულეთ ბრძანება File/Print;  ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა Print. Print/Name ველში უნდა მივუთითოთ აქტიური პრინტერის სახელი: პრინტერის სახელი გამოჩნდება Name ჩანართის გაშლის დროს, თუ ეს პრინტერი დაინსტალირებულია კომპიუტერზე. Print range ველში შეგიძლიათ ბეჭდვის დიაპაზონი: All - მთლიანი დოკუმენტი; Pages - რომელიმე გვერდი ან გვერდები; selection - მონიშნული არე. Copies ველში მიუთითეთ რამდენი ასლი უნდა დაბეჭდოთ. ბოლოს დააჭირეთ OK ღილაკს. დააჭირეთ Print ღილაკს ინსტრუმენტების პანელიდან;  კლავიატურის კლავიშთა კომბინაციით Ctrl + P.  თუ გსურთ ნახოთ ეკრანზე, როგორი იქნება ფურცელზე დაბეჭდილი დოკუმენტი, შეასრულეთ ბრძანება File/Page Preview. დათვალიერების რეჟიმიდან უკან დასაბრუნებლად დააჭირეთ Close Preview ღილაკს, რომელიც მოთავსებულია ინსტრუმენტების პანელზე. ტექსტში გადაადგილება ტექსტში კურსორის გადადგილება შეიძლება ორი ხერხით: თაგვით (mouse) ან კლავიატურით. თაგვით მუშაობის დროს ტექსტის კურსორის გადასაადგილებლად მიიყვანეთ თაგვის მაჩვენებელი სასურველ ადგილას და დააჭირეთ მარცხენა ღილაკზე, კურსორი ტექსტში აღმოჩნდება. თუ, ტექსტი არ ჩანს ეკრანზე. შეიძლება გადაფურცვლის ზოლის გამოყენება,
  • 5. 5 კლავიშების კურსორის გადაადგილება კომბინაცია  კურსორი გადაადგილდება ერთი სიმბოლოთი მარჯვნივ  კურსორი გადაადგილდება ერთი სიმბოლოთი მარცხნივ  კურსორი გადაადგილდება ზედა სტრიქონში  კურსორი გადაადგილდება ქვედა სტრიქონში Home კურსორი გადავა სტრიქონის თავში End კურსორი გადავა სტრიქონის ბოლოში Page Up კურსორი გადავა წინა ფურცელზე Page Down კურსორი გადავა შემდეგ ფურცელზე Ctrl+ კურსორი გადავა ერთი სიტყვით მარჯვნივ Ctrl+ კურსორი გადავა ერთი სიტყვით მარცხნივ კლავიატურის გამოყენებით კურსორის გადაადგლება შეიძლება ოთხი, მიმართულების მაჩვენებელი, ღილაკის (შემდეგში ამ ღილაკებს ისრები ვუწოდოთ) და Page Up, Page Down, Home, End ღილაკების საშუალებით. მარცხნივ და მარჯვნივ მიმართული ისრებით ტექსტის კურსორი გადაადგილდება ერთი სიმბოლოთი მარცხნივ ან მარჯვნივ შესაბამისად; ხოლო ზემოთ და ქვემოთ მიმართული ისრებით კურსორი გადავა ზედა ან ქვედა სტრიქონზე შესაბამისად. Page Up და Page Down ღილაკებს კურსორი გადაყავს წინა ან შემდეგ ფურცელზე; ხოლო Home და End ღილაკები გამოიყენება კურსორის სტრიქონის თავში და ბოლოში გადასაადგილებლად. თუ, მარცხნივ, ან მარჯვნივ მიმართულ ისარს გამოვიყენებთ Ctrl ღილაკთან ერთად, მაშინ კურსორი გადაადგილდება ერთი სიტყვით მარცხნივ, ან მარჯვნივ შესაბამისად. ტექსტის ასაკრეფად შექმენით ახალი დოკუმენტი ან გახსენით ადრე შენახული ფაილი და კურსორი დააყენეთ საჭირო ადგილას (სადაც აპირებთ ტექსტის აკრეფას). ტექსტის აკრეფის დროს არ იფიქროთ სტრიქონის ბოლოს სიტყვის გადატანაზე - ამას პროგრამა თვითონ გააკეთებს ავტომატურად. Enter ღილაკზე დაჭერით ხდება ახალი აბზაცის დაწყება. რჩევა: უფრო მოსახერხებელია მუშაობა, როცა ჯერ ხდება ტექსტის აკრეფა; შემდეგ ხდება რედაქტირება (გრამატიკულად გასწორება) და ბოლოს ხდება ტექსტის დაფორმატება. ტექსტის მონიშვნა დოკუმენტზე მუშაობის დროს, რაიმე ოპერაციის შესრულებამდე, ჯერ უნდა მონიშნოთ ტექსტის ფრაგმენტი, რომელზეც გსურთ ოპერაციის ჩატარება. ტექსტის ფრაგმენტის მოსანიშნად Writer პროგრამას გააჩნია რამოდენიმე ხერხი: shift ღილაკთან ერთად კურსორის გადაადგილების ღილაკების გამოყენებით, შეგიძლიათ  მონიშნოთ ტექსტი თითოეული სიმბოლოს სიზუსტით; Ctrl+shift ღილაკებთან ერთად კურსორის გადაადგილების ღილაკების გამოყენებით  ხდება ტექსტის მონიშვნა სიტყვის სიზუსტით; Ctrl+a ღილაკებით ხდება მთელი ტექსტის მონიშვნა;  დააჭირეთ თითი თაგვის მარცხენა ღილაკს და არ აუშვათ, მანამ, სანამ თაგვის  მაჩვენებელს არ მიიტანთ სასურველ ადგილამდე. თაგუნას მარცხენა ღილაკზე 2-ჯერ დაჭერით ხდება სიტყვის მონიშვნა;  თაგუნას მარცხენა ღილაკზე 3-ჯერ დაჭერით ხდება წინადადების მონიშვნა;  თაგუნას მარცხენა ღილაკზე 4-ჯერ დაჭერით ხდება აბზაცის მონიშვნა;  ტექსტის სხვადასხვა ფრაგმენტის მოსანიშნად გამოიყენეთ Ctrl ღილაკი; 
  • 6. 6 ოპერაციები მონიშნულ ტექსტზე მონიშნული ტექსტის კოპირება გაცვლის ბუფერში (Clipboard) შეიძლება: ინსტრუმენტების პანელიდან copy ღილაკზე დაჭერით;  Edit/copy ბრძანების საშუალებით;  Ctrl+C ღილაკების საშუალებით.  მონიშნული ტექსტის კონტექსტური მენიუდან Copy ბრძანების გამოყენებით.  მონიშნული ტექსტის ამოჭრა და გადაგზავნა გაცვლის ბუფერში შეიძლება: ინსტრუმენტების პანელიდან Cut ღილაკზე დაჭერით;  Edit/Cut ბრძანების საშუალებით;  Ctrl+X ღილაკების საშუალებით.  მონიშნული ტექსტის კონტექსტური მენიუდან Cut ბრძანების გამოყენებით.  გაცვლის ბუფერში მოთავსებული ტექსტის ჩასმა დოკუმენტში შეიძლება: ინსტრუმენტების პანელიდან Paste ღილაკზე დაჭერით;  Edit/Paste ბრძანების საშუალებით;  Ctrl+V ღილაკების საშუალებით.  მონიშნული ტექსტის კონტექსტური მენიუდან Paste ბრძანებისის გამოყენებით.  მონიშნული ტექსტის წაშლა შეიძლება:  Delete ღილაკზე დაჭერით; დოკუმენტის ექსპორტი და იმპორტი გარდა საკუთარი ფორმატისა, პროგრამა Writer-ს შეუძლია ფაილის ექსპორტი ისეთი ცნობილი ფორმატით, როგორიც არის: Microsoft Word -ის სხვადასხვა ვერსიები  Rich Text Format (rtf)  StarOffice-ის ფორმატი  ტექსტური ტიპის ფაილი  html და xhtml  DocBook XML  Portable Document Format (PDF)   და სხვა. დოკუმენტის ექსპორტისთვის შეასრულეთ ბრძანება File/save as… და გამოსულ ფანჯარაში File Type ველში მიუთითეთ დოკუმენტის ტიპი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დოკუმენტის ფორმატი PDF (Portable Document Format); ეს არის Adobe ფირმის მიერ შექმნილი დოკუმენტის წარმოდგენის ელექტრონული ფორმატი; ამ ფორმატით შექმნილ დოკუმენტს ნახავს და დაბეჭდავს ნებისმიერი მომხმარებელი ზუსტად ისე, როგორიც ის იყო თავდაპირველად. მიუხედავად იმისა, რომელ ოპერაციულ სისტემაში ხდება მისი დათვალიერება, ან არის თუ არა მოცემულ კომპიუტერზე ის შრიფტი, რაც გამოყენებულია დოკუმენტის შესაქმნელად.
  • 7. 7 იმისათვის რომ ფაილი წარმოადგინოთ PDF ფორმატით, შენახვის დროს File Type ველში მიუთითეთ PDF ტიპი; ან დააჭირეთ Export Directly as PDF ღილაკს სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე. პროგრამა Writer-ს შეუძლია სხვადასხვა ფორმატის (Doc, rtf, html, txt…) დოკუმენტების იმპორტი; ამისათვის შეასრულეთ ბრძანება File/open. დოკუმენტის რედაქტირება ბოლო მოქმედების გაუქმება:  ბრძანება Undo გამოიყენება ბოლო მოქმედების (მოქმედებების) გასაუქმებლად და ამ მოქმედებამდე არსებული მდგომარეობის აღსადგენად. მაგ: თუ შემთხვევით წაგეშალათ ტექსტი, მისი აღდგენა შეგიძლიათ Undo ბრძანებით. მაგრამ თუ ისევ გადაწყვეტთ ტექსტის წაშლას, შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე ბრძანება Redo. ტექსტის ფრაგმენტის მოძებნა და სხვა ტექსტით შეცვლა:  ტექსტში ფრაგმენტის მოსაძებნად და მის შესაცვლელად შეასრულეთ ბრძანება: Edit/ Find & Replace. ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა, სადაც Search for ველში მიუთითეთ ის ტექსტი, რომელსაც ეძებთ, ხოლო Replace with ველში ის ტექსტი, რითაც გსურთ შეცვალოთ. ინგლისური ტექსტის ორთოგრაფიული შესწორება.  ნახ. 5 თუ ინგლისურ ტექსტში შეცდომებია, მაშინ მისი ”გასწორება” შესაძლებელია Spellcheck და autospellchek ღილაკების გამოყენებით. თუ autospellchek ღილაკი აქტიურია, მაშინ არასწორ სიტყვებს ქვეშ წითელი ხაზი გაესმება (ღილაკის გააქტიურება/გამორთვა ხდება შესაბამის ღილაკზე დაჭერით). ხოლო თუ გსურთ მოცემული არასწორი სიტყვა გაასწოროთ და ამაში კომპიუტერის ლექსიკონი დაგეხმაროთ, მაშინ გამოიყენეთ Spellcheck ინსტრუმენტი. მასზე დაჭერით გამოვა დიალოგური ფანჯარა, რომლის Not in dictionary ველში წითლად გამოჩნდება არასწორი სიტყვა, ხოლო Suggestions (მითითებები, რჩევები) ველში შეგიძლიათ აირჩიოთ ამ სიტყვის სწორი ფორმა და Change/შეცვალე ბრძანებით შეასწოროთ. ტექსტის დაფორმატება მას შემდეგ, რაც ტექსტი აიკრიფა და გრამატიკულად გასწორდა, სასურველია მისი გაფორმება, ანუ დაფორმატება, რომ ნაწერის აღქმა უფრო მარტივი და გასაგები იყოს. მაგ: სჯობს ტექსტის სათაური დაწეროთ უფრო დიდი ასოებით და მოათავსოთ ფურცლის შუაში; გვერდების ნუმერაცია მოათავსოთ მარჯვენა ქვედა კუთხეში, ან ზემოთ შუაში და ა.შ.
  • 8. 8 ტექსტის დაფორმატებისთვის გამოიყენება დოკუმენტის გაფორმების ანუ დაფორმატების (Formatting) ინსტრუმენტების პანელი. რჩევა: გახსოვდეთ, რომ ჯერ უნდა მონიშნოთ ტექსტის ფრაგმენტი, ხოლო შემდეგ შეასრულოთ რაიმე ოპერაცია. - Font Name - შრიფტის შესარჩევად დააჭირეთ პატარა შავ სამკუთხედს, გაიშლება შრიფტების სახელების სია; მოძებნეთ სასურველი შტრიფტი და დააჭირეთ თაგვის მარცხენა ღილაკს. ასევე შეგიძლიათ თაგვის მაჩვენებელი მიიყვანოთ და ჩასვათ სახელის ჩასაწერ ველში, წაშალოთ შრიფტის სახელი და აკრიფოთ სასურველი შრიფტის სახელი, ხოლო შემდეგ კლავიატურის Enter ღილაკით დაეთანხმოთ. - Font Size - აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ ან თქვენ ჩაწეროთ შრიფტის ზომა; - Bold - მუქი შრიფტი; - Italic - დახრილი შრიფტი; - UnderLine - ხაზგასმა; - Left-To-Right - ტექსტი იწერება მარცხნიდან მარჯვნივ; - Right-To-Left - ტექსტი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ; - Numbering On/off - გადანომრილი სიის შექმნა; - Bullets On/off - მარკირებული სიის შექმნა; - Font Color - ტექსტის ფერის შესარჩევი ღილაკი; - Background Color - ტექსტის ფონის ფერის შესარჩევი ღილაკი; აბზაცების დაფორმატება: აბზაცში იგულისხმება ტექსტის ფრაგმენტი, რომელიც შედგება ერთი ან რამოდენიმე წინადადებისგან; აბზაცის შექმნის დროს გამოიყენეთ Enter ღილაკი; ახალი აბზაცი ინარჩუნებს წინა აბზაცის ფორმატს;  ერთი აბზაცის დასაფორმატებლად საჭირო არ არის მისი მონიშვნა - საკმარისია კურსორი  ჩასვათ ამ აბზაცში; თუ რამოდენიმე აბზაცს აფორმატებთ, ჯერ უნდა მონიშნოთ ისინი.  აბზაცის მარცხენა და მარჯვენა საზღვრების დასარეგულირებლად გამოიყენეთ  ჰორიზონტალურ სახაზავზე მოთავსებული სამკუთხა მარკერები: მარცხნივ მოთავსებული, ზედა მარკერი აფიქსირებს აბზაცის პირველი სტრიქონის პოზიციას, ხოლო ქვედა მარკერი აბზაცის მარცხენა საზღვრის მდებარეობას. სახაზავის მარჯვენა სამკუთხა მარკერი კი აფიქსირებს აბზაცის მარჯვენა საზღვრის მდებარეობას.
  • 9. 9 აბზაცის გასწორებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფორმატების  პანელის ოთხი ინსტრუმენტი: Align left – გასწორება მარცხენა კიდეზე; Center – ცენტრირება (ცენტრში განთავსება); Align Right - გასწორება მარჯვენა კიდეზე; Justifi - ორივე კიდის გასწორება. მენიუს Format პუნქტის გამოყენება 1. სიმბოლოების დაფორმატება: შეასრულეთ ბრძანება Format/Character; ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა Character. 1.1 Font Effects ჩანართში გადასასვლელად დააჭირეთ შესაბამის მაჩვენებელს. აქ შესაძლებელია:  UnderLining – მონიშნული სიმბოლოების ქვეშ სხვადასხვა სტილის ხაზის გასმა;  Strikethrough – სიმბოლოების გახაზვა სხვადასხვა სტილის ხაზით;  Emphasis mark - მონიშნულ ტექსტის თავზე ან ქვეშ ,,აქცენტის მარკერის” გაკეთება;  Font Color – ტექსტის ფერის განსაზღვრა;  Effects – აქ ხდება ტექსტის რეგისტრის განსაზღვრა;  Relief - შესაძლებელია მონიშნული ტექსტის რელიეფის შექმნა; შესაძლებელია ჩართოთ შემდეგი რეჟიმები: ნახ. 6 Outline – კონტური, Shadow – ჩრდილი, Blinking - მოციმციმე,Hidden - შესაძლებელი ტექსტის დაფარვა/გამოჩენა. ფანჯრის ქვედა ნაწილში ყოველთვის შეგიძლიათ დაინახოთ, რა შედეგს მიიღებთ. 1.2 Position ჩანართში გადასასვლელად დააჭირეთ შესაბამის მაჩვენებელს. აქ შესაძლებელია: Superscript - ზედა ინდექსების  დაფორმატება; Subscript - ქვედა ინდექსების  დაფორმატება; Rotation/scaling - ტექსტის მობრუნება და სიმბოლოების სისქის რეგულირება;  Spacing - სიმბოლოებს შორის მანძილის განსაზღვრა;  1.3 Asian Layout ჩანართში გადასასვლელად დააჭირეთ შესაბამის მაჩვენებელს. ამ ჩანართში შესაძლებელია ტექსტის განლაგება ორ სტრიქონზე და კონკრეტული სიმბოლოებით შემოსაზღვრა. ამისათვის მონიშნეთ Write in double lines ჩამრთველი; ხოლო Initial Character და Final Character სიაში შეარჩიეთ საჭირო სიმბოლოები. 2. აბზაცის დაფორმატება: მოვნიშნოთ აბზაცი და შევასრულოთ ბრძანება Format/Paragraph.
  • 10. 10 2.1 Indents & Spacing ჩანართში შეიძლება დავარეგულიროთ აბზაცის დაცილება მარცხენა (Before text) და მარჯვენა (After text) საზღვრიდან. ასევე აბზაცის პირველი სტრიქონის დაშორება მარცხენა საზღვრიდან First Line ველით. Spacing ველში შესაძლებელია განისაზღვროს აბზაცის დაშორება წინა (Above paragraph) და მომდევნო (Below paragraph) აბზაცებიდან. ასევე Line spacing ველში შეიძლება დაარეგულიროთ სტრიქონებს შორის დაცილება. 2.2 Paragraph ფანჯარაში შესაძლებელია ასომთავრული სიმბოლოს (სიმბოლოების) შექმნა: ამისათვის უნდა გადახვიდეთ Drop Caps ჩანართში. Settings ჩანართში მონიშნეთ Display drop caps ჩამრთველი; მიუთითეთ რამდენი სიმბოლო გსურთ გახდეს მთავრული Number of characters ველში; ასევე მიუთითეთ რამდენი სტრიქონის წინ მოხდეს მთავრული სიმბოლოების ჩასმა და დააჭირეთ ok ღილაკს. 2.3 მონიშნული აბზაცის გარშემო ჩარჩოს და ჩრდილის შესაქმნელად გადავიდეთ Borders ჩანართში; Line arrangement/ ხაზების კლასიფიკაცია განყოფილებაში შეარჩიეთ ჩარჩოს ფორმა; Line ჩანართში შეარჩიეთ ჩარჩოს ხაზის სტილი და ფერი; Shadow style ჩანართში აირჩიეთ ჩრდილის მდებარეობა, ჩრდილის დაცილება ჩარჩოდან და მისი ფერი. 2.4 მონიშნული აბზაცისთვის ფონის შესაქმნელად გადავიდეთ Background ჩანართში; Background color ჩანართში შეარჩიეთ საჭირო ფერი და დააჭირეთ OK ღილაკს. 3. დანომრილი და მარკირებული სიების შექმნა: მონიშნეთ სიის ელემენტები და შეასრულეთ ბრძანება Format/Bullets and Numbering; გამოსულ ფანჯარაში Bullets და Graphics ჩანართში შეგიძლიათ შეარჩიოთ საჭირო მარკერი, ხოლო Numbering type ჩანართში მიუთითეთ ნუმერაციისთვის საჭირო ფორმა და დააჭირეთ OK ღილაკს. 4. გვერდის დაფორმატება:
  • 11. 11 შეასრულეთ ბრძანება Format/page; 4.1 Page ჩანართში შეიძლება განსაზღვროთ გვერდის ფორმატი Format განშლად სიაში (მაგ: A4). Orientation ველში შეიძლება აირჩიოთ ფურცლის ორიენტაცია: Portait ან Landscape. Margins/საზღვრები ველში შეიძლება მიუთითოთ ფურცლის მარცხენა, მარჯვენა, ზედა და ქვედა ველის (საზღვრის) ზომა. 4.2კოლონტიტულების შექმნა შესაძლებელია Header და Footer ჩანართის საშუალებით: ზედა კოლონტიტულის შესაქმნელად გადადით Header ჩანართში; მონიშნეთ Header on ჩამრთველი; შემდეგ მიუთითეთ საზღვრების ზომა: Left margin/ მარცხენა საზღვარი, Right margin/მარჯვენა საზღვარი, Spacing/დაშორება ტექსტიდან. OK ღილაკზე დაჭერით დოკუმენტში გამოიყოფა ზედა კოლონტიტულის ველი, რომელშიც შეგიძლიათ აკრიფოთ ტექსტი. ანალოგიურად შეგიძლიათ შექმნათ ქვედა კოლონტიტული Footer ჩანართის საშუალებით. 4.3 გვერდის ჩარჩოს შექმნა შესაძლებელია Border ჩანართის საშუალებით ზუსტად ისე, როგორც ეს განხილული იყო აბზაცების შემთხვევაში. 4.4 დოკუმენტში სვეტების შექმნა: მონიშნეთ ტექსტი, რომლის დაყოფაც გინდათ სვეტებად და შეასრულეთ გადადით Columns ჩანართში; Settings ჩანართში მიუთითეთ სვეტების/columns რაოდენობა; ავტომატურად ყველა სვეტის სიგანე თანაბარია; შეგიძლიათ გამორთოთ AutoWidth ჩამრთველი და თითოეული სვეტის სიგანე/width და სვეტებს შორის დაშორება/Spacing მიუთითოთ შესაბამის ველში. ასევე შესაძლებელია სვეტებს შორის ხაზის გასმა Separator line ჩანართის საშუალებით. ცხრილებთნ მუშაობა დოკუმენტში ცხრილის ჩასასმელად შეასრულეთ ბრძანება Table/ insert/ Table… ან დააჭირეთ შესაბამის ღილაკს. ; გამოსულ ფანჯარაში უნდა მიუთითოთ სვეტების/Columns და სტრიქონების/Rows რაოდენობა. ცხრილის უჯრედების ზომის შესაცვლელად მიიყვანეთ თაგვის მაჩვენებელი უჯრედის რომელიმე საზღვართან და როცა თაგვის მაჩვენებელი ორმხრივად მიმართული ისრის ფორმას მიიღებს, დააჭირეთ მარცხენა ღილაკს და თანწაღების მეთოდით გაადიდეთ /დააპატარავეთ უჯრედი. ცხრილის დასაფორატებლად გამოიძახეთ ინსტრუმენტების პანელი View/ Toolbars/ Table ბრძანებით.
  • 12. 12 2 4 5 6 7 8 3 1 14 11 12 13 9 10 Table – ამ ინსტრუმენტზე დაჭერით გამოდის Insert Table დიალოგური ფანჯარა; 1. Line style – ჩარჩოს ხაზის სტილის შესარჩევი ინსტრუმენტი; 2. Line color – ჩარჩოს საზღვრის ფერი; 3. Borders – ჩარჩოს სტილი; 4. Background colors – ფონის ფერი; 5. Marge cells –მონიშნული უჯრედების გაერთიანება; 6. Split cells –უჯრედის (უჯრედების) დაყოფა რამოდენიმე უჯრედად; 7. Optimize – ცხრილის უჯრედების ოპტიმიზაცია (გათანაბრება); 8. Top, Center, Bottom – მონიშნულ უჯრედში (უჯრედებში) ტექსტის გასწორება 9. ვერტიკალურად: ზედა საზღვართან, შუაში, ქვედა საზღვართან. 10. Insert row და Insert Column – სტრიქონის და სვეტის ჩამატება ცხრილში. 11. Delete row და Deletet Column – სტრიქონის და სვეტის წაშლა ცხრილში. 12. AutoFormat – ცხრილის უჯრედების ავტომატური დაფორმატება; 13. Table properties – ცხრილის პარამეტრების შეცვლა. 14. Sum – მონაცემების შეკრება და შედეგის ჩასმა ცხრილში. სურათების ჩასმა დოკუმენტში სურათის ჩასასმელად შეასრულეთ ბრძანება Insert/Picture/from File… და გამოსულ ფანჯარაში მოძებნეთ ის საქაღალდე, რომელშიც მოთავსებულია სურათი; მონიშნეთ გრაფიკული ფაილი და Open ღილაკზე დაჭერით გადმოვა დოკუმნტში. თუ გინდათ დოკუმენტში გადმოტანამდე სურათის დათვალიერება, Insert Picture დიალოგურ ფანჯარაში მონიშნეთ Preview ჩამრთველი.
  • 13. 13 სარჩევი ..................................................................................................................................................................................1 ტექსტებთან სამუშაო პროგრამა........................................................................................................................ 1 Openoffice.org WRITER........................................................................................................................................ 1 შორენა აბესაძე...................................................................................................................................................... 1 ტექსტებთან სამუშაო პროგრამა........................................................................................................................ 2 Openoffice.org Writer............................................................................................................................................ 2 პროგრამის ფანჯარა............................................................................................................................................. 2 დოკუმენტის გახსნა, შენახვა, დაბეჭდვა......................................................................................................... 3 ახალი დოკუმენტის შექმნა.................................................................................................................................3 ტექსტში გადაადგილება..................................................................................................................................... 5 ტექსტის მონიშვნა................................................................................................................................................ 5 ოპერაციები მონიშნულ ტექსტზე..................................................................................................................... 6 დოკუმენტის ექსპორტი და იმპორტი.............................................................................................................. 6 დოკუმენტის რედაქტირება............................................................................................................................... 7 ტექსტის დაფორმატება....................................................................................................................................... 8 მენიუს Format პუნქტის გამოყენება..................................................................................................................9 ცხრილებთნ მუშაობა........................................................................................................................................ 12 სურათების ჩასმა................................................................................................................................................ 12