SlideShare ist ein Scribd-Unternehmen logo
1 von 33
Downloaden Sie, um offline zu lesen
ქ. თბილისის 2011-2012 წლების ბიუჯეტის გამჭვირვალობის
                        გაზრდა

          ნარჩენების მართვა და დასუფთავება




პროგრამის 2012 წლის წლიური შედეგების მონიტორინგი და
                      შეფასება

                 საბოლოო ანგარიში




             „პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი
                       თბილისი
                      მაისი, 2012
შინაარსი

   შეჯამება ...................................................................................................................................4

   რეკომენდაციები - მოკლე მიმოხილვა .................................................................................8

თავი 1. - სამართლებრივი მიმოხილვა...................................................................................10

თავი 2. ქ. თბილისის „ქალაქის დასუფთავების და სანიტარული წესრიგის,
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის და უტილიზაციის“ პროგრამის 2012 წლის
შესრულების ანალიზი .............................................................................................................18

თავი 3. რეკომენდაციები .........................................................................................................24

გამოყენებული მასალები.........................................................................................................29

დანართი №1 .............................................................................................................................31
პრეამბულა

„პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი ფონდის ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო"
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის საგრანტო კონკურსის
ფარგლებში, ახორციელებს ქ. თბილისის 2011-2012 წლის ბიუჯეტის "ქალაქის
დასუფთავება და სანიტარული წესრიგი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და
უტილიაზაცია" პროგრამის მონიტორინგს.

მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს:
       o ქ. თბილისის 2011-2012 წლების ბიუჯეტის გამჭვირვალობის ამაღლება და
          საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო სექტორის ჩართვა;
       o ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების და
          პროექტების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
       o 2012    წლის     პროგრამული     ბიუჯეტის    შემუშავების   პროცესში
          მონაწილეობითი ინიციატივების მხარდაჭერა;
       o პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მონიტორინგი და ადგილობრივი
          ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
       o ცალკეული პროგრამის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში
          თბილისის მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ადვოკატირება;
       o მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობის და შესრულების შესახებ
          საზოგადოების ინფორმირების ხარისხის გაზრდა;
       o წინასაარჩევნო      პერიოდში       ადმინისტრაციული       რესურსების
          არამიზნობრივი გამოყენების პრევენცია.

„პი-ემ-სი“ კვლევითმა ცენტრმა განახორციელა ქ. თბილისის "ქალაქის დასუფთავება და
სანიტარული წესრიგი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და უტილიაზაცია" 2011 და
2012 წლის 6 თვის წლის პროგრამის მონიტორინგი, რომლის შედეგებიც
წარმოდგენილია წინამდებარე კვლევაში. ბიუჯეტის მონიტორინგთან ერთად
გაანალიზებულია 2011-2012 წლის განმავლობაში სფეროში განხორციელებული
საკანონმდებლო ცვლილებები და მათი მიზანშეწონილობა. მონიტორინგის ანგარიშში
ასევე შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს
პროგრამის ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ეფექტიანობის გაზრდას.

პროექტის განმავლობაში საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ იქნა სხვადასხვა
სახის ინფორმაცია. დანართ №1-ში შეჯამებულია მოთხოვნილი ინფორმაცია და
დაწესებულებებიდან მიღებული პასუხები
შეჯამება

თბილისში დასუფთავების საფასურის ელექტროენერგიის                                  გადასახადზე   მიბმა
მოსახლეობის 72%-ისთვის მთავარი პრობლემაა1.

ნარჩენების    მართვისა   და     დასუფთავების      საკითხები      ადგილობრივი
თვითმმართველობის - თბილისის, განსაკუთრებული კომპეტენციის სფეროა. 2011
წლამდე დარგის რეგულირების საბიუჯეტო ფინანსირების წყარო გახლდათ
მოსაკრებელი, ხოლო შემდგომ (დღემდე) - ტარიფი/საფასური. 2011 წელს
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით თბილისის მერიას მიეცა
თავისუფლება დასუფთავების საფასურის ოდენობა ყოველგვარი მეთოდოლოგიისა და
დასაბუთების გარეშე განესაზღვრა: 0.05 თეთრი - 1 კვ.ტ. ელექტროენერგიაზე
გაანგარიშებით. სწორედ დასაბუთების სიმცირის (უკეთეს შემთხვევაში) და
გადაწყვეტილების არასამართლიანობის დასტურია ის გარემოება, რომ 1 წლის თავზე
თბილისის     მაცხოვრებელთა   თითქმის     ¾-სთვის    დასუფთავების     ტარიფის
ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა მთავარ, #1 პრობლემად მიაჩნია2.



თბილისში 2011 წლის იანვრიდან დასუფთავების დარგის მართვა ხორციელდება
მუნიციპალური საწარმოს შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ - ეს არის საწარმო, ხოლო
„მეწარმეთა შესახებ“ კანონით (მუხლი 1.2.) საწარმოს ძირითადი მიზანი არის მოგების
მიღება. მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა, თბილისში ნარჩენების მართვა,
არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა იყოს
მერიისთვის მოგების წყარო და ორიენტირებული უნდა იყოს სერვისის სრულყოფილ
შესრულებასა და გაუმჯობესებაზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ტარიფის,
კომპანიის ბიუჯეტის,              საოპერაციო       ხარჯებისა და            რეინვესტიციის   მოცულობის
განსაზღვრით.

მორიგი არსებითი საკითხია მოსაკრებლისა და ტარიფის მეშვეობით რეგულირების
განსხვავების ჯეროვნად შეფასება. საქართველოს კანონით მომსახურების მიმღებს
მოსაკრებელი     შეაქვს  ბიუჯეტში,    ახლად      შემოღებული    დასუფთავების
საფასური/ტარიფი მიემართება არა ბიუჯეტში, არამედ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე.
ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს საჯარო ფინანსების მართვის, გამჭვირვალობისა და
ანგარიშგების ხარისხს.

სატარიფო რეგულირების ინსტრუმენტის არჩევამ დღის წესრიგში დააყენა
კონკურენციის, აგრეთვე საფასურების საბაზრო წესით ფორმირების საკითხი. ამიტომ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით თბილისის ტერიტორიაზე დაგვა-
დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება განისაზღვრა

1
    წყარო: http://www.ndi.org/node/18677, http://www.ndi.org/node/19283

2
    წყარო: http://www.ndi.org/node/18677, http://www.ndi.org/node/19283
რეგულირებად სფეროდ. პრეზიდენტის ბრძანებულებამ თვალნათელი               გახადა
უფლებრივი ასიმეტრია თბილისსა და სხვა თვითმმართველობებს შორის.

მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 მაისის #235 ბრძანებულების
ანალიზი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან
მიმართებაში. სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებში მიღებულ ვერც ერთ
გადაწყვეტილებაში და შესაბამის პროექტში ვერ ვხვდებით ჯეროვან და გონივრულ
დასაბუთებას, რომელიც მოგვცემდა საშუალებას გვემსჯელა, რომ ეს გადაწყვეტილებები
სწორედ მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებით იყო
ნაკარნახევი. თბილისის მთავრობას შეუძლია ნარჩენების მართვის უფლება ტენდერისა
და კონკურსის გარეშე გადასცეს მისივე საწარმოს. არც კანონით და არც სხვა აქტით არ
არის განსაზღვრული, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს საწარმო, როგორი
წესით უნდა იქნეს მიღებული ეს გადაწყვეტილება, როგორ განხორციელდება
მონიტორინგი და ფინანსური ანგარიშგება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით,
შესაძლებელია დავასკვნათ, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“
საქართველოს კანონში დამატებების შეტანით იგი შეუსაბამობაში მოვიდა „თავისუფალი
ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

მნიშვნელოვანია დასუფთავების საფასურის ელეტროენერგიის გადასახადზე „მიბმის“
გადაწყვეტილებების ანალიზი. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“.
                 6
კანონს დაემატა 49 მუხლი, რომლითაც მოხდა აღნიშნული 2 ტარიფის დარიცხვა-
ამოღების, ადმინისტრირების გაერთიანება. თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ
კანონის რეგულირების სფერო არ გახლავთ დასუფთავება; წყალმომარაგების,
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირება - ეს არის კანონის
პირველივე მუხლში მკაფიოდ გახცადებული მიზანი და ამოცანა. წინააღმდეგობა და
ნაჩქარევი გადაწყვეტილების/ცვლილების მკაფიო დასტური იმთავითვე სახეზეა.
კვლევის ფარგლებში საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით
ირკვევა, რომ კანონპროექტი, ინიცირების შემდგომ განხილულ იქნა დაჩქარებული
წესით. ამასთან, სავალდებულო იყო კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტების
დასკვნების არსებობა. მიუხედავად პარლამენტისათვის წარდგენილი რამდენიმე
წერილობითი თხოვნისა აღნიშნული დასკვნები არ გადმოგვცემია.

ცალკე განხილვის საგანია ტარიფის ადმინისტრირების წესი. ადმინისტრატორი
ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას
ვალდებულია ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის
გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს
შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, სახეზეა კერძო, სახელშეკრულებო
ურთიერთობებში უხეში ადმინისტრაციული ჩარევა, ხოლო თვით საკანონმდებლო
ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის (კონსტიტუციურობის) საკითხი ეჭვქვეშ
დგება, რადგანაც ილახება როგორც საკუთრების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის
თავისუფლება, თუ მომხმარებელთა უფლებები.
თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის #33 ბრძანებით 2011 წლის 3 იანვრიდან
გაუქმებულია თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახური. აღნიშნულის
გათვალისწინებით აღარ არსებობს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული
სისტემის სუბიექტი. აღნიშნულით კი ეჭვქვეშ დგება ყველა იმ გადაწყვეტილებისა და
ქმედების ლეგიტიმურობა, რომელიც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებით
განსაზღვრულ დარგებს, სისტემას, სუბიექტებს და მომხმარებლებს.

ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია საკრებულოს 2011 წლის 25
ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილებით. 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა
4–ჯერ, 2011 წლის 23 დეკემბერს, 2012 წლის 30 მარტს, 29 ივნისს და 27 ივლისს.
ცვლილებები არ შეხებია დედაქალაქის 2012 წლის პრიორიტეტებს და პროგრამებს, მათი
შეცვლის ან გაუქმების მიმართულებით.

არც ტექსტობრივ, არც ფინანსურ ნაწილში საერთოდ არ არის მოცემული ინფორმაცია
დასუფთავების საფასურის სახით მობილიზებული სახსრების ან დასუფთავების და
სანიტარული წესრიგის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის
კუთხით განხრციელებული ღონისძიებების შესახებ.

როგორც ვხედავთ, დასუფთავების, სანიტარული წესრიგის დამყარების ღონისძიებები
თბილისის პრიორიტეტებში საერთოდ არ არის მოხსენიებული. ანალოგიური
სიტუაციაა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიმართულებითაც, სადაც
დასუფთავების, ნარჩენების გატანის და სანიტარული ღონისძიებების მიმართულებები
საერთოდ არ არის მოხსენიებული.

ვინაიდან პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა ვერ მოიპოვა დასუფთავების და
საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის კუთხით მიღებული შემოსულობების და
გადასახდელების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან, შესაბამისი
წერილობითი თხოვნით მივმართეთ ქ. თბილისის მერიას და საკრებულოს, სს „თელასს“,
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, შპს
თბილსერვის ჯგუფს.

სამწუხაროდ, ამ უწყებებიდან, სხვადასხვა მოტივით ვერ იქნა მიღებული მოთხოვნილი
ინფორმაცია.

პი-ემ-სი კვლევითი ჯგუფი იძულებული გახდა, რომ დასუფთავების და სანიტარული
ნარჩენების უტილიზაციის მიმართულებით არსებული ვითარების წარმოსადგენად
ესარგებლა ალტერნატიული ინფორმაციით და ექსპერტული შეფასებებით.

კერძოდ, დასუფთავების საფასურის სახით მიღებული შემოსავლების შესახებ
სიტუაციის წარმოსადგენად ვისარგებლეთ ს/ს თელასის ინფორმაციით (სხვადასხვა
განცხადებები პრესაში), რომლის მიხედვითაც ქ. თბილისის წლიური მოხმარება
(მხოლოდ საბინაო სექტორი) შეადგენს 800 მილიონ კილოვატ საათს. თუ ამ მონაცემს
გავამრავლებთ დასუფთავების საფასურის ტარიფზე – 5 თეთრი ყოველ დახარჯულ
კილოვატზე, მივიღებთ, რომ მხოლოდ მოსახლეობის მიერ წლიურად გადახდილი
საფასური შეადგენს დაახლოებით 40 მილიონ ლარს.

ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული
პირებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების
დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების
წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული
პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის,
მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და
ა.შ. მიხედვით. ტარიფის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ
სიდიდეების კომბინაციებიც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქ თბილისში მოქმედებს 167 417
იურიდიული პირი. თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეული საწარმო/ორგანიზაცია თვეში
საშუალოდ 203 ლარს მაინც იხდის დასუფთავების საფასურის სახით, ანუ
მობინადრეებზე 50 %-ით მეტს, იურიდიული პირებიდან დასუფთავების საფასური
შეადგენს დაახლოებით 20 X 12 X 167 000= 40 მილიონ ლარს. ეს ანალიზი საბოლოო
ჯამში გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2012 წელს დასუფთავების საფასურის
სახით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე მობილიზებულ იქნება მინიმუმ 80
მილიონი ლარი.

როგორც თბილისის ბიუჯეტის დასუფთავების და სანიტარული წესრიგის
გადასახდელების თაობაზე მონაცემები აჩვენებს, 2008 წლიდან 2010 წლამდე ამ
მიმართულებით გამოყოფილი სახსრები მკვეთრად იზრდება წლიდან წლამდე. თუმცა,
2010–2011 წლებში გამოყოფილი სახსრები დაახლოებით იდენტურია და 50 მილიონი
ლარის ფარგლებშია. თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ დასუფთავების, სანიტარული
წესრიგის    და   საყოფაცხოვრებო       ნარჩენების   უტილიზაციის    დანახარჯები
მნიშვნელოვნად არ გაიზრდება 2012 წლის განმავლობაში, ის 50 მილიონი ლარის
ფარგლებში იქნება. ამასთან, ჩვენი გაანგარიშებით, 2012 წელს „თბილსერვის ჯგუფის“
ანგარიშზე მობილიზებულ იქნება მინიმუმ 80 მილიონი ლარი, რაც გაცილებით
აღემატება ორგანიზაციის ხარჯებს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასუფთავების მიმართულებით
შემოსავალ–გასავალი არ არის დაბალანსებული. თუ წინა წლებში ადგილი ქონდა
მერიის მხრიდან დამატებით სახსრების გამოყოფას და მოსაკრებლის სახით მიღებული
შემოსავლები ხარჯების მხოლოდ 55–65%–ს შეადგენდა, 2012 წელს შემოსავლებს და
გადასახდელებს შორის ჩვენი ვარაუდით 30 მილიონიანი დადებითი სხვაობაა. ანუ,

3
    აღნიშნული ციფრი მიღებულია უხეში გათვლების შედეგად ვინაიდან საჭირო ინფორმაცია შესაბამისი
ორგანოებიდან არ იქნა მოწოდებული. მოცემული გაანგარიშებები ეფუძნება რეალურ გათვლებს
(კონსერვატული მიდგომა) და მხოლოდ ილუსტრირების მიზნით არის მოყვანილი.
„თბილსერვის ჯგუფის“ შემოსავლები ხარჯებს 30 მილიონი ლარით გადააჭარბებს.
ალბათ ამით აიხსნება თბილისის ხელისუფლების მცდელობა დამალოს ინფორმაცია
დასუფთავების საფასურით მიღებული სახსრებისა და გაწეული ხარჯების შესახებ. ეს
ასევე ბუნებრივად ბადებს ეჭვებს, ხომ არ ხდება ჭარბი შემოსავლების გამოყენება
არამიზნობრივად.


ყოველივე   ზემოთთქმულიდან      გამომდინარე,   პროექტის   გუნდმა    შეიმუშავა
რეკომენდაციები:

რეკომენდაციები - მოკლე მიმოხილვა

 1)   საზოგადოების     ფართო     მონაწილეობით    შემუშავდეს    დასუფთავების
      მოსაკრებლის/ტარიფის ოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელშიც
      გათვალისწინებული იქნება მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესები;
      დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადახედილი ხელისუფლების გადაწყვეტილება
      მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის დასუფთავების საფასურის
      გაანგარიშებასთან მიბმის თაობაზე. ზოგიერთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების
      (ბოსნია, ხორვატია, მაკედონია, ალბანეთი) გამოცდილება გვაჩვენებს, რომ
      დასუფთავების     საფასური    დაკავშირებულია    საცხოვრებელი    ფართის
      მოცულობასთან და არა კომუნალური სერვისების მომსახურებასთან.

 2)   ნარჩენების მართვისა და დასუფთავების ადმინისტრირების და ანგარიშგების
      საკითხები განისაზღვროს ცალკე საკანონმდებლო აქტით და არ იყოს
      „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
      რეგულირების საგანი;

 3)   წარიმართოს     მსჯელობა    ნარჩენების  მართვისა   და    დასუფთავების
      ადმინისტრირების მხოლოდ საჯარო პროცედურებით შერჩეული ოპერატორის ან
      თბილისის მერიის შესაბამისი სუბიექტის მეშვეობით წარმართვის თაობაზე და
      შესაბამისი ცვლილებები შევიდეს კანონში;

 4)   საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს მომხმარებლის მიერ მოსაკრებლის ან
      ტარიფის მხოლოდ ბიუჯეტში შეტანა და ელექტროენერგიის გათიშვა, როგორც
      სანქცია გაუქმდეს;

 5)   საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს კომუნალური და სოციალური
      მომსახურებების გამწევი სუბიექტების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების,
      ამ ბაზების ჰარმონიზაციის/მონაცემთა გაცვლის ვალდებულება.

 6)   საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ენერგეტიკისა და
      წყალმომარაგების მარეგულირებელი    ეროვნული   კომისიამ  იმსჯელონ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
     კომისიის     2010  წლის    13   ოქტომბრის      #24/3 გადაწყვეტილების
     კანონშესაბამისობაზე და უზრუნველყონ მასში სამართლებრივი ხარვეზების
     აღმოფხვრა;

7)   დაუყოვნებლივ მოხდეს დასუფთავების, სანიტარული წესრიგისა და ნარჩენების
     უტილიზაციის მიმართულების ქ. თბილისის პრიორიტეტებში, ისევე როგორც ამ
     კუთხით მიღებული შემოსულობებისა და გაწეული გადასახდელების 2012 და
     შემდგომი წლებისდ ბიუჯეტებში, შესრულების ანგარიშებში ასახვა.

8)   შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია საჯარო გახადოს როგორც ტექნიკური
     ისე ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, შექმნას ვებ-გვერდი სადაც განათავსებს
     კვარტალურ და წლიურ მონაცემებს როგორც ფინანსური მაჩვენებლების, ასევე
     გაწეული მომსახურების და მოსახლეობისათვის მიწოდებული საზოგადოებრივი
     სიკეთეების შესახებ.

9)   მოხდეს ქ. თბილისის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების
     საბიუჯეტო ანგარიშგებაში ასახვა

10) განხორციელდეს დასუფთავების სფეროში განხორციელებული ცვლილებების
    ბიუჯეტში და შესრულების ანგარიშებში უკეთ ასახვა

11) მოხდეს ბიუჯეტში და შესრულების ანგარიშებში მოყვანილი დანართების
    შესაბამისობის-ინფორმაციულობის გაზრდა

12) განხორციელდეს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ბიუჯეტირება

13) მოხდეს პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების შედგენა
    პროგრამაში მოცემული ღონისძიებების მიხედვით

14) პროგრამების ანგარიშგებისას ნაჩვენები იქნეს      არსებული,   წინა   წლებთან
    შედარებითი და მომავლის პროგნოზის ანალიზი
თავი 1. - სამართლებრივი მიმოხილვა
ლევან ალაფიშვილი
                                თბილისში დასუფთავების საფასურის ელექტროენერგიის
                                გადასახადზე მიბმა მოსახლეობის 72%-ისთვის მთავარი
                                პრობლემაა.
                 საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში: 2012 წლის კვლევის შედეგები. ამერიკის
                 შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. მარტი 2012.
                 http://www.civil.ge/files/files/2012/February%202012_NDI%20Survey_Public%20Eng.pdf


საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
ორგანულ კანონით და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“4 კანონით
ნარჩენების  მართვისა     და    დასუფთავების    საკითხები     ადგილობრივი
თვითმმართველობის - თბილისის, განსაკუთრებული კომპეტენციის სფეროა.

თვითმმართველობის კანონმდებლობით გამიჯნულია წარმომადგენლობითი და
აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებებიც: საკრებულოს ჩართულობა
ნარჩენების    მართვისა    თუ      დასუფთავების     საკითხებში    განსაზღრულია
მოსაკრებლების/საფასურის (ტარიფის) დაწესების, მისი ოდენობის განსაზღვრის,
მართვის წესების დადგენის თუ საბიუჯეტო კონტროლის მექანიზმებით, ხოლო
აღმასრულებელი     ორგანოს     (მერიის)  კომპეტენციასა   და    პასუხისმგებლობას
განეკუთვნება - დარგის მართვა, ორგანიზება და განხორციელება.

2011 წლამდე დარგის რეგულირების საბიუჯეტო ფინანსირების წყარო გახლდათ
მოსაკრებელი, ხოლო შემდგომ (დღემდე) - ტარიფი/საფასური. მართალია ორივე
შემთხვევაში მოსაკრებლისა თუ საფასურის/ტარიფის შემოღებაში თბილისის
თვითმმართველობის      აღმასრულებელი     ორგანო    შეზღუდულია       საკრებულოს
ჩართულობით (რადგანაც სწორედ და მხოლოდ საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას
ორივე მათგანის შემოღებისა და გადახდის წესის თაობაზე), თუმცა განსხვავება ის არის,
რომ     საფასურის/ტარიფის      განსაზღვრის     საკითხში     თვითმმართველობა
კანონმდებლობით შეზღუდული არ არის, მოსაკრებლის შემთხვევაში კი მას
განსაზღვრული აქვს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება.
კერძოდ: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონით დასუფთავების
მოსაკრებლის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს მომსახურების ორგანიზებისა და
ადმინისტრირების ხარჯებს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის
მერიას ჰქონდა თავისუფლება დასუფთავების საფასურის ოდენობა ყოველგვარი
მეთოდოლოგიისა და დასაბუთების გარეშე განესაზღვრა: 0.05 თეთრი - 1 კვ.ტ.
ელექტროენერგიაზე გაანგარიშებით.5 საკამათოა და ვერ ჩაითვლება ჯეროვან
დასაბუთებად „დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის
მომსახურების ტარიფის (საფასური) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“

4
    შემდგომში მოკლედ მოხსენიებულია როგორც თვითმმართველობის კანონმდებლობა

5
    ამონაწერი თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი#7-დან;
თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების განმარტებით
ბარათში მოცემული ინფორმაცია:
                „აქედან გამომდინარე, ჩატარდა ქალაქის სხვადასხვა უბნებში
                ნარჩენების წარმოქმნის ქრონომეტრაჟი და ელ.ენერგიის ხარჯის
                ოდენობა თითოეულ აბონენტზე. გამოანგარიშების შედეგად
                არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა წარმოქმნილი
                ნარჩენებისა და ელ.ენერგიის ხარჯის ურთიერთპროპორციულობის
                საშუალო კოეფიციენტის გამოთვლა, რამაც შეადგინა დახარჯულ 1
                კვტ. სთ-ზე 0.05 ლარი.“

დროის რომელ პერიოდში ჩატარდა ქრონომეტრაჟი; რა მეთოდოლოგიით ჩატარდა; იყო
თუ არა განსხვავებული მიდგომა და შედეგები მრავალბინიან და ინდივიდუალურ
სახლებში; როგორ ჩატარდა ქრონომეტრაჟი მრავალბიანიან სახლებში და როგორ
განზოგადდა ეს მონაცემები ყველა მაცხოვრებელზე; არის თუ არა ქრონომეტრაჟი ის
მეთოდი, რომელიც მოგვცემს სწორ, რეპრეზენტატიულ მონაცემებს და მოგცემს თუ არა
განზოგადოების საშუალებას - ეს არის ნაწილი იმ კითხვებისა, რომლებზე პასუხებიც
ტარიფის ოდენობის განსაზღვრამდე უნდა ყოფილიყო ცნობილი. სწორედ დასაბუთების
სიმცირის (უკეთეს შემთხვევაში) და გადაწყვეტილების არასამართლიანობის დასტურია
ის გარემოება, რომ 1 წლის თავზე თბილისის მაცხოვრებელთა თითქმის ¾-სთვის
დასუფთავების ტარიფის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა მთავარ, #1
პრობლემად მიაჩნია6.

თბილისში 2011 წლის იანვრიდან დასუფთავების დარგის მართვა ხორციელდება
მუნიციპალური საწარმოს შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ - ეს არის საწარმო, ხოლო
„მეწარმეთა შესახებ“ კანონით (მუხლი 1.2.) საწარმოს ძირითადი მიზანი არის მოგების
მიღება. ეს გარემოება კი თავისთავად გულისხმობს წინააღმდეგობას რომ ამ საწარმოს
მიერ გაწეული მომსახურება გარდა ორგანიზებისა და ადმინისტრირების ხარჯებისა
(როგორც ეს განსაზღვრულია მოსაკრებლის ოდენობისათვის „ადგილობრივი
მოსაკრებლების შესახებ“ კანონით), მოიცავს (უნდა მოიცავდეს) მოგებას - წინააღმდეგ
შემთხვევაში საწარმო გაკოტრების საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად
სამართლებრივი ფორმისა, თბილისში ნარჩენების მართვა, არსებული სოციალურ-
ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა იყოს მერიისთვის მოგების
წყარო და ორიენტირებული უნდა იყოს სერვისის სრულყოფილ შესრულებასა და
გაუმჯობესებაზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ტარიფის, კომპანიის ბიუჯეტის,
საოპერაციო ხარჯებისა და რეინვესტიციის მოცულობის განსაზღვრით.

ვფიქრობთ მორიგი არსებითი საკითხია მოსაკრებლისა და ტარიფის მეშვეობით
რეგულირების განსხვავების ჯეროვნად შეფასება. საქართველოს კონსტიტუციით,

6
  საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში: 2012 წლის კვლევის შედეგები. ამერიკის შეერთებული
შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. მარტი 2012.
http://www.civil.ge/files/files/2012/February%202012_NDI%20Survey_Public%20Eng.pdf (2012 წლის 12 მაისის
მდგომარეობით)
„მოსაკრებლების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით და „ადგილობრივი
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით მომსახურების მიმღებს მოსაკრებელი
შეაქვს ბიუჯეტში; აღნიშნულისგან განსხვავებით ახლადშემოღებული დასუფთავების
საფასური/ტარიფი მიემართება არა ბიუჯეტში, არამედ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე
(„ტარიფი მთლიანად ჩაირიცხება დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების
მართვის მომსახურების განმახორციელებელი პირის მიერ მითითებულ ანგარიშზე.“)7,
ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს საჯარო ფინანსების მართვის, გამჭვირვალებისა და
ანგარიშგების ხარისხს. ის გარემოება, რომ სფეროს ოპერირებას ახორციელებს ან
შეიძლება განახორციელოს კერძო ოპერატორმა - იმის არგუმენტად ვერ გამოდგება რომ
საფასური არ წარიმართოს ბიუჯეტში. თბილისის მერიას უკვე აქვს გამოცდილება:
პარკირების სფეროს ოპერირებას ახორციელებს კერძო კომპანია (ct-park) და
მიუხედავად ამისა, პარკირების მოსაკრებელი თუ ოპერატორის მიერ დარიცხული
ადმინისტრაციული ჯარიმები მიემართება ბიუჯეტში, შემდგომ კი თბილისის მერია
ბიუჯეტიდან ოპერატორს ურიცხავს/უბრუნებს საკონკურსო პირობებითა და
ხელშეკრულებით განსაზღვრულ პროცენტს. შესაძლებელია ეს სისტემაც არ არის
უნაკლო და სრულყოფილი, მაგრამ მისი სრულყოფა დიდ სირთულეს არ უნდა
წარმოადგენდეს.

სატარიფო რეგულირების ინსტრუმენტის არჩევამ დღის წესრიგში დააყენა
კონკურენციის, აგრეთვე საფასურების საბაზრო წესით ფორმირების საკითხი. სწორედ
ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (2006 წლის 8 თებერვალი #104)8
თბილისის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების
მართვის მომსახურება განისაზღვრა რეგულირებად სფეროდ (ეს ცვლილება
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა 2011 წლის 4 მაისის #235
ბრძანებულებით)9 და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძინა ლეგიტიმური საფუძველი
თბილისის საკრებულომ განესაზღვრა საწარმოს მომსახურების ტარიფი/საფასური.
პრეზიდენტის ბრძანებულებამ თვალნათელი გახადა უფლებრივი ასიმეტრია თბილისსა
და სხვა თვითმმართველობებს შორის - თუკი პრეზიდენტის #104 ბრძანებულებით
განსაზღვრული სხვა დარგების (ტრანსპორტი) რეგულაცია საერთოა ყველა
თვითმმართველობისათვის, დასუფთავება და ნარჩენების მართვა - მხოლოდ თბილისს
შეეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ პრეზიდენტის აღნიშნული
ბრძანებულება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრამდე, რაც ნიშნავს, რომ ნარჩენების მართვა
და დასუფთავება რეგულირებადი სფერო იქნება მხოლოდ 2012 წელს, ხოლო შემდგომ
საფასური/ტარიფი უნდა განისაზღვროს საბაზრო წესით.

7
  მუხლი 5.2. ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება №7-38. 2011 წლის 24 ივნისი. „დედაქალაქის
დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) და მისი გადახდის
წესის დადგენის შესახებ“. https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1386351
(2012 წლის 12 მაისის მდგომარეობით)
8
 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=97240&publication=0 (2012 წლის
12 მაისის მდგომარეობით)
9
 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1323136 (2012 წლის 12 მაისის
მდგომარეობით)
მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 მაისის #235 ბრძანებულების
ანალიზი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან
მიმართებაში, რადგანაც ბაზარზე რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის პრინციპები
და რეგულაციები სწორედ ამ კანონით არის მოცემული. ამასთან, პრეზიდენტის
ბრძანებულების პრეამბულაშივე მითითებულია, რომ გამოცემულია სწორედ ამ
კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის10 მე-2
მუხლის „თ“ პუნქტი ასე განსაზღვრავს რეგულირებად ეკონომიკურ სფეროს:
                        „თ) რეგულირებადი ეკონომიკური სფეროები – ეკონომიკური
                        საქმიანობის    სახეები,   რომლებიც    მომხმარებელთა
                        ეკონომიკური     ინტერესების    დაცვის  საჭიროებიდან
                        გამომდინარე ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას ან/და
                        ინფრასტრუქტურულ სფეროებში სახელმწიფოს საკუთრებაში
                        არსებული საწარმოები;“

სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებში მიღებულ ვერც ერთ გადაწყვეტილებაში და
შესაბამის პროექტში ვერ ვხვდებით ჯეროვან და გონივრულ დასაბუთებას, რომელიც
მოგვცემდა    საშუალებას   გვემსჯელა,   რომ   ეს   გადაწყვეტილებები   სწორედ
მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებით არის ნაკარნახევი.
აღნიშნულის      საპირისპიროდ    პარლამენტში    ინიცირებული    კანონპროექტის
განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ მისი მიღების ძირითადი მიზანია
ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზისა და დასუფთავების
სატარიფო/მოსაკრებლების სისტემის ადმინისტრირების გამართვა11, ხოლო თბილისის
საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას წარმოდგენილი მოხსენებითა და
განმარტებითი ბარათით - დასუფთავების მომხმარებელთა ბაზის და ადმინისტრირების
გაუმართაობის გამოსწორება და ტარიფის დადგენა.

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7
მუხლის „გ“ პუნქტი:
                 „სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოს
                 ეკრძალება:
                       გ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციის
                       მიზნით     შექმნას    სახელმწიფო    ან   ადგილობრივი
                       ხელისუფლების       სტრუქტურები   ან    უკვე  არსებულ
                       სტრუქტურებს მიანიჭოს ისეთი უფლებამოსილება, რომელიც
                       გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას;“

10
  https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=29644 (2012 წლის 12 მაისის
მდგომარეობით)
11
   საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 მარტის #2034/3-5 და 10 აპრილის #3008/3-5 წერილები და
კანონპროექტები;
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 441 მუხლის
პირველ პუნქტში 2011 წლის 3 ივნისს შეტანილი ცვლილებით12, კანონში გაჩნდა
ჩანაწერი, რომ ნარჩენების მართვის განხორციელება გარდა ტენდერისა და კონკურსის
წესისა (რომლებიც საჯაროობის უფრო მეტი ხარისხისაა), თბილისის მთავრობას
შეუძლია ნარჩენების მართვის უფლება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გადასცეს
მისივე საწარმოს. არც კანონით და არც სხვა აქტით არ არის განსაზღვრული თუ რა
პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს საწარმო, როგორი წესით უნდა იქნეს მიღებული ეს
გადაწყვეტილება, როგორ განხორციელდება მონიტორინგი და ფინანსური ანგარიშგება.
ყოველივე     აღნიშნულის     გათვალისწინებით     გონივრულია     ვარაუდი, რომ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
განხორცილებული დამატებები შეუსაბამობაში მოდის „თავისუფალი ვაჭრობისა და
კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „გ“ პუნქტთან.

დასუფთავების საფასურის ოდენობის გარდა, მნიშვნელოვანია დასუფთავების
საფასურის ელეტროენერგიის გადასახადზე „მიბმის“ გადაწყვეტილებების ანალიზი.
2010  წლის   1   ოქტომბერს   საქართველოს    პარლამენტმა   მიიღო    კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
                                                                             6
დამატებების შეტანის თაობაზე13 რომლითაც კანონს დაემატა 49 მუხლი, რომლითაც
მოხდა აღნიშნული 2 ტარიფის დარიცხვა-ამოღების, ადმინისტრირების გაერთიანება.
თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კანონის რეგულირების სფერო არ გახლავთ
დასუფთავება; წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის
რეგულირება - ეს არის კანონის პირველივე მუხლში მკაფიოდ გახცადებული მიზანი და
ამოცანა. წინააღმდეგობა და ნაჩქარევი გადაწყვეტილების/ცვლილების მკაფიო დასტური
იმთავითვე სახეზეა.

კვლევის ფარგლებში საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით14
ირკვევა, რომ კანონპროექტი, ინიცირების შემდგომ განხილულ იქნა დაჩქარებული
წესით. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე
მუხლით სავალდებულო იყო კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტების
დასკვნების არსებობა (უნდა დართვოდა კანონპროექტს სამივე მოსმენაზე). გარდა ამისა,
კანონპროექტების თავფურცელზე მითითებულია, რომ არსებობს პარლამენტის
აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა. მიუხედავად პარლამენტისათვის
წარდგენილი რამდენიმე წერილობითი თხოვნისა აღნიშნული დასკვნები (გარდა
კანონპროექტის ინიციატორი კომიტეტის დასკვნისა) არ გადმოგვცემია, რაც იძლევა


12
  https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1381578 (2012 წლის 12 მაისის
მდგომარეობით)
13
   გამოქვეყნებულია და ძალაშია 2010 წლის 11 ოქტომბერი.
https://www.matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1042376# (2012 წლის 12
მაისის მდგომარეობით)
14
     საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 მარტის #2034/3-5 და 10 აპრილის #3008/3-5 წერილები;
დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ეს დასკვნები არ არსებობდა, რაც
კანონდარღვევაა.

                                                        6
საგანგებოდ შევჩერდებით კანონპროექტის 49 მუხლის მე-4 პუქტზე, რომლითაც
განისაზღვრა ტარიფების ადმინისტრირების წესი:
                 „4. ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის
                 მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია ქვითარში
                 ასახული     ერთ-ერთი     საფასურის   ან/და    მოსაკრებლის
                 გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის
                 მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ
                 არის     ადმინისტრატორის     მიერ  მომხმარებლის      წინაშე
                 სახელშეკრულებო     ვალდებულებების   დარღვევა.   ამასთანავე,
                 მომსახურების გამწევი პირის მიერ ადმინისტრატორისათვის
                 მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა
                 ეკისრება ინფორმაციის წარმდგენს.“

აღნიშნული დებულებიდან გამომდინარეობს, რომ თუკი მომხმარებელს გადახდილი
აქვს ელექტროენერგიის, მაგრამ არ აქვს (ან არასრულად აქვს) გადახდილი
დასუფთავების ტარიფი/საფასური ან წყლის საფასური, თელასი მაინც ვალდებულია
გაუთიშოს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს არ ეთვლება სახელშეკრულებო
ვალდებულების დარღვევად. სახეზეა კერძო, სახელშეკრულებო ურთიერთობებში
უხეში ადმინისტრაციული ჩარევა, ხოლო თვით საკანონმდებლო ნორმის
კონსტიტუციასთან შესაბამისობის (კონსტიტუციურობის) საკითხი ეჭვქვეშ დგება,
რადგანაც ილახება როგორც საკუთრების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება
თუ მომხმარებელთა უფლებები.

ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის
13 ოქტომბრის (!) - კანონი ძალაში შევიდა 11 ოქტომბერს) #24/3 გადაწყვეტილებით15
ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების ერთიანი ადმინისტრირების არეალად
განისაზღვრა მხოლოდ თბილისი, სუბიექტებად: თელასი, ენერგოპრო ჯოჯია, თბილისი
უოთერ ენდ პაუერ და თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახური;
ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების სისტემის ადმინისტრატორებად
განისაზღვრა თელასი და ენერგო პრო ჯორჯია. ზემოაღნიშნული კანონის მსგავსად
კომისიის გადაწყვეტილებაშიც გვხვდება ზემოაღნიშნული სადავო ნორმის გამეორება.

როგორც კანონის, ასევე კომისიის გადაწყვეტილების ეს ნორმები სადავო შეიძლება
გახდეს საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში და მხოლოდ ამ უკანასკნელთა
გადაწყვეტილების არსებობის პირობებში შესაძლებელია ამ ნორმების და სისტემის


15
  https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1060012 (2012 წლის 12 მაისის
მდგომარეობით)
გაუქმება. აღნიშნულისაგან განსხვავებული და უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილება
შეუძლია მიიღოს პარლამენტმა და გააუქმოს ან შეცვალოს როგორც ნორმა, ასევე ამ
აქტით შექმნილი სისტემა.

დღეისათვის, როგორც კანონი, ასევე კომისიის გადაწყვეტილება ძალაშია.
თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის #33 ბრძანებით16 2011 წლის 3 იანვრიდან
გაუქმებულია თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახური. აღნიშნულის
გათვალისწინებით აღარ არსებობს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული
სისტემის სუბიექტი (თბილისში ნარჩენების მართვის ოპერირებას ახორციელებს
თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და არა დასუფთავების საქალაქო
სამსახური). აღნიშნულით კი ეჭვქვეშ დგება ყველა იმ გადაწყვეტილებისა და ქმედების
ლეგიტიმურობა რომელიც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ
დარგებს, სისტემას, სუბიექტებს და მომხმარებლებს, ან მიღებულია ადმინისტრატორისა
თუ სისტემის სუბიექტების მიერ.

დასასრულს, შევჩერდებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის #24/3
გადაწყვეტილების, „ელექტროენერგეტიკისა და  ბუნებრივი გაზის  შესახებ“
                             6
საქართველოს კანონის 49 მუხლთან შეუსაბამობასა და სამართლებრივ უსწორობაზე.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად ნორმატიული აქტის პროექტი სამართლებრივი დასკვნისათვის
უნდა გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. კვლევის ფარგლებში ცენტრმა
მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის
13 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილების პროექტისა და მასზე გაცემული საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნების ასლები. საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს 2012 წლის 13 ივლისის #29937 წერილით საქართველოს
იუსტიციის სამინისტრომ გვაცნობა, რომ კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნისთვის არ გადასცემია. აღნიშნულის
გათალისწინებით,    სახეზეა   კანონით    დადგენილ    პროცედურებთან     აშკარა
წინააღმდეგობით გამოცემული ნორმატიული აქტი - საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის
#24/3 გადაწყვეტილება. აღნიშნულ საკითხზე, მიზეზებსა თუ შედეგებზე მსჯელობა და
გადაწყვეტილების მიღება უნდა გახდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საგანგებო მსჯელობის საგანი.




16
  https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1160011# (2012 წლის 12 მაისის
მდგომარეობით)
გარდა   აღნიშნულისა,   „ელექტროენერგეტიკისა   და   ბუნებრივი   გაზის   შესახებ“
                        6
საქართველოს კანონის 49 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა კომისიის შემდეგი
უფლებამოსილება და ადმინისტრატორის განსაზღვრის წესი:
          „2. კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს ადმინისტრირების ერთიანი
          სისტემის გავრცელების არეალს (ტერიტორიულ ფარგლებს) და ამ
          სისტემით მომსახურების გამწევ პირებს. კომისიის გადაწყვეტილებით
          განსაზღვრული მომსახურების გამწევი ერთ-ერთი პირი (შემდგომში –
          ადმინისტრატორი) ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით
          ახორციელებს           მომსახურების         საფასურის/მოსაკრებლის
          ადმინისტრირებას.“

კანონით განსაზღვრული მხოლოდ ამ კომპეტენციის ფარგლებში იყო უფლებამოსილი
კომისია მიეღო გადაწყვეტილება; აღნიშნულის საპირისპიროდ კომისიის 2010 წლის 13
ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნულია:
            „2. პირველ პუნქტში მითითებულ ტერიტორიულ ფარგლებში
            ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების
            საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირება თავიანთ მომხმარებლებთან
            მიმართებით განახორციელონ სს ,,თელასმა“ და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“
            (შემდგომში – ადმინისტრატორი).“

როგორც ვხედავთ, კომისიამ ნაცვლად კანონით განსაზღვრული მხოლოდ ერთი
ადმინისტრატორის      განსაზღვრის   უფლებამოსილებისა,       განსაზღვრა     2
ადმინისტრატორი, რაც პირდაპირი კანონშეუსაბამობაა. ეს კანონშეუსაბამობაც ასევე
გახლავთ საკითხი, რომელიც უნდა იქცეს როგორც საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს,   ასევე   საქართველოს   ენერგეტიკისა    და    წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მსჯელობის საგანი და გადაწყვეტილებების
მიღების საფუძველი.
თავი 2. ქ. თბილისის „ქალაქის დასუფთავების და სანიტარული წესრიგის,
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის და უტილიზაციის“ პროგრამის 2012
წლის შესრულების ანალიზი

პროგრამის შესრულების მონიტორინგისათვის პი–ემ–სი კვლევითი ცენტრი დაეყრდნო
ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტს, ისევე როგორც ბიუჯეტის შესრულების 3 და 6 თვის
ანგარიშებს. 9 თვის ანგარიში არ არის ხელმისაწვდომი მერიის და საკრებულოს ვებ-
გვედზე. ამასთან საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით მერია ვალდებულია საკრებულოს
წარუდგინოს 9 თვის ანგარიში 30 ოქტომბრამდე.

ქ. თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49
გადაწყვეტილებით. 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა 4–ჯერ, 2011 წლის
23 დეკემბერს, 2012 წლის 30 მარტს, 29 ივნისს და 27 ივლისს. ცვლილებები არ შეხებია
დედაქალაქის 2012 წლის პრიორიტეტებს და პროგრამებს, მათი შეცვლის ან გაუქმების
მიმართულებით.

2012 წლის ქ. თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტებია:
    სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
    მოსახლეობის სოციალური დაცვა
    მოსახლეობის ხელშეწყობა
    თბილისის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა
    ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე
    ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება
    ქალაქის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ავარიული შენობების
      გამაგრება
    ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება
    თბილისი – 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი
      ქალაქი
    ხელოვნების დარგების განვითარება

როგორც ვხედავთ, დასუფთავების, სანიტარული წესრიგის დამყარების ღონისძიებები
თბილისის პრიორიტეტებში საერთოდ არ არის მოხსენიებული. შესაბამისად, ბიუჯეტის
არც ტექსტობრივ, არც ფინანსურ ნაწილში საერთოდ არ არის მოცემული ინფორმაცია
დასუფთავების საფასურის სახით მობილიზებული სახსრების ან დასუფთავების და
სანიტარული წესრიგის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის
კუთხით განხრციელებული ღონისძიებების შესახებ.

ანალოგიური სიტუაციაა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიმართულებითაც,
სადაც დასუფთავების, ნარჩენების გატანის და სანიტარული ღონისძიებების
მიმართულებები საერთოდ არ არის მოხსენიებული.
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი
თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

Weitere ähnliche Inhalte

Empfohlen

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by HubspotMarius Sescu
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTExpeed Software
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsPixeldarts
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthThinkNow
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfmarketingartwork
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024Neil Kimberley
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)contently
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 

Empfohlen (20)

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPT
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 

თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

  • 1. ქ. თბილისის 2011-2012 წლების ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაზრდა ნარჩენების მართვა და დასუფთავება პროგრამის 2012 წლის წლიური შედეგების მონიტორინგი და შეფასება საბოლოო ანგარიში „პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი თბილისი მაისი, 2012
  • 2. შინაარსი შეჯამება ...................................................................................................................................4 რეკომენდაციები - მოკლე მიმოხილვა .................................................................................8 თავი 1. - სამართლებრივი მიმოხილვა...................................................................................10 თავი 2. ქ. თბილისის „ქალაქის დასუფთავების და სანიტარული წესრიგის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის და უტილიზაციის“ პროგრამის 2012 წლის შესრულების ანალიზი .............................................................................................................18 თავი 3. რეკომენდაციები .........................................................................................................24 გამოყენებული მასალები.........................................................................................................29 დანართი №1 .............................................................................................................................31
  • 3. პრეამბულა „პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი ფონდის ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ახორციელებს ქ. თბილისის 2011-2012 წლის ბიუჯეტის "ქალაქის დასუფთავება და სანიტარული წესრიგი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და უტილიაზაცია" პროგრამის მონიტორინგს. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს: o ქ. თბილისის 2011-2012 წლების ბიუჯეტის გამჭვირვალობის ამაღლება და საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო სექტორის ჩართვა; o ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების და პროექტების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასება; o 2012 წლის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მონაწილეობითი ინიციატივების მხარდაჭერა; o პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მონიტორინგი და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; o ცალკეული პროგრამის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში თბილისის მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ადვოკატირება; o მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობის და შესრულების შესახებ საზოგადოების ინფორმირების ხარისხის გაზრდა; o წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების პრევენცია. „პი-ემ-სი“ კვლევითმა ცენტრმა განახორციელა ქ. თბილისის "ქალაქის დასუფთავება და სანიტარული წესრიგი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და უტილიაზაცია" 2011 და 2012 წლის 6 თვის წლის პროგრამის მონიტორინგი, რომლის შედეგებიც წარმოდგენილია წინამდებარე კვლევაში. ბიუჯეტის მონიტორინგთან ერთად გაანალიზებულია 2011-2012 წლის განმავლობაში სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი მიზანშეწონილობა. მონიტორინგის ანგარიშში ასევე შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს პროგრამის ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ეფექტიანობის გაზრდას. პროექტის განმავლობაში საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ იქნა სხვადასხვა სახის ინფორმაცია. დანართ №1-ში შეჯამებულია მოთხოვნილი ინფორმაცია და დაწესებულებებიდან მიღებული პასუხები
  • 4. შეჯამება თბილისში დასუფთავების საფასურის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა მოსახლეობის 72%-ისთვის მთავარი პრობლემაა1. ნარჩენების მართვისა და დასუფთავების საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობის - თბილისის, განსაკუთრებული კომპეტენციის სფეროა. 2011 წლამდე დარგის რეგულირების საბიუჯეტო ფინანსირების წყარო გახლდათ მოსაკრებელი, ხოლო შემდგომ (დღემდე) - ტარიფი/საფასური. 2011 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით თბილისის მერიას მიეცა თავისუფლება დასუფთავების საფასურის ოდენობა ყოველგვარი მეთოდოლოგიისა და დასაბუთების გარეშე განესაზღვრა: 0.05 თეთრი - 1 კვ.ტ. ელექტროენერგიაზე გაანგარიშებით. სწორედ დასაბუთების სიმცირის (უკეთეს შემთხვევაში) და გადაწყვეტილების არასამართლიანობის დასტურია ის გარემოება, რომ 1 წლის თავზე თბილისის მაცხოვრებელთა თითქმის ¾-სთვის დასუფთავების ტარიფის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა მთავარ, #1 პრობლემად მიაჩნია2. თბილისში 2011 წლის იანვრიდან დასუფთავების დარგის მართვა ხორციელდება მუნიციპალური საწარმოს შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ - ეს არის საწარმო, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ კანონით (მუხლი 1.2.) საწარმოს ძირითადი მიზანი არის მოგების მიღება. მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა, თბილისში ნარჩენების მართვა, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა იყოს მერიისთვის მოგების წყარო და ორიენტირებული უნდა იყოს სერვისის სრულყოფილ შესრულებასა და გაუმჯობესებაზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ტარიფის, კომპანიის ბიუჯეტის, საოპერაციო ხარჯებისა და რეინვესტიციის მოცულობის განსაზღვრით. მორიგი არსებითი საკითხია მოსაკრებლისა და ტარიფის მეშვეობით რეგულირების განსხვავების ჯეროვნად შეფასება. საქართველოს კანონით მომსახურების მიმღებს მოსაკრებელი შეაქვს ბიუჯეტში, ახლად შემოღებული დასუფთავების საფასური/ტარიფი მიემართება არა ბიუჯეტში, არამედ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს საჯარო ფინანსების მართვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ხარისხს. სატარიფო რეგულირების ინსტრუმენტის არჩევამ დღის წესრიგში დააყენა კონკურენციის, აგრეთვე საფასურების საბაზრო წესით ფორმირების საკითხი. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით თბილისის ტერიტორიაზე დაგვა- დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება განისაზღვრა 1 წყარო: http://www.ndi.org/node/18677, http://www.ndi.org/node/19283 2 წყარო: http://www.ndi.org/node/18677, http://www.ndi.org/node/19283
  • 5. რეგულირებად სფეროდ. პრეზიდენტის ბრძანებულებამ თვალნათელი გახადა უფლებრივი ასიმეტრია თბილისსა და სხვა თვითმმართველობებს შორის. მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 მაისის #235 ბრძანებულების ანალიზი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში. სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებში მიღებულ ვერც ერთ გადაწყვეტილებაში და შესაბამის პროექტში ვერ ვხვდებით ჯეროვან და გონივრულ დასაბუთებას, რომელიც მოგვცემდა საშუალებას გვემსჯელა, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორედ მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებით იყო ნაკარნახევი. თბილისის მთავრობას შეუძლია ნარჩენების მართვის უფლება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გადასცეს მისივე საწარმოს. არც კანონით და არც სხვა აქტით არ არის განსაზღვრული, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს საწარმო, როგორი წესით უნდა იქნეს მიღებული ეს გადაწყვეტილება, როგორ განხორციელდება მონიტორინგი და ფინანსური ანგარიშგება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანით იგი შეუსაბამობაში მოვიდა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან. მნიშვნელოვანია დასუფთავების საფასურის ელეტროენერგიის გადასახადზე „მიბმის“ გადაწყვეტილებების ანალიზი. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“. 6 კანონს დაემატა 49 მუხლი, რომლითაც მოხდა აღნიშნული 2 ტარიფის დარიცხვა- ამოღების, ადმინისტრირების გაერთიანება. თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კანონის რეგულირების სფერო არ გახლავთ დასუფთავება; წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირება - ეს არის კანონის პირველივე მუხლში მკაფიოდ გახცადებული მიზანი და ამოცანა. წინააღმდეგობა და ნაჩქარევი გადაწყვეტილების/ცვლილების მკაფიო დასტური იმთავითვე სახეზეა. კვლევის ფარგლებში საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ კანონპროექტი, ინიცირების შემდგომ განხილულ იქნა დაჩქარებული წესით. ამასთან, სავალდებულო იყო კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტების დასკვნების არსებობა. მიუხედავად პარლამენტისათვის წარდგენილი რამდენიმე წერილობითი თხოვნისა აღნიშნული დასკვნები არ გადმოგვცემია. ცალკე განხილვის საგანია ტარიფის ადმინისტრირების წესი. ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, სახეზეა კერძო, სახელშეკრულებო ურთიერთობებში უხეში ადმინისტრაციული ჩარევა, ხოლო თვით საკანონმდებლო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის (კონსტიტუციურობის) საკითხი ეჭვქვეშ დგება, რადგანაც ილახება როგორც საკუთრების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება, თუ მომხმარებელთა უფლებები.
  • 6. თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის #33 ბრძანებით 2011 წლის 3 იანვრიდან გაუქმებულია თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახური. აღნიშნულის გათვალისწინებით აღარ არსებობს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სისტემის სუბიექტი. აღნიშნულით კი ეჭვქვეშ დგება ყველა იმ გადაწყვეტილებისა და ქმედების ლეგიტიმურობა, რომელიც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დარგებს, სისტემას, სუბიექტებს და მომხმარებლებს. ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილებით. 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა 4–ჯერ, 2011 წლის 23 დეკემბერს, 2012 წლის 30 მარტს, 29 ივნისს და 27 ივლისს. ცვლილებები არ შეხებია დედაქალაქის 2012 წლის პრიორიტეტებს და პროგრამებს, მათი შეცვლის ან გაუქმების მიმართულებით. არც ტექსტობრივ, არც ფინანსურ ნაწილში საერთოდ არ არის მოცემული ინფორმაცია დასუფთავების საფასურის სახით მობილიზებული სახსრების ან დასუფთავების და სანიტარული წესრიგის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის კუთხით განხრციელებული ღონისძიებების შესახებ. როგორც ვხედავთ, დასუფთავების, სანიტარული წესრიგის დამყარების ღონისძიებები თბილისის პრიორიტეტებში საერთოდ არ არის მოხსენიებული. ანალოგიური სიტუაციაა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიმართულებითაც, სადაც დასუფთავების, ნარჩენების გატანის და სანიტარული ღონისძიებების მიმართულებები საერთოდ არ არის მოხსენიებული. ვინაიდან პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა ვერ მოიპოვა დასუფთავების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის კუთხით მიღებული შემოსულობების და გადასახდელების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან, შესაბამისი წერილობითი თხოვნით მივმართეთ ქ. თბილისის მერიას და საკრებულოს, სს „თელასს“, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, შპს თბილსერვის ჯგუფს. სამწუხაროდ, ამ უწყებებიდან, სხვადასხვა მოტივით ვერ იქნა მიღებული მოთხოვნილი ინფორმაცია. პი-ემ-სი კვლევითი ჯგუფი იძულებული გახდა, რომ დასუფთავების და სანიტარული ნარჩენების უტილიზაციის მიმართულებით არსებული ვითარების წარმოსადგენად ესარგებლა ალტერნატიული ინფორმაციით და ექსპერტული შეფასებებით. კერძოდ, დასუფთავების საფასურის სახით მიღებული შემოსავლების შესახებ სიტუაციის წარმოსადგენად ვისარგებლეთ ს/ს თელასის ინფორმაციით (სხვადასხვა განცხადებები პრესაში), რომლის მიხედვითაც ქ. თბილისის წლიური მოხმარება (მხოლოდ საბინაო სექტორი) შეადგენს 800 მილიონ კილოვატ საათს. თუ ამ მონაცემს
  • 7. გავამრავლებთ დასუფთავების საფასურის ტარიფზე – 5 თეთრი ყოველ დახარჯულ კილოვატზე, მივიღებთ, რომ მხოლოდ მოსახლეობის მიერ წლიურად გადახდილი საფასური შეადგენს დაახლოებით 40 მილიონ ლარს. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. ტარიფის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქ თბილისში მოქმედებს 167 417 იურიდიული პირი. თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეული საწარმო/ორგანიზაცია თვეში საშუალოდ 203 ლარს მაინც იხდის დასუფთავების საფასურის სახით, ანუ მობინადრეებზე 50 %-ით მეტს, იურიდიული პირებიდან დასუფთავების საფასური შეადგენს დაახლოებით 20 X 12 X 167 000= 40 მილიონ ლარს. ეს ანალიზი საბოლოო ჯამში გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2012 წელს დასუფთავების საფასურის სახით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე მობილიზებულ იქნება მინიმუმ 80 მილიონი ლარი. როგორც თბილისის ბიუჯეტის დასუფთავების და სანიტარული წესრიგის გადასახდელების თაობაზე მონაცემები აჩვენებს, 2008 წლიდან 2010 წლამდე ამ მიმართულებით გამოყოფილი სახსრები მკვეთრად იზრდება წლიდან წლამდე. თუმცა, 2010–2011 წლებში გამოყოფილი სახსრები დაახლოებით იდენტურია და 50 მილიონი ლარის ფარგლებშია. თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ დასუფთავების, სანიტარული წესრიგის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის დანახარჯები მნიშვნელოვნად არ გაიზრდება 2012 წლის განმავლობაში, ის 50 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. ამასთან, ჩვენი გაანგარიშებით, 2012 წელს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე მობილიზებულ იქნება მინიმუმ 80 მილიონი ლარი, რაც გაცილებით აღემატება ორგანიზაციის ხარჯებს. დასკვნის სახით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასუფთავების მიმართულებით შემოსავალ–გასავალი არ არის დაბალანსებული. თუ წინა წლებში ადგილი ქონდა მერიის მხრიდან დამატებით სახსრების გამოყოფას და მოსაკრებლის სახით მიღებული შემოსავლები ხარჯების მხოლოდ 55–65%–ს შეადგენდა, 2012 წელს შემოსავლებს და გადასახდელებს შორის ჩვენი ვარაუდით 30 მილიონიანი დადებითი სხვაობაა. ანუ, 3 აღნიშნული ციფრი მიღებულია უხეში გათვლების შედეგად ვინაიდან საჭირო ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან არ იქნა მოწოდებული. მოცემული გაანგარიშებები ეფუძნება რეალურ გათვლებს (კონსერვატული მიდგომა) და მხოლოდ ილუსტრირების მიზნით არის მოყვანილი.
  • 8. „თბილსერვის ჯგუფის“ შემოსავლები ხარჯებს 30 მილიონი ლარით გადააჭარბებს. ალბათ ამით აიხსნება თბილისის ხელისუფლების მცდელობა დამალოს ინფორმაცია დასუფთავების საფასურით მიღებული სახსრებისა და გაწეული ხარჯების შესახებ. ეს ასევე ბუნებრივად ბადებს ეჭვებს, ხომ არ ხდება ჭარბი შემოსავლების გამოყენება არამიზნობრივად. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, პროექტის გუნდმა შეიმუშავა რეკომენდაციები: რეკომენდაციები - მოკლე მიმოხილვა 1) საზოგადოების ფართო მონაწილეობით შემუშავდეს დასუფთავების მოსაკრებლის/ტარიფის ოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესები; დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადახედილი ხელისუფლების გადაწყვეტილება მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის დასუფთავების საფასურის გაანგარიშებასთან მიბმის თაობაზე. ზოგიერთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (ბოსნია, ხორვატია, მაკედონია, ალბანეთი) გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დასუფთავების საფასური დაკავშირებულია საცხოვრებელი ფართის მოცულობასთან და არა კომუნალური სერვისების მომსახურებასთან. 2) ნარჩენების მართვისა და დასუფთავების ადმინისტრირების და ანგარიშგების საკითხები განისაზღვროს ცალკე საკანონმდებლო აქტით და არ იყოს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანი; 3) წარიმართოს მსჯელობა ნარჩენების მართვისა და დასუფთავების ადმინისტრირების მხოლოდ საჯარო პროცედურებით შერჩეული ოპერატორის ან თბილისის მერიის შესაბამისი სუბიექტის მეშვეობით წარმართვის თაობაზე და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს კანონში; 4) საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს მომხმარებლის მიერ მოსაკრებლის ან ტარიფის მხოლოდ ბიუჯეტში შეტანა და ელექტროენერგიის გათიშვა, როგორც სანქცია გაუქმდეს; 5) საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს კომუნალური და სოციალური მომსახურებების გამწევი სუბიექტების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების, ამ ბაზების ჰარმონიზაციის/მონაცემთა გაცვლის ვალდებულება. 6) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ იმსჯელონ
  • 9. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილების კანონშესაბამისობაზე და უზრუნველყონ მასში სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა; 7) დაუყოვნებლივ მოხდეს დასუფთავების, სანიტარული წესრიგისა და ნარჩენების უტილიზაციის მიმართულების ქ. თბილისის პრიორიტეტებში, ისევე როგორც ამ კუთხით მიღებული შემოსულობებისა და გაწეული გადასახდელების 2012 და შემდგომი წლებისდ ბიუჯეტებში, შესრულების ანგარიშებში ასახვა. 8) შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია საჯარო გახადოს როგორც ტექნიკური ისე ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, შექმნას ვებ-გვერდი სადაც განათავსებს კვარტალურ და წლიურ მონაცემებს როგორც ფინანსური მაჩვენებლების, ასევე გაწეული მომსახურების და მოსახლეობისათვის მიწოდებული საზოგადოებრივი სიკეთეების შესახებ. 9) მოხდეს ქ. თბილისის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საბიუჯეტო ანგარიშგებაში ასახვა 10) განხორციელდეს დასუფთავების სფეროში განხორციელებული ცვლილებების ბიუჯეტში და შესრულების ანგარიშებში უკეთ ასახვა 11) მოხდეს ბიუჯეტში და შესრულების ანგარიშებში მოყვანილი დანართების შესაბამისობის-ინფორმაციულობის გაზრდა 12) განხორციელდეს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ბიუჯეტირება 13) მოხდეს პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების შედგენა პროგრამაში მოცემული ღონისძიებების მიხედვით 14) პროგრამების ანგარიშგებისას ნაჩვენები იქნეს არსებული, წინა წლებთან შედარებითი და მომავლის პროგნოზის ანალიზი
  • 10. თავი 1. - სამართლებრივი მიმოხილვა ლევან ალაფიშვილი თბილისში დასუფთავების საფასურის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა მოსახლეობის 72%-ისთვის მთავარი პრობლემაა. საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში: 2012 წლის კვლევის შედეგები. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. მარტი 2012. http://www.civil.ge/files/files/2012/February%202012_NDI%20Survey_Public%20Eng.pdf საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონით და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“4 კანონით ნარჩენების მართვისა და დასუფთავების საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობის - თბილისის, განსაკუთრებული კომპეტენციის სფეროა. თვითმმართველობის კანონმდებლობით გამიჯნულია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებებიც: საკრებულოს ჩართულობა ნარჩენების მართვისა თუ დასუფთავების საკითხებში განსაზღრულია მოსაკრებლების/საფასურის (ტარიფის) დაწესების, მისი ოდენობის განსაზღვრის, მართვის წესების დადგენის თუ საბიუჯეტო კონტროლის მექანიზმებით, ხოლო აღმასრულებელი ორგანოს (მერიის) კომპეტენციასა და პასუხისმგებლობას განეკუთვნება - დარგის მართვა, ორგანიზება და განხორციელება. 2011 წლამდე დარგის რეგულირების საბიუჯეტო ფინანსირების წყარო გახლდათ მოსაკრებელი, ხოლო შემდგომ (დღემდე) - ტარიფი/საფასური. მართალია ორივე შემთხვევაში მოსაკრებლისა თუ საფასურის/ტარიფის შემოღებაში თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შეზღუდულია საკრებულოს ჩართულობით (რადგანაც სწორედ და მხოლოდ საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას ორივე მათგანის შემოღებისა და გადახდის წესის თაობაზე), თუმცა განსხვავება ის არის, რომ საფასურის/ტარიფის განსაზღვრის საკითხში თვითმმართველობა კანონმდებლობით შეზღუდული არ არის, მოსაკრებლის შემთხვევაში კი მას განსაზღვრული აქვს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება. კერძოდ: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონით დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირების ხარჯებს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის მერიას ჰქონდა თავისუფლება დასუფთავების საფასურის ოდენობა ყოველგვარი მეთოდოლოგიისა და დასაბუთების გარეშე განესაზღვრა: 0.05 თეთრი - 1 კვ.ტ. ელექტროენერგიაზე გაანგარიშებით.5 საკამათოა და ვერ ჩაითვლება ჯეროვან დასაბუთებად „დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“ 4 შემდგომში მოკლედ მოხსენიებულია როგორც თვითმმართველობის კანონმდებლობა 5 ამონაწერი თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი#7-დან;
  • 11. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაცია: „აქედან გამომდინარე, ჩატარდა ქალაქის სხვადასხვა უბნებში ნარჩენების წარმოქმნის ქრონომეტრაჟი და ელ.ენერგიის ხარჯის ოდენობა თითოეულ აბონენტზე. გამოანგარიშების შედეგად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა წარმოქმნილი ნარჩენებისა და ელ.ენერგიის ხარჯის ურთიერთპროპორციულობის საშუალო კოეფიციენტის გამოთვლა, რამაც შეადგინა დახარჯულ 1 კვტ. სთ-ზე 0.05 ლარი.“ დროის რომელ პერიოდში ჩატარდა ქრონომეტრაჟი; რა მეთოდოლოგიით ჩატარდა; იყო თუ არა განსხვავებული მიდგომა და შედეგები მრავალბინიან და ინდივიდუალურ სახლებში; როგორ ჩატარდა ქრონომეტრაჟი მრავალბიანიან სახლებში და როგორ განზოგადდა ეს მონაცემები ყველა მაცხოვრებელზე; არის თუ არა ქრონომეტრაჟი ის მეთოდი, რომელიც მოგვცემს სწორ, რეპრეზენტატიულ მონაცემებს და მოგცემს თუ არა განზოგადოების საშუალებას - ეს არის ნაწილი იმ კითხვებისა, რომლებზე პასუხებიც ტარიფის ოდენობის განსაზღვრამდე უნდა ყოფილიყო ცნობილი. სწორედ დასაბუთების სიმცირის (უკეთეს შემთხვევაში) და გადაწყვეტილების არასამართლიანობის დასტურია ის გარემოება, რომ 1 წლის თავზე თბილისის მაცხოვრებელთა თითქმის ¾-სთვის დასუფთავების ტარიფის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა მთავარ, #1 პრობლემად მიაჩნია6. თბილისში 2011 წლის იანვრიდან დასუფთავების დარგის მართვა ხორციელდება მუნიციპალური საწარმოს შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ - ეს არის საწარმო, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ კანონით (მუხლი 1.2.) საწარმოს ძირითადი მიზანი არის მოგების მიღება. ეს გარემოება კი თავისთავად გულისხმობს წინააღმდეგობას რომ ამ საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება გარდა ორგანიზებისა და ადმინისტრირების ხარჯებისა (როგორც ეს განსაზღვრულია მოსაკრებლის ოდენობისათვის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონით), მოიცავს (უნდა მოიცავდეს) მოგებას - წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმო გაკოტრების საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა, თბილისში ნარჩენების მართვა, არსებული სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა იყოს მერიისთვის მოგების წყარო და ორიენტირებული უნდა იყოს სერვისის სრულყოფილ შესრულებასა და გაუმჯობესებაზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ტარიფის, კომპანიის ბიუჯეტის, საოპერაციო ხარჯებისა და რეინვესტიციის მოცულობის განსაზღვრით. ვფიქრობთ მორიგი არსებითი საკითხია მოსაკრებლისა და ტარიფის მეშვეობით რეგულირების განსხვავების ჯეროვნად შეფასება. საქართველოს კონსტიტუციით, 6 საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში: 2012 წლის კვლევის შედეგები. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. მარტი 2012. http://www.civil.ge/files/files/2012/February%202012_NDI%20Survey_Public%20Eng.pdf (2012 წლის 12 მაისის მდგომარეობით)
  • 12. „მოსაკრებლების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით მომსახურების მიმღებს მოსაკრებელი შეაქვს ბიუჯეტში; აღნიშნულისგან განსხვავებით ახლადშემოღებული დასუფთავების საფასური/ტარიფი მიემართება არა ბიუჯეტში, არამედ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე („ტარიფი მთლიანად ჩაირიცხება დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი პირის მიერ მითითებულ ანგარიშზე.“)7, ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს საჯარო ფინანსების მართვის, გამჭვირვალებისა და ანგარიშგების ხარისხს. ის გარემოება, რომ სფეროს ოპერირებას ახორციელებს ან შეიძლება განახორციელოს კერძო ოპერატორმა - იმის არგუმენტად ვერ გამოდგება რომ საფასური არ წარიმართოს ბიუჯეტში. თბილისის მერიას უკვე აქვს გამოცდილება: პარკირების სფეროს ოპერირებას ახორციელებს კერძო კომპანია (ct-park) და მიუხედავად ამისა, პარკირების მოსაკრებელი თუ ოპერატორის მიერ დარიცხული ადმინისტრაციული ჯარიმები მიემართება ბიუჯეტში, შემდგომ კი თბილისის მერია ბიუჯეტიდან ოპერატორს ურიცხავს/უბრუნებს საკონკურსო პირობებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ პროცენტს. შესაძლებელია ეს სისტემაც არ არის უნაკლო და სრულყოფილი, მაგრამ მისი სრულყოფა დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. სატარიფო რეგულირების ინსტრუმენტის არჩევამ დღის წესრიგში დააყენა კონკურენციის, აგრეთვე საფასურების საბაზრო წესით ფორმირების საკითხი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (2006 წლის 8 თებერვალი #104)8 თბილისის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება განისაზღვრა რეგულირებად სფეროდ (ეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა 2011 წლის 4 მაისის #235 ბრძანებულებით)9 და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძინა ლეგიტიმური საფუძველი თბილისის საკრებულომ განესაზღვრა საწარმოს მომსახურების ტარიფი/საფასური. პრეზიდენტის ბრძანებულებამ თვალნათელი გახადა უფლებრივი ასიმეტრია თბილისსა და სხვა თვითმმართველობებს შორის - თუკი პრეზიდენტის #104 ბრძანებულებით განსაზღვრული სხვა დარგების (ტრანსპორტი) რეგულაცია საერთოა ყველა თვითმმართველობისათვის, დასუფთავება და ნარჩენების მართვა - მხოლოდ თბილისს შეეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრამდე, რაც ნიშნავს, რომ ნარჩენების მართვა და დასუფთავება რეგულირებადი სფერო იქნება მხოლოდ 2012 წელს, ხოლო შემდგომ საფასური/ტარიფი უნდა განისაზღვროს საბაზრო წესით. 7 მუხლი 5.2. ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება №7-38. 2011 წლის 24 ივნისი. „დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“. https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1386351 (2012 წლის 12 მაისის მდგომარეობით) 8 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=97240&publication=0 (2012 წლის 12 მაისის მდგომარეობით) 9 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1323136 (2012 წლის 12 მაისის მდგომარეობით)
  • 13. მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 მაისის #235 ბრძანებულების ანალიზი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში, რადგანაც ბაზარზე რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის პრინციპები და რეგულაციები სწორედ ამ კანონით არის მოცემული. ამასთან, პრეზიდენტის ბრძანებულების პრეამბულაშივე მითითებულია, რომ გამოცემულია სწორედ ამ კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის10 მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი ასე განსაზღვრავს რეგულირებად ეკონომიკურ სფეროს: „თ) რეგულირებადი ეკონომიკური სფეროები – ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას ან/და ინფრასტრუქტურულ სფეროებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები;“ სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებში მიღებულ ვერც ერთ გადაწყვეტილებაში და შესაბამის პროექტში ვერ ვხვდებით ჯეროვან და გონივრულ დასაბუთებას, რომელიც მოგვცემდა საშუალებას გვემსჯელა, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორედ მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებით არის ნაკარნახევი. აღნიშნულის საპირისპიროდ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ მისი მიღების ძირითადი მიზანია ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზისა და დასუფთავების სატარიფო/მოსაკრებლების სისტემის ადმინისტრირების გამართვა11, ხოლო თბილისის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას წარმოდგენილი მოხსენებითა და განმარტებითი ბარათით - დასუფთავების მომხმარებელთა ბაზის და ადმინისტრირების გაუმართაობის გამოსწორება და ტარიფის დადგენა. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „გ“ პუნქტი: „სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოს ეკრძალება: გ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციის მიზნით შექმნას სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურები ან უკვე არსებულ სტრუქტურებს მიანიჭოს ისეთი უფლებამოსილება, რომელიც გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას;“ 10 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=29644 (2012 წლის 12 მაისის მდგომარეობით) 11 საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 მარტის #2034/3-5 და 10 აპრილის #3008/3-5 წერილები და კანონპროექტები;
  • 14. „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 441 მუხლის პირველ პუნქტში 2011 წლის 3 ივნისს შეტანილი ცვლილებით12, კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ნარჩენების მართვის განხორციელება გარდა ტენდერისა და კონკურსის წესისა (რომლებიც საჯაროობის უფრო მეტი ხარისხისაა), თბილისის მთავრობას შეუძლია ნარჩენების მართვის უფლება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გადასცეს მისივე საწარმოს. არც კანონით და არც სხვა აქტით არ არის განსაზღვრული თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს საწარმო, როგორი წესით უნდა იქნეს მიღებული ეს გადაწყვეტილება, როგორ განხორციელდება მონიტორინგი და ფინანსური ანგარიშგება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გონივრულია ვარაუდი, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორცილებული დამატებები შეუსაბამობაში მოდის „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „გ“ პუნქტთან. დასუფთავების საფასურის ოდენობის გარდა, მნიშვნელოვანია დასუფთავების საფასურის ელეტროენერგიის გადასახადზე „მიბმის“ გადაწყვეტილებების ანალიზი. 2010 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში 6 დამატებების შეტანის თაობაზე13 რომლითაც კანონს დაემატა 49 მუხლი, რომლითაც მოხდა აღნიშნული 2 ტარიფის დარიცხვა-ამოღების, ადმინისტრირების გაერთიანება. თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კანონის რეგულირების სფერო არ გახლავთ დასუფთავება; წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირება - ეს არის კანონის პირველივე მუხლში მკაფიოდ გახცადებული მიზანი და ამოცანა. წინააღმდეგობა და ნაჩქარევი გადაწყვეტილების/ცვლილების მკაფიო დასტური იმთავითვე სახეზეა. კვლევის ფარგლებში საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით14 ირკვევა, რომ კანონპროექტი, ინიცირების შემდგომ განხილულ იქნა დაჩქარებული წესით. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლით სავალდებულო იყო კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტების დასკვნების არსებობა (უნდა დართვოდა კანონპროექტს სამივე მოსმენაზე). გარდა ამისა, კანონპროექტების თავფურცელზე მითითებულია, რომ არსებობს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა. მიუხედავად პარლამენტისათვის წარდგენილი რამდენიმე წერილობითი თხოვნისა აღნიშნული დასკვნები (გარდა კანონპროექტის ინიციატორი კომიტეტის დასკვნისა) არ გადმოგვცემია, რაც იძლევა 12 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1381578 (2012 წლის 12 მაისის მდგომარეობით) 13 გამოქვეყნებულია და ძალაშია 2010 წლის 11 ოქტომბერი. https://www.matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1042376# (2012 წლის 12 მაისის მდგომარეობით) 14 საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 მარტის #2034/3-5 და 10 აპრილის #3008/3-5 წერილები;
  • 15. დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ეს დასკვნები არ არსებობდა, რაც კანონდარღვევაა. 6 საგანგებოდ შევჩერდებით კანონპროექტის 49 მუხლის მე-4 პუქტზე, რომლითაც განისაზღვრა ტარიფების ადმინისტრირების წესი: „4. ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა. ამასთანავე, მომსახურების გამწევი პირის მიერ ადმინისტრატორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენს.“ აღნიშნული დებულებიდან გამომდინარეობს, რომ თუკი მომხმარებელს გადახდილი აქვს ელექტროენერგიის, მაგრამ არ აქვს (ან არასრულად აქვს) გადახდილი დასუფთავების ტარიფი/საფასური ან წყლის საფასური, თელასი მაინც ვალდებულია გაუთიშოს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს არ ეთვლება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევად. სახეზეა კერძო, სახელშეკრულებო ურთიერთობებში უხეში ადმინისტრაციული ჩარევა, ხოლო თვით საკანონმდებლო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის (კონსტიტუციურობის) საკითხი ეჭვქვეშ დგება, რადგანაც ილახება როგორც საკუთრების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება თუ მომხმარებელთა უფლებები. ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის (!) - კანონი ძალაში შევიდა 11 ოქტომბერს) #24/3 გადაწყვეტილებით15 ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების ერთიანი ადმინისტრირების არეალად განისაზღვრა მხოლოდ თბილისი, სუბიექტებად: თელასი, ენერგოპრო ჯოჯია, თბილისი უოთერ ენდ პაუერ და თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახური; ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების სისტემის ადმინისტრატორებად განისაზღვრა თელასი და ენერგო პრო ჯორჯია. ზემოაღნიშნული კანონის მსგავსად კომისიის გადაწყვეტილებაშიც გვხვდება ზემოაღნიშნული სადავო ნორმის გამეორება. როგორც კანონის, ასევე კომისიის გადაწყვეტილების ეს ნორმები სადავო შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში და მხოლოდ ამ უკანასკნელთა გადაწყვეტილების არსებობის პირობებში შესაძლებელია ამ ნორმების და სისტემის 15 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1060012 (2012 წლის 12 მაისის მდგომარეობით)
  • 16. გაუქმება. აღნიშნულისაგან განსხვავებული და უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს პარლამენტმა და გააუქმოს ან შეცვალოს როგორც ნორმა, ასევე ამ აქტით შექმნილი სისტემა. დღეისათვის, როგორც კანონი, ასევე კომისიის გადაწყვეტილება ძალაშია. თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის #33 ბრძანებით16 2011 წლის 3 იანვრიდან გაუქმებულია თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახური. აღნიშნულის გათვალისწინებით აღარ არსებობს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სისტემის სუბიექტი (თბილისში ნარჩენების მართვის ოპერირებას ახორციელებს თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და არა დასუფთავების საქალაქო სამსახური). აღნიშნულით კი ეჭვქვეშ დგება ყველა იმ გადაწყვეტილებისა და ქმედების ლეგიტიმურობა რომელიც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დარგებს, სისტემას, სუბიექტებს და მომხმარებლებს, ან მიღებულია ადმინისტრატორისა თუ სისტემის სუბიექტების მიერ. დასასრულს, შევჩერდებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილების, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ 6 საქართველოს კანონის 49 მუხლთან შეუსაბამობასა და სამართლებრივ უსწორობაზე. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ნორმატიული აქტის პროექტი სამართლებრივი დასკვნისათვის უნდა გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. კვლევის ფარგლებში ცენტრმა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილების პროექტისა და მასზე გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნების ასლები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2012 წლის 13 ივლისის #29937 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გვაცნობა, რომ კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნისთვის არ გადასცემია. აღნიშნულის გათალისწინებით, სახეზეა კანონით დადგენილ პროცედურებთან აშკარა წინააღმდეგობით გამოცემული ნორმატიული აქტი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილება. აღნიშნულ საკითხზე, მიზეზებსა თუ შედეგებზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება უნდა გახდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგანგებო მსჯელობის საგანი. 16 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1160011# (2012 წლის 12 მაისის მდგომარეობით)
  • 17. გარდა აღნიშნულისა, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ 6 საქართველოს კანონის 49 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა კომისიის შემდეგი უფლებამოსილება და ადმინისტრატორის განსაზღვრის წესი: „2. კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალს (ტერიტორიულ ფარგლებს) და ამ სისტემით მომსახურების გამწევ პირებს. კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მომსახურების გამწევი ერთ-ერთი პირი (შემდგომში – ადმინისტრატორი) ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირებას.“ კანონით განსაზღვრული მხოლოდ ამ კომპეტენციის ფარგლებში იყო უფლებამოსილი კომისია მიეღო გადაწყვეტილება; აღნიშნულის საპირისპიროდ კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნულია: „2. პირველ პუნქტში მითითებულ ტერიტორიულ ფარგლებში ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირება თავიანთ მომხმარებლებთან მიმართებით განახორციელონ სს ,,თელასმა“ და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ (შემდგომში – ადმინისტრატორი).“ როგორც ვხედავთ, კომისიამ ნაცვლად კანონით განსაზღვრული მხოლოდ ერთი ადმინისტრატორის განსაზღვრის უფლებამოსილებისა, განსაზღვრა 2 ადმინისტრატორი, რაც პირდაპირი კანონშეუსაბამობაა. ეს კანონშეუსაბამობაც ასევე გახლავთ საკითხი, რომელიც უნდა იქცეს როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მსჯელობის საგანი და გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი.
  • 18. თავი 2. ქ. თბილისის „ქალაქის დასუფთავების და სანიტარული წესრიგის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის და უტილიზაციის“ პროგრამის 2012 წლის შესრულების ანალიზი პროგრამის შესრულების მონიტორინგისათვის პი–ემ–სი კვლევითი ცენტრი დაეყრდნო ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტს, ისევე როგორც ბიუჯეტის შესრულების 3 და 6 თვის ანგარიშებს. 9 თვის ანგარიში არ არის ხელმისაწვდომი მერიის და საკრებულოს ვებ- გვედზე. ამასთან საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით მერია ვალდებულია საკრებულოს წარუდგინოს 9 თვის ანგარიში 30 ოქტომბრამდე. ქ. თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილებით. 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა 4–ჯერ, 2011 წლის 23 დეკემბერს, 2012 წლის 30 მარტს, 29 ივნისს და 27 ივლისს. ცვლილებები არ შეხებია დედაქალაქის 2012 წლის პრიორიტეტებს და პროგრამებს, მათი შეცვლის ან გაუქმების მიმართულებით. 2012 წლის ქ. თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტებია:  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება  მოსახლეობის სოციალური დაცვა  მოსახლეობის ხელშეწყობა  თბილისის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა  ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე  ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება  ქალაქის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ავარიული შენობების გამაგრება  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება  თბილისი – 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქალაქი  ხელოვნების დარგების განვითარება როგორც ვხედავთ, დასუფთავების, სანიტარული წესრიგის დამყარების ღონისძიებები თბილისის პრიორიტეტებში საერთოდ არ არის მოხსენიებული. შესაბამისად, ბიუჯეტის არც ტექსტობრივ, არც ფინანსურ ნაწილში საერთოდ არ არის მოცემული ინფორმაცია დასუფთავების საფასურის სახით მობილიზებული სახსრების ან დასუფთავების და სანიტარული წესრიგის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის კუთხით განხრციელებული ღონისძიებების შესახებ. ანალოგიური სიტუაციაა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიმართულებითაც, სადაც დასუფთავების, ნარჩენების გატანის და სანიტარული ღონისძიებების მიმართულებები საერთოდ არ არის მოხსენიებული.