SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 10
გაკვეთილი N 54


საშინაო დავალების შემოწმება:

1. კათოდზე Hg, ანოდზე Cl2.
2. m (Ag) = 201,45გ        m (O2) = 14, 92გ




VIII ტესტი

1. რომელი დებულებაა მცდარი?
      1.   ნივთიერებები, რომელთა წყალხსნარები და ნალღობები ელ.დენს
           ატარებენ, ელექტროლიტები ეწოდებათ
      2.   ელექტროლიტები         იონური      ან   პოლარულ-კოვალენტური           ბმის
           შემცველი ნივთიერებებია
      3.   დისოციაცია შექცევადი პროცესია
      4.   არაელექტროლიტები იონური ბმის შემცველი ნაერთებია
2. მჟავები     ისეთი   ელექტროლიტებია,            რომლებიც     წყალში      გახსნისას
   დისოცირდებიან:
      1.   წყალბადის კათიონებად და ჰიდროქსილის ანიონებად
      2.   მეტალის კათიონებად და მჟავას ნაშთის ანიონებად
      3.   წყალბადის კათიონებად და მჟავას ნაშთის ანიონებად
      4.   არც ერთი პასუხი არ არის სწორი
3. დისოციაციის რომელი სქემაა სწორი?

   1. KMnO4        K+ + Mn7+ + 4O2-

   2. NaClO3       Na+ + ClO32-

   3. H2CrO4       2H+ + Cr6+ + 4O2-

   4. KMnO4        K+ + MnO4-

4. 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას და 150C-ზე I ნივთიერების დისოციაციის
   ხარისხი უდრის 0,2 ანუ    1   =0,2, II ნივთიერების – 0,5, III ნივთიერების – 0,7, ეს
   ნიშნავს, რომ:
      1.   I ნივთიერება სუსტი ელექტროლიტია, II საშუალო, III ძლიერი
2.   I   ნივთიერება   საშუალო       ელექტროლიტია,     II   და   III   ძლიერი
            ელექტროლიტებია
       3.   I, II და III სუსტი ელექტროლიტებია
       4.   I, II და III საშუალო ელექტროლიტებია
5. ძლიერი ელექტროლიტებია:
    1. HCl, NaOH, NaNO3, NaCl, Ca(OH)2
    2. HCl, H2S, NaCl, NaNO3, NaOH
    3. HCl, H2CO3, AlCl3, ZnCl2, Na2CO3
    4. HCl, NaCl, Cu(OH)2, AgNO3, KCl
6. HMnO4 + KOH = KMnO4 + H2O

    ამ რეაქციის შემოკლებული იონური ტოლობაა:

    1. H+ + OH-        H2O

    2. K+ + MnO4-       KMnO4

    3. H+ + K+ + OH-         KMnO4 + H2O

    4. არცერთი პასუხი არ არის სწორი

7. CaCl2 + Na2CO3 = CaCO3 + 2NaCl

    ამ რეაქციის შემოკლებული იონური განტოლებაა:

    1. Ca2+ + 2Cl- + 2Na+ + CO32-         CaCO3 + 2NaCl

    2. Ca2+ + CO32-          CaCO3

    3. Na+ + Cl-        NaCl

    4. არცერთი პასუხი არ არის სწორი

 8. ფოსფორმჟავას ხსნარში ყველა იონზე მეტია:
    1. ფოსფატ იონები           2. ჰიდროფოსფატ იონები

    3. წყალბადიონები           4. სამივე იონი თანაბრად იქნება წარმოდგენილი

 9. ნატრიუმის კარბონატის წყალხსნარს ეაქნება
    1. მჟავა რეაქცია           2. ტუტე რექცია             3. ნეიტრალური რეაქცია

    4. პასუხები არასწორია, რადგან ნატრიუმის კარბონატი წყალში არ იხსნება

 10. რომელი დებულებაა მცდარი?
1. თუ ხსნარში წყალბადიონები ჭარბადაა, ხსნარს ექნება მჟავა რეაქცია
        2. თუ ხსნარში წყალბადიონების და მჟავური ნაშთის კონცენტრაციები
            ერთმანეთის ტოლია, ხსნარს ექნება ნეიტრალური რეაქცია
        3. თუ ხსნარში ჰიდროქსილ იონები ჭარბადაა, ხსნარს ექნება ტუტე
            რეაქცია
        4. თუ წყალბად და ჰიდროქსილ იონების კონცენტრაციები ერთმანეთის
            ტოლია, ხსნარს ექნება ნეიტრალური რეაქცია
შენიშვნა: ჯერ ვისწავლოთ მოცემული გაკვეთილი და შემდეგ გავაკეთოთ ტესტი.




                           მარილთა ჰიდროლიზი

წყალბადის მაჩვენებელი pH

    (გაკვეთილის ამ ნაწილის ცოდნა სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის).

    სუფთა წყალს უმნიშვნელო სიდიდის ელგამტარობა ახასიათებს, თუმცა
ელგამტარობა მკვეთრად        იზრდება ტემპერატურის ზრდასთან ერთად. წყლის
ელგამტარობა მხოლოდ მისი დისოციაციით შეიძლება აიხსნას.

                                HOH ⇄ H+ + OH─

    ამ რეაქციისათვის წონასწორობის მუდმივას გამოსახულებაა:



                             Kდის =                   (ა)


    ოთახის ტემპერატურაზე წყლის 108 მოლეკულიდან მხოლოდ 1 მოლეკულაა

დისოცირებული. 1ლ წყალი არის 1000/18=55,5მოლი ე.ი. [H2O]=55,5მოლი/ლ.
    (ა) ფორმულიდან მივიღებთ რომ,
                             Kდის [H2O]= [H+] [OH─]

    Kდის [H2O]   სიდიდეს უწოდებენ „წყლის იონურ ნამრავლს“ და Kω სიმბოლოთი

აღნიშნავენ. დადგენილია რომ, ოთახის ტემპერატურაზე Kω=10─14 , აქედან

გამომდინარე შეგვიძლია დავადგინოთ რომ, წყლისათვის:

                   [H+] = [OH─] =
ნამრავლი [H+] [OH─] როგორც წყლისათვის, ისე ყველაწყალხსნარისათვის
მუდმივია და ტოლია: 10─14 . თუ იზრდება [H+], მაშინ შესაბამისად იკლებს [OH─] და
პირიქით.
                                                   a                  a
       თუ რომელიღაცა ხსნარისათვის [H+] = 10 მაშინ [OH─] = 10─14─ .

       მაგალითად: მარილმჟავას 0,01მოლი/ლ ხსნარში რადგან HCl, როგორც ძლიერი

მჟავა სრულად დისოცირებულია, [H+] = 0,01მოლი/ლ ანუ [H+] = 10─2. შესაბამისად

ასეთ ხსნარში [OH─] = 10─14─(─2) .
       ხსნარის   მჟავიანობის        (ფუძიანობის)       რიცხობრივად   დასახასიათებლად
შემოტანილია სპეციალური პარამეტრი - წყალბადის მაჩვენებელი pH.
       წყალბადის მაჩვენებელი (pH) უდრის უარყოფითი ნიშნით აღებულ ათობით
ლოგარითმს წყალბადიონების მოლური კონცენტრაციიდან. pH= ─ lg[H+] .

       მარილმჟავას 0,001მოლი/ლ ხსნარში [H+] = 0,01მოლი/ლ, ამიტომ pH= ─ lg10─2 =
2.
       ნატრიუმის ტუტის 0,1მოლი/ლ ხსნარში NaOH მთლიანადაა დისოცირებული
და     [OH─] = 0,1მოლი/ლ. ჩვენთვის ცნობილი ფორმულიდან:

                                    [H+] [OH─] = 10─14

                                     [H+] =     = 10─13

                                ე.ი. pH= ─ lg10─13 = 13

       ცხადია რომ, როცა pH=7, მაშინ [H+] = [OH─] = 10─7 და ხსნარს ნეიტრალური
რეაქცია აქვს. როცა pH<7, მაშინ ხსნარში ჭარბობს H+ კათიონები ანუ ხსნარს მჟავე

რეაქცია აქვს(ზოგჯერ ხმარობენ ტერმინს „მჟავე არე“), რაც უფრო მცირეა pH-ის
მნიშვნელობა, მით უფრო ძლიერია მჟავე არე. თუ pH>7 მაშინ, ხსნარში OH─ ანიონები
ჭარბობენ და ხსნარს ტუტე რეაქცია აქვს. რაც უფრო დიდია pH-ის მნიშვნელობა, მით
უფრო ძლიერია ტუტე არე.


     ხსნარის რეაქცია, ინდიკატორები

  როგორც უკვე ავღნიშნეთ წყალი ძალიან სუსტი ელექტროლიტია და ის ძალიან
მცირედაა დისოცირებული:
                           HOH         H+ + OH-
  სუფთა წყალში H+ და OH- იონები თანაბარი რაოდენობითაა. თუ წყალში გავხსნით
მჟავას, მაგ: HCl, მისი დისოციაციის გამო ხსნარში ჭარბად წარმოიქმნება H+ იონები:
HCl         H+ + Cl-
  ხოლო თუ წყალში გავხსნით ტუტეს, ხსნარში ჭარბად OH- იონები წარმოიქმნება:
                         NaOH          Na+ + OH-
  პირველ შემთხვევაში ამბობენ, რომ ხსნარს მჟავა რეაქცია აქვს (ან ამბობენ “მჟავა
არეა”). მეორე შემთხვევაში კი, ხსნარს ტუტე რეაქცია აქვს (სხვაგვარად “ტუტე არეა”).
ხოლო, სუფთა წყალს, აგრეთვე ისეთ ხსნარებს, რომლებშიც წყალბადის და
ჰიდროქსილის იონები თანაბარი რაოდენობითაა, სხვაგვარად, როცა [H+] = [OH-] (ე.ი.
წყალბადისა და ჰიდროქსილის იონების მოლური კონცენტრაციები თანაბარია)
ნეიტრალური ხსნარები (“ნეიტრალური არე”) ეწოდებათ.
  არსებობენ ისეთი ნივთიერებები, როლებიც სხვადასხვა რეაქციის მქონე ხსნარებში
იღებენ სპეციფიკურ შეფერილობას. ამ ნივთიერებებს ინდიკატორები ქვიათ.

            ზოგიერთი ინდიკატორის შეფერილობა სხვადასხვა არეში




                             ინდიკატორის შეფერილობა

       ინდიკატორი

                           მჟავა არე      ნეიტრალური      ტუტე არე
                                            არე



       ლაკმუსი             წითელი         ლურჯი           ლურჯი

       ფენოლფტალეინი       უფერო          უფერო           ჟოლოს-
                                                           ფერი
       მეთილნარინჯი        წითელი        ნარინჯისფერი
                                                          ყვითელი




  მარილთა ჰიდროლიზი

   ნორმალური მარილები არც H+ და არც OH- იონებს არ შეიცავენ. ამიტომ უნდა
გვეფიქრა, რომ მარილების წყალხსნარებს ნეიტრალური რეაქცია ექნებოდათ. ეს
მართლაც ასეა ისეთი მარილებისთვის, რომლების ძლიერი მჟავებისა და ძლიერი
ფუძეებისგანაა წარმოქმნილი. გავიხსენოთ: რაც უფრო კარგადაა დისოცირებული
მჟავა ან ფუძე, მით უფრო ძლიერია ის. მაგ: KNO3 წარმოქმნილია ძლიერი მჟავის
(HNO3) და ძლიერი ფუძისგან (KOH).
HNO3         ძლიერი m
                                           Zl i er i მჟავა
                                                      Java
                     KNO3
                              KOH          Zl i er i fფუძე
                                           ძლიერი uZe
  ანუ

                              HCl         ძლიერი m
                                          Zl i er i მჟავა
                                                     Java
                     NaCl
                              NaOH       Zl i er i fფუძე
                                         ძლიერი uZe
  ასევეა

   განვიხილოთ პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ კალიუმის ციანიდის
წყალში გახსნისას . KCN წარმოქმნილია სუსტი მჟავისგან და ძლიერი ფუძისგან:

           HCN    ციანწყალბადმჟავა - სუსტი მჟავაა - პრაქტიკულად არ არისდისოცირებული ebul i
                  c i anwyal bad mJava - sust i mJavaa - pr aqt i kul ad ar ar i s d i so c i r
  KCN
           KOH    კალიუმისsტუტეe - Zl i er iფუძეა - სრულადad aa d i so c i r ebul i
                  kal i um t ut - ძლიერი f uZe - sr ul არის არისდისოცირებული
                          i




  კალიუმის ციანიდის წყალში გახსნისას მარილი რეაგირებს წყალთან და მყარდება
წონასწორობა.
                     KCN + HOH              KOH + HCN
  რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ძლიერი რეაგენტი KOH, რომელიც შეაბრუნებს
ამ რეაქციას. წონასწორობა მარცხნივაა გადახრილი, მაგრამ ხსნარში ოთხივე
კომპონენტი იქნება.
  აღნიშნული რეაქციის იონური ტოლობაა:
                          -                   -
                   K+ + CN + HOH       K+ + OH + HCN
  შემოკლებული ტოლობაა:
              -                 -
            CN + HOH          OH + HCN
  როგორც ვხედავთ რეაქციის შედეგად ჭარბად წარმოიქმნება OH- ანიონები და
ხსნარს ტუტე რეაქცია ექნება.
  მარილისა და წყლის ურთიერთქმედების რეაქციას ჰიდროლიზის რეაქცია
ეწოდება.
  ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ მარილთა ჰიდროლიზი ნეიტრალიზაციის
რეაქციის შებრუნებული რეაქციაა.
  ანალოგიურად ჰიდროლიზდება Na2CO3 – ნატრიუმის კარბონატი – სოდა

           H2CO3 naxSi r m - სუსტი iმჟავაა - პრაქტიკულად არ არის დისოცირებულიr ebul i
                 ნახშირმჟავა sust m
                          Java,        Javaa - pr aqt i kul ad ar ar i s d i so c i
Na2CO3
           NaOH    nat r i um sტუტეe - Zl i er i f uZeსრულად არის არისდისოცირებული
                   ნატრიუმის t ut - ძლიერი ფუძეა - - sr ul ad aa d i so c i r ebul i
                             i


  ამ მარილის წყალში გახსნისას მყარდება წონასწორობა
H       OH                   H      OH
                                     +
                                 O       Na                    O + Na
                   O      C                          O    C
                                 O       Na                    O     Na

  ანუ              Na2CO3 + HOH                    NaHCO3 + NaOH
                                                ნატრიუმის
                                              ჰიდროკარბონატი


                              2Na+ + CO32- + HOH              Na+ + HCO3- + Na+ + OH-
  იონურად
                  2-
  შემოკლებურად CO3 + HOH                              HCO3- + OH-

  ხსნარში ჭარბად წარმოიქმნება OH- იონები და ხსნარს ტუტე რეაქცია აქვს.
  განვიხილოთ ამონიუმის ქლორიდის ჰიდროლიზის რეაქცია:
             NH4OH ამონიუმის ჰიდროქსიდი - ,სუსტი ფუძეა - pr aqt i kul ad ar ar i s დისოცირებული
                      am ni um s hi d r o qsi d i sust i f uZe - პრაქტიკულად არ არის d i so c i r ebul i
                        o     i
NH4Cl
             HCl           m il m
                            ar   Java, Zl i მჟავაა
                        მარილმჟავა - ძლიერიer i m - სრულად არის არისდისოცირებული
                                                 Javaa - sr ul ad aa d i so c i r ebul i

  მჟავა რეაქცია ექნება ამონიუმის ქლორიდის წყალხსნარს:

                   NH4Cl + HOH                 NH4OH + HCl



  იონურად
                   NH4+ + Cl- + HOH                 NH4OH + H+ + Cl-
                  NH4+ + HOH       NH4OH + H+
  რეაქციის შედეგად ჭარბად წარმოიქმნება H+ იონები, ამიტომაც აქვს ხსნარს მჟავა
რეაქცია.
  Mმჟავა რეაქცია აქვს ალუმინის ქლორიდის წყალხსნარსაც.

        Al(OH)3     ალუმინისni s hi d r o qsi d-i სუსტიi ფუძეა - პრაქტიკულად არ არისs d i so c i r ebul i
                      al um ჰიდროქსიდი , sust f uZe - pr aqt i kul ad ar ar i დისოცირებული
                           i
AlCl3
        HCl               m il m
                           ar    Java, Zl i er i mJavaa - sr ul ad aa d i so c i r ebul i
                        მარილმჟავა - ძლიერი მჟავაა - სრულად არის არისდისოცირებული


  მარილის წყალში გახსნისას მყარდება წონასწორობა.
          Cl                      Cl

        Cl         Al       Cl                Cl     Al   +   Cl
                HO          H
                                                    OH         H

                   AlCl3 + HOH                 AlCl2(OH) + HCl
                                                ალუმინის
                                              ჰიდროქსოქლორიდი
  იონურად:
Al3+ + 3Cl- + HOH           Al(OH)2+ + 2Cl- + H+ + Cl-
  შემოკლებულად:
            Al3+ + HOH        Al(OH)2+ + H+
  ჭარბად წარმოიქმნება H+ იონები, ამიტომაც ხსნარს აქვს მჟავა რეაქცია.
  ჰიდროლიზის რეაქცია შეაძლება კიდევ გაგრძელდეს:
  შესაძლებელია
                   OH                     OH

             Cl    Al   Cl                Cl       Al    +    HCl
                  HO    H
                                                  OH
  ანუ
             Al(OH)Cl2 + HOH            Al(OH)2Cl + HCl
                                       ალუმინის
                                   დიჰიდროქსოქლორიდი

  იონურად:
             Al(OH)2+ + 2Cl- + HOH              Al(OH)2+ + Cl- + H+ + Cl-
  შემოკლებულად:



             Al(OH)2+ + HOH             Al(OH)2+ + H+

                                         იწვევს ხსნარის მჟავა რეაქციას



 შემდეგი საფეხურია:

             OH                           OH

        HO   Al   Cl               HO     Al      +     HCl
             HO   H
                                         OH
  ანუ
             Al(OH)2Cl + HOH            Al(OH)3 + HCl
  იონურად:
             Al(OH)2 + Cl- + HOH
                   +
                                               Al(OH)3 + H+ + Cl-
  შემოკლებულად:
             Al(OH)2+ + HOH             Al(OH)3 + H+
                                    იწვევს ხსნარის
                                            მჟავა რეაქციას

   ე.ი. ძლიერი მჟავის და სუსტი ფუძის მარილების წყალხსნარებს მჟავე რეაქცია,
ხოლო სუსტი მჟავისა და ძლიერი ფუძის მარილების წყალხსნარებს ტუტე რეაქცია
აქვთ (ხსნარის რეაქციას ადვილად გავიგებთ ინდიკატორის საშუალებით). ამის
მიზეზია მარილისა და წყლის ურთიერთქმედების რეაქცია, რომელსაც მარილთა
ჰიდროლიზი ეწოდება.
  თუ მარილი სუსტი მჟავისა და სუსტი ფუძისგანაა წარმოქმნილი, მაშინ
ჰიდროლიზი ბოლომდე მიმდინარეობს, ანუ რეაქცია შეუქცევადია.

        Al(OH)3 ალუმინის ჰიდროქსიდი i ,სუსტი ფუძეა - pr aqt i kul ad ar არის დისოცირებული
                  al um ni s hi d r o qsi d - sust i f uZe - პრაქტიკულად არ ar i s d i so c i r ebul i
                       i
Al2S3
        H2S      გოგირდწყალბადმჟავა - სუსტი მჟავაა - პრაქტიკულადad ar arდისოცირებული i
                    go gi r d wyal bad mJava, sust i mJavaa - pr aqt i kul არ არის i s d i so c i r ebul


  ეს მარილი მხოლოდ უწყლო გარემოში არსებობს, წყალში კი იშლება.
           Al2S3 + 6HOH 2Al(OH)3 + 3H2S




  საშინაო დავალება:

   1. როგორი არე ექნებათ მარილების წყალხსნარებს?
      Na2SO4, K3PO4, Fe2(SO4)3, Cu(NO3)2
   2. დაწერეთ K2CO3 და FeBr3 –ის ჰიდროლიზის რეაქციები.


        VIII ტესტის პასუხები:

        1. 4           2. 3            3. 4             4. 2            5. 1

        6. 1           7. 2            8. 3             9. 2            10. 2




        თემაN 10 ძირითადი დებულებები.

1. ნივთიერებებს, რომელთა წყალხსნარები ან ნალღობები ატარებენ ელექტრულ
    დენს, ელექტროლიტები ეწოდებათ. ელექტროლიტებია მჟავები, ტუტეები და
    მარილები. ამ ნივთიერებებში პოლარულკოვალენტური ან იონური ბმებია
    განხორციელებული.

2. წყალში გახსნისას ან გალღობისას ელექტროლიტები დისოცირდებიან
    (იშლებიან) დადებითად და უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებად_ იონებად.
    დადებითი იონები კათიონებია, უარყოფითი _ანიონები.

3. დისოციაცია შექცევადი პროცესია. დისოციაციის ხარისხია ელექტროლიტის
    დისოცირებული მოლების რიცხვის შეფარდება ელექტროლიტის გახსნილი
მოლების რაოდენობასთან. დისოციაციის ხარისხის მიხედვით
  ელექტროლიტები იყოფა ძლიერ, საშუალო და სუსტ ელექტროლიტებად.

4. ელექტროლიტის წყალხსნარებს შორის მიმოცვლის რეაქციები წარიმართება
  მაშინ, როდესაც რეაქციის შედეგად ერთი არადისოცირებული ნივთიერება მაინც
  გამოიყოფა.

5. ჟანგვააღდგენის რეაქციებს რომლებიც მიმდინარეობენ ელექტროდებზე
  ელექტროლიტის წყალხსნარში (ნალღობში) მუდმივი ელექტრული დენის
  გატარებისას.

6. მარილის შემადგენელი იონების და წყლის მოლეკულების ურთიერთქმედება
  მარილების ჰიდროლიზის რეაქციაა.

Weitere ähnliche Inhalte

Was ist angesagt?

არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაციაარაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაციაlika_86
 
გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52barambo
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21barambo
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 

Was ist angesagt? (14)

არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაციაარაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
 
გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
Ara 001
Ara 001Ara 001
Ara 001
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
Ara 001
Ara 001Ara 001
Ara 001
 
G 052
G 052G 052
G 052
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 

Ähnlich wie G 054 ახალი

გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52barambo
 
გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52barambo
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51barambo
 
G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15barambo
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13barambo
 
ზოგ.ლაბ.2022.docx
ზოგ.ლაბ.2022.docxზოგ.ლაბ.2022.docx
ზოგ.ლაბ.2022.docxssuser60fc46
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18datiko43
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი V
გაკვეთილი Vგაკვეთილი V
გაკვეთილი Vqimia
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36datiko43
 

Ähnlich wie G 054 ახალი (20)

გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52
 
გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51
 
G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
O 015
O 015O 015
O 015
 
O 015
O 015O 015
O 015
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
ზოგ.ლაბ.2022.docx
ზოგ.ლაბ.2022.docxზოგ.ლაბ.2022.docx
ზოგ.ლაბ.2022.docx
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი V
გაკვეთილი Vგაკვეთილი V
გაკვეთილი V
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36
 

Mehr von barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

Mehr von barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 

G 054 ახალი

  • 1. გაკვეთილი N 54 საშინაო დავალების შემოწმება: 1. კათოდზე Hg, ანოდზე Cl2. 2. m (Ag) = 201,45გ m (O2) = 14, 92გ VIII ტესტი 1. რომელი დებულებაა მცდარი? 1. ნივთიერებები, რომელთა წყალხსნარები და ნალღობები ელ.დენს ატარებენ, ელექტროლიტები ეწოდებათ 2. ელექტროლიტები იონური ან პოლარულ-კოვალენტური ბმის შემცველი ნივთიერებებია 3. დისოციაცია შექცევადი პროცესია 4. არაელექტროლიტები იონური ბმის შემცველი ნაერთებია 2. მჟავები ისეთი ელექტროლიტებია, რომლებიც წყალში გახსნისას დისოცირდებიან: 1. წყალბადის კათიონებად და ჰიდროქსილის ანიონებად 2. მეტალის კათიონებად და მჟავას ნაშთის ანიონებად 3. წყალბადის კათიონებად და მჟავას ნაშთის ანიონებად 4. არც ერთი პასუხი არ არის სწორი 3. დისოციაციის რომელი სქემაა სწორი? 1. KMnO4 K+ + Mn7+ + 4O2- 2. NaClO3 Na+ + ClO32- 3. H2CrO4 2H+ + Cr6+ + 4O2- 4. KMnO4 K+ + MnO4- 4. 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას და 150C-ზე I ნივთიერების დისოციაციის ხარისხი უდრის 0,2 ანუ 1 =0,2, II ნივთიერების – 0,5, III ნივთიერების – 0,7, ეს ნიშნავს, რომ: 1. I ნივთიერება სუსტი ელექტროლიტია, II საშუალო, III ძლიერი
  • 2. 2. I ნივთიერება საშუალო ელექტროლიტია, II და III ძლიერი ელექტროლიტებია 3. I, II და III სუსტი ელექტროლიტებია 4. I, II და III საშუალო ელექტროლიტებია 5. ძლიერი ელექტროლიტებია: 1. HCl, NaOH, NaNO3, NaCl, Ca(OH)2 2. HCl, H2S, NaCl, NaNO3, NaOH 3. HCl, H2CO3, AlCl3, ZnCl2, Na2CO3 4. HCl, NaCl, Cu(OH)2, AgNO3, KCl 6. HMnO4 + KOH = KMnO4 + H2O ამ რეაქციის შემოკლებული იონური ტოლობაა: 1. H+ + OH- H2O 2. K+ + MnO4- KMnO4 3. H+ + K+ + OH- KMnO4 + H2O 4. არცერთი პასუხი არ არის სწორი 7. CaCl2 + Na2CO3 = CaCO3 + 2NaCl ამ რეაქციის შემოკლებული იონური განტოლებაა: 1. Ca2+ + 2Cl- + 2Na+ + CO32- CaCO3 + 2NaCl 2. Ca2+ + CO32- CaCO3 3. Na+ + Cl- NaCl 4. არცერთი პასუხი არ არის სწორი 8. ფოსფორმჟავას ხსნარში ყველა იონზე მეტია: 1. ფოსფატ იონები 2. ჰიდროფოსფატ იონები 3. წყალბადიონები 4. სამივე იონი თანაბრად იქნება წარმოდგენილი 9. ნატრიუმის კარბონატის წყალხსნარს ეაქნება 1. მჟავა რეაქცია 2. ტუტე რექცია 3. ნეიტრალური რეაქცია 4. პასუხები არასწორია, რადგან ნატრიუმის კარბონატი წყალში არ იხსნება 10. რომელი დებულებაა მცდარი?
  • 3. 1. თუ ხსნარში წყალბადიონები ჭარბადაა, ხსნარს ექნება მჟავა რეაქცია 2. თუ ხსნარში წყალბადიონების და მჟავური ნაშთის კონცენტრაციები ერთმანეთის ტოლია, ხსნარს ექნება ნეიტრალური რეაქცია 3. თუ ხსნარში ჰიდროქსილ იონები ჭარბადაა, ხსნარს ექნება ტუტე რეაქცია 4. თუ წყალბად და ჰიდროქსილ იონების კონცენტრაციები ერთმანეთის ტოლია, ხსნარს ექნება ნეიტრალური რეაქცია შენიშვნა: ჯერ ვისწავლოთ მოცემული გაკვეთილი და შემდეგ გავაკეთოთ ტესტი. მარილთა ჰიდროლიზი წყალბადის მაჩვენებელი pH (გაკვეთილის ამ ნაწილის ცოდნა სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის). სუფთა წყალს უმნიშვნელო სიდიდის ელგამტარობა ახასიათებს, თუმცა ელგამტარობა მკვეთრად იზრდება ტემპერატურის ზრდასთან ერთად. წყლის ელგამტარობა მხოლოდ მისი დისოციაციით შეიძლება აიხსნას. HOH ⇄ H+ + OH─ ამ რეაქციისათვის წონასწორობის მუდმივას გამოსახულებაა: Kდის = (ა) ოთახის ტემპერატურაზე წყლის 108 მოლეკულიდან მხოლოდ 1 მოლეკულაა დისოცირებული. 1ლ წყალი არის 1000/18=55,5მოლი ე.ი. [H2O]=55,5მოლი/ლ. (ა) ფორმულიდან მივიღებთ რომ, Kდის [H2O]= [H+] [OH─] Kდის [H2O] სიდიდეს უწოდებენ „წყლის იონურ ნამრავლს“ და Kω სიმბოლოთი აღნიშნავენ. დადგენილია რომ, ოთახის ტემპერატურაზე Kω=10─14 , აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავადგინოთ რომ, წყლისათვის: [H+] = [OH─] =
  • 4. ნამრავლი [H+] [OH─] როგორც წყლისათვის, ისე ყველაწყალხსნარისათვის მუდმივია და ტოლია: 10─14 . თუ იზრდება [H+], მაშინ შესაბამისად იკლებს [OH─] და პირიქით. a a თუ რომელიღაცა ხსნარისათვის [H+] = 10 მაშინ [OH─] = 10─14─ . მაგალითად: მარილმჟავას 0,01მოლი/ლ ხსნარში რადგან HCl, როგორც ძლიერი მჟავა სრულად დისოცირებულია, [H+] = 0,01მოლი/ლ ანუ [H+] = 10─2. შესაბამისად ასეთ ხსნარში [OH─] = 10─14─(─2) . ხსნარის მჟავიანობის (ფუძიანობის) რიცხობრივად დასახასიათებლად შემოტანილია სპეციალური პარამეტრი - წყალბადის მაჩვენებელი pH. წყალბადის მაჩვენებელი (pH) უდრის უარყოფითი ნიშნით აღებულ ათობით ლოგარითმს წყალბადიონების მოლური კონცენტრაციიდან. pH= ─ lg[H+] . მარილმჟავას 0,001მოლი/ლ ხსნარში [H+] = 0,01მოლი/ლ, ამიტომ pH= ─ lg10─2 = 2. ნატრიუმის ტუტის 0,1მოლი/ლ ხსნარში NaOH მთლიანადაა დისოცირებული და [OH─] = 0,1მოლი/ლ. ჩვენთვის ცნობილი ფორმულიდან: [H+] [OH─] = 10─14 [H+] = = 10─13 ე.ი. pH= ─ lg10─13 = 13 ცხადია რომ, როცა pH=7, მაშინ [H+] = [OH─] = 10─7 და ხსნარს ნეიტრალური რეაქცია აქვს. როცა pH<7, მაშინ ხსნარში ჭარბობს H+ კათიონები ანუ ხსნარს მჟავე რეაქცია აქვს(ზოგჯერ ხმარობენ ტერმინს „მჟავე არე“), რაც უფრო მცირეა pH-ის მნიშვნელობა, მით უფრო ძლიერია მჟავე არე. თუ pH>7 მაშინ, ხსნარში OH─ ანიონები ჭარბობენ და ხსნარს ტუტე რეაქცია აქვს. რაც უფრო დიდია pH-ის მნიშვნელობა, მით უფრო ძლიერია ტუტე არე. ხსნარის რეაქცია, ინდიკატორები როგორც უკვე ავღნიშნეთ წყალი ძალიან სუსტი ელექტროლიტია და ის ძალიან მცირედაა დისოცირებული: HOH H+ + OH- სუფთა წყალში H+ და OH- იონები თანაბარი რაოდენობითაა. თუ წყალში გავხსნით მჟავას, მაგ: HCl, მისი დისოციაციის გამო ხსნარში ჭარბად წარმოიქმნება H+ იონები:
  • 5. HCl H+ + Cl- ხოლო თუ წყალში გავხსნით ტუტეს, ხსნარში ჭარბად OH- იონები წარმოიქმნება: NaOH Na+ + OH- პირველ შემთხვევაში ამბობენ, რომ ხსნარს მჟავა რეაქცია აქვს (ან ამბობენ “მჟავა არეა”). მეორე შემთხვევაში კი, ხსნარს ტუტე რეაქცია აქვს (სხვაგვარად “ტუტე არეა”). ხოლო, სუფთა წყალს, აგრეთვე ისეთ ხსნარებს, რომლებშიც წყალბადის და ჰიდროქსილის იონები თანაბარი რაოდენობითაა, სხვაგვარად, როცა [H+] = [OH-] (ე.ი. წყალბადისა და ჰიდროქსილის იონების მოლური კონცენტრაციები თანაბარია) ნეიტრალური ხსნარები (“ნეიტრალური არე”) ეწოდებათ. არსებობენ ისეთი ნივთიერებები, როლებიც სხვადასხვა რეაქციის მქონე ხსნარებში იღებენ სპეციფიკურ შეფერილობას. ამ ნივთიერებებს ინდიკატორები ქვიათ. ზოგიერთი ინდიკატორის შეფერილობა სხვადასხვა არეში ინდიკატორის შეფერილობა ინდიკატორი მჟავა არე ნეიტრალური ტუტე არე არე ლაკმუსი წითელი ლურჯი ლურჯი ფენოლფტალეინი უფერო უფერო ჟოლოს- ფერი მეთილნარინჯი წითელი ნარინჯისფერი ყვითელი მარილთა ჰიდროლიზი ნორმალური მარილები არც H+ და არც OH- იონებს არ შეიცავენ. ამიტომ უნდა გვეფიქრა, რომ მარილების წყალხსნარებს ნეიტრალური რეაქცია ექნებოდათ. ეს მართლაც ასეა ისეთი მარილებისთვის, რომლების ძლიერი მჟავებისა და ძლიერი ფუძეებისგანაა წარმოქმნილი. გავიხსენოთ: რაც უფრო კარგადაა დისოცირებული მჟავა ან ფუძე, მით უფრო ძლიერია ის. მაგ: KNO3 წარმოქმნილია ძლიერი მჟავის (HNO3) და ძლიერი ფუძისგან (KOH).
  • 6. HNO3 ძლიერი m Zl i er i მჟავა Java KNO3 KOH Zl i er i fფუძე ძლიერი uZe ანუ HCl ძლიერი m Zl i er i მჟავა Java NaCl NaOH Zl i er i fფუძე ძლიერი uZe ასევეა განვიხილოთ პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ კალიუმის ციანიდის წყალში გახსნისას . KCN წარმოქმნილია სუსტი მჟავისგან და ძლიერი ფუძისგან: HCN ციანწყალბადმჟავა - სუსტი მჟავაა - პრაქტიკულად არ არისდისოცირებული ebul i c i anwyal bad mJava - sust i mJavaa - pr aqt i kul ad ar ar i s d i so c i r KCN KOH კალიუმისsტუტეe - Zl i er iფუძეა - სრულადad aa d i so c i r ebul i kal i um t ut - ძლიერი f uZe - sr ul არის არისდისოცირებული i კალიუმის ციანიდის წყალში გახსნისას მარილი რეაგირებს წყალთან და მყარდება წონასწორობა. KCN + HOH KOH + HCN რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ძლიერი რეაგენტი KOH, რომელიც შეაბრუნებს ამ რეაქციას. წონასწორობა მარცხნივაა გადახრილი, მაგრამ ხსნარში ოთხივე კომპონენტი იქნება. აღნიშნული რეაქციის იონური ტოლობაა: - - K+ + CN + HOH K+ + OH + HCN შემოკლებული ტოლობაა: - - CN + HOH OH + HCN როგორც ვხედავთ რეაქციის შედეგად ჭარბად წარმოიქმნება OH- ანიონები და ხსნარს ტუტე რეაქცია ექნება. მარილისა და წყლის ურთიერთქმედების რეაქციას ჰიდროლიზის რეაქცია ეწოდება. ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ მარილთა ჰიდროლიზი ნეიტრალიზაციის რეაქციის შებრუნებული რეაქციაა. ანალოგიურად ჰიდროლიზდება Na2CO3 – ნატრიუმის კარბონატი – სოდა H2CO3 naxSi r m - სუსტი iმჟავაა - პრაქტიკულად არ არის დისოცირებულიr ebul i ნახშირმჟავა sust m Java, Javaa - pr aqt i kul ad ar ar i s d i so c i Na2CO3 NaOH nat r i um sტუტეe - Zl i er i f uZeსრულად არის არისდისოცირებული ნატრიუმის t ut - ძლიერი ფუძეა - - sr ul ad aa d i so c i r ebul i i ამ მარილის წყალში გახსნისას მყარდება წონასწორობა
  • 7. H OH H OH + O Na O + Na O C O C O Na O Na ანუ Na2CO3 + HOH NaHCO3 + NaOH ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 2Na+ + CO32- + HOH Na+ + HCO3- + Na+ + OH- იონურად 2- შემოკლებურად CO3 + HOH HCO3- + OH- ხსნარში ჭარბად წარმოიქმნება OH- იონები და ხსნარს ტუტე რეაქცია აქვს. განვიხილოთ ამონიუმის ქლორიდის ჰიდროლიზის რეაქცია: NH4OH ამონიუმის ჰიდროქსიდი - ,სუსტი ფუძეა - pr aqt i kul ad ar ar i s დისოცირებული am ni um s hi d r o qsi d i sust i f uZe - პრაქტიკულად არ არის d i so c i r ebul i o i NH4Cl HCl m il m ar Java, Zl i მჟავაა მარილმჟავა - ძლიერიer i m - სრულად არის არისდისოცირებული Javaa - sr ul ad aa d i so c i r ebul i მჟავა რეაქცია ექნება ამონიუმის ქლორიდის წყალხსნარს: NH4Cl + HOH NH4OH + HCl იონურად NH4+ + Cl- + HOH NH4OH + H+ + Cl- NH4+ + HOH NH4OH + H+ რეაქციის შედეგად ჭარბად წარმოიქმნება H+ იონები, ამიტომაც აქვს ხსნარს მჟავა რეაქცია. Mმჟავა რეაქცია აქვს ალუმინის ქლორიდის წყალხსნარსაც. Al(OH)3 ალუმინისni s hi d r o qsi d-i სუსტიi ფუძეა - პრაქტიკულად არ არისs d i so c i r ebul i al um ჰიდროქსიდი , sust f uZe - pr aqt i kul ad ar ar i დისოცირებული i AlCl3 HCl m il m ar Java, Zl i er i mJavaa - sr ul ad aa d i so c i r ebul i მარილმჟავა - ძლიერი მჟავაა - სრულად არის არისდისოცირებული მარილის წყალში გახსნისას მყარდება წონასწორობა. Cl Cl Cl Al Cl Cl Al + Cl HO H OH H AlCl3 + HOH AlCl2(OH) + HCl ალუმინის ჰიდროქსოქლორიდი იონურად:
  • 8. Al3+ + 3Cl- + HOH Al(OH)2+ + 2Cl- + H+ + Cl- შემოკლებულად: Al3+ + HOH Al(OH)2+ + H+ ჭარბად წარმოიქმნება H+ იონები, ამიტომაც ხსნარს აქვს მჟავა რეაქცია. ჰიდროლიზის რეაქცია შეაძლება კიდევ გაგრძელდეს: შესაძლებელია OH OH Cl Al Cl Cl Al + HCl HO H OH ანუ Al(OH)Cl2 + HOH Al(OH)2Cl + HCl ალუმინის დიჰიდროქსოქლორიდი იონურად: Al(OH)2+ + 2Cl- + HOH Al(OH)2+ + Cl- + H+ + Cl- შემოკლებულად: Al(OH)2+ + HOH Al(OH)2+ + H+ იწვევს ხსნარის მჟავა რეაქციას შემდეგი საფეხურია: OH OH HO Al Cl HO Al + HCl HO H OH ანუ Al(OH)2Cl + HOH Al(OH)3 + HCl იონურად: Al(OH)2 + Cl- + HOH + Al(OH)3 + H+ + Cl- შემოკლებულად: Al(OH)2+ + HOH Al(OH)3 + H+ იწვევს ხსნარის მჟავა რეაქციას ე.ი. ძლიერი მჟავის და სუსტი ფუძის მარილების წყალხსნარებს მჟავე რეაქცია, ხოლო სუსტი მჟავისა და ძლიერი ფუძის მარილების წყალხსნარებს ტუტე რეაქცია აქვთ (ხსნარის რეაქციას ადვილად გავიგებთ ინდიკატორის საშუალებით). ამის
  • 9. მიზეზია მარილისა და წყლის ურთიერთქმედების რეაქცია, რომელსაც მარილთა ჰიდროლიზი ეწოდება. თუ მარილი სუსტი მჟავისა და სუსტი ფუძისგანაა წარმოქმნილი, მაშინ ჰიდროლიზი ბოლომდე მიმდინარეობს, ანუ რეაქცია შეუქცევადია. Al(OH)3 ალუმინის ჰიდროქსიდი i ,სუსტი ფუძეა - pr aqt i kul ad ar არის დისოცირებული al um ni s hi d r o qsi d - sust i f uZe - პრაქტიკულად არ ar i s d i so c i r ebul i i Al2S3 H2S გოგირდწყალბადმჟავა - სუსტი მჟავაა - პრაქტიკულადad ar arდისოცირებული i go gi r d wyal bad mJava, sust i mJavaa - pr aqt i kul არ არის i s d i so c i r ebul ეს მარილი მხოლოდ უწყლო გარემოში არსებობს, წყალში კი იშლება. Al2S3 + 6HOH 2Al(OH)3 + 3H2S საშინაო დავალება: 1. როგორი არე ექნებათ მარილების წყალხსნარებს? Na2SO4, K3PO4, Fe2(SO4)3, Cu(NO3)2 2. დაწერეთ K2CO3 და FeBr3 –ის ჰიდროლიზის რეაქციები. VIII ტესტის პასუხები: 1. 4 2. 3 3. 4 4. 2 5. 1 6. 1 7. 2 8. 3 9. 2 10. 2 თემაN 10 ძირითადი დებულებები. 1. ნივთიერებებს, რომელთა წყალხსნარები ან ნალღობები ატარებენ ელექტრულ დენს, ელექტროლიტები ეწოდებათ. ელექტროლიტებია მჟავები, ტუტეები და მარილები. ამ ნივთიერებებში პოლარულკოვალენტური ან იონური ბმებია განხორციელებული. 2. წყალში გახსნისას ან გალღობისას ელექტროლიტები დისოცირდებიან (იშლებიან) დადებითად და უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებად_ იონებად. დადებითი იონები კათიონებია, უარყოფითი _ანიონები. 3. დისოციაცია შექცევადი პროცესია. დისოციაციის ხარისხია ელექტროლიტის დისოცირებული მოლების რიცხვის შეფარდება ელექტროლიტის გახსნილი
  • 10. მოლების რაოდენობასთან. დისოციაციის ხარისხის მიხედვით ელექტროლიტები იყოფა ძლიერ, საშუალო და სუსტ ელექტროლიტებად. 4. ელექტროლიტის წყალხსნარებს შორის მიმოცვლის რეაქციები წარიმართება მაშინ, როდესაც რეაქციის შედეგად ერთი არადისოცირებული ნივთიერება მაინც გამოიყოფა. 5. ჟანგვააღდგენის რეაქციებს რომლებიც მიმდინარეობენ ელექტროდებზე ელექტროლიტის წყალხსნარში (ნალღობში) მუდმივი ელექტრული დენის გატარებისას. 6. მარილის შემადგენელი იონების და წყლის მოლეკულების ურთიერთქმედება მარილების ჰიდროლიზის რეაქციაა.