SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 22
n a w i l i VI
                       ქიმიური ტერმინების ლექსიკონი


    ა

    ავოგადროს კანონი - სხვადასხვა აირის ტოლი მოცულობები ერთნაირ

პირობებში (ერთნაირი წნევა და ტემპერატურა) მოლეკულების ერთიდაიგივე

რაოდენობას შეიცავენ.

    ავოგადროს     რიცხვი     –       ერთ      მოლ        ნივთიერებაში   სტრუქტურული

                                   23
ერთეულების რაოდენობა – 6,02 ⋅ 10

    ალდეჰიდები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი ფორმულაა:

                                 O

                       R     C
                                    H

    ალკანები      ( ნაჯერი       ნახშირწყალბადები,                პარაფინები)        –

ნახშირწყალბადები, რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n+2.

    ალკენები ( ეთილენის რიგის ნახშირწყალბადები,                         ოლეფინები)       -

ნახშირწყალბადები, რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n. მათ მოლეკულაში ერთი

C=C ბმაა განხორციელებული.

    ალკინები      ( აცეტილენური              რიგის          ნახშირწყალბადები)        -

ნახშირწყალბადები, რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n-2. მათ მოლეკულაში ერთი

C≡C ბმაა განხორციელებული.

    ალკოჰოლატები -      სპირტების ჰიდროქსილის წყალბადის ატომის მეტალით
ჩანაცვლების პროდუქტები R – O Me
    ალოტროპია      –   ელემენტის         უნარი      წარმოქმნას    რამდენიმე   მარტივი

ნივთიერება.

    ამინები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი ფორმულებია:
2

    ა) RNH2 – პირველადი ამინები               ბ) R2NH – მეორეული ამინები

    გ) R3N – მესამული ამინები

    ამინომჟავები –     ამინო და კარბოქსილის ჯგუფის შემცველი ორგანული
ნივთიერებები.




    ამფოტერული ოქსიდები – ოქსიდები, რომლებიც რეაგირებენ როგორც

მჟავეებთან (ფუძე ოქსიდების მსგავსად), ისე ტუტეებთან (მჟავური ოქსიდების

მსგავსად).

     ამფოტერული ჰიდროქსიდები – ჰიდროქსიდები, რომლებიც რეაგირებენ

როგორც მჟავეებთან (ფუძეების მსგავსად) ისე ტუტეებთან, (მჟავების მსგავსად)

    ანიონი - უარყოფითად დამუხტული იონი
    ანოდი - დადებითად დამუხტული ელექტროდი

    არაელექტროლიტები            -   ნივთიერებები,   რომელთა    წყალხსნარები   ან
ნალღობები ელექტრულ დენს არ ატარებენ

    არამეტალები – ქიმიური ელემენტების ერთი ნაწილი (H, B, C, Si, N, P, As, O,

S, Se, Te, F, Cl, Br, I, At). არამეტალების ატომების გარე ელექტრონულ შრეზე 4-7

ელექტრონია (გამონაკლისია H და B). დასრულებული ელექტრონული გარსის
წარმოსაქმნელად   არამეტალის         ატომებს   შეუძლიათ   როგორც   ელექტრონების

მიერთება ისე გაცემა (გამონაკლისია F). რაც უფრო ადვილად იერთებს ატომი

ელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის არამეტალური ბუნება. არამეტალებს

უწოდებენ ამ ელემენტების შესაბამის მარტივ ნივთიერებებსაც.
3

     არაპოლარული          კოვალენტური       ბმა   – კოვალენტური ბმა რომელიც
აღიძვრება ერთიდაიგივე ელემენტის ან ერთნაირი ელექტროუარყოფითობის მქონე

ელემენტის ატომებს შორის.

     არომატული       ნახშირწყალბადები         -   ბენზოლის    ბირთვის    შემცველი

ნახშირწყალბადები.

     ატომი – ქიმიურად განუყოფელი უმცირესი ნაწილაკი, რომელიც შედის

მარტივი და რთული ნივთიერებების შემადგენლობაში. შედგება დადებითად
დამუხტული ბირთვისა და უარყოფითად დამუხტული ელექტრული გარსისგან

     ატომური კრისტალური მესერი - მის საკვანძო წერტილებში ატომებია

მოთავსებული. ატომებს შორის კოვალენტური ბმებია განხორციელებული.

     აქტივაციის     ენერგია    -    მინიმალური     ენერგია,   რომელიც    სჭირდება

ნაწილაკებს, რათა მათი დაჯახებისას დაიწყოს ქიმიური რეაქცია. ამ ენერგიის

მატარებელ ნაწილაკებს აქტიური ნაწილაკები ჰქვიათ.

     აქტინოიდები      -    ელემენტთა   ჯგუფის      სახელწოდება.   ამ    ელემენტთა
რიგობრივი ნომერია 89-107 (Ac –Lr)

     აღდგენა – ა) ელექტრონის მიერთების პროცესი.

     ბ) მარტივი ნივთიერებების მიღების რეაქციები მათი შესაბამისი რთული

ნივთიერებების (ძირითადად ოქსიდების) გარდაქმნის შედეგად.

     აღმდგენლები      – ა) ატომები (ატომთა ჯგუფები), რომლებიც გასცემენ

ელექტრონებს ანუ იჟანგებიან.

     ბ) ნივთიერებები, რომლებიც ოქსიდებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნიან

მარტივ ნივთიერებებს (H2, C, CO, Al და სხვ.)

     ბ
4

    ბუნებრივი აირი –         აირთა ნარევი, რომელსაც მოიპოვებენ დედამიწის

წიაღიდან. ძირითადი შემადგენელი ნაწილია მეთანი (ϕ=0,8-0,96)

    ბმები – იხ. ქიმიური ბმები.




    გ

    გამხსნელი      –    ხსნარის შემადგენელი კომპონენტი, რომლის შესაბამის

აგრეგატულ მდგომარეობაშია ხსნარი.

    გახსნილი ნივთიერების მასური წილი ( ω) - გახსნილი ნივთიერების

მასის შეფარდება ხსნარის მასასთან. ω იღებს მნიშვნელობებს 0-დან 1-მდე. შეიძლება

მასური წილი გამოისახოს პროცენტებში.

    გახსნის სითბო - სითბოს (ენერგიის) რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა ან

შთაინთქმება ერთი მოლი ნივთიერების დიდ რაოდენობა წყალში გახსნისას.



    დ

    დადებითი       კატალიზატორი       –    კატალიზატორი,   რომელიც    ზრდის
ქიმიური რეაქციის სიჩქარეს

    დაჟანგვა – ა) ელექტრონის გაცემის პროცესი.

    ბ)   მარტივი   და    რთული    ნივთიერებების   ნივთიერებების   ჟანგბადთან

ურთიერთქმედების პროცესი.

    დაჟანგულობის        ხარისხი   -   მუხტი, რომლებიც    ექნებოდათ ატომებს

ნივთიერებებში იმ პირობით, რომ ატომებს შორის განხორციელებული ყოველი

პოლარული ბმა იონურია. სხვაგვარად, დაჟანგულობის ხარისხი გვიჩვენებს,
5
რამდენი ელექტრონი აქვს მიერთებული ან გაცემული ატომს ნაერთის წარმოქმნისას

ზემოთ მოტანილი პირობითობის გათვალისწინებით.

    დაშლის       რეაქციები – რეაქციები, რომლის დროს ერთი ნივთერების

მოლეკულებისგან წარმოიქმნება ორი ან მეტი ნივთიერების მოლეკულა.

    დიენური         ნახშირწყალბადები        -     ორი      ორმაგი    ბმის     შემცველი

ნახშირწყალბადები. მათი ზოგადი ფორმულაა CnH2n-2.

    დისაქარიდები -ნახშირწყლები, რომლებიც ორი მოლეკულა მონოსაქარიდის
გადაბმით მიიღება.

    დისოციაციის        ხარისხი    – ელექტროლიტის ხსნარში დისოცირებული
მოლეკულების რაოდენობის შეფარდება გახსნილი ელექტროლიტის მოლეკულების

რაოდენობასთან.

    “ დე”    –       წინსართი,    რომელიც       მოხლეჩას      აღნიშნავს.    მაგალითად,

დეჰიდრირება – წყალბადის მოხლეჩა, დეჰიდრატაცია – წყლის მოხლეჩა და ა.შ.

    დონორ- აქცეპტორული ბმა –               კოვალენტური ბმის კერძო შემთხვევა.

წარმოიქმნება ერთერთი ატომის (დონორი) თავისუფალ ელექტრონულ წყვილზე

მეორე   ატომის    (აქცეპტორის),   რომელსაც      თავისუფალი        ორბიტალი     გააჩნია,

მიერთების გზით.


    ე

    ეგზოთერმული რეაქცია – სითბოს                 (ენერგიის) გამოყოფით მიმდინარე

ქიმიური რაქცია.

    ელექტროლიზი – ჟანგვა-აღდგენის რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ

ელექტროდებზე        ელექტროლიტის     წყალხსნარში        (ან     ნალღობში)     მუდმივი

ელექტრული დენის გატარებისას.
6

    ელექტროლიტები - ნივთიერებები, რომელთა წყალხსნარები და ნალღობები

ატარებენ ელექტრულ დენს.

    ელექტროლიტური დისოციაცია –             ელექტროლიტის წყალში გახსნისას

(ან გალღობისას) იონებად დაშლის პროცესი.

    ელექტრონი - ატომის შემადგენელი უარყოფითი მუხტის მქონე ნაწილაკი,

                                                                     .   -3
რომლის მასა წყალბადის ატომის მასის 1/1840 ნაწილია. Mმუხტია 1,602 10

კულონს. ეს სიდიდე პირობითად -1-ის ტოლადაა ჩათვლილი. ელექტრონის

სიმბოლოდ იყენებენ e- (ან უბრალოდ e).

    ენდოთერმული რეაქცია – სითბოს           (ენერგიის) შთანთქმით მიმდინარე

ქიმიური რაქცია.

    ერთფუძიანი     მჟავა – მჟავა, რომლის მოლეკულაში მეტალის ატომით

ჩანაცვლების უნარის მქონე ერთი ატომი წყალბადია.

    ესტერები – რთული ეთერები
    ვ

    ვალენტობა - ელემენტის უნარი მიიერთოს სხვა ელემენტის ატომების

გარკვეული რაოდენობა. სხვაგვარად ელემენტის ატომების უნარი წარმოქმნან

გარკვეული რაოდენობის ქიმიური ბმები.



    ი

    იზომერები - ერთნაირი შედგენილობის და განსხვავებული აღნაგობის მქონე

ნაერთები.
7

      იზოტოპები - ერთნაირი ატომგულის მუხტის, მაგრამ განსხვავებული

მასების მქონე ატომები. იზოტოპებს ატომგულში ერთიდაიგივე რაოდენობის

პროტონები და განსხვავებული რაოდენობის ნეიტრონები აქვთ.

     ინდიკატორები - ნივთიერებები, როლებიც სხვადასხვა რეაქციის მქონე

ხსნარებში (მჟავა, ტუტე და ნეიტრალური) იღებენ სპეციფიკურ შეფერილობას.

     იონები –       დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ატომები ან ატომთა

ჯგუფები. დადებითად დამუხტულ იონებს კათიონები ეწოდებათ. კათიონებია: H+,

NH4+, Na+, Mg2+, Al3+ და ა.შ. უარყოფითად დამუხტულ იონებს ანიონები ეწოდებათ.

ანიონებია: OH-, Cl-, NO3-, SO42-, PO43- და ა.შ.

     იონური ბმა - ქიმიური კავშირი, რომელიც აღიძვრება საწინააღმდეგოდ

დამუხტულ იონებს შორის ელექტროსტატიკური ურთიერთმიზიდვის ხარჯზე.

     იონური კრისტალური მესერი – კრისტალური მესრები, რომლის საკვანძო

წერტილებში დადებითი და უარყოფითი იონები მონაცვლეობენ.



     კ
     კათიონები - დადებითად დამუტული იონები
     კათოდი - უარყოფითი ელექტროდი


     კარბონილის ჯგუფი - ფუნქციური ჯგუფი             -C=O
     კარბოქსილის ჯგუფი - ფუქციური ჯგუფი - COOH

     კარბონმჟავები         –    ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულები

შეიცავენ ერთ ან რამოდენიმე COOH ჯგუფს.

     კატალიზატორები - ნივთიერებები, რომლებიც ქიმიური რეაქციების დროს

არ იხარჯებიან, მაგრამ ცვლიან ქიმიური რეაქციის სიჩქარეს.
8
    კეტონები - ორგანული ნივთიერებები, რომელთა ფორმულაა R – CO – R

    კოვალენტური ბმა - ქიმიური კავშირი, რომელიც აღიძვრება საზიარო

ელექტრული წყვილების ხარჯზე.

    კოროზია - გარემო პირობების გავლენით მეტალების გარდაქმნის ფიზიკო-
ქიმიური პროცესი.
    კრეკინგი     - ნახშირწალბადების თერმული და თერმოქიმიური დაშლის
პროცესი



    ლ

    ლანთანოიდები        - ელემენტთა ჯგუფის სახელწოდება. ამ ელემენტთა
რიგიბრივი ნომერია 57-71 (La - Lu)

    ლე- შატელიეს       პრინციპი         – თუ წონასწორულ სისტემაზე მოქმედებს

წონასწორობის დამრღვევი რაიმე გარეშე ძალა, მაშინ სისტემაში აღიძვრება ამ ძალის

საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესები.

    ლითონები – იხ. მეტალები

    მ

    მარილები – რთული ნივთიერებები, რომლებიც მეტალის ატომებისა და

მჟავას ნაშთის ჯგუფებისგან შედგებიან.

    მარკოვნიკოვის        წესი       -    ეთილენური   რიგის   ნახშიწყალბადებთან

ჰალოგენწყალბადების (აგრეთვე წყლის) მიერთებისას წყალბადის ატომი უერთდება

უჯერი ბმის წარმომქმნელ უფრო მეტად ჰიდროგენიზებულ ნახშირბადატომს,

ჰალოგენი (ჰიდროქსილი) უფრო ნაკლებად ჰიდროგენიზებულ ნახშირბადატომს.

    მარტივი     ეთერები     –   ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი
ფორმულაა R – O – R’.
9

     მარტივი ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც შედგება ერთი ელემენტის

ატომებისგან.

     მასის ატომური ერთეული ( მ. ა. ე. ) ანუ დალტონი – ატომების მასის

                                                                           12
გასაზომად      შემოღებული   სპეციალური   ერთეული,     რომლის     სიდიდეა    C

იზოტოპის მასის ერთი მეთორმეტედი.

     მასის მუდმივობის კანონი - რეაქციაში შესულ ნივთიერებათა მასა უდრის

რეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებათა მასას.

     მასური წილი – სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს

     ა) ნივთიერების მასის რა ნაწილი მოდის ამა თუ იმ ელემენტზე.

     ბ) ნარევის მასის რა ნაწილი მოდის ნარევის შემადგენელ თითოეულ

კომპონენტზე.

     გ) ხსნარის მასის რა ნაწილი მოდის გახსნილ ნივთიერებაზე.

     მასური წილის აღსანიშნავად იყენებენ სიმბოლოს ω.

     მეტალები – ქიმიური ელემენტების დიდი ნაწილი (დაახლოებით 80%)

მეტალებია. იშვიათი გამონაკლისების გარდა მეტალის ატომებს გარე ელეტრონულ

შრეზე ერთი ან ორი ელექტრონია მოთავსებული. რაც უფრო ადვილად გასცემს

ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის მეტალური ბუნება. მეტალებს

ეძახიან ამ ელემენტების შესაბამის მარტივ ნივთიერებებსაც. მეტალები მყარი

ნივთიერებებია (გამონაკლისია ვერცხლისწყალი). მათ ახასიათებთ სითბო და

ელექტროგამტარობა, ჭედადობა და გლინვადობა. მეტალებია - Li, Na, K, Ca, Cu, Al,

Fe, და ა. შ.
10

     მეტალური         ბმა       –     ქიმიური     ბმა,     რომელიც   აღიძვრება   მეტალების

კრისტალებში         მეტალის          კათიონებსა       და    “ელექტრონულ     აირს”    შორის

ურთიერთმიზიდვის შედეგად.

     მეტალთა ჰიდროქსიდები – რთული ნივთიერებები, რომლებიც მეტალის

ატომისა და მასთან დაკვშირებული ერთი ან რამოდენიმე ჰიდროქსილის

ჯგუფებისგან შედგება.

     მიმოცვლის რეაქციები – რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ ორ რთულ

ნივთერებას შორის შემდეგი სქემის მიხედვით:


      AX + BY          AY + BX


     მოლეკულა - ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც ამ ნივთიერების

შედგენილობა და ქიმიური თვისებები აქვს შენარჩუნებული.

     მოლეკულური კრისტალური მესერი – კრისტალური მესერი, რომლის

საკვანძო წერტილებში ნივთიერებების მილეკულებია მოთავსებული.

     მოლეკულური მასა ( ფარდობით მოლეკულური მასა Mr) – სიდიდე,

რომელიც გვიჩვენებს რამდენჯერ მეტია მოცემული ნივთიერების 1 მოლეკულის

მასა 1 მ.ა.ე.-ზე.

     მოლი       -   ნივთიერების          რაოდენობის        საზომი    ერთეული.    ნებისმიერი

                                                  .   23
ნივთიერების ერთი მოლი შეიცავს 6,02 10                      სტრუქტურულ ერთეულს (ატომს,

                            .   23
მო;ეკულას, იონს). 6,02 10            ამ რიცხვს ავოგადროს რიცხვი (ავოგადროს მუდმივა)

ეწოდება.

     მოლური მასა – ნივთიერების მასის შეფარდება მის რაოდენობასთან.

     მონოსაქარიდი – საქარიდი, რომელიც ჰიდროლიზს არ განიცდის.
11

    მოქმედ მასათა კანონი - ქიმიური რეაქციის სიჩქარე პროპორციულია
მორეაგირე ნივთიერებათა სტექიომეტრიული კოეფიციენტების შესაბამის ხარისხში

აყვანილი მოლური კონცენტრაციების ნამრავლისა.

    მჟავები – რთული ნივთიერებები, რომლებიც მეტალით ჩანაცვლების უნარის

მქონე ერთი ან რამოდენიმე ატომი წყალბადის და მჟავას ნაშთისგან შედგებიან.

სხვაგვარად მჟავები ეწოდებათ ელექტროლიტებს, რომლებიც წყალში გახსნისას

დისოცირდებიან წყალბადის კათიონებად და მჟავას ნაშთის ანიონებად.

    მჟავური    ( მჟავა)   მარილები – მარილები, რომელთა შემადგენლობაში

გარდა მეტალისა და მჟავას ნაშთისა წყალბადის ატომებიც შედიან.

    მჟანგავები - ატომები, რომლებიც განიცდიან აღდგენას.



    ნ

    ნავთობი –     მუქი ფერის, ბლანტი თხევადი მასა, რომელსაც მოიპოვებენ

დედამიწის     წიაღიდან.    შედგება   ნაჯერი,   ციკლური    და     არომატული

ნახშირწყალბადებისგან. შეიცავს აგრეთვე ჟანგბად, გოგირდ და აზოტშემცველ

ორგანულ ნივთიერებებს. ნავთობის გადამუშავების შედეგად იღებენ საწვავს

შიდაწვისა და რეაქტიული ძრავებისათვის, ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო საწვავს,

საცხის და საპოხ ზეთებს, გუდრონს. ნავთობი ქიმიური წარმოების ძირითადი

ნედლეულია.

    ნავთობის თანამდე აირები –         აირები, რომლებიც გამოიყოფა ნავთობის

ჭაბურღილებიდან ნავთობის მოპოვებისას. ძირითადად შედგება მეთანის, ეთანის,

პროპანისა და ბუთანებისაგან.
12

    ნარევი – სისტემა, რომლის შემადგენლობაში ორი და მეტი სახის ნივთიერება

შედის.

    ნახევრადდაშლის პერიოდი - დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც

იშლება არსებული რადიაქტიური ელემენტის ატომების ნახევარი.

    ნახშირწყალბადები - ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულები
ნახშირბადისა და წყალბადის ატომებისაგან შედგება. არსებობს ნაჯერი, ციკლური,
უჯერი და არომატული ნახშირწყალბადები.
    ნახშირწყლები            - ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულების
შედგენილობა შეიძლება ასე გამოისახოს Cn (H20)m. ნახშირწყლები მრავალატომიანი
ალდეჰიდო-კეტონო           სპირტები     ან    მათი   კონდენსაციის    შედეგად      მიღებული
ნივთიერებებია.

    ნაჯერი ხსნარი – ხსნარი, რომელშიც მოცემულ პირობებში ნივთიერების

მაქსიმალური რაოდენობაა გახსნილი.

    ნეიტრონი - დაუმუხტავი ნაწილაკი, რომლის მასა დაახლოებით პროტონის

მასის ტოლია (1მ.ა.ე.), სიმბოლოა n.



    ო

    ორბიტალი          -    ზედაპირი,        სადაც   ელექტრონის     მოხვედრის      ალბათობა

მაქსიმალურია.

    ორგანული ნივთიერება - ყველა ნახშირბადშემცველი ნივთიერება, გარდა

შესაბამისი მარტივი ნივთიერებებისა, ნახშირბადის ოქსიდებისა (CO და CO2),

ნახშირმჟავისა    და       მისი   მარილების      (H2CO3,   Na2CO3   და   ა.შ.).   სხვაგვარად

ნახშირწყალბადები და მათი ნაწარმები.
13

     ორმაგი მარილები –       მარილები, რომლებიც ორი მეტალის ატომისა და

ერთი მჟავას ნაშთისგან შედგებიან.

     ორფუძიანი       მჟავა – მჟავა, რომლის მოლეკულაში მეტალის ატომით

ჩანაცვლების უნარის მქონე ორი ატომი წყალბადია. ორგანული ორფუძიანი მჟავები

შეიცავენ ორ COOH ჯგუფს.

     ოქსიდი - რთული ნივთიერება, რომელიც ორი ელემენტის ატომებისგან

შედგება და ერთი მათგანი აუცილებლად ჟანგბადია.




     პ
     პენტოზები –მონოსაქარიდები რომლის მოლეკულა ხუთ ატომ ნახშიტბადს
შეიცავს.

     პერიოდულობის კანონი - მარტივ ნივთიერებათა თვისებები, შესაბამისი
რთული ნივთიერებების თვისებები და ფორმები პერიოდულ დამოკიდებულებეშია

ელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდესთან.

     პერიოდული სისტემა – ელემენტთა პერიოდული სისტემა – ელემენტების

კლასიფიკაციის შესაბამისი ცხრილი (ტაბულა).

                                O
      pept i d u r i bm -
                       a           C   NH    bma

     “ პი”   ( π) ბმა - ქიმიური ბმა, რომელიც წარმოიქმნება ბმის წარმომქმნელი
ატომების      ცენტრების     შემაერთებელი    ღერძის    პერპენდიკულარულად

ელექტრონული ღრუბლების გადაფარვისას.

     პირომეტალურგია - მეტალების აღდგენა მაღალ ტემერატურაზე.

     პოლარული კოვალენტური ბმა – კოვალენტური ბმა, რომელიც აღიძვრება
განსხვავებული ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტის ატომებს შორის
14
    პოლიკონდენსაცია          –    დაბალი       მოლეკულური         მასის     მქონე

ნივთიერებებისაგან პოლიმერის წარნმოქმნის პროცესი, რომელსაც თან ახლავს

წყლის (ზოგჯერ სხვა დაბალმოლეკულური მასის მქონე ნივთიერების) წარმოქმნა

    პოლიმერი –     მაღალი მოლეკულური მასის მქონე ნივთიერება, რომელიც

ერთნაირ,   მრავალგზის    განმეორებად      ატომთა    დაჯგუფებებს     შეიცავს.   ამ

განმეორებად ჯგუფებს ელემენტარული რგოლი ქვიათ.

    პოლიმერიზაცია –          დიდი რაოდენობით ერთნაირი მოლეკულებისაგან

ერთი მაკრომოლეკულის წამოქმნის ქიმიური რეაქცია.

    პოლიმერიზაციის ხარისხი – რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს პოლიმერში

ელემენტარული რგოლების რაოდენობას.

    პოლისაქარიდები       -   მონოსაქარიდების       პოლიკონდენსაციის       შედეგად

მიღებული ნივთიერებები.

    პროტონი - დადებითად დამუხტული ნაწილაკი. მისი მუხტი ელექტრონის

მუხტის ტოლია და ნიშნით საწინააღმდეგოა. პროტონის მასაა 1 მ.ა.ე. პროტონის
სიმბოლოდ იყენებენ p+ ან უბრალოდ p.



    ჟ

    ჟანგვა- აღდგენითი რეაქციები – რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ
მორაგირე ნივთიერებათა შემადგენელი ატომები დაჟანგულობის ხარისხების

ცვლილებით.



    რ
15

     რადიაქტივობა      -     იზოტოპების ატომგულების თავისთავად დაშლის

პროცესი. ამ დროს ისინი ასხივებენ α, β და γ სხივებს და გარდაიქმნებიან სხვა

ელემენტად.

     რადიკალები – ა) ატომები ან ატომთა ჯგუფები, რომლებიც გაუწყვილებელ

ელექტრონს შეიცავენ.

     ბ) ნახშირწყალბადების მოლეკულიდან ერთი წყალბადატომის ჩამოცილების

შედეგად მიღებული ჯგუფები.

    რეაქციის სითბური ეფექტი - სითბოს (ენერგიის) რაოდენობა, რომელიც

გამოიყოფა (ან შთაინთქმება) ერთი მოლი ნივთიერების გარდაქმნისას.

    რთული      ეთერები       – ესტერები,    ორგანული ნივთიერებები, რომელთა
ზოგადი ფორმულაა R – COOR’.

    რთული ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც შედგება ორი და მეტი

ელემენტის ატომებისგან.




    ს




    საშუალო     სიძლიერის        ელექტროლიტი       –   ელექტროლიტი, რომლის

დისოციაციის ხარისხი 30>α>3% 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t=150.

    “ სიგმა”    ( σ)   ბმა    - ქიმიური ბმა, რომელიც         წარმოიქმნება ბმის
წარმომქმნელი   ატომების      შემაერთებელი     ღერძის   გასწვრივ   ელექტრონული

ღრუბლების გადაფარვისას.
16

       სპირტები –     ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ერთ ან რამოდენიმე

ჰოდროქსილის ჯგუფს შეიცავენ.

       სუსტი ელექტროლიტი – ელექტროლიტი, რომლის დისოციაციის ხარისხი

α < 3% 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t=150.

       სუფთა ნივთიერება - სისტემა, რომელიც ერთი სახის მოლეკულებისაგან

შედგება. სხვაგვარად ნივთიერება, რომელიც არ შეიცავს მინარევს.



       ტ

       ტუტე მეტალები - ელემენეტთა ბუნებრივი ოჯახი. ელემენტთა პერიოდული
სისტემის    I ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალები (Li, Na, K, Rb, Cs, Fr).
       ტუტემიწა    მეტალები      -   ელემენტთა    ბუნებრივი   ოჯახი.   ელემენტთა
პერიოდული სისტემის II ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალები (Be, Mg, Ca, Sr, Ba,
Ra).

       ტუტეები - წყალში ხსნადი ჰიდროქსიდები (ფუძეები). მაგ:            NaOH, KOH,
Ba(OH)2 და სხვა.




       უ

       უარყოფითი     კატალიზატორი        ანუ     ინჰიბიტორი – კატალიზატორი,

რომელიც ამცირებს ქიმიური რეაქციის სიჩქარეს.

       უჯერი ნახშირწყალბადები – ნახშირწყალბადები, რომელთა მოლეკულები

შეიცავენ ორმაგ ან სამმაგ ბმას.

       უჯერი ხსნარი – ხსნარი, რომელშიც მოცემულ პირობებში ნაჯერ ხსნართან

შედარებით ნაკლები ნივთიერებაა გახსნილი.
17



    ფ
    ფარადეი      კანონი        –        გამოსახავს   ელექტროლიზის       პროცესების

კანონზომიერებებს.


                                   m=




    ფენოლატები         -    ფენოლების       ჰიდროქსილის    წყალბადის     მეტალით
ჩანაცვლების პროდუქტი.

    ფენოლები – ნივთიერებები, რომელთა მოლეკულებში ჰიდროქსილის ჯგუფი

უშუალოდ ბენზოლის ბირთვთან არის დაკავშირებული.

    ფიზიკური მოვლენა – მოვლენა, რომლის დროს შეიძლება შეიცვალოს

ნივთიერების   ფორმა,       ტემპერატურა,     აგრეგატული    მდგომარეობა    და   სხვა

მახასიათებელი ნიშანი, მაგრამ არ იცვლება ნივთიერების მოლეკულა.

    ფუნქციური ჯგუფი - ატომები ან ატომთა ჯგუფები, რომლებიც არიან
დაკავშირებულნი ორგანულ რადიკალებთან და მიღებულ ნივთიერებებს გარკვეულ

თავისებურებებს ანიჭებენ.

    ფუძეები – მეტალთა ჰიდროქსიდები, რომლებიც რეაგირებენ მჟავებთან და
არ რეგირებენ ტუტეებთან.

    ფუძე მარილები – მარილები, რომლის შემადგენლობაში გარდა მეტალისა

და მჟავას ნაშთისა შედის ერთი ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფი.
18
    ქ

    ქვანახშირი     –     სასარგებლო   წიაღისეული.   მოიპოვებენ   ქვანახშირის

შახტებში, აგრეთვე ღია წესით. ძირითადი შემადგენელია ნახშირბადი. იყენებენ

საყოფაცხივრებო და ტექნიკურ საწვავად. მისი გადამუშავებით იღებენ კოქსს,

ქვანახშირის ზეთს და კოქსის აირს.

    ქიმია     - საბუნებისმეტყველო მეცნიერების ერთერთი       დარგი, რომელიც
იკვლევს ქიმიურ ელემენტებს, მათ მიერ წარმოქმნილ მარტივ და რთულ
ნივთიერებებს, მათ გარდაქმნებს და კანონებს, რომლებსაც ეს გარდაქმნები
ემორჩილებიან.
    ქიმია   (ტერმინი) - ა) ტერმინი ქიმია ეგვიპდიდან მოდის. ძველეგვიპტურ
ენაზე ეგვიპტეს    ”შავმიწა” ანუ ”ქიმია” ეწოდებოდა. ეგვიპტელების მეზობლები
მინის წარმოებას, ლითონების მიღებას, საღებავების მომზადების მეთოდებს
ეგვიპტელებისაგან გაეცნენ და ამიტომ მას ”ქიმია” უწოდეს.
                       ბ) არსებობს მოსაზრება, რომ ტერმინი ქიმია ჩინეთიდან
მომდინარეობს, კერძოდ ოქროს ძველჩინურად ”ქიმ”, ხოლო მის მიღებას ”ქიმია”
ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ბერძნები კოლხეთში ოქროს მიღების
პროცესს ”ქიმიად” მოიხსენიებდნენ. ექვთიმე მთაწმინდელის მიხედვით: ”ქიმია არს
ხელოვნებაი გამოდნობისა”.

    ქიმიური ბმები – კავშირები, რომელთა საშუალებით ატომები ერთმანეთს

უკავშირდებიან.

    ქიმიური ელემენტი - ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომების

ერთობლიობა.

    ქიმიური      ელემენტის    ფარდობითი     ატომური      მასა – განყენებული

სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს რამდენჯერ უფრო მეტია მოცემული ელემენტის

ერთი ატომის მასა ერთ მასის ატომურ ერთეულზე.
19

    ქიმიური მოვლენა – მოვლენა, რომლის დროს ერთი სახის მოლეკულე-

ბისგან ახალი მოლეკულები წარმოიქმნება. ქიმიურ მოვლენას ქიმიური რეაქცია

ეწოდება.

    ქიმიური      რეაქციის   სიჩქარე      -   მორეაგირე   ნივთიერებათა   მოლური

კონცენტრაციის ცვლილება დროში.

    ქიმიური ფორმულები – ინდივიდუალურ ნივთიერებათა შედგენილობის

გამოსახვა ქიმიური სიმბოლოებისა და რიცხვების საშუალებით.

    შ

    შაქრები - იხ. ნახშირწყლები.

    შედგენილობის მუდმივობის             კანონი - ყოველ სუფთა ნივთიერებას,

მიუხედავად მისი მიღების ხერხებისა, მუდმივი შედგენილობა აქვს.

    შეერთების     რეაქცია   – რეაქციები, რომლის დროსაც ორი ან მეტი

ნივთიერების მოლეკულისგან წარმოიქმნება ერთი ახალი ნივთიერების მოლეკულა.

     შერეული     მარილები – მარილები, რომლის შემადგენლობაში               ერთი

მეტალის ატომი და ორი მჟავას ნაშთია. შერეული მარილები შეიძლება წარმოქმნან

ორ და მეტვალენტიანმა მეტალებმა.

    შეუქცევადი რეაქციები – რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ ბოლომდე
და რეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს საწყისი ნივთიერებების წარმოქმნის

უნარი არ აქვთ.

    შექცევადი     რეაქციები       –   რეაქციები,   რომლის    დროსაც     მიღებულ
ნივთიერებებს იმავე პირობებში შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთქმედებისას

საწყისი ნივთიერებების წარმოქმნა. შექცევადი რეაქციები მთავრდება ქიმიური
20

წონასწორობის დამყარებით. ამ რეაქციებში ტოლობის ნიშნის ნაცვლად იყენებენ

ანტიპარალელურ ისრებს.



    ჩ

    ჩანაცვლების     რეაქციები     –    რეაქციები,   რომლის     დროს   მარტივი
ნივთიერებების    ატომები    იკავებენ    შესაბმისი   რთული       ნივთიერებების

შემადგენლობაში მყოფი ატომის ან ატომთა ჯგუფის ადგილს.



    ც

    ცილები ( პროტეინები) – ბუნებრივი ნაერთები, რომლებიც α-ამინომჟავების
პოლიკონდენსაციის    შედეგად   მიღებული      პოლიპეპდიდური       ჯაჭვის   მქონე

ნაერთებია.

    ცხიმები – საკვები ნივთიერებები, რომლებიც გლიცერინისა და უმაღლესი

კარბონმჟავების რთული ეთერებია.



    ძ

    ძლიერი      ელექტროლიტი       –    ელექტროლიტი,   რომლის     დისოციაციის

ხარისხი α > 30% 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t=150.



    წ

    წვა – სითბოსა და სინათლის გამოყოფით მომდინარე ქიმიური რეაქცია.

    წყალბადური ბმა – ბმა, რომელიც აღიძვრება პოლარულად დაკავშირებულ

წყალბადატომსა და მაღალი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტების (ფტორი,

ჟანგბადი, აზოტი) ატომებს შორის.
21
    წყლის სიხისტე –        ბუნებრი წყლებში კალციუმისა და მაგნიუმის ხსნადი

მარილების შემცველობით გამოწვეული მოვლენა.



    ხ

    ხსნადობა - ხსნარის წარმოქმნის უნარი.

    ხსნადობის      კოეფიციენტი – სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს მაქსიმუმ

რამდენი გრამი ნივთიერება შეიძლება გაიხსნას მოცემულ ტემპერატურაზე 100 გრამ

წყალში (ან 1ლ ანუ 1000გ წყალში).

    ხსნარი – ცვლადი შედგენილობის ერთგვაროვანი (ჰომოგენური) სისტემა,

რომელიც ორი და მეტი კომპონენტისგან შედგება.

    ხსნარის მოლური კონცენტრაცია - სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს რამდენ

მოლ გახსნილ ნივთიერებას შეიცავს 1 ლიტრი ხსნარი.



    ჰ

    ჰალკოგენები - ელემენტების ბუნებრივი ოჯახი ელემენტთა პერიოდული
სისტემის VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები (O, S, Se, Te, Po).
    ჰალოგენები - ელემენტების ბუნებრივი ოჯახი ელემენტთა პერიოდული
სისტემის VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები (F, Cl, Br, I, At).

    ჰეტეროგენური რეაქციები - სხვადასხვა ფაზაში მიმდინარე რეაქციები.

    ჰექსოზები – ექვსი ატომი ნახშირბადის შემცველი მონოსაქარიდები.

    ჰიბრიდიზაცია - ერთი ატომის ორი ან რამოდენიმე ელექტრული ღრუბლის
გარდაქმნა - გათანაბრება. არსებობს sp, sp2, sp3 და სხვა ჰიბრიდიზაციის ტიპები.

    ჰიდრატაცია – წყლის მიერთების პროცესი.

    ჰიდრირება – უჯერ ბმასთან წყალბადის მიერთების რეაქცია.

    ჰიდროლიზი – ნივთიერების წყალთან ურთიერთქმედების რეაქცია.
22

    ჰომოგენური რეაქციები - ერთ ფაზაში მიმდინარე რეაქციები.

    ჰომოლოგიური რიგი - ორგანულ ნივთიერებათა ჯგუფი, რომელიც მსგავსი
ბუნების ნაერთებისაგან შედგება და აქვთ ერთი ზოგადი ფორმულა.
    ჰომოლოგიური სხვაობა - CH2 ჯგუფი. ჰომოლოგების მოლეკულების
შედგენილობა ერთმანეთისაგან ერთი ან რამოდენიმე CH2 ჯგუფით განსხვავდება.

Weitere ähnliche Inhalte

Was ist angesagt?

გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41datiko43
 
ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი2
ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი2ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი2
ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი2mziaegiashvili
 
გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29datiko43
 
თამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობათამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობაschool n 11
 
XI კლასის ისტორიის ტესტები
XI კლასის ისტორიის ტესტებიXI კლასის ისტორიის ტესტები
XI კლასის ისტორიის ტესტებიmarika rekhviashvili
 
შინაგანი ენერგია და მისი შეცვლის ხერხები
შინაგანი ენერგია და მისი შეცვლის ხერხებიშინაგანი ენერგია და მისი შეცვლის ხერხები
შინაგანი ენერგია და მისი შეცვლის ხერხები310157jana
 
პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''Tamuna Chagelishvili
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"tamarkakachia
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12datiko43
 
ფესვის აგებულება
ფესვის აგებულებაფესვის აგებულება
ფესვის აგებულებაqetevan nandoshvili
 
დავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსებადავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსებაtamta jgarkava
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაRusudan Gonashvuli
 
ეფექტური კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაციაეფექტური კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაციაGiorgi Tchautchidze
 
გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32datiko43
 

Was ist angesagt? (20)

იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“  გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
 
ავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძიავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძი
 
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
 
გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41
 
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
 
ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი2
ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი2ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი2
ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი2
 
გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29
 
თამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობათამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობა
 
XI კლასის ისტორიის ტესტები
XI კლასის ისტორიის ტესტებიXI კლასის ისტორიის ტესტები
XI კლასის ისტორიის ტესტები
 
შინაგანი ენერგია და მისი შეცვლის ხერხები
შინაგანი ენერგია და მისი შეცვლის ხერხებიშინაგანი ენერგია და მისი შეცვლის ხერხები
შინაგანი ენერგია და მისი შეცვლის ხერხები
 
პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12
 
ფესვის აგებულება
ფესვის აგებულებაფესვის აგებულება
ფესვის აგებულება
 
დავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსებადავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსება
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა
 
ეფექტური კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაციაეფექტური კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაცია
 
გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32
 

Andere mochten auch

გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44datiko43
 
გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43datiko43
 
კარბონმჟავები და მისი ესტერები ბუნებაში
კარბონმჟავები და მისი ესტერები ბუნებაშიკარბონმჟავები და მისი ესტერები ბუნებაში
კარბონმჟავები და მისი ესტერები ბუნებაშიeberiashvili
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49datiko43
 
გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31datiko43
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16datiko43
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10datiko43
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5datiko43
 
გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4datiko43
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
მეტალების კოროზია
მეტალების კოროზიამეტალების კოროზია
მეტალების კოროზიაingadatuashvili
 
გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3barambo
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18barambo
 
კონფლიქტი, ქცევა და რეაქცია
კონფლიქტი, ქცევა და რეაქციაკონფლიქტი, ქცევა და რეაქცია
კონფლიქტი, ქცევა და რეაქციაlipara
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
მარილების ელექტროლიზი.02
მარილების ელექტროლიზი.02მარილების ელექტროლიზი.02
მარილების ელექტროლიზი.02nonakalandadze70
 
ლექცია 6
ლექცია  6ლექცია  6
ლექცია 6David Kiziria
 
სუფთა ნივთიერებები და ნარევები
სუფთა ნივთიერებები და ნარევებისუფთა ნივთიერებები და ნარევები
სუფთა ნივთიერებები და ნარევებიaroshidzemakvala
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 

Andere mochten auch (20)

გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44
 
გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43
 
კარბონმჟავები და მისი ესტერები ბუნებაში
კარბონმჟავები და მისი ესტერები ბუნებაშიკარბონმჟავები და მისი ესტერები ბუნებაში
კარბონმჟავები და მისი ესტერები ბუნებაში
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49
 
გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5
 
გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
G 051
G 051G 051
G 051
 
მეტალების კოროზია
მეტალების კოროზიამეტალების კოროზია
მეტალების კოროზია
 
გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18
 
კონფლიქტი, ქცევა და რეაქცია
კონფლიქტი, ქცევა და რეაქციაკონფლიქტი, ქცევა და რეაქცია
კონფლიქტი, ქცევა და რეაქცია
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
მარილების ელექტროლიზი.02
მარილების ელექტროლიზი.02მარილების ელექტროლიზი.02
მარილების ელექტროლიზი.02
 
ლექცია 6
ლექცია  6ლექცია  6
ლექცია 6
 
სუფთა ნივთიერებები და ნარევები
სუფთა ნივთიერებები და ნარევებისუფთა ნივთიერებები და ნარევები
სუფთა ნივთიერებები და ნარევები
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 

Ähnlich wie ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1

ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიbarambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51barambo
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51barambo
 
G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13barambo
 
გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39datiko43
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6barambo
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6barambo
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6barambo
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36datiko43
 
G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01barambo
 

Ähnlich wie ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1 (20)

ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
 
Qimia
QimiaQimia
Qimia
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51
 
გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51გაკვეთილი № 51
გაკვეთილი № 51
 
G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
 
G033 1
G033 1G033 1
G033 1
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36
 
G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01
 

Mehr von barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

Mehr von barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 

ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1

  • 1. n a w i l i VI ქიმიური ტერმინების ლექსიკონი ა ავოგადროს კანონი - სხვადასხვა აირის ტოლი მოცულობები ერთნაირ პირობებში (ერთნაირი წნევა და ტემპერატურა) მოლეკულების ერთიდაიგივე რაოდენობას შეიცავენ. ავოგადროს რიცხვი – ერთ მოლ ნივთიერებაში სტრუქტურული 23 ერთეულების რაოდენობა – 6,02 ⋅ 10 ალდეჰიდები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი ფორმულაა: O R C H ალკანები ( ნაჯერი ნახშირწყალბადები, პარაფინები) – ნახშირწყალბადები, რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n+2. ალკენები ( ეთილენის რიგის ნახშირწყალბადები, ოლეფინები) - ნახშირწყალბადები, რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n. მათ მოლეკულაში ერთი C=C ბმაა განხორციელებული. ალკინები ( აცეტილენური რიგის ნახშირწყალბადები) - ნახშირწყალბადები, რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n-2. მათ მოლეკულაში ერთი C≡C ბმაა განხორციელებული. ალკოჰოლატები - სპირტების ჰიდროქსილის წყალბადის ატომის მეტალით ჩანაცვლების პროდუქტები R – O Me ალოტროპია – ელემენტის უნარი წარმოქმნას რამდენიმე მარტივი ნივთიერება. ამინები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი ფორმულებია:
  • 2. 2 ა) RNH2 – პირველადი ამინები ბ) R2NH – მეორეული ამინები გ) R3N – მესამული ამინები ამინომჟავები – ამინო და კარბოქსილის ჯგუფის შემცველი ორგანული ნივთიერებები. ამფოტერული ოქსიდები – ოქსიდები, რომლებიც რეაგირებენ როგორც მჟავეებთან (ფუძე ოქსიდების მსგავსად), ისე ტუტეებთან (მჟავური ოქსიდების მსგავსად). ამფოტერული ჰიდროქსიდები – ჰიდროქსიდები, რომლებიც რეაგირებენ როგორც მჟავეებთან (ფუძეების მსგავსად) ისე ტუტეებთან, (მჟავების მსგავსად) ანიონი - უარყოფითად დამუხტული იონი ანოდი - დადებითად დამუხტული ელექტროდი არაელექტროლიტები - ნივთიერებები, რომელთა წყალხსნარები ან ნალღობები ელექტრულ დენს არ ატარებენ არამეტალები – ქიმიური ელემენტების ერთი ნაწილი (H, B, C, Si, N, P, As, O, S, Se, Te, F, Cl, Br, I, At). არამეტალების ატომების გარე ელექტრონულ შრეზე 4-7 ელექტრონია (გამონაკლისია H და B). დასრულებული ელექტრონული გარსის წარმოსაქმნელად არამეტალის ატომებს შეუძლიათ როგორც ელექტრონების მიერთება ისე გაცემა (გამონაკლისია F). რაც უფრო ადვილად იერთებს ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის არამეტალური ბუნება. არამეტალებს უწოდებენ ამ ელემენტების შესაბამის მარტივ ნივთიერებებსაც.
  • 3. 3 არაპოლარული კოვალენტური ბმა – კოვალენტური ბმა რომელიც აღიძვრება ერთიდაიგივე ელემენტის ან ერთნაირი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტის ატომებს შორის. არომატული ნახშირწყალბადები - ბენზოლის ბირთვის შემცველი ნახშირწყალბადები. ატომი – ქიმიურად განუყოფელი უმცირესი ნაწილაკი, რომელიც შედის მარტივი და რთული ნივთიერებების შემადგენლობაში. შედგება დადებითად დამუხტული ბირთვისა და უარყოფითად დამუხტული ელექტრული გარსისგან ატომური კრისტალური მესერი - მის საკვანძო წერტილებში ატომებია მოთავსებული. ატომებს შორის კოვალენტური ბმებია განხორციელებული. აქტივაციის ენერგია - მინიმალური ენერგია, რომელიც სჭირდება ნაწილაკებს, რათა მათი დაჯახებისას დაიწყოს ქიმიური რეაქცია. ამ ენერგიის მატარებელ ნაწილაკებს აქტიური ნაწილაკები ჰქვიათ. აქტინოიდები - ელემენტთა ჯგუფის სახელწოდება. ამ ელემენტთა რიგობრივი ნომერია 89-107 (Ac –Lr) აღდგენა – ა) ელექტრონის მიერთების პროცესი. ბ) მარტივი ნივთიერებების მიღების რეაქციები მათი შესაბამისი რთული ნივთიერებების (ძირითადად ოქსიდების) გარდაქმნის შედეგად. აღმდგენლები – ა) ატომები (ატომთა ჯგუფები), რომლებიც გასცემენ ელექტრონებს ანუ იჟანგებიან. ბ) ნივთიერებები, რომლებიც ოქსიდებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნიან მარტივ ნივთიერებებს (H2, C, CO, Al და სხვ.) ბ
  • 4. 4 ბუნებრივი აირი – აირთა ნარევი, რომელსაც მოიპოვებენ დედამიწის წიაღიდან. ძირითადი შემადგენელი ნაწილია მეთანი (ϕ=0,8-0,96) ბმები – იხ. ქიმიური ბმები. გ გამხსნელი – ხსნარის შემადგენელი კომპონენტი, რომლის შესაბამის აგრეგატულ მდგომარეობაშია ხსნარი. გახსნილი ნივთიერების მასური წილი ( ω) - გახსნილი ნივთიერების მასის შეფარდება ხსნარის მასასთან. ω იღებს მნიშვნელობებს 0-დან 1-მდე. შეიძლება მასური წილი გამოისახოს პროცენტებში. გახსნის სითბო - სითბოს (ენერგიის) რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა ან შთაინთქმება ერთი მოლი ნივთიერების დიდ რაოდენობა წყალში გახსნისას. დ დადებითი კატალიზატორი – კატალიზატორი, რომელიც ზრდის ქიმიური რეაქციის სიჩქარეს დაჟანგვა – ა) ელექტრონის გაცემის პროცესი. ბ) მარტივი და რთული ნივთიერებების ნივთიერებების ჟანგბადთან ურთიერთქმედების პროცესი. დაჟანგულობის ხარისხი - მუხტი, რომლებიც ექნებოდათ ატომებს ნივთიერებებში იმ პირობით, რომ ატომებს შორის განხორციელებული ყოველი პოლარული ბმა იონურია. სხვაგვარად, დაჟანგულობის ხარისხი გვიჩვენებს,
  • 5. 5 რამდენი ელექტრონი აქვს მიერთებული ან გაცემული ატომს ნაერთის წარმოქმნისას ზემოთ მოტანილი პირობითობის გათვალისწინებით. დაშლის რეაქციები – რეაქციები, რომლის დროს ერთი ნივთერების მოლეკულებისგან წარმოიქმნება ორი ან მეტი ნივთიერების მოლეკულა. დიენური ნახშირწყალბადები - ორი ორმაგი ბმის შემცველი ნახშირწყალბადები. მათი ზოგადი ფორმულაა CnH2n-2. დისაქარიდები -ნახშირწყლები, რომლებიც ორი მოლეკულა მონოსაქარიდის გადაბმით მიიღება. დისოციაციის ხარისხი – ელექტროლიტის ხსნარში დისოცირებული მოლეკულების რაოდენობის შეფარდება გახსნილი ელექტროლიტის მოლეკულების რაოდენობასთან. “ დე” – წინსართი, რომელიც მოხლეჩას აღნიშნავს. მაგალითად, დეჰიდრირება – წყალბადის მოხლეჩა, დეჰიდრატაცია – წყლის მოხლეჩა და ა.შ. დონორ- აქცეპტორული ბმა – კოვალენტური ბმის კერძო შემთხვევა. წარმოიქმნება ერთერთი ატომის (დონორი) თავისუფალ ელექტრონულ წყვილზე მეორე ატომის (აქცეპტორის), რომელსაც თავისუფალი ორბიტალი გააჩნია, მიერთების გზით. ე ეგზოთერმული რეაქცია – სითბოს (ენერგიის) გამოყოფით მიმდინარე ქიმიური რაქცია. ელექტროლიზი – ჟანგვა-აღდგენის რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ ელექტროდებზე ელექტროლიტის წყალხსნარში (ან ნალღობში) მუდმივი ელექტრული დენის გატარებისას.
  • 6. 6 ელექტროლიტები - ნივთიერებები, რომელთა წყალხსნარები და ნალღობები ატარებენ ელექტრულ დენს. ელექტროლიტური დისოციაცია – ელექტროლიტის წყალში გახსნისას (ან გალღობისას) იონებად დაშლის პროცესი. ელექტრონი - ატომის შემადგენელი უარყოფითი მუხტის მქონე ნაწილაკი, . -3 რომლის მასა წყალბადის ატომის მასის 1/1840 ნაწილია. Mმუხტია 1,602 10 კულონს. ეს სიდიდე პირობითად -1-ის ტოლადაა ჩათვლილი. ელექტრონის სიმბოლოდ იყენებენ e- (ან უბრალოდ e). ენდოთერმული რეაქცია – სითბოს (ენერგიის) შთანთქმით მიმდინარე ქიმიური რაქცია. ერთფუძიანი მჟავა – მჟავა, რომლის მოლეკულაში მეტალის ატომით ჩანაცვლების უნარის მქონე ერთი ატომი წყალბადია. ესტერები – რთული ეთერები ვ ვალენტობა - ელემენტის უნარი მიიერთოს სხვა ელემენტის ატომების გარკვეული რაოდენობა. სხვაგვარად ელემენტის ატომების უნარი წარმოქმნან გარკვეული რაოდენობის ქიმიური ბმები. ი იზომერები - ერთნაირი შედგენილობის და განსხვავებული აღნაგობის მქონე ნაერთები.
  • 7. 7 იზოტოპები - ერთნაირი ატომგულის მუხტის, მაგრამ განსხვავებული მასების მქონე ატომები. იზოტოპებს ატომგულში ერთიდაიგივე რაოდენობის პროტონები და განსხვავებული რაოდენობის ნეიტრონები აქვთ. ინდიკატორები - ნივთიერებები, როლებიც სხვადასხვა რეაქციის მქონე ხსნარებში (მჟავა, ტუტე და ნეიტრალური) იღებენ სპეციფიკურ შეფერილობას. იონები – დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ატომები ან ატომთა ჯგუფები. დადებითად დამუხტულ იონებს კათიონები ეწოდებათ. კათიონებია: H+, NH4+, Na+, Mg2+, Al3+ და ა.შ. უარყოფითად დამუხტულ იონებს ანიონები ეწოდებათ. ანიონებია: OH-, Cl-, NO3-, SO42-, PO43- და ა.შ. იონური ბმა - ქიმიური კავშირი, რომელიც აღიძვრება საწინააღმდეგოდ დამუხტულ იონებს შორის ელექტროსტატიკური ურთიერთმიზიდვის ხარჯზე. იონური კრისტალური მესერი – კრისტალური მესრები, რომლის საკვანძო წერტილებში დადებითი და უარყოფითი იონები მონაცვლეობენ. კ კათიონები - დადებითად დამუტული იონები კათოდი - უარყოფითი ელექტროდი კარბონილის ჯგუფი - ფუნქციური ჯგუფი -C=O კარბოქსილის ჯგუფი - ფუქციური ჯგუფი - COOH კარბონმჟავები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულები შეიცავენ ერთ ან რამოდენიმე COOH ჯგუფს. კატალიზატორები - ნივთიერებები, რომლებიც ქიმიური რეაქციების დროს არ იხარჯებიან, მაგრამ ცვლიან ქიმიური რეაქციის სიჩქარეს.
  • 8. 8 კეტონები - ორგანული ნივთიერებები, რომელთა ფორმულაა R – CO – R კოვალენტური ბმა - ქიმიური კავშირი, რომელიც აღიძვრება საზიარო ელექტრული წყვილების ხარჯზე. კოროზია - გარემო პირობების გავლენით მეტალების გარდაქმნის ფიზიკო- ქიმიური პროცესი. კრეკინგი - ნახშირწალბადების თერმული და თერმოქიმიური დაშლის პროცესი ლ ლანთანოიდები - ელემენტთა ჯგუფის სახელწოდება. ამ ელემენტთა რიგიბრივი ნომერია 57-71 (La - Lu) ლე- შატელიეს პრინციპი – თუ წონასწორულ სისტემაზე მოქმედებს წონასწორობის დამრღვევი რაიმე გარეშე ძალა, მაშინ სისტემაში აღიძვრება ამ ძალის საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესები. ლითონები – იხ. მეტალები მ მარილები – რთული ნივთიერებები, რომლებიც მეტალის ატომებისა და მჟავას ნაშთის ჯგუფებისგან შედგებიან. მარკოვნიკოვის წესი - ეთილენური რიგის ნახშიწყალბადებთან ჰალოგენწყალბადების (აგრეთვე წყლის) მიერთებისას წყალბადის ატომი უერთდება უჯერი ბმის წარმომქმნელ უფრო მეტად ჰიდროგენიზებულ ნახშირბადატომს, ჰალოგენი (ჰიდროქსილი) უფრო ნაკლებად ჰიდროგენიზებულ ნახშირბადატომს. მარტივი ეთერები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი ფორმულაა R – O – R’.
  • 9. 9 მარტივი ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც შედგება ერთი ელემენტის ატომებისგან. მასის ატომური ერთეული ( მ. ა. ე. ) ანუ დალტონი – ატომების მასის 12 გასაზომად შემოღებული სპეციალური ერთეული, რომლის სიდიდეა C იზოტოპის მასის ერთი მეთორმეტედი. მასის მუდმივობის კანონი - რეაქციაში შესულ ნივთიერებათა მასა უდრის რეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებათა მასას. მასური წილი – სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს ა) ნივთიერების მასის რა ნაწილი მოდის ამა თუ იმ ელემენტზე. ბ) ნარევის მასის რა ნაწილი მოდის ნარევის შემადგენელ თითოეულ კომპონენტზე. გ) ხსნარის მასის რა ნაწილი მოდის გახსნილ ნივთიერებაზე. მასური წილის აღსანიშნავად იყენებენ სიმბოლოს ω. მეტალები – ქიმიური ელემენტების დიდი ნაწილი (დაახლოებით 80%) მეტალებია. იშვიათი გამონაკლისების გარდა მეტალის ატომებს გარე ელეტრონულ შრეზე ერთი ან ორი ელექტრონია მოთავსებული. რაც უფრო ადვილად გასცემს ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის მეტალური ბუნება. მეტალებს ეძახიან ამ ელემენტების შესაბამის მარტივ ნივთიერებებსაც. მეტალები მყარი ნივთიერებებია (გამონაკლისია ვერცხლისწყალი). მათ ახასიათებთ სითბო და ელექტროგამტარობა, ჭედადობა და გლინვადობა. მეტალებია - Li, Na, K, Ca, Cu, Al, Fe, და ა. შ.
  • 10. 10 მეტალური ბმა – ქიმიური ბმა, რომელიც აღიძვრება მეტალების კრისტალებში მეტალის კათიონებსა და “ელექტრონულ აირს” შორის ურთიერთმიზიდვის შედეგად. მეტალთა ჰიდროქსიდები – რთული ნივთიერებები, რომლებიც მეტალის ატომისა და მასთან დაკვშირებული ერთი ან რამოდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფებისგან შედგება. მიმოცვლის რეაქციები – რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ ორ რთულ ნივთერებას შორის შემდეგი სქემის მიხედვით: AX + BY AY + BX მოლეკულა - ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც ამ ნივთიერების შედგენილობა და ქიმიური თვისებები აქვს შენარჩუნებული. მოლეკულური კრისტალური მესერი – კრისტალური მესერი, რომლის საკვანძო წერტილებში ნივთიერებების მილეკულებია მოთავსებული. მოლეკულური მასა ( ფარდობით მოლეკულური მასა Mr) – სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს რამდენჯერ მეტია მოცემული ნივთიერების 1 მოლეკულის მასა 1 მ.ა.ე.-ზე. მოლი - ნივთიერების რაოდენობის საზომი ერთეული. ნებისმიერი . 23 ნივთიერების ერთი მოლი შეიცავს 6,02 10 სტრუქტურულ ერთეულს (ატომს, . 23 მო;ეკულას, იონს). 6,02 10 ამ რიცხვს ავოგადროს რიცხვი (ავოგადროს მუდმივა) ეწოდება. მოლური მასა – ნივთიერების მასის შეფარდება მის რაოდენობასთან. მონოსაქარიდი – საქარიდი, რომელიც ჰიდროლიზს არ განიცდის.
  • 11. 11 მოქმედ მასათა კანონი - ქიმიური რეაქციის სიჩქარე პროპორციულია მორეაგირე ნივთიერებათა სტექიომეტრიული კოეფიციენტების შესაბამის ხარისხში აყვანილი მოლური კონცენტრაციების ნამრავლისა. მჟავები – რთული ნივთიერებები, რომლებიც მეტალით ჩანაცვლების უნარის მქონე ერთი ან რამოდენიმე ატომი წყალბადის და მჟავას ნაშთისგან შედგებიან. სხვაგვარად მჟავები ეწოდებათ ელექტროლიტებს, რომლებიც წყალში გახსნისას დისოცირდებიან წყალბადის კათიონებად და მჟავას ნაშთის ანიონებად. მჟავური ( მჟავა) მარილები – მარილები, რომელთა შემადგენლობაში გარდა მეტალისა და მჟავას ნაშთისა წყალბადის ატომებიც შედიან. მჟანგავები - ატომები, რომლებიც განიცდიან აღდგენას. ნ ნავთობი – მუქი ფერის, ბლანტი თხევადი მასა, რომელსაც მოიპოვებენ დედამიწის წიაღიდან. შედგება ნაჯერი, ციკლური და არომატული ნახშირწყალბადებისგან. შეიცავს აგრეთვე ჟანგბად, გოგირდ და აზოტშემცველ ორგანულ ნივთიერებებს. ნავთობის გადამუშავების შედეგად იღებენ საწვავს შიდაწვისა და რეაქტიული ძრავებისათვის, ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო საწვავს, საცხის და საპოხ ზეთებს, გუდრონს. ნავთობი ქიმიური წარმოების ძირითადი ნედლეულია. ნავთობის თანამდე აირები – აირები, რომლებიც გამოიყოფა ნავთობის ჭაბურღილებიდან ნავთობის მოპოვებისას. ძირითადად შედგება მეთანის, ეთანის, პროპანისა და ბუთანებისაგან.
  • 12. 12 ნარევი – სისტემა, რომლის შემადგენლობაში ორი და მეტი სახის ნივთიერება შედის. ნახევრადდაშლის პერიოდი - დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც იშლება არსებული რადიაქტიური ელემენტის ატომების ნახევარი. ნახშირწყალბადები - ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულები ნახშირბადისა და წყალბადის ატომებისაგან შედგება. არსებობს ნაჯერი, ციკლური, უჯერი და არომატული ნახშირწყალბადები. ნახშირწყლები - ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულების შედგენილობა შეიძლება ასე გამოისახოს Cn (H20)m. ნახშირწყლები მრავალატომიანი ალდეჰიდო-კეტონო სპირტები ან მათი კონდენსაციის შედეგად მიღებული ნივთიერებებია. ნაჯერი ხსნარი – ხსნარი, რომელშიც მოცემულ პირობებში ნივთიერების მაქსიმალური რაოდენობაა გახსნილი. ნეიტრონი - დაუმუხტავი ნაწილაკი, რომლის მასა დაახლოებით პროტონის მასის ტოლია (1მ.ა.ე.), სიმბოლოა n. ო ორბიტალი - ზედაპირი, სადაც ელექტრონის მოხვედრის ალბათობა მაქსიმალურია. ორგანული ნივთიერება - ყველა ნახშირბადშემცველი ნივთიერება, გარდა შესაბამისი მარტივი ნივთიერებებისა, ნახშირბადის ოქსიდებისა (CO და CO2), ნახშირმჟავისა და მისი მარილების (H2CO3, Na2CO3 და ა.შ.). სხვაგვარად ნახშირწყალბადები და მათი ნაწარმები.
  • 13. 13 ორმაგი მარილები – მარილები, რომლებიც ორი მეტალის ატომისა და ერთი მჟავას ნაშთისგან შედგებიან. ორფუძიანი მჟავა – მჟავა, რომლის მოლეკულაში მეტალის ატომით ჩანაცვლების უნარის მქონე ორი ატომი წყალბადია. ორგანული ორფუძიანი მჟავები შეიცავენ ორ COOH ჯგუფს. ოქსიდი - რთული ნივთიერება, რომელიც ორი ელემენტის ატომებისგან შედგება და ერთი მათგანი აუცილებლად ჟანგბადია. პ პენტოზები –მონოსაქარიდები რომლის მოლეკულა ხუთ ატომ ნახშიტბადს შეიცავს. პერიოდულობის კანონი - მარტივ ნივთიერებათა თვისებები, შესაბამისი რთული ნივთიერებების თვისებები და ფორმები პერიოდულ დამოკიდებულებეშია ელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდესთან. პერიოდული სისტემა – ელემენტთა პერიოდული სისტემა – ელემენტების კლასიფიკაციის შესაბამისი ცხრილი (ტაბულა). O pept i d u r i bm - a C NH bma “ პი” ( π) ბმა - ქიმიური ბმა, რომელიც წარმოიქმნება ბმის წარმომქმნელი ატომების ცენტრების შემაერთებელი ღერძის პერპენდიკულარულად ელექტრონული ღრუბლების გადაფარვისას. პირომეტალურგია - მეტალების აღდგენა მაღალ ტემერატურაზე. პოლარული კოვალენტური ბმა – კოვალენტური ბმა, რომელიც აღიძვრება განსხვავებული ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტის ატომებს შორის
  • 14. 14 პოლიკონდენსაცია – დაბალი მოლეკულური მასის მქონე ნივთიერებებისაგან პოლიმერის წარნმოქმნის პროცესი, რომელსაც თან ახლავს წყლის (ზოგჯერ სხვა დაბალმოლეკულური მასის მქონე ნივთიერების) წარმოქმნა პოლიმერი – მაღალი მოლეკულური მასის მქონე ნივთიერება, რომელიც ერთნაირ, მრავალგზის განმეორებად ატომთა დაჯგუფებებს შეიცავს. ამ განმეორებად ჯგუფებს ელემენტარული რგოლი ქვიათ. პოლიმერიზაცია – დიდი რაოდენობით ერთნაირი მოლეკულებისაგან ერთი მაკრომოლეკულის წამოქმნის ქიმიური რეაქცია. პოლიმერიზაციის ხარისხი – რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს პოლიმერში ელემენტარული რგოლების რაოდენობას. პოლისაქარიდები - მონოსაქარიდების პოლიკონდენსაციის შედეგად მიღებული ნივთიერებები. პროტონი - დადებითად დამუხტული ნაწილაკი. მისი მუხტი ელექტრონის მუხტის ტოლია და ნიშნით საწინააღმდეგოა. პროტონის მასაა 1 მ.ა.ე. პროტონის სიმბოლოდ იყენებენ p+ ან უბრალოდ p. ჟ ჟანგვა- აღდგენითი რეაქციები – რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ მორაგირე ნივთიერებათა შემადგენელი ატომები დაჟანგულობის ხარისხების ცვლილებით. რ
  • 15. 15 რადიაქტივობა - იზოტოპების ატომგულების თავისთავად დაშლის პროცესი. ამ დროს ისინი ასხივებენ α, β და γ სხივებს და გარდაიქმნებიან სხვა ელემენტად. რადიკალები – ა) ატომები ან ატომთა ჯგუფები, რომლებიც გაუწყვილებელ ელექტრონს შეიცავენ. ბ) ნახშირწყალბადების მოლეკულიდან ერთი წყალბადატომის ჩამოცილების შედეგად მიღებული ჯგუფები. რეაქციის სითბური ეფექტი - სითბოს (ენერგიის) რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა (ან შთაინთქმება) ერთი მოლი ნივთიერების გარდაქმნისას. რთული ეთერები – ესტერები, ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი ფორმულაა R – COOR’. რთული ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც შედგება ორი და მეტი ელემენტის ატომებისგან. ს საშუალო სიძლიერის ელექტროლიტი – ელექტროლიტი, რომლის დისოციაციის ხარისხი 30>α>3% 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t=150. “ სიგმა” ( σ) ბმა - ქიმიური ბმა, რომელიც წარმოიქმნება ბმის წარმომქმნელი ატომების შემაერთებელი ღერძის გასწვრივ ელექტრონული ღრუბლების გადაფარვისას.
  • 16. 16 სპირტები – ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ერთ ან რამოდენიმე ჰოდროქსილის ჯგუფს შეიცავენ. სუსტი ელექტროლიტი – ელექტროლიტი, რომლის დისოციაციის ხარისხი α < 3% 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t=150. სუფთა ნივთიერება - სისტემა, რომელიც ერთი სახის მოლეკულებისაგან შედგება. სხვაგვარად ნივთიერება, რომელიც არ შეიცავს მინარევს. ტ ტუტე მეტალები - ელემენეტთა ბუნებრივი ოჯახი. ელემენტთა პერიოდული სისტემის I ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალები (Li, Na, K, Rb, Cs, Fr). ტუტემიწა მეტალები - ელემენტთა ბუნებრივი ოჯახი. ელემენტთა პერიოდული სისტემის II ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალები (Be, Mg, Ca, Sr, Ba, Ra). ტუტეები - წყალში ხსნადი ჰიდროქსიდები (ფუძეები). მაგ: NaOH, KOH, Ba(OH)2 და სხვა. უ უარყოფითი კატალიზატორი ანუ ინჰიბიტორი – კატალიზატორი, რომელიც ამცირებს ქიმიური რეაქციის სიჩქარეს. უჯერი ნახშირწყალბადები – ნახშირწყალბადები, რომელთა მოლეკულები შეიცავენ ორმაგ ან სამმაგ ბმას. უჯერი ხსნარი – ხსნარი, რომელშიც მოცემულ პირობებში ნაჯერ ხსნართან შედარებით ნაკლები ნივთიერებაა გახსნილი.
  • 17. 17 ფ ფარადეი კანონი – გამოსახავს ელექტროლიზის პროცესების კანონზომიერებებს. m= ფენოლატები - ფენოლების ჰიდროქსილის წყალბადის მეტალით ჩანაცვლების პროდუქტი. ფენოლები – ნივთიერებები, რომელთა მოლეკულებში ჰიდროქსილის ჯგუფი უშუალოდ ბენზოლის ბირთვთან არის დაკავშირებული. ფიზიკური მოვლენა – მოვლენა, რომლის დროს შეიძლება შეიცვალოს ნივთიერების ფორმა, ტემპერატურა, აგრეგატული მდგომარეობა და სხვა მახასიათებელი ნიშანი, მაგრამ არ იცვლება ნივთიერების მოლეკულა. ფუნქციური ჯგუფი - ატომები ან ატომთა ჯგუფები, რომლებიც არიან დაკავშირებულნი ორგანულ რადიკალებთან და მიღებულ ნივთიერებებს გარკვეულ თავისებურებებს ანიჭებენ. ფუძეები – მეტალთა ჰიდროქსიდები, რომლებიც რეაგირებენ მჟავებთან და არ რეგირებენ ტუტეებთან. ფუძე მარილები – მარილები, რომლის შემადგენლობაში გარდა მეტალისა და მჟავას ნაშთისა შედის ერთი ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფი.
  • 18. 18 ქ ქვანახშირი – სასარგებლო წიაღისეული. მოიპოვებენ ქვანახშირის შახტებში, აგრეთვე ღია წესით. ძირითადი შემადგენელია ნახშირბადი. იყენებენ საყოფაცხივრებო და ტექნიკურ საწვავად. მისი გადამუშავებით იღებენ კოქსს, ქვანახშირის ზეთს და კოქსის აირს. ქიმია - საბუნებისმეტყველო მეცნიერების ერთერთი დარგი, რომელიც იკვლევს ქიმიურ ელემენტებს, მათ მიერ წარმოქმნილ მარტივ და რთულ ნივთიერებებს, მათ გარდაქმნებს და კანონებს, რომლებსაც ეს გარდაქმნები ემორჩილებიან. ქიმია (ტერმინი) - ა) ტერმინი ქიმია ეგვიპდიდან მოდის. ძველეგვიპტურ ენაზე ეგვიპტეს ”შავმიწა” ანუ ”ქიმია” ეწოდებოდა. ეგვიპტელების მეზობლები მინის წარმოებას, ლითონების მიღებას, საღებავების მომზადების მეთოდებს ეგვიპტელებისაგან გაეცნენ და ამიტომ მას ”ქიმია” უწოდეს. ბ) არსებობს მოსაზრება, რომ ტერმინი ქიმია ჩინეთიდან მომდინარეობს, კერძოდ ოქროს ძველჩინურად ”ქიმ”, ხოლო მის მიღებას ”ქიმია” ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ბერძნები კოლხეთში ოქროს მიღების პროცესს ”ქიმიად” მოიხსენიებდნენ. ექვთიმე მთაწმინდელის მიხედვით: ”ქიმია არს ხელოვნებაი გამოდნობისა”. ქიმიური ბმები – კავშირები, რომელთა საშუალებით ატომები ერთმანეთს უკავშირდებიან. ქიმიური ელემენტი - ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომების ერთობლიობა. ქიმიური ელემენტის ფარდობითი ატომური მასა – განყენებული სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს რამდენჯერ უფრო მეტია მოცემული ელემენტის ერთი ატომის მასა ერთ მასის ატომურ ერთეულზე.
  • 19. 19 ქიმიური მოვლენა – მოვლენა, რომლის დროს ერთი სახის მოლეკულე- ბისგან ახალი მოლეკულები წარმოიქმნება. ქიმიურ მოვლენას ქიმიური რეაქცია ეწოდება. ქიმიური რეაქციის სიჩქარე - მორეაგირე ნივთიერებათა მოლური კონცენტრაციის ცვლილება დროში. ქიმიური ფორმულები – ინდივიდუალურ ნივთიერებათა შედგენილობის გამოსახვა ქიმიური სიმბოლოებისა და რიცხვების საშუალებით. შ შაქრები - იხ. ნახშირწყლები. შედგენილობის მუდმივობის კანონი - ყოველ სუფთა ნივთიერებას, მიუხედავად მისი მიღების ხერხებისა, მუდმივი შედგენილობა აქვს. შეერთების რეაქცია – რეაქციები, რომლის დროსაც ორი ან მეტი ნივთიერების მოლეკულისგან წარმოიქმნება ერთი ახალი ნივთიერების მოლეკულა. შერეული მარილები – მარილები, რომლის შემადგენლობაში ერთი მეტალის ატომი და ორი მჟავას ნაშთია. შერეული მარილები შეიძლება წარმოქმნან ორ და მეტვალენტიანმა მეტალებმა. შეუქცევადი რეაქციები – რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ ბოლომდე და რეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს საწყისი ნივთიერებების წარმოქმნის უნარი არ აქვთ. შექცევადი რეაქციები – რეაქციები, რომლის დროსაც მიღებულ ნივთიერებებს იმავე პირობებში შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთქმედებისას საწყისი ნივთიერებების წარმოქმნა. შექცევადი რეაქციები მთავრდება ქიმიური
  • 20. 20 წონასწორობის დამყარებით. ამ რეაქციებში ტოლობის ნიშნის ნაცვლად იყენებენ ანტიპარალელურ ისრებს. ჩ ჩანაცვლების რეაქციები – რეაქციები, რომლის დროს მარტივი ნივთიერებების ატომები იკავებენ შესაბმისი რთული ნივთიერებების შემადგენლობაში მყოფი ატომის ან ატომთა ჯგუფის ადგილს. ც ცილები ( პროტეინები) – ბუნებრივი ნაერთები, რომლებიც α-ამინომჟავების პოლიკონდენსაციის შედეგად მიღებული პოლიპეპდიდური ჯაჭვის მქონე ნაერთებია. ცხიმები – საკვები ნივთიერებები, რომლებიც გლიცერინისა და უმაღლესი კარბონმჟავების რთული ეთერებია. ძ ძლიერი ელექტროლიტი – ელექტროლიტი, რომლის დისოციაციის ხარისხი α > 30% 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t=150. წ წვა – სითბოსა და სინათლის გამოყოფით მომდინარე ქიმიური რეაქცია. წყალბადური ბმა – ბმა, რომელიც აღიძვრება პოლარულად დაკავშირებულ წყალბადატომსა და მაღალი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტების (ფტორი, ჟანგბადი, აზოტი) ატომებს შორის.
  • 21. 21 წყლის სიხისტე – ბუნებრი წყლებში კალციუმისა და მაგნიუმის ხსნადი მარილების შემცველობით გამოწვეული მოვლენა. ხ ხსნადობა - ხსნარის წარმოქმნის უნარი. ხსნადობის კოეფიციენტი – სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს მაქსიმუმ რამდენი გრამი ნივთიერება შეიძლება გაიხსნას მოცემულ ტემპერატურაზე 100 გრამ წყალში (ან 1ლ ანუ 1000გ წყალში). ხსნარი – ცვლადი შედგენილობის ერთგვაროვანი (ჰომოგენური) სისტემა, რომელიც ორი და მეტი კომპონენტისგან შედგება. ხსნარის მოლური კონცენტრაცია - სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს რამდენ მოლ გახსნილ ნივთიერებას შეიცავს 1 ლიტრი ხსნარი. ჰ ჰალკოგენები - ელემენტების ბუნებრივი ოჯახი ელემენტთა პერიოდული სისტემის VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები (O, S, Se, Te, Po). ჰალოგენები - ელემენტების ბუნებრივი ოჯახი ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები (F, Cl, Br, I, At). ჰეტეროგენური რეაქციები - სხვადასხვა ფაზაში მიმდინარე რეაქციები. ჰექსოზები – ექვსი ატომი ნახშირბადის შემცველი მონოსაქარიდები. ჰიბრიდიზაცია - ერთი ატომის ორი ან რამოდენიმე ელექტრული ღრუბლის გარდაქმნა - გათანაბრება. არსებობს sp, sp2, sp3 და სხვა ჰიბრიდიზაციის ტიპები. ჰიდრატაცია – წყლის მიერთების პროცესი. ჰიდრირება – უჯერ ბმასთან წყალბადის მიერთების რეაქცია. ჰიდროლიზი – ნივთიერების წყალთან ურთიერთქმედების რეაქცია.
  • 22. 22 ჰომოგენური რეაქციები - ერთ ფაზაში მიმდინარე რეაქციები. ჰომოლოგიური რიგი - ორგანულ ნივთიერებათა ჯგუფი, რომელიც მსგავსი ბუნების ნაერთებისაგან შედგება და აქვთ ერთი ზოგადი ფორმულა. ჰომოლოგიური სხვაობა - CH2 ჯგუფი. ჰომოლოგების მოლეკულების შედგენილობა ერთმანეთისაგან ერთი ან რამოდენიმე CH2 ჯგუფით განსხვავდება.